255
ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები სიბილა გელაძე, ია ბერსენაძე © გამომცემლობა პალიტრა L, 2014 მთარგმნელისგან რა მოხდა 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში“? „ამის გასარკვევად ერთადერთი გზა არსებობს, – ამბობს ფრედერიკ ბეგბედერი, – უნდა გამოვიგონოთ“. ასე იწყება ეს წიგნი, რომელიც მოგვითხრობს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტერაქტის შესახებ, ხსნის მის გამომწვევ მიზეზებს და საუბრობს მოსალოდნელ შედეგებზე. ბეგბედერის რომანები ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი თვისების გამოა ფასეული: მათში ვირტუოზულად ერწყმის ერთმანეთს თანამედროვე ლიტერატურის ორი უმთავრესი იარაღი: გულწრფელობა და ცინიზმი. Windows on the world-, სიუჟეტის მიუხედავად, სულაც არ არის დრამატული და დამთრგუნველი. გარწმუნებთ, რომანის წაკითხვისას არაერთხელ გადაიხარხარებთ ხმამაღლა და გულიანად, თუმცა ფინალი ნებისმიერს შეძრავს. ერთ ფრაზაში, პატარა ბიჭის ერთ, რამდენიმესიტყვიან წინადადებაში იმდენია ნათქვამი, რამდენსაც ზოგი მწერალი ათობით გვერდს ან სულაც მთელ რომანს დაუთმობდა. რატომ არის მსოფლიო ასეთი დღეს? ყველაფერი გასული საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო, ნელ-ნელა სახე იცვალა და 2001 წლის 11 სექტემბერს მთელი თავისი სიცხადით წარდგა ჩვენ წინაშე. „რა არის, მამა, ფრანგი?» – კითხულობს პატარა ამერიკელი ბიჭუნა, რომელსაც მამა უყვება, რომ ერთხელ ერთმა ფრანგმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის» ტყუპ ცათამბჯენს შორის ბაგირი გააბა და ზედ გაიარა. „ეს ერთი პატარა ევროპული სახელმწიფოა, – უხსნის მამა, – რომელიც ადრე, 1776-1783 წლებში, დაეხმარა ამერიკას ინგლისელების ბატონობისგან თავის დაღწევაში, მადლობის ნიშნად კი ჩვენმა ჯარისკაცებმა 1944 წელს ისინი ნაცისტებისგან 1

Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ფრედერიკ ბეგბედერიWindows on the world

მთარგმნელები სიბილა გელაძე, ია ბერსენაძე

© გამომცემლობა პალიტრა L, 2014

მთარგმნელისგან

რა მოხდა 2001 წლის 11 სექტემბერს „მსოფლიო სავაჭროცენტრში“? „ამის გასარკვევად ერთადერთი გზა არსებობს, –ამბობს ფრედერიკ ბეგბედერი, – უნდა გამოვიგონოთ“. ასეიწყება ეს წიგნი, რომელიც მოგვითხრობს მსოფლიოში ყველაზემასშტაბური ტერაქტის შესახებ, ხსნის მის გამომწვევმიზეზებს და საუბრობს მოსალოდნელ შედეგებზე.

ბეგბედერის რომანები ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანითვისების გამოა ფასეული: მათში ვირტუოზულად ერწყმისერთმანეთს თანამედროვე ლიტერატურის ორი უმთავრესიიარაღი: გულწრფელობა და ცინიზმი. Windows on the world-ი,სიუჟეტის მიუხედავად, სულაც არ არის დრამატული დადამთრგუნველი. გარწმუნებთ, რომანის წაკითხვისასარაერთხელ გადაიხარხარებთ ხმამაღლა და გულიანად, თუმცაფინალი ნებისმიერს შეძრავს. ერთ ფრაზაში, პატარა ბიჭის ერთ,რამდენიმესიტყვიან წინადადებაში იმდენია ნათქვამი,რამდენსაც ზოგი მწერალი ათობით გვერდს ან სულაც მთელრომანს დაუთმობდა.

რატომ არის მსოფლიო ასეთი დღეს? ყველაფერი გასულისაუკუნის სამოციან წლებში დაიწყო, ნელ-ნელა სახე იცვალადა 2001 წლის 11 სექტემბერს მთელი თავისი სიცხადით წარდგაჩვენ წინაშე. „რა არის, მამა, ფრანგი?» – კითხულობს პატარაამერიკელი ბიჭუნა, რომელსაც მამა უყვება, რომ ერთხელერთმა ფრანგმა „მსოფლიო სავაჭრო ცენტრის» ტყუპცათამბჯენს შორის ბაგირი გააბა და ზედ გაიარა. „ეს ერთიპატარა ევროპული სახელმწიფოა, – უხსნის მამა, – რომელიცადრე, 1776-1783 წლებში, დაეხმარა ამერიკას ინგლისელებისბატონობისგან თავის დაღწევაში, მადლობის ნიშნად კი ჩვენმაჯარისკაცებმა 1944 წელს ისინი ნაცისტებისგან

1

Page 2: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

გაათავისუფლეს». რომანში ბევრია ნათქვამი ფრანგულ-ამერიკულ ურთიერთობებზე და იმ ანტიამერიკანიზაციისმიზეზებზე, რომელიც ასეთი პოპულარულია დღესსაფრანგეთში. „იცით, რატომ ვწერ ამ წიგნს? იმიტომ, რომდავიღალე იმ ანტიამერიკანიზაციით, რომლითაც ჩემი ერიაშეპყრობილი. და თუკი ეს ომი უკვე გამოცხადებულია, მოდი,კარგად დავფიქრდეთ, ვის ბანაკში აღმოვჩნდებით ჩვენ, რომმერე სანანებელი არ გაგვიხდეს“, – ამბობს მწერალი.

ბეგბედერი წერს ამერიკული ჰეგემონიის მიზეზებსა დაშედეგებზეც: „აშშ-ის მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ის თანმსოფლიოს პატრონია და თან ვეღარ პატრონობს მას“; წერსდემოკრატიაზე: „დემოკრატიაში ცხოვრების ერთადერთიუპირატესობა მისი კრიტიკის საშუალებაა. მხოლოდ ამითგანსხვავდება იგი დიქტატურისგან. დემოკრატიამ მაშინაც კი,თუ მას უტევენ, ემუქრებიან და აბუჩად იგდებენ, უნდადაამტკიცოს, რომ ნამდვილია, ამისთვის კი მხოლოდერთადერთი საშუალება არსებობს: ყველას მისცეს მისიგაკრიტიკების უფლება“; ასევე წერს გლობალიზაციასა დატელევიზიის როლზე დღევანდელ ცხოვრებაში: „ახლაბრძოლის ველი მედიასაშუალებებია. ამ ახალ კონფლიქტშიცუდისა და კარგის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან ჭირს. ვერგაიგებ, ვინ არის ბოროტი და ვინ – კეთილი! ისეთიშთაბეჭდილება გრჩება, რომ ისინი როლებს ცვლიან და ერთიბანაკიდან მეორეში გადარბიან, როცა ჩვენ ერთი არხიდანმეორეზე ვრთავთ. საფრანგეთში რევოლუცია ბევრად ადრემოხდებოდა, ყმებს ტელევიზორები რომ ჰქონოდათ, რომლისსაშუალებითაც მეფეებისა და დედოფლების ცხოვრებასნახავდნენ. ამ ახალ მოვლენას ჩვენ გლობალიზაციას ვეძახით,სინამდვილეში კი მას ტელევიზია ჰქვია. გლობალიზაციააეკონომიკაში, აუდიო და ვიდეოსაშუალებებში,კინემატოგრაფიასა და რეკლამაში, სხვაგან კი არაფერიშეცვლილა: არც პოლიტიკაში და არც საზოგადოებაში“.

Windows on the world-ს ორი ძირითადი პროტაგონისტი ჰყავს:რომანის ფრანგი ავტორი და ამავე რომანის ამერიკელიპერსონაჟი, რომელთა თხრობაც იმდენად გადაჯაჭვულია, რომრიგ შემთხვევაში პასაჟის დასაწყისში ცოტა რთულიც კი არისიმის გარკვევა, თუ ვინ საუბრობს. ამგვარი ლიტერატურულიხერხი, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. „ამ რომანისდაწერა მისი ჰიპერრეალურობის გამოა ძნელი“, – ამბობს

2

Page 3: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ავტორი. სწორედ ამ რეალობის მძაფრად და მთელი სიცხადითგასააზრებლად ერწყმის ნაწარმოებში წარსული აწმყოს, ხოლოგამოგონილი პერსონაჟის თხრობა გამომგონებლის ნაამბობს.უჩვეულოა წიგნის ფინალიც, სადაც ერთი მთხრობელისსიკვდილს მეორის Happy end მოჰყვება.

მაშ ასე, 2001 წლის 11 სექტემბერი. მსოფლიო სავაჭრო ცენტრისჩრდილოეთ ცათამბჯენზე მდებარე რესტორან Windows on theworld-ში ქართიუ იორსტონი თავის ორ პატარა ვაჟიშვილთანერთად სასაუზმოდ მიდის...

ია ბერსენაძე

* * *

როგორ შეიძლება გავიგოთ, რა მოხდა 2001 წლის 11სექტემბერს, 8:30-დან 10:29 საათამდე მსოფლიო სავაჭროცენტრის ჩრდილოეთ ცათამბჯენის 107-ე სართულზე?ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: გამოვიგონოთ.

«ჰოი, შენ, სიმბოლოვ, დღეს რომ ასე მაღლა დგახარ და ამაყადლივლივებ!

მოგმართავ სიტყვით, დამსხვრეულო მშვენებავ, (ვინძლო ესსიტყვა შენი მშველელიც კი გახდეს).

დაიხსომე: განა ყოველთვის ასე თავმომწონედ ფრიალებდი ამქვეყანაზე? მახსოვხარ, დროშავ, ძვირფასო, სულ სხვაგვარვითარებაშიც, როცა ასე ამაყად წელგამართულს კი არგაფარფარებდა ქარი, უზადო აბრეშუმის აღკაზმულობით,არამედ დამტვრეულ ტარზე ძონძებად ჩამოკონკილი,სასიკვდილოდ განწირულ მებაირაღეს ჰყავდი მკერდშიჩაკრული, რადგანაც შენთვის იბრძოდა იგი, შენთვის სწირავდანორჩ სიცოცხლეს;

და არ უჩანდა ბოლო ამ ბრძოლას, ზარბაზნების გრიალს,კვნესასა და გმინვას, კბილების ღრჭიალს, თოფების ქუხილს,თავგანწირულ იერიშს, როცა გგონია, რომ ხალხი კი არა,ეშმაშეპყრობილნი უტევენ;

არ ჰქონდა ბოლო დაღვრილ სისხლს, მოცელილ სიცოცხლეს,რომელიც ტალახიდან და სისხლის გუბიდან ნაკუწებადქცეულს აგიტაცებდა, ისევ აღგმართავდა, ისევ აგაფრიალებდა,

3

Page 4: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

რათა ერთ მშვენიერ დღეს ამაყსა და თავდაჯერებულს კვლავაცლივლივით გემცნო შენი გამარჯვება!

აი, ასეთიც მახსოვხარ!“

უოლტ უიტმენი,[164] „ბალახის ფოთლები“. 1871 წლის 7სექტემბერი

„ჩვენ აქ ვართ, დამარცხებულნი, ამერიკავ!“

ჯონ დოს პასოსი,[165] აშშ, 1936

Kill the Rockfellers![166]

კურტ კობეინი,[167] 2002

მაპატიე, კლოე,

რომ ამ უკაცრიელ მიწაზე მოგიყვანე.

08:30

ფინალი უკვე იცით: ყველა კვდება!! ერთი შეხედვით, ამაშიგანსაკუთრებული არაფერია. უამრავი ადამიანი კვდებაყოველდღე. გამორჩეული ეს ამბავი იმითაა, რომ მისი ყველაგმირი კვდება ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას.ნეტავ, სიკვდილი თუ ეხმარება ადამიანებს ურთიერთობაში?არა მგონია! ისინი ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებიან.სხედან მდიდრულ რესტორანში გამტკნარებული სახეებით დასაუზმეს ზანტად ღეჭავენ, ისე, როგორც ეს უთენიაგაღვიძებულთ სჩვევიათ. მათგან ზოგიერთი ხედებს უღებსფოტოებს. ხედები კი, იცოცხლე, მსოფლიოში ულამაზესებია.მართკუთხა შენობების თავზე რკალად იკვრება ზღვა,რომელზეც გემების ნაკვალევი გეომეტრიულ ფიგურებსხაზავს. თოლიებიც კი არ დაფრინავენ ასე მაღლა. Windows on theworld-ის კლიენტების უმრავლესობა ერთმანეთს არ იცნობს. თუუცაბედად ერთმანეთის მზერა დაიჭირეს, უხერხულადჩაახველებენ და სასწრაფოდ გაზეთში ყოფენ თავს.სექტემბრის დასაწყისია. ადრიანი დილა. ყველა ცუდხასიათზეა. რას იზამ, შვებულებები დასრულდა, ისევსამსახურში დაბრუნებაა საჭირო. მორჩა დასვენება! არ გინდაახლა შობამდე გაქაჩო? ამინდი არაჩვეულებრივია, მაგრამ ამასყურადღებას არავინ აქცევს.

4

Page 5: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

რამდენიმე წამში მსუქანი პუერტორიკოელი ქალი კივილსმორთავს. კოსტიუმში გამოწყობილი ჰალსტუხიანი ჩინოვნიკიპირღია დარჩება: „ღმერთო ჩემო! Oh, my God!» ერთადსასაუზმოდ მოსული თანამშრომლები გაოცებისგანდამუნჯდებიან. ვიღაც მოხეული წითური მამაკაციწამოიძახებს – Holy Shit![168]. მიმტანი ქალი, გაშტერებული,ჩაის დასხმას მანამდე გააგრძელებს, სანამ სასმელი ფინჯანს არაავსებს და ლამბაქზე არ გადმოიღვრება. არსებობს წამები,რომლებიც უსაშველოდ დიდხანს გრძელდება, გეგონება,ვიღაცამ DVD ფლეიერზე Pause-ის ღილაკს დააჭირა თითი. ამრამდენიმე ამოსუნთქვაში დრო რეზინივით იწელება. სულმალე ყველა ერთმანეთს გაიცნობს, აპოკალიფსის მხედრებადიქცევა და სამყაროს დასასრულს შეუერთდება.

08:31

იმ დილით ჩვენ მსოფლიოს მწვერვალზე ვიყავით, მე კისამყაროს ცენტრად გადავიქეცი.

დილის ცხრის ნახევარია. ვიცი, რომ ჯერ ბიჭების ცათამბჯენზეწაყვანა ცოტა არ იყოს, ნაადრევია, მაგრამ ჩემი შვილებიმოუთმენლად ელოდნენ ამ საუზმეს და მეც ენა ვერმომიბრუნდა, უარი მეთქვა. ისედაც დანაშაულის გრძნობამღრღნის, რომ მათი დედა მივატოვე. თანაც ადრე ადგომასთავისი უპირატესობაც აქვს: რიგში დგომას ავცდებით. 1993წლის ტერაქტის შემდეგ კონტროლი ამ შენობებში ძალზეგამკაცრებულია. სამსახურში მოსახვედრად სპეციალურიბეიჯებია[169] საჭირო, დაცვა საგულდაგულოდ ამოწმებსყველა შემომსვლელის ჩანთას. ლითონის დეტექტორის კარიჯერის ქამრის ჰარიპოტერიან ბალთაზეც კი წკრიალს იწყებს.ფოიეში, რომელიც ჰაიტექის, ანუ მაღალი ტექნოლოგიებისსტილშია მოწყობილი, შადრევანი ჩუმად ჩუხჩუხებს. საუზმეწინასწარი ჩაწერითაა. Windows on the world-ის შესასვლელშიჩემს სახელს ვეუბნები: Good morning, my name is Carthew Yorston.[170] გარემო შესვლისთანავე იგრძნობა: წითელი ხალიჩა,დაგრაგნილი ხავერდის თოკი, საგანგებო ლიფტი. ამ მოსაცდელდარბაზში, რომელსაც 30-მეტრიანი ჭერი აქვს, რესტორნისპიუპიტრი[171] პირველი კლასის დახლის როლს ასრულებს.მშვენიერი იდეაა, ასცდეთ პიკის საათს. ტელესკოპშიჩასახედადაც ნაკლები ლოდინი დაგჭირდებათ (25 ცენტად

5

Page 6: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დაინახავთ, როგორ შერბიან ახლომდებარე შენობებში მდივანიქალები, ყურებზე მობილურებაკრულნი, ნაცრისფერკოსტიუმებში გამოკვართულან, თმა ქიმიურად დაუხვევიათ,ფეხზე სპორტული «სნიკერსი» აცვიათ, მაღალქუსლიანიფეხსაცმელი კი ფალსიფიცირებულ Prada-ს ჩანთებში ულაგიათ.იმ დღეს პირველად ავედი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ბოლოსართულზე. ბავშვები გაგიჟდნენ ჩქაროსნულ ლიფტზე,რომელმაც 43 წამში 78 სართული აიფრინა. ისე მიგაქროლებს,რომ გრძნობ, როგორ გიხტება გული საგულედან. ბიჭებისკაილობიდან[172] უკვე ვეღარ გამომყავს. მეოთხე შესვლა-გამოსვლის მერე ვხვდები, რომ ტონი უნდა გავამკაცრო:

– კარგი, საკმარისია! ეს ლიფტი აქ მომუშავეპერსონალისთვისაა. სადმე ხედავთ წარწერას: კოსმოსურიგორაკები?!

რესტორნის თანამშრომელი, რომელსაც საყელოზე საფირმოემბლემა უბნევია, იმ ლიფტისკენ მიგვიძღვის, რომელმაც 107-ესართულზე უნდა აგვიყვანოს. დღევანდელი განრიგი თავიდანბოლომდე «გაწერილი» გვაქვს: Windows on the world-ში საუზმისმერე ბეტერიპარკში ვსეირნობთ, იქიდან ბორნით (უფასოდ!)სტეიტენაილენდზე თავისუფლების ქანდაკების სანახავადმივდივართ, იქიდან მე-17 პირსზე, მერე საუთსიტის პორტშიცოტას წავიშოპინგებთ, ბრუკლინის ხიდის ფონზე ერთი-ორსურათს ჩავაჩხაკუნებთ, თევზის ბაზარს ვეწვევით, რომ ოდნავავყროლდეთ და ბოლოს ბრიჯკაფეში გემრიელ ჰამბურგერსგეახლებით. ბიჭებს სული მისდით მსხვილად დაჭრილ, წვნიან,კეტჩუპმოსხმულ სტეიკზე, დიდი ჭიქით ყინულისნატეხებიანი „კოლა» რომ მოჰყვება (ოღონდ არა დიეტური!).ასეა, ბავშვები მხოლოდ ბუსკნაობაზე ფიქრობენ, მათიმშობლები კი – ჟიმაობაზე. ამ მხრივ, გმადლობთ, არაფერსვუჩივი: ცოლს გავშორდი თუ არა, ქენდეისი გავიცანი,რომელიც „ელიტ ნიუ-იორკში» მუშაობს. იცით, რა არის?! მისგვერდით პამელა ანდერსონი ბებერ ჩვრად მოგეჩვენებათ.ყოველ საღამოს „ალგონქუინში“[173] მოდის, ზემოდან მაჯდებადა ხრიალით ათავებს (ისე, ფილიპ სტარკის[174]„როიალტონი“[175] ურჩევნია, რომელიც იმავე ქუჩაზეა). (ესიმიტომ, რომ დოროთი პარკერს[176] არ იცნობს). (არა,აუცილებლად „ცხოვრება ორისთვის“[177] უნდა წავაკითხო,იქნებ გათხოვებაზე ფიქრს შეეშვას).

6

Page 7: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

08:32

ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იმ დილითWindows on the world-ში. „ნიუ-იორკ თაიმსი» იტყობინებოდა: «8საათსა და 46 წუთზე American Airlines-ის მე-11 რეისისთვითმფრინავი ცათამბჯენს შეასკდა. შეჯახება შენობის 94-ედა 97-ე სართულებს შორის მოხდა. ამ დროს სახურავის ქვეშმდებარე რესტორანში 171 კაცი იმყოფებოდა, რომელთაგან 72მომსახურე პერსონალი იყო. ვიცით ასევე, რომ იმ დილით ერთ-ერთ ფირმას (The Water Risk Group-ს) შეკვეთილი ჰქონდაკორპორაციული საუზმე რესტორნის 106-ე სართულისდახურულ დარბაზში. ჩვეულებისამებრ სავსე იყო 107-ესართულის დარბაზიც. დანამდვილებით ცნობილია, რომთვითმფრინავი პირველად ჩრდილოეთ ცათამბჯენს შეეჯახა(იმ ორს შორის უფრო მაღალი რომელიც იყო და თავზედადგმული ანტენის გამო შპრიცს რომ ჰგავდა). ამ შენობამმეორეზე დიდხანს, ზუსტად 10:28 საათამდე გაძლო და ბოლოსდაინგრა. მაშ ასე, დაჯახებიდან ჩამონგრევამდე საათი დაორმოცდახუთი წუთი გავიდა. საათი და ორმოცდახუთი წუთი!ამდენი ხანი გრძელდება ეს ჯოჯოხეთი... და ეს წიგნი!

ამ სტრიქონებს „პარიზის ცაში» ვწერ. ეს არის მონპარნასისკოშკის 56-ე სართულზე განთავსებული რესტორანი (პარიზი,75015, დუ მენის პროსპექტი, 33, ტელ.: 01 40 64 77 64, ფაქსი: 0143 22 58 43. მეტროს სადგური: „მონპარნას ბიენვენიუ“).რესტორანი 08:30 საათზე იღება. უკვე მერამდენე კვირაა,ყოველ დილით აქ მოვდივარ და ფინჯან ყავას ვუკვეთ. აქედანეიფელის კოშკის დასანახავად მაღლა არ უნდა აიხედო. ხედიმართლაც უზადოა, იმიტომ, რომ მთელ პარიზში ესერთადერთი ადგილია, საიდანაც მონპარნასის კოშკი არ ჩანს.ჩემ ირგვლივ საქმიანი ადამიანები სხედან, რომლებიცმობილურებზე ყველას გასაგონად გაჰყვირიან.

– მისმინე რა, თავს დავდებ, მაგაზე ბოლოს რომ შეხვდნენ,მაშინ იბაზრეს!

– არა, არა, გამორიცხულია, ჟან-ფილიპიც მაგ აზრზეა: ეგ არ არისიოლად მოსაგვარებელი თემა!

– რაღაცას გვაბოლებენ...

– კი, მაგრამ რამე რომ იყოს, სიტუაციიდან გამოძრომაც ხომუნდა შეგვეძლოს.

7

Page 8: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– გაგიგიათ, ალბათ, როგორ ამბობენ: როკფელერმა ფული იმითიშოვა, რომ ყველაზე გვიან ყიდულობდა და ყველაზე ადრეყიდდა!

– ე.ი. შევთანხმდით. ჩემი მდივანი დაგიმეილებთ და მერეკიდევ ერთხელ გავიაროთ ყველაფერი.

– არც ერთი და არც მეორე: ფასიანი ქაღალდებიდაისპლიტა[178], ვალუტა კი მერყეობს და თან დეფიციტშია.

– რას გეტყვი, იცი, თუ ინვესტორები ფულს არ ჩამოვლენ,ბაზრის სტიმულირება დაივიწყონ.

– CAC-ის ინდექსზე ვჩალიჩობდი, მაგრამ ფასი დაეცა და მაგრაგავასხი.

თანაც ყოველი მესამე სიტყვაა – აბსოლუტურად. სანამბიზნესის მამების მიერ ნასროლ ამ მარგალიტებს რვეულშივიწერ, მიმტანს კრუასანები, ერთი ფინჯანი ნაღებიანი ყავა,„ბონ მამანის» ხილფაფა და ორი ცალი თოხლო კვერცხი მოაქვს.ნეტავ, Windows on the world-ის მიმტანებს რა ეცვათ? აღარმახსოვს, იქ ერთხელ ვიყავი და ისიც ღამით. მიმტანებად,ალბათ, აჰყავდათ ფერადკანიანი, სტუდენტი გოგონები,უმუშევარი მსახიობი ქალები ან სასიამოვნო გარეგნობისნიუჯერსელი ქალიშვილები, რომლებსაც ვიწრო წინსაფრებიდიდ, სიმინდზე დაზრდილ ძუძუკებზე აუკრავთ. ოღონდ არაგერიოთ: ეს „მაკდონალდსი» არ არის, ეს Windows on the world-ია, ძვირად ღირებული რესტორანი, მაღალი ფასნამატით(საუზმე 35$, მომსახურების ტარიფის გარეშე). ტელ.: 212-938-1111 ან 212-524-7000. დაჯავშნა სასურველია რამდენიმე დღითადრე. კოსტიუმის გარეშე არ უშვებენ. ძველ ნომერზე დარეკვავცადე. ავტომოპასუხე ჩაირთო, რომელიც სპექტაკლებისშესახებ ინფორმაციას მაწვდის. ვფიქრობ, მიმტანები საკმაოდსიმპათიური ახალგაზრდა ქალები უნდა ყოფილიყვნენ,მოხდენილ სამოსში გამოწყობილნი. მაგალითად, ხორცისფერკოსტიუმებში ინიციალებით WW ან მოკლე შავ კაბებში. აი,ისეთებში, ადრე მოახლე ქალებს რომ ეცვათ ხოლმე, რომუყურებდი და წამოხდა გინდებოდა; შეიძლება სულაცშარვალსა და პიჯაკს ატარებდნენ ან გუჩის სმოკინგს, ტომფორდის[179] დიზაინით. ახლა ამის გარკვევა რთული იქნება.ამ ჰიპერრეალისტური რომანის წერაც ხომ სწორედ ამსიცხადის გამძაფრებული შეგრძნების გამოა რთული. 2001

8

Page 9: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

წლის 11 სექტემბრის მოვლენები არა მარტო გასცდაწარმოსახვას, არამედ მან სამუდამოდ დაამსხვრია იგი.ამიერიდან ვერც მსგავს თემაზე შევთხზავთ რაიმეს და ვერც –სხვაზე. რამ უნდა შეგვძრას ამის მერე?

ფანჯრიდან ვიყურები და პარიზის ცაში თვითმფრინავებისმიმოსვლას ვადევნებ თვალს. იმისთვის, რომ აღვწერო, რამოხდა იმ დღეს ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს, ცხადადუნდა წარმოვიდგინო, რას ვიგრძნობ, ამ თვითმფრინავმა ახლაეს შავი კოშკი ჩემს ფეხებქვეშ რომ გაფატროს. შენობა რყევასიწყებს... ალბათ, უცნაური გრძნობაა, როცა მიწაზე მყარადმდგარი ცათამბჯენი უცბად მთვრალი გემივით იწყებსყანყალს. ტონობით შუშა და ფოლადი ერთ წამში ჩალისზვინივით იშლება. ქვაც რბილია. აი, რა გვასწავლა მსოფლიოსავაჭრო ცენტრმა: ჩვენი უძრავი ქონებაც მოძრავია. ის, რაცაქამდე ურღვევი გვეგონა, თურმე სულ ადვილად იმსხვრევა,მუდმივი – წარმავალია, მყარი – თხევადია, კოშკებიმოძრაობენ, ხოლო ცათამბჯენები ცას კი არა, მიწას ებჯინებიან.როგორ შეიძლებოდა ამხელა მაქინის თვალის დახამხამებაშიდანგრევა? ეს წიგნიც ამაზეა: როგორ ჩამოიშალა ხუხულასავითსაკრედიტო ბარათებისგან ნაგები ციტადელი! ახლა «ბოინგი»რომ ფეხებქვეშ შემივარდებოდეს, ბოლოს და ბოლოს,ვიგრძნობდი იმას, რასაც აგერ უკვე ერთი წელია ვცდილობწარმოვიდგინო: როგორია, როცა იატაკიდან შავი კვამლიამოდის, სიცხისგან კედლები ლღვება და მინები იმსხვრევა,როცა ხალხი შენ თვალწინ იგუდება და თავს იკლავს, როცაყველგან პანიკა და ისტერიკაა, როცა ხალხითავქუდმოგლეჯილი გარბის ალმოდებული კიბისკენ, როცაირგვლივ კივილი, ტირილი და ტელეფონზე სასოწარკვეთილილაპარაკი ისმის. ამას ვფიქრობ და თან თეთრ ცაშიგაუჩინარებულ თითოეულ თვითმფრინავს მადლიერებისთვალით ვუყურებ. და მაინც, ასეთი რამ ერთხელ მოხდა.მოხდა ის, რისი აღწერაც კი შეუძლებელია.

„ფანჯრები მსოფლიოზე“. ეს სახელი პირველად ცოტა არ იყოს,პრეტენზიული მეჩვენა. განდიდების მანიას წააგავდა,განსაკუთრებით კი რესტორნისთვის, რომელიც ცათამბჯენშისაბროკერო ოფისების, ბანკებისა და საფინანსო ბირჟებისგვერდით მდებარეობდა. ამ სახელწოდებაში ტიპურიამერიკული აროგანტულობა იკითხებოდა: „ჩვენი შენობამსოფლიო კაპიტალიზმს ზემოდან გადმოჰყურებს, რათა

9

Page 10: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ყველას გულითადად გაგეჩხიროთ თვალში». ისე კი აქ მხოლოდსიტყვების თამაშია და მეტი არაფერი. მსოფლიო სავაჭროცენტრი და „ფანჯრები მსოფლიოზე“. ეს არის და ეს. მე კი, რავქნა, ერთი ჩვეულებრივი ენაგესლიანი ფრანგი ვარ დაუბრალო ირონიაშიც კი თვითკმაყოფილებას ვხედავ.საინტერესოა, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, რას დავარქმევდიმსოფლიო სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე განთავსებულრესტორანს? Roof of the World – «მსოფლიოს სახურავი»? თუ Topof the World – «მსოფლიოს მწვერვალი»? ამას ისევ ის სჯობს. არა,უკეთესს გეტყვით! King of the World – «მსოფლიოს მეფე“!როგორია?! ვის არ ახსოვს ლეონარდო დი კაპრიო ფილმში„ტიტანიკი». – მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ჩვენი «ტიტანიკია»,– ასე არ განაცხადა ნიუ-იორკის მერმა, რუდოლფ ჯულიანიმტერაქტის მეორე დღეს?). აი, ჩემი ექსჟურნალისტურიგამოცდილება კი დღეს უკვე სულ სხვა დასახელებასმკარნახობს. ამ ადგილს სწორედ ასეთი ამაღლებული,მოკრძალებული და პოეტური სახელი მოუხდებოდა: END OFTHE WORLD – მსოფლიოს დასასრული! ინგლისურად „ენდ»არა მხოლოდ დასასრულს ნიშნავს, არამედ – ზღვარს, კიდეს.რამდენადაც რესტორანი ბოლო სართულზე მდებარეობდა, ამსახელწოდებას „ცათამბჯენის წვერის» მნიშვნელობაექნებოდა. მაგრამ ასეთი სახელის დარქმევა ვერავინ გაბედა.ამერიკელებს არ უყვართ შავი იუმორი. ისინი ძალიანცრუმორწმუნენი არიან. ალბათ, ამიტომაა, რომ მათ შენობებშიარასდროსაა მეცამეტე სართული. ბოლოს და ბოლოს, რასვერჩით ამ Windows on the world-ს. მშვენიერი და შესაფერისისახელი იყო, თანაც კომერციული თვალსაზრისით საკმაოდმომგებიანი. ასე რომ არ ყოფილიყო, ბილ გეითსი ამტრაგედიიდან რამდენიმე წელიწადში თავისი პროგრამულიუზრუნველყოფის სისტემას Windows-ს არ დაარქმევდა, არა?ახალგაზრდების ენაზე რომ ვთქვათ, „ფანჯრები მსოფლიოზე»მაგარი პრიკოლი სახელია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ესარ ყოფილა ყველაზე მაღალი შენობა მთელ მსოფლიოში:მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სიმაღლე 422 მეტრი იყო, მაშინროცა „პეტრონას» ცათამბჯენი კუალა-ლუმპურში 452 მეტრია,ხოლო „სიერს ტაუერი» ჩიკაგოში – 442. ყველაზე მაღალიშენობა კი მაინც შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი იქნება(460 მეტრი), რომელიც ჩინეთში შენდება. იმედია, ეს სახელიჩინელებს არ მოუტანს უბედურებას. მაგრა მევასება ესჩინელები! ერთადერთი ხალხია, ერთდროულად

10

Page 11: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

კაპიტალისტებიც რომ არიან და კომუნისტებიც!

08:33

ტაქსები აქედან კვადრატულ ლაბირინთებში მოფუთფუთეყვითელ ჭიანჭველებს ჰგვანან. ტყუპი-ცათამბჯენიროკფელერთა ოჯახისა და ნიუ-იორკის პორტის მმართველებისინიციატივით არქიტექტორმა მინორუ იამასაკიმ (1912-1982)ააგო, რომელიც ფირმა „ემერო როთ ენდ სანსის» ერთ-ერთითანამფლობელი იყო. ეს ორი 110-სართულიანი ფოლადისკარკასის მქონე ბეტონის კონსტრუქციაა. თითოეულიმათგანის ფართობი 406 000 კვადრატული მეტრია, აქვს 21 800ფანჯარა და 104 ლიფტი. საოფისე ფართობი თითოეულსართულზე 2 700 კვადრატულ მეტრს იკავებს. ეს ყველაფერიიმიტომ ვიცი, რომ ამ სფეროში მეტ-ნაკლებად რაღაც გამეგება.ლითონის გადაბმებს სამკუთხა სექციის ამობრუნებულიჯაჭვის ფორმა აქვს, ძირი – 16,5 მეტრი, მწვერვალი – 5,2 მეტრი,საძირკვლის გაგანივრება 192 მეტრია 91-დან 19,7სანტიმეტრამდე სისქის ორმაგი ტიხრებით, წონა 290 000 ტონა(რომლისგანაც 12 127 ტონა ბეტონია). ღირებულება: $400მილიონი. ასეთია ეროვნული სამშენებლო მიღწევებისა დატექნოლოგიური ინოვაციების ფასი (აფსუს, რატომ არ გავხდიარქიტექტორი! მე ხომ უძრავი ქონების ერთი უბრალო აგენტივარ!). მის გარემონტებაზე ყოველწლიურად 250 000 ქილასაღებავი იხარჯება, კონდიცირებას კი 49 000 ტონა დანადგარიხმარდება. WTC-ს ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტიტურისტი სტუმრობს. კომპლექსის მშენებლობა 1966 წელსდაიწყო და ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ბოროტმა ენებმამას „ლეგოს კუბიკები» შეარქვეს, ზოგი კი „დევიდს დანელსონს“[180] ეძახის. აი, მე კი ეს ტყუპი შენობა სრულიადაცარ მაღიზიანებს, პირიქით, მომწონს, როგორ ირეკლება მისზედაპირზე ღრუბლები. თუმცა დღეს უღრუბლო ცაა. ჩემიშვილები ნეკერჩხლის სიროფმოსხმულ ბლინებს პირშიიტენიან, კარაქის გამო კი ერთმანეთს ხოცავენ. რა კარგიიქნებოდა, გოგო მყოლოდა. მაშინ მაინც ვიგრძნობდი, რასნიშნავს გყავდეს დამჯერი შვილი, რომელიც ჯიბრში არ უდგასმთელ მსოფლიოს. კონდიციონერებისგან აქაურობაგაყინულია. ამის ატანა შეუძლებელია. მსოფლიოსდედაქალაქში რესტორან Windows on the World-ში, ისე, როგორცარსად სხვაგან, VIPკლიენტებს ეძლევათ უნიკალური

11

Page 12: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

საშუალება, დატკბნენ დასავლური ცივილიზაციის მიღწევებითდა გაიყინონ კვერცხები! ვენტილაციის სისტემებიმოგუდულად ზუიან, გეგონება, თვითმფრინავის ძრავაგუგუნებს დაბალ ხმაზე. ძალიან დამღლელია მუდმივიხმაური! ჩვენთან, ტეხასში, ამას ურჩევნიათ სიცხისგანდაიხრჩონ. ჩვენ შეჩვეულები ვართ. ჩემი ოჯახი ამერიკისშეერთებული შტატების მეორე პრეზიდენტის, ჯონ ადამსისჩამომავალია. იორსტონების დიდი ბაბუა, უილიამ ჰარბენიამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შემდგენისშვილთაშვილია. ამიტომ ვითვლები მე ასოციაცია Sons of theAmerican Revolution-ის („ამერიკული რევოლუციის შვილების“)წევრად (ასოციაციის ინიციალები SAR, სხვათა შორის, ზუსტადისევე იწერება, როგორც Son Altesse Royale-ისა („მისი სამეფოუდიდებულესობა“). აი, ახლა კი ყურადღებით! ამერიკელებსაცგვყავს ჩვენი არისტოკრატები! და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ.მართალია, ჩემი ოჯახი გაკოტრებულია, მაგრამ მაინცარისტოკრატები ვართ! ბევრი ამერიკელი იწონებს თავს იმით,რომ დეკლარაციის „ხელმომწერთა» შთამომავალია. ისე, რომიცოდეთ, ამაში არაფერი ყრია. უბრალოდ საკუთარი თავისრწმენას გმატებს, ეგაა და ეგ. ბატონო ფოლკნერ,[181] მემაპატიეთ, მაგრამ აშშ-ის სამხრეთში მხოლოდ ლოთები დაშფოთები არ ცხოვრობენ! როცა ნიუ-იორკში ვარ, განგებ ვიწყებტეხასური აქცენტით ლაპარაკს. Yeap-ს ვამბობ Ya-ს მაგივრად.ისეთივე სნობი ვარ, როგორიც გადაშენების გზაზე მდგარინამდვილი ევროპელი. ჩვენ აქ მათ Eurotrash-ს[182] ვეძახით. მათშორის არიან: ღამის კლუბ „ო ბარის» პიჟონი კლიენტები, მარკდე გონტონ-ბირონის კარტოთეკასა და გაზეთ „ფეიფერმეგეზინის» ფოტოებზე განფენილი პეწენიკი ბიჭები. ეგენი,სიმართლე გითხრათ, ჩვენ ფეხებზე გვკიდია, ჩვენ ჩვენი... ე.წ.American Trash-ი[183] გვყავს. მე Red Neck-ი[184] ვარ,«ამერიკული ნაგვის» თვალსაჩინო წარმომადგენელი. ოღონდჩემი სახელი არ არის ისეთი ცნობილი, როგორიც გეტი[185],გუგენჰაიმი[186] ან კარნეგი[187], რადგანაც ჩემი წინაპრებიიმის ნაცვლად, რომ საკუთარი სახელის უკვდავსაყოფადმუზეუმები დაეფინანსებინათ, ფულის ფლანგვით იყვნენდაკავებულნი.

ფანჯრებზე ცხვირპირმიჭყლეტილი ჩემი შვილები შიშობანასთამაშობენ.

– ნახე, ნახე რა, ხელები უკან როგორ მიაქვს, შიშით ქვემოთ

12

Page 13: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ვეღარ იყურება!

– ვაიმე, დედა! ფრიკი!

– ქათამი ხარ, ქვეშაფსია ქათამი!

მე ვუყვები, რომ 1974 წელს ერთმა ფრანგმა თოკზემოსიარულემ, ფილიპ პეტიტმა ამ ორ ცათამბჯენს შორის,ზუსტად ამ სიმაღლეზე, ბაგირი გააბა და ქარის, სიცივისა დათავბრუდახვევის მიუხედავად, მასზე წარმატებით გადაიარა.„რა არის ფრანგი?» – მეკითხებიან ბავშვები. მე კი ვუხსნი, რომსაფრანგეთი ერთი პატარა ევროპული სახელმწიფოა, რომელიცადრე, 1776-1783 წლებში, დაეხმარა ამერიკას ინგლისელთაბატონობისგან თავის დაღწევაში, მადლობის ნიშნად კი ჩვენმაჯარისკაცებმა 1944 წელს ისინი ნაცისტებისგანგაათავისუფლეს (პედაგოგიკურ მოსაზრებათაგათვალისწინებით, შეგნებულად გამარტივებულად ვყვები ამამბავს).

– აი, ხომ ხედავთ თავისუფლების ქანდაკებას იქ? ესსაფრანგეთმა აჩუქა ამერიკას. ცოტა გოიმობაა, მაგრამ რაუჭირს?! მთავარია, გულითაა მიძღვნილი.

ბიჭებს აშკარად ფეხებზე ჰკიდიათ საფრანგეთი, იმისდამიუხედავად, რომ გიჟდებიან french fries-სა[188] და french toasts-ზე[189]. აი, მე კი, მაგალითად, უპირატესობას french kiss-ს[190]და french rubbers-ს[191] ვანიჭებ. და კიდევ french connection-ს,[192] მანქანების გიჟური რბოლებით საჰაერო მეტროს ქვეშ.

„მსოფლიოს ფანჯრებიდან» ქალაქი გიგანტური ჭადრაკისდაფას ჰგავს, სწორი კუთხეებით, პერპენდიკულარულიკუბებით, მომიჯნავე კვადრატებით, ლიმიტროფული[193]მართკუთხედებით, პარალელური ხაზებით და საგზაოზოლების დაქსელილი ბადეებით. მოკლედ, ერთი დიდი, შავ-თეთრ-ნაცრისფერი ხელოვნური გეომეტრიაა. პროსპექტებისაჰაერო დერეფნებს ჰგავს, განივი ქუჩები – მარკერითგავლებულ ხაზებს, გვირაბები კი – წითელი აგურით ნაშენთხუნელას სოროებს. სველი ასფალტი, რომელიც ქუჩისსარეცხი ავტომანქანების გავლის მერე ზოლად რჩება,ლორწოვან კვალს წააგავს, რომელსაც ლოკოკინა ფარანზეგავლის შემდეგ ტოვებს.

13

Page 14: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

08:34

მე ხშირად მოვდივარ აქ, ჟაკობის ქუჩის № 56-ში, რათა ამმარმარილოს დაფას შევხედო. ჩემი აზრით, ყველა ამერიკელიტურისტისთვის სწორედ ეს ადგილი უნდა იყოს ყველაზეღირსშესანიშნავი მთელ პარიზში. ისინი კი, ამის ნაცვლად,ალმას გვირაბის სანახავად გარბიან, რომ დოდისა და დიანასხსოვნის პატივსაცემად ფოტო გადაიღონ. სწორედ აქ, იორკისსასტუმროში 1783 წლის 3 თებერვალს ჯონ ადამსმა დაბენჟამინ ფრანკლინმა ხელი მოაწერეს „პარიზის შეთანხმებას“,რომელმაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი ინგლისელთაწინააღმდეგ ბრძოლას და ქვეყანას დამოუკიდებლობამოუტანა. აქვე ახლოს დედაჩემი ცხოვრობს. იქ კი, იმ ხის უკან,გამომცემლობა „სოი» მდებარეობს. გამვლელები ისე კვეთენქუჩას და გვერდს უვლიან ამ ძველ შენობას, რომ აზრადაც არმოსდით, რომ ამ ადგილას, კაფე „ფლორადან» ორ ნაბიჯშიდაიბადა ამერიკის შეერთებული შტატები. ან, იქნებ,ურჩევნიათ, დაივიწყონ ამის შესახებ?

ისევ „პარიზის ცას» ვუბრუნდები. skyscrapers-ის, ანუცათამბჯენების მთავარი პლუსი ის არის, რომ ისინი ადამიანსსაკუთარ თავზე ამაღლების საშუალებას აძლევენ. ყველაცათამბჯენი უტოპიაა. ადამიანები ოდითგანვე შეპყრობილნიიყვნენ საკუთარი ხელით აღმართული მთების ან ცადატყორცნილი კოშკების შენების მანიით. ამით ისინი თავისთავს უმტკიცებენ, რომ ბუნებაზე უფრო ძლევამოსილნი არიან.ეს შეგრძნება მართლაც დაგეუფლება, როცა ამ რკინა-ბეტონისადა შუშა-ალუმინისგან ნაშენი რაკეტის მწვერვალზე მოხვდები:აქ ჰორიზონტიც შენი გგონია; აქ არ არის საცობები,კანალიზაციის ჭები, ტროტუარები; მიწას შორდები და ცაშიმაღლდები. ძალაუფლებით – არა, უფრო სიამაყით გევსება ამსიმაღლეზე გული. და არ არის ამაში არანაირი ამპარტავნება,უბრალოდ გიხარია, რომ ყველა ხის წვერზე მაღლა დგახარ.

ღრუბლებო, მე თქვენს შუაგულში ამოვდიოდი,

რომ შორეული კონტინენტებისკენ გამოგყოლოდით

და იქ წვიმად დავღვრილიყავი,

მე თქვენთან ერთად დავქროდი, ქარნო,

ყველა ნაპირს თქვენთან ერთად ვეხეთქებოდი, წყალნო,

14

Page 15: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

თქვენს კალაპოტს მივუყვებოდი, მდინარენო,

ნახევარკუნძულის თავზე, კლდოვან მწვერვალზე

ვყოვნდებოდი,

რათა მეყვირა:

სალამი მსოფლიოს!

ყველა ქალაქში, სადაც კი სითბო და სინათლე აღწევს,

მეც ვაღწევ,

ყველა კუნძულს, რომელსაც ფრთოსანი ჩიტი გადაუფრენს,

მეც გადავუფრენ,

ყველას ამერიკის სახელით მოგესალმებით,

ხელს მაღლა აღვმართავ, ისე, რომ

ნებისმიერმა ადამიანმა,

ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში დამინახოს!

უიტმენის ამ ლექსის სახელწოდება არის Salut au monde!(სახელწოდება ფრანგულადაა ორიგინალშიც). მოგეხსენებათ,მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკელი პოეტები ფრანგულადლაპარაკობდნენ! იცით, რატომ ვწერ ამ წიგნს? იმიტომ, რომდავიღალე იმ ანტიამერიკანიზაციით, რომლითაც ჩემი ერიაშეპყრობილი. ჩემი საყვარელი ფრანგი მოაზროვნე პატრიკჟუვეა,[194] I love America. და თუკი ეს ომი უკვეგამოცხადებულია, მოდი, კარგად დავფიქრდეთ, ვის ბანაკშიაღმოვჩნდებით ჩვენ, რომ მერე სანანებელი არ გაგვიხდეს.

ჩემი საყვარელი მწერლები ამერიკელები არიან: უოლტუიტმენი, მაგრამ ასევე ალან პო, ჰერმან მელვილი, ფრენსისსკოტ ფიცჯერალდი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯონ ფალტე, ჯეკკერუაკი, ჰენრი მილერი, ჯ.დ. სელინჯერი, ტრუმენ კაპოტე,ჩარლზ ბუკოვსკი, ლესტერ ბენგსი, ფილიპ დიკი, უილიამვოლმანი, ჰანტერ ტომპსონი, ბრეტ ისტონ ელისი, ჩაკპალანიკი, ფილიპ როთი, ჰიუბერტ სელბი-უმცროსი, ჯერომჩარინი (რომელიც, სხვათა შორის, მონპარნასზე ცხოვრობს).

ჩემი საყვარელი მუსიკოსებიც ამერიკელები არიან: ფრენკ

15

Page 16: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

სინატრა, ჩაკ ბერი, ბობ დილანი, ლეონარდ ბერნსტაინი, ბერტბაკარაკი, ჯეიმს ბრაუნი, ჩეტ ბრეიკერი, ბრაიენ უილსონი,ჯონი ქეში, სტივ უანდერი, პოლ საიმონი, ლუ რიდი, რენდინიუმენი, მაიკლ სტაიპი, ბილი კორგენი, კურტ კობეინი.

და ჩემი საყვარელი რეჟისორებიც ამერიკელები არიან: ჰოვარდჰოუქსი, ორსონ უელსი, პობერტ ალტმანი, ბლეიკ ედვარდსი,სტენლი კუბრიკი, ჯონ კასავეტესი, მარტინ სკორსეზე, ვუდიალენი, დევიდ ლინჩი, რას მეიერი, სემ რეიმი, პოლ თომასანდერსონი, ლარი კლარკი, დევიდ ფინჩერი, მ. ნაით შიამალანი.

ამერიკულმა კულტურამ ფულით კი არ დაჩრდილა მსოფლიო,არამედ ნიჭით. რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნებოდა, მისიდომინანტობა პოლიტიკური მანიპულაციებით აგვეხსნა,როგორც ამას დემაგოგები აკეთებენ, რომლებიც დისნეისჰიტლერს ადარებენ, ხოლო სპილბერგს – სატანას. ამერიკულიკულტურა მუდმივ განახლებაშია და ამავდროულადარასდროს სწყდება რეალობას. ამერიკელი ხელოვანები სულახლის ძიებაში არიან, რაც საკუთარი თავის შეცნობაშიცგვეხმარება. მათ აქვთ შესაშური უნარი ნოვატორული იდეაადვილად გასაგები გახადონ, ხოლო ორიგინალურიშემოქმედება – მისაღები და მოსაწონი. მოლიერიც მუდმივადხეირს ეძებდა, ხოლო მოცარტი – საჯარო აღიარებას. ასე რომ,ამაში დასაძრახი არაფერია. ამერიკელი ხელოვანები, მათიევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით, ნაკლებად არიანგატაცებულნი თეორიული წიაღსვლებით, მათ ამის დროუბრალოდ არა აქვთ, იმიტომ, რომ პრაქტიკული სამუშაოთიარიან დაკავებულნი. ისინი იპყრობენ მსოფლიოს, შეიცნობენ,აღწერენ და ამ აღწერით ცვლიან ამავე მსოფლიოს. ამერიკელიმწერლები თავს ნატურალისტებად მიიჩნევენ, სინამდვილეშიკი – მარქსისტები არიან. ისინი ძალიან კრიტიკულნი არიანსაკუთარი ერისადმი. არავინ მსოფლიოში არ აკრიტიკებს ისეთავის დემოკრატიას, როგორც – ამერიკული მწერლობა. არცერთი სხვა ქვეყნის კინემატოგრაფია არ არის ისეთი მეამბოხე,როგორიც დამოუკიდებელი და იატაკქვეშა ამერიკული კინო.ამერიკელი მსახიობები ახერხებენ, მთელი მსოფლიოსსაოცნებო გმირებად იქცნენ, იმიტომ რომ, ისინი უფროგამბედავნი და შრომისმოყვარენი არიან და რაც მთავარია,საკუთარი ქვეყნის გაკილვის არ ეშინიათ. ხალხს ჰგონია, რომევროპელებს თავისი ამერიკელი კოლეგების წინაშეუპირატესობის შეგრძნება ეუფლებათ, სინამდვილეში კი ეს

16

Page 17: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

არასრულფასოვნების კომპლექსია. მათი ანტიამერიკანიზაციისმიზეზი დიდწილად ეჭვიანობა და იმედგაცრუებულისიყვარულია. სიმართლე ვთქვათ, ამერიკული შემოქმედებაყველას მოსწონს, მათი ძირითადი პრეტენზია კი იმაშიმდგომარეობს, რომ ამერიკაც იმავეთი არ უხდის. მაგალითიგნებავთ? მოგახსენებთ. საკმარისია გავიხსენოთ, როგორ მიიღობერნარდ პივომ თავის Bouillon de Culture-ის[195] ბოლოგადაცემაში Actor’s studio-ს[196] წამყვანი ჯეიმს ლიპტონი.საფრანგეთის ტელევიზიის ისტორიაში კულტურისპროგრამების საუკეთესო ჟურნალისტი დადნა დადაპატარავდა მლიქვნელი და გაბღენძილი ამერიკელიკოლეგის წინაშე, რომელიც რომელიღაც მეორეხარისხოვანსაკაბელო ტელევიზიაზე გაუგებარ ჰაგიოგრაფიულ ლექციებსკითხულობს ჰოლივუდის მსახიობების წინაშე. პივო! გადაცემა„აპოსტროფის» ავტორი, რომელიც თანამედროვეობის ყველამწერალსა და მოაზროვნეს პირადად შეხვედრია! აი, ეს პივოგონზე არ იყო ბედნიერებისგან, როცა ვიღაც დამანჭულმაამერიკელმა ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს მისი სახელიახსენა.

ჩვენ ამერიკული იმპერიალიზმი კი არ გვაღიზიანებს, არამედმისი განსაკუთრებული სახის შემოქმედებითი შოვინიზმი, რაცკულტურული იზოლაციონიზმით[197] და დანარჩენიმსოფლიოს შემოქმედებითი მიღწევების მიმართ სრულიიგნორირებით გამოიხატება (გამონაკლისი მხოლოდ ნიუ-იორკიდა სან-ფრანცისკოა). საფრანგეთის დამოკიდებულებაამერიკის შეერთებული შტატებისადმი დღესდღეობითისეთივეა, როგორიც საფრანგეთის პროვინციისა – პარიზისმიმართ: ეს არის ნაზავი აღფრთოვანებისა და გაუცხოების,მისდამი ლტოლვისა და იმავდროულად მისგანდისტანცირების სურვილის. ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებსამერიკელებზე, ოღონდ იმისთვის, რომ თვალები ავატრიალოთდა მხრები ავიჩეჩოთ, როცა მათზე საუბარი ჩამოვარდება.გვინდა ვიცოდეთ უკანასკნელი ტენდენციები, მოდურიადგილები და ცხელ-ცხელი ნიუიორკული ჭორები, რომ ესყველაფერი მერე ფრანგული რეალობის ღრმა და საფუძვლიანცოდნად წარმოვაჩინოთ. ამერიკელები კი თითქოს ევროპელთასაპირისპიროდ მოძრაობენ: მათი არასრულფასოვნებისკომპლექსი (გუშინ შექმნილი ნუვორიშების სახელმწიფო,ორიგინალური ისტორიისა და კულტურის გარეშე) ძალიან

17

Page 18: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მალე შეიცვალა უპირატესობის შეგრძნებით (ეფექტიანი უნარ-ჩვევები, კულტურული ქსენოფობია, კომერციულიუპირატესობა და სარეკლამო პრესინგი).

რაც შეეხება ფრანგული კულტურის გამორჩეულობას, როგორცერთმა, ამჯერად უკვე სამსახურიდან დათხოვნილმადირექტორმა განაცხადა: „ის არ მომკვდარა!» ის მართლაცცოცხალია და გამოიხატება გამორჩეულად მოსაწყენიფილმების გადაღებაში, გამორჩეულად გახალტურებულიწიგნების წერასა და საერთოდ ხელოვნების გამორჩეულადუგემოვნო და ყეყეჩი ნიმუშების შექმნაში.

08:35

Windows on the world-ის შესასვლელი ჩალისფერია. ამ „მაღლითაამერიკაში» საერთოდ ყველაფერი მოხორცისფრო-ჩალისფერია.კედლები – მშვიდ, ჩამქრალ ფერებშია შეღებილი, კვერცხისნაჭუჭისფერ ხალიჩაზე გეომეტრიული ფიგურებიაგამოსახული. ის ისეთი სქელი და ფუმფულაა, რომ მოკასინებისიარულის დროს მისი შალის ხაოში ეფლობა. იატაკი რბილია.გარემო შესვლისთანავე მშვენიერ განწყობილებას ქმნის.

– keep quiet![198]

დილის ცხრის ნახევარზე ჩემი შვილები უკვე ჰიპერაქტიურებიარიან. ნეტავ, რა ასაკიდან ვიღვიძებთ დილიდანვედაღლილები? მე მთქნარებით ლამის პირი გამეხეს, ამათ კიშეხედე: ადგილზე არ ჩერდებიან, მაგიდებს შორის სლალომითდაქრიან და ვიღაც ხანში შესული ქალი იასამნისფერი თმითლამისაა სკამიდან გადმოაყირაონ.

– stop it, kids![199]

სულ ტყუილად ვუქაჩავ თვალებს. აღარ მიჯერებენ. ჩემიშვილებისთვის მე აღარანაირ ავტორიტეტს აღარ წარმოვადგენ.რომ ვუბრაზდები, ჰგონიათ, რომ ვლაზღანდარობ. ისე, არცდებიან, ჩემი თაობის ყველა მშობლის მსგავსად, არც მეგამომდის მკაცრი და სერიოზული მამის როლის თამაში. ჩვენიშვილები ცუდად არიან გაზრდილნი, იმიტომ, რომ ისინისაერთოდ გაუზრდელები არიან. რაც უნდა იყოს, ჩვენ მათაღზრდაში ყველაზე ნაკლებად ვმონაწილეობთ. ისინიმულტფილმების არხების შვილები უფრო არიან. ამიტომ

18

Page 19: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მადლობა Disney Channel-ს[200], ის მსოფლიო ძიძაა. ჩვენგავაფუჭეთ ჩვენი შვილები, იმიტომ, რომ ჩვენ თვითონვეგაგვაფუჭეს ჩვენმა მშობლებმა. მართალია, ჯერი და დევიდისულ ნერვებს მიშლიან, მაგრამ მათსა და დედამისს შორისმაინც დიდი განსხვავებაა. ისინი მე ჯერ კიდევ მიყვარს.ამიტომ იყო, რომ უარი ვერ უთხარი და ერთი კვირაგაკვეთილები გავაცდენინე. რა ბედნიერები იყვნენ, სკოლაშირომ არ ივლიდნენ! აქეთ-იქით ვტრიალებ ჩემს მოუხერხებელჟანგისფერ სკამში და უმშვენიერეს ხედებს ვუცქერი.Unbelievable[201] – წერია სარეკლამო ბროშურაში. ეს, მე მგონი,ერთადერთი გამონაკლისია, როცა რეკლამა არ ტყუის.ატლანტის ოკეანე ისე ბრწყინავს მზეზე, რომ თვალებსგიბრმავებს, ცის კამარაში აჭრილი ცათამბჯენები პაპიე-მაშეს[202] დეკორაციებს ჰგავს. როცა ამერიკაში ხარ, თავირომელიღაც ფილმის გმირი გგონია, მით უმეტეს, რომუმრავლესობა ფილმებისა აქ არის გადაღებული. უბრალოამერიკელიც კი ჰოლივუდის მსახიობივით იქცევა. მათისახლები, მანქანები და სურვილები კი თითქოს დადგმული დაგამოგონილია. სინამდვილე ყოველ ცისმარე დილით აქ,ამერიკაში იწერება. ამ ქვეყანამ გადაწყვიტა, რომცელულოიდის ფანტაზიას დაემსგავსოს.

– სერ!..

მიმტანი აშკარად უკმაყოფილოა. ჩემ გამო იგისაზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ფუნქციას ითავსებს.მას ჯერი და დევიდი მოჰყავს, რომლებმაც რამდენიმე წუთისწინ ტრეიდერების წყვილს დონათსი[203] აწაპნეს, რათამფრინავი თეფშობანა ეთამაშათ. წესით, ერთი კაი უნდამომეცხო ორივესთვის, მაგრამ რა ვქნა, ღიმილი ვერ შევიკავე.ვდგები, რომ დონათსის მეპატრონეებს ბოდიში მოვუხადო.აღმოჩნდა, რომ ისინი Cantor Fitzgerald-ის თანამშრომლებიარიან: ქერა, საკმაოდ სექსუალური გარეგნობის ქალი, რალფლორენის[204] სასწაულ „კოსტიუმჩიკში» (ნუთუ კიდევ არიანნაშები, რომელთაც ასე აცვიათ?!) და შავგვრემანი, ათლეტურიაღნაგობის მამაკაცი (საკმაოდ cool-ი[205]), რომელსაც კენეტკოლის[206] კოსტიუმი აცვია. დეტექტივობა არ სჭირდება იმისგამოცნობას, რომ საყვარლები არიან. თქვენ დაპატიჟებდითდილით ცოლს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის რესტორანში? არა...ცოლი – სახლში, რესტორანში კი – თანამშრომელი, რვიდან –ათამდე („იაპი“[207] ვერსია: ხუთიდან შვიდამდე). ყური

19

Page 20: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ვცქვიტე, ვგიჟდები კართან მიყურადებაზე, მით უმეტეს, თუკარი საერთოდ არ არის.

– ჰაი-ტექის „ბულიშზე“[208] ვდებ, – ამბობს ქერა ქალი რალფლორენში.

– „მერილმა» სპეცომ „დაააფგრეიდა» აქციები, სპეკულაციურპონტში, – ამბობს შავგვრემანი მამაკაცი კენეტ კოლში.

– გაშორდი ცოლს! – ეუბნება რალფ ლორენიანი ქალი.

– იმისთვის, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ? ნორმალურიადამიანებივით? – პასუხობს კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– ნორმალური ადამიანებივით ჩვენ ვერასდროს ვიქნებით, –ამბობს რალფ ლორენიანი ქალი.

– მე არ მითხოვია, ქმარი მიატოვე-მეთქი, – ამბობს კენეტკოლიანი მამაკაცი.

– მერე მთხოვე! – რალფ ლორენიანი ქალი.

– ჩვენი სიყვარული იმიტომაა კარგი, რომ ის შეუძლებელია! –კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– დავიღალე ამ დილისა და შუადღის შეხვედრებით! – რალფლორენიანი ქალი.

– ღამე ბევრად უარესი ვარ! – კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– მაიკლ უოლეტმა დამპატიჟა ამ შაბათ-კვირას ლოს-ანჯელესში, – რალფ ლორენიანი ქალი.

– საინტერესოა! და შენს ქმარს რა უნდა უთხრა? – კენეტკოლიანი მამაკაცი.

– It’s none of your business[209] – რალფ ლორენიანი ქალი.

– იცოდე, თუ წაჰყვები, ჩემს სახელს დაივიწყებ! – კენეტკოლიანი მამაკაცი.

– აჰა, ე.ი. მაიკზე ეჭვიანობ და ჩემს ქმარზე არა? – რალფლორენიანი ქალი.

– შენ და შენს ქმარს უკვე ორი წელია სექსი არა გაქვთ! – კენეტკოლიანი მამაკაცი.

20

Page 21: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– გაშორდი ცოლს, გეუბნები! – რალფ ლორენიანი ქალი.

– მართლა ჰაი-ტექის „ბულიშზე» დებ? – კენეტ კოლიანიმამაკაცი.

08:36

„Windows on the world» ჰქვია სიმღერას, რომელიც ბერტბაკარაკმა და ჰოლ დევიდმა დაწერეს. 1967 წელს იგი დაიონუორვიკმა შეასრულა. სიმღერა ვიეტნამის ომის წინააღმდეგშეიქმნა.

The windows of the world are covered with rain,

Where is the sunshine we once knew?

Ev’rybody knows when little children play

They need a sunny day to grow straight and tall.

Let the sun shine through.

The windows of the world are covered with rain,

When will those black skies turn to blue?

Ev’rybody knows when boys grow into men

They start to wonder when their country will call.

Let the sun shine through.

The windows of the world are covered with rain,

What is the whole world coming to?

Ev’rybody knows when men can not be friends

Their quarrel often ends where some have to die.

Let the sun shine through.

The windows of the world are covered with rain,

There must be something we can do.

Ev’rybody knows whenever rain appears

21

Page 22: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

It’s really angel tears.

How long must they cry?

Let the sun shine through.[210]

ნეტავ, რესტორნის მეპატრონემ თუ იცოდა ეს სიმღერა?

08:37

ბავშვები კარგად ვერ ერთობიან. ჩემი ბრალია, ბებრულადგილას მოვიყვანე, მაგრამ, რა ვქნა, თვითონ მოინდომეს.ვიფიქრე, ლამაზი ხედებით გაერთობიან-მეთქი. მათ კი ერთშემორბენაში დაათვალიერეს ყველაფერი. ორივეზედგამოჭრილი მამამისია. ყველაფერი უცებ ჰბეზრდებათ.ასეთი თაობაა, ტელეარხების გაუთავებელი გადართვითა დაეგზისტენციალური შიზოფრენიით დაავადებული. რაეშველებათ ამ ბავშვებს, როცა აღმოაჩენენ, რომ ვერც ექნებათდა ვერც იქნებიან ყველაფერი ამქვეყნად?! ძალიან მეცოდებიან,იმიტომ, რომ მე, მაგალითად, მაგ აღმოჩენის მერე ჯერაც ვერავარ ჭკუაზე მოსული.

საერთოდ, როცა ჩემს შვილებს ვუყურებ, თავს ცოტა არ იყოსუცნაურად ვგრძნობ. ერთი მხრივ, სულ მინდა, რომ ვუთხრა:„მიყვარხართ, მამიკო“, მეორე მხრივ კი, მესმის, რომ ამის დროუკვე გავიდა. როცა სამი წლის იყვნენ, ამ სიტყვებს ყოველღამეძილის წინ ვუმეორებდი. დილაობით ფეხისგულებზე ღიტინითვაღვიძებდი. ფეხები სულ გაყინული ჰქონდათ, იმიტომ, რომსაბანს იხდიდნენ. ახლა უკვე დიდები არიან და ვიცი, რომ აღარმოეწონებათ ჩემი მოფერება. თან არც მე ვარ მათთანყოველდღიურად და არც ისინი არიან მიჩვეულნი ჩემთანყოფნას. მიყვარხარ კი არა, ახლა წესით, უკვე სხვა რამე უნდავუთხრა. მაგალითად, რომ მამის არყოლაზე უარესი შეიძლებამამის ყოლა გახდეს. ერთ დღეს თქვენ ყველაფერს მიხვდებითდა მადლობას მეტყვით იმისთვის, რომ არ გთრგუნავდით.საშუალება მოგეცით თავისუფლად გადაგედგათ პირველინაბიჯები, მე კი შორიდან ვტკბებოდი თქვენი ყურებით. თუმცაისიც მესმის, რომ ამის თქმა ჯერ ძალიან ნაადრევია. ისინი ამასმაშინ მიხვდებიან, როცა ჩემნაირად 43 წლის გახდებიან.უცნაური რამ არის, საერთოდ, ძმობა: უერთმანეთოდ ვერძლებენ და თან სულ ხოცავენ ერთმანეთს. თუმცა დღეს რა

22

Page 23: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

შედარებაა, მაინცდამაინც ბევრი არ უჩხუბიათ. „რაის კრისპის»ბურბუშელათი გაერთნენ: Shap! Crackle! Pop![211] ჩვენსიმპროვიზებულ არდადეგებზე ვლაპარაკობთ. დევიდი ამბობს,რომ „სტუდიო უნივერსალში» უნდა კიდევ ერთხელ წასვლა.მას მთელი წელი გაუხდელად ეცვა მაისური, რომელსაცგულზე I survived Jurassic Park[212] ეწერა. გასარეცხადაც კი არიხდიდა. 7 წლის ბიჭს სნობობაში ხომ ვერავინ აჯობებს. მერეუკვე, ასაკთან ერთად, ამ თვისების დამალვას ვსწავლობთ. აი,შეხედეთ ჯერის, ორი წლით უფროსია და უკვე კაცია!ცდილობს თავი გააკონტროლოს და ყოველთვისკომპრომისული გამოსავალი გამონახოს. მართალია, ესეცკარგად მარიაჟობს თავისი ემინემიანი სვიტერით, მაგრამ ასეაშკარად მაინც არ გამოხატავს: უფროსია, მეტი ესმის! დევიდისულ ავად არის. მის გამუდმებულ ხველას ჭკუიდანგადავყავარ. ოღონდ ბოლომდე მაინც ვერ გამირკვევია, რა არისჩემი წუხილის მიზეზი: ხველების ხმა თუ მამის ინსტინქტი? ესიმიტომ, რომ გულის სიღრმეში არა ვარ დარწმუნებული ჩემსკაიკაცობაში. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ ეგოისტი ვარ.

ვიღაც ბრაზილიელი ბიზნესმენი სიგარას უკიდებს. რაუბედურებაა ამ დილაუთენია მოწევა?! მეტრდოტელსვანიშნებ, რომელიც მას სიგარის ჩაქრობას სთხოვს. Windows-ში,ისევე, როგორც ნიუ-იორკის ნებისმიერ სხვა თავშეყრისადგილას, მოწევა აკრძალულია. ბრაზილიელი ისეთ სახესიღებს, ვითომ პირველად გაიგო და საშინლად შეურაცხყოფილიდარჩა. იგი მწეველთა განყოფილებას კითხულობს.მეტრდოტელი უხსნის, რომ მოწევა მხოლოდ ქუჩაშიაშესაძლებელი. სიგარის ჩაქრობის ნაცვლად, მწეველი დგება დაცერემონიულად მიემართება ლიფტისკენ. ღირსების ამბავია,ალბათ...

08:38

აი, როგორ გადაარჩინა სიგარამ სიკვდილს ადამიანი. უპრიანიიქნებოდა სიგარეტის კოლოფზე შემდეგი სახისგაფრთხილებაც დაგვემატებინა: „მოწევას ადამიანი შენობისაფეთქებამდე გარეთ გაჰყავს!“

როგორ მინდა, რომ რაღაც მოვიმოქმედო, რაც ძალი და ღონემაქვს ვიყვირო: ქართიუ, გაიქეცი! ჩქარა! დაიკიდე ყველაფერი

23

Page 24: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

და დაახვიე აქედან! ჩქარა! ბავშვები წაიყვანე! უთხარი ყველას,რომ გაიქცნენ! ეს დედააფეთქებული შენობა საცაა ჰაერშიაიწევა. GET THE FUCK OUT OF THIS BUILDING!![213]

აი, ამაშია რომანისტის უძლურება, წიგნის ამაოება. ეს წიგნიისეთივე უსარგებლოა, როგორიც ყველა სხვა. მწერალიკავალერიასავითაა, რომელიც ყოველთვის მაშინ მოდის, როცაუკვე ძალიან გვიანაა. „მენ-მონპარნასის» კოშკი დეპარისქუჩიდან უფრო ფართოა, ამიტომ თუ ვინმე გადაწყვეტსთვითმფრინავით მასში შევარდნას, აქედან აჯობებსდამიზნება. ძალიანაც მომწონს ეს შენობა, რომელიც ყველასსძულს. მე მიყვარს იგი ღამით და მეზიზღება დღისით. ღამისფერები მას ძალიან უხდება. დღისით კი კოშკი რაღაცნაირადიკარგება, მორუხო და ტლანქი ხდება. აი, დაბნელების მერე კიპარიზის შუქურას ემსგავსება: მბზინავი, ელექტრიკი, წითელინათურებით კიდეებში. მზის ჩასვლის შემდეგ მონოლითივითხდება, „კოსმოსური ოდისეა 2001“-დან[214]: შავი,ვერტიკალური მართკუთხედი – უსასრულობის სიმბოლო.გუშინ საღამოს ჩემი საცოლე ღამის კლუბში წამოვიყვანე,რომელიც კოშკის ქვემოთაა. ადრე ამ დისკოთეკას „ჯოჯოხეთი»ერქვა, ახლა კი ახალი სახელი შეურჩიეს: Red light – წითელიშუქი. Jurnal VSD-ის ოცდახუთი წლისთავს აღვნიშნავდით.ხალხი დისკოს უბერავდა, ტევა არ იყო. სპონსორები, დიჯეები,ერთი-ორი ვიპპერსონა, მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული.„ფრანგული გრაუნდზეროს»[215] ქვეშ შეყვარებულს ფერებადა კოცნა დავუწყე. მინდოდა, ტუალეტში შემეპატიჟებინა,მაგრამ უარი მითხრა:

– დღეს არ გამოვა! ჩემს ფისოს რამადანი დაეწყო.

წინასწარ ბოდიშს ვუხდი მუსლიმანური ქვეყნებისხელისუფალთ. მშვენივრად ვიცი, რომ რამადანის დროსსაღამოს ჭამა ნებადართულია. მიმტევებლობისკენმოგიწოდებთ, ბატონებო! არ გვინდა ახლა ეს ფეტვა[216] დაეგეთები. პოპულარობა ისედაც არ მაკლია. 2002 წელი ძალიანრთული მქონდა. მეც კარგად გავერთე და ჩემზეც ბევრიიხალისეს. საკმარისია! აღარ მინდა 2003 წელსაც იგივეგანმეორდეს. წესით, მონპარნასის ცათამბჯენი ფანატიკოსთასამიზნე არ უნდა გახდეს, რადგან აქ ალ-ჯაზირას არხისფრანგული ბიუროს ოფისია. გახუხულ პურს ყავაში ვაწობ დავცდილობ მხოლოდ ამ მეხამრიდზე ვიფიქრო.

24

Page 25: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მონპარნასის სიმაღლე 200 მეტრია. იმისთვის, რომწარმოიდგინოთ, რამხელა იყო მსოფლიო სავაჭრო ცენტრი,გეტყვით, რომ ორი მონპარნასის კოშკი ერთმანეთზე რომშევადგათ, მაინც World Trade Center-ზე[217] დაბალი გამოვა.„პარიზის ცაში“, 56-ე სართულზე ჩქაროსნულ ლიფტს 35 წამშიავყავარ. დრო დავინიშნე, ვგრძნობ, ლიფტის კაბინაში როგორმიმძიმდება ფეხები და მიგუბდება ყურები. დაახლოებითისეთივე შეგრძნებაა, როგორიც თვითმფრინავში, როცა საჰაეროორმოში უსაფრთხოების ღვედის გარეშე ვარდები. „პარიზის ცა»ერთადერთია, რაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან დარჩა.ორივეს ერთი და იგივე უაზრო და პრეტენზიული ჩანაფიქრიჰქონდა: ქალაქის უმაღლეს წერტილში მოეწყო რესტორანი,საიდანაც მთელი მეგაპოლისი ხელისგულივითგამოჩნდებოდა. დეკორი აქ სულ შავია: ჭერზე თითქოსვარსკვლავებით მოჭედილი ცაა. ამჯერად ბევრი ხალხი არ არის,რადგან დილიდან მოჟამული ამინდია. ხალხი, როგორც წესი,ცუდი ხილვადობის დროს ჯავშანს აუქმებს. პანორამა არ არის.„პარიზის ცა» ნისლშია ჩაფლული. ფანჯრებიდან თეთრიბურუსის გარდა არაფერი ჩანს. თუ შუშას შუბლს არ მიადებ,ახლომდებარე ქუჩებსაც კი ვერ დაინახავ. ბავშვობისას ხშირადმსაყვედურობდნენ, ღრუბლებში დაფრინავო. გავიზარდე დაიმავეს ვაკეთებ. Knoll-ის ფირმის ეს სავარძლები ალბათ 70-იანწლებში დადგეს აქ. ცოტაც და ასეთი ავეჯი ისევ მოდაშიშემოვა. მისი ფორთოხლისფერი და შავი გადასაკრავი ჟან-პიერმოკის[218] ფილმებს მაგონებს. კონდიციონერები ბირთვულირეაქტორებივით უწყვეტად გუგუნებენ. ცხვირი ფანჯარასმივადე. დაორთქლილი შუშა რენის ქუჩას ფარავს. ყავისფერტყავგადაკრულ კუთხეში მოვთავსდი, რომელიც DrugstorePublicis Saint Germain-ს[219] ჰგავს (ეს ადგილი ისევე ჩაჰბარდაისტორიას, როგორც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი), ფორთოხლისფრეში და ვენური ფუნთუშები (სამი მოცუცქნულიშოკოლადიანი პური) შევუკვეთე. მიმტანს ფორთოხლისფერიფორმა აცვია (რომელიც ალბათ ისევ მალე შემოვა მოდაში). მასჩალისფერ ხელსახოცში გახვეული კრუასანები მოაქვს. ალბათ,ალ-ქაიდას ტერორისტებსაც ამოუვიდათ ერთ დღეს ყელში ესჩალისფერი, ეს ფორთოხლისფერი და მიმტანების ესკომერციული ღიმილი?!

„პარიზის ცაში» გამოკიდებული ვარ და თავს მარტოსულადვგრძნობ. ჩვეულებრივ მოკვდავებს 200 მეტრის სიმაღლიდან

25

Page 26: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დავცქერი, კინოთეატრ „მონპარნასის» წინ საცობში გაჩხერილმძღოლებსა და ბანკში მიმავალ თანამშრომლებს ზემოდანდავყურებ. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი გაუგებრობაა, მაგრამამას ჩემს მეტი ვერავინ ხვდება, იმიტომ, რომ მე სულ ვიღიმი.ვიღიმი, რადგან მგონია, რომ თუ ჩემს უბედურებას დავმალავ,იგი გაქრება. და ეს გარკვეულწილად ასეც არის: რაც არ ჩანს, ისარც არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაცყველაფერი ხილული და მატერიალურია, სადაც ყველაფერსშეგიძლია ხელით შეეხო. ჩემი ტკივილი კი უხილავია.

მე საკუთარი თავს უარვყოფ.

08:39

რესტორანში ვზივარ, კაპუჩინოს ვსვამ და ხალხსვათვალიერებ. იქით რამდენიმე წითური, სპორტულიაღნაგობის ადამიანი ზის; აქეთ მაგიდასთან იაპონელებისხედან, რომლებიც ერთმანეთს ფოტოებს უღებენ; აი, საბირჟობროკერების წყვილი: აშკარად საყვარლები არიან. ჩემნაირიამერიკელი ტურისტიც კარგა, ბლომადაა, გამდიდრებული დათვითკმაყოფილი „რედნექებიც» (Redneck) არიან,ბრეტელებიანი WASP-ები[220] და ბროლისკბილებიანი„იაპები“. მამაკაცებს ზოლიანი მაისურები აცვიათ, ქალებსდაყენებული „პრიჩოები“, ლამაზი ხელები და გრძელი,ლაქწასმული ფრჩხილები აქვთ (ბრიტნი სპირსს ჰგვანან ოციწლის შემდეგ). ვის არ ნახავთ: არაბებს, ინგლისელებს,პაკისტანელებს, ბრაზილიელებს, იტალიელებს, ვიეტნამელებს,მექსიკელებს. თან ყველანი მსუქნები არიან. Windows on theworld-ის კლიენტებს ერთი საერთო ნიშანი აქვს: ყველას დიდიღიპი ადევს. ჯობდა ბავშვები სადმე სხვაგან წამეყვანა,მაგალითად NBC Building-ის 65-ე სართულზე Rainbow Room[221]-ში. „ცისარტყელას ოთახი» 24-სარკიანი დარბაზია. სხვათაშორის, „როკფელერცენტრის» არქიტექტორებს ამ შენობისთვის„სტრატოსფეროს» დარქმევა უნდოდათ. თუმცა, იქაც არმოეწონებოდათ ჩემს შვილებს. რას გაიგებდნენ 30-იანი წლებისსარკეებში, მანჰეტენის ანარეკლებში, ჯაზის ლეგენდებსა და„გიჟური წლების» ატმოსფეროში. დევიდს და ჯერის ერთისული აქვთ, როდის გადაყლაპავენ სოსისს, მაფინს დაფრანგულ ტოსტს ნიუ-იორკის ყველაზე მაღალ რესტორანში.ჩემს საფულეს დღეს ტუზი დაეცა: სათამაშოების მაღაზია

26

Page 27: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

Toys’R Us-ი პირველ სართულზე დაკეტილი იყო, თორემნახავდით, როგორ გამოზიდავდნენ იქიდან ყველაფერს. ჩემიშვილები დიქტატორები არიან, მე კი მათი ყურმოჭრილი მონა.ვჭამ და თან ქვემოთ ვიყურები, ქუჩაში. ამ სიმაღლიდანადამიანები თითქმის აღარ ჩანან. მოძრავი ობიექტები,რომელიც „ქვედა მანჰეტენიდან» შეიძლება დაინახო,მანქანებია, რომლებიც ბრუკლინის ხიდზე გადადიან დაკუნძულზე მოძრაობენ, ტურისტული ვერტმფრენები,რომლებიც ისტრივერის თავზე დაფრინავენ და ბარჟები,რომლებიც დაკიდული ხიდების ქვეშ დაცურავენ. რომელიღაცტურისტული გზამკვლევიდან კაფკას ეს სიტყვები ამოვიწერე:„ბრუკლინის ხიდი ისტრივერზე დაკიდებულ ბეწვის ხიდსჰგავდა, თუ თვალს დახუჭავდი, იგი შენს ფეხქვეშ თრთოლასიწყებდა. გეგონებოდა, სულ მთლად ცარიელიაო. მდინარეაქედან ლაპლაპა, გლუვ თასმას ჰგავდა“. უცნაურია, როგორაღწერა ასე ზუსტად ის, რაც არასდროს ენახა. მე ახლა აქვზივარ, ვუყურებ „ჩეიზმანჰეტენ ბანკის» შენობას, მანჰეტენისხიდს, „საუთსტრიტ სიპორტს» ფულტონის ქუჩის ბოლოში,მაგრამ ასე ვერაფრით აღვწერდი. უცებ ვხვდები, რომ მიყვარსჩემი გიჟი ქვეყანა, ეს შერეკილი ეპოქა და ჩემი აუტანელიშვილები. გული სითბოთი მევსება. ალბათ, წუხანდელმაარაყმა დამკრა ტვინში. ქენდეისმა წამიყვანა გუშინ ბარში„პრავდა» და როგორც ეტყობა, ხილის არაყი ცოტა ზედმეტიმოგვივიდა. ქენდეისს ადრე „ვიქტორია სეკრეტის»კატალოგისთვის იღებდნენ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომმიხვდეთ, how hot she is![222] ახლა ცოტა დაგვეძაბაურთიერთობა, იმიტომ, რომ ქენდეისს უნდა, ცოლადმოვიყვანო, ბავშვი გამიჩინოს და ერთად ვიცხოვროთ; ეს კიზუსტად ის სამი შეცდომაა, რომელიც აღარ მინდა დავუშვაცხოვრებაში. ამის გამო მან ჩემი დასჯა გადაწყვიტა და სექსისდროს აღარ ათავებს. ამბობენ, რომ ზოგი ქალი, როცა არასამბობს, გულში კის ფიქრობს. ქენდეისი კი პირიქითაა: როცაიგი ამბობს კის, გულში არას ფიქრობს.

– რატომ დებ ჰაიტექის „ბულიშზე“? – კითხულობს ქალი რალფლორენის კოსტიუმში.

– იმიტომ, რომ „ბული» იქნება! – პასუხობს მამაკაცი კენეტკოლის კოსტიუმში, – ნახავ, ფასები როგორ ავარდება!

– „ქეშ-ფლოუს“[223] დონე ვნახე. კინაღამ ჭკუიდან გადავედი.

27

Page 28: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ჩათვალე, რომ უკვე „ლუზერი» ვარ! – რალფ ლორენიანი ქალი.

– Enron-ის „ფიუჩერსები» ვიყიდე. მაგარი „ბენეფიტურია“! ნახე,რა „რევენიუ» აქვთ?! – კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– აჰა, მართალი ხარ. ჩემი „თარგეთი» WorldCom-ია.აუცილებლად უნდა დავითრიო! მაგათი EBITDA მილიონიდოლარივითაა. იქნებ მაგან მიშველოს, თორემ მაგარი„გასხმული» მაქვს! – რალფ ლორენიანი ქალი.

– მოკლედ, 2001 წელი მაგარი უიღბლო იყო. ბონუსებსაც, ხომიცი, ტყუილად ელოდები. ჰავაის ვილას შეგიძლიადაემშვიდობო! – კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– აუ, მაგრა თუ არ მეკიდოს ეგ ვილა... და „პორშეც» ზემოდან.მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2002-ში საქმეები უკეთესად წავა.ვნახოთ ერთი, რას მოუხერხებს გრინსპენი[224] ფასებს? –რალფ ლორენიანი ქალი.

– მიყვარხარ. შენი საკრედიტო ხაზის გამოყენება მინდა! –კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– გაშორდი რა იმ შენს ნაბოზარ ცოლს! – რალფ ლორენიანიქალი.

– კაი, გეფიცები, დღეს, სპამასაჟის მერე ყველაფერს ვეტყვი.

და ისე ვნებიანად ლოშნიან ერთმანეთს, ლოკვით და ენებისტრიალით, კაი კალიფორნიულ პორნოფილმს შეშურდებოდა.

08:40

ტურისტული გზამკვლევები Windows on the world-ისთვისსაქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ. მონპარნასში ვზივარ დაბროშურებს ვფურცლავ. დღეს, 2002 წლის სექტემბერში,ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, მათი შინაარსი უკვე ძალიანუცნაურად აღიქმება. „ვერ მიშლენის გზამკვლევი – 2000» წერს:Windows on the world – მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პირველიშენობა (107-ე სართული). ამ ელეგანტური რესტორნიდან ერთ-ერთი საუკეთესო ხედი იშლება მთელ ნიუ-იორკზე. 1993 წელსმომხდარი ტერაქტის შემდეგ, რესტორანმა მთლიანადშეიცვალა იერსახე, ინტერიერი ბევრად მდიდრული დადახვეწილი გახდა». მსოფლიო სავაჭრო ცენტრი აშკარად

28

Page 29: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

სამიზნე იყო და ეს ტურისტულ გზამკვლევებშიც კარგადჩანდა. აქ არანაირი საიდუმლო არ იყო. 1993 წლის 26თებერვალს, 12 საათსა და 18 წუთზე რესტორნის მიწისქვეშაპარკინგზე სატვირთო მანქანაში ბომბი აფეთქდა. აფეთქებაიმდენად ძლიერი იყო, რომ სავაჭრო ცენტრის სარდაფითითქმის მთლიანად დაინგრა. ექვსი კაცი დაიღუპა, ათასამდედაიჭრა. შენობის შეკეთებას ერთ თვეზე ცოტა ნაკლებიდასჭირდა.

ტურისტული გზამკვლევი „ფლომერს – 2000» უფრო შორსწავიდა: „Windows on the world (შესასვლელი უესტსთრითიდან.ლიბერთისა და ვიზის ქუჩებს შორის), ცხელი კერძები – $25-35,Sun-set მენიუ (მზის ჩასვლა, 18 საათამდე) – $35, brunch (გვიანისაუზმე) – $32, 50, CB (საკრედიტო ბარათები მიიღება), მეტროსსადგური: World Trade Center, C და E ხაზები, დაცული პარკინგიუესტსთრითის მხრიდან: $18. ინტერიერი საკმაოდმინიმალისტურია, თუმცა სასიამოვნო. მაგრამ ამას არავითარიმნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ, რომ „ფანჯრის» მიღმა,ექსტერიერში მთელი ნიუ-იორკია. ეს რესტორანი უზადო,თვალუწვდენელ ხედს გთავაზობთ. მას შემდეგ, რაც ქურასთან„კლუბ-21“-ის ყოფილი შეფ-მზარეული მიშელ ლომონაკოტრიალებს, აქაური სამზარეულო უბრალოდ შეუდარებელიგახდა. სარდაფი სავსეა სხვადასხვა სახის ღვინით. არა აქვსმნიშვნელობა, ღვინის მცოდნე ხართ, თუ უბრალოდმოყვარული, გამოცდილი სომელიე თქვენს განკარგულებაშია:იგი მიგითითებთ იმ სასმელზე, რომელიც ლომონაკოს ორსაფირმო კერძს მოუხდება: გრილზე შემწვარ დაბეგვილ ხორცსდა „მენური» ომარების მობრაწულას. რომელიღაც სტატიაში კიწავიკითხე, რომ სამზარეულოში მუშაობს ორი განუყრელიმუსლიმანი ძმა, რომლებიც კიბორჩხალებს რეცხავენ.

დღეს, როცა უკვე ვიცით, რა მოხდა, გონება, გინდა, არ გინდა,ყველა სიტყვაში ავის მომასწავებელ მინიშნებებს ეძებს.სისულელეა, რა თქმა უნდა, როცა 2000 წლის გასტრონომიულბუკლეტში წინასწარმეტყველება გინდა ამოიკითხო, მაგრამთუ ტექსტს სიტყვასიტყვით გავშიფრავთ, ნოსტრადამუსსაღმოვაჩენთ! „ფანჯრის მიღმა“? – ანუ, საიდანაცთვითმფრინავი შემოვარდება? „თვალუწვდენელი ხედი?» –თვალითაც მისწვდნენ და ხელითაც! „სარდაფი სავსეა“? – რათქმა უნდა, სავსეა, იქიდან 600 000 ტონა ნანგრევი გაიტანეს.„სომელიე მიგითითებთ» – კი, მიუთითა საჰაერო

29

Page 30: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დისპეტჩერმა. „გრილზე შემწვარი დაბეგვილი ხორცი» –ღმერთო ჩემო! 1500 გრადუსი იყო, აბა, რა იქნებოდა?! „მენურ»ომარებში» რას გულისხმობთ? მოლა ომარს? ვიცი, ეს არ არისსასაცილო. სიკვდილს არ ეხუმრებიან. მაგრამ, მაპატიეთ, ესადამიანის თავდაცვითი რეფლექსია. ახლა პარიზისცათამბჯენის ბოლო სართულზე ვზივარ და ასეთივეცათამბჯენის სარეკლამო ბუკლეტების მთელ დასტასვათვალიერებ, თავში კი მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს: ესადგილი სამუდამოდ აღიგავა პირისაგან მიწისა. შეუძლებელია,ყველაფერში ფარული გაფრთხილება, წარსულის გამოძახილიდა კოდირებული სიტყვები არ ეძებო, იმიტომ, რომერთადერთი ადგილი, სადაც Windows on the world-ი შეიძლებანახო, – წარსულია. მსოფლიოში ამ უნიკალურ რესტორანს,სადაც შეგეძლო გემრიელად გესადილა, საუცხოო ხედითდამტკბარიყავი, მაგიდის წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაშისაყვარელი წაგეყვანა, მისი დეკოლტირებული მკერდისკენგაგეპარებინა თვალი, სანამ ის ხელჩანთაში პრეზერვატივებსამოწმებდა, ამ მშვენიერ, უნიკალურ და დაცულ ადგილს ახლაუკვე წარსული ჰქვია.

აი, ტურისტული გზამკვლევის „აშეტ-2000“-ის შინაარსი კიდღეს უკვე ბოროტ ხუმრობას ჰგავს: „დილის საათებშირესტორანი კლუბური პრინციპით ფუნქციონირებს.დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში თქვენც ისევემოგემსახურებიან, როგორც კლუბის წევრებს“.

Sic![225]

უცნაური იყო, რომ Twin Towers-ი, ნიუ-იორკის ერთ-ერთიყველაზე ულტრათანამედროვე შენობა მდებარეობდა ქალაქისერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში, მანჰეტენის სამხრეთით,ახალ ამსტერდამში. დღეს უკვე ნიუ-იორკის პეიზაჟიაღარაფრით განსხვავდება იმდროინდელისგან, როცა ჰოლდენკოლფილდი სკოლიდან გაიქცა. „ტყუპის» დანგრევამ ნიუ-იორკი 1965 წელში დააბრუნა, ჩემი დაბადების წელში.უცნაურია, არა? მე და „ტყუპი» ტოლები ვიყავით. ეს ისმანჰეტენია, სადაც სელინჯერმა თავისი ცნობილი „თამაშიჭვავის ყანაში» (1951), ამერიკული „დიდი მოლნი“[226] დაწერა,რომელშიც მოქმედება 1949 წელს ხდება. იცით, ამ რომანისსათაურის ისტორია? რობერტ ბერნსი[227] ერთ-ერთ ლექსშიამბობს: „თუ ვინმე ვინმეს ხვდება ჭვავის ყანაში“. ჰოლდენ

30

Page 31: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

კოლფილდმა (მთხრობელმა) ლექსი არასწორად გაიგო. მანიფიქრა, რომ იქ ეწერა: „თუ ვინმე ვინმეს იჭერს ჭვავის ყანაში»და საკუთარ თავს The catcher in the rye, ანუ „ჭვავის ყანაშიდამჭერი» უწოდა. ის ხომ ამაზე ოცნებობდა მთელი ცხოვრება.208-ე გვერდზე, ჰოლდენი თავის უმცროს დას, ფების ეუბნება,რომ წარმოუდგენია, როგორ დარბის ჭვავის ყანაში და იჭერსკლდიდან ჩამოვარდნილ ასობით პატარა ბავშვს. რა შეიძლებაიყოს იმაზე უფრო კეთილშობილური, ვიდრე ჭვავის ყანაშისირბილი, – ამბობს იგი, – და იმ უამრავი უმანკო ბავშვისგადარჩენა, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება, სიცარიელეშივარდება. ქარი შორს გაიტაცებს მათ კისკისს მზით გამთბარ დაგანათებულ ჭვავის ყანაში. „ყველამ იცის, როგორ სჭირდებათმოთამაშე ბავშვებს მზე, რათა გაიზარდონ“. მართლაც, რაშეიძლება იყოს ამაზე უკეთესი: დაიჭირო, სანამ ძირსდაენარცხება. როგორ მინდა, მეც ფანჯრების ქვეშ ვმდგარიყავიდა დამეჭირა.

The catcher in the Windows.[228]

08:41

ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო ამ ხალხს, ჩემ ირგვლივ რომზის. ეს ჩემი საყვარელი სპორტია, განსაკუთრებით მაშინ, როცაშვილებზე ვარ გაბრაზებული. ამათზე იშალე ახლა ნერვები, ამპარვენიუებზე[229], ამ ახალგამოჩეკილ „ამერიკოზებზე“!ეტყობა დაავიწყდათ, რომ ჰოლანდიელი, გერმანელი,იტალიელი, ესპანელი, ირლანდიელი, ფრანგი და ინგლისელიკოლონიზატორების შთამომავლები არიან, რაღაც სამი-ოთხისაუკუნის წინ ატლანტის ოკეანის მეორე ბოლოდან რომჩამოსახლდნენ. Yeeehaa, მაგარი ვარ! ლონგ აილენდზე სახლიმაქვს! მათი ვარდისფერლოყება შვილები Shit-ის მაგივრადShoot-ს ამბობენ! მაგარია, უკვე აღარა ვარ საიდანღაცჩამოთრეული ემიგრანტი! რბილი და ძვირფასი თეთრეულიმაქვს, რბილი და ძვირფასი ტუალეტის ქაღალდი, ყვავილებითმოჩითული რბილი და ძვირფასი ფარდები დაელექტროტექნიკა, რომელზეც გიჟდება ჩემი თმაზელაქწასმული ცოლი. ამერიკული ბედნიერება: American beauty!ხანდახან მგონია, რომ ლესტერ ბერნემი[230] ვარ, ამ ფილმისგმირი. ის გამძღარი, მოყირჭებული ცინიკოსი, რომელიცმიხვდა, რა აუტანელია მისი „იდეალური ოჯახი“, როგორც მე,

31

Page 32: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

სო მე[231] ორი წლის წინ. როცა ქართიუ იორსტონი ამასმიხვდა, ყველა და ყველაფერი დაიკიდა და გაიქცა. მართალიასაკუთარი სახლი ცოლს დაუტოვა, არ ვიცი სიმხდალის თუმერის პატივისცემის გამო. ფილმში ლესტერს ცოლი კლავსბოლოში. ჩავთვალოთ, რომ მე საწყალ ლესტერთან შედარებითჯერჯერობით მაგრად მიმართლებს. მართალია, ხელებიგადავიტყავე შხაპის ქვეშ მასტურბაციით, მაგრამ მაგას ვინჩივის. ერთი ფრაზა მომწონს იმ ფილმში: „ერთ წელიწადში მემოვკვდები, ან იქნებ უკვე მკვდარი ვარ“. ჩემსა და ლესტერბერნემს შორის ბევრი საერთოა. იმედია, ჩემი შვილები მალეგამაცნობენ თავიანთ შეყვარებულებს. არა მგონია, ცდუნებასგავუძლო და გახრწნილი ბებერივით ორივე არ მივაძიგძიგო.ნეტავ, რა პროფესიას აირჩევენ ჯერი და დევიდ იორსტონები:მსახიობები გახდებიან, როკვარსკვლავები თუტელეწამყვანები? იქნებ მეწარმეები, ბანკირები ან ცნობილიბიზნესმენები? როგორც მზრუნველი მამა, მე მათ ამუკანასკნელს ვურჩევდი, თუმცა როგორც ჭეშმარიტამერიკელს, ის პირველი ვარიანტი მირჩევნია. ისე კი, თუ ჩემიაზრი გაინტერესებთ, მათაც მამასავით უძრავი ქონებისაგენტობაზე მეტი არაფერი ეჯღანებათ. ერთ ორმოცწელიწადში კი მოუწევთ უკვე პამპერსების გამოცვლაჩემთვის, როცა ფორტ ლოდერდალში[232] გადავსახლდები დაერთი ლოგინად ჩავარდნილი შარდის შეუკავებლობითგატანჯული ბებრუხანა ვიქნები. ვიცხოვრებ ასე ამფლორიდულ გულაგში, თან ორცხობილას ჩავახრამუნებ დათან ჩემი შვილების ქონებას დავანიავებ. უკვე წარმოვიდგინესურათი: შოპინგს სახლიდან გაუსვლელად ჩავატარებ,სათოხლაოს ინტერნეტით გამოვიწერ, მეძავიც, ფარა ფოსეტისორეული („ჩარლის ანგელოზებიდან“) ადგილზე მესტუმრებადა მოღიმარი სახით მინეტს დამირტყამს. I love my country[233]!ჰო, დამავიწყდა, თუ სიარული შემეძლება, აუცილებლადგოლფსაც ვითამაშებ. ჩემს გოლფის ჯოხებს კი დევიდი დაჯერი ატარებენ.

დურბინდით ქვემოთ ყურებისას თეთრი სამკუთხედიდავინახე. ეს ტერასაა, რომელზეც რესტორნის მიმტანებსსკამები გამოაქვთ, რათა მსურველებმა საუზმე ღია ცის ქვეშმიირთვან. ნაყინის გამყიდველები ალბათ მალეპრეისკურანტების გამოლაგებას დაიწყებენ, ხოლოჰოთდოგებითა და მარილიანი კრენდელებით მოვაჭრეები

32

Page 33: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

თავიანთ ურიკებს WTC Plaza-სკენ წაარიხინებენ. ეს რაოთხკუთხედია იქ? აა, ეს ესტრადაა, რომელიც როკკონცერტისჩასატარებლად მოაწყვეს. ეს ლითონის ბურთი რაღაა?ბრინჯაოს დედამიწა, მოქანდაკე ფრიტც კიონიგის ნამუშევარი.ზოგი თანამედროვე სკულპტურა უბრალოდ სიმახინჯეა დამეტი არაფერი, მაგალითად, ერთმანეთზე გადახლართული,დაღრანჯული ლითონის ძელები. გაუგებარია, რის თქმასცდილობს ამით ავტორი?

ადრეული შემოდგომაა. მე ვზივარ და Autumn in New York-ს,შემოდგომა ნიუ-იორკში, ვღიღინებ:

Autumn in Neew Yooork,

Whyyyy doest it seem so invitiiiing?

Glittering crowwwwds and chimering clouuuuds,

In canyons of steeeeeel,

Autuuumn in Neeeew Yorrrk,

Is often mingled wiiith painDreaaamers with empty haaands,

May sigh for exoootic lands.[234]

ოსკარ პეტერსონი – ფორტეპიანო, ლუის არმსტრონგი –საყვირი, ელა ფიცჯერალდი – ვოკალი.

არა, გადაწყვეტილია, ვაზექტომია[235] უნდა გავიკეთო.

თავიდან ქენდეისთან ყველაფერი გადასარევად მიდიოდა.ინტერნეტით გავიცანი, www. match.com-ზე. ეგეთი date-ები[236]ახლა მაგარ ხოდშია. მარტო ამ საიტს ჰყავს რვა მილიონიმომხმარებელი. უცხო ქალაქში ჩასვლამდე, შეგიძლია წინასწარრამდენიმე პაემანი დანიშნო. ეს ისეთივე მარტივია, როგორიცსასტუმროს დაჯავშნა. პირველი შეხვედრის მერე შევთავაზე,საუბარი ჩემთან, ნომერში გაგვეგრძელებინა, თან ცოტასასმელი მოგვეწრუპა. როგორც წესი, ამ დროს ქალი უარსამბობს. ასეთი date-ების დაუწერელი კანონია, რომ პირველსაღამოსვე არ უნდა იჟიმაო. აბა, ქენდეისმა რა ქნა?! პირდაპირთვალებში ჩამხედა და მითხრა: თუ შენთან ამოვედი, საუბარსარ დავიწყებო! ააა, როგორია! ერთი სიტყვით, რაც ჩვენ ყირაზეგადავსულვართ, იმდენი თქვენ იყავით კარგად! რა არგაგვიკეთებია: სასტუმროს ნომერში პორნოფილმების

33

Page 34: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ყურებით დაწყებული, სოდომებით, ხელოვნური პენისებისადა ვიბრატორების ტრიალით დასრულებული. სვინგერებისკლუბშიც კი წავედით, თუმცა იქ დამაგლიჯა ნერვები: ბიჭო,რომ მიაჯდა ვიღაც საყურიან თავგადაპარსულ როჟას, ვეღარავახიე რა!.. არა, ისე, აბა მიხვდით, რითი იცნობ ტეხასელსსვინგერების კლუბში? მარტო ეგ აწყობს იქ ეჭვიანობისსცენებს! მას მერე სექსი ყოველთვის მაგარი გვქონდა,უბრალოდ უფრო ჰიგიენური. ესეც ორი ეგოცენტრიკულიმარტოსულის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო. ჩვენერთმანეთის სხეულებს სიამოვნების მისაღებად ვიყენებდით,ოღონდ ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ესძალადობას უფრო ჰგავდა, ვიდრე სიამოვნებას. ნეტავ ხომ არმღალატობს?! ახლა დაწყვილებას ვერ ასწრებენ, რომ უკვეერთმანეთს რქებს ადგამენ.

08:42

ერთი პრობლემა მაქვს: ჩემი მეხსიერებიდან მთლიანადამოშლილია ბავშვობის წლები.

ერთადერთი, რაც ზუსტად მახსოვს, ის არის, რომ ბურჟუაზიისწარმომადგენლობა არ ნიშნავს ბედნიერებას.

ღამეა. ბნელა. ჩემი მაღვიძარა რეკვას იწყებს. რვა საათია.მაგვიანდება. ცამეტი წლის ვარ. ჩემს ყავისფერ Kicker-ებს[237]ვიცვამ. ბურთულიანი საწერ-კალმებით, საშლელებით დადებილური, ტყვიასავით მძიმე სახელმძღვანელოებითგამოტენილ ზურგჩანთას ვიღებ, რომელსაც ზემოდან U.S.აწერია. დედა უკვე ადგა და რძეს გვიდუღებს, რომელსაც მე დაჩემი ძმა ხმაურით სულს ვუბერავთ. ძლივს ვყლაპავ, იმიტომ,რომ ნაღები ყელში მეჩხირება. მერე ლიფტში შევდივართ დაქუჩაში გავდივართ, სადაც 1978 წლის ერთი ბნელი დამოჟამული დილა თენდება. Luis le Grand-ის სახელობისლიცეუმი[238] ჩვენგან შორსაა. ეს ყველაფერი პარიზში ხდება,კოეტლოგონის ქუჩაზე, IV კვარტალში. სიცივისა და სევდისგანმობუზული მივაბიჯებ. ხელები მოჩლაჩული ქურთუკისჯიბეში მაქვს ჩაყოფილი, ცხვირი კი – ყვითელ შარფში,რომელიც მჩხვლეტს და მაწუხებს. საცაა წვიმა დასცხებს, 84-მანომერმა კი გამასწრო. მე ჯერ არ ვიცი, რომ ეს ყველაფერისისულელეა, რომ ეს ძალისხმევა სრულიად უსარგებლოა; არ

34

Page 35: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ვიცი, რომ ეს მოღუშული დილა ჩემი ბავშვობის ერთადერთმოგონებად იქცევა; ისიც კი არ ვიცი, რატომ ვარ ასეთისევდიანი. იქნებ იმიტომ, რომ მათემატიკის გაკვეთილიდანშატალოზე წასვლა მინდა და ვერ ვბედავ. ჩემი ძმა ჩარლიავტობუსს ელოდება, მე კი გადავწყვიტე, ლიცეუმში ფეხითწავიდე. გზად ლუქსემბურგის პარკს და ვოჟირარის ქუჩასგავივლი, სადაც 1928 წლის აპრილიდან აგვისტომდე სკოტ დაზელდა ფიცჯერალდები ცხოვრობდნენ (ბონაპარტის ქუჩისკუთხეში); ოღონდ მაშინ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ახლაუკვე გიინმერის ქუჩაზე ვცხოვრობ. იქვეა, შორს არ წავსულვარ.ჩემი აივნიდან ყოველდღე ვხედავ, როგორ მიიჩქარიანთავიანთი სკოლებისკენ სიცივისგან მობუზული,ჩანთებმოკიდებული ბავშვები, თან ცხვირ-პირიდან ორთქლსუშვებენ. ისინი პატარა, წელში მოხრილ ურჩხულებს ჰგვანან,რომლებიც ცდილობენ ისე გაიარონ, რომ ფილებს შორის ხაზებსფეხი არ დაადგან. ამას ისეთი მოწადინებით აკეთებენ,გეგონება, დანაღმულ მინდორზე გადარბიანო. სიტყვა„მოჟამული» ყველაზე კარგად აღწერს ჩემს იმდროინდელცხოვრებას: ისეთივე მოჟამული, როგორიც ეს ცივი, სუსხიანიდილა. მაშინ სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემსცხოვრებაში არასდროს არაფერი კარგი არ მოხდებოდა. მემახინჯი, გამხდარი და მარტოსული ადამიანი ვარ. წვიმა კი ისეასხამს, იფიქრებ, ცა გაირღვაო. გაწუწული ქათამივით ვდგავარსენატის შენობისა და ჩემი ლიცეუმის წინ, სადაც ყველაფერიერთნაირად მძულს: კედლები, მასწავლებლები დამოსწავლეები. სუნთქვას ვიკავებ. რატომაა ყველაფერი ასეცუდად ჩემს ცხოვრებაში?! იმიტომ, რომ ცამეტი წლისრაქიტიანივით გამხდარი ბავშვი ვარ, წვეტიანი, წინგავარდნილი ნიკაპით. ასეთ ჩონჩხივით სიგამხდრესსიკვდილი ჯობია! ავტობუსი მოდის. მე წამით ვყოვნდები დავფიქრობ, – მართლა ვფიქრობ, – ბორბლებში ხომ არშევუვარდე. ეს ის 84 ნომერია, რომელშიც ჩარლი ზის.ავტობუსის საბურავებიდან ტალახის შხეფები ისხმება დაშარვალზე მეწუწება (ჩალისფერი ველვეტის შარვალი, ქვემოთსასაცილოდ აკეცილი). ბოლოს ნაბიჯს „ნორმალურობისკენ»ვდგამ. ვგრძნობ, რომ ჰაერი არ მყოფნის, ვიხრჩობი ამ სიცივეში.არც ერთი გოგო არასდროს არ შემიყვარებს. და მე სრულიადმესმის მათი. არ მწყინს, მადმუაზელ, თქვენს ადგილას, მეციმავეს ვიზამდი. გაკვეთილზე მაგვიანდება. მადამ მინუა,მათემატიკის მასწავლებელი თვალებს ისევ ზემოთ ასწევს და

35

Page 36: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დორბლმორეული დაიწყებს ლაპარაკს, ხოლო ჩემი კრეტინიკლასელები ხმამაღლა, მასწავლებლის გასაგონად ხვნეშასმოჰყვებიან. ფანჯრებზე წვიმის წვეთები დაიკლაკნება დასაკლასო ოთახში უიმედობის მძაფრი სუნი დადგება (ახლაუკვე ვიცი, რომ უიმედობას ცარცის სუნი აქვს). რა მაწუხებსასე ძალიან? ჩემს ცხოვრებაში ხომ არაფერი განსაკუთრებითცუდი არ მომხდარა, არც ძალადობა, არც ცემა, არცნარკოტიკები. უბრალოდ, ჩემი მშობლები გაშორდნენ, ისევეროგორც თითქმის ყველა ჩემი თანაკლასელის მშობლები.მაგრამ ორივე ძალიან კარგად მექცევა. მოკლედ, უტრავმობითტრავმირებული ვარ. ამ დილით გადაწყვეტილება ისევსიცოცხლის სასარგებლოდ მივიღე და ლიცეუმის კარში ისეშევაბიჯე, როგორც მგლის ხახაში. შენობის შესასვლელი შავიდაფჩენილი პირივითაა, ფანჯრები კი ჩაყვითლებულითვალებივით. სკოლამ გადამყლაპა, რომ როგორც საჭიროა ისეგადამამუშაოს და მომინელოს. მე არავითარ წინააღმდეგობასარ ვუწევ, მთლიანად ვემორჩილები. მზად ვარ გავხდე ის, რაცმათ უნდათ. ჩემი ბავშვობის სიმხდალეს თვალს ვუსწორებ.

რომ მოვინდომო, მონპარნასის ცათამბჯენიდან ჩემიგამწარებული ბავშვობის ლიცეუმს დავინახავ. ცხოვრებით კიისევ იქ ვცხოვრობ, სადაც ამდენი რამ გადავიტანე. ფესვებს ვერვშორდები. რა წინააღმდეგობაზე შეიძლება ლაპარაკი, როცაამდენი ხანი საცხოვრებელი ადგილიც კი ვერ შევიცვალე. ჩემისახლიდან გამომცემლობა „ფლამარიონში» რომ მივიდე, ისევის ვოჟირარის ქუჩა უნდა გადავკვეთო, სადაც დღემდე დადიანთავჩახრილი და გათოშილი ბავშვები. მეც ძველებურადდავაბიჯებ ზამთრის ქუჩებში და ყოველ ამოსუნთქვაზე ცხვირ-პირიდან ისევ ძველებურად ვუშვებ ორთქლს, ისევძველებურად ვცდილობ ფილებს შორის ხაზებს ფეხი არდავაბიჯო. არაფერი შეცვლილა და ის დილაც ჩემთვის ჯერ არდასრულებულა.

08:43

აი, ჩემმა ბავშვობამ კი ტეხასის შტატში, ოსტინის ერთ-ერთიგარეუბნის მწვანედ მობიბინე სამოთხეში ჩაიარა: სახლი,რომელიც არაფრით განსხვავდება მეზობლის კარ-მიდამოსგან;ეზო, რომელშიც ბავშვები შლანგებით წუწაობენ და „შევროლე»კაბრიოლეტი, რომელიც ოჯახს ზღვისკენ მიაქროლებს. საღამოს

36

Page 37: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დივანზე ვსხედვართ და ტელევიზორს ვუყურებთ. ვიღაცამეზოდან ფანჯარაში რომ შემოიხედოს, დაინახავს, როგორციმციმებს ცისფრად ორი ბავშვის სახეზე ტელევიზორისგამოსახულება. ამ დროს მსგავს სურათს ნახავთ მთელქალაქში, მთელ ქვეყანაში. ჩემი მშობლები თავს არ ზოგავენ,რომ ჩვენი ცხოვრება ამერიკულ კინოს ჰგავდეს: ისინი„კოქტეილფართებს» აწყობენ, რომელზეც დედები ერთმანეთსსახლების მოწყობაზე ესაუბრებიან. ყოველ წელს საშუალოდოთხ ტონა საწვავს მოვიხმართ. ისეთ კოლეჯში დავდივართ,სადაც მხოლოდ მუწუკებიანი თეთრკანიანები სწავლობენ,რომლებსაც თავზე ბეისბოლის ჩაფხუტები ახურავთ და GratefulDead[239]-ს უსმენენ; მზე, cofee shop-ები[240], ფეხბურთისგუნდები, დიდძუძუება cheerleader-ები[241], რომლებიც ორსიტყვაში ერთხელ i mean და like-ს[242] ამბობენ და არავითარიზანგები (დიდი-დიდი, ეკლესიაში ვნახოთ კვირაობით). უხ!მაპატიეთ, უნდა მეთქვა აფროამერიკელები-მეთქი. ჩემსბავშვობაში ყველაფერი clean[243] იყო. Lapdancing-ი[244] ჯერ არარსებობდა, სასტუმროებში კი არასრულწლოვანებს არუშვებდნენ. ბალახზე საუზმე, ჩოგბურთის თამაში და ჰამაკშიწამოწოლილი კომიქსების კითხვა – აი, როგორი იყო ჩემიბავშვობა. მამაჩემს ხელში სკოჩის ჭიქა უჭირავს, რომელშიცყინულის ნაჭრები, კლინკ-კლინკ, წკარუნობენ. ყოველკვირაჩემს შტატში ერთ-ორ პატიმარს სიკვდილით სჯიან. ჩემმაბავშვობამ მწვანე გაზონზე გაიარა. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ესპატარა სახლი იყო პრერიაში[245], არა, ეს ვილა იყო ქალაქისპრესტიჟულ გარეუბანში. მე კბილებზე ბრეისები მიკეთია,ოთახში რადიო მაქვს ჩართული და სარკის წინ ჩემი Dunlop-ისფირმის ჩოგბურთის ჩოგნით ხელში გიტარისტს ვასახიერებ.ზაფხულის არდადეგებს Summer camps-ში, საზაფხულობანაკებში ვატარებ: მდინარეზე გასაბერი ნავით ვეშვები,ჩაწოდებას ვამუშავებ, წყალბურთის მატჩებს ვიგებ დაჟურნალ hustler magazin-ის მეშვეობით საოცარ აღმოჩენასვაკეთებ: მასტურბაციას! მართალია, ლოლიტებს კეტსტივენსები[246] უყვართ, მაგრამ მათი იქ არყოფნის გამო,გოგონებს ქალიშვილობას ჩოგბურთის ტრენერებიაკარგვინებენ. ჩემი ბავშვობის უდიდესი ტრავმა ფილმი „კინგ-კონგია» (1933 წლის ვერსია). ერთხელ, როცა მშობლები სახლშიარ იყვნენ, მე და ჩემმა დამ, ძიძის აკრძალვის მიუხედავად, ამფილმს ჩვენი მშობლების საძინებელში ვუყურეთ. გიგანტურიგორილის შავ-თეთრი გამოსახულება, რომელიც Empire State

37

Page 38: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

Building-ზე მიძვრება და სამხედრო თვითმფრინავებს ხელითიჭერს: აი, ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე მოგონება. 80-იანწლებში ამ ფილმის რიმეიკი გადაიღეს, ამჯერად ფერადიფილმი, სადაც გორილა უკვე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზეადიოდა. წუთით წარმოვიდგინე, ახლა აქ უშველებელიმაიმუნი რომ გამომეცხადოს! ხომ გამისკდა გული და ეგ არის!რა უაზროდ ამეკვიატა ახლა ეს აზრი!

ლიცეუმის yearbook-ებს[247] ვფურცლავ და ბავშვობის წლებსვიხსენებ. მაშინ მიმაჩნდა, რომ ბედნიერი ვიყავი, ახლა კი ასეაღარ მგონია. შეიძლება იმიტომ, რომ არ მინდა თავსგამოვუტყდე: ის დრო აღარასდროს დაბრუნდება, მესამუდამოდ დავტოვე ჩემი ძველი ოჯახი, რათა ბედი უძრავქონებაში მეცადა. წარმატებას ამ საქმეში მხოლოდ მაშინმივაღწიე, როცა ერთი მუღამი დავიჭირე: მაყუთი დიდი კი არა,პატარა ბინების გაყიდვაზე კეთდება (იმიტომ, რომ პატარაბინები ლიწინ-ლიწინით იყიდება). მაგრამ, მოგეხსენებათ,საშუალო კლასის ოჯახები იმავე ჟურნალებს კითხულობენ,რასაც მდიდრები, ამიტომ ზუსტადუოლფეიფერებისნაირი[248] ინტერიერი უნდათ ანმაინცდამაინც ლენი კრავიცის მსგავსი მანსარდა! მეც ავდექიდა საკრედიტო ორგანიზაციას მოველაპარაკე, რომ ჩემსკლიენტებს ერთი-ორი მილიონი დოლარი ოცდაათწლიანისესხის სახით დაუმტკიცონ. მერე წავედი და დალასელიკოვბოების ძველ უბნებში მიტოვებული ბოსლები მოვქექე დაელიტარულ სტუდიოებად გადავაკეთე. მთელი ჩემი ნიჭი დაუნარი კი იმას მოვახმარე, რომ ჩემი კლიენტები მათი ბინებისერთადერთობასა და განუმეორებლობაში დამერწმუნებინა. ასევიჯიბავდი ყოველწლიურად დაახლოებით ოცდაათი ათასს.ნელ-ნელა სააგენტოში გავიქაჩე, მერე იმ ტიპის ადგილიდავითრიე, რომელმაც სამსახურში ამიყვანა და ბოლოსსაკუთარი სააგენტო გავხსენი: Austin Maxi Real Estate. სამმილიონ-ნახევარზე უკვე ავედი, მალე ოთხიც მექნება. დონალდტრამპამდე, რა თქმა უნდა, ბევრი მიკლია, მაგრამ იცხოვრებ,რა... როგორც მამაჩემი ამბობდა, ყველაზე ძნელი პირველიმილიონის შოვნაა, დანარჩენი თავისით მოვაო. მოკლედ,დევიდი და ჯერი უზრუნველყოფილნი არიან, ოღონდ ჯერ არვეუბნები, იმიტომ, რომ მერის წინაშე ისევ იმჯიბეგამოფხეკილი არისტოკრატის როლს ვთამაშობ, თორემ,ხომ ვიცი, დივიდენდების გაოთხმაგება ზედ მაქვს. ისე,

38

Page 39: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

სიმართლე გითხრათ, ჩვენი გაყრის მიზეზიც ფული გახდა. რაღამინდოდა საღამოობით სახლში, როცა ჯიბეში ამდენი მაყუთიმედო. რა აზრი აქვს ფულის შოვნას, თუ ყოველღამე ერთსა დაიმავე ქალს ხერხავ? მინდოდა ჯორჯ ბებიტის[249] ანტიპოდიგავმხდარიყავი, იმ საცოდავის, რომელიც ვერ იქნა და ვერგათავისუფლდა თავისი ოჯახისა და მშობლიური ქალაქისტყვეობისგან.

– მომე ფოტოაპარატი! – ამბობს დევიდი.

– არ მოგცემ, ჩემია! – პასუხობს ჯერი.

– შენ არ იცი სურათების გადაღება.

– უფ, შენ ხო იცი...

– „ფლეში» მაინც ჩართე.

– რად გინდა, ბიჭო, „ფლეში» დღისით?

– დისტანცია დააყენე!

– აუ, დაიკიდე რა, მაინც ერთჯერადი აპარატია.

– თავისუფლების ქანდაკება გადაიღე! – ამბობს დევიდი.

– გადავიღე უკვე! – პასუხობს ჯერი.

– შენი ბოლო სურათები სულ გათხაპნილი გამოვიდა! – არცხრება დევიდი.

– აუ, მოკეტე რა...

– დებილო!

– დებილი თავი გაბია!

– ბუტიაა! ბუტია!

– თავი გაბიაა! გაბია!

– აუ, მომე რა, აპარატი!

08:44

ჯერი და დევიდი იმ ფოტოებს ყურადღებით რომდაჰკვირვებოდნენ (რომელსაც, სამწუხაროდ, გამჟღავნება არ

39

Page 40: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ეწერა), აუცილებლად დაინახავდნენ Impire State Building-ისთავზე მოძრავ, თეთრ წერტილს. ცისფერ ცაზე აშკარად რაღაცა,დიდი, მბზინავი, თოლიას მსგავსი ობიექტი იკვეთებოდა.მაგრამ ჩიტები არც ასე მაღლა დაფრინავენ და არც ასე ჩქარა.მზის სხივები ისე ირეკლება მის მოვერცხლისფრო ზედაპირზე,როგორც „მისია შეუსრულებელია“[250]-შია, როცა ფარულიჯაშუში ყველასთვის შეუმჩნევლად კოლეგის გაფრთხილებასცდილობს და პატარა სარკით სახეში მიანათებს.

„პარიზის ცაში» ყველაფერი გათვლილია იმისთვის, რომმუდმივად გახსოვდეთ: თქვენ ყველაფერ ნორმალურზე უფრომაღლა დგახართ. ტუალეტის კედლებზეც კი სახლისსახურავები ხატია, რომ რესტორნის მამაკაც კლიენტებს ისეთიშთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს ქალაქს ზემოდან აფსამენ.აქ ერთხელ უნდა ვისადილო, მენიუ ერთობ მაცდურადგამოიყურება: „შემოდგომა „პარიზის ცაში» – ჟან-ფრანსუაუაიონის და მისი გუნდის თვალით დანახული“ ცივი კერძები:ფუა გრას ესკალოპი სუნელებიან პურზე გამომცხვარი თეთრისოკოს სოუსით (25 ევრო 50), ასთაკვის სალათი თხილითა დაოხრახუშით (32 ევრო), ფუა გრა „ან ტრუა კუისონ» (27 ევრო 50);თევზეული: ბარაბულკა გრილზე, „ბუიაბესის» სოუსით დაბადრიჯნის პიურეთი (26 ევრო), ლანგუსტის „ფრიკასე“[251],ბოსტნეულით და ქონდრიანი კარაქით (36 ევრო), შემწვარიქორჭილა კამით, ლიმონის წვენით და მჟავე პამიდვრით (32ევრო 50), შემწვარი თევზი ოხრახუშში მოშუშული სალათით(30 ევრო); ხორცის კერძებიდან ჟან-ფრანსუა უაიონიგვთავაზობს: სუნელები და თაფლში შემწვარი მტრედის ხორციკრისტალიზებულ კომბოსტოსთან ერთად (33 ევრო),ჩაშუშული საქონლის კუდი ცხელ ფუა გრასთან (27 ევრო),თხლად დაჭრილი ხბოს თირკმლები მდოგვით, კანელონიველური სოკოთი (28 ევრო). გული ხომ არ გერევათ? დესერტზემე შოკოლადის „გუანახასკენ» ვიხრები, ნაღების ნაყინით დათხილით. ვიცი, რომ ეს არ არის კვების სწორი რეჟიმი და კარლლაგერფელდისგან[252] ამის გამო საყვედური არ ამცდებოდა,მაგრამ რა ვქნა, ისევ ეს მირჩევნია ბურბონიან ვანილის კარაქშიშემწვარ კუმარუს, მჟავე ალუბალს ან ლეღვს.

ამასობაში ჩვენს უკანა მაგიდაზე დიდი ვნებათაღელვაშეიმჩნევა. ამერიკელი წყვილი საუზმეზე ერბოკვერცხს ითხოვსლორითა და სოკოთი. მიმტანი ფორთოხლისფერი, სახეზემიკერებული ღიმილით უხსნის: „I am sorry, ჩვენს რესტორანში

40

Page 41: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მხოლოდ კონტინენტური საუზმის შეკვეთაა შესაძლებელი“.კონტინენტური საუზმე კი, მოგეხსენებათ, შედგებატოსტების, ფუნთუშების, ხილის წვენისა და ცხელისასმლისგან და ისეთი ნოყიერი არ არის, როგორიც ის საკვები,რომელსაც ამერიკელები შთანთქავენ ყოველ დილას. ამიტომაცწყვილი დგება და ხმამაღალი ბუზღუნით ტოვებს რესტორანს.ისინი ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება ტურისტებით ასეთსავსე ადგილას არ იყოს ნორმალური, ადამიანური საჭმელი.კომერციის ზოგადი პრინციპებისა და მომხმარებლისპოზიციიდან გამომდინარე, ისინი მართლები არიან. მაგრამ,მეორე მხრივ, თუ აქაც იმავეს შეჭამ, რასაც შინ, მაშინ რაღა აზრიაქვს ამ სიშორეს წამოსვლას?! ერთი სიტყვით, ამ საშინელგაუგებრობაში ორივე მხარე თავისებურად მართალია. ჩემიაზრით, „პარიზის ცის» საუზმე მრავალფეროვანი უნდა იყოს,რათა მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს თავად აირჩიოს, რასმიირთმევს, ხოლო ამერიკელები ერთხელ და სამუდამოდუნდა შეეშვან საკუთარი ცხოვრების წესის მთელ პლანეტაზედანერგვას. ამ წყვილს, მაგალითად, გაუმართლებდა, დღეს 08:45 საათზე მონპარნასის ცათამბჯენს თვითმფრინავი რომშესკდომოდა, როგორც ეს 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭროცენტრში მოხდა.

ყველაზე უცნაური მაინც ის არის, რომ ნიუ-იორკის ერთ-ერთცათამბჯენს ერთხელ უკვე შეეჯახა თვითმფრინავი. ეს 1945წლის ერთ ნისლიან ღამეს მოხდა. მაშინ ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენი ბ-25, Empire State Building-ისშენობას 78-ე და 79-ე სართულებს შორის შეასკდა. ამის შედეგი14 დაღუპული და უდიდესი ხანძარი იყო, როცა ცეცხლირამდენიმე ასეულ მეტრს აღწევდა. მაგრამ Empire State Building-ი არ დანგრეულა, იმიტომ, რომ ფოლადის კონსტრუქცია,მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობისგან განსხვავებით, არდამდნარა (ფოლადი სიმყარეს 450 გრადუსამდე ინარჩუნებს,1400 გრადუსიდან კი დნობას იწყებს, მაშინ როცა „ბოინგის»ავარიის დროს ტემპერატურამ 2000 გრადუსს მიაღწია). 2001წელს 40 000 ლიტრმა აალებულმა საწვავმა შენობის ლითონისკარკასი მთლიანად ჩამოშალა და ზედა სართულების ქვედაზედაცემა გამოიწვია. ტყუპის მშენებლობის დროს იამასაკიმახალი ტექნოლოგიები გამოიყენა: მან უარი თქვა შიდასაყრდენი სვეტების ლაბირინთულ კონსტრუქციაზე და მისმაგივრად სიმძიმის ძირითადი ძალა გარე კედლებზე

41

Page 42: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

გადაიტანა. ერთმანეთთან ახლო-ახლო განლაგებულ ფოლადისვერტიკალურ სვეტებს ფოლადის ჰორიზონტალური კოჭებიკვეთდა, რომლებიც ყველა სართულს ქამარივით ერტყა. ასეთიარქიტექტურა შიდა პერიმეტრის მაქსიმალურადგამოთავისუფლების საშუალებას იძლეოდა (რაც სამშენებლოკომპანიისთვის, უდავოდ, მომგებიანი იყო). სწორედ ამსაყრდენი სვეტების გამო, რომელსაც ზემოდან ფოლადისთხელი ფენა ჰქონდა დადებული, ორივე ცათამბჯენი შორიდანზოლებიანი გეგონებოდათ და სტერეოფონულ ხმისგამაძლიერებელს ჰგავდა.

დასკვნა: ტყუპი ისე იყო აშენებული, რომ თვითმფრინავისშეჯახებისთვის უნდა გაეძლო, ოღონდ თვითმფრინავისაწვავის გარეშე უნდა ყოფილიყო!

მაშ ასე, ყურადღებით! ბოლო 60 წამის ათვლა იწყება. კეთილიიყოს თქვენი მობრძანება: კატასტროფამდე ზუსტად ერთიწუთი რჩება. ეს ის წუთია, როცა ჯერ კიდევ ყველაფერიშესაძლებელია, მაგალითად, უცებ თავში რაღაცამ დაგარტყას,წამოხტე და გაიქცე. მაგრამ ქართიუ ასე არ იქცევა, ის ფიქრობს,რომ ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს, ბავშვებიც ერთობიან, ამიტომაპირებს, ამ ნიუიორკული გასეირნებით ბოლომდე ისიამოვნოს.რესტორანში ახალი კლიენტები შემოდიან, ზოგმა კი უკვეისაუზმა და გადის. აი, ის იასამნისფერთმიანი მოხუციქალბატონიც, რომელსაც დევიდმა და ჯერიმ ნორმალურად ჭამაარ აცადეს, დგება, იხდის ფულს (ისე, რომ მიმტანისთვის 5-დოლარიანის დატოვებაც არ ავიწყდება) და ნელი ნაბიჯითლიფტისკენ მიემართება. ამ ორი პატარა შფოთისთავისშემყურეს ახსენდება, რომ შვილიშვილისთვის დაბადებისდღის საჩუქარი აქვს საყიდელი. Have a nice day![253] – ეუბნებაადმინისტრატორს და თითს აჭერს ღილაკს, რომელსაცMezzanine აწერია. ღილაკი ინთება და ლიფტის კარიც წკრიალითიღება. ბარემ აქ ვარ და საყიდლებზე გავივლიო, – გადაწყვეტს,ახსოვს, რომ სადღაც Toys RU-ს მაღაზია მოხვდა თვალში,მაგრამ ვერ იხსენებს, პირველ სართულზე იყო თუ Mezzanine-ში.ამ ფიქრში გართული ლიფტის კაბინაში შედის, რომლის კარიცნელა იხურება. მერე მთელი ცხოვრება ეს მოხუცი ქალი იტყვის,რომ ღვთის ნება იყო, ზუსტად იმწამს რომ ადგა და ქვემოთჩავიდა; რომ ღმერთმა იგი სასიკვდილოდ არ გაიმეტა და რომვერაფრით გაუგია, რატომ აირჩია უფალმა მაინცდამაინც იგი,მოხუცი ქალი და არა ის ორი პატარა ბიჭუნა.

42

Page 43: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

08:45

ერთი წუთის წინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა რაღაცის შეცვლა.მერე კი უცებ მთელი სხეული ცახცახმა აიტანა.

– იცი, რა განსხვავებაა დევიდ ლინჩსა[254] და მერილლინჩს[255] შორის? – კითხულობს კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– აზრზე არა ვარ, – ეუბნება რალფ ლორენიანი ქალი.

– არანაირი! ორივე სისულელეებს აკეთებს და ორივე ჰაერშიყრის ფულს, – პასუხობს კენეტ კოლიანი კაცი.

წყვილი ხმამაღლა იცინის და ისევ პროფესიულ თემაზე იწყებსსაუბარს.

– ლიკვიდურობა კი გაიზარდა, მაგრამ მოცულობები დავარდა, –რალფ ლორენიანი ქალი.

– Standard’s & Poors-ის ფიუჩერსები რომ ნახო, გულიგაგისკდება. დედა აღარ ჰყავთ! – კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– ამ Edge-მა არ გაგვიხურა ცხოვრება?! – რალფ ლორენიანიქალი.

– Nasdaq-ის ქოლებზე ვარ მიერთებული, – კენეტ კოლიანიმამაკაცი.

– ჩარტები საშიში გახდა, – რალფ ლორენიანი ქალი.

– თავს დავდებ, მაგრა დაგვენძრევა! – კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– აბა რა ეგონათ! მოგხვდათ იენა ბებერ ყბაში? – რალფლორენიანი ქალი.

– მე Nikkei-ს პოზიცია დავხურე! – კენეტ კოლიანი მამაკაცი

– ღმერთო! – ყვირის რალფ ლორენიანი ქალი, – ღმერთო! ეს რაარის?!

თვალებდაქაჩულმა და პირღიამ აკანკალებული ხელებიტუჩებზე აიფარა.

– რა იყო? რა ხდება? What’s the problem? – ეკითხება მამაკაცი დაუკან იხედება.

43

Page 44: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ისეთი უღრუბლო ცა იყო, რომ ჯერი თავისი ბინოკლითმოქლონებს დაითვლიდა თვითმფრინავის ფიუზელაჟზე[256].უცებ ძალიან შეშინებული ჩემთან მოვარდა:

– Look Dad ! You see the plane?[257]

მე კი უკვე ხელებაკანკალებული ფანჯარაში ვიყურებოდი. ერთწამში პარკინსონის დაავადება ავიკიდე. ყველაფერი გასაგებიიყო: „ამერიკან ეარლაინსის» დედააფეთქებული «ბოინგი» ნიუ-იორკის თავზე ზედმეტად დაბალ სიმაღლეზე დაეშვა დაპირდაპირ ჩვენკენ მოექანებოდა!

– გამაგებინეთ, რა ხდება! როგორ შეიძლება ასე დაბლა ფრენა.ამან ხომ არ გააფრინა!

ვერ ვიტან ფილმებს კატასტროფებზე: სიმპათიურიგარეგნობის ქერა მამაკაცებით, კვადრატული ნიკაპით;ფეხმძიმე ქალებით, რომლებიც სასწრაფოდ წყლებს ღვრიან;პარანოიკებით, რომლებიც ისტერიკაში ვარდებიან; მშიშრებით,რომლებიც უცბად გულადებად გადაიქცევიან და მღვდლით,რომელიც ბოლო ზიარებას იძლევა. ამ დროს აუცილებლადვიღაც იდიოტი ავად ხდება, ბორტგამცილებელი კი მგზავრებსმიმართავს:

– ექიმი ხომ არა ხართ ვინმე?

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ბევრი ფიქრის გარეშეხელს იწევს და თან სახეზე საკუთარი უკიდეგანო საჭიროებისშეგრძნება ეწერება. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგადიქნება!

გინდათ გითხრათ, რაზე ფიქრობს ადამიანი, როცა «ბოინგი»პირდაპირ მისკენ მიექანება? რა, ტრაკში ვარ! – სხვა არაფერზედა სავარძლის სახელურებს აფრინდება. საკუთარ თვალებს არუჯერებს, იქნებ ის, რაც ახლა უნდა მოხდეს, არ მოხდება,ფიქრობს გულში. გვინდა, რომ ვცდებოდეთ. პირველადცხოვრებაში, გვინდა, რომ არ ვიყოთ მართლები, ვერვხვდებოდეთ, არასწორად ვგრძნობდეთ, თვალი გვატყუებდეს.წესით, ჩემი პირველი რეაქცია ჯერისა და დევიდის დაცვა უნდაყოფილიყო, მაგრამ არა! მაგიდის ქვეშ როცა მივძვრებოდი,მარტო ჩემს ქვეშაფსია თავზე ვფიქრობდი.

44

Page 45: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

08:46

დღეს უკვე ზუსტად ვიცით, რა მოხდა 8 საათსა და 46 წუთზე.კომპანია «ამერიკან ეარლაინსის» კუთვნილი «ბოინგი»-767,რომლის ბორტზეც 119 მგზავრი იმყოფებოდა (მათგან 11ეკიპაჟის წევრი), შეეჯახა პირველი ცათამბჯენის ჩრდილოეთფასადს 94-ე და 98-ე სართულებს შორის. ავარიის შედეგადდაღვრილმა 40 000-მა ლიტრმა საწვავმა Marsh & McLennanCompanies-ის ოფისებში ხანძარი გააჩინა. თვითმფრინავიასრულებდა რეისს ბოსტონი-ლოს-ანჯელესი. იგი ლოგანისაეროპორტიდან 7:59 საათზე აფრინდა და 800 კმ/სთ სიჩქარითგადაადგილდებოდა. დარტყმის ძალის სიმძლავრე 240 ტონატროტილის აფეთქების ეკვივალენტური იყო (დარტყმისამპლიტუდა – 0,9, ხანგრძლივობა – 12 წამი). ასევე ცნობილია,რომ არც ერთი იმ 1344 ადამიანს შორის, რომელიც ამ დროსზედა სართულებზე იმყოფებოდა, არ გადარჩენილა. გასაგებია,რომ ეს ფაქტი მთლიანად განსაზღვრავს ამ წიგნის ფინალს.მით უკეთესი. ეს თრილერი არ არის. ეს არის მცდელობა(შეიძლება წარუმატებელი), აღიწეროს აღუწერელი.

„ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. როცადაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაშიდა იქ დამკვიდრდნენ. უთხრეს ერთმანეთს: მოდი მოვზილოთთიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირისმაგივრად ფისი» (ძველი აღთქმა. დაბადება თავი XI, 1-3).[258]

08:47

როცა ფეხებქვეშ „ამერიკან ეარლაინსის» «ბოინგი» გივარდება,ორნაირი შეგრძნება გეუფლება: ჯერ გგონია, რომ ცათამბჯენშიკი არა, მეტრონომში ხარ; თუმცა ამაზე უარესი მერე იწყება,როცა მსოფლიო სავაჭრო ცენტრი უცბად პიზის კოშკად იქცევა.ის, რასაც სპეციალისტები shock wave-ს[259] ეძახიან,სინამდვილეში შტორმის დროს გემბანზე ყოფნას ჰგავს. ანდა,ბავშვებისთვის უფრო ადვილად გასაგები რომ იყოს, ასევიტყოდი: წარმოიდგინეთ, რამდენიმე წამით გიგანტურიმილქშეიქის ჭურჭელში რომ მოხვდეთ: წვენით სავსე ჭიქებიიატაკზე ცვივა, კედლის განათებები ადგილიდან წყდება დაელექტრომავთულზე დაკიდებული აქეთ-იქით ქანაობს,შეკიდული ჭერი თავზე გემხობა, სამზარეულოდან თეფშების

45

Page 46: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ლეწვის ხმა ისმის, ბარიდან ბოთლები იყრება, ზოგი ტყდება,ზოგი იატაკზე გორავს, ყვავილების ლარნაკებს ლაწალუწიგაუდით და ირგვლივ შუშის ნამცეცებად იბნევა, შამპანურისვედროები ხალიჩაზე ცვივა, ფუნთუშეულით სავსე ურიკები კიმაგიდებს შორის ყირავდება. სახეები და კედლები ზემოთ-ქვემოთ დახტიან.

როდესაც ფანჯრის იქით ცეცხლის ბურთი ავარდა, ისეთიშეგრძნება გვქონდა, თითქოს ყურებში ხანძარი გაგვიჩნდა,მერე ცოტა ხანში იქაურობა შავი კვამლით აივსო. ბოლი ყველამხრიდან გვიტევდა: იატაკიდან, კედლებიდან, ჭერიდან,ლიფტის შახტიდან, სავენტილაციო გისოსებიდან. აღმოჩნდა,რომ ირგვლივ უამრავი ხვრელი და ჭუჭრუტანა იყო, საიდანაცწესით სუფთა ჰაერი უნდა შემოსულიყო, ახლა კი სრულიადსაპირისპირო ხდებოდა. ერთი სიტყვით, ვენტილაციის სისტემაფუმიგაციის სისტემად გადაიქცა. ირგვლივ ყველა ხველებასიწყებს და პირზე ხელსახოცებს იფარებს. როგორც იქნა,გამახსენდა დევიდისა და ჯერის არსებობა და მაგიდის ქვეშ,სადაც სამივენი ვსხედვართ, ბავშვებს ფორთოხლის წვენშიდასველებულ ხელსახოცებს ვუწვდი.

– აიფარეთ და ისე ისუნთქეთ. ეს ტესტია, ბიჭებო, ნიუ-იორკშიასეთი რამეები ხშირად ხდება, ამას fire-drill ჰქვია, – სასწავლოგანგაში. საშიში არაფერია! მე თუ მკითხავთ, სახალისოც კია,არა?!

– მამა, თვითმფრინავი დაგვეჯახა?

– არა, შვილო, რა თვითმფრინავი! – ვცდილობ გავიცინო, – არმინდოდა თქვენთვის წინასწარ მეთქვა. სიურპრიზია: ესთვითმფრინავი ახალი ატრაქციონია, სამგანზომილებიანფილმს იღებენ, ჯორჯ ლუკასის[260] მოგონილისპეცეფექტებით, აქ ყოველდღე ასეთ ცრუ განგაშს აწყობენ. ჰა,მგონი, თქვენ მართლა შეგეშინდათ?

– კი, მაგრამ, მამა, ყველაფერი ყანყალებს, მიმტანებიც კიისტერიკულად კივიან.

– Don’t worry! ნუ ნერვიულობთ! რესტორანს სპეციალურიჰიდრავლიკური დომკრატებით აყანყალებენ, როგორცატრაქციონების პარკშია. ეს მიმტანები კი მსახიობები არიან.ძველი ხერხია, მამიკო. ფილმის გმირებს ჩვეულებრივმომხმარებლებს შორის სვამენ, როგორც „კარიბის ზღვის

46

Page 47: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მეკობრეებშია“. დეივ, ხომ გახსოვს „კარიბის ზღვისმეკობრეები?“

– კიიი, მა... და ამ ატრაქციონს რა ჰქვია?

– Tower inferno – «ჯოჯოხეთის ციხე“

– ეგრეც ვიცოდი, შე ჩემა...

– დეივ, შე ჩემას ნუ ამბობ... მაშინაც კი, როცა ჯოჯოხეთისციხეში ხარ, კაი?!

ჯერიმ, როგორც ეტყობოდა, ჩემი ზღაპრები არ დაიჯერა. რავქნა, ამაზე უკეთესი უცბად ვერაფერი მოვიგონე, მერე კიპირველ ჩვენებას მივაწექი, რომ არ ეტირა; იმიტომ, რომ ჯერიმრომ ტირილი დაიწყოს, მეც ავსლუკუნდები და დევიდიცმოაფჩენს პირს. დევიდი კი არასდროს ტირის. და რაღამაინცდამაინც დღეს უნდა დაიწყოს?

– ნახე, ნახე, რა ტრიუკებია! ეს დაქირავებული ხალხი, ფულისგულისთვის რომ პანიკობენ, რა მაგრა თამაშობენ! ბოლი,ბოლი, ნახე, ყველა მხრიდან რომ შემოდის! მაგარია! უნდავაღიაროთ, რომ ძაან გამოუვიდათ!

ხალხი ჩვენ ირგვლივ შიშისგან გაშეშებელი დგას დაერთმანეთს გაოცებული სახით უყურებს. მათ, ვინც ჩვენსავითმაგიდის ქვეშ შეძვრნენ, ჯერ ჩუმად თავი გამოყვეს, მერე ნელ-ნელა წამოდგნენ, ცოტა შეცბუნებულნი იმის გამო, რომმთლად გმირულად ვერ მოიქცნენ. ჯერის ბლინები მაგიდისქვეშ დაჭყლეტილი ყრია და ზედ ფაიფურის ნამსხვრევები აქვსმიმობნეული, ამოყირავებულ სკამებს შორის ნეკერჩხლისსიროფი მოწვეთავს. «მსოფლიოს ფანჯრებიდან» კი აღარაფერიჩანს, ირგვლივ სქელი, შავი კვამლის ფარდაა. დაღამდა, ნიუ-იორკზე სიბნელე ჩამოწვა, ქვემოდან კი უჩვეულო გუგუნისხმა ამოდის. ყველას თავში ერთი აზრი გვიტრიალებს,რომელსაც ბოლოს ხმამაღლა შეფ-მზარეული წარმოთქვამს:

– We’ve got to get the hell out of here! აქედან უნდა დავახვიოთ!

ნეტავ, ახლა კატასტროფებზე რომ დებილურ ფილმებს იღებენ,იმაში ვიყო. Happy end-ი მაინც მექნებოდა გარანტირებული!

08:48

47

Page 48: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

Windows on the world-ს შეიძლება ერქვას:

– Windows on the Planes.

– Windows on the Crash.

– Windows on the Smoke.

– Broken Windows.[261]

ბოდიშს გიხდით შავი იუმორისთვის. ეს მხოლოდ კოშმარიდანთავის დაღწევის უმწეო მცდელობაა.

„ნიუ-იორკ თაიმსმა» თვითმხილველთა ჩვენებები შეაგროვა.სამოყვარულო ვიდეოჩანაწერზე კარგად ჩანს, რა სისწრაფითვრცელდება კვამლი შენობის მაღალ სართულებზე. უჩვეულოის არის, რომ შენობის ზედა ნაწილი თითქმის მთლიანადბოლშია მოქცეული, მაშინ როცა ქვემოთ, ანუ აფეთქებისუშუალო ადგილთან ახლოს, კვამლი ბევრად ნაკლებია.შეჯახებიდან რამდენიმე წამში სქელი შავი ღრუბელიელვისებური სისწრაფით მაღლა ავარდა. არსებობსსატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელზეც Data Synapse-ისთანამშრომელი რაჯეშ მირპური თავის ბოსს, პიტერ ლისელაპარაკება. ის განუწყვეტლივ ახველებს და ამბობს, რომხუთ მეტრში უკვე აღარაფერი ჩანს. მდგომარეობა ყოველ წამსუარესდებოდა. 104-ე სართულზე Cantor Fitzgerald-ის ოფისშიცეცხლმა კიბეებისკენ გასასვლელი ჩაკეტა. ორმოცდაათამდეთანამშრომელი იძულებული გახდა ჩრდილოეთ ფასადისკენგაქცეულიყო და საკონფერენციო დარბაზისთვის შეეფარებინათავი.

ამ დროს ხალხი ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ ეს რაღაც უბედურიშემთხვევა იყო. დღეს უკვე ცნობილია, რომ შენობისჩამონგრევამდე, ანუ 10:28 საათამდე შენობაში მყოფთაუმრავლესობა ცოცხალი იყო. მათი ტანჯვა 102 წუთიგრძელდებოდა. საშუალოდ ამდენ ხანს გრძელდებაჰოლივუდური ფილმებიც.

ნაწყვეტი ჰუისმანსის[262] რომანიდან „პირიქით“:

„ამერიკულმა კატორღამ ჩვენს კონტინენტზე გადმოინაცვლა.აღარ უჩანდა ბოლო ამ ბანკირებისა და პარვენიუებისუსაშველო, ენით აუწერელ, გამაოგნებელ დაუდევრობას. იგიმზესავით კაშკაშებდა და ქალაქიც მუხლმოყრილი და

48

Page 49: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

თვალებდაბინდული თაყვანს სცემდა, ჰიმნს უმღეროდა დაძღვენს სწირავდა!

მაშ, ამოწყდით, ხალხნო, დაიქეცი, ევროპავ! – შეჰყვირა დეზესენტმა, შეძრწუნებულმა იმ სანახაობით, რომელიც თავადდახატა».

ასეც ვიცოდი! ნამდვილი დამნაშავე უსამა ბინ ლადენი კი არა,ეს თავზე ხელაღებული დეზ ესენტია[263]. ამ დეკადენტდენდის ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი. თავგასულბავშვებსაც ხომ მეტი არ უნდათ, ეზიარებიან ნიჰილიზმისესთეტიკას და mass murderer-ებს[264] ემხრობიან. ამიერიდანყველა ექსცენტრიკულ ახალგაზრდას, რომელიც ღიად დააგდებულად სიძულვილს ქადაგებს, გულისპირი სისხლში აქვსამოსვრილი. ვერანაირი ქიმწმენდა ვეღარ ამოიყვანსჰემოგლობინის შხეფებს მათი გაფითქინებული პერანგებიდან.დენდიზმი არაადამიანობაა. ეს ყეყეჩი ღლაპები იმდენადმშიშრები არიან, რომ ვერასდროს გადავლენ სიტყვიდანსაქმეზე, ამიტომ თვითმკვლელობის ნაცვლად ყოველთვისსხვას მოკლავენ. ისინი ცუდად ჩაცმულ ხალხს ხოცავენ,თავისი თეთრი, სათუთად მოვლილი ხელებით უდანაშაულოადამიანებს სიცოცხლეს უსწრაფებენ. მიზეზად კი მხოლოდიმას ასახელებენ, რომ თურმე ისინი ბანალური ადამიანებიყოფილან. მათი სნობური ზიზღი ცეცხლმტყორცნია. მაპატიეთ,რომ ჩემს ერთ-ერთ რომანში მოხუცი ფლორიდელი ქალიმოვკალი. ეს მკვლელები ვიღაც ეფემერული დამნაშავეებისკენიშვერენ თითს: ანონიმური და უსახური საპენსიოფონდებისკენ, ვირტუალური სტრუქტურებისკენ. თუმცასაქმე საქმეზე რომ მიდგება, ტირიან, იტანჯებიან დასისხლისგან იცლებიან ნამდვილი და არა ეფემერულიადამიანები. ქვეყნის დასასრული მაშინ იწყება, როცა სატირარეალობად იქცევა, მეტაფორა – სინამდვილედ,კარიკატურისტები კი თავს ლაწირაკებად იგრძნობენ.

08:49

პირველი, რასაც ამ დროს ადამიანი აკეთებს, მობილურითდარეკვაა. რადგან ეს აზრი ყველას ერთდროულად მოსდისთავში, ხაზები გადატვირთულია. ისტერიკულად ვაჭერ ხელსნომრის ხელახალი აკრეფის ღილაკს და თან ვცდილობ, ბიჭები

49

Page 50: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დავარწმუნო, რომ ეს შავი კვამლი, რომელიც დახრჩობასგვიქადის, სხვა არაფერია, თუ არა ხალხის გასართობადმოგონილი თამაში.

– ახლა ცოტა ხანში, ასე ვთქვათ, მაშველებიც მოვლენ. აუ, რამაგარი იქნება! არა, ეს შავი კვამლი მაინც როგორიგაკეთებულია! ნამდვილისგან ვერ გაარჩევ! ყოჩაღ, ბიჭებო,ყოჩაღ!

ბროკერი-საყვარლები თანაგრძნობით მიყურებენ.

– Fuck! – ამბობს ქალი რალფ ლორენში, – დროზე დავახვიოთ ამბუღიდან, თორემ დავიხრჩვე და ეგ არის!

კაცი დგება, საყვარელს ხელს ჩასჭიდებს და ორიველიფტებისკენ გარბიან. ჩვენც უკან მივყვებით. მაგრამლიფტები out of order[265] არის. რეცეფციასთანადმინისტრატორი ქალი დგას და ქვითინებს: „ჩემთვის არუსწავლებიათ, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტუაციაში...კიბით ჩავიდეთ... წამომყევით».

მაგრამ ადმინისტრატორს ვინ დაუწყებს ლოდინს. ხალხიკვამლით სავსე კიბის უჯრედს აწყდება და ერთიმეორესასწრებს. ყველა ახველებს. შავკანიანი დაცვის თანამშრომელიურნაში აღებინებს. მან უკვე სცადა ოთხი სართულით ქვემოთჩასულიყო.

– აზრი არა აქვს, – გვეუბნება იგი, – დაიხრჩობით, თანყველაფერს ცეცხლი უკიდია.

ნამდვილი ქაოსია. აფეთქების გამო გარე სამყაროსთან კავშირიმთლიანად გაწყვეტილია. მე ჯერისა და დევიდს გავხედე,რომლებიც უკვე ჩუმად ტირიან.

– ბავშვებო, მისმინეთ! თუ გვინდა, რომ ამ თამაშშიგავიმარჯვოთ, პირველ რიგში უნდა ვაჩვენოთ, რომ არმოვტყუვდით. არავითარი პანიკა, ძალიან გთხოვთ, თორემწავაგეთ და ეგაა! გამომყევით, ქვემოთ ჩასვლა ვცადოთ,გასაგებია? ხომ მიგიღიათ მონაწილეობა „ციხესიმაგრეები დადრაკონების» მსგავს თამაშებში? ჰოდა, აქაც ასეა: იმარჯვებსის, ვინც მოწინააღმდეგის მოტყუებას შეძლებს. ოდნავაც რომშეგეტყოთ შიში, დამთავრებულია, წაგებული გვაქვს! got it?გასაგებია?

50

Page 51: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ბიჭები მორჩილად მიქნევენ თავს.

ახლაღა მივხვდი, რომ ჩემი გარეგნობის შესახებ არაფერიმითქვამს. თავიდან ძალიან კარგი შესახედავი ვიყავი, მერე –კარგი, ახლა კი – არა უშავს. ბევრს ვკითხულობ, ფრაზებს,რომლებიც მომწონს, წიგნშივე ვინიშნავ (ეს თვითნასწავლიადამიანების დამახასიათებელი თვისებაა. ისე, უნდა ითქვას,რომ განათლებული ხალხის უმრავლესობა თვითნასწავლია,იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება იმ წარმოსახვითიგამოცდისთვის ემზადება, რომელსაც არასდროს ჩააბარებს).როცა კარგად გამოვიყურები, მსახიობ ბილ პულმანსმამსგავსებენ (ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისროლს თამაშობს „დამოუკიდებლობის დღეში“), როცა ცუდად –რობინ უილიამსს, თუ იგი დათანხმდება მოუქნელი ტეხასელირიელტერის როლი ითამაშოს, გამელოტების აშკარაპერსპექტივით და თვალების ირგვლივ ჩიტის ნაფეხურებისმსგავსი ნაოჭებით (მზეზე ზედმეტად ყოფნის ბრალია. Yeah!),რამდენიმე წელიწადში კი George W.Bush lookalike contes-ის(ჯორჯ ბუშის ორეულთა შეჯიბრების) რეალურ კანდიდატადგადავიქცევი, თუ, რა თქმა უნდა, აქედან გავაღწიე.

ჯერი ჩემი უფროსი შვილია, ამიტომაა იგი ასეთი სერიოზული.რაღაცით დედაჩემს მაგონებს. ყველაფერს იჯერებს. ისეგადაყლაპავს ბობოლა ტყუილს, ეჭვიც არ შეეპარება. მერე კიბრაზდება, რატომ მომატყუეო. პირდაპირია, გულწრფელი დამამაცი. მოკლედ, ჯერი ისეთია, როგორიც წესით, მე უნდავყოფილიყავი. ხანდახან მგონია, რომ ვძულვარ. ალბათ, მისმოლოდინს ვერ ვამართლებ. რას იზამ, ეს ყოფილა მამებისმთავარი დანიშნულება: იმედი გაუცრუონ შვილებს. თვითლუკ სკაიუოკერის[266] მამაც კი დარტ ვაიდერი იყო! ჯერიახლა ზუსტად ისეთია, როგორიც მე ვიყავი მის ასაკში:ნერვიულობს, როცა ყველაფერი როგორც წესი და რიგია, ისე არხდება. ვწუხვარ, რომ ეს ილუზიები ცოტა ხანში დაემსხვრევა.მე კი ძალიან მინდა, მისი თვალები ყოველთვის ასეთიგულწრფელი და ასეთივე ცისფერი დარჩეს. ჯერი, მე შენძალიან მჭირდები. ამბობენ, ბავშვებისთვის მშობლებიყოველთვის მაგალითია! აი, ჩემთვის კი ჩემი შვილია მისაბაძი.

დევიდი ძმაზე ორი წლით უმცროსია, შუბლზე ჩამოყრილი ქერათმა აქვს და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს: მათ შორისსკოლაში სიარულის აუცილებლობას, თოვლის პაპისა და ძმები

51

Page 52: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ჰენსონების[267] არსებობას. იგი თითქმის სულ ჩუმადაა, იმიშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა მისი ძმის მოთმინებიდანგამოყვანა უნდა. თავიდან მე და მერი ძალიანვნერვიულობდით. გვეგონა, ნორმალური არ იყო, იმიტომ, რომარასდროს ტიროდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დაიბადა,მაშინაც კი არ უტირია. იგი არასდროს არაფერს ითხოვს,არაფერს ამბობს და მუდამ მრავლისმეტყველად დუმს, თუმცა,მგონი, სხვაზე ნაკლებს არ ფიქრობს. დროის უმეტეს ნაწილსკომპიუტერულ თამაშებს უთმობს და ხანდახან იგებს კიდეც.მისი საყვარელი საქმიანობა ჯერის გაბრაზებაა, თუმცა ვიცი,რომ მისი გულისთვის თავს დადებს. რას იზამდა თავისიძამიკოს გარეშე! ალბათ, იმავეს, რასაც მე ვშვრები მას შემდეგ,რაც ჩემს უფროს დას აღარ ვნახულობ. დევიდი ფრჩხილებსიკვნეტს, და როცა ხელის ფრჩხილები აღარ ჰყოფნის, ფეხზეგადადის. კიდევ კაი, სადმე სხვაგან არა აქვს ფრჩხილები,იდაყვზე ან მუხლზე, თორემ იმასაც დაიჭამდა. და ყველაფერსამას აკეთებს ჩუმად, ულაპარაკოდ. უნდა ვაღიაროთ, რომბავშვი, რომელიც არასდროს ტირის, იდეალურია, თუმცა ამაშიარის რაღაც შემაშფოთებელი. მიყვარს, როცა ჩაფიქრდებახოლმე და თან თავს იფხანს. ამ დროს განახვებს, რომ ფიქრობს,აზროვნებს. 43 წლის ვარ და ამას წინათ თავი იმავე საქციელზედავიჭირე. ამიტომ ვამბობდი: მშობლები ხშირად ჰბაძავენშვილებს. იცით რაიმე ამაზე ეფექტური, რომ მუდამახალგაზრდა დარჩეთ?! დევიდი ცელქია, ბუზღუნა,გაჩხინკული, ფერმკრთალი, მშიშარა და მიზანთროპი[268].ზედგამოჭრილი მამაჩემი! ისე, მგონი, მართლა მამაჩემია! ჰო,მართალია, ჯერი დედაჩემია, დევიდი კი – მამაჩემი!

– დე... მა... მოდით ჩემთან!

– დეივ, მგონი დაგვენძრა, – ამბობს სახტად დარჩენილი ჯერი, –მამას დაუცურდა.

დევიდი შუბლშეკრული მიყურებს, მაგრამ ჩვეულებისამებრ,არაფერს ამბობს.

105-ე სართულზე ჩავდივართ.

08:50

მამამ და შვილებმა ჯერ არ იციან, ჩემთვის კი დღეს უკვე

52

Page 53: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ცნობილია, რომ შეჯახების მერე ყველა გასასვლელი ჩაიხერგა,კიბეები დაინგრა, ხოლო ლიფტები გაფუჭდა. ქართიუ და მისიორი შვილი დარჩნენ აგიზგიზებულ ღუმელში გამოკეტილნი.

ხელმოწერა: ყოვლისმცოდნე

(ინგლისურად: Mister Know-it-all).

მონპარნასის კოშკი 1974 წელს აშენდა, თითქმის იმავე დროს,როცა მსოფლიო სავაჭრო ცენტრი. იგი 10,5 ჰექტარს იკავებს,თითოეული სართულის ფართობი 2 011 კვმ-ია, მათგან 103 000კვმ ოფისებს უჭირავს, 30 000 კვმ – მაღაზიებს, 16 000 კვმ –საწყობებს, 100 000 კვმ – საერთო მოხმარების ფართობია, 21 000კვმ – საგანგებო დანიშნულების სათავსები, 1 850 კვმ მანქანისსადგომია. სიგანე 32 მეტრია, აქვს 25 ლიფტი და 7 200 ფანჯარა.წონა: 120 000 ტონა. საძირკველს წარმოადგენს 56 ხიმინჯი,რომელიც მეტროს ოთხ ხაზს შორის 70 მეტრის სიღრმეშიაჩარჭობილი.

აი, რატომ მაშინებს ეს შენობა. გეფიცებით, 11 სექტემბრის მერემონპარნასის კოშკს სულ სხვა თვალით ვუყურებ: როგორცკოსმოსურ ხომალდს ან რაკეტას, რომელიც სადაცაა ცაშიავარდება. იცით, რომ თავიდან, როცა მენ-მონპარნასის კოშკიჯერ კიდევ დაპროექტების ფაზაში იყო, პომპიდუს ამ ადგილასორი ტყუპი შენობის დადგმა უნდოდა. ხანგრძლივი სჯა-ბაასისმერე კი გადაწყვეტილება შეცვალა.

მონტენის ლიცეუმში ჩემი მტერი დისციპლინა იყო,დაშტამპული აზროვნება, დაუსრულებელი, უინტერესოლექციები და გულის გამაწვრილებელი დასავლურიდემოკრატია. დაუმორჩილებლობა უფრო რომანტიკული იყო.მე აღფრთოვანებით შევყურებდი „აქსიონ დირექტის“[269]ქმედებებს ტელეეკრანზე. ისინი თავისუფლად მოქმედებდნენ:ბომბებს აფეთქებდნენ, გაზულუქებულ ექსპლუატატორებსიტაცებდნენ. ნატალი მენიგონი[270] უფრო სექსუალური იყო,ვიდრე ალის სონიე-სეიტე[271]. კლასში ყველაზე მაგარი ტიპიის იყო, ვინც პალესტინური თავსაფრით მოვიდოდა, მე კიBurberry’s-ში გამოწყობილი დავდიოდი. კიდევ იტყვის ვინმეჩემზე, მეამბოხეაო?! ტერორიზმი ბევრად უფრო გლამურულიიყო, ვიდრე პარასკევის საკონტროლო ისტორიაში. წესით,სახლიდან უნდა გავქცეულიყავი და სადმე იატაკქვეშეთშიმეცხოვრა, მაგრამ, ვერ ვქენი; მიტოვებულ სახლებში ისე არ

53

Page 54: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

თბილოდა, როგორც დედაჩემის ბინაში. ლუი ლე გრანისლიცეუმში უკვე რევოლუციური მანიფესტების კითხვადავიწყე, თუმცა არც სწავლისთვის მიმინებებია თავი. ესყველაზე დაზღვეული ვარიანტი იყო: არც პოლიცია მიკრავდათავს ციხეში და თან რამე რომ იყოს, რაულ ვანეგეიმის[272]სიტყვების ციტირებასაც შევძლებდი, რომ დონე ტიპიგამოვჩენილიყავი. მე ისეთივე მეამბოხე ვიყავი, როგორიცCanada Dry – ალკოჰოლური სასმელი. მთელი ჩემირევოლუციური სული გარეგნობითა და მანერებითშემოიფარგლებოდა. ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმაბოჰემურ ბურჟუაზიას „ბობუები» შეარქვა, აი, მე კი ჯიბესქელ„ბუნტარობაზე» ვოცნებობდი, ამიტომაც უფრო „ჯიბუების»რიგს განვეკუთვნებოდი.

08:45

გაგვიმართლა (თუ შეიძლება ამას გამართლება ერქვას). 105-ესართულზე მობილური იჭერს. ეგრევე მერისთან ვრეკავ:

– მერი, ქართიუ ვარ. ბოდიში, ბევრს ვახველებ, მაგრამ არშეგეშინდეს, ბავშვები კარგად არიან. ვცდილობთ აქედანრამენაირად გამოვიდეთ!

– ქართიუ, რატომ ჩურჩულებ? რა ხდება? ვერ გავიგე.

– მაგარ შარში ვართ, მერი! ავარია, თუ რაღაც ოხრობა მოხდა.ტელევიზორი ჩართე და გაიგებ!

ცოტა ხანი სიჩუმეა, ნაბიჯების ხმა მესმის, ტელევიზორს რთავსდა უცებ – განწირული ხმით: Oh Lord, tell me this is not happening![273]

– ქართიუ, არ მითხრა, რომ იქ ხართ!

– რა ჯანდაბა ვქნა, რა?! შენ არ მითხარი, ადრე გააღვიძებავშვები, რომ სკოლის რეჟიმს არ გადაეჩვიონო? აქ ვართ, აქ!ნეტავ სხვაგან ვიყოთ! მერი, ეს რა ვნახე! ჩემი თვალითდავინახე, ეს დედააფეთქებული თვითმფრინავი როგორშეგვივარდა ფეხებში! ძაან ცხელა, ყველგან ბოლია, მაგრამბავშვები ნორმალურად არიან. არ დაკიდო, ჯერის უნდა შენთანლაპარაკი.

– დე...

54

Page 55: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– ჯერი, დედიკო, როგორ ხარ? რამე ხომ არ გტკივა, ჩემოსაყვარელო? დეივი როგორაა?

– დე, არ მომწონს ეს ატრაქციონი... ძაან ცუდი სუნია... მოიცადეივს ელაპარაკე.

– კხა! კხა! (ახველებს) დედიკო, ჯერი ფოტოაპარატს არმაძლევს. უთხარი რამე!

– მერი, ისევ ქართიუ ვარ. იქნებ გაიგო, გამოგზავნეს უკვემაშველები თუ არა? აქედან ადმინისტრაციას ვერვუკავშირდები. ამათი დედა ვატირე, ევაკუაციის გეგმაც კი არააქვთ. გაიგე და დამირეკე, ჰო?

ნეონით განათებულ კიბეს ვერ გავცდით. ხალხი ისე ჩარბისქვემოთ, როგორც ცხვრის ფარა, რომელსაც სასაკლაოსკენერეკებიან. სოლჟენიცინი[274] გულაგის პატიმრებს კრავებსეძახდა. რა მარაზმი იყო, ბავშვების ასეთ ადგილას წამოყვანა.ხომ თავიდანვე აშკარა იყო, რომ ვერც ისინი გაერთობოდნენ დავერც მე ვისიამოვნებდი. რა უბედურებაა, სულ რაღაცსისულელეების კეთებას ვაძალებთ თავს, თან ამას კეთილიგანზრახვით ვხსნით. დავისაჯეთ იმისთვის, რომ დილითკარგად, ადამიანურად არ გამოვიძინეთ. შეხედეთ ამდილაუთენია წამომხტარ, კისერზე ჰალსტუხწაჭერილ,გაპარსულ ტიპებს, ამ სუნამონაპკურებ გოგონებს, working-girls,Wall Street Journalის თავგამოდებულ მკითხველებს.დარჩენილიყავით, შვილო, სახლში!

– ბიჭებო, როგორ ხართ? ხელსახოცი პირზე და ცხვირზე კარგადაიფარეთ და არ შეეხოთ მოაჯირებს, გავარვარებულია, ხელსდაგწვავთ.

კიბეები თვალსა და ხელშუა ხალხით ივსება. ყოველსართულზე ახალი შეშინებული რუხი პიჯაკები დავარდისფერი კოსტიუმები გვემატება. ჩამოვარდნილიშეკიდული ჭერის ნაწილებს ვაბიჯებთ, რომლებმაცგასასვლელი ჩახერგეს. ისეთი სიცხეა, გული წაგივა. ზოგიცდილობს მის გვერდით მყოფს დაეხმაროს, ზოგი – ტირის,სხვები პირქუშად და მდუმარედ მიაბიჯებენ, ახველებენ,იმედოვნებენ.

08:52

55

Page 56: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ბასკეთის სანაპიროზე გაიცნეს,მალე კი ორივე ამერიკაში სასწავლებლად გაემგზავრა. მაშინამერიკულ უნივერსიტეტებს და განსაკუთრებითბიზნესსკოლებს ბრწყინვალე ფრანგი დიპლომირებულიახალგაზრდების თვალში განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა.ერთი სიტყვით, მამაჩემი, ჯორჯ W. ბუშის მსგავსად, MBA-ისხარისხის ასაღებად ჰარვარდში გაემგზავრა. დედაჩემიც თანგაჰყვა, თანაც შემთხვევით ისარგებლა და «მაუნთ ჰოლიოკში»ისტორიის მაგისტრის წოდება მიიღო. 50-იანი წლების ამერიკაზუსტად ისეთი იყო, როგორც შავ-თეთრ დოკუმენტურფილმებშია აღწერილი. ამერიკული ოცნება მთელ დასავლეთსმოსდებოდა. გრძელი, ფრთებიანი „კადილაკები“,გრანდიოზული ზომის ნაყინები, buttered pop-corn-ები კინოებშიდა მეორე ვადით არჩეული ეიზენჰაუერი, – ამ სიმბოლოებისგანშედგებოდა მაშინდელი ნანატრი ცხოვრება. ეს ის დროა, როცაამერიკა ასრულებულ ოცნებათა სამყაროს წარმოადგენდა,როცა სიმპათიური, მზეზე გარუჯული ფილიპ ლაბრო[275]გატაცებით მოგვითხრობდა ამ აღთქმულ ქვეყანაზე. პროტესტიდა გაუცხოება ცხოვრების დასავლური სტილისადმი ჯერ უცხოხილი იყო. არავის ეგონა მაკდონალდსის ჰამბურგერებიფაშისტური. მამაჩემი ბობ ჰოუპის[276] სატელევიზიოხუმრობებზე ჩაბჟირებამდე იცინოდა. ბოულინგსთამაშობდნენ, ბურჟუაზიული ახალგაზრდობაგლობალიზაციის გამოგონებებით იქცევდა თავს. მათ სწამდათამერიკის, როგორც თანამედროვე, ქმედითი და თავისუფალისამყაროს სიმბოლოსი. ათ წელიწადში ამ თაობამ ჟისკარს მისცახმა, რადგან ის ისეთივე ახალგაზრდა იყო, როგორიც JFK-ი (ჯონფიცჯერალდ კენედი). ეს ხალხი ჭკვიანი იყო, მიზანსწრაფული,ურთიერთობაში კი ძალიან უბრალო. ჩვენც, როგორც იქნა,დავიწყეთ ევროპული განათლების ტვირთისგანგათავისუფლება. გავხდით პირდაპირები, მიზანდასახულები.პირველი, რასაც ამერიკაში ჩასვლისთანავე გაიგონებთ, არის:Where are you from?[277] იმიტომ, რომ ყველა საიდანღაც არის.ამის მერე კი გეტყვიან: Nice to meet you,[278] იმიტომ, რომუყვართ უცხოელების გაცნობა. ამერიკაში თუ სტუმრადმოხვდებით, შეგიძლიათ ისე გამოაღოთ მაცივარი, რომ არცჰკითხოთ ოჯახის დიასახლისს. ამ დროს დამკვიდრდასალაპარაკო ენაში რამდენიმე ცნობილი გამონათქვამი,რომელიც მეც ხშირად მესმოდა ოჯახში: put your money where yourmouth is[279], big is beautiful[280], back-seat driver[281] (ჩემი

56

Page 57: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

საყვარელი გამოთქმაა, დედაჩემი ასე გვეუბნებოდა ხოლმე,როცა მანქანაში უკან ვისხედით და ნერვებს ვუშლიდით), take iteasy[282], relax[283], give me a break[284], you’re overreacting[285], forGod’s sake[286]. კაპიტალისტური უტოპია ისეთივე სიგიჟე იყო,როგორიც კომუნისტური, ოღონდ ერთი განსხვავებით: მასშიძალადობა უფრო დამალული იყო. სწორედ მომგებიანი იმიჯისგამო გაიმარჯვა დასავლეთმა ცივ ომში. რუსეთსა და ამერიკაშიხალხი ერთნაირად შიმშილობდა, უბრალოდ, ამერიკაშიადამიანებს უფლება ჰქონდათ, შიმშილობა აერჩიათ.

ეს ყველაფერი 1968 წლამდე ხდებოდა, როცა „ბიტლებს» ჯერკიდევ მოკლე თმა ჰქონდათ. მახსოვს, მშობლებიმეუბნებოდნენ, რომ ამერიკა საფრანგეთს 10 წლით უსწრებდა.საფრანგეთის რევოლუციაც კი ათწლეულით გვიან მოხდა. თუგინდა მომავალი იცოდე, თვალი ადევნე ამ იდილიურ ქვეყანას.მამაჩემი „ჰერალდ ტრიბუნს“, „თაიმსს“, „ნიუსუიკს»კითხულობდა, ხოლო „ფლეიბოის» სამუშაო მაგიდის უჯრაშიმალავდა. CNN ჯერ არ არსებობდა, თუმცა იყო ოთხ ფერშიდაბეჭდილი „თაიმ მეგეზინი“, რომელიც წითლადმოჩარჩოებული ყდით CNN-ს ჰგავდა. სწორედ მაშინდედაჩემმა სამოგზაურო სტიპენდია აიღო, რომელიც მასგრეიჰაუნდის ავტობუსით ამერიკის შემოვლის საშუალებასაძლევდა. იგი ხშირად მიყვებოდა ზღვიდან დაბერილ ქარზე,ჰაივეის[287] თავგადასავალზე, სასტუმროებზე, „ბიუიკებზე“,ღია ცის ქვეშ მოწყობილ კინოჩვენებებზე, დრაგსთორებზე[288],ვაგონრესტორნებსა და რადიოსადგურებზე, რომელთასახელებიც აუცილებლად W-ზე მთავრდებოდა. მთელიმსოფლიო შურის თვალით შეჰყურებდა ამერიკას, იმიტომ, რომმომავალს ყოველთვის შურით ვუყურებთ. მაგრამ 1968 წლისმაისი[289] არ მოსულა აღმოსავლეთიდან. მიუხედავად იმისა,რომ იმ დროს ყველას ტროცკი და ენგელსი ეკერა პირზე. იმმოვლენებზე ყველაზე დიდი გავლენა მაინც დასავლეთმამოახდინა. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ 1968 წლისმაისი უფრო აშშ-ის პროვოცირებული იყო, ვიდრე საბჭოთაკავშირის. მთავარი მიზანი მაშინ ძველი, ბურჟუაზიულისაფუძვლების შერყევა იყო. ის, რაც 1978-ში მოხდა, არ იყოანტიკაპიტალისტური აჯანყება; პირიქით, ეს მომხმარებელთასაზოგადოების საბოლოოდ ჩამოყალიბების პირველი დაუტყუარი ნიშანი იყო. ჩვენსა და ჩვენს მშობლებს შორის ისგანსხვავება იყო, რომ ისინი გლობალიზაციის მხარდამჭერ

57

Page 58: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მანიფესტაციებში გაიზარდნენ, აი, ჩვენ კი – მთვარეზეალივლივებული ზოლიან-ვარსკვლავებიანი დროშისა და სნუპიშულცის[290] აფიშების ჩრდილქვეშ. ფილმები ჯერ იმათთანგამოდიოდა, მერე – ჩვენთან. მამაჩემს ამერიკიდან ისეთისათამაშოები ჩამოჰქონდა, რასაც ჩვენთან ვერ ნახავდით:მაგალითად, „მაფეთშოუ“, „ვარსკვლავური ომები» და რბილითოჯინები. ეს სწორედ ის წლები იყო, ჩემი ამნეზიურიბავშვობის წლები, როცა ამერიკულმა ყოფამ მთელი სამყარომონუსხა.

იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკა ყოველთვის ათი წლითგაგვისწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მონპარნასის კოშკს ჯერკიდევ უწერია 10 წლის სიცოცხლე.

08:53

104-ე სართულის სიმაღლიდან ვხედავ, როგორ გარბის ხალხიწყლისკენ. ადამიანთა მიქცევა გეგონება ცათამბჯენებიდანოკეანისკენ. გამაგებინეთ, რატომ არ იწყება ევაკუაცია? რატომდაგვტოვეს ასე უპატრონოდ, ინსტრუქციების გარეშე?ვდგავართ ცხვრებივით Cantor Fitzgerald-ის სართულზე,ვიხრჩობით ამ გაუსაძლის, მომწამვლელ, შავ კვამლში,რომელიც ფისივით გვეკვრის კანზე. სიცხისა და ბოლის გამოისევ უკან ვბრუნდებით. გზად ტრეიდერების წყვილი ოფლშიგაწუწულ კოლეგებს ეჩეხება. ყველა სართული დატბორილია.ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები გაუჩერებლად ნამავსიქაურობას. შხაპი ყველას გამოწერილი გვაქვს. საფეხურებზეგუბეები დგას, რომელშიც დევი დატყაპუნებს.

– ფრთხილად, თორემ ფეხი დაგიცურდება და წაიქცევი!

ჯერი დეივს ხელს ჰკიდებს.

– კარგი! ქვემოთ ვერ ჩავდივართ. იქ მახეა. ზემოთ უნდადავიძრათ, ჯერი. ეს თამაში გასასვლელი გზის მოძებნაზეა,მიხვდით, ალბათ?

– გშგბია!

ცხვირ-პირზე აფარებული გაშავებული ხელსახოცის გამო რასმეუბნება, ვერ ვიგებ, თუმცა თავის დაქნევაზე ვხვდები, რომთანახმაა. უკან ვბრუნდებით. ჯერი კენტ დღეებშია ჩემი

58

Page 59: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

საყვარელი შვილი, დევიდი – ლუწში. შესაბამისად, დღეს ჯერიუფრო მიყვარს, რადგან სიტყვაზე მენდობა, რომ ეს თამაში დავიზუალური ეფექტია. დევიდი კი უსიტყვოდ მიყურებს დასახეზე აწერია, რომ ყველაფერს მშვენივრად ხვდება. უკანაგზაზე სულ უფრო მეტ შეშინებულ სახეს ვხედავთ. ვიღაცმამაკაცი მოულოდნელად ისტერიკულ ხარხარს იწყებს დაჩვენს ცხვირწინ უწყლო სახანძრო შლანგს უაზროდ აქნევს(როგორც ეტყობა, თვითმფრინავმა მილსადენების სისტემაგადაჭრა). დაძაბულობა მატულობს. რაღაც უნდა მოვიფიქრო.ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო არ ამცდებოდა! ბავშვებსხელებს ვკიდებ და უშიშარი მამის როლში ვიჭრები.

– აი, რეპეტიციაც ამას ჰქვია! ნამდვილთან მაქსიმალურადმიახლოებული გარემო უნდა შექმნა, რომ ხალხმა კარგადგაიაზროს, როგორ უნდა მოიქცეს ხანძრის შემთხვევაში.გადასარევი მეთოდია! დღეს, მაგალითად, გავიგეთ, რომხანძრის გაჩენისას ზევით უნდა გავიქცეთ და არა ქვევით.კარგი პედაგოგიური თამაშია!

უცებ დევიდი ხმამაღლა ამბობს, თან ისე, რომ კიბეზემოჩუხჩუხე წყლის ჭავლს თვალს არ აცილებს.

– მამა, გახსოვს დალასში რომ ვიყავით როდეოზე, აი, კოვბოირომ ხარიდან გადმოვარდა?

– კი, როგორ არ მახსოვს...

– ჰოდა, აი, მაშინაც ამბობდი, რომ ეს ასე იყო ჩაფიქრებული,რომ კოვბოი პროფესიონალი კასკადიორი იყო დასინამდვილეში მას არაფერი სტკენია. მეორე დღეს კიტელევიზორში ანახვეს, როგორ იჯდა დასახიჩრებულიბორბლებიან ეტლში, გაზეთში კი ეწერა, რომ დაინვალირდაო...

– დაინვალიდდა, დევიდ, და არა დაინვალირდა!

– ჰო, დაირვანილდა.

ჩუმად რომ იყო, ჯობდა. ჯერიმ თვალები ჭყიტა. ეს უკვეამბოხი კი არა, რევოლუცია იყო.

– მამა, რატომ გვატყუებ. let’s face it: this time it’s for real.[291]

დევიდ, ჯერი, ჩემო საყვარელო შვილებო, რა მალეგაზრდილხართ!

59

Page 60: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– o.k., ბიჭებო, შეიძლება მეშლება, შეიძლება არ არის თამაში. არვიცი! მაგრამ, მოდი ახლა ნელა და წყნარად ავიდეთ მაღლა. sokeep cool.[292]

ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ზემოთ ვიყურები. ზედმაწერია, რომ არც ერთი ჩემი სიტყვისა არ მჯერა. მერეხმამაღლა და გაურკვევლად ვამატებ, ისე, თითქოს, საკუთართავს ველაპარაკები:

– ჩემი ბრალია! თუ ამ ბავშვებს ჰგონიათ, რომ ეს მასკარადისიმართლეა, მე დანარჩენი მონაწილეების თვალში სრულიდიოტად გამოვჩნდები. რა ვქნა!

დევიდ, შვილო, Tough guy,[293] გეფიცები, შენ ნამდვილიტეხასელი ხარ, აი, მე კი – გამოლაყებული ბებერი!

105-ე სართულზე ვბრუნდებით, კიბის გალიაში გამოკეტილიხალხის ბრბო ნახირივით ბორგავს ახალგადაღებილლიმონისფერ კედლებს შორის. შეშინებული სახეები აქეთ-იქით აწყდებიან. მოკვდე მალე? თუ მოკვდე გვიან? დილემაა.ქვედა სართულზე აკივლებული ხანძარსაწინააღმდეგოსირენების ხმა გულს მიხეთქავს. ჯოჯოხეთური გრიალი ისმის,სიცხე ყოველ წამს უფრო და უფრო მატულობს.მოულოდნელად, 30-ე ცდაზე, ტელეფონი იჭერს. ქენდეისსვურეკავ. ალბათ, სძინავს. შეტყობინებას ვუტოვებ.

– ვიცი, არ დამიჯერებ, მაგრამ მიყვარხარ. რომ გაიღვიძებ,მიხვდები, რატომ ვიყავი დილიდან ასეთ რომანტიკულხასიათზე.

და მერე ჩურჩულით ვამატებ, რომ ბავშვებმა არ გაიგონ.

– It doesn’t look good, babe![294] ძალიან ცუდად ვიქცეოდი. თუაქედან გამოვძვერი, აუცილებლად ცოლად შეგირთავ.ტელეფონს ვკიდებ, იმიტომ, რომ სამის მაგივრად უნდავისუნთქო. Love, Carthew.[295]

08:54

თხუთმეტი წლის წინ მეც ვიყავი Windows on the world-ში,ოღონდ არა დილით, საუზმის დროს. 1986 წლის ივლისი იყო,გვიანი საღამო. სავაჭრო ცენტრის ნათურები ცისკრისვარსკვლავივით ციმციმებდნენ. მაშინ ოცი წლის ვიყავი და

60

Page 61: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

სტაჟირებას გავდიოდი „კრედი ლიონეს» ნიუიორკულიფილიალის (95, უოლსტრიტი) ანალიტიკურ დეპარტამენტში.ჩემს ძირითად საქმიანობას სამსახურში ძილი შეადგენდა,ოღონდ ისე, რომ ფილიპ სუვირონს, ფილიალის უფროსს დამამაჩემის ძველ მეგობარს, არ შეემჩნია. იმ პერიოდში Windowson the world-ი შუაღამის მერე საეჭვო ტიპების თავშეყრისადგილად გადაიქცეოდა ხოლმე. სახელიც მაშინ ძალიანგამომწვევი ჰქონდა: The Greatest Bar On Earth.[296] მსოფლიოშიყველაზე მაგარი ბარი ოთხშაბათობით თემატურ საღამოებსაწყობდა: ლათინურამერიკული მუსიკა, „ბიტბოქსი“,„ელექტრიკბუგი“, დიჯეებით და ჩემნაირი გამოსირებულიტიპების მთელი ჯარით; სამსახურის მერე მივედი, რესტორანიუკვე დაკეტილი იყო, მაგრამ უპიჯაკოდ მაინც არ უშვებდნენ.მახსოვს, წითელი U-ს ფორმის დარბაზი იყო, ბარმენებისაზიზღარი ტიპები იყვნენ. მართალია ის, შუაში რომ იდგა,ლამის ზედ გადამყვა, იმიტომ, რომ ჩემდა უნებურადზედმეტად ხელგაშლილი გამოვდექი (ოცდოლარიანიხუთდოლარიანში ამერია). ის ორმაგ Jack Daniel-ს მიმზადებდაპირამდე სავსე ყინულების ნამტვრევებით და ორი მოკლესაწრუპით. აფსუს, დასაბოლებელი არ მქონდა, თორემ ვიცი მემაგ საწრუპებს როგორც გამოვიყენებდი. მაგიდები The GreatestBar On Earth-ში სხვადასხვა დონის იარუსზე იყო განლაგებული,ისევე როგორც „პარიზის ცაში“. მიზეზი აქაც იგივე იყო:კლიენტებს უკეთ რომ შესძლებოდათ ენით აღუწერელი,უკიდეგანო, spectacular ხედით[297] დატკბობა. სამწუხაროდ,თვალწარმტაცი პანორამა დანაწევრებულად მოჩანდა, რადგანფანჯრის უშველებელი მინები მეტრიან კვადრატებად იყოდაყოფილი. ეს ცათამბჯენები (რომელთა ავტორიც, იაპონელიიამასაკი, განსაკუთრებული დაჟინებით მოითხოვდა, შიდასვეტებს ადამიანის მხრების სიგანე ჰქონოდა), შიგნიდანგიგანტურ ციხეს ჰგავდა. ცბიერი იაპონელის ჩანაფიქრისმიხედვით, ფოლადის ვერტიკალური სვეტები, რომლებიცორივე შენობას პირველი სართულიდან ბოლომდე მიჰყვებოდა,საკნის გისოსებივით ჰყოფდა ხედს. ეს ლითონის ერთმანეთისპარალელურად აღმართული ძელები ცათამბჯენების ჩამოშლისმერეც დიდხანს იდგა ასე ამოშვერილი გრაუნდზეროზე.შორიდან რომ შეგეხედა, მეცამეტე საუკუნის ციხესიმაგრისასაწევი გისოსები გეგონებოდა რომელიღაც სასტიკი დასისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ, ანდა ბარბაროსთა მიერიავარქმნილი გოტიკური ტაძრის სასწაულებრივად

61

Page 62: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

გადარჩენილი ისრული თაღი.

მე კი ბურბონს ვურტყამდი და ბარბაცით ქვემოთვიყურებოდი. მოციმციმე ვერტმფრენებს შევცქეროდი და ნელ-ნელა ვთვრებოდი. ეს ყველაფერი იმ ადგილას ხდებოდა,რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს. ნუთუ მე ის ადამიანივარ, თხუთმეტი წლის წინ იქ, იმ სიმაღლეზე თავმომწონედრომ იბრიცებოდა. ჩვენ, ფანჯრებით გარემოცულნი, მადონასInto the groove-ზე ვცეკვავდით. Riverside Drive-ის[298] ქალებს,რომლებიც აბუჩად იგდებდნენ bridge-and-tunnel crowd-ისგოგონებს (ასე იმ გარეუბნელებს ეძახდნენ, რომლებსაცმანჰეტენზე ჩამოსასვლელად ხიდები და გვირაბები უნდაგამოევლოთ), კაბაზე ვისკის ვასხამდი. დონალდ ტრამპის, მაიკმილკენის[299] და ნიკ ლიზონის[300] ცხოვრების წესზევოცნებობდი, ანუ უამრავ ფულსა და მაღალ საზოგადოებაშიტრიალზე. კარგი იყო Windows on the world-ში, თუმცა ესყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა. წარსული კი გაქრა. დღესაღარაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის, რაც აღარ არსებობს,ოდესღაც არსებობდა.

იმ საღამოს, როცა Windows on the world-ში ავედი, ნიუ-იორკის ცამოღრუბლული იყო, მაგრამ ცათამბჯენს ღრუბლები გაერღვია.იგი თითქოს ბამბის ზღვაზე ტივტივებდა. მარჯვენა მხარესVIPკლიენტები ბრუკლინის ზღვაში აკიაფებულიმანათობლების ცქერით ტკბებოდნენ, მარცხნიდან კი მხოლოდთეთრი და ნოტიო ხალიჩა იშლებოდა, ისეთი როგორიცთვითმფრინავის ილუმინატორიდან მოჩანს ხოლმე. მსოფლიოსავაჭრო ცენტრი ზოლიანი შენობა იყო: წარმოიდგინეთ„ბიურენის[301]« ორი სვეტი, ოღონდაც 410 მეტრი სიმაღლისა.დიჯეი თეთრ, ხელოვნურ კვამლს უშვებდა, რომელიც იატაკსეფინებოდა და ცეკვის დროს ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნიდა,თითქოს ცივ, მოფარფატე ღრუბლებზე დასრიალებდი. მე დაჩემს იმდროინდელ მეგობარს, ალბან დე კლერმონ-ტონერსმაგრად გაგვიმართლა: ალბანმა Singlebar-ში, მეორე ავენიუზემაგარი ნაშა ააგდო. ლი ერქვა. ასეთი „ბერბიჭული ბარები»ძალიან პოპულარული იყო მაშინ ამერიკაში. ჩამოსულიფრანგებისთვის ხომ მთლად მისწრება იყო. ლი ჯგუფურსექსზე თანახმა იყო, მაგრამ რატომღაც პაემანზე აგვიანებდა.

– ე, ბიჭი, გადაგაგდეს!

მე და ალბანი გიჟად ვიყავით. სასიყვარულო ტრიუმვირატი

62

Page 63: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ხელიდან გვეცლებოდა. ცოტა ხანში, რამდენიმეამოპირქვავებული Jack Daniels-ის მერე დავინახე, რომ ალბანსჩვენი საერთო ნაშა უკვე ფანჯარასთან მიეყენებინა (ეს ისფანჯარაა, რომელიც მერე სულ ნამსხვრევებად იქცევა).გამალებით ლოკავდნენ ერთმანეთს და მეც დრო ვიხელთე,ლის მივუცუცქდი და იისფერი კაბის ქვეშ გამკვრივებულძუძუებზე თომარი დავუწყე. იგი უცებ შემობრუნდა და აბა,ვინ დაინახა? ვიღაც სირი, Prince-de-Galles-ის კუბოკრულპიჯაკში, რომელიც აშკარად რამდენიმე ზომით დიდი ჰქონდა,გამხდარი, ფერმკრთალი, ჭლექიანი რაქიტი, მუწუკებიანისახით, წვეტიანი ნიკაპით და გრძელი, გაზინტლული თმით.გარყვნილი მანიაკი, რომელიც ისეთივე მაცდური იყო, როგორიცჟანგიანი საკანალიზაციო მილი. მაშინ პირველად გამოჩნდნენსერიული მკვლელები და მეც აშკარად ერთ-ერთ მათგანსვგავდი. მოკლედ, მკვდარი სული ვიყავი აწ უკვე გარდაცვლილრესტორანში.

– Who’s this guy? Are you crazy? get your fucking hands off me![302]

ალბანის გამოხედვაში დავიჭირე, რომ სქემა, სახელწოდებით„სიყვარული სამზე» უკვე შეცვლილიყო გეგმით „სიყვარულიორზე». კაი, რა ვქნა! მკიდია! ისე კი გოგოს არა უშავდა,შავგვრემანი იყო, მსხვილი აღნაგობა ჰქონდა, იმდენსმუშაობდა, რომ სერიოზული ურთიერთობებისთვის დრო აღარრჩებოდა, ამიტომაც დაეთრეოდა Single bar-ებში, სადაც,თავადაც მშვენივრად იცოდა, რომ ჩვენნაირი გამოსირებულიმანიაკების მეტს ვერავის ნახავდა. უკვე გასაგები იყო, რომდღესაც სანთლის ჭერით უნდა დავკმაყოფილებულიყავი დასახლში ისევ დაუცლელი დავბრუნებულიყავი ყვითელიტაქსით, რომელსაც ვინმე ვოდუს კულტის მიმდევარიტაიტელი მართავდა. მანამდე კი ბედის კიდევ ერთხელ ცდაგადავწყვიტე და აწ უკვე გამქრალი საცეკვაო ადგილისკენწავედი. ალბათ, დეპრესიული ტიპის გამომეტყველება მქონდა,სინამდვილეში კი გაუბედაობა მტანჯავდა. ნაშები BrooksBrothers-ის[303] პერანგებიან მილიონერ ტრეიდერებსეხახუნებოდნენ. მე კიდევ ერთი მოფლეიბოო ძმაკაცი მყავდა,ბერნარ ლუისი. ქალები „ბელუს» ეძახდნენ. სადაც კიმივიდოდა, „ბელუ-ბელუს» ძახილი ისმოდა. მეც ავდექი და„ბელუს» ავეკიდე. რა ძნელია, როცა არ გყავს შეყვარებული;სულ ვიღაცა უნდა კერო, კონკურენცია კი დიდია. საშინელებაა,როცა ასე მტკივნეულად განიცდი, რომ არავის უყვარხარ.

63

Page 64: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მგონი, მაშინ გადავწყვიტე ცნობილი გავმხდარიყავი.

08:55

კვამლი ბავშვებს თვალებს სწვავდა.

– აიფარეთ ხელსახოცები. პირი, ცხვირი და თვალები –ყველაფერი დაფარული უნდა გქონდეთ. Do you read me?[304]

სახეზე ხელსახოცჩამოფხატული დევიდი და ჯერი ორ პატარაკასპერად, საყვარელ მოჩვენებებად გადაიქცნენ; არმაგედონისცისფერმა ცამ კი ჩვენს ლოყებზე პირველი ცრემლი დააპკურა.მადლობა ღმერთს, რომ ჩემმა შვილებმა ვერ დაინახეს ორიცოცხალი ჩირაღდანი 106-ე სართულზე: ლიფტისშესასვლელთან გამდნარ ლინოლეუმზე მიწებებული ორიცეცხლწაკიდებული გვამი, მეწამული კანით,ქუთუთოამომწვარი თვალებით, ფერფლადქცეული თმით დადახეთქილი, ბუშტუკებიანი სახეებით. მუცლების აწევ-დაწევაზე მიხვდებოდით, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ,სხვა მხრივ, ქანდაკებებივით გაშეშებულები ეყარნენ. არშევიმჩნიე, ვითომ ვერ დავინახე, მგონი, ბავშვებსაც არგაუხედავთ იქით, თუმცა შეუძლებელი იყო, არ ეგრძნოთდამწვარი ხორცის სუნი.

თავი ხელში უნდა აგვეყვანა. ისეთი ელემენტარული რამეც კი,როგორიც სუნთქვა იყო, შეუძლებელი ხდებოდა. ამის მიზეზიალბათ ის გაუსაძლისი სუნიც იყო, რომელიც ირგვლივ იდგა.მძიმე შავ ბოლს დამწვარი რეზინის, გამდნარი პლასტმასის დადანახშირებული სხეულების სიმყრალე ემატებოდა.დროდადრო ბენზინის, დაფერფლილი ძვლებისა და ადამიანისდახრუკული ხორცის გულისამრევი სუნი მოდიოდა. ეს იყოტოქსიკური ღრუბლის, თხევადი აირის და კრემატორიუმისნაზავი. ქარხნებიდან გამონაბოლქვს ჰგავდა, ცხვირ-პირზეხელს რომ ავიფარებთ ხოლმე და სუნთქვაშეკრული მანქანისპედალს მთელი ძალით ვაჭერთ ფეხს, რათა იქაურობას მალეგავასწროთ. სიკვდილს სუნი რომ ჰქონოდა, ასეთი იქნებოდა.ჩამოვარდნილი ჭერი ზემოთ ასვლაში ხელს გვიშლიდა. ათმაკაცმა ძლივს გადავწიეთ ბეტონის უშველებელი ფილა, რომადგილი გაგვეთავისუფლებინა, თითო-თითოდგავმძვრალიყავით და „ჰაერში დაკიდებული ქალაქის»სახურავზე გაგვეღწია.

64

Page 65: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

107-ე სართულზე მიმტანს და იმ ორ მუსლიმან ძმას,სამზარეულოში ქანცის გაწყვეტამდე რომ მუშაობდნენ,ფანჯარა რკინისფეხიანი მაგიდის დარტყმით გაემტვრიათ(დაიმახსოვრეთ: თუ გინდათ მინის ვიტრაჟის ჩამტვრევა, არგამოიყენოთ სავარძელი ან „მაკინტოში“. ყველაფერზეუკეთესია რკინისფეხიანი მაგიდა, რომლის დასადგამიცტარანის ფუნქციას ასრულებს). და აი, გადაკიდებულანფანჯრებზე 400 მეტრის სიმაღლიდან და თეთრ სუფრებსაფრიალებენ. ბოლი ისეთი სქელი და შავია, როგორიც მანქანისზეთით გაჟღენთილი საშრობი. ალაგ-ალაგ ჩამტვრეულფანჯრებში მოჩანს, რა ხდება გარეთ. ჩემს ყურადღებას ცისკამარაში აფარფატებული თეთრი A4 ფორმატის ქაღალდებისდასტა იპყრობს: არქივები, ფოტოასლები, სასწრაფო დოსიეები,ჰოლდინგების საფირმო თავფურცელზე დაბეჭდილი სიები,სარეკომენდაციო წერილები, კონფიდენციალურისაქაღალდეები, პორტფოლიოები, ფერად ლაზერულპრინტერზე ამობეჭდილი დოკუმენტები, დაწებებული kraft-ისკონვერტები, ხელშეკრულებების აკინძული ეგზემპლარები,დოკუმენტების შესანახი გამჭვირვალე საქაღალდეები,„ნოუთების» ჩასანიშნი სხვადასხვა ფერის ფურცლები,საკოპიო ქაღალდზე ოთხ ეგზემპლარად დაბეჭდილიფაქტურები, გრაფიკები და ცხრილები. ქაღალდებისფოთოლცვენა იყო, ეს ფურცლები სულ რაღაც ნახევარი საათისწინ ისეთი საჭირო და შეუცვლელი გვეგონა. ამ სანახაობისშემყურეს სერპანტინების წვიმა მახსენდება, რომელსაცნიუიორკელები ბროდვეიზე გამართული ticker-tape parades-ების[305] დროს აწყობენ ხოლმე. კი მაგრამ, დღეს რასვზეიმობთ?

„თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცასმივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არგავიფანტოთ დედამიწის ზურგზე» (ძველი აღთქმა. დაბადება.თავი XI. 4).[306]

08:56

ჩვენ ყველას ზუსტად გვახსოვს, სად ვიყავით და რასვაკეთებდით 2001 წლის 11 სექტემბერს. პირადად მესაფრანგეთის დროით 14:56 საათზე გამომცემლობა „გრასეს»არქივში ვიმყოფებოდი და Culture Pub-ს ვაძლევდი ინტერვიუს.

65

Page 66: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

წამყვანს, ტომა ერვეს, შეატყობინეს, რომ რამდენიმე წუთისწინ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ შენობასთვითმფრინავი დაეჯახა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს პატარატურისტული თვითმფრინავი იყო, ამიტომ ყურადღება არმივაქციეთ და განვაგრძეთ ინტერვიუს ჩაწერა. კულტურისმარკეტინგზე ვსაუბრობდით. როგორი წიგნები უნდაგამოვუშვათ? უნდა დავემორჩილოთ თუ არა არსებულითამაშის წესებს და თუ – კი, მაშინ სადამდე? ტელევიზია,პრომოუშენი, რეკლამა ხელოვნების მტერია თუ არა?ყოველთვის უნდა აღვიქვამდეთ ბეჭდვით საშუალებებსვიდეოგამოსახულების კონკურენტად? იმ დროსყოველკვირეული კულტურული გადაცემის წამყვანობასმთავაზობდნენ ერთ-ერთ საკაბელო არხზე და ვცდილობდიჩემი ურთიერთგამომრიცხავი იმიჯი, „მწერალი-კრიტიკოსი-წამყვანი» უფრო გასაგები გამეხადა.

– წიგნებში ის უნდა ეწეროს, რასაც ტელევიზიით ვერ ვნახავთ.ლიტერატურას დღეს საფრთხე ემუქრება, ჩვენი ვალია მისიდაცვა, ლიტერატურას ომი გამოუცხადეს... ადამიანები,რომელთაც კითხვა და წერა უყვართ, თითზე ჩამოსათვლელია,ამიტომაც უწევთ მათ ყველაფერზე წასვლა, ნებისმიერიიარაღის გამოყენება, რათა წიგნი დაიცვან...

ამ დროს გამომცემლობის თანამშრომელმა მოირბინა დაგვითხრა, რომ კიდევ ერთი თვითმფრინავი დაეჯახა სავაჭროცენტრის ამჯერად უკვე მეორე შენობას. ჩემი საბრძოლო-ლიტერატურული შემართება უკვე სასაცილოდ ჟღერდა.მახსოვს, როგორ წარმოვთქვი ხმამაღლა უმარტივესი,არაევკლიდესეული მათემატიკური განტოლება:

1 თვითმფრინავი – 1 უბედური შემთხვევა.

2 თვითმფრინავი – 0 უბედური შემთხვევა.[307]

მე და ტომამ გადავწყვიტეთ, ჩემი პრაიმთაიმერული ბრძოლასამწერლო ხელოვნების მედიასაშუალებებისგან დასაცავადარსად გაიქცეოდა. მეორე სართულზე, გამომცემლობისპრესატაშეს, კლოდ დელა ტორის კაბინეტში ავედით, რადგანაღმოჩნდა, რომ მთელ ოფისში მხოლოდ მასთან მუშაობდატელევიზორი. TF1 გადმოსცემდა LCI-ს, რომელიცგადმოსცემდა CNN-ს. ვუყურებდით კადრებს, როგორ შეასკდამეორე თვითმფრინავი ჯერ კიდევ უვნებელ ცათამბჯენს, მაშინ

66

Page 67: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

როცა პირველი შენობა უკვე ოლიმპიურ ჩირაღდანს თუკინოფილმ Twister[308]-ის აფიშაზე დახატულ ტორნადოსჰგავდა. საინფორმაციო გამოშვების ახალგაზრდა წამყვანებიაშკარად თვალს არ უჯერებდნენ. ცდილობდნენ, ცოტაელაპარაკათ და დეკორაციებივით ისხდნენ კადრში. ეშინოდათ,რაიმე სისულელე არ წამოეროშათ, რაზეც ხალხი მომდევნოოცდაათი წელი იცინებდა. კლოდის კაბინეტი უცებ გაივსოხალხით. „გრასეში» ხომ სამუშაოს გასახალტურებლად საბაბსარ გაუშვებენ. ყველა სხვადასხვაგვარად რეაგირებდა:

ნარცისი: ღმერთო ჩემო, მე იქ ვიყავი ერთი თვის წინ!

სტატისტი: წარმოიდგინეთ, რამხელა მსხვერპლი იქნება,ალბათ, 20 000.

სნობი: იქ ხომ ფრანსუა პინოს[309] ოფისია.

პარანოიკი: აუ, ახლა დაიწყებს ძაღლობა ჩემნაირიფიზიონომიის ხალხის ჩხრეკა-შემოწმებას.

დამწუხრებული ქალბატონი: ჩემს ამერიკელ მეგობრებს უნდადავურეკო, ვიკითხო მათი ამბავი!

ლაკონიური მამაკაცი: ოოო, ეს უკვე აღარაა სასაცილო!

მარკეტინგის თანამშრომელი: რეიტინგისთვის ძაან მაგარია!LCI-ზე სასწრაფოდ საეთერო დრო უნდა ვიყიდოთ.

მეომარი: ამის დედას შევეცი, მესამე მსოფლიო ომი დაიწყო დაეგ არის!

უსაფრთხოების მოყვარული: ყველა თვითმფრინავსპოლიციელი უნდა დაჰყვებოდეს, პილოტის კაბინა კიდაჯავშნული უნდა იყოს.

ნოსტრადამუსის მიმდევარი: როდის ვთქვი მე ეგ! და დავწერეკიდეც.

ჟურნალისტი: ო-ლა-ლა! სასწრაფოდ „ევროპა 1“-ისთვის უნდაჩავწერო კომენტარები.

გონებაშეზღუდული ანტიამერიკელი: აი, რა ემართებათ, როცამთელი მსოფლიოს დაპატრონებას ცდილობენ!

ფატალისტი: ეს ოდესღაც უნდა მომხდარიყო.

67

Page 68: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ჩვენ ჰიპნოზის ქვეშ მყოფებივით ვუყურებდით ერთსა დაიმავე კადრს: როგორ ეჯახება სამგზავრო თვითმფრინავიცათამბჯენს (პილოტი აშკარად არ ცდილობდა მანევრირებას ანგვერდის აქცევას, პირიქით, მოჯადოებულივით პირდაპირსავაჭრო ცენტრისკენ მიექანებოდა. შენობამაც თითქოს პირიგააღო და გადაყლაპა იგი, მერე კი ალისფერ-შავი ცეცხლოვანიკვამლი ამოაბოყინა). აღარავინ ხუმრობდა, ყველა დაჯდა დაშეშფოთებული სახით დაიწყო ტელევიზორის ყურება,მობილურები აწკრიალდა. წელში მოხრილნი ვისხედით,თითქოს ტრაგედიის სიმძიმე თითოეულ ჩვენგანს მხრებზედააწვა. სრული მდუმარება კი მაშინ ჩამოწვა, როცა მესამეთვითმფრინავი პენტაგონს დაეჯახა. ღმერთო ჩემო, ეს რახდება?! დაემხოთ ზეცა თავზე და ეგ არის! აი, მერე კი, როცასამხრეთი ცათამბჯენი დაინგრა, რომელსაც მალევე, ფრანგულიდროით 16:30 საათზე ჩრდილოეთისა მიჰყვა, მთელმსოფლიოში შიშის ზარმა დარეკა. გაფითრებული კიბეზედავეშვი და მგონი, არც კი დავმშვიდობებივარ ფრანსუავერნის, ისე გავვარდი ქუჩაში. ფეხით უნდა გამევლო. სენ-ანდრე-დეზ-არის ქუჩაზე ვიყავი, როცა მობილურმა დამირეკა.ერიკ ლორანი იყო, ჩემი კოლეგა, რომლის რომანებსაცგამომცემლობა „მინუი» ბეჭდავდა. მას ახალი დამთავრებულიჰქონდა წიგნი, რომელშიც მოქმედება ამერიკაში ხდებოდა („არშეეხოთ“. გირჩევთ, არ დაუჯეროთ წიგნის სათაურს დააუცილებლად წაიკითხოთ). იმხანად ლორანი უმუშევარი იყოდა ჩემს გადაცემაში სამსახურის დაწყება უნდოდა. აღმოჩნდა,რომ ამერიკის ამბებზე არაფერი იცოდა.

– უკაცრავად, ერიკ, მაგრამ რაღაც უცნაურად ვგრძნობ თავს.დღევანდელი ამბების მერე...

– რა ხდება? რამე შეგემთხვა?

– მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობები დაინგრა,თვითმფრინავები პანტაპუნტით ცვივა, პენტაგონი იწვის, ესყველაფერი...

– კაი, რას ღადაობ! რამე სამსახურის ვარიანტი თუ არის,გამაგებინე, რა... მაგარი გაჭედილი ვარ ფულში.

არ დამიჯერა და ეს გასაკვირიც არ იყო. ჩემი პრობლემაც ხომესაა: ხალხს არასდროს სჯერა ჩემი, მაშინაც კი, როცა ცამდემართალი ვარ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მდიდრების

68

Page 69: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

კრიტიკით გამდიდრებული კაცი ვარ. მე იმ ცინიკოსს ვგავარ,დაუსრულებლად ცინიზმს რომ დასცინის. მაშინაც კი, როცაადამიანს ვეუბნები, მიყვარხარ-თქო, არ მიჯერებს.

ჩემს შვილს დავურეკე, მაინტერესებდა სად იყო? კლოესთანდაკავშირება არ ხერხდებოდა, დედამისსაც ტელეფონიგამორთული ჰქონდა. რა უნდა იყოს? ნახევარ საათში ძიძამდამირეკა და მითხრა, რომ ბავშვი თოჯინების თეატრში იყო,„სამ გოჭზე“, ლუქსემბურგის ბაღში. აშკარად გამიმართლა, იმდღეს ლუქსემბურგის ბაღს არც ერთი «ბოინგი» არ დასცემია.კლოე ტელეფონით სპექტაკლს მიყვება:

– მგელს უნდოდა სამი პატარა გოჭი შეეჭამა, მაგრამ გოჭებიქვის სახლში დაიმალნენ. აბა, რას დააკლებდა ის საზიზღარიმგელი ქვის სახლს?!

მგონი, არ არის სწორი, შვილებს ბავშვობიდან ასეთიტყუილებით რომ ვბერავთ.

08:57

კონცერტი ხველების, ცემინების, კბილების

ღრჭიალისა და სიკვდილის წინ ხრიალისთვის...

უცნაურია, რომ არც ერთ ავანგარდულ მუსიკოსს ასეთი იდეაარ მოსვლია თავში. თავად ჯონ ქეიჯსაც[310] კი. ქეიჯი(ინგლისურად, გალია) ხომ ასეთი მრავლისმთქმელი გვარია.ჩვენ კი ხველების კონცერტს შუშებიან გალიაში ვუკრავთ.მახსოვს, ერთხელ მე და მერიმ რეიუნიონის კუნძულზეწავიყვანეთ ბავშვები მოქმედი ვულკანის სანახავად.გოგირდის სუნი, აუტანელი სიცხე იდგა. დევი და ჯერიგანუწყვეტლივ ახველებდნენ. შთაბეჭდილება მრჩება, რომისევ იქ ვართ. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ამოფრქვეულივულკანია. როდესაც ისევ Windows on the world-ში დავბრუნდით(107-ე სართულზე), მე უკვე მხოლოდ ერთ გამოსავალსვხედავდი: გასასვლელი და ხანძარსაწინააღმდეგო კარიჩაგვეკეტა, ყველა ხვრელი და ღრიჭო სველი ხელსახოცებითამოგვექოლა, სავენტილაციო გისოსებზე მაგიდებიაგვეფარებინა და მაშველებს დავლოდებოდით. რესტორნისჩრდილო-დასავლეთ კუთხეში Risk Water Group-ის კლიენტებიშექუჩებულიყვნენ, იქ ნაკლები კვამლი იყო. ვიღაც სვეტზე

69

Page 70: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ამძვრალიყო და ფანჯარაში გადაეყო თავი, რათა უკეთესუნთქა. რომ მიიწ-მოიწეოდნენ, სამი-ოთხი კაცის ადგილიკიდევ გამოთავისუფლდებოდა. მაგიდაზე ვძვრები და ჯერი დადევიდი ამყავს, რომ მორიგეობით სუფთა ჰაერი ჩავასუნთქო.დარბაზში და ბარის დახლის წინ კვამლი გრუნტის წყალივითდგას.

ხალხი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ ხაფანგშია.ადმინისტრატორს და შეფ-მზარეულს კითხვებს აყრიან.როგორია ევაკუაციის სქემა? შენობის გეგმა სად არის? ისინილამის ყვირილით უხსნიან, რომ ზუსტად მათნაირ გასაჭირშიარიან. მსუქანი პუერტორიკოელი ოფიციანტი ქალი, სახელადლურდესი, ბავშვების ფანჯარაზე აყვანაში მეხმარება.

– არ ინერვიულოთ. აუცილებლად მოვლენ მაშველები. მე 93-შიც აქ ვმუშაობდი, როცა ბომბი აფეთქდა. ხომ გესმითპოლიციის ვერტმფრენების ხმა?

– კი, მაგრამ როგორ გაგვიყვანენ აქედან? შენობასთანმოახლოება ძალიან სახიფათოა!

– Well, 93-ში ხალხის ევაკუაცია სახურავიდან მოხდა.

– Damn it! You’re right! Gimme a hug![311]

ლურდესს ვეხვევი და ბავშვები ფანჯრის რაფიდან ჩამომყავს.

– ლურდეს, წამოდით ჩვენთან ერთად. ახლაღა მივხვდი,ქვემოთ ჩასვლის მაგივრად, ზემოთ უნდა ავიდეთ. ბიჭებო,თამაში გრძელდება, სახურავზე მივდივართ.

ჩვენ ოთხნი ისევ კვამლით სავსე კიბისკენ გავრბივართ. ჯერიდა დევიდი სუფთა ჰაერმა ცოტა გაამხნევა, ახლა ისინი სველხელსახოცებს იქნევენ და „ბითლჯუისს» თამაშობენ. მაგრამდაცვის შავკანიანი თანამშრომელი კიბის უჯრედისკენ არგვიშვებს:

– გამორიცხულია. იქაურობა სულ ცეცხლშია!

– სახურავზე სხვა გასასვლელი არ არსებობს?

– ენტონი, – უთხრა ლურდესმა, – remember 93! We’ve got to get tothe roof.[312] ვერტმფრენები ევაკუაციას იქიდან მოახდენენ. ვინიცის, იქნებ უკვე გველოდებიან კიდეც!

70

Page 71: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ენტონი ფიქრობს. მას ხელზე მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს,მაგრამ ყურადღებას არ აქცევს და ისევ ფიქრობს, პერანგიჩამოჰგლეჯია, მაგრამ მაინც ფიქრობს. ისიც კი ვიცი, რასფიქრობს: ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მაგრამ იმედი მაინც არუნდა დავკარგოთო.

– OK, follow me, გამომყევით.

ფეხდაფეხ მივყვებით, სამზარეულოს ლაბირინთებსა დამსოფლიოში ყველაზე მაღალი რესტორნის ოფისებსგავდივართ. ენტონი აალებულ კიბეებს გვერდს უვლის,ფრანგული ღვინის ყუთებით სავსე დერეფნებს კვეთს დაბოლოს რკინის კიბეზე მიძვრება. ჯერი და დევიდიგამხიარულდნენ. თეთრი ხელსახოცით სახეზე ყაჩაღებს ანუკრაინელ გლეხებს ჰგვანან. 108-ე სართულზე ავდივართ.როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ჩვენ არ მოგვსვლია თავში ესიდეა და დაახლოებით ოცამდე კაცი ერთად ვაგრძელებთსახურავზე გასასვლელის ძებნას. მონოტონურად ვაჭერტელეფონის ღილაკს: 911, რომ მაშველები გავაფრთხილო. ჯერიმეკითხება, რატომ ვწერ ტელეფონზე განუწყვეტლივდღევანდელ თარიღს: 911, 911, 911. Nine Eleven.

– დამთხვევაა, საყვარელო. უბრალო დამთხვევა.

– მამა, რას ნიშნავს „დამთხვევა?» – კითხულობს დევიდი.

– როცა მსგავსი რაღაცები ერთდროულად ხდება და ყველასჰგონია, რომ ეს განგებაა, სინამდვილეში კი, არ არის განგებ, ჰო,მა? – ამბობს ჯერი.

– კი, ჯერომ, ასეა. გულუბრყვილო ხალხი ხანდახანშემთხვევითობაში ფარულ მინიშნებას ხედავს. მაგალითად,გულუბრყვილო კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ თუდღევანდელი თარიღი პოლიციის გადაუდებელი დახმარებისტელეფონს ემთხვევა, მაშინ ეს რაღაცის მომასწავებელია.შეიძლება იფიქროს, რომ ვიღაცას უნდოდაგავეფრთხილებინეთ. სინამდვილეში კი, ეს სრული სირობაა დამეტი არაფერი. უბრალო დამთხვევაა!

– მამა, სირობა ხომ ცუდი სიტყვაა?

– კი, დევიდ.

– ჰოდა, მაშინ ნუ ამბობ!

71

Page 72: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

08:58

„პარიზის ცაში» ხანძრის შემთხვევაში ევაკუაციის გეგმაისეთივეა, როგორიც 11 სექტემბრამდე იყო: ნელა და პანიკისგარეშე დაეშვით კიბეზე. და თუ კიბე დანგრეულია ანკვამლითაა სავსე, ან ცეცხლისგან გავარვარებულ ქურადააქცეული, მაშინ რა ვქნათ? ჰოო, მაშინ აღიჭურვენითმოთმინებით და დაელოდეთ სიკვდილს დამწვრობის,დახრჩობის ან ნანგრევებში მოყოლისგან. კაია, გმადლობთ!ძაან დამავალეთ! სახურავზე ასასვლელი კარი ყოველთვისდაკეტილია, რომ ვინმე გიჟმა ქეიფი იქ არ გააგრძელოს.ასეთებიც ხდებოდა ხოლმე: რამდენიმე წლის წინ იქუსახლკაროთა მთელი ბანდები იკრიბებოდნენ და პიკნიკებსმართავდნენ. მას შემდეგ აქაური დაცვა ყველა ნასვამიახალგაზრდის გადაადგილებას თვალყურს ადევნებს.

– იცი, რას გეტყვით, – მეუბნება შენობის უსაფრთხოებისთანამშრომელი, – «ბოინგი»-747 მონპარნასის კოშკს რომშეასკდეს, იგი შენობას იმწუთშივე შუაში გააპობს, ამიტომ ამკითხვის დასმას თავისთავად აზრი არა აქვს.

უი, როგორ დამაწყნარა, ამას ვენაცვალე! ჯობია სხვა რამეზევიფიქრო. აი, ერთი სემანტიკური კითხვა არ მასვენებს.რომელი ზმნა გამოხატავს თვითმფრინავის შენობაშიშევარდნას? თვითმფრინავი „დაჯდაო“, ვერ იტყვი, იმიტომ,რომ დასაჯდომად მას მიწა სჭირდება. იგივე პრობლემა იჩენსთავს ინგლისურშიც: to land თავისთავად ბორბლებქვეშ მიწასგულისხმობს. მე გთავაზობთ სიტყვას „დაშენობდა“.მაგალითად: „ქალბატონებო და ბატონებო, მოგმართავთეკიპაჟის მეთაური. ჩვენ ვუახლოვდებით დანიშნულებისადგილს და რამდენიმე წუთში პარიზში „დავშენობდებით“.გთხოვთ, მოიყვანოთ საზურგეები ვერტიკალურმდგომარეობაში და შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები. იმედიგვაქვს, თქვენი მოგზაურობა „ეარ ფრანსთან» ერთადსასიამოვნო იყო და ვწუხვართ, რომ ვეღარასდროს გნახავთვერც ჩვენი თვითმფრინავის ბორტზე და ვერც რომელიმესხვაზე».

თუმცა მონპარნასის სახურავზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრისჩრდილოეთ ცათამბჯენისგან განსხვავებით (რომელიც

72

Page 73: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ჩაკეტილი იყო) ასვლა მაინც შესაძლებელია. დღისგანმავლობაში მსურველებს იქ მოხვედრა 8 ევროდ შეუძლიათ.ლიფტით 56-ე სართულზე ავდივარ, რამდენიმე შავ კოსტიუმშიგამოწყობილ იაპონელთან და ულვაშიან დაცვისთანამშრომელთან ერთად, რომელსაც ცისფერიოქროსფერღილებიანი ბლეიზერი აცვია (მეც ასე მაცმევდნენბავშვობაში: ფლანელის შარვალი, რომელიც მჩხვლეტდა დაკაპიტნის ქურთუკი; და მეც ეგეთი გიჟის სიფათს ვკერავდი).56-ე სართულზე შეგვიძლია პარიზის მცირე ექსპოზიციავიხილოთ და რა თქმა უნდა, დავტკბეთ უმშვენიერესიხედებით. ჩემი მზერა ფანჯრებს იქით მონპარნასისსასაფლაოზე დაძრწის. ვცდილობ ბოდლერის საფლავი ვიპოვო,პატარა თეთრი კენჭი ქვების მდელოზე. მარცხნივლუქსემბურგის ბაღია, სიმბოლო ჩემი სამუდამოდდასრულებული ახალგაზრდობისა. თუმცა ამ აზრს იმდენადვერ ვეგუები, რომ საცხოვრებელ ადგილსაც კი არ ვიცვლი,თითქოს გეოგრაფიულ უმოძრაობას დროის გაჩერება შეეძლოს.მე აღარ ვარ ახალგაზრდა, მე უბრალოდ გეოსტაციონარულივარ. მოსაწყენ კაფეტერიაში („ბელვედერ კაფე“) სიქაგამძვრალპროვინციელებს ცხელ სასმელს სთავაზობენ. სახურავზემოსახვედრად კიბეზე უნდა ახვიდე, რომელზეც ქლორის სუნიდგას (აუზი მახსენდება, კლასელების ჟივილ-ხივილი, სველისაცურაო კოსტიუმები და აქოთებული ფეხები). ქშენა-ქშენითბოლო საფეხურებიც დავძლიე. თითოეული ჩემი ნაბიჯიკედელზე დაწერილი სიმაღლის მაჩვენებლით ჯილდოვდება:„201 მ, 204 მ, 207 მ“. რკინის კარი იღება და აი, უკვე სახურავზევარ. ქარი ყურებში ჩამწივის. აქედან ორლიშითვითმფრინავების აფრენა მოჩანს. ბეტონის სახურავისშუაგულში დიდი თეთრი წრე ხატია, რომ ვერტმფრენებიადვილად „დაშენობდნენ“. რომ მოვინდომო, აქედანგამვლელებს დავაყრი რაღაცებს თავზე. ამ შემთხვევაშიდამაკავებდნენ ვანდალიზმისთვის, მკვლელობისმცდელობისთვის, წინასწარი განზრახვის გარეშე სხეულისსასიკვდილო დაზიანების მიყენებისთვის, შიზოფრენიისსაშიში გამოვლინებისთვის ან უმიზეზო ისტერიკულიშემოტევისთვის. სადღაც შორს „სარკე-კე რის» ბაზილიკავარდისფერ ნისლშია ჩაძირული. ერთ-ერთ აფიშაზეკალამბურის მსგავსი რაღაც წერია: La Vue Parisienne –„პარიზული ხედი». მე კი ჩემსას მივაგებებდი: „მე მქვიაფრედერიკ ბელვედერი[313]“. ისევ „პარიზის ცაში» ვეშვები.

73

Page 74: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ამის მსგავსი რესტორანი ბერლინშიც არის ალექსანდრპლაცისტელეანძაზე, სადაც იგი საკუთარი ღერძის გარშემომუსიკალური დისკივით ტრიალებს. 70-იან წლებში მსოფლიოცათამბჯენებზე სადილობის მანიით იყო შეპყრობილი,სტრატოსფეროში რომ არ აჭრილიყვნენ, ისე საჭმელს გემოს ვერაყოლებდნენ. რატომ? რას გაიგებ! „პანორამული ვიზიტის»სართულზე საგანგებოდ მოწყობილ პროექტორზე რაღაც ძველიფილმის კადრებს ატრიალებენ: მაღლიდან გადაღებულიპარიზის ხედები დეპრესიული ფლეიტის ჰანგებზე. ფირიპერიოდულად იჭედება. სპორტულ ქურთუკებში ჩაცმულიდამთვალიერებლები უთავბოლოდ დაყიალებენ და გასართობსეძებენ. შეყვარებულები, იმისდა მიუხედავად, რომ ძლივსსუნთქავენ, მაინც ტუჩებში კოცნიან ერთმანეთს. ვიღაც ბავშვიამთქნარებს. მისი შემხედვარე, მეც მთქნარება მიტყდება, ანიქნებ სულაც მე ვარ ის ბავშვი.

მერე მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, დანფერ-როშროსკენ ვტრიალდები და ხალხის უწყვეტ დინებას ვხედავ.ასობით ათასი ფეხით მოსიარულის თავი ისე იღვრებამოედანზე, როგორც მდინარეები – ზღვაში. დღეს, 2003 წლის 15თებერვალს ბოლო 50 წლის განმავლობაში ომისსაწინააღმდეგო ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაიმართება. გუშინ გაეროში ამერიკის შეერთებული შტატებისაფრანგეთს დაუპირისპირდა. აშშ-ის პრეზიდენტს მამამისისმსგავსად ერაყში ომის დაწყება უნდა. საფრანგეთის ლიდერიკი წინააღმდეგია. ანტიამერიკელებმა ფრანკოფობებს შეუტიეს.ატლანტის ოკეანის ორივე მხრიდან ხალხი ტელევიზიებისსაშუალებით ერთმანეთს ლაფს ასხამს. მონპარნასის კოშკისქვეშ დანფერის მოედნიდან ბასტილიამდე გრანდიოზულიმანიფესტაცია ტარდება, 200 000 მონაწილე სიცივესა და ყინვაშისენ-მიშელის და სენ-ჟერმენის ბულვარებისკენ მიაბიჯებს.იმავე დღეს მსგავსი საპროტესტო აქციები ზუსტად ასეთიველოზუნგებით ნიუ-იორკშიც ჩატარდა. მე ლიფტში ვჯდები დაქვემოთ ჩავდივარ, რომ მათ შევუერთდე. ნუთუ მეცკაპიტულანტური პოლიტიკის მომხრე, ფლიდი, ანტისემიტიდა პეტენისტი ფრანგი ვარ, როგორც ომის მოწინააღმდეგეებსამერიკულ პრესაში უწოდებენ. დაბურულშუშიანიმონოლითური შენობისკენ ვიყურები, რომლის კედლებზეცმზის სხივები ირეკლება და თავში ასეთი აზრი მომდის:მონპარნასის კოშკს სახელი უნდა გადავარქვათ. ამ, ბოლოში

74

Page 75: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მომრგვალებულ, მართკუთხა ფორმის შენობას, თავსა დაბოლოში გაჭრილი ნუშის ფორმა რომ აქვს, კუსკუსებისრესტორნებსა და ძეხვეულის ფარდულებს შორის სასაცილოდრომ აწოწილა, ამ განმარტოებით მდგარ შუქურას Twin Towers-ის[314] საპირისპიროდ Lonely Tower-ი[315] უნდა ვუწოდოთ;დეპარის ქუჩაზე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც „უოლდ დისნეიფიქჩერსის» „ჯუნგლი-2-ის» ნახატებითაა აჭრელებულიკედელი, უამრავი მაღრიბელი[316] არაბი ირევა. დათვი ბალუდა მაუგლი ათმეტრიან ფასადზე ცეკვავენ, ირგვლივ კი შიშ-ქაბაბის მადისაღმძვრელი სუნი ტრიალებს. მანიფესტანტებსპლაკატები მოაქვთ: STOP THE WAR! – შეაჩერეთ ომი! დისნეისფილმში, მოგეხსენებათ, მოქმედებები ინდოეთის ჯუნგლებში,ანუ ინგლისის კოლონიაში ხდება. წიგნში არის ის, რასაცმულტფილმში ვერ ნახავთ. ესაა მორალი: „მას შემდეგჯუნგლებში მხოლოდ ჯუნგლების კანონი როდიმოქმედებდა». კიპლინგ, დაბრუნდი! სულ გააფრინა ამ ხალხმა!

08:59

Oh Lord, ღმერთო ჩემო, წითურთმიანი გაგიჟდა. ოფლიწურწურით ასხამს და მხეცივით ღრიალებს. ბავშვები რომპანიკაში არ ჩაცვივდნენ, ლურდესს თვალს ვუკრავ დავეუბნები:

– მაპატიეთ, ლურდეს. შეიძლება, რაღაც გთხოვოთ? ჩემსშვილებს არ სჯერათ, რომ ჩვენ ატრაქციონში ვმონაწილეობთ.მათ არაფერი იციან Tower Inferno-ს შესახებ. მოკლედ, თუშეიძლება, ცოტა ხანი ბავშვებს მიმიხედეთ, ამასობაში კი მე დაენტონი სახურავზე ასასვლელ გზას ვიპოვით. ბავშვებო,პირობას მაძლევთ, რომ ჭკვიანად მოიქცევით?

– კი.

– და არ მიაქციოთ ყურადღება იმ მსახიობს, რომელიც ყვირის.ძალიან უნიჭოდ ასრულებს როლს.

– რატომ გქვია ლურდესი? – კითხულობს დევიდი.

– მოკეტე, ბიჭო! – ეუბნება ჯერი.

– ახლა ყურადღებით მისმინეთ, ბიჭებო, – ამბობს ლურდესი, –მე აქ ვმუშაობ და ზუსტად ვიცი, რომ თქვენხელა ბავშვებს ამ

75

Page 76: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

„რუსულ გორაკებზე[317]« საერთოდ არ უშვებენ. ამიტომთქვენს ადგილას ენას კბილებს დავაჭერდი. do I make myselfclear[318], გასაგებია?

ენტონი წითურს მხრებზე ხელს ჰკიდებს და რაღაცას ძალიანგულდასმით უხსნის. ორივენი შემინულ დერეფანშიჩაკუზულები ლაპარაკობენ. მახრჩობელა შავი კვამლი ლიფტისშახტიდან შავი ლიანებივით მოიკლაკნება.

– რა გქვია?

– ჯეფრი.

– მისმინე, ჯეფრი, ახლა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ნუნერვიულობ, დაწყნარდი. ყველაფერი კარგად იქნება!

– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! ყველაფერი ჩემი ბრალია! ჩემიიდეა იყო ეს საუზმე. არ მინდა სიკვდილი! ვიცი, რომ სასაცილოვარ! ღმერთო, მიშველე!

მე ბავშვებს გავხედე, ხომ არ ეშინიათ-მეთქი, მაგრამ არა,მაგრად დგანან, ოღონდ ყურებში თითები გაურჭვიათ, რომჯეფრის ღრიალი არ გაიგონონ. ეტყობა, ლურდესმა ურჩია,იმიტომ, რომ ისიც ყურებზე ხელებაფარებული დგას. მე დაენტონი მილებით ჩახერგილ დერეფნებს მივუყვებით, რომ 109-ე სართულზე ავიდეთ. უშველებელ ოთახებს გავდივართ,რომლებშიც რაღაც დანადგარები, სავენტილაციო ტურბინები,გათბობის სისტემები და ლიფტის მექანიზმები აწყვია. აშკარაა,რომ სახურავზე ასვლას სხვებიც ცდილობენ და ამაში უცნაურიარაფერია. ქვემოთ ჩასვლა გამორიცხულია, ან დაიწვები, ანგაიგუდები. ერთადერთი იმედი სახურავია. გზადაგზა ასამდეკაცი გვიერთდება, რომლებიც ჩვენსავით ჰაერზე გასასვლელსეძებენ. ზოგს სასოწარკვთილებისგან ხელები თავზე აქვსწაჭერილი, ზოგი იატაკზე ზის, სხვები ფეხზე დგანან ანმაგიდაზე არიან ამძვრალნი, რომ უკეთ ისუნთქონ, რამდენიმეკაცი რკინის სეიფით ფანჯრის გატეხას ცდილობს (ჰო, რკინისსეიფიც გამოდგება!). ხალხი ერთადაა შექუჩებული, ერთმანეთსეხმარებიან, ამშვიდებენ და განუწყვეტლივ ახველებენ.

– სახურავზე მხოლოდ ერთადერთი კიბე ადის. გასაღებიდაცვის ყველა თანამშრომელს აქვს, მათ შორის მეც! – ამბობსენტონი.

76

Page 77: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

წითლად შეღებილი კარის წინ ვდგავართ, რომელსაცEMERGENCY EXIT[319] აწერია. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი,როგორ შემძულდებოდა ცოტა ხანში ეს კარი!

ქვედა სართულზე კი ლურდესი ბიჭებს ესაუბრება. თან ისეატრიალებს აქეთ-იქით თავს, გეგონება, ჩოგბურთის მატჩსუყურებს დები უილიამსების მონაწილეობით.

– ჯობდა სკოლაში წავსულიყავით, – ამბობს დევიდი.

– რატო, მაგრობაა აქ! – პასუხობს ჯერი.

– სკოლაზე მაგრობაა?

– აბა, რა!

– ცოტა ცხელა, თორე...

– ჰო, ცხელა, მარა წარმოიდგინე, რო საუნაში ხარ.

– საუნა, რა ჯანდაბაა? – კითხულობს დეივი.

– საუნა აბანოსავით რაღაცაა, იქ შედიან, რომ გაოფლიანდნენ, –უხსნის ლურდესი.

– და რატომ უნდა გაოფლიანდნენ? – კითხულობს დევიდი.

– რომ გახდნენ, – პასუხობს ლურდესი.

– მაშინ შენ უფრო ხშირად უნდა იარო იქ. – ამბობს დევიდი.

– მოკეტე, – აჩუმებს ჯერი, – ეგ არ არის სასაცილო.

– ძაანაც სასაცილოა, ნახე, ლურდესი კვდება სიცილით. ასე რო,შენ თვითონ მოკეტე.

ლურდესი მართლაც ისე იცინის, რომ თვალებიდან ცრემლებიმოსდის. ჯიბიდან Kleenex-ის შეკვრას იღებს, რომ ცრემლებიმოიწმინდოს.

– როგორ გგონია, გვანახვებენ ტელევიზორში? – კითხულობსდევიდი.

– რა თქმა უნდა, დებილო! – პასუხობს ჯერი, – პირდაპირიჩართვები იქნება ყველა არხზე.

– მაგარია!

77

Page 78: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– უფ, უკეთესს რას ნახავ!

– აუ, რა დებილი ხარ, ფირი რომ აღარ გაქვს ფოტოაპარატში.

– აუ, შემეშვი რა, შენი თავი არ მაქვს! – ეუბნება ჯერი.

– ცხვირიდან სისხლი მოგდის!

– ფუ, ამის დედა ვატირე. ისევ წამომივიდა! – ამბობს ჯერი.

თავს უკან სწევს და ნესტოში ცხვირსახოცს იტენის. ლურდესიქაღალდის ხელსახოცს აწვდის.

– თქვენ არ ინერვიულოთ, ლურდეს, – ამბობს დევიდი, – მაგასსულ ეგრე ემართება.

– არა. მარტო მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ!

– ანუ სულ!

09:00

როცა 9.11-ის შესახებ ცნობებს კითხულობ, თავი ჟ.გ.ბალარდის[320] აპოკალიფსურ რომანში გგონია, ოღონდ ერთიგანსხვავებით: იცი, რომ ეს სინამდვილეა.

ედმუნდ მაკ ნელი, Fiduciary-ის ტექნიკური დირექტორი თავისცოლს, ლიზს ურეკავს. ტელეფონში მისი განუწყვეტელი ხველადა იატაკის ზანზარი ისმის. იგი სწრაფად კარნახობს თავისიანგარიშებისა და სადაზღვევო პოლისების ნომრებს. იმდარჩენილ რამდენიმე წამში მხოლოდ იმის თქმას ასწრებს,რომ ოჯახი მისთვის ყველაფერი იყო ცხოვრებაში. ამბობს, რომლიზს, ალბათ მოუწევს რომში მათი მოგზაურობის გაუქმება.ნეტავ თუ მოასწრო, მის ცხოვრებაში ბოლო ფინჯანი ყავისდალევა, სანამ ხალხი ფანჯრებიდან ცვიოდა? ალბათ, არა,ძალიან ბევრს ახველებდა. დეიმენ მიჰანი, რომელიც 92-ესართულზე მუშაობდა, თავის ძმას, ეჟენს ურეკავს. იგიმეხანძრეა ბრონქსში. „საშინელებაა! – ყვირის, – ლიფტები არმუშაობს!» პეტერ ალდერმანი, Bloomberg LP-ის გამყიდველიპორტატიული კომპიუტერიდან თავის დას ტექსტურშეტყობინებას უგზავნის. წერს, რომ ყველაფერი კვამლშია,მისი ბოლო სიტყვა კი „მეშინიაა!» ვფიქრობ, 9 საათის შემდეგეს სიტყვა უკვე ყველა იქ მყოფი ადამიანის საერთო ემოციას

78

Page 79: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

გამოხატავდა. გაოცების, სახტად დარჩენის და იმედისნახევარი საათის შემდეგ ისეთმა შიშმა და პანიკამდაისადგურა, რომლისგანაც ადამიანს გონება ებინდება დაცახცახი იტანს.

იმ დილით ჩემი გოგონა მონპარნასის კოშკზე წავიყვანე. ვისაცსამწლი-ნახევრის შვილი არ ჰყავს, შეუძლია პირდაპირ შემდეგწუთზე გადავიდეს, რადგან მაინც ვერაფერს გაიგებს. დღეიმით იწყება, რომ ვარწმუნებ, მონპარნასის კოშკზე საუზმეჯობია კარუსელზე წასვლას-მეთქი, ხოლო მთავრდებაორივეგან წაყვანით. წამით ვერ ისვენებს, დასდევს მტრედებს,დაღოღავს ბეტონის მოაჯირზე, ბაგირზე მოარულიჯამბაზივით ტროტუარის ბორდიურზე დაკუნკულობს. და აი,პირველი სცენაც: ცხარე ცრემლები, მოლაპარაკება, შერიგება.ნებას ვრთავ, ესკალატორის კიბეზე მიმართულებისსაწინააღმდეგოდ ირბინოს, რათა რამენაირად ლიფტშიშევიტყუო. იქ ჯერ ტირილი დასცხო, იმიტომ რომ 56-ესართულის ღილაკზე თითი არ დავაჭერინე, მერე კი სიცილითგადაბჟირდა, იმიტომ, რომ ჩქაროსნულმა ლიფტმა ყურებიდაუგუბა. „პარიზის ცაში» ნეილონის კოსტიუმებშიგამოწყობილ მეტრდოტელებს ფეხებში ეხლართებოდა, ბოლოსკი ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან მოკალათდა. არაფრით არუნდოდა ქურთუკის გახდა, რასაც მოჰყვა მეორე სცენა: ისევცხარე ცრემლები, მოლაპარაკება, შერიგება. ბავშვების ყოფაძალიან ერთფეროვანია, ამიტომ ისინი თავს ისე იქცევენ,როგორც შეუძლიათ. შანსს არ გაუშვებენ, რომ ტრაგედიის,ისტერიკის, ყვირილის, ბედნიერებისა და მძვინვარებისსცენები არ მოაწყონ. მცირეწლოვანი ბავშვის ცხოვრებასა დაშექსპირის ტრაგედიებს შორის ხომ დიდი განსხვავება არ არის.ერთი სიტყვით, ჩემი შვილი ზედგამოჭრილი სარაბერნარია[321]: თვალის დახამხამებაში გადადის უიმედოსასოწარკვეთილებიდან სრულყოფილ ბედნიერებაზე. იშვიათინიჭის პატრონია! მიმტანი (რომელიც უკვე მცნობს, იმიტომ,რომ ყოველ დილით აქ დავდივარ) კანფეტებს სთავაზობს. მისსიხარულს საზღვარი არა აქვს: თვალები უბრწყინავს, ჰაერშიკოცნას მიგზავნის. რაო? შოკოლადი ძალიან ცხელიაო? ჰოი,უბედურებავ: შეკრული კოპები, უკმაყოფილო სახე,გაბუტული გამოხედვა. რას იზამ, სამყაროს შეცნობის დროსყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ჩემი გოგონა გრძნობათაზღვარზე ცხოვრობს. გამაგიჟა, დილიდან არ გაჩერებულა,

79

Page 80: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

გაუთავებლად მღერის «ბალახზე მირბოდა მწვანე თაგუნა».აღარ შემიძლია ამ დებილური სიმღერის მოსმენა. მერერამდენიმე წამით ჩუმდება და პარიზის ხედს გაჰყურებს.თუმცა მდუმარება ხანმოკლეა. კლოე მეზობელ მაგიდასთანძაღლს ამჩნევს და მოწყვეტით მისკენ გარბის. ჯერ ფრთხილადეთამაშება, მერე უშინაურდება, ხელში იყვანს, ქალაქის ხედსაჩვენებს და ეუბნება:

– ნახე, რა მაღლა ვართ! მე კიდე შულ შულ პატარა ვარ!

კოკერი არ ინძრევა. კლოე ამით სარგებლობს და ყურებს თავზებაფთასავით უკრავს.

ვდგები, რომ ბავშვი გამოვიყვანო და ძაღლის პატრონებსბოდიში მოვუხადო, რომლებსაც, საბედნიეროდ, არაფერიდაუნახავთ.

– ძალიან საყვარელი გოგონაა!

– დიდი მადლობა, ოღონდ ცოტა ხანში ასე აღარ იფიქრებთ.

– ძაგლი მიიიდააა!

მესამე სცენა: ცხარე ცრემლები, მოლაპარაკება, შერიგება.გვერდზე მაგიდასთან მსხდომნი ხმაურმა შეაწუხა. როგორცეტყობათ, აზრი უკვე შეიცვალეს. კლოეს დასაწყნარებლადსაწუწნ კანფეტს ვთავაზობ.

– ა მიდა, ინიტო რო მეწეპეპა!

ხანდახან ისე ძალიან მომინდება ხოლმე ჩემი შვილივითმოქცევა. მეც ამის მერე, როცა ვინმე შემეწინააღმდეგება, არააქვს მნიშვნელობა, ტელეგადაცემაში თუ ლიტერატურულშეკრებაზე, ღნავილს მოვრთავ, ცრემლებს ავაღვარღვარებ დაიატაკზე გავგორდები. დარწმუნებული ვარ, ეს ხერხი მაგრადგაჭრიდა, მაგალითად, პოლიტიკაში: „თუ ხმას არ მომცემთ,ვიტირეეებ!“

საუზმე მივირთვით (შოკოლადის გარდა, ამჯერად ის უკვეძალიან ცივი იყო). როცა ლიფტით ჩავდიოდით, ჩემმა გოგონამყურში ჩამჩურჩულა: „მიყვარხარ, მამიკო“. ხელში ავიყვანე.ვიცი, ეს იმიტომ მითხრა, რომ რესტორანში თავისი აუტანელისაქციელი გამოესყიდა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მაინცბედნიერი ვარ. ერთხელ, კბილის ტკივილის გასაყუჩებლად,

80

Page 81: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დიდი რაოდენობით მორფინი მივიღე. გასაოცარი შეგრძნებაიყო, მაგრამ მაინც ვერ შევადარებ ამ სიამოვნებას: ცხვირი მისთმაში ჩავყავი, რომელსაც ნუშის შამპუნის სუნი ასდიოდა დასიამოვნებისგან გავიტრუნე.

მე გაგაფრთხილეთ, ვისაც პატარა შვილი არა ჰყავს, ამ თავშისაინტერესოს ვერაფერს ნახავს-მეთქი.

09:01

ეს გზა სუნთქვაშეკრულმა უნდა გაიარო. ღრმად ჩაისუნთქო,ხელები წინ გაიშვირო, თვალდახუჭულმა კიბეზე აირბინო,ბართან მარჯვნივ შეუხვიო და მერე ლიფტთან პირდაპირჩრდილოეთ ფასადისკენ გაიქცე. ალპინისტის ინსტრუქტაჟსჰგავს. ასე მგონია, ჰიმალაის მწვერვალზე ავდივართ ჟანგბადისბალიშის გარეშე. ბავშვებთან ვჩქარობ და თან თავს ვკიცხავ,რომ ისინი მარტო დავტოვე. ლურდესს ხელში სისხლიანიცხვირსახოცი უჭირავს.

– Damn![322] ცხვირიდან სისხლი მოგდის?

– არა უშავს, მა, ხომ იცი, გამივლის.

– მარჯვენა ხელი მაღლა ასწიე და ნესტოს თითი მიადე. უკანთავს ნუ გადასწევ, თორემ სისხლი ყელში გადავა და აღარშეწყდება. გმადლობთ, ლურდეს! ხომ არ გაგაბრაზეს?

– არა, მაგრამ, ნუ გგონიათ, რომ რახან შავკანიანი ვარ,აუცილებლად ამათ მომვლელად უნდა მაქციოთ.

– არა, როგორ გეკად...

– იპოვა ენტონიმ სახურავზე ასასვლელი გზა?

– კი. წავალთ, როგორც კი ჯერის ცხვირიდან სისხლიშეუჩერდება. იმედია, ყველას შეგიძლიათ ერთი წუთითსუნთქვის შეკავება.

ნეტავ, როდის გავხდი ნაძირალა? როდის მერე აღარმიდგებოდა მერიზე და „ოსტინ მაქსის» მდივნებისკენგამირბოდა თვალი? რა მომენტში დამიცურდა? ჯერისდაბადების მერე? თუ დევიდის? ყველაფერი ერთმანეთსმიეწყო: სამსახური, ქორწინება, ბავშვები. ერთ მშვენიერ დღეს

81

Page 82: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ასეთი ცხოვრება. არ მინდოდამამაჩემს დავმსგავსებოდი. მახსოვს, პატარაობაში როგორმრცხვენოდა, ასეთი მამა რომ მყავდა. დაიხურავდა თავისკოვბოურ ქუდს და დადიოდა ოსტინის ქუჩებში, მე კიდევსირცხვილისგან ვიწვოდი. ასე რცხვენია ახლა ალბათ ჩემიჯერის, როცა Mets-ის კეპით გამოვეცხადები ხოლმე.

როცა ოჯახის უფროსი გქვია, დაუღალავად უნდა იშრომო.ასეთი ჭაპანწყვეტა კი სულ უფრო ნაკლებად უნდათმამაკაცებს. ასეა, ჩვენ იმდენი გვიტრიალეს თვალწინთავისუფალი, მაცდური, პოეტური მამაკაცები, რომლებიცსიამოვნებისა და ნეტარებისთვის იყვნენ დაბადებულნი,ხოლო პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს სამკუთხაბიკინიანი ფერიების მკლავებში ემალებოდნენ, რომ ჩვენცმოგვინდა ასეთები ვყოფილიყავით. რატომ უნდა გინდოდესლესტერ ბერნემს ჰგავდე, როცა არსებობს ჯიმი მორისონი[323]?

მიყვარს ქენდეისის ცეკვის ყურება, როცა მაგნიტოფონს უწევს,თეძოებს ნაზად არწევს და ფეხშიშველი ხალიჩაზე ტრიალებს.მისი გრძელი თმა კი ჰაერში ფრიალებს. პირდაპირ თვალებშიმიყურებს და მაისურს ნელ-ნელა ზემოთ იწევს. ჩემი აზრით,მთელ ქვეყანაზე საუკეთესო სანახაობაა, როცა ქენდეისი push-up-ის ლიფში ჩემს Kingsize საწოლზე ცეკვავს ან ფეხისფრჩხილებზე ლაქს ისვამს. მან კომპაქტდისკი იყიდა: „მუსიკასიყვარულისთვის“, სარელაქსაციო მელოდიების კრებულია.როცა იმას ჩართავდა, უკვე ვიცოდი, რაც მელოდა. ძალიანმენატრება ქენდეისი, განსაკუთრებით ახლა, როცა არა ვარდარწმუნებული, რომ ოდესმე კიდევ ვნახავ მას.

აბა, ბიჭებო, სუნთქვას ვიკავებთ, როგორც აუზში ყვინთვისდროს და მამიკოს მივყვებით, გასაგებია? ღრმადჩავისუნთქოთ, ხელები გავმართოთ და კვამლში შევცუროთ.ჯერ პირდაპირ ლიფტისკენ მივდივართ, მერე ბართანმარჯვნივ ვუხვევთ და ბოლოს თვალდახუჭული ფრთხილადმივყვებით კიბეს.

110-ე სართულზე ლურდესი პლაკატისკენ იშვერს თითს: It’shard to be down when you’re up. No comment.[324]

მარტო ცხოვრებასაც აქვს თავისი პლუსი: როცა კუჭში გადიხარ,ხმამაღლა ჩახველება არ გჭირდება, რომ „ტყლუმპ» გადაფარო.

ერთხელ მერიმ მარცხენა ხელი ლოყაზე მომისვა. სიყვარულით

82

Page 83: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

აფაკლულ სახეზე მისი ცივი ხელი ვიგრძენი. მან მითხრა: „შენჩემი საყვარელი ხარ“. მე ვუპასუხე: „არა, – უკვე ქმარი“. მაშინვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო, როცა სხვაქალისკენ გამიწევდა გული. მარცხენა თვალიდან ცრემლიჩამოგორდა, რომელიც მას მარჯვენა ხელისგულზე დაეცა.ვიცოდი, რომ მალე ეს ქალი შვილს გამიჩენდა. ახალგაზრდავიყავი, მიამიტი, ოპტიმისტი, ადვილად ვექცეოდი სხვისიგავლენის ქვეშ. გულწრფელი, სიცოცხლით სავსე, ბენტერა.

– მა, მთელი ერთი წუთი შევიკავე სუნთქვა. საკუთარირეკორდი მოვხსენი.

ჯერიმ დრო დაინიშნა, სანამ სახურავის საავარიო კიბემდემიირბინა.

– უფ, დაიწყო ახლა ტრაბახი! დიდი ამბავი, მეც შევიკავე!

– ნუ ტყუი! მესმოდა, როგორ ახველებდი, ე.ი. ჩაისუნთქე.

– მე კი არა, შენ ტყუი!

– მამა, უთხარი რამე!

– დაწყნარდით ბიჭებო. ახლა აქ ვსხდებით და ველოდებით,როდის მოვა ენტონი და გაგვიღებს ამ კარს.

– მე არა ვარ მატყუარა!

– ხარ!

– არა ვარ!

– ხარ!

– არა ვარ!

– ხარ!

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის დღე დადგებოდა, როცამათი ჩხუბის მოსმენა სიამოვნებას მომანიჭებდა, მათი უსაგნოკამათი რეალობიდან გაქცევის საშუალებას მომცემდა. ჩვენიშვილები სენბერნარები არიან. ჯეფრიმ ცრემლები მოიხოცა დალოტოსის პოზაში დაჯდა. გავუღიმე. მგონი, ჩემი ჯერი დგება:ახლა მე მეტირება. ეტყობა, როლები გავცვალეთ.

83

Page 84: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

09:02

– არავითარი ევაკუაცია! – ასეთი იყო ინსტრუქცია, რომელიცსამხრეთ ცათამბჯენში მიიღეს. გვერდით მდგომ შენობაშიმომხდარ ავარიას იგი არ დაუზიანებია. გარეთ არ გახვიდეთ,რომ ჩრდილოეთ ცათამბჯენიდან ჩამოცვენილი ლითონისძელები თავში არ მოგხვდეთ. Security guards-მა პირველსართულზე ჩასულ თანამშრომლებს საკუთარ ოფისებშიდაბრუნება ურჩია. ვინც დაიჯერა და ზემოთ ავიდა, ჯილდო არმიუღია. მათ შორის, სტენლი ფრეიმნეთი იყო. იგი საკუთაროფისში, 81-ე სართულზე მდებარე „ფუჯი ბანკში» აბრუნდა დაფანჯრიდან დაიწყო ყურება. თავდაპირველად ცაში რაღაცრუხი ფერის ისარი გამოჩნდა. თავისუფლების ქანდაკებისუკან თვითმფრინავი მოფრინავდა. ის ნელ-ნელა იზრდებოდა.სტენლიმ მის ფიუზელაჟზე წითელი ზოლის შემჩნევაც კიმოასწრო: United Airlines. მერე თვითმფრინავმა ცხვირი მაღლაასწია და პირდაპირ მას შეასკდა. 9:02 წუთი იყო. რა საშინელიდღეა, fucking დღე.

როცა „მენ-მონპარნასის» ლიფტი ქვემოთ დაეშვა, ისეთიშეგრძნება მქონდა, თითქოს მუცელი პირში მომექცა. ფეხითუნდა ჩამოვსულიყავი, რომ მივმხვდარიყავი, როგორია 57-ესართულიდან ფეხით დაშვება, როცა შენს თავზე ცა იწვის.მაგრამ მე მწერალი ვარ, კასკადიორი კი არა. ჩემი შვილი ხუთისართულის მერე უკვე გასკდებოდა ტირილით. ამიტომ ამექსპერიმენტს ხვალ ჩავატარებ.

09 საათზე, 02 წუთსა და 54 წამზე კიდევ ერთი „ბოინგი»-767,რომელიც ასრულებდა რეისს ბოსტონი-ლოს-ანჯელესი, ოდნავმარცხნივ გადაიხარა და ასეთ მდგომარეობაში შეასკდასამხრეთ ცათამბჯენს 78-ე და 82-ე სართულებს შორის.დარტყმის მაგნიტუდა – 0,7, ხანგრძლივობა – 6 წამი.თვითმფრინავის ბორტზე ამ დროს 65 მგზავრი იმყოფებოდა,მათ შორის 9 – ეკიპაჟის წევრი. იგი უფრო დიდი სიჩქარითმიფრინავდა, ვიდრე წინა თვითმფრინავი (930 კმ/სთ).კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ ასეთი სიჩქარითშეჯახებისას ალუმინის ფრთები და ფიუზელაჟი, ისევეროგორც ფოლადის მოტორი, შენობის სვეტებს ბასრ დანასავითჭრის. ცათამბჯენის ბეტონის გადახურვამ თვითმფრინავი ჯერშუაზე გააპო, რის მერეც იგი დაიფშვნა და მტვრად იქცა. ზოგიექსპერტი ამტკიცებდა, რომ შეჯახების მომენტში შენობამ

84

Page 85: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ისეთი სახის დაზიანებები მიიღო, რომ წესით, იმწამსვე უნდაჩამოშლილიყო. ეს ცათამბჯენი პირველი დაინგრა, 09:59-ზე.

„სამხრეთიდან მომავალი ვერცხლისფერი ელვა,პრეისტორიული ჩიტი, შუბის წვერი, ამომავალი მზის სხივებზეაკიაფებული იატაგანი“, – დაწერს მოგვიანებით რასელ ბანქსითავის გაზეთში. უკეთესად ვერ იტყოდი!

09:03

ისევ მეხის დაცემის ხმა, ისევ მიწისძვრა, ისევ ალის ავარდნა.ლურდესმა ავტომატურ რეჟიმში ტექსტური შეტყობინებამიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კიდევ ერთითვითმფრინავი დაეჯახა გვერდით მდებარე ცათამბჯენს. ეჭვიაღარავის ეპარებოდა, რომ ეს უბედური შემთხვევა კი არა,ტერორისტული აქტი იყო. ვის შეიძლებოდა ეს ჩაედინა? ვისაცგინდა! ამერიკა იმდენ ადამიანს სძულს, მათ შორისამერიკელებსაც. კი მაგრამ, მე ხომ არ მძულს დანარჩენიმსოფლიო? შეიძლება ვფიქრობ, რომ ბინძურია, დრომოჭმულიდა ჩახლართული, მაგრამ ხომ არ მძულს?! საერთოდ, ფეხებზემკიდია. რატომ უნდა ებრძოლო დანარჩენ მსოფლიოს, თუ ისისედაც არ არსებობს შენთვის. სისულელე, აბსურდი... ჯეფრისისევ დაუცურდა. ენტონი ცდილობს რამენაირად დაეხმაროს.კიდევ კარგი, რომ ჩემი შვილები მაგრად დგანან. ასეთიდამჯერები ისინი არასდროს ყოფილან, თუმცა უხერხულიკითხვების დასმისგან თავს მაინც ვერ იკავებენ.

– მამიკო, როდის გავალთ აქედან?

– დედიკო არ მოგვაკითხავს წასაყვანად?

– აღარ მთავრდება ეს ატრაქციონია თუ რაღაცა?!

ამჯერად ყველაფერს თვალი გავუსწორე; ყველა იმ მოვლენას,რომელიც აქამდე არ მაინტერესებდა, ყველა იმ ინფორმაციას,რომელიც მე არ მეხებოდა და რომლებსაც საინფორმაციოგამოშვების დასრულებისთანავე ვივიწყებდი. უცებ, ერთ წამშიის, რაც აქამდე ჩემთვის უცნობი ხალხის უბედურება იყო, ჩემიუბედურება გახდა. სხვისმა ომმა ჩემამდე მოაღწია და მემანადგურებდა, მე და არა ვინმე სხვა, ჩემი შვილები და არავინმე სხვისი. ის ამბები, რომლებიც აქამდე ძალიან შორს იყო,ახლა ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა და ჩემი ყოფნა-არყოფნის

85

Page 86: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

საკითხად გადაიქცა. არასდროს მქონია სხვის ქვეყანაში შეჭრისსურვილი, სხვა ქვეყნების უბედურებები კი თავად შემოიჭრნენჩემს ცხოვრებაში. მე არავითარი საერთო არ მქონია სხვისგაძვალტყავებულ, ნარკომან, გაუპატიურებულ და განავლისბუზებდახვეულ ბავშვებთან, ისინი კი ჩემს სახლშიშემოცვივდნენ და ჩემი შვილების დახოცვა განიზრახეს. ერთირამ მინდა გითხრათ: მე ვიზრდებოდი „ხელახლა დაბადებულქრისტიანთა» ევანგელისტური, ეპისკოპალური,მეთოდისტური რწმენით, რომელსაც ამერიკაში 70 მილიონიმიმდევარი ჰყავს, მათ შორის ჯორჯ უოლკერ ბუში, ტეხასისყოფილი გუბერნატორი, ამჟამად პენსილვანიის ავენიუზემცხოვრები. ჩვენი კრედოა: ამერიკელები რჩეული ერია. ევროპაჩვენი ეგვიპტეა, ატლანტის ოკეანე – წითელი ზღვა, ამერიკა კი– ისრაელი. როგორ მოგწონთ ტოპოგრაფია?! ვაშინგტონი =იერუსალიმს. აღთქმული ქვეყანა აქ არის. One Nation Under God![325] სხვები გვკიდია!

თუ მთელი ცხოვრება მათზე თვალს ხუჭავდი?

ახლა ისინი დაგიხუჭავენ თვალს!

ლურდესი იატაკზე ზის და გაუჩერებლად იმეორებს თავისიშეტყობინების ტექსტს: „Breaking News[326]: რამდენიმე წუთისწინ მეორე თვითმფრინავი დაეჯახა მსოფლიო სავაჭროცენტრის სამხრეთ ცათამბჯენს». და თან ყველას მობილურსანახვებს, რომ თავადაც წაიკითხონ. რეაქციებისხვადასხვაგვარია: უმრავლესობა გათიშული სახითმონოტონურად Fuck-ს გაიძახის, ზოგი იატაკზე ჯდება და თავსხელებში რგავს. ენტონი ისეთი ძალით ურტყამს ოთახისტიხარს ფეხს, რომ ბოლოს და ბოლოს ტეხს მას, ჯეფრი უფროხმამაღლა ტირის, ცრემლები სულ ღაპაღუპით ცვივა მისვარდისფერ პერანგზე. მე კი ბავშვებისკენ ვიხრები და გულშივიკრავ, რომ ჩემს სახეზე დაწერილი სასოწარკვეთილება არდაინახონ.

– ჯერი, დევიდ! უნდა ვაღიარო, რომ ეს არ იყო თამაში!

– არა უშავს, მამიკო, ჩვენ ისედაც ვხვდებოდით, არინერვიულო.

– ეს თამაში არ არის, გესმით? ეს ყველაფერი რეალობაა.

– ვიცით, მამა. ჩვენ ეგრევე მივხვდით, – ამბობს დევიდი და თან

86

Page 87: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ახველებს.

– Oh my goodness, ღმერთო ჩემო, ეს არ არის თამაში, მაგრამ ჩვენმაინც გავიმარჯვებთ, ერთად! გაიგეთ?

– კი, მაგრამ, რატომ ეჯახებიან ეს თვითმფრინავები შენობებს,გაგიჟდნენ თუ რა ხდება?

დევიდის შეშფოთებული სახის შემყურე ტირილს ვეღარვიკავებ. ჯეფრი ვხდები, მუხლებზე ვეცემი, ვიკეცები. შიშმამაჯობა.

– ამის დედას შევეცი, როგორ შეიძლება ადამიანებმა ასეთირაღაცები გააკეთონ?

– მამიკო, ნუ ამბობ ეგეთ სიტყვებს!

ჯერი გვერდზე იხედება. მას რცხვენია, რომ ასეთმდგომარეობაში მხედავს. უკვე ნახევარი საათია, რაცმსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენის წვერზე ვიმყოფებით დამხოლოდ ახლა ვიგრძენი თავბრუსხვევა.

09:04

„პარიზის ციდან» საფრანგეთის დედაქალაქს და მისისტორიულ ძეგლებს გადმოვყურებ. ერთადერთი, რაც ბიძიასემმა[327] დაგვიტოვა, – ჩვენი ასაკია. ფრანგები ისე ამაყობენთავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, როგორცპენსიონერები – სამუშაო სტაჟით. ჩვენ დროის სიმძიმესვატარებთ. საფრანგეთი, ეგვიპტე, ინგლისი, ესპანეთი, მაროკო,ჰოლანდია, პორტუგალია, არაბეთი მორიგეობით მართავდნენმსოფლიოს და იპყრობდნენ ქვეყნებს. დიდი მადლობა,ყელამდე ვართ ამით ნასიამოვნები. კიდევ კარგი, რომ ესყველაფერი დასრულდა. დაპყრობისა და კოლონიებისგანმხოლოდ თავსატკივარი ავიკიდეთ. ამერიკის შეერთებულშტატებს კი პატარა ბავშვივით ჯერ კიდევ უხარია მსოფლიოსპატრონობა. ძველმა ერებმა ამაზე უკვე დიდი ხანია უარითქვეს, აი, ამერიკას კი ისტორიული გულმავიწყობა დაემართა:ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ კოლონია იყო და მშვენივრადიცის, რას ნიშნავს უცხო ძალის ქვეშ ცხოვრება.

ამერიკას ღარიბი ქვეყნები ისეთ მდგომარეობამდე მიჰყავს,როცა ბრიჟიტ ბარდოსი არ იყოს (გენზბურის „ბონი და

87

Page 88: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

კლაიდში[328]« რომ წაიღიღინა), „ერთადერთი გამოსავალისიკვდილია». ჩვენ უცნაურ დროში ვცხოვრობთ, როცა ომმაადგილმდებარეობა იცვალა. ახლა ბრძოლის ველიმედიასაშუალებებია. ამ ახალ კონფლიქტში ცუდისა და კარგისერთმანეთისგან გარჩევა ძალიან ჭირს. ვერ გაიგებ, ვინ არისბოროტი და ვინ – კეთილი! ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომისინი როლებს ცვლიან და ერთი ბანაკიდან მეორეშიგადარბიან, როცა ჩვენ ერთი არხიდან მეორეზე ვრთავთ!ტელევიზია შურს თესავს. ადრე ღარიბები, ჩაგრულები დაუუფლებონი, გამოკეტილნი თავიანთ ჯურღმულებში, არუყურებდნენ ყოველ საღამოს ცისფერ ეკრანებზე მდიდრებისყოფა-ცხოვრებას. მათ არ იცოდნენ, რომ ზოგ ქვეყანაში იყოყველაფერი, მაშინ როცა მათ ლუკმაპურიც კი არ ჰქონდათ.საფრანგეთში რევოლუცია ბევრად ადრე მოხდებოდა, ყმებსრომ ტელევიზორები ჰქონოდათ, რომლის საშუალებითაცმეფეებისა და დედოფლების ცხოვრებას ნახავდნენ. დღესმთელ მსოფლიოში ჭუჭყში ჩაფლული ქვეყნები სისუფთავეშიმცხოვრები ქვეყნებისადმი უჩვეულო, ურთიერთგამომრიცხავგრძნობებს განიცდიან: აღფრთოვანებიდან – სიძულვილამდე,დაუოკებელი ლტოლვიდან – სრულ უარყოფამდე. ისინი მათიცხოვრების წესს პირატული დეკოდერებით და კუსტარულისატელიტებით იჭერენ, რომლის ფუნქციასაც ხშირად მათიქოხების სახურავებზე დამაგრებული საწურები ასრულებენ. ამახალ მოვლენას ჩვენ გლობალიზაციას ვეძახით, სინამდვილეშიკი მას ტელევიზია ჰქვია. გლობალიზაციაა ეკონომიკაში, აუდიოდა ვიდეოსაშუალებებში, კინემატოგრაფიასა და რეკლამაში,სხვაგან კი არაფერი შეცვლილა: არც პოლიტიკაში და არცსაზოგადოებაში.

მორჩა, აღარ ვაპირებ ამაზე საუბარს, არა ვარ ამისსპეციალისტი. თუ გინდათ, რომ გეოპოლიტიკური ბურდებიგახსნათ მიაკითხეთ შპენგლერის[329], ჰანთინგტონის[330],ბოდრიარის[331], ჩომსკის[332], ადლერის[333], ფუკუიამას[334],რეველის[335] გაყიდვის პუნქტებს. თუმცა გარანტიას ვერმოგცემთ, რომ მათი წაკითხვის შემდეგაც ყველაფერს ნათელიმოეფინება.

ხედი დღეს არაჩვეულებრივია. იგი ყოველთვის ამინდზეადამოკიდებული. ჩემგან ხელმარცხნივ ეიფელის კოშკიბზინავს; ლითონის კონსტრუქცია, რომლის ავტორიც ისგუსტავია, რომელმაც ამერიკელებს თავისუფლების ქანდაკება

88

Page 89: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

უსახსოვრა. ხელმარჯვნივ „ინვალიდებია[336]“, სადაცნაპოლეონ ბონაპარტის ნეშთი ასვენია. ეს კი ის ბონაპარტია,ლუიზიანა ამერიკელებს 15 მილიონ დოლარად რომ მიჰყიდა(ისე, რა გინდა?! ალგონკინელ ინდიელებს კი აჯობა, მანჰეტენი24 „ბაქსად» რომ უსახსოვრეს ფრანგული წარმოშობისჰუგენოტს, პეტერ მინუის). ეიფელსა და „ინვალიდებს» შორისმზით განათებულ ეტუალის მოედანზე თეთრად ბზინავსტრიუმფალური თაღი: შორეული ტრიუმფი. რა მყიფე გეგონებააქედან მისი მასიური ქვის ბლოკები. ჩანაფიქრი შევასრულე და56-ე სართულიდან ფეხით ჩამოვედი. თავიდან ერთი და იმავემოძრაობისგან თავბრუ გეხვევა, მერე უკვე შფოთვა დაკლაუსტოფობია გიტევს. მხოლოდ ამ კიბის საფეხურებისგალიაში მოქცეულმა შეიძლება წარმოიდგინო, რა დღეშიიქნებოდა ის ასობით ადამიანი, რომელიც ჭედვასა დაზედახორაში მოკლე-მოკლე ნაბიჯებით მოუყვებოდა კიბეს.თითქმის ყველა, ვინც ქვედა სართულებზე მუშაობდა,უვნებლად გადარჩა. ჩემგან განსხვავებით, პანიკაში არჩაცვენილან, რადგან არ იცოდნენ ის, რაც ახლა მე ვიცი. მათსჯეროდათ შენობის სიმყარის, არ ჩქარობდნენ და იმმეხანძრეების მითითებებს ასრულებდნენ, რომლებიცრამდენიმე წუთში ცოცხლები აღარ იქნებიან. ისინი მშვიდადგამოვიდნენ შენობიდან და როცა უკან მიიხედეს, დაინახეს,როგორ გადაიქცა მათი საიმედო, მყარი შენობა ქვების გროვად.

მონპარნასის კოშკიდან ბავშვის გარეშე ჩამოსვლის მერესასიამოვნოა იქვე გეტეს ქუჩაზე გავლა. შეგიძლია გაისეირნო,თან სექსშოპებში, თეატრებსა და იაპონურ რესტორნებშიშეიხედო. პირადად მე უხერხულობას მხოლოდ ის მიქმნის,რომ გამვლელები ხანდახან მცნობენ, ავტოგრაფს მთხოვენ დახელს მართმევენ. მე კი მერიდება ხელის გაწვდენა, იმიტომრომ ეს-ესაა, peep-show[337]-დან გამოვედი, სადაც ევროაზიელიქალი (რომელიც სინამდვილეში ევროაზიელი მამაკაცია), თავისგეიშურ ანუსს მანახვებდა, რის მერეც ხელი ქაღალდისხელსახოცზე შევიწმინდე. მესმის, რომ სისულელეა, მაგრამმაინც ვწითლდები: ეს ჯანდაბა კათოლიციზმი ხომ ვერ იქნა დავერ მოვიშორე.

ედგარ კინეს ბულვარს მივუყვები, სადაც უცნაურისახელწოდების ბარი მდებარეობს, „მონოკლი: ქალი დამამაკაცი“, მის გვერდით ჯგუფური სექსის ცნობილი კლუბია(„2+2“) და ერთმანეთის მიყოლებით ჩაწყობილი დამკრძალავი

89

Page 90: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ბიუროები. იქით კი მონპარნასის სასაფლაო იწყება, სადაცსარტრი, ბოვუარი, დიურასი, ჩორანი, ბეკეტი, იონესკოგანისვენებენ. მონპარნასი სექსის, ლიტერატურისა დასიკვდილის უბანია. ალბათ, ამიტომ ეტანებიან ასე ძალიან ამადგილს ამერიკელები. მე „ლუი-ლე-გრანის» ლიცეუმისყოფილი აღსაზრდელის, შარლ ბოდლერის საფლავისკენმივემართები. „გარდაიცვალა 46 წლის ასაკში». მისი პატარა,თეთრი საფლავის ქვა სასაცილოდ გამოიყურება ცნობილიშარლ საპეს უშველებელი მავზოლეუმის გვერდით. „სენატორი,საპატიო ლეგიონის ოფიცერი, იზერის ყოფილი დეპუტატი.გარდაიცვალა 1857 წლის 5 მაისს“. ბოდლერი მისმამინაცვალთან, გენერალ ოპეკთან და ორჯერ დაქვრივებულდედასთან ერთად არის დაკრძალული. სასაფლაოს მეორემხარეს ბოდლერის სახელის უკვდავსაყოფად აღმართულიაუცნაური ქანდაკება: ეგვიპტის მუმიასავით გახვეულიმწოლიარე შემოქმედის ფიგურა, რომლის ბალუსტრადზეცროდენის „მოაზროვნესავით» დაყრდნობილია ქვისგანგამოთლილი „ბოროტი გენია“. წელში მოხრილი, ჩაფიქრებული,ნავარჯიშები, დაბერილბიცეფსებიანი ბოროტი გენიამონპარნასის კოშკს შეჰყურებს და თავისი წინგავარდნილინიკაპით თითქოს საყვედურს უთვლის მას.

პოლაროიდით ფოტოს ვუღებ «ბოროტ გენიას» და იმას, რასაცუყურებს.

სასაფლაოდან ისევ ბულვარზე გავდივარ, სადაცმოულოდნელად პოლ ვირილიოს[338] მიერ ორგანიზებულკატასტროფებისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ვხვდები.ბეტონის კიბეზე ვეშვები (ისევ კიბე!) და აი, უკვემიწისქვეშეთის ყრუ გუგუნი მესმის.

09:05

109-ე სართულზე ვდგავარ, ზუსტად სახურავის ქვეშ,„მსოფლიოს სხვენში», და ვხედავ, როგორ გარბის კვამლისბურუსში გახვეული შენობიდან ხალხი. მიუხედავად იმისა,რომ თვითმფრინავი ცათამბჯენს ჩრდილოეთის მხრიდანდაეჯახა, ამ მხარეს რატომღაც ყველაზე ნაკლები კვამლია.ბავშვებს მაღლა ვწევ, რომ სუფთა ჰაერი ჩაისუნთქონ.ჟანგბადის ციებ-ცხელება დაიწყო. ეს რომ მცოდნოდა,

90

Page 91: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ჟანგბადის ბალიშებს ან აირწინაღებს წამოვიღებდი. მალეალბათ ყველა მხარზე აირწინაღგადაკიდებული ივლის.

ენტონი ჯეფრისთან ერთად ბრუნდება. ჯეფრი სრულიადგათიშულია, იმიტომ, რომ ენტონიმ ორი აბი „ქსანანი»დაალევინა. სასაცილოდ გამოიყურება. თავი ჩაჩუტულpunching-ball-ს[339] მიუგავს. ენტონი ჯეფრიზე შეწუხებულიჩანს. ლურდესი ჩუმად ტირის. მის დაწყნარებას ვცდილობ დაპატარა ფისოსავით ვუსვამ თავზე ხელს. ადამიანებს ჯერნიღბები სცვივათ და მერე თავადაც ეცემიან. სიცხე გვიტევს.შიში გადამდები ვირუსივით ვრცელდება ყველგან. ჯეფრისერთი სასოწარკვეთილი გამოხედვა საკმარისი ხდება, რომ მეციმავე მდგომარეობაში ჩავვარდე. ვცდილობ, ბავშვებს არვუყურო, რომ ჩემი უიმედოდ დახრილი თვალები არშეამჩნიონ. არავინ არ უნდა მიხვდეს, რომ ავი წინათგრძნობამკლავს. ერთადერთ გასასვლელთან ვსხედვართ იატაკზე,წითელ ხანძარსაწინააღმდეგო კართან, რომელსაც EMERGENCYEXIT აწერია. ირგვლივ კვნესა და ქვითინი ისმის. ჯგუფ-ჯგუფად გვიახლოვდებიან ადამიანები, რომლებიცდარეტიანებული ზომბებივით დაქანაობენ და ფეხებს ძლივსმიათრევენ. იმედის დაკარგვა ყველაზე მტკივნეული რამააამქვეყნად. არა, კიდევ ერთ იმედის გაცრუებას ვეღარ ავიტან.

რას იზამდა ის ჩემის გადანგრეული ბრუს უილისი ჩემსადგილას?! ჯეფრის ტელეფონმა, როგორც იქნა, დაიჭირა და იგითავის მეგობარ მამაკაცს ურეკავს. ყურმილში მისი მოსაუბრისღრიალი ისმის. ჯეფრი ცისფერია, თუმცა ხელზე საქორწინობეჭედი უკეთია. რა სისულელეა ეს ქორწინება! თავი ხელშიუნდა ავიყვანო, არ შეიძლება ემოციების აყოლა! მაგრად უნდავიდგე. ჯერის ცხვირიდან სისხლი აღარ მოსდის, ეს უკვეკარგია. ლამისაა გავაფრინო, სიბრაზე მახრჩობს, როცა ამბარბაროსობაზე ვიწყებ ფიქრს. როგორ შეეძლოთ ასემოგვქცეოდნენ?! მე „ცივი ომის» ხანაში გავიზარდე, როცაყველაფერი ძალიან მარტივი და გასაგები იყო. ამერიკას ერთიმტერი ჰყავდა: რუსეთი. ძალიან მომგებიანია ერთი დიდი დაგამოკვეთილი მტრის ყოლა, მაშინ დანარჩენ მსოფლიოსარჩევანის საშუალება ეძლევა: რა გირჩევნიათ, სავსე მაღაზიებითუ ცარიელი? კრიტიკის უფლება თუ მოკეტვის?დღესდღეობით, როცა ამერიკა თავის კონტრმოდელსმოკლებულია, იგი მსოფლიოს „მფლობელი» ხდება და მისდაუძლურებას უკვე ნახევარი პლანეტა ცდილობს. ამერიკა

91

Page 92: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

საკუთარი თავის მტრად იქცა.

თვითონაც ვერ გამიგია, რას გადავეკიდე ძველი აღთქმის„დაბადებას“. იქნებ ჩემი რელიგიური აღზრდის ბრალია?!„მეთოდისტები» ხშირად იმოწმებენ ბიბლიის „პირველ წიგნს“,ზოგი თავგადაკლული „კრეაციონისტი“[340] იქამდე მივიდა,რომ დარვინიზმსაც[341] კი უარყოფს. ჩემი მშობლებისპურიტანული[342] კალვინიზმი[343] თითქმის მთლიანადეყრდნობოდა ძველ აღთქმას. მათი აზრით ადამი, ევა, ვაშლი,გველი, კაენი და აბელი, წარღვნა, ნოეს კიდობანი, ყველაფერიეს არსებობდა. და ბაბილონის გოდოლი? ვიკითხავდი მე,შიგნით რომ არ ვიმყოფებოდე. ყველას გვახსოვს ესმონათხრობი, რომელიც მესოპოტამიურ ნაწერებში გვხვდება:ადამიანებმა ისწავლეს საშენი მასალების გამოყენება დაგადაწყვიტეს კოშკის აგება, რომელიც ცას მისწვდებოდა.„აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწისზურგზე», თქვეს მათ. მაგრამ უფალმა არ მოიწონა მათიგადაწყვეტილება: ადამიანი არ უნდა ჩავარდესამპარტავნობაში და თავი ღმერთად არ უნდა მიიჩნიოს. წესითდა რიგით, გამძვინვარებულ უფალს, ადამიანთა დასასჯელადცათამბჯენი უნდა დაენგრია, მაგრამ – არა! სიტყვა „ბაბილონი»ქალაქის სახელწოდებიდან მომდინარეობს, თუმცა მასსხვაგვარი ახსნაც აქვს. ეს არის ზმნა babiller (ბუტბუტი).რადგან ღმერთმა შურისძიებისთვის ბევრად უფრო სასტიკი დამტკივნეული გზა აირჩია, მან ისე გააკეთა, რომ ადამიანებსერთი და იგივე სიტყვები აღარ ეხმარათ ამა თუ იმ საგნისგამოსახატად. მან სამეტყველო ენები არია. ამიერიდანმოვლენებს ყველა სხვადასხვაგვარად უწოდებდა, სიტყვასა დარეალობას შორის კავშირი გაწყდა, ხალხს ერთმანეთისა აღარესმოდა და აბა, რა გოდოლის აშენებაზე იყო ლაპარაკი?!ბაბილონის გოდოლი გლობალიზაციის პირველი მცდელობაიყო. და თუ ჩვენ იმ მილიონობით ამერიკელის ლოგიკასგავიზიარებთ, რომლებსაც „დაბადების წიგნი» ყველაფრისსაწყისად მიაჩნიათ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ღმერთიგლობალიზაციის წინააღმდეგია. იუდოქრისტიანობასინქრონისტი მთარგმნელებისა და უცხო ენების არსებობასემხრობა; მიიჩნევს, რომ ხალხი უნდა გაისარჯოს და იშრომოს,რათა წმინდა წერილი ყველა ადამიანამდე მიიტანოს; სჯერა,რომ ადამიანები ეგზოტიკური იდიომებითა და უცხოსიტყვებით განსხვავდებიან ერთიმეორისგან.

92

Page 93: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

„ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაცადამიანები აშენებდნენ; თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს დაერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდანდაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კიგანიზრახავენ. აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერიგააგებინონ ერთმანეთს; გაფანტა ისინი უფალმა იქიდანმთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა დაგოდოლის შენება» (ძველი აღთქმა. დაბადება. თავი XI, 5-8).[344]

09:06

09:06 საათზე Windows on the world-ის გენერალური მენეჯერიგლენ ვოგტი, მისდა საბედნიეროდ, ადგილზე არ იმყოფებოდა.ავარიიდან 20 წუთის შემდეგ მას სახლში ასისტენტი კრისტინოლენდერი უკავშირდება. ტელეფონს გლენის მეუღლე იღებს.გლენი კი ამ დროს უკვე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის წინ დგას.კატასტროფისგან შოკირებული აშკარად კისრისოსტეოქონდროზის პოტენციური კანდიდატია. მის ოლენდერიმისის ვოგტს ეუბნება, რომ არანაირი მითითება არა აქვთიმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გამოაღწიონ აქედან.„ჭერი თავზე გვემხობა და იატაკი ფეხქვეშ გვილღვება“,ქვითინებს იგი. მინიმუმ 41-მა ადამიანმა, რომელიც ამ დროსრესტორანში იმყოფებოდა, მოახერხა ახლობელთანტელეფონით დაკავშირება.

იმ დილით ახალ ამსტერდამში სამი ჩირაღდანი გიზგიზებდა:თავისუფლების ქანდაკების, ჩრდილოეთ და სამხრეთცათამბჯენების.

არსებობს Windows on the world-ის ტრაგედიის კიდევ ერთიმსხვერპლის ჩვენება: ივან ლუის კარპიოსისა. მან თავისბიძაშვილს დაურეკა და შესჩივლა: „ვერსად გავდივარ,გვეუბნებიან, ადგილზე დარჩითო. ველოდები მეხანძრეებს». არარის გამორიცხული, რომ რესტორნის კლიენტთაუმრავლესობამ უდრტვინველად შეასრულა მითითება, თანიხრჩობოდნენ, ფანჯრებს ამტვრევდნენ და რომ არდამწვარიყვნენ, მაგიდებზე მიძვრებოდნენ. თუმცა ისიცცნობილია, რომ ბევრმა 911-ში სწორედ სახურავიდან დარეკა,ანუ ისეთებიც იყვნენ, ვინც ინსტრუქციას არ დაემორჩილა დავერტმფრენით ევაკუაციის ამაო იმედით სახურავზე ავიდა.

93

Page 94: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

საინტერესოა, მდნარი ადამიანი თუ არსებობს?

ზოგმა კი სიმართლეს თვალებში ჩახედა: „ჩვენ აქედან ვერგამოვაღწევთ“, უთხრა ჰოვარდ კანმა თავის მეუღლეს, ლორის.

არავინ ამბობს ერთ რამეს: ყველა აღებინებდა.

რა ღრმადაც უნდა ჩავიხედო ამ კოშმარში, ჩემს წიგნს მაინც 410მეტრი დააკლდება რეალობამდე.

09:07

– პრობლემაა.

ენტონი გამალებით რეკავს სადღაც. რაღაც პრობლემა აქვს,ოღონდ არ ამბობს. სწორედ ამიტომაა იგი ასეთი სევდიანი.

– რა არის? რა ხდება?

– მარტო ჩემი გასაღებით ვერ გავაღებთ კარს, თუ ქვემოდანდაცვის სამსახურის პოსტიდან ღილაკს არ დააჭირეს თითი.იქაურობას კი ვერ ვუკავშირდები. მობილური არ გადის, შიდახაზები კი დაზიანებულია...

– Spare me the bullshit[345] (ეს გამოთქმა სიტყვასიტყვითშემდეგნაირად ითარგმება: „მომაშორეთ ხარის განავალი!»შემეძლო სხვანაირადაც მეთქვა: Cut the crap[346], მაგრამ ესმთლად სიტყვაკაზმული არ არის)! სად ჯანდაბაშია დაცვა?

– მათი პოსტი 22-ე სართულზე არ პასუხობს. ღმერთო ჩემო, თუსაოპერაციო-საკონტროლო ცენტრი ევაკუირებულია, მაშინცუდადაა ჩვენი საქმე. მათ უნდა გააღონ buzzer-ით კლიტე,წინააღმდეგ შემთხვევაში – ჩაკეტილები ვართ. რა ვქნა?! მეცთქვენნაირ უბედურ დღეში ვარ!

ჯეფრი უცებ გონს მოდის.

– მით უარესი მაგ buzzer-ისთვის. შევამტვრევთ მაგდედააფეთქებულ კარს და მაგით დამთავრდება ყველაფერი!

ენტონის ეტყობა, რომ ჯეფრივით ოპტიმისტურად ვერააგანწყობილი.

– კარი დაბლოკილია! მისი გაღება შეუძლებელია, დრელითაცვერ გახვრეტ. მე კი დრელიც არა მაქვს!

94

Page 95: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– მე ამის დე-დას შე-ვე-ცი! აბა, როგორ გავიდეთ აქედან?!

ჯეფრი გრძელ და მძიმე უროს ავლებს ხელს და საკეტს ისეთიგამალებით ურტყამს, რომ მე და ჯერი ინსტინქტურად უკანვიწევით. ისტვილეჯის სპორტულ დარბაზში რეგულარულივარჯიშისგან მას მკლავებში ისეთი ძალა აქვს, რომ ტყვიასავითმძიმე უროს ბუმბულივით ატრიალებს.

უარის ნიშნად ენტონი თავს აქნევს. უცებ ვხვდები, როგორ ვერვიტან ამ კაცს. ჯეფრი მირჩევნია. ხალხს ენტონის იმედი აქვსდა ისიც ცდილობს, იმედი არ გაუცრუოს. როგორ მეზიზღება ესფატალურობა, ამას სასოწარკვეთა და თვითგადარჩენისინსტინქტი მირჩევნია. სანამ ამ კარზე მიჯახებით ორივე მხარსარ მოვიმტვრევ, მანამ თავს დამარცხებულად არ ვაღიარებ. არგავჩერდები, ნებისმიერ შანსს მოვეჭიდები. ჯეფრი იმდენსურტყამს უროს, რომ საკეტი ტყდება, თუმცა კარი ისევ ისეჰერმეტულად დახურულია. ბოლოს ჯეფრი ხელებს უშვებს დაჩვენკენ ტრიალდება. მისი სახის უიმედო გამომეტყველებამხოლოდ პატივისცემას იმსახურებს. იმედი მაქვს, ჯერიმ დადევიდმა ვერაფერი გაიგეს. ისინი ლურდესთან ერთადფანჯრიდან არიან გადაყუდებულნი. უჰაერობამ და სიცხემსიმაღლის შიშიც კი დააძლევინათ. ჯერის ცხვირსახოცი დამაისური ისევ სისხლშია. „ეს ცუდი სანახავია, მაგრამ რაცმთავარია, საშიში არ არის. მას ხშირად მოსდის ცხვირიდანსისხლი“, დაუსრულებლად ვუმეორებ თავს და ვცდილობ,საკუთარი სიტყვები ვირწმუნო.

ენტონი გაუთავებლად აჭერს თითს მობილურის მწვანეღილაკს. რამენაირად დაცვას უნდა დავუკავშირდეთ 22-ესართულზე ან „კოპებს[347]“. კარის იქით პოლიციისვერტმფრენების ხმა მესმის. წარმოუდგენელია, აქ უნდაამოვიბუგოთ, იმიტომ, რომ რაღაც საავარიო კარი არ იღება?!ცხრა-ერთი-ერთი! ცხრა-ერთი-ერთი! SOS! SOS! როგორც ფილმJohnny got his gun[348]-ის ფინალშია: Save our Souls!

ისევ ბავშვებთან ვბრუნდები, რომ ჰაერი ჩავისუნთქო.ლურდესი ხმამაღლა ლოცულობს, ბავშვები კი სიტყვასიტყვითიმეორებენ. ადრე შენობებზე, მაგალითად, პარიზისღვთისმშობლის ტაძარზე, ეშმაკებისა და დამპყრობლებისშესაშინებლად მონსტრების, ურჩხულებისა და დემონებისქანდაკებებს დგამდნენ. ჩემი შვილები ასეთ პატარა, თეთრ,ჰაერში გადაკიდებულ დემონებს ჰგვანან. ეყოფათ კი ძალა

95

Page 96: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ბოროტი სულების განსადევნად?! რატომ არ დგამენცათამბჯენებზე, ტაძრების მგავსად, ასეთ ქანდაკებებს? ადრეხომ იყენებდნენ? ე.ი. იყო მიზეზი! იქნებ იცოდნენ, რომ ერთმშვენიერ დღეს მოხდებოდა ის, რაც დღეს მოხდა? იქნებხვდებოდნენ, რომ საფრთხე ჰაერიდან მოვიდოდა? ასეთსულის შემძვრელ წამებში ლოცვა ერთადერთია, რაცგახსენდება. ჩვენში რელიგიურობა იღვიძებს და უცებმსოფლიო სავაჭრო ცენტრი, საყოველთაო ათეიზმისა დამერკანტილურობის ტაძარი, იმპროვიზებულ სამლოცველოდგადაიქცევა.

09:08

მილან კუნდერას „ხუმრობაში» ერთ-ერთი პერსონაჟი ასეთკითხვას სვამს: „როგორ გგონიათ, ნანგრევები შეიძლება იყოსლამაზი?» ფილოსოფოსისა და ურბანისტის, პოლ ვირილიოსორგანიზებულმა გამოფენამ „ასეც ხდება» „ფრანსპრესის»სააგენტოსა და აუდიოვიზუალური ხელოვნების ეროვნულიინსტიტუტის დახმარებით (29.11.2002-30.03.2003) ისედამთრგუნა, რომ ერთი კედლიდან მეორემდე ძლივსმივლასლასებ. გახუნებულ ფოტოებზე 1895 წლის 22ოქტომბერს მონპარნასის სადგურზე მომხდარი კატასტროფაააღბეჭდილი: ორთქლმავალმა შენობის პირველი სართულიგატარნა და ქვაფენილიან მოედანზე დაეცა. კარდალიანი[349]მამაკაცები ნამსხვრევებად ქცეულ კარკასს არიან დახვეულნი.ექსპოზიციები ერთიმეორეში გამავალ ბნელ და ხმაურიანდარბაზებშია განთავსებული, კედლებზე კი პროექტორითკატასტროფის სხვადასხვა კადრს ატრიალებენ. ყველგანკვამლი და რაციებით მორბენალი მაშველები არიან (აღმოჩნდა,რომ პანიკის გამომხატველი შეძახილები ყველაზე კარგადინგლისურად აღიქმება, ადამიანს ექმნება უსიამოვნოშეგრძნება, რომ ტრაგიკულ მხატვრულ ფილმს უყურებს).უშველებელ ეკრანზე გრაუნდზეროზე მომუშავეექსკავატორების გამოსახულება ჩნდება (ტონი ორსლეს მიერციფრული ვიდეოკამერით გადაღებული ათწუთიანი მასალა,რომელსაც გაუჩერებლად ატრიალებენ). რკინის გიგანტურმთას თეთრი კვამლის უშველებელი სვეტი ადგას თავზე,მოლეკულური ზომის ადამიანები კი აცაბაცად დარბიანამწეებს შორის, რომლებიც ამ რკინა-ბეტონის ზღვაშიდაუძლურებული კალიებივით მოძრაობენ. უკანა ფონზე

96

Page 97: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

სავაჭრო ცენტრის შენობის ჩამოშლას გადარჩენილი ნაწილიმოჩანს, რომელიც დამცავი კედელივით აყუდებულა. მაგრამყველაზე გასაოცარი მაინც ტალახია. რკინა-ბეტონისკონსტრუქცია ლაფად გადაიქცა, სისუფთავე – ჭუჭყად,აშოლტილი, ლიცლიცა ცათამბჯენი კი – ბინძურ, ქაოსურუწესრიგობად. როგორც იქნა, მივხვდი, რისი თქმა უნდოდამოქანდაკე სეზარს, როცა მანქანებს ნაცარტუტად აქცევდა.ბულდოზერები ამაოდ ცდილობენ აქაურობის გაწმენდას,შუშის სისპეტაკის აღდგენას, წარსულის ანარეკლის პოვნას.ასეთი სანახაობის შემყურეს სუნთქვა მეკვრის. ვერაფრითგავთავისუფლდი უხერხულობის უჩვეულო შეგრძნებისგან.იგივე მემართება ამ წიგნის წერისასაც. გვაქვს კი უფლება?შეიძლება კი ნანგრევები შთაგონებად იქცეს? კუნდერასშეკითხვა აქ, კატასტროფათა შუაგულში უცნაურად ჟღერს.ნიუ-იორკის ქუჩები გადათეთრებულია, ქაღალდებითა დამტვრითაა დაფარული, გეგონება, თოვლი დევსო. სურათისცენტრში შავკანიან ჩვილს სძინავს ეტლში. ვირილიოსგამოფენამ გახსნისთანავე ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.ნაადრევი ხომ არ არის ამგვარი უბედურების ესთეტიკაზესაუბარი? კი მაგრამ, ხელოვნება ხომ ნებაყოფლობითია,არავინაა ვალდებული ძალით მოვიდეს გამოფენაზე! და მაინც,კატასტროფები ექსპოზიციაზე საომარი ნაალაფარივით იყომოგროვილი: იაპონია, 1973, მინამატის ვერცხლისწყლითდაბინძურებული ყურის კადრები; იტალია, სევესო, 1976,ICMESA-ს ქარხანაში დიოქსინის გაჟონვა; ესპანეთი, 1977,ტენერიფეს ავიაკატასტროფა; ფინისტერი, 1978, ტანკერ „ამოკოკადისის» ჩაძირვა. ზოგ დამთვალიერებელს ცრემლი ადგება,ზოგი ფოტოებს თვალს არიდებს. მესმის მათი, თუმცა ისიცუნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენს სამყაროს, დედამიწას ეხება.სხვა სახლი დღესდღეობით ჩვენ არ გაგვაჩნია. პენსილვანია,Three Mile island, 1979, რადიოაქტიური აირის გაჟონვა; ინდოეთი,ბჰოპალი, 1979, Union Carbide-ს ქარხნიდან მომწამვლელი აირისგაჟონვა; ფლორიდა, კანავერალის კონცხი, 1986, კოსმოსურხომალდ „ჩელენჯერის» დაღუპვა. ვირილიოს მიერშემუშავებული კონცეფცია შოკში მაგდებს: იგი სამრეწველოკატასტროფებს ტერაქტებისგან არ განარჩევს. უკრაინა,ჩერნობილი, 1986, ბირთვული რეაქტორის აფეთქება; 1989,ტანკერ „ექსონ ვალდესის» ჩაძირვა; იაპონია, 1995, ტოკიოსმეტროში მომწამვლელი აირის გაშვება. ამას სტიქიურიუბედურებების ამსახველი ფოტომასალაც ემატება,

97

Page 98: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მაგალითად, 1999 წლის დამანგრეველი ქარიშხალისაფრანგეთში, 1997 წლის ხანძარი ავსტრალიაში, 1995 წლისმიწისძვრა იაპონიაში. გამოფენას ფონად დრამატული მუსიკაუდევს. საშინელებათა ფოტოებს შორის დავხეტიალებ. თავშისულ ერთი აზრი მიტრიალებს: მე ეს არ მეხება! თუმცა, ყველადამთვალიერებლის მსგავსად, მეც ჩემი მიკროსკოპულადმცირე წვლილი მიმიძღვის ამ ყველაფერში. შესასვლელშიფროიდის გამონათქვამს ვკითხულობ: „დაჯამებაშემთხვევითობას გამორიცხავს“. 1914-1915 წლებში დაწერილიეს ენიგმატური[350] ფრაზა თითქოს დევიდის ახლახანდასმულ კითხვას პასუხობს:

– რა არის შემთხვევითობა?

რაც უფრო მეტია პროგრესი, მით მეტია ძალადობა და მითუფრო შთამბეჭდავია ნანგრევები. გამოფენის ბოლოსვირილიოს მგონი უკვე ბევრი მოუვიდა: პროექტორზე შანხაისთავზე აჩახჩახებული პიროტექნიკური საოცრება,გრანდიოზული ფეიერვერკია გამოსახული. მან რეალურკოშმარსა და მხატვრულ სილამაზეს შორის პარალელისგავლება გაბედა. ექსპოზიციამ მძიმე შთაბეჭდილება მოახდინაჩემზე, დანაშაულის გრძნობით დამძიმებული გამოვდივარსაგამოფენო დარბაზიდან. შეიძლება ტყუპის დანგრევა დაგრანდიოზული ფეიერვერკი (რანაირი მასშტაბურიც უნდა იყოსიგი) ერთსა და იმავე პრიზმაში დავინახოთ?! მიმზიდველიცეცხლი, მიმზიდველი ალი, მიმზიდველად აგიზგიზებულისხეულები! შევძლებ კი მსგავსი რომანის გამოქვეყნებისშემდეგ სარკეში ჩახედვას? „პარიზის ცაში» ნაჭამის ამორწყევამინდა, თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ მსიამოვნებს ამსაშინელებათა ყურება: ეს ცათამბჯენებიდან ამოვარდნილიკვამლი, ეს თეთრი პლუმაჟი[351] ცისფერ ცაზე, რომელიც ცასადა მიწას შორის აბრეშუმის შარფივით კიდია. განა მხოლოდმისი ჰაეროვანი მშვენიერების გამო მომწონს? არა, – მისიაპოკალიფსურობის გამო. იმიტომ, რომ ვიცი, მას ძალადობა დატანჯვა ახლავს თან, გაჩანაგების ხიბლი, ბნელი სურვილი.ვირილიომ ჩემი ადამიანური საწყისის არაადამიანური მხარედამანახვა.

09:09

98

Page 99: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

როცა მამას შიშის დამალვა უნდა, ლაპარაკს იწყებს.ლაპარაკობს და ლაპარაკობს...

– როცა ვერტმფრენით აქედან გაგვიყვანენ, FAO Schwarz-შიწაგიყვანთ და რასაც ხელს დაადებთ, ყველაფერს გიყიდით.თავდასხმა მოვაწყოთ.

– მა, Dr Pepper-ს დაგვალევინებ?

– კი. იცით, რომ თქვენი დიდი ბაბუა «კოკა-კოლაში» აპირებდაფულის ჩადებას? არ მომიყოლია ჯერ თქვენთვის ეს ამბავი?მაშინ ჩვენი ოჯახი ატლანტაში ცხოვრობდა. ერთხელ ჩვენთანმოსულა ვიღაც აფთიაქარი, რომელიც სპონსორს ეძებდა მისმიერ გამოგონილი ახალი სასმლის წარმოებაში გასაშვებად.რამდენადაც ჩვენი ოჯახი იმ დროს ქალაქის უმდიდრესპატრიციატთა[352] რიცხვს განეკუთვნებოდა, აფთიაქარმათქვენს წინაპარს ფულის ჩადება და მოგების გაყოფაშესთავაზა. იორსტონებში ამ ისტორიას ანეკდოტივითჰყვებოდნენ: აფთიაქარი თურმე ოჯახში სადილზემოუპატიჟებიათ, რომლის დროსაც ამ უცნაური სასმლისდეგუსტაციაც მოუწყვიათ, რომელიც კოკის ფოთლებისგანმზადდებოდა. მთელმა ოჯახმა ერთხმად გამოაცხადა, სასმელიისეთი უგემურია, რომ მისი დალევა უბრალოდშეუძლებელიაო. „ჯერ მარტო ფერი ნახეთ, რა გულისამრევია!ამას ვინ იყიდის?!» აფთიაქარი თურმე თავისი გამოგონებისდაცვას ცდილობდა, ამბობდა, რომ იგი საჭმლის მონელებასუწყობს ხელს და ვიტამინებს შეიცავს. თქვენს ბაბუას სიცილიაუტეხავს და უთქვამს: „პირველად მთხოვენ საფაღარათოსაშუალებაში ფულის ჩადებას». მოკლედ «კოკა-კოლას»გამომგონებელი ხელმოცარული გაუშვეს. წლებისგანმავლობაში ეს მთელი ოჯახის საყვარელი ხუმრობა იყო.თუმცა მერე აღარავის გასცინებია, რადგან მიხვდნენ: მაშინრომ იმ აფთიაქარს დახმარებოდნენ, დღეს ჟურნალ Forbes-ის100 უმდიდრეს ადამიანთა სიაში პირველ პოზიციებზეიქნებოდნენ...

ალბათ, ოცდამეათეჯერ გვიყვება მამა ამ ამბავს, მარა არაუშავს, ჯერ არ მომბეზრებია. ისეთი კმაყოფილი სახე აქვს, როცამე და ჯერი ვუსმენთ. ისე, კაია, მომწონს ეგ აზრი, რო შეიძლებამდიდრები ვყოფილიყავით. «კოკას» რო ვსვამ, სულ მაგაზევფიქრობ, აი, ეს ჩვენი რო ყოფილიყო-მეთქი. მარა წინაპრებზემაინც არ ვბრაზდები, იმიტო რო ვიცი, სკოლაში გავიარეთ:

99

Page 100: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მაგათ ერჩივნათ თავიანთი პლანტაციები, სადაც მონები ბამბასაგროვებდნენ და არ იცოდნენ, რო მალე იანკებთან ომიდაიწყებოდა და ყველაფერს დაკარგავდნენ. მერე კიდენავთობს იპოვიდნენ. ისე, მაგარი შტერები იყვნენ, მარაუმართლებდათ, ზოგჯერ კიდე, პირიქით, არ უმართლებდათ,მოკლედ გააჩნია რა... აი ისე, როგორც ჩვენ დღეს: თავიდანვთქვი, ვაუ, რა მაგარია! სკოლას გავაცდენთ, ნიუ-იორკშიმოვხევთ, ფენქეიქებს ვიკიშკავებთ, მამიკო ლიფტის ღილაკითგვათამაშებს, ასე რო იღება: „დიიინ!“, მაგარი იყო! მარა ახლააღარ მომწონს, ხანძარია, ჯერის ცხვირიდან სისხლი მოსდის, მესუ ვახველებ. ლურდესი, არა უშავს, ნორმალური ქალია,კარგად გვექცევა, მარა სუ წუწუნებს, ყელში ამოვიდა უკვე რა...ენტონი წყნარადაა, ჯეფრი დარბის აქეთ-იქით, ხან თავისჯგუფთან მივარდება, ხან – ჩვენთან, რო ნახოს მობილი ხომ არამუშავდა. ორივე კაი ტიპია, მარა ეგენი მაინც ვერაფერსიზამენ. მგონი, დროა მამიკომ თავისი სუპერმენული ძალებიჩართოს, რომელსაც მალავს და მხოლოდ დიდი საფრთხისდროს იყენებს ხოლმე. ახლა ნახავთ, ცოტა ხანში უცებ კლარკკენტივით[353] სუპერმენად გადაიქცევა! მთავარია გადაცმამოასწროს! ჯერჯერობით კი ლაპარაკით გაჰყავს დრო: როგორგამაზეს ჩვენმა წინაპრებმა საუკუნის გარიგება! ერთიმაგათიც... და მაგათი გარიგებისაც! აუ, ამას კომიქსებშიც ვერვიტან. ერთი საუკუნე უნდა ელოდო რა, სანამ გმირიგაიღვიძებს და ცეცხლმოკიდებულ შენობაში დარჩენილ ხალხსგადაარჩენს. აუუუ, სულ ეგრეა რა!.. უკვე მომბეზრდა. მარა რაარი, იცი? გმირი რო ეგრევე გაეძროს, უკვე ეგ ლოდინი, რამე,ნერვიულობა, აღარ იქნებოდა, გაიგე? სროლაზე როა ფილმები,იქაც ხო ეგრეა! ჰოდა, იმ ტიპებმაც კარგად იციან, მულტიკებსვინც აკეთებენ, რო პატარებს უნდა ალოდინონ... ჰოდა, მეცვზივარ და ველოდები, აბა, რა ვქნა?! ჩვენ, ბავშვები ხო სულამას ვაკეთებთ, ველოდებით... ველოდებით, როდისგავიზრდებით, რო იმდენი M&M’s ვჭამოთ, რამდენიც გვინდადა იმდენჯერ წავიდეთ Studio Universal-ში, რამდენჯერაცგაგვისწორდება და ამისთვის დედებს და მამებს არ ვეხვეწოთ.დრო რო მალე გავიდეს, მამას ვატყუებ, ვითომ ეგ ბაბუაჩემებისისტორია ძაან მაინტერესებს:

– მა, სიმართლე მითხარი, არ მომატყუო, მართლა კინაღამ«კოკა-კოლას» მეპატრონეები გავხდით?

მამა ბედნიერია, აღარ ტირის, პირიქით, იცინის: „აბა, დევიდ,

100

Page 101: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

წარმოგიდგენია?!» ჯერი მხრებს იჩეჩს. ვერ გაიგო, რატომვაყოლებ კიდევ ერთხელ ამ ამბავს, როცა ორივემ ლამისზეპირად ვიცით. რას ვერ ხვდები, ბიჭო, მამა უნდა ხასიათზემოვიყვანო, თორე რო მოვა სუპერმენად გადაქცევის დრო,ფორმაში არ იქნება!

09:10

„ლა კლოზრი დე ლილა» (1804), „ლე დომ» (1897), «ლა როტონდ»(1911), „ლე სელექტ» (1925), „ლა კუპოლ“(1927)... „დაკარგულმათაობამ» იცოდა, ერთმანეთი სად ენახათ: მონპარნასზე. იმბარებში დავხეტიალებ, რომელშიც მოქმედება ჰემინგუეის„განუყრელ დღესასწაულში» ხდება. სწორედ ჰემინგუეისუნდა ვუმადლოდეთ, რომ მწერლობა კარგი საბაბი გახადამარტო დალევისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მეგობარგოგონასთან ხარ ნაჩხუბარი. და თუკი მე „კლოზრიში» შავიმოცხარის ვერმუტს ვუკვეთ, ეს მხოლოდ და მხოლოდპროფესიონალური სოლიდარობის გრძნობითაა ნაკარნახევი.ერთი ის გამაგებინა, რატომ მოსწონდათ გენიოსებს ესსაზიზღარი სასმელი? ფლორუსის ქუჩის 27 ნომერთან ჩავიარე,სულ ორი წუთის სავალია ჩემი სახლიდან, სადაც ჰერტრუდასტაინი[354] და ალისა ბაბეტ ტოკლასი[355] ცხოვრობდნენ.ჩემდა გასაკვირად, კედელზე მემორიალური დაფა კიდია,რომელიც ამ ლეგენდარული სახლის მნიშვნელობასგვახსენებს; აქ კედლებს გოგენის ნახატები ამშვენებდა დასწორედ აქედან მოდის ცნობილი ფრაზა: „თქვენ, ყველანი,დაკარგული თაობა ხართ!» ამერიკელი ჰერტრუდა სტაინი,რომელმაც პიკასო მატისს გააცნო, პარიზში 1902 წელსდასახლდა. იგი ამ სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდა,მისი ბინის ფანჯრები შიდა ეზოს გადაჰყურებდა. ამკვარტალში რუსები ამერიკელებზე ადრე დასახლდნენ.შერვუდ ანდერსონის[356] პროტექციით მოსული ჰემინგუეი აქმოდილიანის, სუტინის, შაგალის სანახავად დადიოდა. ტროცკიდა ლენინი აქ რევოლუციას გეგმავდნენ. რატომ მოხდა ისე,რომ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჰემინგუეიფიქრებით აქ დაბრუნდა? 1957 წელს, როცა მან «განუყრელიდღესასწაულის» წერა დაიწყო, 58 წლისა იყო. სამი წლით ადრენობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში, ოთხ წელიწადში კი,1961 წლის 2 ივლისს, მონადირის თოფით თავი მოიკლა. მისიცხოვრების ბოლო ოთხი წელიწადი დროის მანქანაში გაატარა,

101

Page 102: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

რომელსაც ლიტერატურა ჰქვია. ფიზიკურად ჯერ კეტჩემში(აიდაჰო), ესპანეთში, მერე კი კუბაში იყო, ფიქრებით კიცხოვრების ბოლოს 1921-1926 წლების პარიზში, თავის პირველმეუღლესთან, ჰადლი რიჩარდსონთან ერთად დახეტიალებდა.ჰემინგუეი ვერ ეგუებოდა, რომ უკვე სამოცი წლისა იყო. მანრომანის წერა დაიწყო, რათა ისევ ის 25 წლის ღარიბი,ყველასათვის უცნობი და შეყვარებული ახალგაზრდაგამხდარიყო, რომელმაც 1925 წელს დელამბრის ქუჩაზე „დინგობარში» უგონოდ მთვრალი ფიცჯერალდი გაიცნო. ახლა ამ ბარს„ობერჟ დე ვენისი» ჰქვია. 78 წლის შემდეგ აქ მე ვზივარ, ამსტრიქონებს ვფხაჭნი და თან „ლონგ აილენდ აის თის» ვსვამ(რომლის რეცეპტიც თავად ჰემინგუეიმ გამოიგონა: ყველათეთრი ფერის ალკოჰოლური სასმელი ერთმანეთში ავურიოთ,დავუმატოთ «კოკა-კოლა» და ყინული). ამავე „დინგო ბარში»შეხვდებოდით აისედორა დუნკანს[357], ტრისტან ტცარას[358](რომელიც მონპარნასის სასაფლაოზე განისვენებს), მანრეის[359]... ამ სასმლით ყველა იმ ხელოვანის ხსოვნა იყოს,რომელთა სულებიც აქ ტრიალებენ, სიგარის, ბურბონის დაუიმედობით გაჯერებულ ამ ხის კედლებში. შემთხვევითი არარის, რომ პომპიდუმ[360] სწორედ აქ, მონპარნასზე,გადაწყვიტა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მინიატიურულიმოდელის აგება: ამ კვარტალში დაბუდებული სულიატლანტის ოკეანის მეორე ნაპირიდან მოდის. ჰემინგუეისსაკუთარ წარსულში დაბრუნება უნდოდა. მის მაგივრად ახლამე გავაკეთებ ამას. მონპარნასის 42 ნომერში ისევ არის„ფალსტაფი“. აი, საროსკიპო კი ქუჩის კუთხეში აღარაა:„სფინქსი» (ედგარ კინეს ბულვარი, 31), რომელშიც ჰენრიმილერი[361] იმ ფულს ანიავებდა, რომელიც არ ჰქონდა. ახლა ამადგილას „სახალხო ბანკია“, შესასვლელში ბანკომატით. ჩვენკი იქიდან ვიღებთ ფულს, რომელიც არა გვაქვს. უკანა გზაზეძლივს ვპოულობ ნოტრ-დამ-დე-შანზ 113-ს, სადაც ჰემინგუეი1924 წელს, ტორონტოდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა(იმავე ქუჩის 70 ნომერში ერთ-ერთი ბინა ეზრა პაუნდს[362]ეკავა). აი, 115-ე სახლი, რომლის შემდეგ რატომღაც მოდის... 111-ე. 113-ე გაქრა! კი, მაგრამ რატომ? ესეც საროსკიპო ხომ არ იყო.წარმოუდგენელია! უკან ვბრუნდები, რომ დავრწმუნდე.ნოტრ-დამ-დე-შანზის ქუჩაზე 111 ნომრის მერე 115 მოდის. არვიგონებ! თუ არ გჯერათ, მიდით და საკუთარი თვალით ნახეთ.ამრიგად, შენობა, რომლის კიბეზეც ფრენსის სკოტფიცჯერალდმა მიაფსა, რასაც ჰემინგუეისა და მის კონსიერჟს

102

Page 103: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

შორის ცნობილი უთანხმოება მოჰყვა, აღარ არსებობს!ერთადერთი, რაც ამ სახლისგან დარჩა, წიგნია – «განუყრელიდღესასწაული». მარმარილოს მემორიალური დაფაც კი არ არის,რომელზეც ეწერებოდა: „ამ სახლში ამერიკელ მწერალს,ერნესტ ჰემინგუეის უყვარდა თავისი ცოლი ჰადლი და შვილიბამბი. მას სტუმრობდნენ ჰერტრუდა სტაინი, სილვია ბიჩი,უილიამ კარლოსი. ამ შესასვლელში კი 1925 წლის ერთ შაბათსაღამოს სკოტ ფიცჯერალდმა მოშარდა, რასაც კონსიერჟისგაბრაზება და ფიცჯერალდის ჰემინგუეისადმი დაწერილიბოდიშის წერილი მოჰყვა: «ის საცოდავი არსება, – ნათქვამი იყოწერილში, – რომელიც თქვენთან შაბათს საღამოს მოვიდა, მე არვყოფილვარ. ის ვინმე ჯონსტონი იყო, რომელიც ხშირად ჩემსსახელს ბოროტად იყენებს».

მორალი: როცა შენობები ქრებიან, მათ შესახებ დაწერილიწიგნები რჩებიან. აი, რატომ დაწერა სიკვდილის წინჰემინგუეიმ პარიზზე. მან იცოდა: შენობებზე უფრო გამძლეწიგნებია.

09:11

საიდუმლო აგენტის, დევიდ იორსტონის

სუპერკონფიდენციალური

შეტყობინება გალაქტიკის ალიანსის ძალებს

2001 წლის 11 სექტემბერს მე აღმოვაჩინე, რო მამაჩემი ფლობსსუპერძალებს. ყველაფერი კი მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდანდაიწყო, სადაც მე ჩემს უფროს ძმასთან ერთად ვიყავი. ისე,ოფიციალურად მამაჩემის სახელი ქართიუა, მარა, ეს, რა თქმაუნდა, არ არის მისი ნამდვილი სახელი. მამამ არ იცოდა, რომმეგაექსტრასენსორული შესაძლებლობები ჰქონდა, როგორც X-men-შია, როცა ტიპი უცებ მიხვდება, რო კედლის იქით ესმის,ადრე კიდე აზრზე არ იყო. მე კიდე ეგ ყველაფერი ვიცოდი,იმიტო რო ინტერგალაქტიკური შეტყობინება მივიღე ძველიწელთაღრიცხვით 7987 წელს (მე ხო ინტერპლანეტარულისაბჭოს წევრი ვარ). მოკლედ, მამაჩემის სახელი არ არი ქართიუ,მისი ნამდვილი სახელი „ულტრადუდია» (მაგარი ტიპი). ჩვენჯერ არ ვიცით მისი შესაძლებლობები, იმიტო რო ჯერ არგამოუყენებია. სუპერძალები მარტო განსაკუთრებული

103

Page 104: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

საფრთხის დროს ირთვება, მაგალითად, ხანძრის ან რამეეგეთის. ამ დროს შეუძლია გაამტვრიოს ბეტონი, გაღუნოსრკინა და იფრინოს კიდეც, იმიტომ რო მაგის ბატარეები შიშითიტენება. მარა მერე არაფერი ახსოვს, იმიტო რო ტვინში აქვსჩართული ავტომატური წაშლის ფუნქცია, რომელიც მისიგონების დისკ D-დან ეგრევე შლის ყველა მონაცემს. ეგიმისთვის სჭირდება, ვარსკვლავური ომის დროს ტყვედ როჩავარდეს, დაკითხვისას მისმა მტერმა, მორგმა, მეტსახელადჯერი ნაძირალამ მისი ტვინიდან მიკროფირები არ ამოიღოს დაინფორმაცია არ გამოიყენოს.

მე რამდენიმე დედამიწელთან ერთად ფენქეიქებს ვჭამდი,როცა შავი ძალები თავს დაგვესხნენ. ეს ლეიტენანტდევილ[363] რაფტორის ულტრადუდის შესაპყრობად დიდიხნის წინ დაგეგმილი ოპერაცია იყო. ის თავისიტრანსფორმატორის საშუალებით, რომელიც საუკუნეების წინჩრდილოეთ პოლუსზე დამარხა, თვითმფრინავად გადაიქცა დაცათამბჯენს შეასკდა. ეს დამპალმა დევილ რაფტორმა იმიტოგააკეთა, რო ვარსკვლავური სარდლობის დაწესებული ჯილდოაეღო (დევილ რაფტორი ვარსკვლავურ ჯილდოებზე ნადირობს,თან მას ნებისმიერ საგნად გადაქცევა შეუძლია, რასაც ხელსდაადებს, ოღონდ ერთი პირობით: იმ მომენტში სურდო არუნდა ჰქონდეს). მოკლედ, შეტაკება ცოტა ხნის წინ მოხდა. მეკონტაქტზე რეგულარულად გამოვალ, რო ყველაფრის საქმისკურსში ჩაგაყენოთ. ულტრადუდი რამდენიმე წუთშიჩაირთვება, მაშინვე, როცა თავის დამანგრეველ ძალასიგრძნობს. ამწუთას ის ვერც კი ხვდება, რომ სუპერგმირია,რომელიც სამაგიეროს გადაუხდის ბნელ ძალებსთავდასხმისთვის და კიდე იმისთვის, რომ 12 საუკუნის წინდედამისი სასტიკად მოკლეს, „საშინელებათა მოყვარულთევზებს» ჩაუგდეს სადილად. ცოტა ხანში ულტრადუდიგამოფხიზლდება და აი, მერე ვნახავთ, რაც მოხდება. დევილრაფტორი ჭკუას ისწავლის, როცა ულტრადუდი თავისდამანგრეველ ვარსკვლავურ ლაზერს მიანათებს. ცოტა ხანშიბრძოლა დაიწყება. ულტრადუდი „ალიანსის კიდობნის» და„წმინდა ბეჭდის» დახმარებით მტრის შეტევებს გაუძლებს დამაგიურ ცეცხლს დაატეხს თავს.

აგენტი 275 – სპეციალურად „მეამბოხეთა ორდენისთვის“

104

Page 105: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

09:12

„მცენარეები სხვებზე უფრო aware[364] არიან“. „მიწის თხილისჭამა it’s a really strong feeling[365]“. მიყვარს „ფრანგლისური“.მომავლის ენაა. ახლახან ერთი წიგნი გამოვიდა, რომელიც ამენაზეა დაწერილი: ჰოლივუდელი კარატისტისა და მსახიობის,წარმოშობით ბელგიელი ჟან კლოდ ვან დამისგამონათქვამების კრებული. „ნარკოტიკი ისაა, როცა შენ closeyour eyes[366]“, „ბისკვიტი არ არის სპირიტი“. 2050 წელს მთელიმსოფლიო ფილმ „რეპლიკანტის» მთავარი გმირის ვან დამისენით „i-speak-ებს“: „სიკვდილი – მართლა strong-ია[367]«,«არავინაა right or wrong-ი[368]«. საკუთარ ვიდეოსამყაროშიგამოკეტილი ახალგაზრდა თაობა ბელგიელი კიბორგისნაბიჯების ხმას მიჰყვება.

მე არ ვარ body-დან ძალიან free. yes, – ვეუბნები life-ს, – kiff-ობnight-ზე[369], feeling-ებში ვცურავ. ნუ გეშინიათ ინგლისურისიტყვების. ისინი ჰარმონიულად ერწყმიან ფრანგულიდიომებს, რათა ახალი მსოფლიო ენა შექმნან. ისეთი, რომელიცღმერთის ნებას არ დაემორჩილება, ახალი ბაბილონის ენა.World-ის words-ები[370], SMS-ები (A12C4), „სმაილიკები“,ორთოგრაფიული შეცდომები, სიტყვების დამახინჯება დაშემოტრიალება, ეს ყველაფერი ახალი ათასწლეულისსამეტყველო ენას შექმნის, anyway, whatever[371]. ბოლოს ისევვან დამის სიტყვებით დავასრულოთ: „საერთო ენა, საერთოვალუტა და არავითარი რელიგია. აი, მაშინ ვიქნებითბედნიერები, თუმცა ჩვენ აქ პოლიტიკაზე სალაპარაკოდ არმოვსულვართ».

ამის გარდა კიდევ მიყვარს რაღაც-რაღაც საზიზღარიამერიკული შტუჩკები, მაგალითად, ვანილის კოკა, არაქისისკარაქი, ჩიზქეიქი, ქორნფლეიქი, ნივრიანი კარაქი, ჩიქენუინგები, რუტბირი.

ჰიუგ ჰეფნერიც მიყვარს, Playboy-ს შემქმნელი. ადვილიწარმოსადგენია, რა დღეში იყო ჩვენი მშობლების თაობა, 60-იანელები, როცა ყველა მაყუთიან ტიპს უნდოდა, ჰიუგჰეფნერისნაირი ყოფილიყო. მისმა დიდმა, ორგიებით სავსესახლმა და საკუთარმა «ბოინგმა» მეოცე საუკუნის მამაკაცისიმიჯი შექმნა. Sixties,[372] სამოციანელების თაობის მოდურიმამაკაცი womanizer[373] უნდა ყოფილიყო. ახალი ყაიდის დონჟუანს აუცილებლად სპორტული მანქანა უნდა ჰყოლოდა,

105

Page 106: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ამერიკული სიგარები მოეწია და ფირუზისფერ აუზთანდიდძუძუება, ბიკინიანი ქერა ნაშების გარემოცვაში დროეტარებინა. დღეს უკვე მამაკაცურობის ასეთი მოდელიისტორიას ჩაჰბარდა. არაფერია იმაზე გულისამრევი, ვიდრეღამის ბარში აკიდებული ტიპი. კაცი თუ აგეტორღიალა და ვერმოიშორე, ე.ი. ეს მრავალგზის დალიფტინგებული ბებერია.მადმუაზელ, თქვენს შეკერვას თმაშევერცხლილი მამაკაციცდილობს, რომელსაც თავი Playboy-ს ბიჭი ჰგონია. ეს კი იმასნიშნავს, რომ იგი დაახლოებით სამოცდაათი წლისაა,გაჩხერილია ოცდათხუთმეტი წლის ასაკში და ვეღარ მიხვდა,რომ მას მერე კიდევ ერთმა ოცდათხუთმეტმა წელმა ჩაიარა.

60-70-იანი წლების ამერიკაში Playboy ზეადამიანი იყო. ყველასუნდოდა ტომ ჯონსს[374], გიუნტერ საქსს[375], პორფირიორუბიროზას[376], მალკო ლინგეს[377], ხულიო იგლესიასის,კურტ იურგენსის[378], როჯერ მურის[379], როჟე ვადიმის[380]და უორენ ბიტისნაირი[381] ყოფილიყო. დადიოდნენ გაღეღილიპერანგიდან თმაგადმოყრილნი, ყოველ საღამოს ახალ-ახალნაშას აგდებდნენ და სახე ზამთარ-ზაფხულ გარუჯულიჰქონდათ. ის, რაც 00 წელს, ანუ ახალი საუკუნის დასაწყისში,ძველმოდურობის და გოიმობის პიკად ითვლება, მაშინაბსოლუტური Must-ი, აუცილებლობა, იყო. საფრანგეთში ედიბარქლეი,[382] საშა დისტელი[383], ჟან პოლ ბელმონდო დაფილიპ ჟუნო[384] იმდროინდელი ბურჟუაზიის კერპებიიყვნენ. ჰიპებს და როკის ვარსკვლავებს ასეთი პოპულარობაარც კი დაესიზმრებოდათ. ამას დაუმატეთ კონტრაცეპტივები,გაყრის პროცედურების გამარტივება, ფემინიზაცია,სექსუალური რევოლუცია და მივიღებთ: PLAYBOYINTERNATIONAL-ს, ანუ ფსიქიატრ შარლ მელმანის სიტყვებითრომ ვთქვათ, „ადამიანს სიმძიმის ძალის გარეშე“, რომლისმთავარი მიზანიცაა „ნებისმიერი გზით სიამოვნების მიღება».მაშ, რა მოხდა? თავისუფლებამ ოჯახი და ქორწინება,ცოლქმრობა და შვილები შეიწირა. ერთგულება რეაქციულ,გაუსაძლის, მარგინალურ მოვლენად გადაიქცა. ამ ახალსამყაროში სასიყვარულო ურთიერთობა საშუალოდ სამი წელიგრძელდებოდა (ეს ყველაზე ოპტიმისტური გამოთვლებით; ისეკი შეიძლებოდა ყოფილიყო – ოთხი თვე, ხუთი კვირა, ექვსიდღე, შვიდი წუთი, რვა წამი!). დღეს PLAYBOYINTERNATIONAL-ი ისევ ცოცხალია. ის თითოეულ ჩვენგანშიცხოვრობს, თითოეულმა ჩვენგანმა შეისისხლხორცა იგი.

106

Page 107: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

PLAYBOY INTERNATIONAL-ს ოჯახი არა აქვს, რადგან იგიუარყოფს ნებისმიერი სახის მიჯაჭვულობას. იგი ყოველკვირაქვეყანას იცვლის, მარტო ცხოვრობს და მარტო კვდება. მას არჰყავს მეგობრები, მისი ურთიერთობები მხოლოდ „საჭირო»ხალხით და კოლეგებით შემოიფარგლება. ის„ფრანგლისურით» ლაპარაკობს, სახლიდან მხოლოდ იმისთვისგადის, რომ ბიმბო (ჩვენებურად ნაშა) ააგდოს. თავიდან, სანამმდიდარი და სიმპათიურია, ქარაფშუტა ლამაზმანებს ითრევს,მერე, როცა ბერდება და ფულიც შემოაკლდება, მსუბუქიყოფაქცევის ქალების მომსახურებასა და პორნოფილმებისყურებაში მასტურბაციაზე გადადის. იგი სიყვარულს არასდროსეძებს, მას მხოლოდ სიამოვნება სჭირდება, არავინ უყვარს დაგანსაკუთრებით კი – საკუთარი თავი, იმიტომ, რომ რენომესშელახვისა და განცდების ეშინია. PLAYBOY INTERNATIONAL-ისენ-ტროპეში შამპანურის ზღვაში ბანაობს, სასტუმროს ბარშიმეძავებს ელაზღანდარება, საღამოს კი სვინგერების ბარშისხეულით მოვაჭრე ქალებთან ერთად ატარებს. რა თქმა უნდა,ის იაფფასიანი ყეყეჩია (საფრანგეთში ასეთ ტიპებზე პაროდიასხშირად ჟან პიერ მარიელი აკეთებდა, ამერიკაში კი ეს ოსტინპაუერსის პერსონაჟი იყო), მაგრამ სწორედ მისგან შეიქმნაახალი ოცდამეერთე საუკუნის ვიაგრაზე შემჯდარი მუტანტიმამაკაცი. რატომ უნდა შევიზღუდოთ თავი ოჯახით, თუხელშეუვალ ფასეულობად თავისუფლებას მივიჩნევთ? რასაჭიროა მორალი ჰედონისტურ[385] საზოგადოებაში? თუღმერთი მკვდარია, მაშინ მთელი ქვეყანა ბაკქანალიაა დაერთადერთი, რაც ადამიანს დარჩენია, ამით სარგებლობაა. თუადამიანია მეუფე, მაშინ ეგოიზმია მისი მთავარი იარაღი. დათუ მამა აღარაა ავტორიტეტი, მაშინ ამ მატერიალისტურსამყაროში ძალმომრეობისგან თავდაცვის ერთადერთისაშუალება პოლიციაა.

09:13

The only thing standing between me

and greatness is me.

Woody Allen[386]

ჩვენ ქვემოთ: შუშის კარები, გამწვანება, კოლონადები,აპრიალებული პარკეტი, უნატიფესი ჭაღები, თეთრი

107

Page 108: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

აბაჟურები, ხის გაპრიალებული მოაჯირები, ჩალისფერი ტყავისსკამები, ყავისფერი ბარი...

ჩვენ ზემოთ: ვერტმფრენები, რომლებიც ალუმინისბზიკებივით ტრიალებენ და ცათამბჯენიდან ამოსულიკვამლის სვეტი, რომლის შემხედვარეს გგონია, რომ შენობა 620მეტრს აღწევს.

ჩვენ: ჩაკეტილ კართან მილებსა და მექანიზმებშიგამომწყვდეული ადამიანები, ჰიდრავლიკურიგენერატორებისა და ტუმბოს კომპრესორების ღმუილისგანდაყრუებული მძევლები.

ქენდეისი, პირველი სექსის მერე: „ისე მაგრა შემისრულე,მეგონა შვიდნი მჟიმავდით!“

ჯერის ვუყურებ. აქედან სუფთა ჩემი ასლია. დევიდი, მისდასაბედნიეროდ, ნაკლებად მგავს. თუმცა ფაქტია, რომ ორივეშისაკუთარი თავი გავიმეორე. მერე კი უცებ მოვტყდი. როცასაზოგადოება გიტოვებთ არჩევანს თოთო ბავშვის ტირილსა დაცოლის გარეშე ფართიზე წასვლას შორის, აღარ უნდაგაგიკვირდეთ, რომ დასავლეთში მარტოხელა დედებისრაოდენობა მატულობს. ვიცი, ჯერი რას ფიქრობს ჩემზე.ერთხელ გამომიტყდა. მითხრა, თავი ჯეიმს ბონდი გგონიაო,ანუ ტიპი, რომელზეც ყველა ქალი ეცემა.

– იცი რა, მა, მგონი, აღარაა საჭირო შენი სუპერძალის დამალვა.

სხვადასხვა ქალის შებმას ერთი უპირატესობა აქვს: ყველასერთი და იგივე შეგიძლია ელაპარაკო. ძალიან მოსახერხებელია.

ჯეფრი 1929 წლის „შატო-ო-ბრიონის» ბოთლს მაჩვენებს.

– ნახე, რამდენი სასმელია. მთელი ყუთი ვიპოვე. ჰა,ჩავარტყათ?! ყველას დავურიგე.

– ჯეფრი, ფრთხილად იყავით, თქვენ ხომ წამალი დალიეთ.

– What the hell! Come on! Enjoy![387]

ჯეფრი ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული ღვინის ბოთლსხსნის და სავსე ჭიქას ცლის.

– ვაუ! ნექტარია რა, ცოტა უჰაერობასაც რომ არ ვუჩიოდეთ,ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა!

108

Page 109: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– ჰო, ჰაერი არ გვაწყენდა, – პასუხობს ენტონი, – საიდან აიღეთეს ბოთლი?

– დამშვიდდით! ჩათვალეთ, რომ ვისესხე. ჩემი სამსახურიაუნაზღაურებს რესტორანს ყველანაირ დანაკლისს. don’t worrybe happy.[388]…

პირდაპირ ბოთლიდან ვსვამ. 1929 წლის მოსავლისბორდოსფერი სითხე ისე მირაკრაკებს ყელში, როგორც ბოლოალერსი, ეშმაკის კოცნა. სწორი ვქენი, რომ უარი არ ვთქვი,სასმელი სტრესს ხსნის. ბოთლს ენტონის ვუწვდი, რომელიცდალევაზე უარს ამბობს.

– არა, გმადლობთ, ალკოჰოლს არ ვეტანები. მორწმუნემუსლიმანი ვარ.

– არც გაატრაკო რა, მე კიდევ ებრაელი ვარ, – ყვირის ჯეფრი და„ო-ბრიონის» ღვინოს ბოთლიდან პირდაპირ პირში ისხამს, –ჩვენი დაბრედვა გინდა, არა? კმაყოფილი ხარ, შენი „ძმების»საქციელით?

– Come on! რა იცი, ვინ ჩაიდინა ტერაქტი. Could be anybody.[389]

– მოიცა რა, კამიკაძე-მკვლელები თქვენი მოგონილია! თავსიფეთქებთ პიცერიაში და მერე ალაჰი გაჯილდოებთ.

ენტონი ბრაზდება.

– იცი, რას გეტყვი?! მე მუსლიმანი ვარ და არა ფანატიკოსი. giveme a break, man.[390]

– ნუ აქცევ ყურადღებას, ტონი, – ვეუბნები და თან ბოთლსვიღებ, – ტრანკვილიზატორი და ღვინო ერთმანეთში აურია დაგააფრინა.

– მე გავაფრინე, არა? – წამოხტა ჯეფრი, – მე, არა? იმიტომ, რომებრაელი პედიკი ვარ, ჰო? მე ვასკდები თვითმფრინავებითშენობებს და უდანაშაულო ხალხს ვხოცავ, რომ ისრაელისსახელმწიფო გავანადგურო? მე?

სანამ ბუტროს ბუტროსად გადავიქცევი, ერთი კიდევ დავლევ1929 წლის „ო-ბრიონს“.

– მისმინე, მე პროტესტანტი ვარ, შენ ებრაელი, ის მუსლიმანი,ანუ ჩვენ სამივეს ერთი და იმავე ღმერთის გვწამს, okey! ახლა

109

Page 110: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

კი დაწყნარდი. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ლოცვაა, იმიტომ,რომ სამ სხვადასხვა რელიგიაზე ნალოცს სამჯერ მეტი შანსიაქვს, რომ ღმერთამდე მიაღწიოს და ბოლოს და ბოლოს, გაიღოსეს Goddam door[391].

ღვინო რელიგიურ ომს წერტილს უსვამს. ენტონი ცდება, რომარ სვამს. ის ჯდება და ისევ მობილურის მწვანე ღილაკს აჭერსთითს. ჯეფრი ღვინის სმას აგრძელებს:

– კოშერული მაინც იყოს!

მე და ჯერი ვიცინით. დევიდი ისევ თავის ოცნებებშია.ლურდესი კი ძველებურად ფარდებს ეკონწიალება.სიამოვნებით მოგიყვებოდით ამ დროს დატრიალებულუჩვეულო მოვლენებზე, დაუჯერებელ ამბებზე, მაგრამ, რავქნა! სინამდვილე ასეთია: არაფერი ხდება! ყველანიველოდებით, რომ ჩვენს გადასარჩენად მოვლენ, ოღონდ,სამწუხაროდ, არავინ მოდის. ქვემოდან დამწვარი ხალიჩისა დადამდნარი შოკოლადის სუნი ამოდის. ეტყობა, ურჩხულისალმოდებულ ხახაში კანფეტების ავტომატი იწვის.

09:14

გაბრაზებული ვარ! საოფისე პარაშუტების გამომგონებელსარასდროს ვაპატიებ, რომ ეს იდეა ტრაგედიამდე არ მოუვიდათავში! რა იყო ამაში რთული?! არ შეგეძლო ადრემოგეფიქრებინა, შე ტვინგამხმარო, შენა?! არადა, რა კარგიდასანახავი იქნებოდა, როგორ ეშვება ღია სივრცეში ასობითზურგზე ჩანთამოკიდებული ქალი და მამაკაცი და როგორიხსნება პანტაპუნტით პარაშუტები WTC Plaza-ს თავზე. ეჰ,კარგი იქნებოდა, მიზიდულობის ძალისა და ყველატერორისტის ჯიბრზე, მათი ცის ლაჟვარდში ლივლივი მენახა.მენახა, როგორ დაადგამდნენ მსუბუქად ფეხს მიწაზე ანმეხანძრეებს ჩაუცურდებოდნენ მკლავებში.

იმავე გრძნობას განვიცდი არქიტექტორებისადმი, რომლებმაცგადაწყვიტეს, რომ შენობებს არ უნდა ჰქონდეთ გარე კიბეები.ნიუ-იორკის ყველა შენობას აქვს მსგავსი კიბეები,ცათამბჯენების გარდა, ანუ იმათ გარდა, რომლებსაც ისინიყველაზე მეტად სჭირდებათ. ფასადს აფუჭებსო, ასე ბრძანეს.ერთი წუთით, აქეთ გამომხედე, გენაცვალე: ესთეტიკაზე

110

Page 111: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ზედმეტი ფიქრი დამღუპველია. რაო? წარმოუდგენელი იყო110-ე სართულზე კიბის გაკეთებაო?

შეგიძლიათ მიპასუხოთ, რატომ არ გამკაცრდა უსაფრთხოებისზომები თვითმფრინავებში? დაცვა ისევ ძველებურადგადაავლებს თვალს რენტგენის სხივებში გატარებულ ჩანთებსდა ხანდახან, ზრდილობისთვის, ცოტას მოჩხრეკს აქა-იქ.ლითონის დანა პლასტმასის დანით შეცვალეს, სამაგიეროდ,ჩანგალი ლითონისა დატოვეს. გეგონება, ჩანგლით ადამიანისმოკვლა არ შეიძლება. ერთი ოცდაათჯერ ჩაარტყამ თვალში ანკისერში და გათავებულია. ჯო პეში მაინც არ უნახავთ „ძველბიჭებში“?

რატომ არ დაჰყვება თვითმფრინავებს დაცვა? ყველადისკოთეკის შესასვლელში ხომ დგას? რა, ღამის კლუბი უფრომნიშვნელოვანი ობიექტია, ვიდრე თვითმფრინავი? დღემდემგზავრების უსაფრთხოებას ბორტგამცილებლებს ვანდობთ,რომელთა კისრები ასე ადვილად იგრიხება.

რატომ არ ჩამოუგდეს მძევლებს გრძელი თოკები,რომლებითაც ისინი ჩამოცოცებას შეეცდებოდნენ, როგორცტუსაღები, რომლებიც ერთმანეთზე გადაბმულ ზეწრებსგისოსებზე აბამენ და ციხის კედლებზე ეშვებიან. რატომარაფერი მსგავსი არ უცდიათ? ან, იქნებ, თოკის კიბემიეწოდებინათ იქიდან, სადაც ხანძარი არ იყო, ან უშველებელიგასაბერი პნევმატური ლეიბი გაეშალათ, რომ jumper-ებსგადარჩენის შანსი მისცემოდათ, როგორც „სასიკვდილოიარაღშია».

სინამდვილეში არავის ეგონა, რომ შენობები დაინგრეოდა.ტექნოლოგიებისა სწამდათ, ამიტომ ვერც კი დაუშვეს!რეალობის ურყევმა რწმენამ წარმოსახვის ძალას აჯობა.

„თავი ბუხარში გეგონება», ამბობს ერთ-ერთი მეხანძრე ჯონგილერმინის ფილმში „ჯოჯოხეთური კოშკი», რომელიცეკრანებზე 1974 წელს გამოვიდა, „ტყუპის» გახსნის წელს.პოლიციას, ალბათ, ეს ფილმი ჰქონდა ნანახი და იმიტომ არსცადა ხალხის ვერტმფრენებით ევაკუაცია. ფილმში კოპებიერთ-ერთ ცათამბჯენში მომხდარი მსგავსი ხანძრის დროს,შენობის ბოლო სართულზე საბანკეტო დარბაზში ჩაკეტილიხალხის გადარჩენას ცდილობენ და ვერტმფრენიდან ბაგირსუშვებენ, თუმცა ვერტმფრენი სახურავზე ეცემა და იმსხვრევა.

111

Page 112: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

იქნებ პოლიციას შეეშინდა, ფანტაზია რეალობად არგადაქცეულიყო?

09:15

უკვე ნახევარი საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ფეხებქვეშთვითმფრინავი შეგვივარდა,

ევაკუაციის ნიშანწყალი არ არის;

მოტირალ ლითონად გადავიქეცით;

ფანჯრებზე აკრულ ადამიანებად;

ფანჯრებიდან გადმოცვენილ ადამიანებად.

მიტოვებული გორგოლაჭებიანი სავარძელი;

ქსეროქსზე დარჩენილი სტეპლერი;

გადმოყირავებული კარადა, ანბანის მიხედვით ჩაწყობილისაქაღალდეებით;

გადაუდებელი შეხვედრებით აჭრელებული დღის განრიგი;

ცნობა მოსალოდნელი ამინდის შესახებ: ამ დილით უღრუბლოცა და +26 გრადუსია ნავარაუდევი.

ჩამსხვრეული მინები;

ლიფტის შახტებში დაღვრილი აალებადი სითხე;

98 უმოქმედო ლიფტი;

შესასვლელში თეთრ მარმარილოზე მისხმული სისხლი;

ჰალოგენებით განათებული დერეფნები ჭერზე გავლებულწყვეტილ ხაზს ჰგავს;

ალისფერი ცეცხლი ცისფერი ენებით;

ჰაერში მოფარფატე ქაღალდები – ამერიკისდამოუკიდებლობის დღე გეგონება;

ყველა ჯიშის და რჯულის ადამიანი;

united Colors of babilon;

112

Page 113: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დაფლეთილი ხელები;

მკლავებზე ჩამოკიდებული კანი, როგორც ისეი მიაკეს კაბა.

მშვენიერი ქალები მწარედ ქვითინებენ;

თვითმფრინავის ნაწილები ესკალატორზე ყრია;

მშვენიერ ქალებს ხველება ახრჩობთ.

არანაირი კონტაქტი გარე სამყაროსთან;

დამსხვრეული ლურჯ-თეთრი ჭიქები და თეფშები;

ყველაფერი – ბუნდოვანი, მტვრიანი, მკვდარი და ჭუჭყიანი.

სიჩუმეს სირენების კივილი არღვევს.

ადამიანის სახის ნაფლეთები ყავის აპარატთან ყრია:

ჩაკეტილ სივრცეში ვართ, ქვემოდან კი ცეცხლი გვაქვსშენთებული;

ტაბაკა ქათმებივით ვიწვით და ვიბრაწებით;

ორაგულივით ვიბოლებით;

ქვემოდან კი სირენების ხმა გვესმის.

Dust in the wind,

All we are is just ,

Dust in the wind[392]

სიცხისგან ფიგურატიული ნახატები კედლებიდან წვეთასიწყებს

და აბსტრაქტულ ტილოებად იქცევა.

WTC Plaza-ს თავზე წვიმა მოდის,

ცოცხალი ადამიანების წვიმა.

09:16

ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ხტებოდნენ ადამიანებიხანძრის დროს ფანჯრებიდან? იმიტომ, რომ იციან: სიკვდილი

113

Page 114: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

გარდაუვალია. ჰაერი აღარ ჰყოფნით, იგუდებიან, იწვიან. ამტანჯვას სწრაფი და ადამიანური სიკვდილი ურჩევნიათ.Jumper-ები სასოწარკვეთილი ადამიანები არ არიან, ისინიკეთილგონიერი ხალხია. ყველა პლუსს და მინუსს წონიან დაგადაწყვეტილებას იღებენ: გაბოლილ ოთახში სოსისივითდანახშირებას თავბრუდამხვევი ფრენა ჯობია. ისინიანგელოზის ნახტომს, ვერტიკალურ „მშვიდობით“-ს ირჩევენ.არანაირი ილუზია არა აქვთ, მაშინაც კი, თუ ზოგიერთიმათგანი საკუთარი ქურთუკის პარაშუტად გამოყენებასცდილობს. ბოლო შანსს იყენებენ და გარბიან, რადგანადამიანები არიან. თავად ირჩევენ, როგორ დაიხოცონ. უარსამბობენ ცოცხლად დაბუგვაზე. ეს მათი ღირსების ბოლოდასტურია: თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება და არდაელოდონ მორჩილად სიკვდილს. არასდროს ყოფილა ასეთიზუსტი გამოთქმა: „თავისუფალი ვარდნა».

09:17

რას მიედ-მოედები, საცოდაო ბეგბედერ! 37-დან 50-მდე კაციჩრდილოეთ ცათამბჯენიდან იმიტომ გადმოეშვა, რომ სხვა გზაარ ჰქონდა. ისინი ვეღარ სუნთქავდნენ, იგუდებოდნენ,ტკივილს ვეღარ უძლებდნენ, თვითგადარჩენის ინსტინქტიუბიძგებდათ... რა შეიძლება იყოს აგიზგიზებულ ღუმელშიგამოკეტვაზე უარესი?! ჩვენ შეგვიძლია ბრძნულიგამომეტყველებით დნობის თეორიაზე ვისაუბროთ, მაგრამ,როცა თავად იწყებ დნობას, ეს სულ სხვა რამაა! ჩემი თუ არგჯერათ, ნებისმიერ მეხანძრეს ჰკითხეთ. Jumper-ები ისეთფსიქოლოგიურ შოკში არიან, რომ საფრთხეს ვეღარ აღიქვამენ.თითქმის გულწასულნი, ჭარბი ადრენალინის გამოყოფისგანგონებაარეულნი, შიშისა და პანიკისგან აფექტში ვარდებიან.400 მეტრის სიმაღლიდან იმიტომ კი არ ხტები, რომთავისუფალი ადამიანი ხარ, არამედ იმიტომ, რომ კუთხეშიმიმწყვდეული ცხოველი ხარ; იმიტომ კი არა, რომ ადამიანურისახე არ დაკარგო, არამედ იმიტომ, რომ ტკივილმა ცხოველადგაქცია. ჰაერში ფეხის გადადგმა კეთილგონიერი არჩევანი არარის, ეს უბრალოდ ერთადერთი რამაა, რისი სურვილიცგიჩნდება, როცა ზემოდან იყურები. ეს ერთადერთი ადგილია,საითკენაც მიიწევს შენი სხეული და სული, იმიტომ, რომ იქგავარვარებული კლანჭები არ გისერავენ სახეს და სხეულს, იქარ გთხრიან მხურვალე შანთებით თვალებს. ნაბიჯი ჰაერში

114

Page 115: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

შვებას გგვრის, ეს გამოსავალია. უსასრულობა ხელგაშლილიგხვდება.

09:18

okey, ქართიუ, რახან ასე ლაპარაკობ, მოვფრინავ ნიუ-იორკში.„მონპარნასი» მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მესამე ცათამბჯენივერ გახდება, თანაც უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ცხოვრებაცკატასტროფების ფილმს დაემსგავსა: ჩემმა შეყვარებულმადღეს დილის 09:18 საათზე მიმატოვა. ფლობერი ამბობდა: „მევმოგზაურობ, რათა სიზმრები ავიხდინო». აი მე კი ჩემიკოშმარის ასახდენად მოვდივარ. მეჩვენება, რომ ჩემს ამბავსმცირეოდენი დრამატიზმი და დაძაბულობა აკლია, ამიტომგადაწყვეტილებას ვიღებ: „კონკორდით» გავფრინდე. ამზებგერით ლაინერს, რომელიც 70-იან წლებში პომპიდუმშექმნა, ხოლო ექსპლუატაციაში ჟისკარ დ’ესტენის დროს, 1976წელს შევიდა, ერთი დასანანი თვისება აქვს: პერიოდულადპარიზის გარეუბანში მდებარე სახლებს თავზე ემხობა ხოლმე.ბილეთს ვჯავშნი, მიყვარს რისკი, ავანტიურისტი დაექსტრემალი ვარ. რა ღირს ბილეთი? 6.000 ევრო, „პრადას» ერთიბოლოკაბის ფასია. დროში სამოგზაუროდ არც ისე ძვირია,იმიტომ, რომ „კონკორდის» მიერ შესრულებული რეისი„პარიზი-ნიუ-იორკი» ჰ. ჯ. უელსის[393] მიერ გამოგონილიდროის მანქანით მოგზაურობას ნიშნავს. თვითმფრინავისაფრენის დრო დილის 10 საათია, ხოლო დაფრენისა – იმავედილის 8 საათი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამელის ჯერ არმივუტოვებივარ. სამ საათში ნიუ-იორკში ვიქნები, ანუ ორისაათი ჯერ კიდევ მაქვს.

მოგზაურობა უკვე თვითმფრინავის lounge seventies-დან, 70-იანიწლების სალონიდან იწყება. აქამდე მეგონა, რომ ჩემი წიგნი 11სექტემბერზე იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 70-იან წლებზე ვწერ,იმ დროზე, როცა მსოფლიო სავაჭრო ცენტრი და მონპარნასისკოშკი ააშენეს, ხოლო მათ შორის დასაკავშირებლად„კონკორდი» გამოიგონეს. ჩალისფერ კოსტიუმებშიგამოწყობილი ბორტგამცილებელი ქალები კოლაგენითდაბერილი ტუჩებით და ბორტგამცილებელი მამაკაცებისოლარიუმში გარუჯული კანით, თეთრი სავარძლები,რბილშპალერიანი კედლები, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებშირომ გინახავთ, თავის ლეპტოპებს მიჩერებული ბიზნესმენები

115

Page 116: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

და „პალმ პაილოტის» საწერ-კალმებით შეიარაღებულიბიზნესვუმენები... ეს ყველაფერი ისეთივე ძველმოდურია,როგორიც „კოსმოსური ოდისეა 2001-ში». 2001 წელი აგერ ორიწლის წინ იყო. კუბრიკის 70-იანი წლების ოცნება ვერასრულდა. მთვარეზე შტრაუსის მუსიკის თანხლებითმოგზაურობის ნაცვლად, «ბოინგები» „სამოთხის“[394] ჰანგებისფონზე შენობდებიან.

აეროპორტ „რუასის» ფანჯრიდან ჩემ პირდაპირ ზებგერითლაინერს ვხედავ. ჩემზე წვეტიანი ცხვირი აქვს. მისი ლურჯილოგო წარწერით „კონკორდი» გვახსენებს, რომ ეს მანქანაგადაშენების გზაზე მდგარი ჩვენი ერთ-ერთი ეროვნულისიამაყეთაგანია. ამას წინათ „კონკორდს» შუა ფრენაში საჭემოსძვრა. მე მოლეკულურ სავარძელში ვეტენები; VIP-ებითავდახრილნი სხედან. გონესში მომხდარი ავარიის[395]შემდეგ ისევ უამრავმა ტექნიკურმა პრობლემამ იჩინა თავი:ძრავის მოშლა, პილოტის კაბინის აპარატურის ამორტიზაცია.70-იანი წლები ნელ-ნელა წარსულს ჰბარდება და მეცსამუდამოდ ვრჩები ჩემს დავიწყებულ ბავშვობაში. სხვათაშორის, თვითმფრინავი თითქმის ცარიელია. აბა, რა იქნება!ჩემნაირი კამიკაძე უნდა იყოს კაცი, რომ ამ სამკუთხაფრთიანირკინის ჩიტის სალონში ჩაჯდეს. ჩემი გამბედაობის ამბავი რომვიცოდი, ხუთი ჭიქა „აბსოლუტი» ერთმანეთის მიყოლებითვხუხე და 2D სავარძელში ჩავემხე. გარეთ წვიმს, მე კი დილის10 საათზე მიწაზე უმოძრაოდ მდგარ „კონკორდში» გათიშულიმთვრალი და კურდღელივით გულგახეთქილი ვგდივარ.

ბორტგამცილებელი: მესიე, ხიზილალას და შამპანურ „კრუგს»ხომ არ მიირთმევთ...

– აჰა, არ მაწყენდა...

რა სამწუხაროა, რომ ასე ვკვდები: ჩრდილოეთ გარეუბანში«ფორმულა 1»-ის ვიწრო სავარძელში ჩაკვეხებული.გადავწყვიტე, სიკვდილის წინ უარი არაფერზე ვთქვა, მითუმეტეს ხიზილალაზე, თანაც ირანულზე.

არა, ისე რა შერეკილი უნდა იყო კაცი, რომ 3 საათის მოსაგებად6 ათასი მოისროლო. გიჟი არ იყო, ვინც ეს მანქანა მოიგონა?რატომ ეგონა, რომ დროის უმნიშვნელო ეკონომიისთვისრამდენიმე ტონით მეტი საწვავის დახარჯვა ღირდა? ვინიყვნენ ეს სამოციანელი ინჟინრები? მათი ჩანაფიქრი ისეთი

116

Page 117: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ძველმოდურია... ისეთი „მეოცესაუკუნოვანი“: თეთრი, გლუვი,სწრაფი და პლასტიკური სამყარო, სადაც სამკუთხათვითმფრინავები გეოგრაფიულ სარტყელებს სნობურადზემოდან დაჰყურებენ. ვის სჯერა დღეს ამისი?! ჩემ გვერდითმელოტი კაცი ზის, „ექსპრესს» კითხულობს და ამთქნარებს...ყველაფერი იმ დროიდან მოდის, ოპტიმიზმის ბოლოგაელვების წლებიდან: ავტომოპასუხეების, „ჯეტ-ლაგების“[396] და „ექსპრესის» დროიდან. მაშინ ისეთი „დონე»იყო ხანგრძლივ გადაფრენასა და დროში განსხვავებაზელაპარაკი... ახლა ეს უკვე გუშინდელი დღეა, უნიჭოდდადგმულ სპექტაკლს ჰგავს. მე კარგად „ჩარტყმულში» ვარ.„კონკორდი» საშინელი ხმაურით და საეჭვო ვიბრაციითაფრენას იწყებს. ქალი რომ ვიყო, სავარძლის სახელურსგადავაჯდებოდი და სამგზის ორგაზმიც ზედ მექნებოდა. მე კიბლინივით ჩატყეპებული ვზივარ ჩემს სკამში. სარეკლამობროშურაში წერია: „თითოეული ძრავის ნომინალურირეაქტიული გაწევის ძალა – 17 260 კგ“. ახლა მთავარია ჩემიხიზილალა უკან არ დავაბრუნო... „გაწევის ძალისთანაფარდობა მანქანის წონასთან «ბოინგი»-747-თანშედარებით 1,66-ჯერ მეტია“. ეს რა ბებიაქალის ლექსიკონია:poussez, poussez.[397] მაპატიეთ, ქალბატონობორტგამცილებელო, მაგრამ ეჭვი მაქვს, ცოტა ხანშიმოგიხიზილალებთ მთელ ჰერმოკაბინას. „ასეთი გაწევის ძალამიიღწევა ფორსაჟის სისტემით აღჭურვილი კლასიკურირეაქტიული ძრავის ხარჯზე: გამონაბოლქვი აირი ხურდება, რაცსიჩქარეს უმატებს. შედეგად გაწევა 17%-ით მატულობს“.ბოლოს და ბოლოს, ჩემს ქაღალდის პარკში ვაღებინებ. როცაატლანტის ოკეანის თავზე ბგერით ზღვარს გადავდივართ,უკვე ყველაფერი ფეხებზე მკიდია. თხევადკრისტალურიმრიცხველი მახსენებს, რომ ბგერის გავრცელების სიჩქარეზეორჯერ სწრაფად მივფრინავ, სტრატოსფეროს 2200 კმ/სთსიჩქარით ვკვეთ და სახეზე, მგონი, ცოტა ფერმკრთალი ვარ.ვერ გამოვდექი იმ აღტაცებულ მგზავრად, რომელიც თავსიღბლიანად მიიჩნევს, რადგან ბილეთის ხელში ჩაგდებამოახერხა. ასეთ მგზავრებზე ოცნებობდნენ „კონკორდის»ალბათ, ულვაშიანი (იმ დროს ხომ ყველას ულვაში ჰქონდა!)შემქმნელები. არ ვიცი, შეიძლება სიმთვრალე მალაპარაკებს,მაგრამ მეცინება, როცა მახსენდება, როგორ დაფაცურდნენმაშინ ჩვენები. ამერიკელები მთვარეზე გაფრინდნენ და ესენიახლა ხომ არ ჩამორჩებოდნენ! ადგნენ და «კონკორდი» შექმნეს.

117

Page 118: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

აღუუუ... რომ გეკითხათ, ზრდასრული ადამიანები იყვნენ,სერიოზული მეცნიერები, აერონავიგაციის „მამები» და თოთობავშვებივით კი ერთობოდნენ თავიანთი საჩხაკუნოებით.

09:19

ხელოვნური კლდის მწვერვალზე მდგომმა შეყვარებულმაწყვილმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდა.

– ყოველთვის მეზიზღებოდა სამშაბათი. თითქოს ხომ არცმთლად ორშაბათია, მაგრამ მაინც კვირის დასაწყისია, – ამბობსქერა რალფ ლორენიანი ქალი.

– რა სირობაა, აქედან რომ ვერ გავდივართ, – ამბობს კენეტკოლიანი მამაკაცი, – „ადვილი» არ გაქვს?

– არა, დამწვარი ხალიჩის კვამლი რომ ვყლაპე, მაშინ დავლიებოლო ტაბლეტი, – ამბობს რალფ ლორენიანი ქალი, – სულჩახეხილი მქონდა ყელი, ძლივს ვსუნთქავდი.

კონდიციონერი საკონფერენციო დარბაზში შავ ღრუბელსაფრქვევს. ხალიჩიდან კვამლი ჯერ ადგილ-ადგილ წვრილადმოიკლაკნება, მერე კი მთელ ოთახში ჭაობის თავზეჩამოწოლილი ნისლივით დგება; მოლიცლიცე ცეცხლს ჰგავს,იტალიელი დიზაინერები რომ ხატავენ ხოლმე.

– რა ცუდია, რომ ვერ ნახავ ჩემს სახლის კინოთეატრს...წარმოიდგინე „ზედა ტბის“[398] ზომის პლაზმური ეკრანი...

– Too bad... ძალიან ცუდი, მაგრამ ნუ ხარ ასე უიმედოდ. სადაცაამეხანძრეები მოვლენ და გაგვიყვანენ აქედან, – ამბობს რალფლორენიანი ქალი.

– წმინდაო ჯორჯ სოროს, ილოცე ჩვენი გადარჩენისთვის, –ამბობს კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– ო, ტედ ტერნერ, დაგვიხსენი განსაცდელისგან! – ამბობსრალფ ლორენიანი ქალი.

იცინიან, თუმცა მალე სიცილი ხველაში გადადის. იცინიან თუახველებენ, ვერ გაიგებ.

– იცი, რა განსხვავებაა Microsoft-სა და „იურის პერიოდის პარკს»შორის? – კითხულობს კენეტ კოლიანი მამაკაცი.

118

Page 119: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– არა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ რაღაც მაგარი ღადაობა იქნება, –ამბობს რალფ ლორენიანი ქალი.

– პირველი მილიარდერების პარკია, სადაც უშველებელიდინოზავრები ყველაფერს ჭამენ, რაც გზაზე ხვდებათ, მეორე კი– ფილმი!

ქალს ისტერიკული სიცილი უვარდება. კენეტ კოლიანიმამაკაციც ისე ხარხარებს, რომ ჭარხალივით წითლდება დალამისაა დაიხრჩოს. ვერც ერთი ვეღარ ჩერდება, გულისწასვლამდე, კრუნჩხვაში ჩავარდნამდე იცინიან. თუდახრჩობაა, სიცილისგან მაინც დაიხრჩონ. ბოლოს, როგორციქნა, წყნარდებიან. ქალი კოსტიუმს იხდის. ზოლიანი პერანგინახევრად გახსნილი აქვს. მკერდში თხელი ოქროს ძეწკვიჩავარდნია პატარა, გულის ფორმის ოქროსვე კულონით.ფანჯრის მეორე მხარეს ცეცხლში გახვეული ამერიკა მოჩანს.

– დაურეკე დედაშენს? – ეკითხება მამაკაცი.

– არა, – პასუხობს ქალი, – არ არის საჭირო. ტყუილად უნდავანერვიულო. ან გავალთ აქედან და დავურეკავ, ან – ვერგავალთ და ვერ დავურეკავ. ახლა რომც მოვახერხოდაკავშირება, რა ვუთხრა?

– „მშვიდობით, დედა! მიყვარხარ. მთელ ოჯახს აკოცე ჩემმაგივრად», – ამბობს კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– რა გიჟი ხარ, – ეღიმება რალფ ლორენიან ქალს.

სამწუხაროდ, ის არ იყო გიჟი. კენეტ კოლიანი მამაკაციმაგიდაზე იჯდა, პიჯაკი მასაც გაეხადა, სუნთქვა უჭირდა.უყვარდა ეს ქალი და არ უნდოდა მისი დაკარგვა, არ უნდოდა,მისი ტანჯვისთვის ეყურებინა. გაახსენდა მათი პირველიშეხვედრა, კაფეებში სიარული, ერთად ლუდის სმა, სასტუმროსნომრებში გატარებული საღამოები. გაახსენდა მისი ნაზი,კრემწასმული, სურნელოვანი კანი. კენეტ კოლიან მამაკაცსახლა გული მხოლოდ შიშისგან კი არა, სიყვარულისგანაცუცემდა. ხვდებოდა, რომ ყველაფერი დასრულდა, მათსიყვარულს აქ, ამ ჩალისფერ კედლებში სამუდამოდ დაესვაწერტილი. წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა მისი საყვარელილამაზი ქერა ქალი ბავშვობაში, როგორ დაქროდავარდისფერლოყება გოგონა ყვავილიან კაბაში ხორბლის ანჭვავის ყანაში, გრძელი თმა ქარში უქრიალებდა, ხელში კი

119

Page 120: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ფრანი ან რამე ეგეთი სისულელე ეჭირა.

09:20

გადავწყვიტე, თავი მომეკლა, მაგრამ ამისათვის გამბედაობა არმეყო, ამიტომ ავდექი და „კონკორდის» ბილეთი ვიყიდე. ესთვითმფრინავები წარამარა ვარდება, თანაც ამმიმართულებაზე ტერაქტების რისკი ყველაზე მაღალია. წესით,ყველაფერი უცებ უნდა დამთავრდეს.

„კონკორდი» აქ არაფერ შუაშია. რა სიჩქარითაც უნდამიფრინავდეს ნიუ-იორკ სითისკენ თვითმფრინავი, ეს უკვეაღარაა ის სიამოვნება, რასაც მგზავრები ადრე განიცდიდნენ.მაშინ ამ მოგზაურობას თან ახლდა ერთგვარი სიმსუბუქისშეგრძნება, ბავშვური ენთუზიაზმი, შურისა და ლტოლვისუჩვეულო ნაზავი, მოჩვენებითი დაღლილობა, რომლითაცსინამდვილეში შინაგან თრთოლას მალავდნენ;გულუბრყვილო აღფრთოვანება, მოხერხებულობა და ფართოდგავრცელებული აზრი, რომ „დიდ ვაშლს“[399]განსაკუთრებული ელექტრონული ენერგია აქვს. ეს მოსაზრებასამუდამოდ დარჩა სიმღერაში New York, New York. (I’m gonna bea part of it, If I can make it there / I’ll make it anywhere)[400]. ახლა კიშეგრძნება გაქვს, რომ რაღაც პარანოიდულ საშინელებაში ხარ,მეორეხარისხოვან სერიალში; სახის გაქვავებულიგამომეტყველებით შიშის დამალვას ცდილობ, ყველაფერსგაასმაგებული ყურადღებით აკვირდები, გვერდით მსხდომთეჭვის თვალით უყურებ, განსაკუთრებულად თუ რომელიმემათგანი ფერადკანიანია. გგონია, რომ ეს-ეს არის, სამყაროთავზე დაგემხობა. ბოლოს გიჟივით გიხარია, რომთვითმფრინავი დაჯდა, შენ კი, ჰოი საოცრებავ, ცოცხალი ხარ.

ტუალეტები ჩემი ნარწყევითაა მორწყული, თუმცა ამ თემასაღარ ჩავუღრმავდეთ, იმიტომ რომ, როგორც მიხვდით, ესძალზე აკადემიური რომანია. თვითმფრინავის დაჯდომამდებორტგამცილებლებმა მწვანე მუყაოს ფურცლები დაგვირიგეს.ყველა მგზავრი ვალდებულია აშშ-ის საემიგრაციო სამსახურისკითხვარი შეავსოს.

– გაწუხებთ თუ არა ფსიქიკური აშლილობები? – diax, ara

– გადაგაქვთ თუ არა ნარკოტიკები ან იარაღი? – diax, ara

120

Page 121: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– ხართ თუ არა კომუნისტი? ხართ თუ არა ტოქსიკომანი? diax,ara

– აპირებთ თუ არა აშშ-ის ტერიტორიაზე კრიმინალური ანამორალური საქციელის ჩადენას? – diax, ara

– გაქვთ თუ არა რაიმე კავშირი ჯაშუშურ ან ტერორისტულსაქმიანობასთან ან გენოციდსა და საბოტაჟთან? მიგიღიათ, თუარა მონაწილეობა 1933-1945 წლებში ნაცისტური გერმანიის ანმისი მოკავშირეების მიერ ორგანიზებულ ხალხის მასობრივდახოცვაში? JA NEIN (diax, ara)

– მიგიმართავთ თუ არა ჩვენების მიცემის სანაცვლოდსამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების თხოვნით? diax,ara

გამიმართლა, გამორჩათ შეკითხვა: „აპირებთ თუ არა რომანისდაწერას 11 სექტემბერზე?“

ჩემი რჩევაა: შემოხაზეთ „ara“. ეჭვი მაქვს, რომ დადებითადგაცემული პასუხის შემთხვევაში შეიძლება მცირედიპრობლემები შეგექმნათ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შეეძლო შემდეგი სახისშეკითხვებიც დაემატებინა:

– ხართ თუ არა პედოფილი? – diax, ara

– ხართ თუ არა ბინ ლადენის ოჯახის წევრი? – diax, ara

– ეწევით თუ არა რეგულარულ მასტურბაციას ადამიანისდანაწევრებული სხეულის ფოტოების ყურებისას? – diax, ara

– ეწევით თუ არა სიგარეტს? – diax, ara

– აპირებთ თუ არა ორალურ სექსს (იმ შემთხვევაში თუ ქალიხართ) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მისისამუშაო მაგიდის ქვეშ? – diax, ara

მიიჩნევთ, რომ ზედმეტი მომდის? ისიც მეყოფა, რომ ერთი„თავგასული ბავშვი» ვარ და აჯობებს, ხმა ჩავიწყვიტო? არგამოვა, იმიტომ, რომ მე 70-იანი წლების დაღუპვისგარემოებებს ვიკვლევ. ამ ეპოქის უტოპიამ შექმნა სამყარო,რომელშიც ცხოვრებაზე უარს აცხადებს კაცობრიობის უდიდესინაწილი. სამ საათში ჩადიხარ პარიზიდან ნიუ-იორკში, ზუსტად

121

Page 122: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ეს დრო სჭირდება TGV-ის ჩქაროსნულ მატარებელს პარიზიდანმარსელამდე. „კონკორდი» არის AGV – ჩქაროსნულითვითმფრინავი, რომელმაც ვერც ერთი ნაბიჯით წინ ვერწაგვწია. ესეც მორიგი ბოდვა იყო სხვა მრავალ ბოდვას შორის,თუმცა შეიძლება სხვებზე ცოტა ნაკლებად სამარცხვინო. ამჩქაროსნული თვითმფრინავის მიღმა იდეოლოგია იმალება.იდეოლოგია, რომლის სიმბოლოც მისი აბზეკილი ცხვირია.თითქოს ყველას ქედმაღლურად უყურებს, ვინც მის ბორტზეარ ზის.

არსებობდა კომუნისტური უტოპია, რომელიც 1989 წელსდასრულდა, და კიდევ არსებობს კაპიტალისტური უტოპია,რომელსაც წერტილი 2001 წელს დაესვა.

ფრენის დროს ბორტგამცილებელს ტვინს ვუჭამ:

– რამდენი დაგვრჩა? რა ამბავია!.. მგონი ვაგვიანებთ? ისეთიშთაბეჭდილება მრჩება, რომ ძლივს მივღოღავთ... ხომ გესმით,მე აქ ერთადერთი მგზავრი ვარ, რომლის ბილეთის საფასურიცსამივლინებო ხარჯებში არ გატარდება...

ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტშიგანათებულ პანოზე წერია: Gate[401] 9-11. რა ხუმრობაა ახლა ეს?ჯობდა ციფრები შეეცვალათ. ჩვენი თვითმფრინავი ამერიკაშიიმ დროს დაჯდა, როცა საფრანგეთში ჯერ აფრენილიც არ იყო.გამომგზავრების დროს წვიმდა, ჩამოსვლის დროს მევტიროდი. წვიმაში ყველაფერი თითქოს სხვანაირად ჩანს. რაკარგი იქნებოდა, მას ჩვენი ცოდვების ჩამორეცხვაც შეეძლოს...08:25 იყო, ანუ ამელის ჯერ არ მივუტოვებივარ.თვითმფრინავის მგზავრებს ვაწუხებ, წინ მივიწევ, ვითომერთი სული მაქვს, როდის გავალ, სინამდვილეში კი არსადმეჩქარება.

განსაკუთრებით კი არ მეჩქარება 09:18-ის დადგომა.

09.21

აღარ შემიძლია: ყელი მეწვის, ირგვლივ ყველაფერი ყარს,თვალებიდან ცრემლი მომდის. დევიდი გვიხსნის, რომ მამიკოთურმე იმიტომ არ მოქმედებს, რომ ბატარეები აქვს დასატენი.„არც ისე ადვილია „დიდი კანიონის» გასწვრივ ხომალდის ცალიხელით ტარება, როცა თან უკან უნდა იყურო, იმიტომ, რო

122

Page 123: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

სადაცაა ვულკანის ამოფრქვევა დაიწყება. ამ დროს კამერონდიასი ვერტმფრენიდან თოკით ეშვება, ჯონ მალკოვიჩი კიდე„რუპორში» ყვირის, იმიტომ რო ათ წამში ოკეანის ფსკერზეატომური ბომბი აფეთქდება, რომელიც მთელ ნიუ-იორკსწალეკავს. ნიუ-იორკში კი მისი შვილები არიან, რომლებიცამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ორეულმამძევლად აიყვანა და დაჯავშნულ ბუნკერში ჩაკეტა, რომელსაცსისხლისმსმელი დინოზავრები დარაჯობენ. ეს დინოზავრებიკი სამთავრობო სააგენტომ თერმობირთვული ჭის ფსკერზესაიდუმლოდ გამოიყვანა. დევიდი დარწმუნებულია, რომ მამააქტივაციის ფაზაში შესული საიდუმლო ჯაშუში,„ულტრადუდია“.

ვაიმე, სულ გაგიჟდა ეს ბავშვი!

ძაან მეშინია და მაგრა მინდა აქედან გასვლა, მარა მამაჩემიამბობს, რო ენტონის უნდა დავუჯეროთ. ეს ენტონი კიდეამბობს, რო აქ უნდა დავრჩეთ და არ ვიპანიკოთ, იმიტო რო,საცაა მაშველები მოვლენ. ყველაზე ცუდი ისაა, რო მამაჩემსჩემზე უფრო ეშინია, ხო ვხედავ. ამ ცხვირიდან სისხლისდენამაც ხო ტვინი წამიღო, თითი სულ ნესტოზე მიკავია,მამაჩემიც ხელს არ მიშვებს და ვზივართ ასე, მიშტერებულებივართ ამ კარს. მოკლედ, რაღაც საშინელებაა. ჯეფრი ებრაულადლოცულობს, ტონი – არაბულად, ფოლკლორის დღეა, რა.მაგრამ ყველაზე უცნაური (დევიდს თუ არ ჩავთვლით,რომელსაც თავი კომპიუტერულ თამაშებში ჰგონია) მაინც ისაა,რო მამაჩემიც ლოცულობს.

– ღმერთო, ვიცი, რომ ამ ბოლო ხანებში ძალიან დაგივიწყეთ,მაგრამ ხომ არის იგავი უძღებ შვილზე. ჩემი აზრით, ძალიანპრაქტიკული იგავია და თუ მე სწორად გავიგე, ნებისმიერურწმუნოს და მოღალატეს ხელგაშლილი მიიღებთ, თუ ისდაგიბრუნდებათ. ჰოდა, ამ დილით მე სუპერუძღებადვგრძნობ თავს, ღმერთო.

– აჰა, გეუბნებოდი, – მეუბნება დევიდი, – მამა სუპერრაღაცაგახდება-მეთქი!

– მოკეტე, ბიჭო, მამა ლოცულობს. მაგაზე ხუმრობა არშეიძლება!

სამივე ერთმანეთს ხელებს ვკიდებთ და მამა აგრძელებს:

123

Page 124: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– ღმერთო, მე ერთი სუსტი ადამიანი ვარ, ბევრს ვცოდავდი დაახლა ძალიან ვნანობ ამას. მე დავანგრიე ოჯახი, ეს ჩემიუდიდესი, უპატიებელი შეცდომაა, მაგრამ ეს ორი პატარა ბიჭირა შუაშია?..

– კაი რა, მამა, გაჩერდი, ნუ ამბობ ეგრე...

აუ, მამაჩემს რო ვუყურებ, მეშინია. Shit! ტყუილა ვცდილობთვალები ერთ წერტილში გავაშტერო, ცრემლი თავისითმომდის. აღარ მინდა აქ ყოფნა. ნეტა ბუზი ვიყო და ამ კარშიგაძვრენა შემეძლოს. რას ვიფიქრებდი, რო ერთ დღეს ბუზადგადაქცევა მომინდებოდა. არადა, მაგარია ბუზობა: ბუზს სადაცუნდა, გაფრინდება, თავისუფალია, ყველაფერი ფეხებზეჰკიდია, ცხვირიდან სისხლი არ მოსდის და რაც მთავარია,ფიქრი არ შეუძლია. ბზუილით შემოვუფრენდი ცათამბჯენს,თვალს შევავლებდი Windows-ში გამოკეტილ იდიოტებს, მერეკიდე, ჰოოოპ, დავიბზუებდი, ჰაერში სალტოს გავაკეთებდი დაპაკააა!

– ღმერთო, საშინელი იდიოტი ვარ, მუხლებზე დამხობილიპატიებას გთხოვ...

ყველაზე მაგარი იქნებოდა, ყრუ ბუზი რო ვყოფილიყავი...

09:22

ნიუ-იორკში მე სრულიად თავისუფალი ვარ, შემიძლია წავიდე,სადაც მინდა და ვიყო, ვინც მინდა. აქ მე ერთი ჩვეულებრივიტიპი ვარ: მსოფლიოს ერთ-ერთი რიგითი მცხოვრები. აქ არა ვარმიჯაჭვული ჩემს ფესვებთან, რომლებიც სიცოცხლესმიწამლავენ, და ფეხდაფეხ არ დამდევს ეს საზიზღარიტელეაუდიო პოპულარობა, რომელიც ყველაფერში მზღუდავსდა მბოჭავს. პოპულარობა ქორწინებასა და სიბერეს ჰგავს: ისადამიანს ადვილად პროგნოზირებადს ხდის. მარტოობა აქთავისუფლების გარანტიაა: უცხო ქალაქში, ფულით სავსეჯიბით, მარტოდმარტო. მეტი რა გინდა? და რა მერე? ჩემითავისუფლება უაზროა. მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი დაამიტომ არ ვაკეთებ არაფერს. ვზივარ სასტუმროს ნომერში,ღვინოს ვწრუპავ და თან დაბალ ხმაზე პორნოფილმს ვუყურებ,იმიტომ რომ გვერდზე ოთახში მილენ ფარმერს[402] სძინავს.ძირითადად, ბარებში უსაქმურად ჯდომით ვიქცევ თავს. როცა

124

Page 125: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მეკითხებიან, როგორ ხარო, გვერდზე ვიყურები და სხვათემაზე გადამაქვს საუბარი, რომ არ ავტირდე. How are you? –საშინელი შეკითხვაა. Everything OK? კი – ხიფათის შემცველიჩაძიება.

ბოლოს, როცა მე და ჩემმა საცოლემ ვიჩხუბეთ, დიდადგულთან ახლოს არ მიმიტანია, იმიტომ, რომ აქამდეც ხშირადვკამათობდით ხოლმე, რასაც ხანმოკლე განშორებებიმოჰყვებოდა. ამჯერად კი ვიცი, გული მიგრძნობს, ყველაფერიდამთავრდა, აღარ დამიბრუნდება. მის გარეშე ცხოვრება უნდავისწავლო, მაშინ, როცა პირდაპირ საპირისპიროს ვაპირებდი:მასთან ერთად სიკვდილს.

იგი სხვანაირ სიყვარულს იმსახურებდა, მე კი ეს ვერ შევძელი,ამიტომაც მიმატოვა. ქალები ხშირად ასწრებენ მოვლენებს.რაღაც უნდა ვიღონო. გამორიცხულია, ჩუმად ვერდავიტანჯები.

– შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი სასიყვარულოისტორია იყავი.

როგორ ვერ ვიტან ამ წარსულ დროში გაკეთებულსასიყვარულო აღიარებებს!

მას შემდეგ, რაც დედაჩემთან აღარ ვცხოვრობ, სულ ვიღაცქალთან ვარ. დღეიდან უკვე მამაჩემივით მარტო ყოფნა უნდავისწავლო. ნეტავ ჩემი ცხოვრება უფრო მძიმე ყოფილიყო.სამწუხაროდ, იგი დამამცირებლად მარტივია: ჩვენყველანაირად ვცდილობთ არ დავემსგავსოთ მშობლებს დაბოლოს, როგორც წესი, მათი ზუსტი ასლი ვხდებით ხოლმე.

ბირჟა ლამისაა ჩამოიშალოს. „დოუ ჯონსის» აქციები მალე 7000-ზე ჩამოვა? 6500-ზე? უმუშევრობა მატულობს. ნიუ-იორკისმუნიციპალური ბიუჯეტი 3,6 მილიარდი დოლარითდეფიციტურია, ყველა ტელეარხი ერაყში მოსალოდნელ ომზესაუბრობს. ნიუიორკელები ტერაქტის მოლოდინში არიანატომური ბომბის გამოყენებით. ბავშვებს სკოლებშიინსტრუქციებს ურიგებენ, როგორ ამოქოლონ კარისჭუჭრუტანები ქიმიური თავდასხმის შემთხვევაში. ბევრმაოჯახმა ყოველი შემთხვევისთვის ჯიბის ფარნები, თოკები,წყალი და IOSAT-ის ტაბლეტები (წამალი, რომელიც ითვლება,რომ ორგანიზმს რადიაციისგან იცავს) მოიმარაგა. ყვითელიდონის საფრთხემ ფორთოხლისფრამდე აიწია. მე კიდევ

125

Page 126: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დავხეტიალებ და ჩემს ჭიპს დავცქერი განგაშის ქვეშ მყოფიქალაქის ქუჩებში.

ყველა ათწლეულს თავის უკურნებელი სენი აქვს: 80-იანებშიშიდსი იყო, 90-იანებში – შიზოფრენია, ოცდამეერთე საუკუნისდასაწყისში კი – პარანოია. ტოტალური პანიკის შესაქმნელადთაიმსკვერზე ერთი მოარული ბომბიც საკმარისია. 11სექტემბრის მერე ამერიკაში არც ერთი ტერორისტული აქტი არმომხდარა. ამას თითქოს უნდა დაემშვიდებინა მოსახლეობა,მაგრამ არა. ტერაქტის გარეშე ჩავლილი თითოეული დღე ახალიტერაქტის მოლოდინს ზრდის. ალფრედ ჰიჩკოკმა ერთხელთქვა და მერე ხშირად იმეორებდა ხოლმე: „ტერორიმათემატიკაა“. დღეს დილით ამერიკელებმა ხალიდ სეიხმუჰამედი დააკავეს, «ალ-ქაიდას» ერთ-ერთი მამამთავარი.თითქოს ამ ფაქტს უნდა დაემშვიდებინა ხალხი, თუმცარეაქცია საპირისპირო აღმოჩნდა: ახლა ამერიკის მთავრობასასტიკი შურისძიების მოლოდინშია.

უცნაურია, მაგრამ მსოფლიოში ამ ყველაზე საშიშ ქალაქში თავსისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ტერორიზმიშენობების თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილია,რომელიც მათ შუაზე აპობს. მე კი აქ ჩემს სტიქიაში ვარ.უშენოდ ცხოვრებას მაინც არსად არა აქვს აზრი. კატასტროფისადგილას ყოფნა ჯობია, როცა თან საკუთარ აპოკალიფსსდაატარებ.

რას ვეძებ აქ?

საკუთარ თავს.

ვიპოვი?!

09:23

ტერორიზმი სიმბოლოებს კი არ ანადგურებს, არამედ ცოცხალადამიანებს გლეჯს ნაფლეთებად. ჩვენი ცრემლები ერთმანეთსერევა: ჩემი, ჯეფრის და ჯერის. საბედნიეროდ, დევიდისაკუთარ, გამოგონილ სამყაროში ჩაიძირა. კიდევ კარგი, რომმან მაინც შეძლო ამ აუტანელი რეალობიდან გაქცევა.ლურდესს გაახარებს ღმერთი, საიდანღაც „ევიანის» ბოთლებიმოაქვს. ხარბად ვეწაფებით წყალს. კვამლისა და საწვავისსუნისგან გატანჯულებს ასფიქსიასთან ერთად

126

Page 127: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დეჰიდრატაციაც გვკლავს. ამ დროს ენტონის ასთმის შეტევაეწყება. საწყალი იატაკზე გორავს და იხრჩობა, ჩვენ კი არვიცით, რით ვუშველოთ. ლურდესი პირში მინერალურ წყალსასხამს, მაგრამ ენტონი ყველაფერს უკან იღებს. ჯეფრიმანიშნებს, რომ ტუალეტში შევიყვანოთ. მე ფეხებზე ვკიდებხელებს, ჯეფრი – იღლიებში (ერთი ხელი ენტონისსერიოზულად დამწვარი აქვს). ბავშვებს კიდევ ერთხელლურდესთან ვტოვებ. ენტონის სუნთქვა უჭირს და პირსაფჩენს. მე სულ ვცახცახებ, ჯეფრი ცდილობს, თავი აიყვანოს.იგი ენტონის თავს ონკანის ქვეშ აყოფინებს. ენტონიაღებინებს. მე ქაღალდის ხელსახოცის ასაღებად ვტრიალდები,უკან შემობრუნებისას კი ვხედავ, რომ ჯეფრის ენტონის თავიმკერდზე აქვს მიდებული. ენტონი აღარ იძვრის.

– რა?.. მოკვდა?

– არ ვიცი, ამის დედა ვატირე, ექიმი ვარ, თუ რა? აღარსუნთქავს! გული ხომ არ წაუვიდა?

აჯანჯღარებს, ლოყაზე ურტყამს. ხელოვნური სუნთქვისგაკეთებაზე თავს იკავებს (ღებინების გამო). ამას უკვე მევცდილობ, თუმცა უშედეგოდ. ორივე ჩუმად ვართ. ბოლოს მევეუბნები:

– დავტოვოთ აქ, იქნებ თავისით მოვიდეს გონზე. ბავშვებთანუნდა წავიდე.

ჯეფრი თავს აქნევს:

– შენ რა? არ გესმის? ეს ჩვენთვის აქედან გასვლის ერთადერთიშანსი იყო, ყველაფერი უნდა გვეღონა, რომ არ მომკვდარიყო,ახლა კი ყველაფერი დამთავრებულია, ცოტა ხანში ჩვენც უკანმივყვებით.

მე კარს ვაღებ და თან ვფიქრობ, რომ ტუალეტის სამფაქაღალდი ზუსტად ტუალეტის ვარდისფერი მარმარილოსკედლების ფერი იყო. უცნაურია, მაგრამ ჩემი ტვინი რატომღაცასეთ დეტალებს იჭერს, როცა თავში სულ სხვა რამე უნდამიტრიალებდეს.

– უნდა წავიდე, – ვეუბნები ჯეფრის.

ჯეფრი მე მეტი აღარ მინახავს. როცა ბოლოჯერ გავხედე,ტუალეტის იატაკზე იჯდა და ენტონის თავზე ხელს უსვამდა.

127

Page 128: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ვარდისფერი კარი მიჯახუნდა და მეც თავქუდმოგლეჯილიბავშვებისკენ გავიქეცი. გზაზე ვიღაც ჩემნაირი გაჭირვებულებიმეფეთებიან, რომლებიც წინ და უკან დარბიან, სათადარიგოკარს, არამწეველთა ადგილს, ლაბირინთიდან გასასვლელსეძებენ. თუმცა No smoking zone[403] პირველ ცათამბჯენში უკვეაღარ არსებობს. ლოს-ანჯელესში კი არ ვართ!

როგორ მინდა, რომ შემეძლოს ხუმრობა, ყველაფრის ფეხებზედაკიდება, იმის თქმა, მოხდეს, რაც მოსახდენია, მაგრამ, რავქნა? არ შემიძლია! შვილებს რა ვუყო! უნდა გადავარჩინო, ისეკი, მგონი, ისინი უფრო გადამარჩენენ, იმიტომ, რომმოდუნების საშუალებას არ მაძლევენ.

09.24

ნიუ-იორკში სირენები სულ სხვაგვარად კივიან, – wooowooo,პარიზში კი მათი ხმა უფრო პიპინს ჰგავს, – pinponpinpon. ამმოციმციმე woowoo-ში, რაღაც ძალიან შემაშფოთებელია. ნიუ-იორკი ქალაქია, სადაც 80 ენაზე საუბრობენ. ტერაქტისმსხვერპლი 62 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი იყო.

პირველ რიგში გრაუნდზეროზე მივდივარ.

– You mean the World Trade Center Site?[404] – მეკითხება ტაქსისმძღოლი.

ნიუიორკელები გრაუნდზეროს არ ამბობენ. მანქანა ქალაქისყველაზე დაბალ წერტილში, ოკეანის ნაპირას, პირდაპირგისოსებთან ჩერდება. ნიუ-იორკი დღეს გისოსია, რომელზეცდაღუპულთა ფოტოები, სანთლები და დამჭკნარი ყვავილებიამიმაგრებული. შავი ფერის დაფაზე ყველა „გმირის» (ანუმსხვერპლის), უფრო სწორად, ყველა მოწამის სახელიაჩამოთვლილი. სხვათა შორის, მემორიალზე ჯვარიააღმართული, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაღუპულიქრისტიანი არ იყო... დათოვლილ მიწაზე ყვავილები ყრია.დამავიწყდა, მეთქვა: ძალიან ცივა, თხუთმეტი გრადუსიყინვააა, 15 გრადუსი ზეროს ქვემოთ, ზეროზე ნაკლები: კარგიიდეაა ბრეტ ისტონ ელისისთვის[405]. Less than Ground Zero,გრაუნდზეროზე ნაკლები. მსოფლიო ფინანსური ცენტრისპირველ შენობაში შევდივარ. ეს აქ ერთადერთი გადარჩენილიშენობაა. არავითარი ჩხრეკა, არანაირი კონტროლი,

128

Page 129: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

თავისუფლად შემეძლო ტონა დინამიტის შეტანა. ზამთრისბაღში, მინის გუმბათის ქვეშ, რომელიც აშკარად ლონდონის„ბროლის სასახლის» შთაგონებითაა შექმნილი, ფანჯრიდანვიყურები, რომელიც პირდაპირ უზარმაზარ პირღია ორმოსგადმოჰყურებს. გრაუნდზერო ბულდოზერებით სავსეკრატერია. ასობით მუშა უკვე შეუდგა სარეკონსტრუქციოსამუშაოებს. პირველ სართულზე სხვადასხვაარქიტექტურული პროექტია წარმოდგენილი. არჩევანი დანიელლიბესკინდის სტუდიის პროექტზე შეჩერდა. აქ აშენდებაოთხი U-ს ფორმის, მსოფლიოში ბროლის ყველაზე მაღალიცათამბჯენისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიცდამსხვრეული კვარცივით აირეკლება მათ შორისგანთავსებულ აუზში. ასეთი შენობის აფეთქება არავისმოუნდება, ის ისედაც აფეთქებულია. მე ჯგუფ Think-ისპროექტი მომწონდა. მსოფლიო ფინანსური ცენტრის მეორემხარე ოკეანეს გადაჰყურებს: აქეთ ოკეანე, ქაფი და„სტარბაქსის» ყავაა.

ჩემს ყურადღებას ნაგვის გაუმჭვირვალე ურნები იპყრობს.ჩანს, საფრანგეთის პოლიციას აქაური კოლეგებისთვის არმიუწოდებია ინფორმაცია ისლამისტი ტერორისტებისპარიზული modus operandi[406], მოქმედების სტილზე: ურნებშიჩაგდებული ლურსმნებით გატენილი აირის ბალონები დარაღაც ეგეთები... საფრანგეთში ჩვენ კარგა ხანია მივეჩვიეთშიშის ქვეშ ცხოვრებას. აქ, სადაც გაიხედავ, ყველგან „კოპებია“,მზის სათვალითა და რაციით ხელში, მაგრამ ისინი ჯერ კიდევენდობიან ადამიანებს. გრაუნდზეროდან 30 მეტრში, გრინვიჩისქუჩის 96-ში Pussycat Lounge-ს შიშველი ფერიები ცეკვითამტკიცებენ, რომ ცხოვრება გრძელდება. „ვოდკატონიკის»გადაკვრის მერე ფედერალური სარეზერვო ფონდისკენმივემართები, სადაც მიწის ქვეშ 24 მეტრის სიღრმეში 10.108.475კილოგრამი ოქროა დაცული, მერე 1764 წელს აშენებულ წმინდაპავლეს სასწაულებრივად გადარჩენილ საკათედრო ტაძარშიშევდივარ. აქ მაშველებისადმი მიძღვნილ ექსპოზიციასვათვალიერებ: ვიტრინაში დაკარგულთა ფოტოები,ნანგრევებში ნაპოვნი ნივთები, კბილის პასტები, პამპერსები,ბანდის შეკვრები, კანფეტები, ჯვრები, ქაღალდის ფურცლებიდა ბავშვების ასობით, ათასობით ნახატია გამოფენილი. ხელიპირზე ავიფარე. ნანახმა საკუთარი უბედურება დამავიწყა.იდგა ცინიკოსი ამ გულისამაჩუყებელ ტკივილში და ტიროდა.

129

Page 130: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მოგვიანებით აქედან ოდნავ მოშორებით მდებარე კიდევ ერთსრიპტიზბარ „კარუსელში» ტანგაში გამოწყობილი მოცეკვავემიყვება, როგორ ზიდავდნენ 11 სექტემბრის მერე ორი კვირისგანმავლობაში „მაშველთა არმიის» წევრები მათგან ყინულებს,რათა გარდაცვლილთა ნათესავებისა და მაშველებისთვის,რომლებიც გაუსაძლის სიცხესა და ბოლში ნანგრევებსწმენდნენ, ცივი სასმელი მიეტანათ.

– როცა ტერაქტიდან ერთ კვირაში კლუბი გაიღო, გოგოებიჭკუაზე აღარ ვიყავით: ბარი აივსო უფასო სასმელსდახარბებული, გადაქანცული მუშებით, რომლებსაც ლაპარაკიდა გულის გადაშლა უნდოდათ. სასწრაფო დახმარებისა დასახანძრო მანქანების სირენები დღედაღამ კართან გაჰკიოდა,ყველაფერი იწვოდა, ხალხის ტევა არ იყო, ყველას ყურადღებისგადატანა უნდოდა, მახსოვს, იმ დღეებში ტანსაცმელზე სულთეთრი მტვერი მედო.

09:25

საერთოდ, რესტორნებში, როგორც გამიგია, საჭმელებს წვავენდა არა კლიენტებს. აქ კიდევ მწვადი ჩვენ ვართ. მამატუალეტიდან ისეთი შეწუხებული გამოვიდა, რო ლურდესსსახეზე კითხვის ნიშანი დაეწერა. მამამ უარის ნიშნად თავიგაუქნია.

– ენტონი იქ ჯეფრისთან ერთად დარჩა, – თქვა მან.

ჰგონია, რო მე და დეივი ვერაფერს მივხვდებით. დეივისა არვიცი და მე ყველაფერს მშვენივრად ვხვდები. ვიცი, რო აქჩაკეტილები ვართ, ვეღარც ზემოთ ავალთ და ვეღარც – ქვემოთ,აქ კი საშინელი სიცხეა. ისე მცხელა, ისე, რო მეტი აღარშეიძლება. ვცდილობ, სხვა რამეზე ვიფიქრო, მარა არ გამომდის.სიკვდილისთვის ჯერ ძაან პატარა ვარ. მინდა, რომასტრონომია ვისწავლო, ჩემს ტელესკოპში ვარსკვლავებსვცნობდე, NASA-ს მეცნიერ-ასტრონავტი გამოვიდე დაკოსმოსში ვიფრინო.

ფისი მინდა, ამიტომ მამას ხელს ვუშვებ, რომელიც დევიდსუხსნის, ბეტმენი არ ვარო.

– ბეტმენიც რომ იყო, მაინც არ გამოტყდებოდი, რო ბეტმენიხარ! – ეუბნება დევიდი.

130

Page 131: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– სად მიდიხარ?

– ფისი მინდა.

– მოიცა... არა!

მაგრამ უკვე გვიანაა, მე კვამლით სავსე დერეფანში გავრბივარ,ტუალეტის კარს ვაღებ და რას ვხედავ?! ენტონი იატაკზე წევს,ჯეფრი კი იქვე სარკეში იყურება.

– რა მოუვიდა? მოკვდა?

– არა, სძინავს!

– შენ რას შვრები?

– ვფიქრობ.

– მე ტუალეტში შევალ, სანამ შენ ფიქრობ.

– კაი.

ვერ ვაკეთებ. არ გამოდის. ასე მემართება ხოლმე ხანდახან,როცა ირგვლივ ხალხია. ვდგავარ დებილივით.

– რას შვრები, ქენი თუ არა?

– არა, მინდა, მარა არ გამოდის.

– მეც. მინდა, მარა ვერ გავდივარ აქედან.

შარვალს ვიწევ. ვცდილობ, თავი შევიკავო, მარა ჯეფრი მაინცხვდება, რო ვტირი. ერთმანეთს ფაიფურის ძაღლებივითვუყურებთ. ჯეფრი რაღაცის თქმას ცდილობს, მარა აზრებს ვერაწყობს: „ძალიან ბევრი... მე არ... ყველა მოვიყვანე... რა ვქნათ...არ შემიძლია“. ვგრძნობ, რომ ლაპარაკი უნდა, მარა აზრებიგაურბის. და ამ დროს, ჯანდაბა ამის თავს, შარვალში გამეპარა...

რო გამოვედი, მამა იქ იდგა, დევიდი ხელში ყავდა აყვანილი.ძაან გამიხარდა მამაჩემის დანახვა და კიდე გამიხარდა, რო არმეჩხუბა. ორივე სათადარიგო გასასვლელთან მიგვიყვანა. მევუთხარი, რო ენტონი ისვენებდა, ჯეფრი კი „ჩავიდა“.

– რას ნიშნავს „ჩავიდა?“

– თქვა, ჩემი მეგობრებისთვის რამე უნდა ვქნაო და წავიდა.უცნაური სახე ქონდა. თქვა, ფანჯრიდან ჩავალო. მა, როგორ

131

Page 132: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ჩავა ფანჯრიდან?

მამა ძაან დასევდიანდა. მიხვდა, რომ ჩავიფსი, მარა არაფერიმითხრა. კიდევ კაი, თორე დევიდის ყბიდან რა ამოვიდოდა.ჯერ ცხვირიდან სისხლი მომდიოდა, ახლა კიდევ ეს. ხო აზრზეხარ, რას მიზამდა?

– ბავშვებო, მე მგონი, ჯეფრის ვეღარ ვნახავთ.

ღმერთო, რა საშინელებაა!

09:26

„პასტისში» თეთრ ღვინოს ვუკვეთ. ეს რესტორანი ახლაძალიან მოდაშია. იგი კიდევ ერთი მოდური რესტორნის,„ბალთაზარის» მეპატრონემ კეიტ მაკ ნელიმ გახსნა.ტრადიციული ფრანგული ლუდხანის დეკორი შუა Meat Market-ში მშვენიერი იდეა იყო, თუმცა სამწუხაროა, რომ აქ საცურაოკოსტიუმებში გამოწყობილი გოგონები არ დატანტალებენ.ჩემს შეყვარებულს ვუთხარი, რომ ნიუ-იორკში მარტო უნდაგავმგზავრებულიყავი, რის მერეც მან საბოლოოდ გადაწყვიტაჩემთან დაშორება. ხალხი ფიქრობს, რომ უდარდელი ცხოვრებამაქვს, მაგრამ, ვაი, რომ ეს ასე არ არის. ინვალიდივით ვარ,ბოლომდე ვერაფერი მიმყავს. დაქორწინებას განშორებამოჰყვა, შვილის გაზრდაში თითქმის არ ვმონაწილეობ,შეყვარებული ვარ და ნიუ-იორკში მარტო გავრბივარ. ჩემისაქციელი უკვე აღარაფერში წერია და სამწუხაროდ, ჩემნაირიბევრია. No man’s land-ში[407] ვცხოვრობ. აღარც PLAYBOYINTERNATIONAL-ი ვარ და აღარც ბედნიერი მეოჯახე. მე ვარადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს დარომელსაც არავინ თანაუგრძნობს. ჩემი საქმე წასულია.წუწუნის უფლებაც კი არ მაქვს. შინაგანად მახინჯი დაინვალიდი ვარ. ზუსტად, როგორც ენრიკო მასიასისსიმღერაშია: „სიყვარულის მათხოვარი». უამრავ ოცდაათიწლის ადამიანს ვიცნობ, რომელიც ჩემნაირ მდგომარეობაშია. ესსიყვარულისთვის გამოუსადეგარი ხალხია. ერთი შეხედვით,თითქოს ზრდასრული, გამოცდილი ადამიანები არიან,სინამდვილეში კი ბავშვებივით იქცევიან. მოკლედ, გარედანმტერს უბნელებენ თვალს და შიგნიდან – მოყვარეს. არცწარსულის მოგონებები აქვთ და არც სამომავლო გეგმები. თანუნდათ, რომ საკუთარ მამებს ჰგავდნენ და თან არაფერი

132

Page 133: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

საერთო არ უნდათ მათთან ჰქონდეთ. მამებისგანმიტოვებულებს თვითონაც არ ღირსებიათ მამობა. ესსაყვედური არ არის, რადგან ეს მათი კი არა, საზოგადოებისბრალია. 1968 წლის პირმშოებმა ვერაფერში ივარგეს. არცსტაბილური შრომა შეუძლიათ და არც – სტაბილურიურთიერთობები. დეფექტური ფსიქიკა აქვთ: ქორწინებახუთავთ, უოჯახოდ ითრგუნებიან. ფსიქოთერაპევტებიც კიმხრებს იჩეჩენ: არ იციან, რა მოუხერხონ. ავტორიტეტებს ისინიარ ცნობენ და ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს ვერპოულობენ. საკუთარი ბავშვობა დავივიწყე, მაშინ, როცაყველაფერში მხოლოდ დასაწყისს ვეძებ; საკუთარ შვილს არვზრდი, როცა ნებისმიერ იდეაში სათავე და ჩანასახიმაინტერესებს მხოლოდ. საუკუნეების განმავლობაში ხალხისხვაგვარად ცხოვრობდა. ოჯახში იყვნენ: დედა, მამა და მათიშვილები. ორმოციოდე წლის წინ კი გადავწყვიტეთ, მამისადგილი გაგვეუქმებინა და შედეგიც სახეზეა. აბა, რასველოდით? რომ ყველაფერი ძველებურად იქნებოდა?ყველაფერი თავის ადგილს რომ დაუბრუნდეს, ისევსაუკუნეები უნდა გავიდეს. მე „მამის გაქრობით» მიყენებულზარალსა და შედეგს წარმოვადგენ.

ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემ გარდა აღარავინმიყვარს. ეს დღე სარკეში ჩახედვას ჰგავდა. ჯერ მთელი დილავფიქრობდი, ტელევიზიაში ჩაწერის დროს რა მეთქვა;შუადღისით, ნაფიქრს კამერების წინ ვიმეორებდი; საღამოსუკვე საკუთარ სიტყვებს ვისმენდი, ხანდახან ოთხჯერაც კი,იმიტომ, რომ ინტერვიუს რამდენჯერმე იმეორებდნენ. წინადღით ჩემი გამოსვლის მონტაჟს დავესწარი და საკუთარ თავსმონიტორზე შვიდი საათი ვუყურე. ფერად ეკრანზე მხოლოდჩემი ფიზიონომიის ყურება მსიამოვნებდა. მაგრამ აღმოჩნდა,რომ ესეც არ იყო საკმარისი. ჩემს მეგობრებს ჯერ ვურეკავდი,რომ გადაცემის დაწყების დრო შემეხსენებინა, მერე კი გამეგო,უყურეს თუ არა. ყველას ვეპატიჟებოდი, რათა თვალთმაქცურიირონიითა და ჭიქით ხელში მეთქვა: „მოდი, გუნდურადვუყუროთ ჩემს თავს».

მე ვადანაშაულებ სამომხმარებლო საზოგადოებას, რომ შემქმნაისეთი, როგორიც ვარ: უძღები! მე ვადანაშაულებ ჩემსმშობლებს, რომ შემქმნეს ისეთი, როგორიც ვარ: უხერხემლო! მევადანაშაულებ სხვებს, რათა არ დავადანაშაულო საკუთარითავი!

133

Page 134: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ბავშვობიდან თითქმის არაფერი მახსოვს. რამდენიმე მომენტი,თუმცა ამელი ნოტომზე[408] ნაკლები. მშურს იმ ადამიანებისა,რომლებსაც თავისი ჩვილობის ამბავიც კი წვრილად შეუძლიათგიამბონ. მეხსიერება მხოლოდ რაღაც გაელვებებს ინახავს,რომლებსაც ქაოსურად გიყვებით. ეგ არის და ეგ. ხანდახანმგონია, რომ 1990 წლამდე არც კი ვარსებობდი. სწორედ 90-შიგამოქვეყნდა ჩემი პირველი რომანი: სხვათა შორის, მემუარები.მწერლობამ ცხოვრებაში დამაბრუნა.

მაგალითად, მახსოვს მამაჩემის აგარაკი ვერბიეში, 1980 წელს.სახლში მხოლოდ მამაკაცები ვიყავით. მომწონდა ეს „კაცური»დასვენება და თხილამურებზე სრიალი. ყოველდღეფონდიუს[409] ვჭამდით. სახლში ქალები არ იყვნენ და ტვინსაცარავინ გვიჭამდა. მე ბუხარში ცეცხლს ვანთებდი, შარლიდაღამებამდე თხილამურებზე სრიალებდა, მამა ამერიკულჟურნალებს კითხულობდა. ის ყოველ დილით მე და ჩემს ძმას,„იკეას» საბნიდან გადმოყოფილ ფეხებზე ღუტუნითგვაღვიძებდა. ცდილობდა ის სითბო აენაზღაურებინა, რაც 15წლის განმავლობაში დაგვაკლო.

მახსოვს ასევე, როგორ დავიწყე 10 წლის ასაკში სამგზავროდღიურის წერა კუნძულ ბალის პლაჟზე, ინდონეზიაში.შუალედებში ჩემს უფროს ძმასთან საზღვაო შერკინებებითვირთობდი თავს, სანამ მამა სასტუმროს ბარში გარუჯულნაშებს აბამდა. რას ვიფიქრებდი მაშინ, რომ აღარასდროსშევწყვეტდი ჩემი ცხოვრების ქაღალდზე გადატანას. იმ პატარამწვანეყდიანი ბლოკნოტის ტყვეობას დღემდე ვერ დავაღწიეთავი.

გადავწყვიტე, საკუთარ თავში გავერკვე. პრუსტისეული„უნებლიე მეხსიერების» დაბრუნებას არ დავუწყებ ლოდინს,თავად გავემართები განვლილი გზის საძიებლად.

ნეი-სურ-სენის შესახებ არაფერი მახსოვს. ვიცი, რომ იქდავიბადე ერთ პატარა, თეთრკედლებიან სამშობიაროში. მეხომ „ცხრა-ორიდან“[410] ვარ. ალბათ, ჩემი ფუფუნებისადმილტოლვაც აქედან მოდის. მიყვარს სისუფთავე, მოვლილიეზოები, უხმაურო მანქანები, საბავშვო ბაღები, სადაც მძევლადაყვანის მოყვარულებს გაუფრთხილებლად ახლიან შუბლშიტყვიას და გერმანელი ძიძები, რომლებსაც რატომღაც მაინცინგლისურად nurse-ს ვეძახით. ბავშვობა ყველაზე მოსაწყენიდროა.

134

Page 135: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დიდი სიამოვნებით მოგიყვებოდით სკანდალური ხელოვანისმძიმე ბავშვობის შესახებ. ძალიან მინდა კოზეტი[411] ვიყო,მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი პათეტიკური არ გადამიტანიაცხოვრებაში. მთელი ჩემი პათეტიკა მის არქონაშია.

მე არ ვყოფილვარ ნანატრი ბავშვი. უფროსი ძმის დაბადებიდან17 თვის მერე მე ვიყავი ის, რაც იმხანად ჩვეულებრივმოვლენად ითვლებოდა: დაუგეგმავი მეორე ფეხმძიმობისნაყოფი. ბიჭუნა, რომელიც სასურველზე ადრე გაჩნდა.არანაირი სენსაცია! ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები 1965წელს ჯერ ფართოდ არ იყო გავრცელებული და ახალშობილთაუმრავლესობა ამქვეყნად დაუპატიჟებელი სტუმარივითმოდიოდა. ორი ბავშვი, მოგეხსენებათ, ორჯერ მეტითავსატკივარია, ამიტომ, უნდა ვაღიარო, რომ მამაჩემისადგილას მეც ზუსტად მისნაირად მოვიქცეოდი: დავახვევდისახლიდან, რაც 33 წლის შემდეგ, როცა ჩემი შვილი გაჩნდა,გავაკეთე კიდევაც.

კი, ბატონო, მე არ ვიყავი ნანატრი და სასურველი ბავშვი. რამოხდა მერე? მილიონობით ასეთი ადამიანი დადისდედამიწაზე და რაღაცნაირად ეგუება ამ აზრს. მით უმეტეს,რომ საპრეტენზიო არაფერი მქონია: სითბო, სიყვარული,ხელისგულზე ტარება და განებივრება არ მომკლებია. შვილებიხომ არასდროს არიან კმაყოფილნი. ხან სიყვარულისნაკლებობას უჩივიან, ხან კი – მეტობას. არ მინდა ახლა რომენგარივით[412] წუწუნი, ზედმეტად ვუყვარდი დედაჩემს-მეთქი.მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ბავშვისთვის ძალიანმნიშვნელოვანია რაიმე ტრავმის მიღება მშობლისგან. ესაუცილებელია. ჩვენ, ყველანი, ტრავმირებული ბავშვები ვართ,რომლებიც, ჩვენი მხრივ ჩვენს შვილებს ვაყენებთ ტრავმას. მემირჩევნია ჩემმა მშობლებმა მომაყენონ ტრავმა, ვიდრეუცნობმა ადამიანებმა.

და მაინც, ყველაფრისდა მიუხედავად, მე დაუპატიჟებლადმოვევლინე ამ ქვეყანას, საკუთარი ნება-სურვილითმოვაკაკუნე მის კარზე. ბოდიში, მაგრამ მაგიდაზე ერთითეფშის დამატება მოგიწევთ და დესერტიც იმდენი აღარშეგხვდებათ-მეთქი. მას შემდეგ სულ მგონია, რომ ყველგანზედმეტი ვარ. ვერ იქნა და ვერ მოვიშორე ეს კომპლექსი.აქედან მოდის ჩემი პარაზიტული ცხოვრების წესიც. ჩემიცხოვრება იმ საღამოს ჰგავს, რომელზეც მოსაწვევი ბარათის

135

Page 136: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

გარეშე მიდიან.

თუმცა გამოსავალი ვიპოვე. იმ საშუალებას მივაგენი, რომელიცყველასთვის სასურველ სტუმარს გამხდიდა. ეს ტელევიზიაიყო. მინდოდა, მუხლმოდრეკილ მასებს ჩემთვის მადლობაეხადათ, იმისთვის, რომ ვარსებობ; მინდოდა, ჩემი ფანებისურდოებს მათი კერპისთვის თვალის შევლებაზე ეოცნებათ;მინდოდა, ვყოფილიყავი რჩეული, ცნობილი, პოპულარული.სასაცილოა, არა? ასეთი პატარ-პატარა სისულელეებისგულისთვის მუშაობენ ადამიანები ჭაპანწყვეტამდე, იმისნაცვლად, რომ ადამიანურად იცხოვრონ.

09:27

რა მომწონდა ყველაზე მეტად ქენდეისში და მისი„ჰეზბოსური» ბუნება. ყოფილი ლესბოსელი ისეთიდახელოვნებული იყო საკუთარი სხეულის ცოდნაში, რომზუსტად იცოდა, რას და როგორ უნდა შეხებოდა, რომმაქსიმალური სიამოვნება მიეღო. ქალი, რომელიც არასდროსწოლილა ქალთან, ვერ იქნება ასეთი სექსუალური; ისევეროგორც – მამაკაცი, რომელიც არასდროს ყოფილა ბისექსუალი.რატომ ვფიქრობ ამ სექსუალურ სისულელეებზე, იმისნაცვლად, რომ თავს ვუშველო? სწორედ – იმიტომ, რომ თავსრაღაცნაირად ვუშველო. სანამ სექსზე ვიფიქრებ, ცოცხალივიქნები. როცა სხვა რამეზე დავიწყებ ფიქრს, ესე იგი, უკვემოვკვდი. ჯერი მეც ისე მიყურებს, როგორც – ზოგადადცხოვრებას: დაუმსახურებელი კეთილგანწყობით. იქნებ ამასჰქვია სიყვარული: სიკეთე მიზეზის გარეშე?

– რა უნდა ვქნათ, მამიკო?

– ვერაფერს ვიზამთ. აქ უნდა დაველოდოთ. ქვემოთ ჩასვლასმაინც აზრი არა აქვს.

– საცაა სახურავზე მაშველთა რაზმებს გადმოსხამენ, – ამბობსლურდესი, – რომლებიც კარს შემოანგრევენ და აქედანგაგვიყვანენ.

– ასე ფიქრობ? მე მგონი, ვერტმფრენს გაუჭირდება ასეთბოლში დაჯდომა.

– დაჯდომა არც დასჭირდება. საკმარისია რამდენიმე კოპის და

136

Page 137: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

სათანადოდ აღჭურვილი მეხანძრეების თოკით სახურავზედაშვება. ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ გავლილი აქვთსპეციალური მომზადების კურსები.

ლურდესი იმედს არ კარგავს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამკლაუსტროფობიურ გალიაში ვიღაცას აუცილებლად უნდასჯეროდეს. იმედი ესტაფეტასავითაა, ჟანგბადის ბალიშივითაა,რომელსაც რიგრიგობით გადავცემთ ერთმანეთს.

– მაშველები სახურავზე შავ ფორმებში, ნიღბებსა და ეგეთრამეებში დაეშვებიან, არა? – კითხულობს ჯერი.

– ჰო. აბა მიკის, დინგოს და დონალდის ფორმებს ხომ არჩაიცვამენ, – პასუხობს დევიდი.

– მაგარია. შესადუღებელი აპარატით, რანაირი ჩარაზულიცუნდა იყოს კლიტე, მაინც ორ წუთში გააღებენ.

– ალბათ დაბლოკვის ელექტრონულ სისტემაზე მიერთებასაცშეძლებენ, ტომ კრუზივით – „მისია შეუსრულებელია“.

– ვაუ! თოკზე ფეხით დაკიდებული! რა მაგარია!

რაღაცის აუცილებლად უნდა გვჯეროდეს. ლურდესი და ჯერიისევ იწყებენ ლოცვას: God save us, please save us.[413] ერთმანეთსხელებს ვკიდებთ და ჩვენი საპყრობილის ჭუჭყიან ჭერსშევყურებთ.

09:28

კატასტროფები საჭიროა: მათ შემყურეს ცხოვრება გინდება.2000 წლის ნიუ-იორკი 20-იანი წლების პარიზს ჰგავს, 1914-1918წლების მასობრივი მკვლელობების შემდგომ პერიოდს.„შეშლილი წლების» დადგომა საფრანგეთში შამპანურითაღვნიშნეთ. ამერიკელები იმხანად დროის გასატარებლადპარიზში ჩადიოდნენ. 11 სექტემბრის შემდეგ, „შეშლილიწლები» უკვე ნიუ-იორკში დადგა და ფრანგებიც აქეთ მოდიან,ოღონდ შეურაცხყოფის მისაღებად. პირადად მე, ვცდილობესპანური აქცენტით ვილაპარაკო. ასე უფრო მშვიდად ვიქნები:

– Olé ! Esta magnifico! Muy muy caliente![414]

ნიუიორკელი „გროგები» თავისიანად მთვლიან. „დიდი ვაშლი»

137

Page 138: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ხომ აკრძალული ხილია, რომელსაც მთელი მსოფლიოს ევებითავისი ქათქათა თეთრი კბილებით ხრავენ. თვითმფრინავებმააქაურობა ერთ დიდ „საროსკიპოდ» გადააქციეს. იქნებზედმეტად ოპტიმისტი ვარ? ქალაქი გლოვობს, ალბათ, ამიტომაცვია ყველას შავები. მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისს თუშეხვდებით, რომელმაც შეძლო უბედურების დავიწყება დაცხოვრების ძველებურად გაგრძელება. სინამდვილეში კი ბევრირამ შეიცვალა, ამას ძალიან მალე მივხვდები.

ამასობაში, ბარ Idlewild-ში, ქვედა ისტსაიდში ქალები დამამაკაცები წელს ზემოთ შიშვლები დადიან. ქალებს ძუძუებზეყვავილები ახატიათ. ამ ტენდენციას swinging lite[415] ჰქვია.ყველა ერთმანეთს ეხვევა, კოცნის, ეგლასუნება, მაგრამ სექსიარ შეიძლება. ასეთი საღამოები ხშირად ტარდება, ყველაზეცნობილი მათში Cake-ია.

– ეს ორგია არ არის, – მიხსნის ბარის მეპატრონე, – უბრალოდ„სექსფართია“.

ხშირად წყვილი ასეთი საღამოებიდან ვინმე მესამესთან ერთადმიდის. არა აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება თუ მამაკაცი დამერე ერთი-ორი დღე ტელეფონს აღარ იღებენ. აქ ისეთმამაკაცებსაც შეხვდებით, რომლებსაც უბრალოდ მოსწონთიმის ყურება, როგორ ლოკავენ მათი ცოლები ვინმე სხვას. ასეთსაღამოზე ჩაწერა შესაძლებელია მისამართზე: www.cakenyc.comან www.onelegupnyc.com. ეს უფრო hard-ია (მაგალითად, ბოლოსაღამოზე მათი პაროლი იყო: eat me[416]). შესვლის საფასური:წყვილისთვის – 50$, ქალისთვის – 15$. ოღონდგაითვალისწინეთ, რომ ასეთი საღამოები ძალიან მალემთავრდება, რადგან ყველა სასწრაფოდ საჟიმაოდ გარბის. ამახლებური დროს ტარების მიზანი ერთგულებისშეზღუდვებიდან გამოსვლაა, წყვილის ტრადიციულიურთიერთობების ფორმატიდან გათავისუფლებაა,ერთმანეთის სხვანაირად, საკუთარი სურვილების შეწირვისგარეშე სიყვარულია.

ნიუ-იორკი ერთადერთი ადგილია, სადაც ამგვარ „რარიტეტს»ნახავთ: გოგონები, რომლებსაც შუა ზამთარში ფეხზესანდლებში აცვიათ, ხელში სამკუთხედ ჭიქებში ჩასხმულივარდისფერი კოქტეილი უჭირავთ და კრეიგ დევიდის ჰანგებზეცეკვავენ. „კოსმოპოლიტანის» რეცეპტი ასეთია: ლიმონის„აბსოლუტი“, „კუანტრო“, შტოში და მწვანე ლიმონი. ამას

138

Page 139: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ყველაფერს ერთმანეთში ვურევთ და მარტინის ჭიქებშივასხამთ. ამ ვერაგმა სასმელმა ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი „ტონუსი» გამახსენა (ჯინი, არაყი, ბროწეულისსიროფი და ფორთოხლის წვენი): მეხსიერებაში პირველმალოთობამ და ვენაში აჩუხჩუხებულმა ცხელმა სისხლმაგაიელვა. ერთ ჭიქას ვუკვეთ თუ ხუთს?.. ბინ ლადენს ცუდიუნდა ამ გოგონებისთვის, მე კი – მხოლოდ კარგი მათი ვიწრომაისურებში გაჭედილი გათქვირული ძუძუებისთვის.ალკოჰოლი სიყვარულივითაა: თავიდან ძალიან მაგარია... დაუეცრად გონება გამინათდა და მივხვდი: PLAYBOYINTERNATIONAL-ი დღეს ქალია. ბრიჯიტ ჯონსია ან კერიბრედშოუ ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში». სწორედ მათიეშინიათ ისლამისტებს და ეს გასაგებიცაა. მათი მძიმეარტილერიის, რა დაგიმალოთ და, მეც მეშინია: ტუში,ბდღვრიალა ტუჩსაცხები, მაცდური სუნამოები და აბრეშუმისსაცვლები. ამ ქალებმა ომი გამომიცხადეს და მე, საწყალიც,შიშმა ამიტანა. იმიტომ, რომ შინაგანი ხმა მკარნახობს: ყველასვერ გაჟიმავ. აუცილებლად გამოტყვრება ვიღაც ახალი,რომელსაც უფრო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცმევა, ვიდრემის წინამორბედს და ა.შ. ეს არასოდეს დამთავრდება.ყოველდღე რომ თითო ჩარტერული რეისი დაატეხონ თავზე,მაინც ვერ შეაჩერებენ ამ საშიში ლამაზმანების, ამ ძვირფასიროსკიპების, ამ იმპერიალისტური სექსუალურობისშემოტევას, რომლებსაც მაისურებზე I ESCAPED THE BETTYFORD CLINIC[417] აწერიათ. ვერაფერს გახდებიან მათიგასაგიჟებელი დეკოლტეების და აპრეხილი წამწამებისფახულის წინააღმდეგ. ისინი კი უდიერად გესვრიან რეპლიკას:

– You’re not on my to-do list,[418] ერთი აქედან დაახვიე, მენ. დღესმონადირე მე ვარ. Scram! Beat it[419]!

– ყავა, თუ შეიძლება და ტაქსიც გამომიძახეთ.

იქნებ სიამოვნების სურვილმა შიშს აჯობა? ინტეგრისტებიდეზინტეგრირებულნი არიან. საფრთხემ საპირისპირო შედეგიგამოიღო. ჰედონიზმმა პიკს მიაღწია. ბაბილონი გაცოცხლდა.არც ერთი ქალი არ იმალავს ჩადრით სახეს, პირიქით,სტრიპტიზრესტორნებს ეტანებიან, „დახუჭობანას» თამაშობენ,სამსახურში კოლეგებს ეთომარებიან და speed dating[420]საღამოებზე პირველივე შემხვედრ მამაკაცს კისერზეეკიდებიან. სანამ იქ, შორეულ ქვეყნებში ბომბები ცვივა, აქ

139

Page 140: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

„შეშლილი წლები» თავაშვებულ სტარტს იღებს. ხალხისიცილით ეხვევა ერთმანეთს და ტერორიზმი ნამსხვრევებადიქცევა. ტერორიზმი არავის ატერორებს, იგი მხოლოდთავისუფლების სურვილს ამძაფრებს. სექსი სიკვდილთანცეკვავს. აქ არ არიან გამარჯვებულნი, მხოლოდ ჩემნაირილუზერები[421] არიან. ტრანსსექსუალების ჩინურ კაბარეში(Lucky Cheng), Happy birthday-ის მოტივზე ათრთოლებული ხმითასე მღერიან:

– Happy blow job to you! Happy blow job to you! ბედნიერ მინეტსგისურვებთ!

ჰაშიშით დაბოლილმა წვერიანმა მრავალცოლიანებმაგადაწყვიტეს სათნოების გაკვეთილი ჩაგვიტარონ. ეგრე იყოს,ჩათვალეთ, რომ გაიმარჯვეთ, ამის მერე თქვენნაირადვიცხოვრებთ: ჩვენც თქვენსავით ნარკომანი პოლიგამისტებიგავხდებით.

09:29

უკვე 45 წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც ფეხქვეშ თვითმფრინავიაგვიფეთქდა. „როგორ მინდა, რომ ბუზი ვიყო“, – ამბობს ჯერი.

– გაგიჟდი – ეუბნება დევიდი, – არ გინახავს ბუზი ფანჯრისმინას რომ ასკდება და გარეთ ვერ გადის? ჩვენნაირად!

– მართალს ამბობს, ჯერი. ჩათვალე, რომ მე და შენ უკვებუზები ვართ. დეივი კი კოღოა. ბზზზზ... აბა, დავიწყოთბზუილი და Windows-ს დავეჯახოთ.

და მეც ვიწყებ ბზუილსა და აქეთ-იქით სირბილს. ლურდესითვალებდაჭყეტილი მიყურებს, ჯერი – პირდაღებული. ბოლოს,როგორც იქნა, ჯილდოსავით დევიდის სიცილი ისმის: მანქაღალდის ხელსახოცით შუბლზე პატარა ანტენები გაიკეთა.ლურდესი ტაშს უკრავს, ჯერიც გვიერთდება და სამივენიბზუილ-ბზუილით კედლებს ვასკდებით. ენტონიმ სწორადშეარჩია ადგილი. ეს ნაწილი ყველაზე იზოლირებული გამოდგა,რადგან ყველა ხვრელის და ჭუჭრუტანის დაქოლვა იყოშესაძლებელი. ლურდესი სახურავზე გასასვლელ კარს ყურსადებს და გვანიშნებს, ჩუმად ვიყოთ, ვერტმფრენისა დამაშველების ხმა არ გამომეპაროსო; თუმცა ფოლადის ძელებისდნობის, დამწვართა კვნესისა და გამძვინვარებული ცეცხლის

140

Page 141: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ტკაცატკუცის გარდა, არაფერი ისმის. მაშინ დევიდი-კოღო ისევბზუილს იწყებს, ძმას თითს არჭობს, „გიკბინეო» დაორომტრიალიც იწყება.

კიდევ ერთი წუთით მივუახლოვდით სიკვდილს.

09:30

ამერიკაში მოგზაურობა ძველი ფრანგული ტრადიციაა,რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ შატობრიანმა[422] და მისმადისშვილმა, ტოკვილმა[423] ჩაუყარეს. ჩვენ გვიყვარსამერიკული გიგანტიზმის ცინიკური აღფრთოვანებით ყურება.მეცხრამეტე საუკუნეში რომანტიზმი და სკვოები[424] იყო,მეოცეში – მსოფლიო კაპიტალიზმი და სამომხმარებლოსაზოგადოება (მორანისა[425] და სელინის ნიუ-იორკი),ოცდამეერთეში კი უკვე სისტემის ხარვეზებმა იჩინეს თავი.იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ, როგორ გავქრებით ერთდღეს, საკმარისია წვიმიან ამინდში ბროდვეიზე ფეხითგავიაროთ. ცხოვრებისგან დაღლილ-დაქანცულიფუნქციონერები ტროტუარებზე დადგმულ ხის ტაფჩანებზეგაშხლართულან, მასაჟისტები კი მათ კეფას უზელენ.სექსშოპების ადგილი დისნეისთორებმა დაიკავეს. „კოკა-კოლას» თხევად-კრისტალური სარეკლამო ბორდებიგაფუჭებულია, მისი სისხლისფერი წითელი ლოგოდაზიანებული სტრობოსკოპივით[426] ნერვიულად ციმციმებს.რა უნდა ამ წვიმისგან დასველებულ ხალხს? ფული უკვეაღარაა მათი ღმერთი. სწორედ ამ პროსპექტზე გაიარა ლუიფერდინანდ სელინმა 1925 წელს. მოგვიანებით, 1932 წელს, მანთავისი შთაბეჭდილებები აღწერა წიგნში „მოგზაურობა ღამისდასალიერში“: „ეს კვარტალი ოქროთია სავსე. ეს ნამდვილისაოცრებაა. მისი ხმა კარს იქით ფულის შრიალში ისმის.დოლარი სულ უფრო და უფრო მსუბუქი ხდება. ნამდვილიწმინდა სულია, სისხლზე უფრო ძვირფასი». ახლა ყველაფერისხვანაირადაა, ხალხი აღარ აღმერთებს მაყუთს. ფულმაადამიანებს იმედი გაუცრუა, მაგრამ სხვანაირი ცხოვრებაც რომარ იციან? რა ქნან? წვანან ტაფჩანებზე და კეფას იმასაჟებენ,ცოლებს საყვარლებთან ღალატობენ, საყვარლებს –მამაკაცებთან. სიყვარულს ეძებენ, ვიტამინებს ყიდულობენ,მანქანებით დაქრიან და ასიგნალებენ, დიახ, ასიგნალებენ,იმიტომ, რომ ყველამ გაიგოს, ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები

141

Page 142: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

არიან.

საფრანგეთისა და ამერიკის ურთიერთობები ძველი, ჩავლილიისტორიაა. შეიძლება მათი აღდგენის დრო დადგა. საფრანგეთსისევ შეუძლია დაეხმაროს ამერიკას (იქნებ ამაში მაინც ივარგოსამ ჩემმა ქვეყანამ). საფრანგეთი ამერიკის დედა ვერ იქნება(დედა ინგლისია), მაგრამ ნათლიობაზე შეუძლია გაიქაჩოს.გინახავთ, ალბათ, ასეთი ნათლიები: ულვაშიანი მოხუციქალები, რომლებსაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშივხვდებით. პირიდან ცუდი სუნი ამოსდით, მათ დანახვაზეთავს ცოტა უხერხულად ვგრძნობთ და ამიტომ გვირჩევნია,მათი არსებობის შესახებ საერთოდ დავივიწყოთ, გამონაკლისიის იშვიათი წუთებია, როცა თავს კარგი საჩუქრებითგვახსენებენ.

„მედისონ ავენიუზე» გოგონა მოდის, რომელსაც შუბლზე შავიჯვარი აქვს გამოსახული, მას ორი ახალგაზრდა ვაჟი დარამდენიმე ბანკის თანამშრომელი მოჰყვება ისევ ისეთი შავიჯვრებით. მგონი, გავრეკე. რამდენადაც მახსოვს, არაფერიდამილევია. ახლა კი უკვე ათობით ასეთი ადამიანი მხვდება,დიდი და პატარა, წვრილი ჩინოვნიკები და ხელმძღვანელიპირი, ყველას შუბლზე ნახშირით ჯვრები აქვს დახატული.ალბათ, აქვე ახლოს ვიღაც შიზოფრენიკი დგას, გამვლელებსთავგზას ურევს და ისე ასვამს სახეზე ჯვრებს, რომ ისინი ვერცკი ხვდებიან. ქალაქელ ჯვაროსნებში გზას ვიკვლევ დაბოლოს... აი თურმე, რა ყოფილა: აქვე წმინდა პატრიკისტაძარია. დღეს ოთხშაბათია, დიდმარხვის პირველი დღე.ეკლესიაში შესვლის მოსურნეთა რიგი რამდენიმე კვარტალზეგადაჭიმულა. ხალხი მოთმინებით ელოდება სახეზექრისტიანული სიმბოლოს წმინდა ფერფლით გამოსახვას. აი,ასეთი რამ ხდება მსოფლიოს დედაქალაქში. ნებისმიერისოციალური ფენის წარმომადგენელი მზადაა თავისიშესვენების ერთი საათი ჭამის ნაცვლად ამ რიტუალსდაუთმოს. საფრანგეთში ასეთი რამ წარმოუდგენელია.

კიდევ ერთი სიახლე: ნიუიორკელები საოცრადკეთილგანწყობილნი, ყურადღებიანნი, დაუზარელნი დათავაზიანნი გახდნენ. მახსენდება 80-იანი წლებისთავაწყვეტილი ინდივიდუალიზმი, როცა ნიუიორკელი ისეგადააბიჯებდა ქუჩაში მწოლიარე უსახლკაროს, რომ სვლასაცკი არ შეანელებდა. ასეთ რამეს დღეს ვეღარ ნახავთ. ამის

142

Page 143: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

უპირველესი მიზეზი მაინც ისაა, რომ უსახლკაროები თითქმისაღარ არიან, ისინი ან დაიხოცნენ, ან ჯულიანიმ ქალაქიდანგააძევა. თუმცა გაჩნდა რაღაც სხვაც, აქამდე არარსებული:თავაზიანობა. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ეხმარებოდნენგამვლელები მხედველობადაქვეითებულ მოხუცს თოვლშიქუჩის გადაკვეთისას, როგორ მიაწოდა ქალმა მამაკაცსშემთხვევით დავარდნილი ქოლგა და როგორ უთმობდაერთმანეთს ადგილს ორი ადამიანი, რომელმაც ერთდროულადერთი და იგივე ტაქსი გააჩერა. დღეში ათჯერ, ოცჯერმხვდებოდა ენით აღუწერელი ჰიბრიდი, წარმოუდგენელიმუტანტი, დაუჯერებელი არსება: ალტრუისტი[427]ნიუიორკელი.

11 სექტემბერს ორი დიამეტრულად განსხვავებული შედეგიმოჰყვა: თანაგრძნობა ქვეყნის შიგნით და ულმობლობა მისფარგლებს გარეთ.

09:31

მე მქვია დევიდ იორსტონი და მამაჩემი სადაცაა სუპერმენადგადაიქცევა. მართალია ის არა-არას გაიძახის, მარა მისმუტაციას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს. რამდენიმე წუთის წინმან პირველი და უტყუარი ნიშანი გამოავლინა: ბუზივითდაიწყო ფრენა.

– არა, დევიდ, მე არ ვარ სუპერმენი. ნეტავ, ვიყო! თუ გგონიამომწონს და ვამაყობ იმით, რაც ვარ, ძალიან ცდები.

უარყოფის კლასიკური მაგალითი. სუპერძალების მქონეადამიანები ყოველთვის მალავენ, რომ მაგრები არიან, იმიტორო, ამით მოქმედების თავისუფლებას და გადაწყვეტილებებისდამოუკიდებლობას ინარჩუნებენ. აუ, რა მაგარი სუნიაშოკოლადის... მნა-მნა!..

– ეს კანფეტების მანქანაა, დნება ას მერვეზე, – ამბობსლურდესი.

მამაჩემი გალიაში გამოკეტილი მუტანტივით წრეებს ურტყამს.უცებ კამერას ამჩნევს, ჭერში დამაგრებულ პატარა რუხ ყუთს.მაღლა ხტომას იწყებს, თან წისქვილის ფრთებივით აქნევსხელებს.

143

Page 144: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– ჰეი, აქ ვართ! ეჰე-ჰეი!..

მამა ჯერ ჯერის იყვანს და კამერას ანახვებს, მერე – მე. ისემაგრა მავლებს ხელებს, რო ლამის იღლიები ჩამილურჯოს. ესიმას ნიშნავს, რო მისი სუპერძალები მოქმედებას იწყებენ.

– They can see us! Hello there![428] გაგვიყვანეთ აქედან!

ის ჰაერში ხტება და კამერას ატრიალებს, თითს კარისკენიშვერს.

– Look at the door! OPEN THE DOOR![429]

მამა პოგოს უბერავს. სუფთა Red Hot-ია. მაგრამ ამ პატარაკამერებს მიკროფონები არა აქვს, ამიტომ ტყუილად ყვირის.

რამდენიმე ასეული მეტრით ქვემოთ, დაცვის ცარიელ ოთახშიუამრავ მონიტორს შორის ერთ-ერთზე ორმოცი წლის მამაკაციდა მისი ორი შვილი გაშმაგებით ჟესტიკულირებდნენ. იქვე,გვერდით გაფითრებული სახით ჩუმად იჯდა ქალი დაზურგით კედელს ეყრდნობოდა. სხვა სათვალთვალო კამერებიანახვებდნენ დაცარიელებულ ოფისებს დამსხვრეულიშუშებით, გაჭედილ ლიფტებს დანახშირებული გვამებით,კვამლით სავსე დერეფნებს, სპრინკლერებით დატბორილშესასვლელებს, კიბეებს, რომლებზეც ხალხი ქვემოთ ჩარბოდა,ხოლო მეხანძრეები ქშენა-ქშენით ზემოთ მიიწევდნენ.ათასობით წითელი ნათურა ცარიელი სავარძლების თავზეციმციმებდა, სირენები კი ტყუილუბრალოდ გაჰკიოდნენ.

09:32

ყოველ შემხვედრს ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამ:

– Have you been to Windows on the World?[430]

ყველა ეჭვის თვალით მიყურებს და საყვედურის ტონითმპასუხობს:

– რა საჭიროა ამ საშინელების გახსენება?

ფრანგის მიერ დასმული ეს შეკითხვა შეურაცხმყოფელადჟღერს. თითქოს „რესტორანი – ფანტომის» გაღვიძებასვცდილობდე, Ghost Diner.[431] თავს ისევ ესპანელად ვასაღებ.

144

Page 145: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– Ma qué esta muy interessante and I lova youra countrya.[432]

ბევრი ნიუიორკელისგან გამიგია, რომ იმ დღის მერე ცისფერიცა მათი ქალაქის თავზე აღარ უყვართ. უღრუბლო ზეცა აქ აღარარის მშვიდობისა და უშფოთველობის სიმბოლო. ჩემს წიგნსშეიძლება სხვა სახელიც შევურჩიო: New York Parano (თანჰანტერ ტომპსონს[433] თვალს ვუკრავ). სახელმწიფოუშიშროების სამსახური ყველას ურჩევს, კარ-ფანჯარაზეასაკრავი პლასტიკური თასმები შეიძინოს, რათა ქიმიური ანბიოლოგიური თავდასხმის შემთხვევაში ჰაერისშემოსასვლელები ამოიქოლოს.

დღეს გადავწყვიტე ქალაქის დათვალიერება გავაგრძელო.ამჯერად მდინარე ჰუძონისკენ მივდივარ. 86-ე პირსთანმიუბამთ გიგანტური ავიამზიდი „შეუდრეკელი“. 1944 წლის 24ნოემბერს მას ორი იაპონელი კამიკაძე თვითმფრინავი დაესხათავს. მას შემდეგ იგი «საჰაერო, საზღვაო და კოსმოსურმუზეუმად» გადააქციეს. ეს ამერიკული ნაციონალურ-მილიტარისტული პროპაგანდის ნამდვილი ოლიმპია.შესასვლელში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ლოზუნგსვკითხულობ: Aim high.[434] დარბაზში ეროვნული ჯარისსადიდებელ კადრებს ატრიალებენ, რომლებსაც ეჭვის თვალითუყურებს მუზეუმში მყოფი ერთი-ორი იაპონელი ახალგაზრდადა რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც ნაყინის ჭამით არიანგართულნი. ჩემი მოსვლის მიზეზი, „ამერიკან ეარლაინსის»N11 რეისის ფიუზელაჟის ნაწილი, შუშის ქვეშაა მოთავსებული.ფრთხილად ვუახლოვდები რელიკვიას. ექსპონატები დიდიპათეტიკითაა წარმოდგენილი: პლექსიგლასის კვადრატზეგრაუნდზეროდან წამოღებულ ნაცრის ხალიჩაზე სათუთადაწყვია რამდენიმე დაზიანებული ნივთი: დამწვარი ნოუტბუკი,როტატორზე დაბეჭდილი ქაღალდის ფურცლები, რომლებსაცალაგ-ალაგ სისხლის კვალი ამჩნევია, ცენტრში კიგანთავსებულია დაახლოებით ერთი კვადრატული მეტრისსიდიდის დამდნარი ფოლადის ფილა. ჩემ თვალწინ დევს ის,რაც Windows on the world-ში შევარდნილი «ბოინგისგან» დარჩა.დაგრეხილი, დატალღული, დამწვარი ლითონის ნაგლეჯი. მისშუაგულში კი ოვალია ამოჭრილი: ილუმინატორი. ყველამნახველი ამ ფერფლში დასვენებულ ფანჯარასთან მიდის.Window on the dust – ფანჯარა მტვერში! ვიტრინისკენ ვიხრები.სულ რამდენიმე სანტიმეტრში ვარ რეისი N11-ისთვითმფრინავისგან. შუშა რომ არ იყოს, ხელით შევძლებდი

145

Page 146: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

შევხებოდი 11 სექტემბრის პირველ თვითმფრინავს.

ჯერ არასდროს ვყოფილვარ ასე ახლოს სისხლის ზღვასთან.

09:33

იესომ არ გადამარჩინა.

როგორ მინდოდა კიდევ ერთხელ გამესინჯა დედაჩემისგამომცხვარი ვაშლის ნამცხვარი, რომლის სუნიც დილაობითმეორე სართულზე მაღვიძებდა. ცა ბუხარში აგიზგიზებულცეცხლს ჰგავს, ჩვენ მანქანით მივდივართ – პატარა ლითონისყუთით ვარსკვლავების ქვეშ. ხშირად ვმოგზაურობდით ასეტეხასში, ამერიკის ყველაზე დიდ შტატში. მამა საჭესთან იჯდა,დედას ეძინა, ჩვენც, ბავშვები, უკანა სავარძელზევთვლემდით; მე თავს ვიმძინარებდი, სინამდვილეში კიბობინებზე ჩაწერილ სიმღერებს ვუსმენდი. გახსოვთ, ჯიბისწიგნის ზომის დიდი კასეტებივით ბობინები, ერთისიმღერიდან მეორეზე გადართვა რომ შეიძლებოდა? მამა Drivemy car-ს უსმენდა «ბითლზების» ალბომიდან Rubber Soul. მეცგულში ვმღეროდი: bee-beep, bee-beep, yeah!.. სულ იმის შიშიმქონდა, რომ მამას საჭესთან არ ჩასძინებოდა, ამიტომშინაგანად სულ ვყვიროდი: მამა, გაიღვიძე!

– მამა, გაიღვიძე!

– რა? დიდი ხანი მეძინა?

ლურდესი მიხსნის, რომ ერთი წამით გავითიშე, ეტყობა,გონება დავკარგე. ბავშვები ჩემსავით მოთენთილნი არიან.მომწამვლელი გამონაბოლქვი ისე მოგვიღებს ბოლოს, რომთავადაც ვერაფერს მივხვდებით. არადა, როგორ მინდადაძინება, ისევ იმ ბავშვობის სიზმარში დაბრუნება. ახლა ისევევნატრობ ჩემს ოჯახს, როგორც ქარიშხალში ოცნებობენ გასაბერნავზე. ლურდესი ლაპარაკს იწყებს. ახლა მისი ჯერია. ამბობს,რომ ძალიან უნდოდა შვილები ჰყოლოდა, მაგრამ არ გამოვიდა,რომ სწორედ ამიტომ ცდილობს ჩემს შვილებს დაეხმაროს, რომრესტორანში მისი ყოფნა სულ არ იყო აუცილებელი, რომსიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რომ აქედან უეჭველადგავალთ, ოღონდ ცოტა უნდა მოვითმინოთ. ვუსმენ დავხვდები: ამ ყველაფერში ერთი წამითაც არ ეპარება ეჭვი. იგირაღაც სასწაულებრივად მობილურზე საკუთარ ძმას

146

Page 147: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

უკავშირდება, რომელიც ნერვიულობისგან ჭკუაზე აღარაა.იმავეს უმეორებს, რასაც მე – მერის: დაუკავშირდი მაშველებს,უთხარი, რომ სახურავზე ვართ, კარგად ვართ, მაგრამ კვამლიმატულობს, აღარ ვიცით, სად წავიდეთ... ძმას იგი არამშვიდებს.

ეს ქალი წმინდანია. ჩვენ ასეთ ადამიანებს ყოველდღევხვდებით, ისე, რომ ამის შესახებ ვერც კი ვხვდებით.ლურდესი ჯიბეში რაღაცას ეძებს, მერე საღეჭი რეზინის მთელშეკვრას იღებს და ჩუმად გვირიგებს. ჩვენ მას პირში ისევიდებთ, გეგონება სეფისკვერი ყოფილიყოს. მერე ბიჭებიხელახლა იწყებენ ლურდესთან თამაშს.

მე სრულიად შეგნებულად გადავწყვიტე ჩემს სისხლთან დახორცთან განშორება. ეს ორი აბეზარი ტვირთად მაწვა და მეისინი მივატოვე. დღემდე მგონია, რომ მამაკაცები, რომლებიცსამ წელიწადზე მეტხანს ცხოვრობენ ერთსა და იმავე ქალთან,მატყუარები ან მშიშრები არიან. სიამოვნებით დავაპაშოლებდისადმე შორს ბურჟუაზიულ ოჯახურ სქემას: მამამ არ უნდამიატოვოს თავისი შვილების დედა მაშინაც კი, თუ მას სხვაქალი უყვარს. და თუ მაინც ამას გააკეთებს, მაშინ იგი ბინძური,უპასუხისმგებლო ნაძირალაა. „პასუხისმგებლობის გრძნობა»ძირითადად ცოლის მოტყუებას ნიშნავს. მე ამას არვეთანხმები. ნამდვილი პასუხისმგებლობის გრძნობა მაშინაა,როცა შენს შვილებს სიმართლეს ეტყვი და არა ტყუილებითგაბერავ. დღევანდელი ე.წ. თავისუფალი საზოგადოება, coolსაზოგადოება თანასწორუფლებიან სიყვარულს პაპიე-მაშესგანშექმნილ სიყვარულს უწოდებს. სამოციანი წლების მერეარაფერი შეცვლილა. მე ჩემს ორ შვილს დღესაც იმავეს ვეტყვი:არ არის საჭირო ერთად ყოფნა, თუ სიყვარული აღარგაკავშირებთ. თქვენ მხოლოდ სიყვარულის ერთგულნი უნდაიყოთ და ყველანაირი საზოგადოებრივი აზრის დედაც ვატირე.მე მინდა მათ ვუთხრა: მამობრივი სიყვარული ხელშეუხებელიადა არაფერი აქვს საერთო მათი მშობლების ურთიერთობასთან.მე მინდა მათ ვუთხრა ის, რაც მამაჩემს ჩემთვის არასდროსუთქვამს, იმიტომ, რომ მისთვისაც არასდროს უთქვამსმამამისს: მე თქვენ მიყვარხართ, შვილებო! მე თქვენმიყვარხართ, მაგრამ მე თავისუფალი ადამიანი ვარ. მე თქვენმიყვარხართ და ფეხებზე მკიდია ქრისტიანული მორალი.თქვენ ერთადერთი ადამიანები ხართ, ვინც სამ წელიწადზემეტხანს მეყვარება.

147

Page 148: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ახლა კიდევ ვზივარ აქ, ამ გავარვარებულ ქურაში დაუკანასკნელი იმბეცილივით[435] გულაჩუყებული ვტკბებიმათი ყურებით, თან ტკბილად ვეფლობი სწორედ იმ რეაქციულბურჟუაზიულ სქემაში. მალე ჩვენ ერთად დავიხოცებით. ახლახომ ნამდვილად ვიცი, რომ ყველაფერი, რაც აქამდე ყოფილაჩემს ცხოვრებაში, სიყალბე და ილუზიაა.

09:34

Cantor Fitzgerald-ის ყველა თანამშრომელი თავისი ლითონისმაგიდის ქვეშ შეძვრა, რათა ყველა თავ-თავის უჯრაშიამობუგულიყო. ორმოცდაათამდე კაცმა საკონფერენციოდარბაზს შეაფარა თავი. ვერ გეტყვით, ლოცულობდნენ თუ არა,მაგრამ სატელეფონო ზარებიდან ირკვევა, რომ სიტყვა„ღმერთს» ხშირად ახსენებდნენ. 92-ე სართულზე, Carr Futures-ის თანამშრომლები მუხლამდე წყალში იდგნენ. დაახლოებითოცდახუთი ბროკერი თვითმფრინავის შეჯახების დროსშეხვედრაზე იჯდა, მათი გვამები ისე ეყარა, გაზის კამერაშიგეგონებოდა თავი. 95-ე სართულზე თვითმფრინავის მარცხენაფრთამ ჭერი, კედლები, ფანჯრები, საინფორმაციო ჯიხური დარეცეფციის მარმარილოს დახლი შუაზე გადაჭრა. სრულისიბნელე იყო, ირგვლივ სისხლის გუბეები და დამწვარი თმისსუნი იდგა, აბსოლუტური მდუმარება და გაშეშებული გვამები.Keefe, Bruyette & Woods-ის, Investment Banking-ის განყოფილებისთანამშრომლებმა დროზე მოასწრეს ქვემოთ ჩასვლა დაგადარჩნენ. მხოლოდ ტრეიდერები დაიღუპნენ. ისინი არწავიდნენ იმიტომ, რომ აუქციონის დაწყების „გამაზვა» არუნდოდათ.

ქალაქს ათოვს. ტროტუარებს თეთრი მტვერი ეფინება, როგორც11 სექტემბერს, ოღონდ ამჯერად ეს ნამდვილი თოვლია. EmpireState Building-დან რომ გადმოხედო ქალაქს, იფიქრებ,ქუჩებისთვის თეთრი შალითა გადაუფარებიათო, როგორცრბილი ავეჯისთვის – სოფლის დაკეტილ სახლში. პოლიციისსირენების ხმა და გუგუნი ისმის, ქალაქის ვიბრაცია. სულრამდენიმე ტურისტმა მოინდომა ამ დილით აქ ამოსვლა. ცივიქარი თოვლს სახეში მაყრის და თვალებს მიწვავს. ხმისგამაძლიერებელში ელა ფიცჯერალდის სიმღერა ისმის: In mysolituuuude, you hauuunt me[436]. ირგვლივ ყველაფერი ბურუსშია,მაგრამ თუ ძალიან დავძაბავ თვალებს, გავარჩევ, სად წყალია

148

Page 149: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

და სად – ქვა. ისტრივერის ტალღებსაც კი ვხედავ, მრგვალ შავ-თეთრ კლაკნილებს ზედაპირზე. ჩემ ზემოთ Empire StateBuilding-ის შპილია,[437] რომელიც თავის დროზედირიჟაბლების მისაბმელი უნდა ყოფილიყო. ეიფელის კოშკისისარს ჰგავს, რომლის რეკორდის მოხსნასაც ამერიკელები 1899წლიდან ცდილობდნენ და მხოლოდ 1931 წელს შეძლეს.გადმოსახედ მოედანს წრეს ვარტყამ. თოვლის ფარდის მიღმამილები ჩანს, რომლებიდანაც ბოლი ამოდის. ნიუ-იორკიუზარმაზარ ქარხანას ჰგავს, რომელშიც ათი მილიონი კაციშრომობს. შაქრის მინანქარივით გადაკრულ თოვლისსაფარველს ალაგ-ალაგ რუხი ფერის შტრიხები ერევა. უცებდიდი ფორთოხლისფერი ლაქა გამოჩნდა: ეს ბრეზენტია,რომელიც მშენებარე სახლს აქვს გარშემორტყმული; აგეროქროსფერი ჩანს: რომელიღაც შენობის გუმბათია; ის კი,ბამბასავით თეთრ თოვლში სადაფივით ვერცხლისფრად რომბზინავს, Chrysler-ია. შეყვარებული წყვილი ფოტოს გადაღებასმთხოვს. ორივე მეზიზღება. მათი უდარდელობა ცივი ქარივითსახეში მირტყამს. მინდა, ქალს პირდაპირ თავის ბეწვისსაყელოში ვწვდე და შევაჯანჯღარო:

– შეირგე რა, სანამ დროა. ერთ დღეს ის თავის ძმაბიჭებთანერთად ნაშებში წავა, შენ კი მას სადმე სასტუმროშიკოლეგასთან უღალატებ და მერე მიატოვებ. და ვისგაახსენდება მერე ეს სურათი? ფირის ტყუილუბრალოდხარჯვაა და მეტი არაფერი. ჩააგდებთ სადმე ფეხსაცმლისყუთში და კარადაში შეტენით.

მავნებლობის ჩემპიონატში საპრიზო ადგილს ავიღებდი,თუმცა მე, რა თქმა უნდა, ვჩუმდები და მათ კოცნასსამუდამოდ უკვდავვყოფ. მერე ისევ სამხრეთისკენვბრუნდები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ აღარც ერთიცათამბჯენი აღარ დგას. Empire State Building-ს შეუძლია იამაყოს,იგი ძველებურად ქალაქის მწვერვალი გახდა. ოცდაათი წლისწინ იმ ორმა მეტოქემ მას პირველობა წაართვა, ახლა კი იგი,თავისი 381 მეტრი სიმაღლით, ისევ აქაურობის ბატონ-პატრონია. შუქჩრდილების თამაში პეიზაჟს წარამარა ცვლის.ჩრდილოეთით Pan Am Building-მა სახელი შეიცვალა. ახლა მასMetLife ჰქვია, ხოლო RCA Building ამიერიდან GE Building-ადმოინათლა. სამი რამ ცვლის ჰორიზონტს: ღრუბლები,ტერაქტები და სავაჭრო მარკები.

149

Page 150: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

09:35

ჰაერისთვის ვიბრძვით: ფანჯარაში ნახევრად გადაკიდებამაინც შეიძლებოდეს, რომ ამ ქურაში არ ამოვიხრჩოთ. აქფილტვები იძლევიან ბრძანებებს. ჯეფრი ცდილობს თავისკოლეგებს Risk Water Group-იდან, Windows on the world-ში აქა-იქდარჩენილი ჟანგბადის ჩასუნთქვაში დაეხმაროს. ზოგს ბარისდახლზე აყენებს, ზოგი სამზარეულოში საყინულესთანმიჰყავს, ზოგსაც ჩრდილოეთ ფასადის ფანჯრების რაფებზეასვლაში ეხმარება. ხანძარი ისევ მძვინვარებს. სხვაგანყოფილების თანამშრომლებმა სახანძროსთან დაკავშირებამოახერხეს, რათა მათგან ისევ იგივე ინსტრუქცია მოესმინათ:„დარჩით ადგილებზე, ჩვენ მოვდივართ». გეგონება, ვინმესშეეძლო აქედან გასვლა. ჯეფრი წყალს ეძებს, მაგრამ ონკანშიწყალი აღარ მოდის, ამიტომ იგი ჭერში დაკიდებულ ავზსაყირავებს, რათა თავის კოლეგებს ხელსახოცები დაუსველოს;ფანჯრებიდან წითელ ფარდებს გლეჯს, რომ კვამლისშემოსასვლელები დაახშოს; ფანჯრიდან გადაკიდებულისუფრას აფრიალებს, უამრავი იმ ადამიანის მსგავსად,რომელიც დახმარებას ითხოვს. ჯეფრის აღარ ეშინია. იგი გმირიგახდა. მეგობრებს დერეფანში გამოსვლაში ეხმარება, მაგიდებსაყირავებს, რომ დენმა არ დაარტყათ, რადგან იატაკი წყლითაასავსე, კედლებზე კი გაშიშვლებული ელექტროსადენებიმოჩანს.

მან ჯერ ყველაფერი გააკეთა სხვების დასახმარებლად, მერე კითვითონ სცადა ბედი, ჩანაფიქრი რეალობად აქცია. ვეღარგაუძლო ალბათ მისთვის ძვირფასი ადამიანების სიკვდილისყურებას. და აი, ჯეფრის ფარდის ბოლოები უჭირავს (ორ-ორიწვერი თითო ხელში) და უსასრულობაში დგამს ნაბიჯს.თავიდან ნაჭერი პარაშუტივით იშლება. მეგობრების დანახვაამხნევებს, იგი მათ შეშინებულ სახეებს ამჩნევს. სიჩქარემატულობს. ხელები დატვირთვას ვეღარ უძლებენ, პარაშუტიიგრიხება. არადა, ჯეფრი ასპენში პარაშუტით ხტომაშივარჯიშობდა, იცის, როგორ უნდა დაიხმაროს ამავალი საჰაერონაკადები. ქვასავით ეცემა. სიამოვნებით მოგიყვებოდით მისისასწაულებრივად გადარჩენის ამბავს, მაგრამ მეშინია, რომისევე მისაყვედურებთ, როგორც სპილბერგს, რომლისფილმშიც გაზის კამერებში საშხაპეებიდან წყალი მოდიოდა.ჯეფრი ვერ დახტა მსუბუქად და ელეგანტურად თითისწვერებზე. მისი უბადრუკი ფარდის ნაგლეჯი ორ წამში

150

Page 151: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დაიფლითა. ჯეფრი ქვაფენილზე გასკდა, თანაც ორი ადამიანიიმსხვერპლა: მეხანძრეს დაეცა, რომელსაც შენობიდანდაჭრილი ქალი გამოჰყავდა. ჯეფრის ცოლმა მეუღლისდაღუპვის ამბავი მისი მეგობარი მამაკაცისგან შეიტყო.ამგვარად, მან ქმრის ბისექსუალობისა და სიკვდილის შესახებერთდროულად გაიგო. გულის ამაჩუყებელი თავგადასავლისმოსათხრობად, მგონი, ჯობდა სხვა გმირი ამერჩია.

09:36

„99 ფრანკში», რომელიც 2000 წლის აგვისტოში გამოვიდა,„ჩანერგვითი» რევოლუციის აღსაწერად ასეთი მეტაფორაგამოვიყენე: „შეუძლებელია თვითმფრინავს გეზიშეაცვლევინო ისე, თუ მასში ვერ შეაღწიე». ოქტავ პარანგოდარწმუნებული იყო, რომ შეძლებდა მოვლენების შიგნიდანშეცვლას. რომანის ბოლოს კი აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავსარავინ მართავდა. როდესაც მან სააგენტოს ხელმძღვანელობაგადაიბარა, მიხვდა, რომ ავტონომიურ სისტემაში, რომელსაცარც მმართველი ჰყავს, არც მიმართულება აქვს და არც – აზრი,შეუძლებელია, რევოლუციური გარდაქმნების მოხდენა.კაპიტალისტური, „გლობალიზებული» სარეკლამოსაზოგადოება უძღები მანქანაა, რომელიც ავტომატურ რეჟიმშიფუნქციონირებს (უპილოტო თვითმფრინავის იდეა კი ერთიამერიკული კომიკური ფილმიდან ავიღე: „ამ თვითმფრინავსჰყავს პილოტი?“). 2001 წლის 11 სექტემბერს ეს მეტაფორამთელი თავისი შემაძრწუნებელი სიცხადით წარდგა ჩემწინაშე. ნამდვილად, თვითმფრინავისთვის გეზისშესაცვლელად მასში შეღწევაა საჭირო. მაგრამ თუთვითმფრინავში თვითმკვლელია? მაშინ ჩვენ ცეცხლოვანბურთად გადავიქცევით და ეს, რა თქმა უნდა, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. იქნებ კურსიდან გადახვევა კი არ არისჩვენი მიზანი, არამედ შენობის შენგრევა?თვითდესტრუქციულ სისტემაში ნებისმიერი სახისრევოლუციის მოხდენა მხოლოდ გარედანაა შესაძლებელი. არუნდა ახვიდეთ თვითმფრინავში! თუ ამ საზოგადოებისფერხულში ჩაებმებით, მისი თამაშის წესებს გაიზიარებთ,რეკლამასა და მედიაში მონაწილეობას მიიღებთ, მაშინ ერთმშვენიერ დღეს აუცილებლად მოხვდებით გიგანტურაფეთქებაში და CNN-ის პირდაპირ ეთერში მოკვდებით. დღეს„ჩანერგვა» თვითგანადგურებად გადაიქცა. ნამდვილი

151

Page 152: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

რევოლუცია კი შემობრუნებასა და წასვლაშია. მთავარიამონაწილეობა არ მიიღო. დროა პასიურ წინააღმდეგობასაქტიური დეზერტირობა ვამჯობინოთ.

ბოიკოტი სჯობს სკვოტს[438].

შევეშვათ საკუთარი პრობლემების სხვებისთვისგადაბრალებას. ემილ ზოლას მსგავსად, რომელიც ყველაფერშიმდიდრებს ადანაშაულებდა, მე „საკუთარ თავსვადანაშაულებ»:

საკუთარ თავს ვადანაშაულებ ნარცისიზმის წაქეზებაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ ადამიანთა ცდუნებაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ „პარკ-ავენიუსმემარცხენეობაში»[439].

საკუთარ თავს ვადანაშაულებ კარიერიზმსა დაგამყიდველობაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ ეჭვიანობასა და ტყუილში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ თვალთმაქცურგულწრფელობაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ ამ თვითკრიტიკით სხვისიგულის მოგებაში და ამით მომავალ დანაშაულთაგამოსყიდვაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ ორაზროვნებაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ Canal plus-ზე შურის საძიებლადწასვლაში, რადგან ვარსკვლავი ვერ გავხდი.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ ქედმაღლურ სიზარმაცეში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ უმანკო ავტობიოგრაფიებისწერაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ არ ვარ ჰეტერო ერვეგიბერი[440].

საკუთარ თავს ვადანაშაულებ შემგუებლობაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ შემგუებლობის მეტიარაფერი შემიძლია.

152

Page 153: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ საკუთარინევრასთენიის ერთადერთი მიზეზი ვარ.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ გაუბედაობაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ შვილის მიტოვებაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ არასდროსვცდილობდი საკუთარი თავის გამოსწორებას.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ გაგიჟებით მიყვარსის, რასაც თავგადაკლული ვაკრიტიკებ, განსაკუთრებით კი –ფული და დიდება.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ ჩემს ცხვირსა დასირს იქით ვერაფერს ვხედავ.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ თვითკმაყოფილებასთვითდისკრედიტაციად ვასაღებ.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ სიყვარულის არცოდნაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ ქალებისგან მხოლოდაღფრთოვანებას მოველი და არასდროს ვინტერესდები მათიპრობლემებით.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ უეთიკო ესთეტიკაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ ინტელექტუალურ (დაფიზიკურ) ნძრევაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ მორალურ (და ფიზიკურ)ონანიზმში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ საკუთარი ცოდვების ჩემითაობისთვის გადაბრალებაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ უსიყვარულობისა დაზერელობის ერთმანეთში არევაში (რა უსიყვარულობაზეალაპარაკი, როცა თავად არ შეგიძლია სიყვარული).

საკუთარ თავს ვადანაშაულებ სრულყოფილი ქალის ძებნაში(მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, სრულყოფილება არ არსებობს),რათა არასდროს ვიყო კმაყოფილი და მუდამ ვიწუწუნო.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ შეუხედავი ქალების

153

Page 154: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

შეუწყნარებლობაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ საკუთარი თავისგარდა ყველა ფეხებზე მკიდია.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ სხვების დადანაშაულებაში,რადგან მშურს მათი.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ მაქსიმუმის მოთხოვნასა დამინიმუმით დაკმაყოფილებაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ ნიუ-იორკთანინდივიდუალიზმისა და მეგალომანიის[441] გარდა არაფერიმაკავშირებს.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ უკან დასახევი გზის მოჭრაში,საკუთარი წარსულისგან ანუ საკუთარი თავისგან გაქცევასა დამეგობრების არყოლაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ ხმაურიან უძრაობასა და ცუდადშეფუთულ მამობრივ სიყვარულში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ ქრონიკულუპასუხისმგებლობაში ანუ ონტოლოგიურ[442] სიმხდალეში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ 1990 წლიდან მოყოლებულისაკუთარი ჭუჭყიანი თეთრეულის გამომზეურებაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ ჩემ უკან მხოლოდ ნანგრევებისდატოვებაში.

საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ ნანგრევებიმიზიდავს. იმიტომ, რომ ადამიანს ყოველთვის თავისი მსგავსიმოსწონს.

09:37

რა ცუდია, რო აქ სატელეფონო ჯიხური არ არი. კლარკ კენტისატელეფონო ჯიხურის გარეშე სუპერმენი ვერ გახდებოდა,იმიტო რო, იქ უნდა გამოეცვალა. მამიკოც ვერ გაშიშვლდებალურდესის წინაშე. ჩემთან და ჯერისთან კიდე ისე არშერცხვებოდა, ნანახი გვაქ უკვე მაგის „მოწყობილობები“.ჰოდა, როგორ გინდა ტრანსფორმირება, თუ გამოცვლა ვერმოახერხა? რა სისულელეა! როგორ ვერ მივხვდი აქამდე? და

154

Page 155: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ჯერიმ რო ჩაიფსა?! მაგას გონია, რო ვერ დავინახე. აბა, ჰო!იმიტო არ ვთქვი, რო მამა არ მოვაცდინო თავისი პროტონულიმეტაგლუციდაციის პროცესს. მეგონა, ტუალეტშიგამოიცვლიდა, მარა არა. ეს, ალბათ, იმიტო რო, არავინ გაიგოსრა სუპერძალები აქვს. ისე სუპერმენებს, როგორც წესი, არ ყავთშვილები, ამიტო, ამ საწყალს, სულ ჩვენგან მალვა უწევს. ისე,რას იზამს, როცა ჩაირთვება? კაი შეკითხვაა. მადლობთ, როდასვით ეს კითხვა. ჯერ თვალებიდან ლაზერის სხივსგამოანათებს, ამ დაჯავშნულ კარს გაჭრის და სახურავზე გავა.ცათამბჯენს აწევს (მას ხომ სუპერძალა აქვს) და მდინარეჰუძონში ჩააგდებს, რომ ხანძარი ჩააქროს. ხოწარმოგიდგენიათ, რამხელა ფშშშშშშშ იქნება, აი, ისეთი, დედარო პოპკორნის მოხალვას მორჩება და ცხელ ტაფას ონკანსშეუშვერს ხოლმე. მერე ცათამბჯენს თავის ადგილასდააბრუნებს და მეორეს აიღებს. მაგრამ ეს შეიძლება ძაანსაშიში იყოს იმ ხალხისთვის, ვინც შიგნითაა დარჩენილი,ამიტომ შეიძლება პირიქით ქნას: შეისრუტოს 100 მილიარდიტონა ზღვის წყალი და ტყუპს თავზე დაასხას. ორივეშესაძლებელია. ანდა შეიძლება უშველებელი სასრიალოგააკეთოს, ამისთვის კი სამშენებლო ხარაჩოებს ბრეზენტიუნდა მოხსნას (აქ უამრავია ეგეთი) და ხალხი ქვემოთჩამოასრიალოს; ანდა თავის რეზინივით ელასტიკურ სხეულსორ ცათამბჯენს შორის გადაჭიმავს და ხიდის მაგივრობასგაწევს; ანდა (ეს ბოლო გამოსავალია, თუ სხვა არაფერი დარჩა)პლანეტას ორი საათით უკან დააბრუნებს, როცა ჯერ არაფერიმომხდარა და ხალხს ეტყვის, არ მოვიდნენ სამსახურებში დამორჩა! აი, რას იზამს მამაჩემი, როცა თავის სუპერძალებსმოიკრებს.

09:38

აშშ-ის მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ის თან მსოფლიოსპატრონია და თან ვეღარც პატრონობს მას. სადღაც წავიკითხე,რომ დევიდ ემილს, Windows on the world-ის მეპატრონეს, იმდღის მერე თურმე სულ თან დააქვს უ. ჰ. ოდენის[443] ლექსი:

The winds must come from somewhere when they blow

There must be reasons why the leaves decay

Time can say nothing but I told you so.[444]

155

Page 156: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ნიუ-იორკში ჩამოსვლისთანავე ჩემში ბომონდის რუბრიკისჟურნალისტის ძველმა რეფლექსებმა გაიღვიძა: მოდურიჟურნალების ფლაიერებსა და Time Out-ს ვუკირკიტებ, ძველძმაკაცებთან ვრეკავ, რომლებიც მოსალხენად მუდმივმზადყოფნაში არიან, დისკოთეკებზე თვალებს აქეთ-იქითვაცეცებ და ჩანაწერებს ვაკეთებ, როგორც „გლამურის»კორესპონდენტობის დროს ვაკეთებდი ხოლმე, როცა ჯერკიდევ ოცი წლისა ვიყავი... ჩემი აზრით, ღამე ზუსტითერმომეტრია იმისთვის, რომ გავიგოთ: ეს ქალაქი ავადაა თუკარგად? ნიუ-იორკი თითქოს ბურუსშია: ჩაძირულია დარდსადა ახალ არაყში Grey Goose, რომელსაც საფრანგეთში ხდიან.რამდენიმე დაცარიელებული ბარის შემდეგ Scores-ში შევდივარ– „დიდი ვაშლის» ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ lapdancingbar-ში.წარმოიდგინეთ დიდი, ჩაბნელებული ოთახი, რომელშიცმამაკაცები მარტო ან ჯგუფ-ჯგუფად დადიან და 20-20 დოლარსარა სტრიპტიზის სანახავად იხდიან (ქალები პოდიუმზეჩვეულებრივად შიშვლდებიან), არამედ იმისთვის, რომაღეგზნონ, ხელი შეახონ, მოჯადოვდნენ, შეიგრძნონ სუფთათმის სურნელი, თაფლივით ტკბილი მუხლის გლასუნი, ხელისმხარზე მოთათუნება და კარამელივით ტაკუნების მათ ცისფერჯინსზე გახახუნება. ვისაც არ ესმის lapdancing-ი, ვერასდროსგაიგებს ამერიკას. აქ ფულს იმაში ხარჯავენ, რომ აუდგეთ დაარა იმისთვის, რომ გაჟიმონ. აქ ქალს კი არ ყიდულობენ,არამედ – ოცნებას, eye candy-ს – „თვალის კანფეტს“. ამერიკაქვეყანაა, სადაც მამაკაცები მზად არიან მთელი შემოსავალივირტუალურობის შესაგრძნობად, წარმოსახვით სამყაროშიჩასაძირად დატოვონ. აღეგზნებიან აღგზნებისთვის! მათმხოლოდ მიუღწეველი იზიდავთ. ისინი პურიტანები არიან(სარგებელს ცოლები იღებენ, როცა lapdancing-ის მერე ქმრებისახლში ბრუნდებიან), მაგრამ ოპტიმისტი, პატივმოყვარე,კეთილგონიერი პურიტანები. განსხვავებით ფრანგებისგან,ამერიკელებს ეგრევე ლოგინი არ უნდათ, მათ სიამოვნებაზეფიქრი ურჩევნიათ თავად სიამოვნებას, რეალობაზე მეტადოცნება ხიბლავთ.

– What are you writing? – მეკითხება ბიანკა, როცა ამ ჩემსდაკვირვებებს ბლოკნოტში ვიწერ.

– Nothing, darlingl.[445]

იგი სტრინგს იწევს და თავის ლოსიონწასმულ ჩაჭრილს

156

Page 157: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მანახვებს. და მეც უცებ თავს ისეთ ფრანგად ვგრძნობ...ყურთან მისი სუნთქვა მესმის, ის ტელეფონზე თავის მეგობარნიკის ელაპარაკება, ღმერთო, რა მშვენიერი სურნელი აქვთ ამქალებს. ქალაქის გამოჯანმრთელების ტკბილ დასიამოვნებისმომგვრელ პროცესში 20-დოლარიანები თავისითმიფრინავენ. ისინი ფრუსტრაციაში[446] ყოფნისთვის იხდიანფულს. მიიჩნევენ, რომ კარგია, როცა ყველა სურვილიერთბაშად არ სრულდება. ამერიკაში ოცნებები იმიტომ კი არახდება, რომ ამერიკელებს მათი ახდენა უნდათ, არამედიმიტომ, რომ მათზე ფიქრობენ და სულ არ აინტერესებთშედეგი. იმისთვის, რომ ნატვრა რეალობად იქცეს, ჯერ ერთხანსუნდა ინატრო. მაშ, მიდით, ქალებო, შენ – ლიკრისმინიშორტიანო, შენ – წითელლიფიანო, თასმებიანჩექმიანო,შენც, წითურთმიანო, გათეთრებულკბილებიანო,უშველებელძუძუებიანო, ზეპირად რომ იცით J-Lo სიმღერისსიტყვები ( Don’t be fooled by the rocks that I got / I’m still I’m stillJenny from the block / Used to have a little now I have a lot / No matterwhere I go I know where I came from)[447], შენც –ვარდისფერმაღალქუსლიან ფეხსაცმლიანო, შავლიფიანო დაჩახსნილ პერანგიანო და შენც, შიშველმუცლიანო, ჭიპშიგაყრილ სამკაულიანო, ტრაკის ღართან ტატუირებულყვავილიანო, ახალ-ახალი ქალების ნიაღვრებო, გამექეცით!იმიტომ, რომ თქვენ რომ მაკოცოთ ან ტელეფონის ნომერიდამიტოვოთ, ხომ დაგენგრათ თავზე ეგ თქვენი იმპერია და ეგარის!

საღამოს Mercer-ში escort-girl-ის გამოძახება გადავწყვიტე,ამისთვის საკმარისი იყო სასტუმროს კომპიუტერზე www.new-york-escorts.com ან www.manhattangirls.net-ი ამეკრიფა, თუმცა მერეგადავიფიქრე. სურათზე, იცოცხლე, ყველა მარწყვივითაა,მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, შეიძლება იმისთანამახინჯი შეგრჩეს ხელში, რომ გული გაგისკდეს. მახინჯი ქალისგაჟიმვა კიდევ შენს მტერს... მაგდენი ჯერ არ დამილევია.

09:39

ლურდესს პეიჯერით ატყობინებენ, რომ პენტაგონზეცთავდასხმა მოხდა. ეს უკვე ნამდვილი ომია. სად ჯანდაბაშიაძლევამოსილი ამერიკული არმია? განა გიმსუბუქებსმდგომარეობას იმის გაცნობიერება, რომ მარტო შენ არ კვდები?!

157

Page 158: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

რომ მცოდნოდა, აქ მოვკვდებოდი, პრეზერვატივის გარეშევიჟიმავებდი, მერის უფრო ადრე მივატოვებდი, მეტსვიმოგზაურებდი, ოპიუმს და ჰეროინს გავსინჯავდი, ნაკლებსვისწავლიდი და თალასოთერაპიაზეც ნაკლებ დროსდავკარგავდი; ქალებთან უფრო გამბედავი ვიქნებოდი დაუარის თქმისა და დამცირების შიშით ამდენ დროსტყუილუბრალოდ არ დავკარგავდი; განგსტერი გავხდებოდიდა არა ლენჩი კანონმორჩილი, ბანკებს დავაყაჩაღებდი;ქენდეისს ცოლად მოვიყვანდი და მერე ლამაზ ქვრივადვაქცევდი; მოწევას თავს არ დავანებებდი,ჯანმრთელობისთვისაა მავნებელი? რას გეტყვით, იცით?სიგარეტის კოლოფზე გამაფრთხილებელი წარწერა შეცვალეთ:„მართალია მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის,მაგრამ ამაზე უფრო მავნებელი «ბოინგია» თქვენს შენობაში“.კიდევ რას გავაკეთებდი? როკჯგუფს ჩამოვაყალიბებდი –ფულის გულისთვის მუშაობას შიმშილი სჯობს; ჩემს ბოსსუფრო ადრე „მოვაცურებდი“; ნიუ-იორკში ვიცხოვრებდი,გრძელ შავ პალტოს ჩავიცვამდი და შუაღამითაც მზის შავისათვალით ვივლიდი; ზამთარ-ზაფხულ ავტოგასარუჯ კრემებსწავისვამდი და რესტორნებში ვისადილებდი, სადაც შუქსიმიტომ აქრობენ (თუ, რა თქმა უნდა, ეს მოკლე ჩართვა არარის), რომ სანთლები აანთონ. ისე, რატომ სადილობენ ძვირფასრესტორნებში სულ სანთლის შუქზე? უფრო მეტ ავტომობილსვიყიდდი, იმიტომ, რომ ფული, რომლის დახარჯვასაც ვერმოვასწრებ, ხომ ისედაც დაკარგულია; ჩემს კლონსშევაქმნევინებდი; თავს გადავიპარსავდი, საინტერესოა,როგორი ვიქნებოდი?! ხალხს დავხოცავდი, ესეც საინტერესოა,როგორ გამომივიდოდა?! მეტ რისკზე წავიდოდი, იმიტომ, რომდასაკარგი არაფერი მექნებოდა.

ანდა შეიძლება უბრალოდ, მეცადა უკეთესი ვყოფილიყავი.

09:40

ახალი ჟანრის გამოგონება მინდა: ავტოსატირის. მინდა გავიგო,რატომ დამავიწყდა ყველაფერი? რატომ ამოვშალე ჩემიბავშვობა საკუთარი დღიურიდან? რატომ უნდა დავთვრეუგონოდ, რომ ვინმეს დაველაპარაკო? რატომ ვწერ, როცაყვირილი მინდა?

158

Page 159: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ჩემი მშობლები დაქორწინებულნი არასდროს მინახავს. რაცთავი მახსოვს, სულ გაშორებულნი იყვნენ და ერთმანეთსმხოლოდ ჩემ გამო ხვდებოდნენ. მეგობრები იყვნენ, მაგრამ არა– საყვარლები. არასდროს დამინახავს ერთმანეთისთვის ლოყისგარდა სადმე ეკოცნოთ. განა ეს მტკივნეულია? არა, იმიტომ,რომ მეც ზუსტად იგივე გავაკეთე. სხვათა შორის, ოჯახებისუმრავლესობა პირველი ბავშვის გაჩენისთავე ინგრევა. ეს უკვენორმად იქცა. მაშინ, გამაგებინეთ: თუ ამაში არაფერიგანსაკუთრებული არ არის, რატომ ვნერვიულდები ამაზესაუბრისას?

ბედნიერების დეფინიცია[448]: კიბორჩხალების დაჭერაგეტარიში. ექვსი წლის ვარ. ბაბუაჩემს პეპლის საჭერები მოაქვს(კიბორჩხალებს წყლიდან პეპლის საჭერით ვიყვანთ. რატომ არგვიყურებს ნაბოკოვი?!). ბედნიერებაა სენიცის პლაჟზემოხვედრა მიქცევის დროს, როცა ქვები ფეხებს გტკენს, მზე კიმარილიან ზურგს გიწვავს. იმ დროს ჯერ არ არსებობდა შავიმოქცევები. დაუვიწყარი ექსპედიციები იყო, ოღონდ არაკიბორჩხალებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს ზღვის წყალშიცოცხლად მოხარშვით ასრულებდნენ. ნეტავ, რატომვგრძნობდი თავს ასე ბედნიერად გეტარიში? ვითომ უბრალოდამთხვევაა, რომ ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი იქ გაიცნეს,შეუყვარდათ და დაქორწინდნენ.

თავს დაცარიელებულად ვგრძნობ, მინდა თავი გავიჩეჩქვო,გულის წასვლამდე ვიჟიმაო ან ჩემს წიგნებზე უარესირომანები წავიკითხო. ყველაფერი კი იმიტომ, რომ დავივიწყო:მე ვარ ცარიელი, ყბედი ადამიანი, წარსულის გარეშე.

ჩემი დევიზია: იქეცი იმად, რაც გძულს.

რატომ უნდა ყველას, ხელოვანი გახდეს? ყველა ჩემ ირგვლივან წერს, ან ხატავს, ან კინოს იღებს, ან მღერის, ან მუსიკასთხზავს. რას ეძებენ: სილამაზეს თუ ჭეშმარიტებას? არა, ეგსაბაბია. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ცნობილნი უნდათგახდნენ. ჩვენ გვინდა, რომ გავხდეთ პოპულარულნი, იმიტომ,რომ გვინდა ვუყვარდეთ. სიცოცხლეს ვეპოტინებით, იმიტომ,რომ ყველანი დაჭრილნი ვართ. გვინდა, ჩვენს ყოფას აზრიჰქონდეს, რაღაცისთვის ვარსებობდეთ, რაღაცა ვთქვათ, კვალიდავტოვოთ, უსაგნო ცხოვრება ავანაზღაუროთ. მხოლოდშვილების კეთება არ გვაკმაყოფილებს, გვინდა, მეზობელზემომხიბვლელნი ვიყოთ. მას ჩემსავით ეკრანზე გამოჩენა უნდა?

159

Page 160: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ეს უკვე მეტისმეტია: ჩვენს მეზობელს უნდა, რომ ჩვენზეწარმატებული გახდეს?! მას შემდეგ, რაც ხელოვნებასნარცისიზმის სენი შეეყარა, ყველას ერთმანეთისა შურს.

თაიმსსქვერზე ახალი Toys’r Us-ის უშველებელი მაღაზიაგაიხსნა, იმაზე დიდი, ვიდრე FAO Schwarz-ია. ხუთსართულიანიმეგასთორის ესკალატორზე ვდგავარ, ყველგან სათამაშოები,საბავშვო სიმღერები, კაშკაშა ფერები და საჩუქრებია. ყველამხრიდან მიტევენ გიგანტური რობოტები, საყვარელიტირანოზავრები, პლეისთეიშენები 2, 3, 8, 47... რატომ მაწვებასევდა ასეთ ადგილებში მოხვედრისას? სათამაშოები ამერიკისინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.ყოველდღე Disney-ს an Toys’R Us-ის ახალი მაღაზია იხსნება. ესის ადგილებია, სადაც მშობლები სულ უფრო და უფრო მეტფულს ხარჯავენ, რათა დანაშაული გამოისყიდონ; სადაცბავშვები საჩუქრებში ეფლობიან, რათა რეალობას გაექცნენ დასადაც შვილები და მშობლები ერთმანეთს გაურბიან.

აი, აქ იწყება ჩემი წიგნიც.

ნაწერი იმიტომ დგას გამოსახულებაზე მაღლა, რომ იგირაღაცას ისეთს მოითხოვს ჩვენგან, რაც არ არის წამიერი.საწვავი, რომელიც აუცილებელია წერისთვის და რომელსაცხელოვნება ჰქვია, არ იწვის თავისით, მას მწერლის ტანჯვითგამოწვეული ღადარი ასაზრდოებს. გამოსახულება კი უფრომარტივია, არ არის ასეთი შრომატევადი. იმისსაილუსტრაციოდ, რომ ნაწერი გამოსახულებაზე მაღლა დგას,ჩემი ყოველკვირეული ლიტერატურული გადაცემაცგამოდგება: როცა კადრის აღწერას ვიწყებდი, ვხვდებოდი, რომთვალს იგი აღარ ახსოვდა. თუ ტვინს ეძლევა არჩევანისსაშუალება ნახატსა და ნაწერს შორის, იგი ნაწერს ირჩევს. ჩვენიტვინი, რომელიც ჩვენზე ჭკვიანია, ყურებას წერას ამჯობინებს.

კინო და ტელევიზია ლიტერატურის გამოწვევაა. კინოსნამდვილად ეხერხება ამბის მოყოლა, აი, ტელევიზიამ კიმწერლები – VRP-ად, ანუ მიმოსვლის აგენტებად გადააქცია. რარჩება ლიტერატურას? სტილი, ენა, მუსიკა, ემოცია (სელინს ესმშვენივრად ესმოდა) და საკუთარი თავის შეცნობა,თვითიდენტიფიკაცია? ეს უმაღლესი ხელოვნებაა, ყველაზეგასაოცარი მოგზაურობა. ინდივიდუალისტურ სამყაროშინარცისიზმი ცეკვაა, ნელი slow, სადაც მწერალი მკითხველსგულში იხუტებს. ეს პიროვნების კულტი არ არის, ეს

160

Page 161: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

პიროვნების ხელშეუხებლობაა. იკითხო, ნიშნავს იყო ადამიანი.აი, რატომ უნდა ყველა ტელეწამყვანს მწერლობა.

როცა ხუთი წლის ვიყავი და ჩემი მშობლები გაშორდნენ, ისეხშირად მომდიოდა ცხვირიდან სისხლი, რომ ექიმებსლეიკემიაზე ეპარებოდათ ეჭვი. მე კი კმაყოფილი ვიყავი, რომთვეობით სკოლას მაცდენინებდნენ.

09:41

– Dad you’re not a super hero?[449]

და 09:41-ზე დევიდი, რომელსაც ცხოვრებაში არასდროსუტირია, გულამოსკვნილ ქვითინს იწყებს. არა, უცებ კი არა,ნელ-ნელა, თავიდან ვერც კი მიხვდა, რა ემართებოდა? პირისკუთხეები ძირს დაეწია, როგორც ჩარლი ბრაუნის კომიქსებშიხატავენ, თვალები დაუმრგვალდა, თან გაშტერებულიუყურებდა ჰერმეტულად დახურულ კარს, იმ ჯანდაბა საკეტს,მის უსარგებლო სახელურს და წითელ ტაბლოს, რომელზეცდიდი ტყუილი ეწერა: EMERGENCY EXIT – საავარიოგასასვლელი! მერე უცებ ქვედა ტუჩი გადმოატრიალა და მაღლაასწია, ნიკაპი კი ნერვიულად აუთრთოლდა. მე და ჯერიმერთმანეთს გაოცებული სახეებით გადავხედეთ: რას იჯღანება?ამის დროა ახლა? დევიდი თავს იფხანდა, ეტყობოდა, ვერგაეგო, რა ემართებოდა. მისი აჩქარებული სუნთქვა მესმოდა.თავიდან ვიფიქრე, ჰაერი არ ჰყოფნის-მეთქი, თუმცა ოთახშიახლა აშკარად ნაკლები კვამლი იყო. მერე ქოშინი დაიწყო,გეგონებოდა, ვიღაც თუ რაღაც უცხო არსება, რომელიც მასშიწლების წინ ჩაბუდებულიყო, გარეთ გამოსვლას ლამობდა.დევიდ-უდრტვინველი, დევიდ-სიმტკიცის განსახიერება,დევიდ-უემოციო პირველად ცხოვრებაში ტირილს აპირებდა.პირი მოაღო და გამწარებულმა დაიყვირა. იგი რაღაცასგაუგებრად ბუტბუტებდა: but, but, why, but, it’s, we, but, what(მაგრამ, მაგრამ, რატომ, ეს ხომ, ჩვენ...) და ბოლოს ესგაუგებარი მარცვლები ერთ დიდ უააააააა-დ გადაიქცა,ლოყებზე კი მრგვალ-მრგვალი ცრემლები ჩამოუგორდა. ჯერითვალს არ მაშორებდა, რომ ისიც არ ატირებულიყო, მე კი თავივეღარ შევიკავე და ყველანი ერთად ავქვითინდით. ერთმანეთსგადავეხვიეთ, როგორც ფეხბურთის გუნდი შესვენების დროს,ოღონდ ჩვენ, მათგან განსხვავებით, თავზე ჩაფხუტები არ

161

Page 162: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

გვეხურა და იმიტომ ვტიროდით, რომ წავაგეთ.

აქამდე ვფიქრობდი, რომ შვილების ყოლა საუკეთესოსაშუალება იყო სიკვდილის დასამარცხებლად. მაგრამ ასე არყოფილა. ერთ მშვენიერ დღეს შენც და შენი შვილებიცშეიძლება ერთად ამოიხოცოთ, ისე, ვითომ თქვენი ფერისკატასაც არ გაურბენია ამქვეყნად.

09:42

ამ ქალაქის დაუცველობა აშკარად თვალში საცემია. ერთმიდამოში ყოველდღიურად იმდენი ადამიანი იყრის თავს, რომიგი ყველა ჯურის ტერორისტისთვის მიმზიდველი სამიზნეხდება. თუ ვინმეს უნდა მაქსიმალური ზარალის მიყენებაძალების მინიმალური დანახარჯით, ნიუ-იორკი ამისთვისზედგამოჭრილია. ნიუიორკელებმა ეს მშვენივრად იციან:ცათამბჯენები საშიშია, ქალაქის ცენტრი ნანგრევებისპოტენციური გროვაა, ბროლის მონუმენტია. კაცობრიობისისტორიაში არ მოიძებნება ძალაუფლების ეპიცენტრი,რომელიც ასეთი ადვილად გასანადგურებელი იყოს.მიუხედავად ამისა, ხალხი აგრძელებს აქ ცხოვრებას. ისევე,როგორც – სან-ფრანცისკოში, სადაც ყველამ იცის, რომ ერთმშვენიერ დღეს დამანგრეველი მიწისძვრა მათ ქალაქსოკეანეში ჩაიტანს. ეს კიდევ ერთი გასაოცარი ამერიკულიფენომენია: ნიუ-იორკი, ისევე, როგორც სან-ფრანცისკო,აპოკალიფსური ბედის მეგაპოლისებია, თუმცა ხალხი მაინც არტოვებს აქაურობას. უცნაური ხალხია ნიუიორკელები:მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრება კი არ თრგუნავს მათ,არამედ მეტ ხალისს სძენს.

ერთი-ორი ეპიზოდი ჩემი ამნეზიური ახალგაზრდობიდან...რონალდ რეიგანი პრეზიდენტია... ყოველ საღამოს არჩევანისწინაშე ვდგავართ: სად წავიდეთ? ხუთსართულიან Danceteria-ში, Palladium-ში თავისი ტუალეტის წარწერებიანი კედლებით,Webster Hall-ში უზარმაზარი რიგებით შესასვლელში, Area-ში,რომელსაც ყოველთვე ინტერიერს უცვლიან თუ Nell’s-ში,რომელიც უზარმაზარ ბინას ჰგავს. ან იქნებ, ნეოგოტიკურიეკლესიის სტილში მოწყობილ Limelight-ში, ან კლუბ USA-ში?ბევრი ქვეყანა იცით, სადაც ღამის კლუბს ქვეყნის სახელიჰქვია? ყველა ეს ადგილი დღეს უკვე გამქრალია, წარსულის

162

Page 163: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ბურუსსა და ჩავლილ დღესასწაულთა ექოშია გაუჩინარებული.მხიარულება მინელდა, კლიენტებმა იკლეს, კლუბები აღარიკავებენ იმხელა ფართობებს, ცარიელი რესტორნები ბზინავენ,მაგია გაქრა.

80 წლის დიდ ფრანგ მწერალს თავის ბინაში ვეწვიე, რომელიცნიუ-იორკის უნივერსიტეტმა გადასცა. მისი მეუღლე მიხსნის,რომ ქალაქში ყველა სადომაზოხისტური კლუბი დახურეს:Vault, Hellfire, Nouvelle Justine. აღარაფერი აღარ არსებობს.ბოდიშს მიხდის, რომ დღევანდელ Submit Party-ზე ვერწამიყვანს, რადგან წვეულება მხოლოდ ქალებისთვისაა.ხელცარიელი არ მივდივარ: ფრენსის ფორდ კოპოლასკალიფორნიული წითელი ღვინო მიმაქვს, მაგრამ დიდიმწერალი ბოთლს არ ხსნის, იგი ხერესით[450] მიმასპინძლდება,რომელსაც ნეკერჩხლის სიროფის გემო აქვს. ისეთიშთაბეჭდილება მრჩება, რომ ბლინებს ვსვამ. საუცხოოდვგრძნობ თავს ამ თავისუფალი და ბედნიერი წყვილისგარემოცვაში, რომელიც 1957 წლიდან ერთადაა. დიდი მწერალიმიყვება, როგორ შეხვდა უილიამ ბეროუზს[451] la Coupole-ში.საშინელი ტიპი იყო, როგორც ყველა ნარკომანი.

– ცოლი მოკლა, – მეუბნება და თან თავის ცოლს უყურებს, –ოღონდ ჯერ მექსიკაში წაიყვანა.

– მექსიკაში თუ დამიპირებ წაყვანას, ფრთხილად ვიქნები, –პასუხობს იგი ღიმილით.

ვეუბნები, რომ სოჰოში არის ბარი, რომელსაც Naked Lunch[452]ჰქვია.

დიდი მწერალი ხუმრობს:

– იქ მხოლოდ დედიშობილა საუზმობენ?

მისი ბოლო ნაწარმოები, „გამეორება» აქ ახლახან ითარგმნა.მერე დიდი მწერალი მეუბნება, რომ მალე ამერიკაში ჩემირომანი გამოვა და ამ მოვლენის აღსანიშნავად აუცილებლადუნდა ვეწვიოთ სადილზე მის მეგობარს, ედმუნდ უაითს[453].ფესვებს ვუახლოვდები, ბებიაჩემის ქვეყანაში ვბრუნდები. არგამომივიდა ჩემს წინაპრებთან, საკუთარ ისტორიასა დასისხლთან კავშირის გაწყვეტა.

– ნიუ-იორკზე დასაწერად სულ არ არის აუცილებელი ნიუ-

163

Page 164: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

იორკში ჩამოსვლა. – მეუბნება დიდი მწერალი და თან თეთრწვერზე ისვამს ხელს, – მაგალითად მე ბერლინზე ასე ვწერ.

– უბრალოდ, ჩემი რომანები ძველმოდურია. სიახლეები კითქვენი საქმეა, შენსავით ახალგაზრდების!

ოდნავ მოგვიანებით Thom’s Bar-ში ბუხრის ცეცხლითა დაკოქტეილ „მარგარიტათი» გამთბარი ფიქრებს ვეძლევი: ჩემსშეყვარებულს ცოლობა უნდა ვთხოვო, მაშინ ამ წიგნსაცკეთილი ბოლო ექნება. მინდა შემდგომი 50 წელი ჩვენცისეთივე თავისუფალი და ბედნიერი ვიყოთ, როგორიც რობ-გრიიეს[454] წყვილია.

09:43

შუქი ქრება, მერე ისევ ინთება. ნათურები ციმციმებენ, როგორცღამის კლუბში. მერე უცებ სრული სიბნელე ისადგურებს. ამწყვდიადში ჩემი ორი შვილის უიმედო სლუკუნი მესმის.ჯოჯოხეთის გულში ვართ. სხვა გზა არ არის, ისევ რესტორანშიუნდა ჩავიდეთ. ბევრს აღარ ვფიქრობ, ერთ ადგილას ყოფნაშეუძლებელია.

– ადექით, ბავშვებო, ქვემოთ ჩავდივართ.

ბიჭები გულამოსკვნით ტირიან. ორივეს ხელს ვკიდებ დავაყენებ. ლურდესი უარის ნიშნად თავს აქნევს. ამბობს, რომ აქდარჩენა ურჩევნია. ჩვენ დიდხანს ვეხვევით ერთმანეთს.

– აუცილებლად შევხვდებით აქ ან სადმე სხვაგან.

– ღმერთი გფარავდეს, ქართიუ, შენც და შენს პატარაანგელოზებსაც.

– დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა ქვემოთ ჩამოსვლა?

– ილოცეთ ჩემზე. როცა აქ კარს გააღებენ, მე თქვენსსაძებნელად წამოვალ. ახლა კი წადით! ჩქარა!

და ჩვენ მას სიბნელეში ვტოვებთ.

გზად Windows-ის ერთ-ერთ ოფისში ინტერნეტში ჩართულკომპიუტერს ვამჩნევ. ქენდეისისთვის ნაჩქარევი მეილის წერასვიწყებ, ისე, რომ ვერც თავიდან გადაკითხვას ვასწრებ და ვერცშეცდომების გასწორებას. „ქენდი, შენ მომატყუე, იმიტომ, რომ

164

Page 165: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

არასერიოზული ვჩანდი. So what? ამას არა აქვს ახლამნიშვნელობა, იმიტომ, რომ შენი სხეული მე არ მეკუთვნის.ჩვენ მხოლოდ ჩვენი მარტოობა გვეკუთნის, შენ კიდე ჩემიმარტოობა დაარღვიე შენი მხიარულებით, ვარდისფერიტუჩებით, სევდით და მაგ შენი ფაჩუთი. მეშინოდა, რომმეთქვა, მიყვარხარ. სრული კრეტინი ვარ, როცა ვფიქრობდი,რომ შენ უმნიშვნელო ხარ. აქ მარტო შენზე ვფიქრობ. ქენდი,მაპატიე. მე აქ მალე მოვკვდები, ძაან ცუდად ვარ, მაგრამ შენმშველი. როცა შენზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ მინდა სხვაგავხდე. რაღაცა როლს ვთამაშობდი, არ ვიცოდი, შენგან რამინდოდა, რომ შემხებოდი. შენ გადამარჩინე, მაგრამ შენ ძაანგვიან შემოხვედი ჩემს ცხოვებაში, მე უკვე ყველაფერიგაფუჭებული მქონდა და ჩემს ცხოვრებაში შენთვის უკვეისეთი ადგილი აღარ იყო, როგორსაც იმსახურებდი. არ ვიცი, რავთქვა, მაგრამ საპატიო მიზეზი მაქ, ეს ჩემი ბოლოა. გახსოვდე,შენი ქართიუ».

ჩემ ირგვლივ სხვადასხვა ფერის საქაღალდეები და მუყაოსსანიშნებლებია მიმოფანტული, ეტაჟერიდან გადმოვარდნილCD-ებსა და საბეჭდი ქაღალდების შეკვრებს ვაბიჯებ.ქაღალდის საჭრელი დანები, მაკრატლები, სამაგრები, სკოჩებიდა საშლელები ლინოლეუმზე ყრია.

09:44

I am dazzled by the glorious collapse of the world[455]

Henry Miller, «შავი გაზაფხული»

რა ვქნა, ვერ გავხდი საქვეყნოდ სახელგანთქმული. პარიზისლიტერატურულ წრეებში კიდევ მეტ-ნაკლებად მიცნობენ,თუმცა ჩემი ყურით მოთრეული წარმატება რა მოსატანიამსახიობების ან როკვარსკვლავების პოპულარულობასთან.თავისუფლად შემიძლია ქუჩაში გასეირნება, ისე, რომ ფანებმაარ შემაწუხონ. ძველებურად ასო-ასო ვკარნახობ ჩემს გვარს,როცა თვითმფრინავის ბილეთს ვიღებ, რადგან სწორად„ბეგბედერის» დაწერა არავინ იცის. მოკლედ, Star-ობამდე[456]ჯერ ბევრი მიკლია.

მგონი, სულ გავგიჟდი: დავიწყე იმ სტატიების შეგროვება,სადაც ჩემი სახელია ნახსენები. გაზეთებიდან ვჭრი და

165

Page 166: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

საქაღალდეებში ვინახავ, რათა წლების მერე, როცა უკვე has-been, ანუ ყოფილი გავხდები, ჩემს შვილს ვანახვო.

– ნახე, საყვარელო, როგორი პოპულარული იყო მამიკოახალგაზრდობაში. სამწუხაროა, რომ შენ ეს არ გახსოვს. ხალხიგიჟდებოდა ჩემზე. გეფიცები! დედაშენს ჰკითხე, თუ არ გჯერა.ასეთი პოპულარულობა ძალიან მძიმე ტვირთი იყო, ამიტომაცგამომაგდო დედაშენმა სახლიდან.

– კი, მამა, ვიცი, რომ ვარსკვლავი იყავი. ერთი ასჯერ მაინცმანახვე ეგ გაზეთები. მაგრამ, ძალიან გთხოვ, ტყუილებს ნუმეუბნები. ისიც კარგად ვიცი, რატომ დაგშორდა დედა და შენიპოპულარულობა მანდ არაფერ შუაში იყო.

ზოგი ცნობილი ადამიანი ხალხში გამოჩენას ერიდება. მე კი,პირიქით, ყველგან ვარ. ვერ ვიგებ, რატომ უნდა გავქრე, თუყველას ვუყვარვარ. მაგას ჯობია, მოვიცადო, სანამ ხალხსყელში ამოვუვალ და მერე სამუდამოდ გავუჩინარდე, მითუმეტეს, რომ ამისთვის ბევრი ლოდინი არ დამჭირდება.

როცა პარანოია მიტევს, მგონია, რომ სისტემამ ყველაფერიგააკეთა ჩემი ამბოხის დისკვალიფიკაციისთვის: მომცა ფული,წარმატება, პოპულარობა და ამით ჩემი ფსევდორევოლუციურილოზუნგები უკვე სასაცილო გახადა. ჯერ არ ვიცი, რა შედეგსგამოიღებს ეს ეგზომ კომფორტული სასჯელი. შეიძლებაადამიანს ფუფუნებით პირი დაამუწვინო? შეიძლება დიდებაგახდეს რევოლუციის ჭირისუფალი? ეს ხერხი ენვერ ჰოჯამ[457]გამოიყენა, როცა ისმაილ კადარე[458] დეპუტატად დაასახელა.ეს ნიშნავს მწერალს კრიტიკულობა წაართვა და სანაცვლოდხელში ძალაუფლება შეაჩეჩო. როგორ უნდა გჯეროდეს იმისი,რასაც ტომ უოლფმა „პარკ ავენიუს მემარცხენეობა» უწოდა,ჩვენში კი „ხიზილალის მჭამელ მემარცხენეებს» ეძახიან.შეიძლება იყო მდიდარი და გინდოდეს ცვლილებები? დიახ,ოღონდ ამისთვის უმადური უნდა გახდე. „ბობუობა» და«ჯიბუობა» სწორედ უმადურობის ასაკში დარჩენას ნიშნავს.კარგია, როცა ბოჰემური ბურჟუა ხარ, უბრალო ბურჟუობასჯობია. მომბეზრდა, რომ ყველას თვალში თავგასული ბავშვივარ, რომელიც სათამაშოებს ამტვრევს. მე მათ იმიტომვამტვრევ, რომ ახლები შევქმნა.

09:45

166

Page 167: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

1797 წლის 10 ივნისს ტრიპოლიში ჩემმა წინაპარმა ჯონ ადამსმალიბიასთან მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომელშიც ოტომანთაიმპერიის (მაშინ მაღრიბის მიერ მართული) საყურადღებოდხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ამერიკა „არანაირად არ არისქრისტიანულ რელიგიაზე დაფუძნებული სახელმწიფო».ამერიკას ჯვაროსნული ომები არასდროს მოუწყვია ისლამისწინააღმდეგ. პირველი ომი ავღანეთში რუსების წინააღმდეგიყო მიმართული, და არა – ავღანელების. მაშინ ალიანსიც კიშედგა born-again christians, ხელახლა დაბადებულ ქრისტიანებსადა საუდელ ვაჰაბიტებს შორის (მოჰამედ იბნ აბდელვაჰაბის„ქვიშის კალვინის» (1703-1792) მიმდევრები). ხშირადგვავიწყდება ის, რაზეც უელბეკი საუბრობს ჟურნალ„ლირისთვის» მიცემულ საკმაოდ საკამათო ინტერვიუში, რომისლამიც იუდოქრისტიანობის მსგავსად თავს აბრაამისჩამომავლად თვლის. ამერიკის მმართველი რელიგიამუსლიმანური ფუნდამენტალიზმის ღვიძლი, მაგრამგადამტერებული და არის. ჩვენ ახალი „ბართლომეს ღამის»მოწმენი ვართ. ჯერი და დევიდი ნავთობმწარმოებელიქვეყნების წმინდა ბართლომეს მსხვერპლნი გახდნენ.ფუნდამენტალისტი ქრისტიანები ფუნდამენტალისტიმუსლიმანების წინააღმდეგ. მილიარდერების ამ ორი სექტისინცესტური შეხლა-შემოხლის გამო კი სიცოცხლეს მევესალმები.

კი, მაგრამ მე ხომ ამისი არასდროს მწამდა. ჩემი მშობლებიაბორტის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციისა დაჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. სინამდვილეშიკი დედა კონტრაცეპტივებს ყლაპავდა, მამა ყოველ საღამოსსვამდა, ტეხასი კი სავსე იყო პიდერებით და ბოზებით, ისევეროგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო. მე არასდროსვემხრობოდი ჩემი მშობლების ხედვას, უნივერსიტეტშიერთხანს ამერიკის შეერთებული შტატების კომუნისტურიპარტიის წევრიც კი გავხდი (ოღონდ მამაჩემის ჯიბრზე,რომელიც რონალდ რეიგანის მიმდევარი იყო). ამიხსენით,რატომ უნდა ვისჯებოდე მე ჩემი მშობლების ნაცვლად. ისინიწაიყვანეთ, თავისი წილი ცხოვრება ამ „თანამგრძნობმაკონსერვატორებმა» უკვე გაიარეს. მე კი მარქსისტი ვიყავი, ამისდედა ვატირე, ევანგელისტი კი არა. Oh my God, უკვეგავაფრინე!..

– მამა? თავი მტკივა...

167

Page 168: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– პირით ისუნთქე, შვილო.

Windows on the world-ის შავ ღრუბელში შევაბიჯეთ.

09:46

ნიუ-იორკში სადაც შეხვალ, ყველგან ან ორაგულის პაშტეტია,ან ორაგული ფენოვან ცომში, ან უბრალოდ ორაგული. ჯვარიაქვთ დაწერილი ამ ორაგულზე, თუ რა არის? სხვას არაფერსჭამენ? პარიზში ყველგან ახალშემოსული მწვანილის სალათია,აქ კი – ორაგულის სტეიკი, ორაგული მდოგვის სოუსში და ა.შ.

Meatpacking District-ის კლუბები ნამდვილად ამართლებენსახელწოდებას. ისინი მართლა საყასბოებს ჰგვანან. მანეკენებიკაუჭზე დაკიდებული საქონლის ხორცივით ცეკვავენ.კოკაინით გაბრუებულ ნიუიორკელს ვეკითხები, სად ისვენებსამ გიჟური ქალაქისგან. იბიცაში! – მპასუხობს. ზოგინიუიორკელი გამოუსწორებელია. შეუძლებელია მათი დახსნასაკუთარი აპოკალიფსურობისგან. მძვინვარებასაც აქვს თავისიხიბლი.

– Are U on the list ?

– My name is Oussama. Oussama Ben Fucking Laden, OK?[459]

თუ ასეთ სიფათებს ასე ეხუმრები, სირბილიც კარგი უნდაიცოდე.

იშვიათია, რომ მწერალს იმ წიგნისა ეშინოდეს, რომელსაც წერს.

„ტაში» მაღალი, ქერა, სევდიანი, შავებში ჩაცმული და ძმებითგარშემოტყმული ქალი მომეწონა. აღარც მახსოვს, როგორგავიცანი. შეიძლება, შემთხვევით ჭიქით არაყი გადავასხი, როცაახალგაზრდა მთვრალი ფრანგი მამაკაცი დამეჯახა. ბოდიშსვუხდი და მის თეთრ ძუძუებზე დასხმულ არაყს სათუთადვამშრალებ. სწორედ ამ დროს მეუბნება, რომ თუ არგავჩერდები, მისი დაცვა სახეს ამახევს. ვთხოვ, დაამშვიდოსისინი. ქალი იღიმის და თავის ორ, გოლიათური აღნაგობის ძმასმაცნობს. ვამჩნევ, მისი ფრჩხილების ლაქი და საღეჭი რეზინიერთი და იმავე ფერისაა. ვეკითხები, აქედან სად მიდის? როცაუცნობი ხარ უცხო ქალაქში, ამით უნდა ისარგებლო და შენსასბოლომდე მიაწვე. ლოტუსში, – მპასუხობს და ხალხშიუჩინარდება. მე ტაქსის ვიჭერ და ლოტუსში მივდივარ. ერთ

168

Page 169: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

საათში, როცა იგი თავის ცერბერებთან ერთად მოდის, მე უკვეგვარიანად შეზარხოშებული ვარ. ის დანახვისთანავე მიღიმის.თუ გინდა, რომ ამერიკელ ქალს თავი მოაწონო, უნდათავდაჯერებულად იმოქმედო. ყველა მოძრაობა და ჟესტიმომხიბლავი აქვს. როგორც ჩანს, ჩემი ნახვა ესიამოვნა, თუმცათავისი ძმების დაჟინებული ყურადღების გამო თავსუხერხულად გრძნობს. საუბარს ის იწყებს, თანაც მკლავზეოდნავ მეხება. ვეუბნები, რომ მთელი ჩემი ცხოვრებავოცნებობდი მოდელისთვის შვილების გაკეთებაზე.მეკითხება, ფრანგი ხარ? მე ესპანური აქცენტით ვიწყებსაუბარს. იცინის, თავისი ბროლის სიცილით. ჭიქას ვუვსებ,რომელსაც ერთ გადაკვრაში აცარიელებს. ნიუიორკელი ქალებიკი არიან ბროლისგან ჩამოსხმულნი, მაგრამ ძალიან მაგარიბროლისგან. პირველად ის იხრება ჩემკენ. ტუჩებში მკოცნის.ყინულივით ცივი ენა აქვს. ვნერვიულობ, ვაითუ, „ბიჭმა»მიმტყუნა-მეთქი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა, «ბიჭი» უკვეწამომხტარია. ვეკითხები: რა გქვია? ქენდეისი, – მპასუხობს.ახლა ის მეკითხება: რას საქმიანობ? ამ შეკითხვას ნიუიორკელიქალები ხშირად სვამენ და მერე თავში თქვენს ხელფასსითვლიან. ვეუბნები, რომ რომანს ვწერ Windows on the world-ზე.სახე უქვავდება, გეგონება, თავში ხელკეტი ჩავარტყი.მეუბნება, რომ თავის ძმებს ნახავს და ახლავე მოვა. რა თქმაუნდა, აღარ მოსულა.

09:47

A hundred times I have thought:

New York is a catastrophe,

And fifty times:

It is a beautiful catastrophe.

Le Corbusier[460]

09:48

არტ შპიგელმანმა ზუსტად თქვა: მსოფლიო სავაჭრო ცენტრსნიუიორკელები ისე შეჰყურებდნენ, როგორც – მექასმუსლიმები. იქნებ ცათამბჯენები სულიერ სიცარიელეს

169

Page 170: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ავსებდა? ეს იყო ორი დედაბოძი, რომელზეც ამერიკული მითიგანისვენებდა. საოცარი დასანახავი იყო მსოფლიო სავაჭროცენტრი მზის ჩასვლისას. ორი გაჩახჩახებული კოლონა,რომელსაც ახლოდან თუ დააკვირდებოდით, უამრავ პატარაყვითელ კვადრატს შეამჩნევდით. ეს ოფისების განათებულიფანჯრები იყო. შენობები, ერთი შეხედვით, მინის გიგანტურსაჭადრაკო დაფებს ჰგავდა, რომლებშიც პატარა მარიონეტებიყურმილს იღებდნენ და კიდებდნენ, ბეჭდავდნენ, უკოფეინოყავით ხელში მიდი-მოდიოდნენ, ძალიან საჭირო საბუთებსაფრიალებდნენ და ძალიან მნიშვნელოვან მეილებსგზავნიდნენ; ეს იყო ათასობით ციცინათელა სიბნელეში,ჭიანჭველების განათებული ბუდე, ატომური სადგური,საიდანაც ყველაფერი იწყებოდა და სადაც ყველაფერისრულდებოდა, დაუმარცხებელი მსოფლიოს შუქურა, ხმალი,რომელიც ღრუბლებს აპობს; დღის მიწურულს კი, როცა ცაწითლად ნათდებოდა და ნიუიორკელებს გულზე რაღაცლოდივით მძიმე აწვებოდათ, ცათამბჯენები მათ სიმხნევესმატებდა და სულიერ სიმშვიდეს უბრუნებდა.

09:49

ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია Windows-ში, ირვინგ ბერლინის (1939)God bless América-ს მღერის.

While the storm clouds gather far across the sea

Let us swear allegiance to a land that’s free

Let us all be grateful for a land so fair

As we raise our voices in a solemn prayer

God bless America, land that I love

Stand beside her and guide her

Thru the night with a light from above

From the mountains to the prairies

To the ocean white with foam

God bless America, my home sweet home

170

Page 171: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

God bless America, my home sweet home.

სანამ ჰორიზონტს იქით ღრუბლები გროვდება,

ერთგულება შევფიცოთ ამ თავისუფალ მიწას,

ამ სამართლიან მიწას მადლიერებით მივუძღვნათ

ერთხმად და ხმამაღლა წმინდა ლოცვები.

ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ჩემი საყვარელი მიწა,

არ მიატოვოს და მუდამ წინ მიუძღოდეს,

ღამით მაღლიდან გზას უნათებდეს,

მთებიდან და ვიდრე პრერიამდე,

ოკეანის აქაფებულ ტალღებამდე,

ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ჩემი ტკბილი სახლი,

ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ჩემი ტკბილი სახლი.

09:50

აი, კიდევ რა შეიცვალა 80-იანი წლების შემდეგ: ადრეამერიკელები ამბობდნენ – hi, ახლა კი ამბობენ, – hey, what’s up.[461] ახლანდელ მისალმებაში ნაკლები დელიკატურობა დამეტი გაოცებაა. მახსოვს, hi-ს ამბობდნენ ღიმილით,ზრდილობიანად, გაგრძნობინებდნენ, რომ უხაროდათ თქვენინახვა. დღევანდელი hey კატასტროფის შემდეგ სულსხვაგვარად ჟღერს, ასე მგონია, მეუბნებიან: „მოიცა, რასშვრები? ისევ ცოცხალი ხარ? ყოჩაღ, რომ ჯერ კიდევ გიდგასსული!» თუმცა, შეიძლება მე ცოტას ვაფრენ. შენობებს ისედავეძებ, როგორც სვავი – მძორს. ქუჩებში დავეხეტები, რომჯერ კიდევ თბილ-თბილი უბედურების სუნი შევიგრძნო.მწერალი ტურაა, ჰიენა, კოიოტი. ცოტაოდენისასოწარკვეთილება მიბოძეთ, თუ შეიძლება; უბედურებასდავეძებ, იქნებ მიმასწავლოთ; სადმე ახლოს სიმხეცე დასისასტიკე ხომ არ გინახავთ?! Bubble Yum-ს ობლების დარდთანერთად ვღეჭავ.

ზოგი კრიტიკოსი ფილმს „ფანჯარას მსოფლიოში» უწოდებს;ზოგი იმავეს რომანზე ამბობს. Windows on the world-ის

171

Page 172: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დაბურული შუშის კედლებში საკუთარ გამოსახულებასვხედავ: მაღალ მოხრილ სილუეტს შავ პალტოში, სათვალიანწეროს, გრძელი ნაბიჯებით რომ მიიწევს წინ. ნაბიჯს ვუმატებ,ვცდილობ გავექცე ამ აჩრდილს, რომელიც უკან მომდევს,როგორც მტაცებელი ფრინველი – თავის მსხვერპლს.ავტობიოგრაფიულ რომანს იმიტომ კი არ ვწერ, რომ საკუთარითავი გავაშიშვლო, არამედ იმიტომ, რომ დავიმალო, გავქრე.რომანი სარკეა ამალგამის[462] გარეშე, რომლის უკანაცვიმალები, რათა ისე ვიყურო, რომ ვერავინ შემამჩნიოს. სარკეს,რომელშიც საკუთარ გამოსახულებას ვხედავ, ბოლოს სხვასვუწვდენ.

ის, რაც აქ მოხდა, სულაც არ უშლის მოხუც ქალებს თავისიპატარა ძაღლუკები მედისონ ავენიუზე ასეირნონ, ისევეროგორც ქუჩის მოვაჭრეებს Gucci-ს მაღაზიასთან ახლოსტროტუარზე Gucci-ს ყალბი ჩანთები გამოფინონ. ყველაფერიძველებურადაა: ვერნისაჟები, სადაც ყველა შავ ტანსაცმელშიჩაცმული მიდის, კლუბები, სადაც მოსაწვევის გარეშე ვერშეხვალ და სასტუმროები, სადაც ყველაფერითვალისმომჭრელად ლამაზია. წარსულში დაბრუნებისმოთხოვნილება აქაც თავს მახსენებს და Wall Street-ისკენმივემართები, რათა შევამოწმო, ამუშავდება თუ არაპრუსტისეული რემინისცენცია[463] იმ შენობის დანახვაზე,რომელშიც 80-იან წლებში ვმუშაობდი. შესასვლელში კედელზეჯერ კიდევ კიდია წარწერა: Credit Lyonnais, მაგრამრეცეფციონისტი მიხსნის, რომ ფრანგული ბანკი უკვე კარგახანია uptown-ში გადავიდა. რა ვქნა ახლა, როგორ გადავერთო ათწამში პრუსტიდან მოდიანოზე? აქეთ-იქით ვიყურები:მიტოვებული შენობა, კონსიერჟის დაეჭვებული მზერა,მდუმარე და მისტერიული დაცვის თანამშრომელი. მეხსიერებაბინდითაა მოცული. ნუთუ აქ ვატარებდი მთელ დღეებს?ტყუილად ველი, არაფერი მახსენდება.

– Sir, you can’t stay here.

უნიფორმაში გამოწყობილი მოხეული ტიპი ნელი ნაბიჯითმოდის ჩემკენ.

– But I worked here a long time ago[464].

ტყუილად ვცდილობ ესპანელად თავის გასაღებას; ჩემიწარსული გარეთ მაგდებს, ვეღარ მცნობს, მბრუნავი კარისკენ

172

Page 173: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მიმითითებს. და მეც კიდევ ერთხელ ვაქცევ მას ზურგს.

09:51

კეტ სტივენსი მღეროდა: Ooh baby baby it’s a wild world.[465] WildTrade Center-ში ყველა დისკი მქონდა. კეტ სტივენსი, ისევე,როგორც ნილ იანგი[466] და ჯეიმს ტეილორი[467] ჩემი კერპებიიყვნენ. რამდენი გულისამაჩუყებელი სიმღერა და ნატიფიმინიატიურა ჰქონდა. ჯერ მარტო „ჰეროლდი და მოდის»მუსიკა რად ღირდა: წრფელი სიტყვები, გულისგამგმირავიმელოდია, ლირიკულობა და სიმარტივე. თითქოს ეს ავტორი,კომპოზიტორი და შემსრულებელი განსაცვიფრებელ ცოდნასატარებდა, თითქოს მას რაღაც უზენაეს ძალასთანმიესვლებოდა. „როცა მარტო ვრჩებოდი, – განაცხადა მანერთხელ, – სიმღერები თავისით მაკითხავდნენ“.

Times leaves you nothing,

Nothing at all (Time, 1970).

Oh mama mama see me, I’m a pop star.

Oh mama mama see me on the TV (Pop Star, 1970).

Trouble oh trouble set me free (Trouble, 1970).[468]

კეტ სტივენსის ერთ-ერთი მთავარი თემა, უმანკოებისდაკარგვა იყო. სიმღერის Where do the children play[469]დასაწყისი დღეს უკვე სულ სხვაგვარად ჟღერს:

Well I think it’s fine building Jumbo planes (…).

Will you tell us when to live.

Will you tell us when to die.[470]

მისი სიმღერები წინასწარმეტყველებასავითაა: Morning hasbroken, Home in the sky და მისი შედარებით ძველი სიმღერა Theview from the top can be oh so very lonely[471] (1967).

კეტ სტივენსის სიტყვებში გენიალური მწერლებისთვისდამახასიათებელი სიმარტივე იგრძნობოდა, მაგრამ ჩემთვისიგი მაინც სულ სხვა რამეს ნიშნავდა. ის ჩემი დარდიანიმარტოობის გამზიარებელი, გულითადი მეგობარი და

173

Page 174: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ერთგული თანამგზავრი იყო. საათობით ვიჯექი ჩემს ოთახშიტეხასში ფეხშიშველი ლოგინზე და მისი ალბომების ყდებსდავყურებდი. მისი გიტარის მკვეთრი ბგერის გაჟღერებისასსულში თითქოს სიმშვიდე ისადგურებდა. იმ დროსფირფიტების ზომა თორმეტი დუიმი იყო. მას შემდეგ, რაცვინილი CD-მ შეცვალა, მუსიკა „დისკების ინდუსტრიადგადაიქცა“, რომლის გზავნილიც უკვე ასეთი იყო: ამიერიდანმუსიკა აღარაა აღქმის საგანი, იგი სამომხმარებლო საქონელიაპლასტმასის ყუთში. არადა, საათობით შემეძლო მტირალნაგვის ყუთზე საუბარი. ალბომზე Mona Bone Jakon ნაცრისფერინაგვის ყუთი ეხატა, რომელსაც ცრემლი ჩამოსდიოდა. გინდათ,გითხრათ ჩვენი დროის ყველაზე ზუსტი მეტაფორა: ჩვენ ვართსლუკუნა garbage cans.[472] მომწონდა აგრეთვე მისისიმღერების უცნაური სახელწოდებები: Tea for the Tillerman,Teaser and the Firecat და ელტონ ჯონის სტილში შესრულებულიჩახვეულ-ჩახუჭუჭებული წარწერები, მათი არაჩვეულებრივი(ჟურნალი Rolling Stone წერდა: „დიადი“) არანჟირებებით.ვიოლინოები Lilywhite-ში (1970) პოპმუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო „გადასვლას» აკეთებდნენ, რაც კი ბენ ე.კინგის[473] Stand by me-ს მერე მომისმენია.

კეტ სტივენსი ცდილობდა რაღაც ეთქვა, მერე კი გაუჩინარდა.

You may still be here tomorrow,

But your dreams may not.

(Father and Son,1970)[474]

კეტ სტივენსმა ყველა თავისი შედევრი ერთი წლისგანმავლობაში დაწერა, 1970 წლის იანვრიდან ივლისამდე, როცასაავადმყოფოში იწვა და ჭლექისგან მძიმედ დასნეულებულისიკვდილს ებრძოდა. რომანტიკოსთა დაავადება: მოურჩენელიხველის და ნარკოტიკების, სასმლის და ქალებთანგატარებული უძილო ღამეების შედეგი. სწორედსაავადმყოფოში მოუშვა კეტ სტივენსმა წვერი.

1977 წლის 23 დეკემბერს ორმოცი მილიონი გაყიდულიალბომის შემდეგ, რომელთაგან შვიდი სამოცდაათიან წლებში„ტოპათეულში» შედიოდა, კეტ სტივენსი გაუჩინარდა. Swingingsixties-ის ვარსკვლავი, თავმდაბალი ადამიანი, რომელიც თავისი«როლს როისიდან» ფანების შეძახილების ფონზე თავდახრილიგადმოდიოდა, რომლის ცხოვრებაც ჩაწერებისა და

174

Page 175: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ტურნეებისგან შედგებოდა, რომელიც როკვარსკვლავისცხოვრებით ცხოვრობდა, კაიფით და სექსით ძვირად ღირებულსასტუმროებში, ერთადერთი ინგლისელი ბითლების შემდეგ,რომელიც წარმოუდგენლად პოპულარული გახდა ამერიკაში,რომელმაც ორი საღამო ზედიზედ Madison Square Garden-იმსმენელებით აავსო (შუა სიმღერაში მაყურებლები standingovations[475]-ს აკეთებდნენ), სტივენსონმა 1977 წელსმუსლიმანობა აღიარა. ყურანი მას ძმამ აჩუქა, რის შემდეგაციგი იერუსალიმში მეჩეთის მოსანახულებლად ჩავიდა, 1978წლის 4 ივლისს კი იუსუფ ისლამის სახელით მოინათლა. 31წლისა იყო. არც ერთ ასეთი მასშტაბის ვარსკვლავს არდაუტოვებია სცენა ასე მოულოდნელად და ასე ადრე. მანაუქციონზე თავისი თეთრი როიალი და ოქროს დისკები გაყიდა,ფული კი საქველმოქმედო ორგანიზაციებს დაურიგა.განცხადება გააკეთა, რომ ამის შემდეგ მხოლოდ იმისთვისდაწერს, რომ მუჰამედის სიტყვა ხალხთან მიიტანოს. როცასალმან რუშდის აიათოლა ხომეინიმ სიკვდილის განაჩენიგამოუტანა, იუსუფ ისლამმა ბრიტანულ სატელევიზიო არხსინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა: „ღვთის გმობისთვისერთადერთი სასჯელი სიკვდილია“. ეს იმავე ადამიანმა თქვა,რომელმაც Peace Train[476] დაწერა. დღეს მას თავზე დოლბანდიახურავს, გრძელი წვერი აქვს, ტრადიციული არაბული სამოსიდა ქოშები აცვია და ლონდონის გარეუბანში ყურანისშემსწავლელ სკოლას აფინანსებს. საკუთარ თავს იგი „ისლამისმიერ გადარჩენილს» უწოდებს.

რა ვიცი, მუსლიმანი ხომ არ გავმხდარიყავი, კეტ სტივენსის დაკასიუს კლეის მსგავსად? ქართიუ იორსტონი აღარ მერქმეოდა,ავიღებდი რაიმე არაბულ სახელს, ჯერის და დევიდს კიაბდულად და ალიდ მოვნათლავდი.

Ooh baby baby it’s a wild world.[477]

09:52

მეხსიერებიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიტივტივდება მოგონებებიამერიკაში გატარებული წლების შესახებ. პირველად მსოფლიოსავაჭრო ცენტრი ათი წლის ასაკში გადავიღე. მაშინ მამაჩემმავიდეოკამერა მაჩუქა, 8-მილიმეტრიანი ფირით. მახსოვს,ტყუპთან ტაქსით მივედით. ქუჩა დერეფანს ჰგავდა,

175

Page 176: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

რომელსაც აქეთ-იქით მაღალი შენობები კედლებივითმიუყვებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთისგიჟმაჟმა მდინარემ კანიონის ფსკერზე ჩამიტანა, თავი ქალაქშიკი არა, უფსკრულის ძირში მეგონა. შენობები ირეკლავდნენმათ წინ მდგომ სახლებს, ისინი – იმათ წინ მდგომს და ასეშემდეგ. ჩემი პაწაწინა სხეული გამრავლებულიყო და ყველამხრიდან მიყურებდა, როგორც ბოტანიკური ბაღის სარკეებიანლაბირინთში. მოედანზე ჩემი პირველი რეჟისორული ხედვაგამოვავლინე და ცათამბჯენები ქვემოდან ზემოთ გადავიღე. ამრაკურსით ისინი ცაში მიმავალ ავტომაგისტრალს ჰგავდნენ,მისი ზოლები კი – თეთრ ხაზებს, რომლის გადაკვეთისშემთხვევაშიც მძღოლს აჯარიმებენ. დიდხანს გადაღებაშეუძლებელი იყო: კასეტებიანი ვიდეოკამერისგანგანსხვავებით 8-მილიმეტრიანებს მხოლოდ სამწუთიანიეპიზოდების ჩაწერა შეეძლოთ, თანაც შეცდომა არ უნდადაგეშვა, რადგან ფირზე ზემოდან გადაწერა შეუძლებელი იყო.მე ჯერ სავაჭრო ცენტრის პირველ შენობას გადავუღე, მერე –მეორეს და ბოლოს, ისევ პირველს დავუბრუნდი. ამარასტანდარტული რაკურსით გადაღება არცთუ ისე ადვილიიყო, თავბრუ მეხვეოდა, უკან ისე ვიყავი გადახრილი, რომკინაღამ ტროტუარზე გავიშხლართე. მაშინ შევამჩნიეპირველად, რომ ქვემოდან ზემოთ ყურება ისეთივე შიშისმომგვრელია, როგორიც ზემოდან – ქვემოთ. ამ უშველებელიზომის მასტოდონტების[478] დანახვით პირველად შევიგრძენი,რა არის მეტაფიზიკა. უნდა ითქვას, რომ „ბოსუეს სკოლის»კატეხიზმოს გაკვეთილები ასეთი შთამბეჭდავი არ ყოფილა. ამორი ბეტონის კოლოსმა უბრალოდ კი არ გამაოგნა, არამედფიზიკურად დამთრგუნა. ეს რაღაც ჩვენზე უფრო ძლიერი იყო.ძალა, რომელიც ამ ცათამბჯენების შემქმნელთა შთაგონებისწყაროდ იქცა, არ შეიძლება ადამიანს ეკუთვნოდეს. თუმცა,კოლონებს შორის დაშორება ისეთი იყო, იფიქრებდი,არქიტექტორმა მამაჩემის მხრების სიგანით გაზომაო.შენობების ბუმბერაზული სიდიდის მიუხედავად, მათში რაღაცძალიან ორგანული იკითხებოდა. ის, რაც ჩვენზე ძლიერია, ჩვენვართ. ზაფხულის თბილი ქარი მოედანზე მადისაღმძვრელი,მოტკბო მდოგვმოსხმული (ოღონდ დიჟონის მდოგვი არგეგონოთ) ჰოთდოგების სუნს ატრიალებდა. მეც აქეთ-იქითდავხეტიალებდი, ვიღებდი, როგორ დასეირნობდნენ გრანიტისფილებზე ტურისტები, დაქროდნენ ბავშვები გორგოლაჭებითდა როგორ ცეკვავდა რობოტივით ვიღაც კაცი. მაგრამ

176

Page 177: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ცათამბჯენებს თვალს მაინც ვერ ვწყვეტდი, ჩემს კამერასმოჯადოებულივით იზიდავდა ეს ორი ტიტანი, რომლებსაცმხრებზე ცის კამარა ედგათ. შენობები თითქოს ჩვენს თავზეერთდებოდნენ, ტრიუმფალური თაღივით იკვრებოდნენ დაამობრუნებულ V-ს ემსგავსებოდნენ. მხოლოდ ცის წვრილითასმა ჰყოფდა მათ. ასეთი შენობების ამგები ან შერყეულიუნდა ყოფილიყო, ან ბავშვური ბუნება უნდა ჰქონოდა, ან –ორივე ერთად. კიდევ ერთი რამ იყო გამაოგნებელი: ფეხითმოსიარულენი. ისინი თავდახრილნი ჩქარ-ჩქარი ნაბიჯებითთავიანთ საქმეზე მიიჩქაროდნენ და ვერც კი ამჩნევდნენ, რომგოლიათების ფეხებში დაძვრებოდნენ. ზემოდან კი გოროზადმათ საშიში ახირება გადმოჰყურებდა.

09:53

ჯობდა მანჰეტენი ინდიელებისთვის დაეტოვებინათ, – 1626წლის შეცდომა! როგორ შეიძლებოდა იმ ადამიანის ნდობა,რომლის გვარიც მინუი იყო (Minuit ხომ ფრანგულად შუაღამეა).საფრანგეთში ეს გაგანია ბოროტმოქმედების დროა.

09.54

დავიღალე ფატალური რომანების წერით; დავიღალე უაზროპოსტეგზისტენციალური ძიებით; დავიღალე ჭვავის ყანაშიმადევრის როლის თამაშით, რომელიც ვერასდროს ვერავისდაიჭერს. მომავლის უტოპიას ვეძებ. რა უნდათ იმსაპროტესტო აქციის ახალგაზრდა მონაწილეებს, რომლებიცმსოფლიო ლიდერთა სამიტების ჩატარებას უშლიან ხელს? ჩვენმათ საჩქაროდ „ანტიგლობალისტების ჯგუფის» იარლიყიმივაწებეთ. სინამდვილეში, ისინი გლობალიზაციისწინააღმდეგნი კი არ არიან, არამედ კაპიტალისტური სისტემისსწრაფი გავრცელებისა, რადგან იგი ყველაფერს, რაც გზაზეხვდება, ანადგურებს და მიწასთან ასწორებს: ხალხსაც დაქვეყანასაც. ე.წ. „ანტიგლობალისტები» თავისი ცხოვრებისწესით ხომ სხვებზე მეტად „გლობალისტები» არიან: ისინიბევრს მოგზაურობენ, ერთმანეთს ინტერნეტითეკონტაქტებიან, მსოფლიოს ყველა ენაზე ლაპარაკობენ დაშეხვედრებს ტექსტური შეტყობინებებით ნიშნავენ. ის, რაცმათ აწუხებთ, შორი დისტანციების დაახლოება კი არ არის,

177

Page 178: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

არამედ ყველაფრის მოსწორებაა, სამხრეთისა და ჩრდილოეთისგათანაბრებაა, ფულისა და კერძო ინტერესების უსაზღვროძალაუფლებაა. გენუაში მომხდარი ინციდენტი სწორედ ამგანადგურებისა და მიწასთან გასწორების მაგალითი იყო.კარლო ჯულიანი[479] (ნეტავ, რუდოლფ ჯულიანი ნათესავადხომ არ ერგებოდა?) მტვრად და ქვიშად ამ გამართულადმომუშავე, კარგად დაზეთილმა მანქანამ აქცია. მისმასიკვდილმა „თავისუფალი» მსოფლიოს ახალი ლიდერებისჭეშმარიტი სახეები დაგვანახვა: ბერლუსკონისა და ჯორჯბუში-უმცროსის, კიბერპრეზიდენტების, მარკეტინგულიპოლიტიკის მძიმე არტილერიის საშუალებით ძალაუფლებისსათავეში მოკალათებულების.

რა არის ეს ახალი სახელწოდება, „ალტერგლობალიზაცია“,რომელიც პორტო ალეგრეს[480] ცნობილ შეკრებაზეგაჟღერებული ლოზუნგიდან – „ახალი მსოფლიოშესაძლებელია» იღებს სათავეს? მაგრამ როგორია ეს ახალიმსოფლიო? ამ მოძრაობას არავითარი ხედვა და კონკრეტულიწანადადებები არ გააჩნია. ისინი შეთანხმებულად უარყოფენყველაფერს, მაგრამ გამოსავალს ვერ გვთავაზობენ. ან იქნებგამოსავალი „სოციალიზმია – ადამიანური სახით?!»კაპიტალისტური ქვეყნების მცხოვრებთათვის სოციალიზმიცოტათი მაინც სასურველი და მისაბაძი რომ ყოფილიყო, 100მილიონი კაცი კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი არგახდებოდა. შოას[481] ხსოვნა ვალდებულს გვხდის ნებისმიერისახის რასიზმისა და „ერის განწმენდის» გამოვლინებებსდავუპირისპირდეთ, ისევე, როგორც გულაგის მაგალითიმუდმივი შეხსენებაა უტოპიური ოცნებისგანგასათავისუფლებლად და თანასწორობის მსხვერპლთაუკვდავსაყოფად. დიახ, კატასტროფები სასარგებლოა.ნანგრევები უბრალოდ კი არ უნდა იზიდავდეს ადამიანისთვალს, არამედ რაღაცას უნდა ახსენებდეს მას.

09:55

ტერორისტებმა აშკარად არასწორად შეარჩიეს სამიზნე. რატომარ მიიტანეს იერიში „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის»შენობებზე პირველ ავენიუზე, 42-ე და 48-ე ქუჩებს შორის?იმიტომ, რომ ეს საერთაშორისო ზონაა? ამ ორგანიზაციამ ხომვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მისია. სწორედ ის არის

178

Page 179: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მთავარი პასუხისმგებელი ომებზე, უსამართლობასა დაუთანასწორობაზე. ისინი სახელმწიფოებს მუდმივადარწმუნებენ, რომ არსებობს ამქვეყნად სამართალი, თუმცათავად მას არასდროს იყენებენ. ყველა თქვენი «ბოინგი» ამ„მანქანისკენ» უნდა მიმართოთ! მსოფლიოს სჭირდებაქმედითი ხელისუფლება და საერთაშორისო ჯარი, რომელიცრეალურ წესრიგს დაამყარებდა. რა გააკეთესცისფერჩაფხუტიანებმა იუგოსლავიაში? რისთვის უხდიდნენამ უიარაღო ჯარისკაცებს ფულს? უმოქმედობისთვის?მასობრივი მკვლელობების გულხელდაკრეფილიყურებისთვის? გაერომ ჯერ კიდევ ბოსნიაში მოახდინასაკუთარი თავის დისკრედიტაცია. გაეროს რეზოლუციები? ესხომ ისრაელისთვის დაწერილი ფარატინა ქაღალდებია და მეტიარაფერი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ თავი მაშინშეირცხვინა, როცა CNN-ის დამფუძნებელმა მილიარდიდოლარი გადაურიცხა. დღეისათვის გაეროს მთავარი ფუნქციაამერიკის შეერთებული შტატებისთვის ხელის დაფარება, მისიჰეგემონიის დაკანონება და საჭიროების შემთხვევაში ომისწარმოების გამართლებაა. რატომ არა აქვთ ღარიბ და დაჩაგრულქვეყნებს ხმის უფლება? საჭიროა ამ ბიუროკრატიული,სკლეროზიანი და გახრწნილი ორგანიზაციის საფუძვლიანიგარდაქმნა. გაერო ერთა ლიგის ნანგრევებზე აღმოცენდა; რაუნდა აღმოცენდეს გაეროს ნანგრევებზე? საჭიროაპლანეტარული დემოკრატიის შექმნა. ამას ჯერ კიდევ ჰარიდევისი, ორგანიზაცია „მსოფლიოს მოქალაქეთა მოძრაობის»დამფუძნებელი აცხადებდა 1948 წელს (მას, სხვათა შორის,ალბერ კამიუ, ანდრე ბრეტონი და ალბერტ აინშტაინიუჭერდნენ მხარს). არსებობს ხსნა ბოროტმოქმედთა ტერორისადა ეკოლოგიური კატასტროფებისგან: მსოფლიო რესპუბლიკა,საერთაშორისო პარლამენტი და საერთო პლანეტარულიარჩევნები.

09:56

გაეროს ეზოში განლაგებულ ქანდაკებებს შორის ჩემსყურადღებას წმინდა გიორგის გამოსახულება იპყრობს,რომელიც ურჩხულს განგმირავს. ურჩხული საოცრად ჰგავსთვითმფრინავის ფიუზელაჟს. მოძრავი ტელესადგურებისმანქანები ქანდაკებას ეფარებიან. ეს მასიური ძეგლი,სახელწოდებით Good defeats evil,[482] გაეროს 1990 წელს

179

Page 180: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

საბჭოთა კავშირმა აჩუქა. ის რუსული და ამერიკულიკოსმოსური რაკეტების ნარჩენებისგანაა შექმნილი. Good defeatsevil! – ეს ბრძოლა მთელ მსოფლიოსა და თითოეულ ჩვენგანშიმუდმივად მიმდინარეობს. დღეს, 2003 წლის 7 მარტს, დილის09:56-ზე უშიშროების საბჭოს წევრები ამ კვადრატულ შენობაშიიმისთვის შეიკრიბნენ, რომ ერაყში ომის დაწყებისრეზოლუციას კენჭი უყარონ. გუშინ კი ჟურნალისტებთანშეხვედრის დროს პრეზიდენტმა ბუშმა საკმაოდ შთამბეჭდავისიტყვები წარმოთქვა:

– 11 სექტემბრის მერე ჩვენი სამშობლო ბრძოლის ველადგადაიქცა (our homeland is a battlefield).

მსოფლიო რესპუბლიკის მოდელად ისმულტინაციონალურობაც გამოდგება, რომელსაც დღეს ნიუ-იორკი წარმოადგენს. „მსოფლიო საზღვრების გარეშე»შესაძლებელია და ამის საუკეთესო მტკიცებულება ეს პატარაკუნძულია. რეზულტატი ბინძური, საშიში, რთული დახმაურიანი სისტემაა, მაგრამ მთავარია, რომ ეს სისტემამუშაობს. ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ნებისმიერი ერის, რასისადა რჯულის წარმომადგენელთან ერთად ცხოვრება. ჩვენშეგვიძლია ამის გაკეთება, ეს არ არის მიუღწეველი ამოცანა,სარაევოს მსგავსად.

11 სექტემბრის შემდეგ ამერიკამ ბოროტების წინააღმდეგბრძოლა დაიწყო. ეს შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასეა.

პარიზში რამდენჯერმე შევხვდი ტროი დევისს. შთაბეჭდილებადამრჩა, რომ ეს ზორბა კაცი უკვე დაღლილია იმ მისიით, რაცმამამისმა დააკისრა. მეორე მხრივ, ძალზე ორგანიზებულადამიანს ჰგავს: თავისი პატარა კეისით განუწყვეტლივმოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როცა იგიგავიცანი, პიერ ბერჟეს სთხოვდა ფულს. მეორე შეხვედრისდროს, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მესიმპათიურა,იმიტომ, რომ ფულს უკვე მე მთხოვდა. ტროი დევისიმუდმივად უსახსრობას უჩივის: იგი მთელ თავის შემოსავალსთვითმფრინავების ბილეთებში ხარჯავს. ბანკირობას შეეშვა დათავი World Democracy-ს, მსოფლიო დემოკრატიას მიუძღვნა.ტროის „მსოფლიო კონსტიტუციის მანიფესტის» პროექტიჰქონდა. როგორც მახსოვს, ჟან-პოლ ენტოვენთან[483]გადავამისამართე, იმედი მქონდა, რომ ცოტა ხნით მაინცმოვიშორებდი თავიდან, თუმცა Grasset-ისგან მან მანიფესტის

180

Page 181: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

გამოქვეყნებაზე უარი მიიღო. მას შემდეგ ძირითადად მეილითმეკონტაქტებოდა. ჩემი ძმისთვის ფულის დაცინცვლასაპირებდა. ტვინი შემიჭამა, რომ რამენაირად არდისონზეგასვლაში დავხმარებოდი. მერე კი, როცა გაიგო, გამომცემელიგავხდი, ისევ თავიდან შემომიტია თავისი წიგნის იდეით.სიმართლე გითხრათ, ეს ტიპი თავისი მსოფლიო დემოკრატიითუკვე ყელში ამომივიდა. თუმცა, რამდენიც ვიტეხე თავი, მაინცამ უტოპიაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე (შეგახსენებთ,რომ კარლ მარქსი გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება რობერტიუს,[484] რას ვიზამთ? თავს ზემოთ ძალა არ არის). კოსოვოშიომის დროს ჩემი მოსაზრებები, უფრო სწორად, შინაგანიყვირილი, ყველაფერი, რაც კი თავში მომივიდა, „მონდს»გავუგზავნე. ჩემდა გასაკვირად, 1999 წლის 24 აპრილს გაზეთმაჩემი მოსაზრებები გამოაქვეყნა. დღეს, როცა ეს წერილი კიდევერთხელ გადავიკითხე, არც ერთი სიტყვის გადაკეთებისსურვილი არ გამჩენია. ასეთი რამ კი ჩემს ცხოვრებაშიიშვიათად ხდება. მოკლედ, აუცილებლად ტროის უნდაშევეხმიანო.

„ევროპის დასასრული, მსოფლიოს დასაწყისი“

ფრედერიკ ბეგბედერი

„რა მაგარი რამაა მწერლობა! შეგიძლია შენი მოსაზრებაგამოთქვა ომზე ისე, რომ სულ არ იყო ომში ნამყოფი (თუ, რათქმა უნდა, ჰემინგუეი ან მალრო არ გქვია). ამგვარად, ვზივარჩემს ოთახში და მოგახსენებთ, რას ვფიქრობ კოსოვოზე. ეს ომისაფრანგეთისა და მთლიანად ევროპის დასასრულია, თუმცამსოფლიოს დასაწყისია. რატომ? იმიტომ, რომ ეს ომი(რომელიც, სხვათა შორის, უკანონოა, რადგან გაეროსნებართვის გარეშეა დაწყებული) ჩარევის უფლებითსარგებლობის პრეცედენტია, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმექვეყანაში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა. ამას კი,თავის მხრივ, უეჭველად მოჰყვება მსოფლიო პოლიციურიძალების შექმნის აუცილებლობა.

ადრე ომებში ერები ებრძოდნენ და ხოცავდნენ ერთმანეთს, ესომი კი თავად ერების ცნებას აქრობს. ეს მსოფლიო ომზე მეტია,ეს გლობალიზაციის პირველი ომია. აი, რატომ უნდა იყოს ესომი, გაეროს ნებართვის გარეშე დაწყებული, გაეროს მიერშეჩერებული. შემდეგ კი, როცა კოსოვოში მშვიდობადამყარდება, ხოლო სერბი კრიმინალები ჰააგის ტრიბუნალის

181

Page 182: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

წინაშე წარდგებიან (მათ შორის გენერალი პინოჩეტი და პოლპოტის მეგობრები), უნდა მოხდეს გაეროს საფუძვლიანირეფორმა, რათა იგი მსოფლიოს ჭეშმარიტ მმართველადგადაიქცეს. თუ მისი ქმედებები უფრო მოქნილი დადემოკრატიული გახდება, მაშინ ჩვენ შევძლებთ მომავალშიჩარევის უფლების ორმაგი სტანდარტის თავიდან აცილებას(თუ დარღვევები ევროპაში ხდება, ვერევით, თუ აფრიკასა დააზიაში, – თვალს ვხუჭავთ. გამონაკლისი მხოლოდ ისრაელი დანავთობის მწარმოებელი ქვეყნებია).

ამ ომს კაცობრიობის ისტორიაში სწორედაც რომ ისტორიულიროლი აკისრია: მას ქვეყნებისა და საზღვრების გაუქმებისკენმივყავართ. ამის გამო პირადად მე თავს უსაზღვროდბედნიერად ვგრძნობ, რადგან დღეს მე, ფრანგი და ევროპელი,პირველ ყოვლისა, თავს პლანეტა „დედამიწის» მოქალაქედმივიჩნევ.

დღეს ინტერნეტის, მობილური ტელეფონის, ფულის სწრაფიგადარიცხვის, თვითმფრინავის ბილეთებზე ფასებისსაგრძნობლად შემცირების, სატელიტებისა და გლობალურიტელევიზიების ხანაში ყველანი ერთი ქვეყნის, „დედამიწის»მკვიდრნი ვართ. ამ ჭეშმარიტებას მულტინაციონალურიკომპანიები პოლიტიკოსებზე ადრე მიხვდნენ. ფინანსურადისინი გასცდნენ საკუთარ ქვეყნებს. სავაჭრო მარკებისაერთაშორისო გახდა, მათ სარეკლამო სქემებს დღეს მთელმსოფლიოში სცნობენ. მოსალოდნელი ტრაგედიები – რასიზმი,რელიგიური ომები, ეკოლოგიური კატასტროფები, დისბალანსისამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის, საბირჟო კრახი, მაფიისძალაუფლების ზრდა, წყლით, ენერგიით, ჰაერით მომარაგებისკრიზისი, ყინულოვანი ქუდის დნობა, გენეტიკური თუმედიამანიპულაციები, ჭარბი მოსახლეობა – მთელი პლანეტისპრობლემებია.

აი, რა შეცდომა დაუშვეს ჟან-პიერ შევენმანმა[485] და მისმათანამოაზრეებმა. ამ ერთიან სივრცეში, რომელსაც ჩვენიპლანეტა ჰქვია, ჩვენი მოვალეობაა ჩავერიოთ იმაშიც კი, რაცერთი შეხედვით, ჩვენ არ გვეხება. ეს არ არის უტოპია, ესრეალობაა. იმისთვის, რომ მომავლის გამოწვევებს ვუპასუხოთ,მსოფლიოს მოქალაქენი უნდა გავხდეთ.

ამიტომაც ვიტყოდი, რომ ევროპის გაფართოება და მისი ახალიკონსტიტუცია სრულიად უდროო და უადგილოა. მაშინაც კი

182

Page 183: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

თუ 2050 წლისთვის ევროპული ფედერაციის შექმნას მოვაბამთთავს, საერთო ვალუტითა და ერთიანი ჯარით, ეს უკვედაგვიანებული ზომა იქნება. ევროპამ თავისი დრო მოჭამა.ევროპის კავშირი კოსოვოში დასამარდა, როცა ამ კონფლიქტისდასარეგულირებლად ამერიკის ჩარევა გახდა საჭირო.

21-ე საუკუნის გამოწვევები სულ სხვაგვარია. ესენია:პლანეტარული დემოკრატიის შექმნა, რომელიც არ იქნებაამერიკის შეერთებული შტატების კერძო საკუთრება, მთელმსოფლიოში ფულის საერთო ვალუტის შემოღება, და ეს არუნდა იყოს არც ევრო და არც დოლარი (ელარი? დორო? მონდო?გლობო?) და მსოფლიო პრეზიდენტის არჩევა (კოფი ანანი?ვაცლავ ჰაველი? ნელსონ მანდელა? დალაილამა? არუნდატიროი[486]? ლულა[487]?). ამასთან ერთად ახალი რეალიებიგულისხმობს მშვიდობისმყოფელთა ერთიანი ჯარის შექმნასაც,რომელიც არ იქნება ნატოს ჯარი და რომელიც ხოცვა-ჟლეტისგულხელდაკრეფილი ყურების ნაცვლად, ძალის გამოყენებისუფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი. ასევე უნდა შეიქმნასსაერთაშორისო დემოკრატიული ხელისუფლებისქმედებისთვის აუცილებელი იურიდიული, საკონსტიტუციოდა ადმინისტრაციული ბაზა, რომლებიც საშუალებას მისცემსმას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მსოფლიოსნებისმიერ კუთხეში მომხდარ ეთნიკური ხასიათისდანაშაულებზე (ზუსტად ისე, როგორც პოლიცია დაგაკავებთქუჩაში, თუ მეზობელს ყელი გამოსჭერით, ხოლო მისიქალიშვილი გააუპატიურეთ). დროა მივხვდეთ, რომ დედამიწათითოეული ჩვენგანის სამშობლოა. ერთი სიტყვით, მსოფლიოსგადარჩენის დროა. აი, ათასწლეულის გამოწვევა!»

ტროი დევისი მგონი ახლა ნიუ-იორკშია. მე ვიზიარებ მისმოსაზრებას, რომ მსოფლიოს დედაქალაქი მხოლოდ მაშინიარსებებს, როდესაც მას ექსტერიტორიულად შეეძლებამთელი პლანეტის მიერ დემოკრატიულად არჩეულიმთავრობის დაცვა. სანამ ამერიკა ყოველგვარი მანდატისგარეშე, უთანასწოროდ და უსამართლოდ, მხოლოდამერიკელთა ინტერესების გათვალისწინებით მართავსმსოფლიოს, თვითმფრინავების თავზე დამხობა მის ქალაქებსადა მის მოკავშირეებს არ ასცდებათ. და ისევ პორტო ალეგრესსლოგანს ვუბრუნდები: „სხვა მსოფლიო შესაძლებელია!»სოციალური გლობალიზაცია? შეიძლება. იმისთვის, რომტობინის გადასახადის[488] მსგავსი კანონები მივიღოთ

183

Page 184: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

(თუნდაც ტობინის მოსაზრების წინააღმდეგ), საჭიროასაერთაშორისო ინსტიტუტის არსებობა, რომელიც ფისკალურსამოთხეებს გააუქმებს და ყველა ქვეყანას ფინანსურტრანზაქციაზე თანაბარ გადასახადს დაუწესებს. ეს მხოლოდერთი მაგალითია. შემიძლია სხვაც მოგახსენოთ: დემარში,რომელიც კიოტოს ხელშეკრულების რატიფიცირებას მოჰყვა,ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებასთან დაკავშირებით.სანამ გაერო არ გახდება მსოფლიოს პირდაპირი გზით არჩეულიორგანო, საერთაშორისო სამართალზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.სანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდში არ იქნებაწარმოდგენილი ყველა დიდი ქვეყანა (და არა მხოლოდევროპელი ერები), მანამდე ვერ ვიტყვით, რომ გვაქვსმსოფლიო ბანკი. გარდა ამისა, მხოლოდ მსოფლიოხელისუფლება შეიძლება იყოს ის ერთადერთი ძალა, რომელიცპოლიტიკური მარკეტინგის ძალაუფლებას გაუწევსწინააღმდეგობას. ეს უკანასკნელი კი უკვე დიდი ხანიაპლანეტარულია და ყოველდღე ხარობს იმით, რომ ყველაქვეყანას თავ-თავისი მთავრობა ჰყავს. მსოფლიო პრეზიდენტსრაც შეეხება, იგი აუცილებლად ან ჩინელი, ან ინდოელი უნდაიყოს. თუ რომელიმე მოქალაქეს მთელ მსოფლიოში არ უნდა,რომ ჩინელი ან ინდოელი პრეზიდენტი ჰყავდეს, მაშინ იგინურც დემოკრატიულობაზე დადებს თავს.

09.57

ინტერნეტით გაცნობა ყოველდღე სულ უფრო და უფროპოპულარული ხდება. მალე შეგვეძლება კომპიუტერშივებკამერით გადაღებული ავტოპორტრეტები ავტვირთოთ, თანიმ ადამიანის პარამეტრები მივუთითოთ, რომელსაც ვეძებთ:ასაკი, რელიგია, ჰობი, თვალის ფერი და ა.შ. ცოტა ხანშიშემთხვევითი შეხვედრები აღარ იარსებებს. ინტერნეტშიგამოკიდებ შენს ფოტოს ან ვიდეოროლიკს და თანდააკონკრეტებ: „ვეძებ წითურ, სექსზე გაგიჟებულ,სვინგერობისკენ მიდრეკილ ბისექსუალ ქალს, დიდიძუძუებით და ეპილირებული საშოთი, რომელსაც კეტსტივენსის სიმღერები, კალათბურთი, ტარანტინოს ფილმებიდა რესპუბლიკური პარტია უყვარს“. მობილურით ან მეილითშეგატყობინებენ, როცა შენი მოთხოვნების შესაბამისიკანდიდატურა შენს კვარტალში გაივლის. ძალიანაც კარგი!აღარ იქნება საჭირო ამ იდიოტურ ბარებში ხეტიალი.

184

Page 185: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

სამწუხაროა, რომ მე ვეღარ მოვესწრები ასეთ სრულყოფილსამყაროს, სადაც სასიყვარულო შეხვედრები მაკლერებისგანცხადებებივით მოკლე და რაციონალური იქნება.

09:58

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს კლდის პირას ვდგავარ.ისტრივერს დავცქერი, რომელზეც ბუქსირიანი გემებიაქაფებულ ტალღებს მიაპობენ. მათ მიერ წყალზე დახატულიხაზები თითქოს ცაში თვითმფრინავების გავლებულ ზოლებსიმეორებს. მას შემდეგ, რაც კოკაინს დავანებე თავი, ყველგანთეთრ ხაზებს ვხედავ. ნეტავ, ნიუ-იორკის ჰაერში თუ არის ჯერკიდევ დარჩენილი ადამიანის ფერფლი? ყველა ნიუიორკელმაიცის, რომ მას მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მიკროსკოპულინაწილაკი აქვს ფილტვებში ჩაშვებული. „99 ფრანკში» ოქტავითავისი შეფის ფერფლს შეისუნთქავს. 11 სექტემბრის შემდეგყველა ნიუიორკელი ცოტათი კანიბალი გახდა, თითოეულიმათგანი მფრინავი ადამიანის ხორცის მაღალი შემადგენლობისმქონე კარბუნკულითაა დასნეულებული. ქვედა მანჰეტენსადა ბრუკლინში (სადაც ღრუბელმა გადაიარა) პანდემიებმაიფეთქა. ქალაქის მერს, ჯულიანის, მგონი უფრო მკაცრისანიტარიული ზომების მიღება მართებდა, რომ ისედაცშეშინებული ქალაქის მოსახლეობა კიდევ უფრო არდაეპანიკებინა. ალბათ, ერთ დღეს უსაფრთხოების სამსახურისიმ თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება,რომლებმაც ევაკუაცია ისე ჩაატარეს, რომ სახურავზეასასვლელი კარი არ გაუხსნიათ; ისევე, როგორც იმ ცხრავერტმფრენის პილოტებისა, რომლებმაც უარი განაცხადესჰაერით ევაკუაციის გეგმაზე.

ფოტოგრაფმა, რომელიც იმ დღეს ერთ-ერთ ვერტმფრენშიიჯდა, განაცხადა: „ჩვენ რამდენჯერმე დავარტყით სახურავსწრე, რომ გვენახა, იყო თუ არა იქ ხალხი, მაგრამ არავინ ჩანდა.სხვა რა შეგვეძლო? დაჯდომა ძალიან სარისკო იყო, იმიტომ,რომ კვამლი მანევრირებას შეუძლებელს ხდიდა. რა თქმაუნდა, შეგვეძლო თოკის ჩაშვება, თუმცა პირადად მე ეჭვი არმეპარებოდა, რომ სახურავზე ასასვლელი კარი უსაფრთხოებისზომების გამო დახურული იქნებოდა. ირგვლივ ჯოჯოხეთურისიცხე იყო, რომელიც ვერტმფრენის კაბინაშიც კი იგრძნობოდა,პილოტი ტემპერატურას თერმომეტრის ეკრანზე ხედავდა.

185

Page 186: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

გაუგებარი იყო, რა ხდებოდა ამ დროს შენობებში, თუმცაშევამჩნიე, რომ ხალხი გატეხილი ფანჯრებიდან ნახევრადგადმოკიდებულიყო, ზოგი მათგანი დასისხლიანებული იყო,ზოგს დამწვარი და დახეული ტანსაცმელი ეცვა. ისინი ხელებსგვიქნევდნენ, მაგრამ აბა, ჩვენ რა შეგვეძლო? ხშირად ვფიქრობხოლმე იმ ქალზე, რომელიც ერთი ხელით ფანჯარასეჭიდებოდა, მეორეს კი ჩვენკენ იშვერდა... მაგრამ აბა, ჩვენ რაშეგვეძლო?“

„ჩვენ რა შეგვეძლო?» ამ კითხვას ეს საბრალო საკუთარ თავსსიცოცხლის ბოლომდე დაუსვამს. რა შეგეძლოთ? ჩემთვისადვილია პასუხის გაცემა: ვზივარ აგერ პარიზელი ტურისტიკომფორტულად სავარძელში და ამ რომანს ვწერ. შესაბამისად,ყოველგვარი რისკის გარეშე, სრულიად თავდაჯერებულად დააუღელვებლად გპასუხობთ: უნდა გეთქვათ უსაფრთხოებისსამსახურისთვის, რომ სახურავზე ასასვლელი კარი გაეღოთ ანმეხანძრეები გაგეფრთხილებინათ, რომლებიც ამ დროსშენობაში იმყოფებოდნენ, მერე კი ცათამბჯენების თავზეწრეები გერტყათ, როგორც ამას ზღვაზე ან მთაში სამაშველოოპერაციების დროს აკეთებთ. როგორც წესი, ხალხისვერტმფრენით ევაკუაცია ასე ხდება ხოლმე. განა ზვავის ანქარიშხლის შემთხვევაში მაშველებს უკეთეს პირობებში უწევთაბობოქრებულ სტიქიასთან შერკინება? თვალწინ მუდმივადერთი სურათი მიდგას: როგორ მიფრინავს მსოფლიო სავაჭროცენტრის თავზე ვერტმფრენი და თან თოკის კიბეზეჩამოკიდებული ხალხი მიჰყავს. ეს საუკეთესო პასუხიიქნებოდა თვითმკვლელი თვითმფრინავებისთვის.სამწუხაროდ, ასეთი კადრი არავის გვინახავს.

ბოლოს და ბოლოს, შევხვდი ტროი დევისს. მას თავისიგანუყრელი რუხი ფერის ტვიდის კოსტიუმი და იმავე ფერისპალტო აცვია, ხელში კი ბორდოსფერი ჩანთა უკავია. ყველაუტოპისტის მსგავსად, ტროისაც სრულიად ფეხებზე ჰკიდია,როგორ გამოიყურება, მით უმეტეს, რომ იგი უკვე მომავალათწლეულებში ცხოვრობს. ლენინიც ბუღალტერს ჰგავდა, როცაCloserie des Lilas-ში გამხმარ პურს ჭამდა. Life Café-ში ვისხედით,ჩვენ წინ დახლზე სენდვიჩები ელაგა, იატაკზე ფილები ეგო,კაფეში ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, ოპტიმისტიგოგონები გუნდ-გუნდად შემოდიოდნენ, კედელზე უგემოვნოსურათები ეკიდა. ტროი ჩემზე ორი წლით უფროსი იყო, მასაცმამაჩემის მსგავსად ჰარვარდი ჰქონდა დამთავრებული,

186

Page 187: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ოღონდ ფიზიკის ფაკულტეტი.

– მართალია, წელში გავწყდი, მაგრამ საქმე კარგად მიდის.„მსოფლიო პარლამენტის საინიციატივო ჯგუფს» მხარსუჭერენ ედგარ მორინი, ჟაკ დელორი, სონია განდი, ფელიპეგონსალესი, ნელსონ მანდელა, შიმონ პერესი, დანიელმიტერანი, ჰავიერ პერეს დე კუელიარი, ლეა რობინი, მიშელროკარი, რაიმონ ბარი, ამარტია სენი (ნობელის პრემიაეკონომიკის დარგში, 1998), ალეჰანდრო ტოლედო (პერუსპრეზიდენტი), მიმისტი მარსო, აბატი პიერი...

– მაგარია! არნო ლაგარდერთან კოქტეილზე მიწვეულთა სიასჰგავს...

– არ გინდა შენც მიგიწვიონ?.. მოდი, ჩაეწერე ჩემსმხარდამჭერთა კომიტეტში.

– ეგ არ არის აუცილებელი, უბრალოდ ამიხსენი, როგორშეიძლება ახალი ინსტიტუტის შექმნამ დააჩქაროს „ტობინისგადასახადის» შემოღება ან განვითარებადი ქვეყნებისთვისვალების ჩამოწერა?

– ახალი მოდელის მსოფლიო დემოკრატიას უნდა ჰქონდეს ისპოლიტიკური ნება, რომელიც მსგავსი კანონების მიღებასსჭირდება. მაგალითად, ნახშირორჟანგის გამოყოფის შესახებკანონპროექტის რატიფიკაცია, ანდა გარემოს დაცვის მსოფლიოსააგენტოს შექმნა. ჩვენი დროის მთავარი პრობლემა ის არის,რომ ეკონომიკა გლობალურია, პოლიტიკა კი – არა. ახალიკანონების მისაღებად რევოლუციაა საჭირო. ხალხს დაავიწყდა,რომ 1776-1789 წლების რევოლუციები ფისკალურმა პროტესტმაგამოიწვია.

– და შენ გულწრფელად გჯერა, რომ მოესწრები ამას?

– ისტორია ხანდახან დიდ ნახტომს აკეთებს (ამის ბოლომაგალითი საბჭოთა კავშირის დაშლაა). თანაც არ უნდადაგვავიწყდეს, რომ არსებობს საერთაშორისო სასამართლო. ესკი „მსოფლიო მოქალაქეობის» არსებობის პირველი აღიარებაა.თუ ჭკვიანურ და გააზრებულ კამპანიას ჩავატარებთ,მსოფლიო პარლამენტი სულ რაღაც ათ წელიწადში შეიძლებარეალობად იქცეს.

– და სად იქნება ეგ შენი პარლამენტი? ისევ ამერიკის

187

Page 188: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

შეერთებულ შტატებში, გაეროსავით?

– არა, ხელოვნურ კუნძულზე, რომელიც მუდმივადიმოძრავებს ხუთ კონტინენტს შორის. საუკუნის გამოწვევაამსოფლიოს გემთმშენებლებისთვის!

– იცი, ყველაზე ძაან რა მომწონს შენში: ცოტა რომ აფრენ! დარომანი? ფიქრობ, რომ რომანი დაგეხმარება?

– ჰო, ოღონდ შენი დაწერილი – არა! ასობით ათასი ახალგაზრდამანიფესტანტი გამოდის დღეს ქუჩაში, უბრალოდ, იდეის გამო,ისე, რომ მათ მოქმედების გეგმასაც კი არავინ სთავაზობს.ხვალ, როცა ამ ფედერალური მსოფლიოს ახალი, მშვიდობიანიმოწყობის გეგმას შეიტყობენ, მილიონობით გამოვა. 2003 წლის15 თებერვალს ერაყის ომის წინააღმდეგ მსოფლიოსსხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებზე 10მილიონი კაცი გამოვიდა. 15 თებერვალი ისეთივემნიშვნელოვანი თარიღია, როგორიც 11 სექტემბერი. ეს იყომასშტაბური პლანეტარული მანიფესტაციის ჩატარების დღე.

– ხომ არ გგონია, რომ უკვე გვიანაა! რომ აპოკალიფსი უკვედაწყებულია, რომ ცინიზმი ყოველთვის აჯობებს უტოპიას,რომ მსოფლიო მშვიდობის იდეა ჯიმი კარტერს უნდადავუტოვოთ.

– რანაირი ცინიზმიც უნდა იყოს, ჩვენ მაინც მოგვიწევსმსოფლიო გლობალიზაციის საკითხის გადაწყვეტაარატოტალიტარული გზებით. შიმშილის პრობლემამსოფლიოში ხუთ წელიწადში მოიხსნებოდა, მაგრამ ეს კერძოინტერესების გადაკვეთისა და ერთმანეთის დაბლოკვის გამოარ ხდება. შიმშილის პრობლემას წყურვილის პრობლემამოჰყვება და ა.შ. ეს გადაწყვეტილება ამ პლანეტის მცხოვრებთამისაღებია და არა – რამდენიმე ანგაჟირებული პოლიტიკოსის,რომელიც ენერგეტიკულ და გამანაწილებელ კომპანიებსმიეყიდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ დღეს მსოფლიოდიქტატურის უღელქვეშ ვცხოვრობთ.

– „მსოფლიო დიქტატურა»? ეგ ახლა ბევრი მოგივიდა! და თანმაინც თავისუფლები ვართ?

– ეს მე არ მითქვამს. ეს კამიუმ თქვა...

– ააა, თუ კამიუმ თქვა, მაშინ ეგ სულ სხვა საქმეა... მაშინ კარგი!

188

Page 189: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

პარიზში რომ ჩამოხვალ, გამახსენე, ჟაკობის ქუჩის 56-ენომერში წაგიყვანო. იქიდან დაიწყო ყველაფერი, ნაციისდაბადება, როგორც გრიფიტი ამბობდა!

– გაჩერდი ერთი, ნუ ლაპარაკობ სისულელეებს! ეს ყველაფერიბევრად უფრო ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ შუმერების ხანაში.5000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე «სამოთხეში»ვცხოვრობდით, სადაც არ არსებობდა სახელმწიფოები. მერერამდენიმე შუმერმა მეფემ ომი და ნაციონალურიაბსოლუტიზმი გამოიგონა. იცი, ეს ყველაფერი სად ხდებოდა?ერაყში. იქიდან მოყოლებული იმ მიწაზე სულ ვაი-უშველებელია. ბუში და სადამ ჰუსეინიც დღეს ძველი შუმერიმეფეებივით იქცევიან.

– დაანებე შუმერებს თავი. ბოლოს და ბოლოს, შუმერებმაგამოიგონეს დამწერლობა. ეგენი რომ არა, ვეგდებოდი ახლასადმე ტელევიზიაში!

Life Café ამართლებს თავის სახელს. ამ ინტელექტუალურიგუგუნის ფონზე და ასეთი სუფთათმიანი გოგონების(სახელად სენდი) შემხედვარეს მართლა გიჩნდება სურვილი,მსოფლიო გადააკეთო.

– ტროი, ერთი ეს მითხარი: რა უნდა დაარქვა შენს იდეალურწყობას? ხომ იცი, „იზმით» უნდა მთავრდებოდეს, თორემ შენიუტოპია სერიოზულ სახეს ვერასდროს მიიღებს. გთავაზობ:„ალტერგლობალიზმი“, არ არის ცუდი... გლობალიზაციისამბავში. ანდა, „ინტერნაციონალიზმი“, არა, ეგ ამოაგდე, ძაანკომუნისტურად ჟღერს. „მულტიპოლარიზმი» ან„კოსმოპოლიტიზმი“. არც ეგ ვარგა, ზედმეტადკაპიტალისტურია...

– სიმართლე გითხრა, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ეგ საკითხი მაინცმეორეხარისხოვნად მიმაჩნია.

– ჰოდა, მაგაშია საქმე! ეგ ძაან მნიშვნელოვანია. სახელი ისეთიუნდა ერქვას, რომ მიგიზიდოს, გაწევრების სურვილიაღგიძრას. „უნივერსალიზმი“, არა, „ვივენდი» გეგონება. ო!მოვიფიქრე: „პლანეტარიზმი!» ჩვენ კი ყველანი პლანეტარებივიქნებით!

– თვითმკვლელთა სექტის სახელს ჰგავს.

189

Page 190: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

– არა უშავს! შენ ხომ ახალი დროის შარლ ფურიე[489] ხარ.ჩვენი გურუ, მეცამეტე მოციქული... წმინდაო ტროი, გვიჩვენეგზა ხსნისა!

– ფრედერიკ!

– Yes? დიახ!

– ბევრი დალიე?

– ოჰ, მოიცა ერთი, კარლ მარქსი ხომ, მამა უცხონდა, მარტომინერალურ წყალს სვამდა!..

09:59

ისევ შეირყა მიწა.

– რა მოხდა? რა აფეთქება იყო?

– მეორე ცათამბჯენი დაინგრა, – თქვა ერთ-ერთმა იქ მყოფმა,რომელსაც თავი ჰქონდა გარეთ გადაყოფილი.

კვამლის გამო ირგვლივ არაფერი ჩანს, შეუძლებელია გაარჩიო,სად ცეცხლია და სად – მტვერი. შენობა, რომელსაცთვითმფრინავი ჩვენს მერე დაეჯახა, ჩვენამდე დაინგრა.გაუგებარია, რატომ? სამაგიეროდ, სრულიად გასაგებია, რომჩვენს ცათამბჯენს წუთი წუთზე იგივე ელის.

– Let us pray! ვილოცოთ! ღმერთო, მიუხედავად იმისა, რომ არგვწამს შენი, მაინც მიიღე ჩვენი ოპორტუნისტი სულები.

პირველი ცათამბჯენის დანგრევას უცნაური ხმა ჰქონდა,გეგონებოდა, ვიღაცამ ერთი დიდი შეკვრა სპაგეტი გადატეხაო.ეგ იყო და ეგ. ალბათ, ასეთი ხმა აქვს ზვავის წამოსვლასაც.მშრალი ტკაცუნის ხმა. Mass murder, მასობრივი მკვლელობაჭექა-ქუხილივით არ გრუხუნებს, მასობრივ მკვლელობასორცხობილას ჩაკბეჩის ხმა აქვს, ანდა – ჩანჩქერის, ოღონდწყლის მაგივრად ბეტონი რომ მოდიოდეს.

ჯერიმ უცებ წყლის რეზერვუარისკენ გაიხედა, რომელშიცრაღაც ბუყბუყი ისმოდა. გამჭვირვალე ჭურჭლის ზედაპირზებუშტები სკდებოდა, წყალი დუღდა.

190

Page 191: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

10:00

ქვედა მანჰეტენი ტყუპი ცათამბჯენის გარეშე უკვე სულ სხვაქალაქია. 37 წელიწადი კვამლში გაუჩინარდა. ნიუ-იორკიცეცხლმა შეცვალა. ქვედა მანჰეტენი, ქალაქის უძველესი უბანი,რომელშიც შეიძლება გზა აგებნეთ, იმიტომ, რომ მხოლოდ აქარა აქვს ქუჩებს ნომრები, თავის ძველ იერსახეს დაუბრუნდა.Financial District-ი ყველაზე მეტად ჰგავს ხმაურიან ევროპულქალაქს. Wall Street-ზე მივდივარ. „ფულის კედელს» მივუყვები.ეს სახელი მან გალავნის გამო მიიღო, რომელიც აქაურებსინდიელთა თავდასხმისაგან იცავდა. დღეს კედელს სიმაღლეშიგაზრდა არ აწყენდა, როგორც ფინქ ფლოიდის სიმღერაშია.ისრაელში ახლა ბერლინის კედლის მსგავსს აშენებენ. ცოტახანში უკვე Wall Street-ს კი აღარ ვიტყვით, არამედ Wall City, WallCountries, Wall World.[490]

იქ, სადაც ორი ცათამბჯენი იყო აღმართული, ადრე ხის მესერიიდგა, რომელიც ჩვენს ჰოლანდიელ წინაპრებსალგონკინების[491], დათვებისა და მგლებისგან იცავდა. 1653წელს აშენებულ ამ ხის კედელს ადგილობრივი მოსახლეობაყოველწლიურად არღვევდა და შეშად ხმარობდა ან თავისწაწვეტებულსახურავიან, ლაქწასმული კრამიტითგადახურულ სახლებს ამაგრებდა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრიაქ, ახალ ამსტერდამში, ჩემს ფეხქვეშ კოლონიური ეპოქისნანგრევებს შეუერთდა, გარდასულ საუკუნეთა ლურსმნებს,ჭანჭიკებს, აგურების ნამტვრევებს, ღვინის ჭურჭლისა დაშუშის ნამსხვრევებს, ხორბლის, ქერისა და თამბაქოს ყანებს,ღორების ნაშთებს, რომლებიც ოდესღაც ღარიბულიკვარტალების ჩაბნელებულ ქუჩებში დაღრუტუნობდნენ და იმბედისმაძიებელთა ჩონჩხებს, რომლებიც ამ უცხო მიწაზეშორეული ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. იმაზე უფრო ადრე კი,ძალიან, ძალიან ძველ დროში, აქ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრისადგილას ინდიელებს ჭვავის ყანები ჰქონდათ.

10:01

მაშველებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ. ჩვენს სახეებს ვერნახავდით ტელევიზორში. ჩვენთვის არ გადაუღიათ ფოტო.ერთადერთი, რაც ჩვენ შესახებ იცით, ფასადზეგადმოკიდებული სილუეტები, ჰაერში სწრაფი სიჩქარით

191

Page 192: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მოძრავი სხეულები და ფანჯრიდან გადმოყოფილი ხელებია,რომლებიც თეთრ ნაჭრებს ღრუბლის ნაფლეთებივითაფრიალებდნენ. და კიდევ იცით სხეულის მიწაზე დანარცხებისსულისშემძვრელი ხმა, რომლებიც ძმები ნოდებისდოკუმენტურ ფილმში ისმის. ეს ტრაგედიის ამსახველიერთადერთი ფილმია, რომლის ავტორებიც ფრანგები არიან.

მაგრამ მათ არ უნახვებიათ მიწაზე ვაშლივით გამსკდარიადამიანების კადრები, სისხლის მდინარეები, ერთმანეთშიგადაზელილი ფოლადი, სხეულის ნაწილები და გამდნარიპლასტმასა. თქვენ არ გიგრძნიათ დამწვარიელექტრომავთულების, 100 000 ვოლტის სიმძლავრის მოკლეჩართვის სუნი. არ გაგიგიათ ის არაადამიანური ღრიალი,რომელიც ღორის დაკვლის ან ხბოს ცოცხლად დანაწევრებისხმას ჰგავდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ ხმებსადამიანები გამოსცემდნენ, ადამიანები, რომლებსაც მუდარაშეუძლიათ.

რა? კორექტულობა? ბავშვების შოკირებას მოერიდეთ? არმიიჩნიეთ მართებულად ჩვენი დასახიჩრებული სხეულებისგანსენსაციის შექმნა? დაღუპულთა ოჯახის წევრების გრძნობებსეცით პატივი? კი, მაგრამ, როცა სხვა ქვეყნებში ერთმანეთზედახვავებულ მიცვალებულთა გორებს აჩვენებთ, – მაშინ?თქვენ ხომ ყოველთვის იღებთ ავიაკატასტროფის კადრებს დამერე ყიდით, გამონაკლისი მხოლოდ ნიუ-იორკი იყო.„ოჯახების პატივისცემაზე» ფიქრით ჟურნალისტები, როგორცწესი, თავს არ იწუხებენ, განსაკუთრებით კი ამერიკელიჟურნალისტები. ადამიანთა საყასბოში არ უნდა შეიხედო,თორემ გული აგერევა?! რეალობაა გულისამრევი, მისთვისთვალის გაუსწორებლობა კი – იმაზე უარესი საზიზღრობა.რატომ არასდროს უჩვენებიათ ჩვენი დამსხვრეული ხელ-ფეხის, დაფლეთილი ხორცის და გადმოყრილი შიგნეულობისკადრები? რატომ არ გადაიღეს დახოცილები? ეს არ იყოპროფესიული ეთიკა, ეს თვითცენზურა იყო, თუ გნებავთუბრალოდ – ცენზურა. ხუთი წუთი არ იყო გასული პირველითვითმფრინავის ცათამბჯენში შევარდნის შემდეგ, რომ ესტრაგედია უკვე მთავარი ფსონი გახდა კადრების ომში.პატრიოტიზმი? რა თქმა უნდა. ნაციონალისტურმარეფლექსებმა უბიძგეს ჟურნალისტებს, რომ მტრის თვალი არგაეხარებინათ, ჩვენი ტანჯვა დაემალათ, jumper-ების, დამწვარიდა დამახინჯებული სხეულების კადრები ამოეჭრათ.

192

Page 193: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ჟურნალისტების მხრიდან, ეს სპარსეთის ყურის შემდეგ black-out-ის,[492] მდუმარების შეთქმულების უპრეცედენტოშემთხვევა იყო. არ მგონია, ყველა დაღუპული თანახმაყოფილიყო, ასე ჩუმად გამქრალიყო. მე, მაგალითად, მინდა,ჩვენი სახეები მსოფლიოს ანახვონ, რომ ხალხმა გაბედოს დაშემოგვხედოს. ხომ უძლებენ და უყურებენ ბოლოს და ბოლოს,ფილმს „ღამე და ნისლი“[493]? მაგრამ ეს უკვე სულ სხვა რამიყო, ეს ომი იყო: ომის დროს კი მოწინააღმდეგის მიერმიყენებული ზარალის მასშტაბებს ყოველთვის მალავენ. ესეცპროპაგანდის ნაწილია. დაღუპულების ოჯახებს დიდიკომპენსაცია გადაუხადეს. მერი ამიერიდან მდიდარია: ჩემიდაზღვევები, მხარდაჭერის ფონდები, სახელმწიფოკომპენსაციები და ბავშვების მემკვიდრეობა. ქენდეისს კიმოუწევს ისევ საცვლების რეკლამებისთვის პოზირება. აი, ასეჩატარდა ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზემასშტაბური აუდიოვიზუალური დეზინფორმაციის კამპანია.მოაშორეთ ეს სისხლი, მისი ყურება არ შემიძლია! შენობისდანგრევის კადრებს ნონსტოპად დაატრიალებენ ყველა არხზე.მთავარია, შიგნით რაც დარჩა, ის არ ანახვონ: ჩვენი სხეულები!

10:02

თვითმფრინავის გამტაცებლები კი ცხოვრობდნენ თურმეთავისთვის ფლორიდაში, პლაჟებით და shopping mall-ებითგარემოცულ ბალნეოლოგიურ კურორტებზე. ერთი იმის ეშმაკიგამხადა, ეს როგორ ხდება ხოლმე? იქნებ ოდესმე ვინმემამიხსნას, როგორ მოხდა, რომ თხუთმეტმა ახალგაზრდა,დიპლომირებულმა, ევროპეიზებულმა არაბმა, რომლებიცკოსტიუმში გამოწყობილნი დაიარებოდნენ, გერმანიასა დაამერიკაში ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ, ღვინოსსვამდნენ, ტელევიზორს უყურებდნენ, მანქანასდააქროლებდნენ, ავიასიმულატორზე ვარჯიშობდნენ დაყოველდღე Pizza Hut-ში სადილობდნენ, ერთ დღესბორტგამცილებელს პლასტმასის დანით ყელი გამოსჭრეს (არა,თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ ქალი უნდა მაგრად დაიჭირო,იმიტომ, რომ მაგ ბორტგამცილებლებმა ხომ ხელიდანდასხლტომა და ბოლო ხმაზე კივილი იციან, მერე ეს დანისპირი საძილე არტერიასა და ტრაქეაზე ისე ძლიერად დააჭირო,რომ კანი გაუჭრა, სისხლი შადრევანივით ასხამს, ის კიტლინკებს ისვრის, ქუსლებს ფეხებში გირტყამს, იდაყვებს –

193

Page 194: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მუცელში; არ არის ეს ადვილი საქმე!). როგორ მოხდა, რომ ამახალგაზრდებმა ოთხი «ბოინგის» მართვა და ალაჰის სახელითმათი ცათამბჯენებზე მილეწვა შეძლეს. გასაგებია, რომ ალაჰიყოვლისშემძლეა, მაგრამ მთლად ასეთიც ხომ არ არის?! კლოდლანცმანი[494] ამბობდა: შოა გაუგებარი მოვლენაა. ასეთივეგაუგებარია 11 სექტემბერიც. რა სჭირდათ, კაიფში იყვნენ? თუკაიფში იყვნენ, რა ნარკოტიკი იყო ამისთანა? კოკაინი?ამფეტამინი? ალკოჰოლო? ჰაშიში? ერითროპოეტინი? რაჯანდაბა იყო? რა გასამრჯელოს ელოდნენ? ას ქალწულ მეძავსსამოთხეში? თუ სხვა რამეს? იქნებ მაყუთს შეჰპირდნენ? დასაერთოდ, რამდენმა მათგანმა იცოდა, რომთვითმკვლელობაზე მიდიოდა?

ჩემს ბავშვობაში ჟაკ მარტენს «ანტენ-2»-ზე მიჰყავდა გადაცემა,რომელსაც ერქვა „დაუჯერებელი, მაგრამ აშკარა“. ზუსტად„ფანატიკოსთა სკოლის» დაწყებამდე გადიოდა ხოლმე.წამყვანი „ამპირის თეატრთან» ავტობუსით მოყვანილპენსიონერებს შემდეგი სიტყვებით მიმართავდა:

– დაუჯერებელია, მაგრამ?

და ყველა ერთხმად პასუხობდა:

– აშკარა!

წესით, 11 სექტემბრისთვის მას სპეციალური გადაცემა უნდამიეძღვნა. ამ მოვლენის წინასწარ განჭვრეტა გამორიცხულიიყო, რადგან ასეთი რამის გაფიქრებაც კი შეუძლებელი იყო, ანუიგი ადამიანის წარმოსახვაშიც კი არ ეწერებოდა. ვინ იყვნენისინი, ვისაც ასეთი საქციელის ჩადენა შეეძლო? ვინ იყვნენმუჰამედ ატა, აბდულაზიზ ალ-ომარი, მარვან ალ-სეჰი და მათიმეგობრები?

ისინი იყვნენ (მონიშნეთ სწორი პასუხი):

ჩამოთრეული შავტრაკა ფანატიკოსები?

ფსიქიკური ავადმყოფები?

ნეოფაშისტები?

დოლბანდიანი წმინდანები?

იდიოტები, რომელთაც ამერიკის სპეცსამსახურების ყოფილიაგენტი, მილიონერი თავის ჭკუაზე ატრიალებდა?

194

Page 195: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დაჩაგრული მესამე მსოფლიოს გმირები?

კაიფისგან გამოსირებული პოსტპანკური „დისთროის»მიმდევრები?

აქლემების მჟიმავი ბედუინები?

დეპრესიაში ჩაცვენილი ნიჰილისტები?

ანტიგლობალიზაციისთვის მებრძოლები?

კამიკაძეები?

ახლა კი ყველანი ერთად: დაუჯერებელი, მაგრამ აშკარა!

10:03

ორი შეცდომა დავუშვი:

1. ბავშვები გავაკეთე.

2. ისინი საუზმეზე აქ წამოვიყვანე.

უკვე ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ: არა როგორც რეალურმოვლენებს, არამედ, როგორც მოგონებებს. უჩვეულოშეგრძნებაა, როცა შენ ირგვლივ მომხდარს გარდაუვალისიკვდილის პრიზმაში ხედავ. რა მშვენიერი ხდება ცხოვრება,როცა მასში თითქმის აღარ ხარ. ზუსტად ვიცი, რომ ესყოველთვის მემახსოვრება, მაშინაც კი, როცა უკვე აღარ მექნებამეხსიერება. ჩვენი სიკვდილის შემდეგ კი ჩვენ მაგივრად უკვესხვებს ემახსოვრებათ.

10:04

killer-cloud-ი დაიძრა. დაიწყო სამშენებლო ნაგვის ტორნადო:ოცდაათმეტრიანი ფოლადის ძელები რკინიგზის რელსებისწვიმასავით მოდიოდა ციდან, 10-კვადრატულმეტრიანი შუშისნაჭრები გიგანტური სამართებლის ბასრი პირივით მიწასეხეთქებოდა. მკვლელი ღრუბელი 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმოქცევასავით მიიწევდა ვიწრო ქუჩებსა დაფულტონსტრიტზე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა,თითქოს ეს ყველაფერი აქ პირველად არ ხდება. მსგავსი

195

Page 196: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

კადრები გვინახავს ფილმებში: „წვეთი“, „გოძილა“,„დამოუკიდებლობის დღე“, „არმაგედონი“, „კერკეტიკაკალი-2» და „დიდი დარტყმა“. იმ დილით რეალობასპეცეფექტების იმიტაციას ჰგავდა. ზოგიერთი არც კიგაქცეულა, იმდენად შთამბეჭდავი იყო დეჟა-ვუ. ზოგი ალბათიმიტომ დაიღუპა, რომ ახსოვდა: ბოლოს, როცა ასეთი რამ ნახა,კინოდარბაზში პოპკორნით ხელში იჯდა, ხოლო ნანახიდანერთ საათში საღ-სალამათი გარეთ გამოვიდა.

10:05

ტელეფონმა საბოლოოდ დარეკა. მერი ტიროდა. მე არ მიცდიამისი დაწყნარება.

– We’re not going to make it out. Pray for us.[495]

– კიბით ვერ ჩამოდიხართ?

– აღარც გასასვლელებია და აღარც მაშველები. ძალიან გთხოვ,დამიჯერე, ნუ მისვამ მაგ კითხვებს. ყველაფერი გავაკეთე, რაცშემეძლო. გააგრძელე 911-ში რეკვა, უთხარი, რომ სახურავზეგასასვლელი კარი გააღონ.

– მოიცადე... არ წახვიდე... გემუდარები...

გაითიშა. შენობა დაჭრილი დინოზავრივით გრგვინავს, ღმუის,როგორც კინგ-კონგი ფილმის ბოლოს. ჯიბიდანასდოლარიანების შეკვრას ვიღებ და ფანჯრიდან სიცილითვყრი. დაახლოებით ხუთი-ექვსი ათასი ბაქსი ჰაერში ფრიალებს.ყველა იცინის. გიჟური, სასოწარკვეთილი ხარხარი შუშის ციხისბოლო სართულზე წრიულ ექოდ ტრიალებს.

10:06

ტერაქტის მეორე დღეს მთელ ნიუ-იორკში ამერიკის დროშებიგამოიფინა. ზუსტად ერთი წლისთავზე კი გაქრა. რა?პატრიოტიზმი დაილია? არა. შიში დაბრუნდა. არ ღირს მტრისგაღიზიანება, ძალიან ბევრს აქვს ალერგია ვარსკვლავებიანალამზე! რად გვინდა მათი გამოწვევა! ამ დროს მსოფლიოშიშეიარაღებისთვის დახარჯული თანხის 40% ისევ ამერიკისშეერთებულ შტატებზე მოდის. რამდენიმე დღეა ვცდილობ

196

Page 197: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

გავიგო, რაში მდგომარეობს ის ცვლილება, რომელიც იგრძნობაამ ბოლო ხანს ამერიკაში? როგორც იქნა, მივხვდი: ამერიკადაეჭვდა. ის არ იცნობდა ბლეზ პასკალს, ფროიდი მისთვისშავი ჭირივით იყო. ჩემი მშობლების აღთქმულმა მიწამ არიცოდა, რა იყო დაეჭვება? აი, დღეს კი საითაც გაიხედავ,ყველგან ამერიკულ ფასეულობებში შეპარულ ეჭვს დაინახავ.განა მხოლოდ ადამიანები დაეჭვდნენ, დაეჭვნენ მანქანები,სუპერმარკეტები; პარკინგები აღარ არიან უკვე არაფერშიდარწმუნებულნი. გაუქმებული ეკლესიები, დღეს უკვედისკოთეკებად გადაქცეულნი, საკუთარ თავს გუმანითუყურებენ. საცობები ქუჩებში ვეღარ ხედავენ თავიანთაუცილებლობას, ძვირფასი ბუტიკები მხრებს იჩეჩენ დაკითხულობენ: ღირს კი ეს ყველაფერი ამად? შუქნიშანზეწითელი ფერი დიდხანს აღარ ჩერდება, რეკლამებს საკუთარითავისა რცხვენიათ, თვითმფრინავები ფობიის დანერგვასშიშობენ. შენობები ყველაფერს სუფთა ფურცლიდან იწყებენ.ამერიკა პასკალის ერას დაუბრუნდა.

10:07

ქალებმა მიაღწიეს საწადელს: აღარავინ ხედავს მათ დაბერებას.

ცხოვრებაში იმდენი ვიჟიმავე, რომ ბოლოს Kleenex-ის შეკვრისდანახვაზეც მიდგებოდა. 40 წლის ბერბიჭა ვიყავი, რომელიცმთელი ცხოვრება ნონ-სტოპ რეჟიმში იღებდა სიამოვნებას.მეგონა, ეს იყო თავისუფლება, აღმოჩნდა, რომ ეს სიმარტოვეყოფილა. სიყვარულზე უარი ვთქვი და ბედნიერებასსიამოვნება ვამჯობინე. წყვილების დანახვა დეპრესიაშიმაგდებდა. ყველა ცოლიანი კაცი კასტრირებული ტუსაღიმეგონა. ვფიქრობდი: ის, რა კაცია, ყოველ საღამოს ახალ-ახალიქალი თუ არ გადაზნიქა-მეთქი.

მე მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება შემეძლო.

10:08

2001 წლის 11 სექტემბერს Burger King-ი მორგად გადაიქცა,Brooks Brothers-ის მაღაზია კირით შეთეთრებულს ჰგავდა. Aპირსზე Apple-ს ორი გიგანტური ბილბორდი იდგა, სლოგანითThink different,[496] ზედ ფრანკლინ და ელეონორა

197

Page 198: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

რუზველტების ფოტოები იყო გამოსახული (ფრანკლინრუზველტი პერლ ჰარბორის დროს ამერიკის პრეზიდენტი იყო,თუმცა ეს უბრალო დამთხვევაა). ვესთსთრითზე გვამებისთვისქსოვილი გადაეფარებინათ, მათი ჯერ კიდევ თბილი სხეულისნაწილები კი აქეთ-იქით ეყარა. «ბოინგის» შასიმ რამდენიმემანქანა მიწასთან გაასწორა. ჰაერი თაიმსსქვერამდეგაჯერებული იყო გამდნარი ლითონისა და დამწვარი სხეულისსუნით. მე-14 ქუჩამდე ყველა გასასვლელი გადაკეტილი იყო.სამხრეთ მანჰეტენზე შეწყდა ბუნებრივი აირისა დაელექტროენერგიის მიწოდება. ტყუპის ძირში როდენისდამსხვრეული ქანდაკებები ეყარა, ქვის სხეულის ნატეხები დაადამიანის დასისხლიანებული ნაწილები ერთმანეთშიარეულიყო. გრაუნდზეროს ქვეშ სიბნელით მოცული მეტროსსადგური იყო, ჩამონგრეული ჭერით, გაღუნული ძელებით დაჩამოცვენილი ბეტონით. გაზეთების ჯიხური თეთრი მტვრისფენას დაეფარა, დამწვარი სადენები კი ჟურნალებისა დაშოკოლადის ფილების თავზე კონწიალობდნენ. WTC Plaza-ზეშენობებიდან მოწყვეტილი სვეტები მოედანზე ქარიშხლისშემდეგ ხის დამტვრეული ტოტებივით ეყარა. ნიუიორკელები,ყველა ასაკის, რასისა და სოციალური ფენის წარმომადგენელნიუშველებელ, ოთხ კვარტალზე გადაჭიმულ რიგში იდგნენ,რათა სისხლი ჩაებარებინათ.

მიწა ისე დაეფარა ნანგრევებს, სამეჯლისო დარბაზის იატაკიგეგონებოდა დღესასწაულის მეორე დღეს, როცა ყველაფერიისეთი დასალაგებელია, რომ არ იცი, საიდან დაიწყო; აქეთ-იქითიყურები, ხვნეში და იმასღა ახერხებ, საფერფლიდან სიგარეტისნამწვავები გადაყარო. შამპანური აღარ ქაფდება ჭიქებში,მსოფლიოს ფანჯრები აღარ ანათებენ, ისინი ამოღამებულითვალებით იყურებიან. მხიარულება ადრე იყო, როცა თავადღამე გიღიმოდა. დღეს კი გაყინულ ქუჩებში ხალხი ჩქარინაბიჯით დადის. უფრო სწორად, გარბის, იმიტომ, რომგაჩერებისა ეშინია. აღარც კი ახსოვთ, რატომ ცდილობდნენადრე გამდიდრებას? ცათამბჯენებს შორის მანქანა ისემოძრაობს, როგორც ბატარეებზე მომუშავე სათამაშოავტომობილი. ჩვენ კი ვცდილობთ ისე ვიაროთ ტროტუარზე,რომ ვერავინ მიხვდეს, რა მძიმედ ვართ ყველანი დაჭრილნი.გამოჯანმრთელებას ვლამობთ.

აქედან უკვე იწყება ის, რისი თქმაც და აღწერაც შეუძლებელია.წინასწარ უნდა მოგიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ბევრი რამ

198

Page 199: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

გამოვტოვე. აუტანელი ტანჯვის ამსახველი გვერდებიუბრალოდ ამოვიღე. ოღონდ ეს სირცხვილის ანდაღუპულთადმი პატივისცემის გამო არ გამიკეთებია, რადგანმიმაჩნია, რომ მათი ნელი აგონიის, მათი გოლგოთის გზისჩვენებაც პატივისცემის ნიშანია. მიზეზი სხვა რამეშია. ესიმიტომ გავაკეთე, რომ მიმაჩნია, მათი სასტიკი ტანჯვა-წამებისთქვენთვის ჩვენება, არანაკლები სისასტიკე იქნებოდა.

10:09

ო, როგორ მინდა ახლა გუშინდელი დღე იყოს. როგორ მინდაწარსულში დაბრუნება. რომც შემეძლოს რამის შეცვლა, მაინცარაფერს შევცვლიდი. „ო, მე მჯერა გუშინდელი დღის»(ბითლზების სიმღერა).

ვერტმფრენებმა გვერდზე ჩაგვიფრინეს, თანილუმინატორებიდან გვიყურებდნენ, როგორ ვიხოცებოდით.

– ახლა ერთადერთი ის შემიძლია, ღმერთს ვთხოვო, ასეთი რამაღარ გამეორდეს.

როცა თქვენ გაჩნდით, გიყურებდით და სიხარულისგანვტიროდი, შვილებო.

– მამიკო, – ამბობს დევიდი, რომელიც ძალიან ფერმკრთალია, –მუცელი მტკივა. შეგიძლია ექიმს დაურეკო?

– ნუ გეშინია, მამიკო, ექიმი აუცილებლად მოვა.

მისი მუცლის 40 პროცენტი დამწვარია.

– მეძინება, მამიკო. შეიძლება დავიძინო?

– არა! დევიდ, არა. გთხოვ! თვალები არ დახუჭო!

– ცოტას წავიძინებ, მა...

– არა, დევიდ, დამიჯერე. გემუდარები! თვალები გაახილე.

– გამაღვიძე, როცა გალაქტიკას გადაარჩენენ.

10:10

Windows on the world-ი ფეშენებელური გაზის კამერა იყო. მისი

199

Page 200: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

კლიენტები მოწამლეს, დაწვეს და ფერფლად აქციეს, როგორცოსვენციმში. ისინიც ისეთივე ხსოვნას იმსახურებენ.

10:11

„მხოლოდ სიკვდილი ანიჭებს ადამიანს ნამდვილ სახეს“.

ედგარ პო

10:12

აი, აქ კი ვიშიშვლებ ხმალივით ჩემს მორიგ ცნობილ smaoT-ს[497]. ეს ზღვარგადასული სიძულვილი ამერიკისადმი სხვაარაფერია, თუ არა – სიყვარული. ის, ვისაც ასე ძლიერ სძაგხართდა უნდა, რომ თქვენც მთელი არსებით გეჯავრებოდეთ,თქვენი ყურადღების მიქცევას ცდილობს. ანუ მასგაუცნობიერებლად უყვარხართ. ბინ ლადენმა შეიძლება არიცოდეს, მაგრამ იგი აღმერთებს ამერიკას და უნდა, რომამერიკაც გიჟდებოდეს მასზე. ის ამდენ ძალისხმევას მხოლოდერთი მიზნის მისაღწევად შეიძლება ხარჯავდეს: უნდა, ამერიკამუდამ მასზე ფიქრობდეს.

ვინ გიჟია და ვინ – წმინდანი? ჩვენი ღმერთი ჯვარზე გააკრეს.ჩვენ წელზე ქსოვილშემოფარებულ, წვერიან, ჯვარცმულ კაცსვაღმერთებთ. დროა, ახალი რელიგია შემოვიღოთ, რომლისსიმბოლოც ორი ალმოდებული შენობა იქნება. ავაშენოთეკლესია, რომელსაც ორი პარალელეპიპედის ფორმა ექნება,ხოლო ზიარებისას მასში ორი ტელემართული თვითმფრინავიშემოვარდება. იმწამს, როცა თვითმფრინავები გვერდიგვერდმდგომ შენობებს შეანგრევენ, მრევლს მუხლის მოდრეკასსთხოვენ.

10:13

ლიბერალიზმს არაფერი აქვს საერთო მორალთან. საფრანგეთისდევიზი „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა» მთელიმსოფლიოს დევიზი უნდა გამხდარიყო, თუმცა პრობლემაიმაშია, რომ ადამიანების ეს იდეალი არაადამიანური ტყუილია.

დასავლეთი ყველას გასაგონად გაჰყვირის, რომ მთავარია

200

Page 201: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

თავისუფლება, რომ ყველა უნდა იყოს თავისუფალი; თავსიწონებს იმით, რომ თავისუფალია. ამბობს, რომ თავსგასწირავს ამისთვის. კარგი, ბატონო! მე თავისუფალი ვარ,მაგრამ ბედნიერი არ ვარ! დღეს, როცა ყველაფერიდასრულებულია, ჩემს ტეხასურ სიჯიუტეს უნდა გადავაბიჯოდა ეს ვაღიარო. იცით, ახლა, სიცოცხლის ბოლო წუთებში რამახსენდება? მერი – მამაჩემის ყვავილების სუნით გაჟღენთილმანქანაში, გრძელი ფრჩხილებით, თვალებქვეშ ჩაშავებულიუპეებით; მახსენდება მასთან გატარებული მოპარულიწუთები, ჯერის დაბადება: ლურჯი, გაწებილი არსება, რომლისდანახვაზეც ვიფიქრე: ღმერთო, რა საშინელებაა, ამას უნდავუარო მთელი ცხოვრება?! მერე კი მან თვალები გაახილა დაგამიღიმა.

თავისუფლებას ჩემთვის ბედნიერება არ მოუტანია.

10:14

I’m on a plane / I can’t complain. Nirvana.[498]

ალბერ ტიბოდე თავის „ფრანგული ლიტერატურისისტორიაში“, რომელიც 1936 წელს გამოიცა, წერს, რომ თაობასქმნის ასაკობრივი კლასი, რომლის ჩამოყალიბებასა დაგანვითარებაზეც იმოქმედა ბოლო 20 წლის განმავლობაშიმომხდარმა ამა თუ იმ მნიშვნელოვანმა მოვლენამ. მისშემთხვევაში (ტიბოდე 1874 წელს დაიბადა) ეს დრეიფუსისჯაშუშური სკანდალი[499] იყო, შემდგომი თაობებისთვის –ორი მსოფლიო ომი, მერე კი – 1968 წლის მაისი. ჩემი მშობლებისთაობა 1968 წლის მაისის პირმშოა. მათი საზოგადოება ამმოვლენამ თავიდან ბოლომდე შეცვალა: შეცვალაფასეულობები, ნორმები და ქცევის წესები, დაინერგაჩაცმულობისა და მეტყველების ახლებური სტილი,დამკვიდრდა ახალი ტრადიციები და განათლების აქამდეარარსებული მეთოდები. ყველაფერი, რასაც ისინი ადრესწავლობდნენ უკვე გამოუსადეგარი გახდა. 1968 წელი ჩემიდედ-მამისთვის ხელმეორედ დაბადების თარიღი გახდა, ამანგანსაზღვრა მათი დაშორებაც. ისინი ავტორიტეტებისა დაორიენტირების გარეშე დარჩნენ, რადგან მათი მშობლებითამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათი რელიგიაც დასასაუბრო ენაც შვილებისთვის გაუგებარი გახდა. როგორ გინდა

201

Page 202: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ვინმეს გვერდიდან არ მოშორდე, როცა ირგვლივ ყველაფერიფეთქდება. ჩემი თაობისთვის ასეთ გარდამტეხ მოვლენად 1989წელი გახდა. მე მაშინ 25 წლის ვიყავი. ბერლინის კედლისდანგრევამ იდეოლოგიის რეკვიემად გაიჟღერა. გაჩნდაუმართავი იმედი, რომ ლიბერალიზმი მთელ მსოფლიოსშეცვლიდა. სწორედ მაშინ დავიწყე სარეკლამო სფეროშიმუშაობა, რომელიც კაპიტალიზმის დამრტყმელი ძალაა.საბედნიეროდ, უკვე წამოვედი იქიდან, თუმცა ეს სულ სხვა დაუკვე ნაამბობი ისტორიაა. ჩემი თაობის ყველა მწერლისმსგავსად, მეც 80-იანი წლების რელიგიის, ფულის მიერსამუდამოდ დაღდასმული ვიქნები. ვეღარასდროს დავაღწევთავს გლამურის ჰიპნოზს და იაპითაობის აროგანტულობას,თავისი სინთეტიკური მუსიკით, სახლების დიზაინით, მოდისდეფილეთი, პორნოს დემოკრატიზაციით, დისკოთეკებისსიყვარულითა და აეროპორტების პოეტურობით. ასეა, მეფრანსუა მიტერანის და ჟურნალ „გლობის» თაობასგანვეკუთვნები. ეპოქას, როცა მემარცხენეები უტოპიაზე ფიქრსშეეშვნენ და რეალისტები გახდნენ. ჩემი ასაკის ადამიანებსსძულთ 1968 წლის მაისი, იმიტომ, რომ ყველა თაობისუპირველესი მიზანია, მოაშთოს თავისი წინამორბედი. ჩვენმუდამ კომუნიზმით, მოდელი ქალებით და კოკაინითტრავმირებულნი დავრჩებით. 80-იან წლებში დაბადებულიახალგაზრდები, რომლებიც უკვე ჩემს თაობას გადათელავენ,2001 წლის 11 სექტემბერს 20 წლისანი იყვნენ. მათთვის მე დაჩემნაირები ფუფუნებაში გაზრდილი უდარდელი, «ჩანერგვის»საეჭვო პოლიტიკის პროდუქტი ვართ, გაყიდული მედიისა დაცინიკური ლაქლაქის ცოცხალი მაგალითი. ჩემს თავს სულერთსა და იმავე კითხვას ვუსვამ: შეძლებენ კი ეს ბავშვები„ცენტრის» ტრაგედიის დავიწყებას, მატერიალურიკომფორტის კვამლიან ნანგრევებზე ნორმალურ პიროვნებებადჩამოყალიბებას? რას ააშენებენ ისინი მსოფლიო სავაჭროცენტრის ადგილას? რით ააგებენ საკუთარი ოცნებების ციხე-კოშკებს? გამდნარი ფოლადითა და დამწვარი შიგნეულობით?როგორ გინდა ჩემი თაობის ნანგრევებზე, 80-იანი წლებისკრიზისსა და ბრენდების საზოგადოების კრახზე რაიმესაშენება? რას დაინახავენ ეს ახალგაზრდები თავიანთი„მსოფლიოს ფანჯრიდან“? ნუთუ უტოპია აღესრულა? ნუთუკომფორტის, სამომხმარებლო საზოგადოებისა და ფულის,როგორც ერთადერთი ხსნის, რელიგია სამუდამოდ დასამარდა2001 წელს ნიუ-იორკში?

202

Page 203: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

10:15

– ძუძუები მაჩვენე! – ამბობს კენეტ კოლიანი კაცი.

ორი ტრეიდერი საკონფერენციო დარბაზში წელამდე წყალშიდგას და ბოლისგან იხრჩობა. უკვე იციან, რომ საშველი აღარარის, მათი აღსასრულის დღე დადგა. ირგვლივგადაბრუნებული სკამები და მათი კოლეგებისა დადამხრჩვალი შეფის გალურჯებული გვამები ყრია.

– ეს ფუჩუ შენთვის გავილამაზე, ლაზერული ეპილაციაგავიკეთე, – ამბობს რალფ ლორენიანი ქალი.

– მოდი, აიღე ბოლოჯერ პირში, – კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– მინდა გადავყლაპო, მინდა, პირში...

– ენა კარგად გამოყავი, მინდა შენი პირსინგი ვიგრძნო ასოსთავზე.

საკონფერენციო დარბაზის აბანოზის ხის რვამეტრიან, ოვალურმაგიდაზე წვებიან. მამაკაცი შარვალს იწევს, ქალი ბლუზასიხდის. ორივეს სოლარიუმში გარუჯული, მუქი ფერის კანიაქვს, სიკვდილის სუნისა და აუტანელი სიცხის მიუხედავად,მშვენივრად გამოიყურებიან.

– გრძნობ ჩემს სამ თითს ტრაკში? – რალფ ლორენიანი ქალი.

– ბოლოკაბა აიწიე, ზემოდან დამაჯექი და ღრმად შეიდე, –კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– ძუძუს თავები დამისრისე და ძუძუები მომიჭყლიტე, – რალფლორენიანი ქალი.

– გიყვარს ხომ, როცა კლიტორს გიღიზიანებ, შე ბინძურო ბოზო?– კენეტ კოლიანი მამაკაცი.

– მთელ ბანდას გავაჟიმინებდი თავს, ოღონდ შენ გესიამოვნოს.გამჟიმე და მერე ვისაც გინდა, მიუგდე ჩემი თავი! – რალფლორენიანი ქალი.

– Oh yeah, დაგაბამდი და უცხო კაცებში დაგატრიალებდი. შენსუმცროს დას თვალწინ გაგიჟიმავდი, ბოზო!

– MMfuck-me deep, როგორ მინდა მამაშენმა გამილოკოს...

203

Page 204: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ირგვლივ აღარაფერი ჩანს. ფაქსები სიცხისგან თუხთუხებენ,იატაკი ფეხქვეშ დნება, კარადები წყალში ტივტივებენ, დილისმიუხედავად, უკუნეთი სიბნელე დგას, ალმოდებულიკომპიუტერები 1000 ფარენჰეიტს უჩვენებენ.

– ახლა უკანალში ცხელ სპერმას შეგასხამ, – კენეტ კოლიანიმამაკაცი.

– უააა, ვათავებ. მინდა, რომ მერე მოგიწოვო, – რალფლორენიანი ქალი.

– მოიცა, ნუ ჩქარობ, ჯერ მინდა ხელი შეგთხარო სველ საშოში,მინდა, რომ გტკიოდეს, როცა გავათავებ. ენა მაგრადგადმოყავი, მინდა ზედ დაგასხა.

– მიდი, შემასხი, დამკბინე, თმა დამაგლიჯე, გამჩაჩხე, ოოოოჰ,i’m comiiiing, I feel your cock in my ass, ვათავებ, შენს ასოსვგრძნობ ტრაკში, – რალფ ლორენიანი ქალი.

– მინდა წამებით მოგკლა, მუცელი გაგიფატრო და ნაწლავებიდაგიკოცნო, საშო გადაგიფატრო და მთელი ტანით შიგნითშევიდე, დავბრუნდე იქ, საიდანაც ვიშვი, ოოოო, გრძნობ, ჩემოსაყვარელო, როგორ ვათავებ... აუ, რამდენ ხანს გრძელდება.

ისინი ერთდროულად ყვირიან და სპერმიანი ტუჩებითლოშნიან ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ირგვლივყველაფერი ინგრევა, როგორც „კატარინა ბლუმის შელახულღირსებაშია“[500], მათ მაინც უყვართ ერთმანეთი.

– სიამოვნებაში ვლევ სულს, – ამბობს რალფ ლორენიანი ქალი,– შენს სიყვარულში ვკვდები.

– სიკვდილი ვიაგრაზე ძლიერი ყოფილა, – პასუხობს კენეტკოლიანი მამაკაცი, – შენ ჩემი ცხოვრების აზრი იყავი და ჩემსსიკვდილსაც აზრი მიეცი.

სამოთხეში ათასი ქალიშვილი მეძავი კი არა, ეს ორნი იყვნენ.დაწვით კი მხოლოდ ჯოჯოხეთში როდი იწვიან.

10.16

ახლახან ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის notebooks-ი ითარგმნაფრანგულად. და იქ აღმოვაჩინე, რომ „დიდ გეტსბის» თურმე

204

Page 205: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

სხვაგვარი სათაური უნდა ჰქონოდა: «ფერფლისა დამილიონერების გროვაში».

სიკვდილის მეშინია და ძალიანაც ვამაყობ ამ შიშით. სიმამაცისსრული არქონა მაიძულებს პოლიციასა და კანონსდავემორჩილო. სწორედ ამ სიმამაცის არქონით განვსხვავდებიცხოველებისგან.

ადვილია, როცა მომავალი ცხედარი ხარ, რთულია, როცაცოცხალი მკვდარი ხარ. უნდა იცხოვრო, სანამ სიცოცხლის დრობოლომდე არ ამოგეწურება. გადაიხადო მადლობა და თან არდაგავიწყდეს, რომ merci ინგლისურად „შებრალებასაც»ნიშნავს. არც წესის აგების დრო გრჩება და არც – ბრწყინვალეეპიტაფიის, არც შთამომავლებისა და მიმდევრებისთვის ბოლოამოსუნთქვასთან ერთად წარმოთქმულ სიტყვებზე ფიქრის.თუმცა სად არიან შთამომავლები და მიმდევრები? რა გეგონა,რომ ბოლო ამოსუნთქვა დღევანდელ დღეს იქნებოდა?

10:17

გავკარი თქვენს თანაგრძნობას. მაგ თანაგრძნობამ დაღუპაიუდოქრისტიანები, მის გამო გაასწორეს ისინი ასე ადვილადმიწასთან. სწორედ ეს დაამტკიცეს საჰაერო ყასბებმაც. უკვეაღარავინ გრძნობს თავს დაცულად ამ სათუთი დაგულკეთილი ლიბერალური იუდოქრისტიანების ხელში. მათუნდოდათ, რომ ამ სათნო, პრივილეგირებულ ადამიანებსეგრძნოთ, თუ რა არის სიძულვილი? როგორც „მონადირისღამეში“[501] აწერია მითჩემს[502] თითებზე: LOVE HATE –სიძულვილი სიყვარულია!

იესომ მეორე ლოყა შეუშვირა. გეთანხმებით, იესო არ იყომოძალადე. მაგრამ მას სძულდა, რანაირადაც უნდა უარეყო ეს,რანაირადაც უნდა დაემალა, მასში არსებობდა სიძულვილი,რადგან იგი სამართლიანობის დაუოკებელი წყურვილით იყოაღსავსე. ჯვარზე გაკრული კი ყველას და ყველაფერს წყევლა-კრულვით ავსებდა, მამამისს უარყოფდა. ფეხებზე ეკიდაჯვარზე გაკრულ ქრისტეს ეგ თქვენი თანაგრძნობა.

10:18

ჩემს მარტოობაში შენ მელანდებოდი,

205

Page 206: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

შენგან შორს ჩემი გული ფანჯარასავით დაიმსხვრა.

ფრანგი დიზაინერის, კრისტიან ლიეგრის მიერ გაფორმებულიMercer Hotel-ი დაუნთაუნში, სოჰოს უბანში, სავაჭროცენტრიდან რამდენიმე კვარტალში მდებარეობს.ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ სწორედ იქ გავჩერდი. ნიუ-იორკის ახალმა მერმა, მიშელ ბლუმბერგმა, რომელიც იმიტომაირჩიეს, რომ იტალიელი სილვიო ბერლუსკონივით ისიცტელემაგნატია, ორი მიზანი დაისახა: გააქროს სიგარეტისმწეველები და ხმაური. მისმა წინამორბედმა მეძავების 42-ექუჩიდან განდევნა და უსახლკაროთა ვილეჯიდან გასახლებამოახერხა. ცოტა ხანში „გოთემსითი» გადაიქცევა ძალიან დიდდა სუფთა სავაჭრო ცენტრად. კუნძული, სახელად Trade center,მოწევა აკრძალულია ბარებში, რესტორნებსა და თქვენწარმოიდგინეთ, ღამის კლუბებშიც კი. ზოგან ცეკვაც კი არ არისნებადართული! ეს თავსმოხვეული სიმშვიდე და სისპეტაკე,როგორც ეტყობა, ქვეცნობიერი პასუხია ფანატიკოსიისლამისტების, ამ წვერებიანი ტარტიუფების მიერ ჩატარებულსიწმინდისა და სათნოების გაკვეთილებზე. ახალი წესებისაფრთხის ქვეშ მყოფი მეტროპოლის შეშფოთებაზემიანიშნებს. როცა დემოკრატიას რაიმე ემუქრება, ამერიკაემსგავსება... შვეიცარიას.

Mercer-იდან არც კი გავდივარ. ვარ აქ განდეგილივით, როგორცპოლნარეფი[503] – „რუაიალ მონსოში». ვსაუზმობ დავსადილობ Mercer Kitchen-ში პირველ სართულზე. Vodka-cranberry-ის დასალევად კი აქაურ ბარ Submercer-ში შევდივარ.ისე ვცხოვრობ ნიუ-იორკის ყველაზე მოდურ სასტუმროში,როგორც – ოჯახურ პანსიონში, ტოსკანში. პორტიე დარეცეფციონისტი თანაგრძნობით მიღიმიან და თან ფიქრობენ:ნეტავ, ამ მელანქოლიურმა ფრანგმა თუ იცის გასვლის დღესრამსიგრძე ჩეკი მოუვა? ცნობილი სახეები, რომლებიცსასტუმროს ბარში შემოდიან (ბენისიო დელ ტორო, ამანდა დეკადენე, გიია უმ კანე, ტერი კლემენიუკი), ვერ მიმხვდარან, რასჩალიჩობს ეს წვერიანი ტიპი, რომელიც სულ მარტო დადის,კეტ სტივენსის სიმღერებს ღიღინებს და მათ თითოეულ ჟესტსდა მიმიკას უბის შავ წიგნაკში გულდასმით იწერს. მემიზანმიმართულად ვთვრები, მოდურ დივანზე ვიშხლართები,არავის ხმას არ ვცემ, ხშირად ვტირი და სულ შენზე ვფიქრობ...შენ მოგტირი.

206

Page 207: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

10:19

ალბათ მათ უნდათ, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნოთ. მაგრამრაში? განა რა წვლილი მიმიძღვის მე იმაში, რაც ჩემმა ქვეყანამსაკუთარი ძლიერებისთვის გააკეთა? ზანგების დამონება,ინდიელთა გენოციდი, ველური ლიბერალიზმი! ეგ მე არ ვიყავი,ბიჭებო, მე მერე მოვედი! უბრალოდ, ისე მოხდა, რომ აქდავიბადე, პატრონებში, მაგრამ თავად არ ვარ პატრონი.ერთადერთი, რასაც ვმართავ, ჩემი უძრავი ქონების სააგენტოა.გეთანხმებით, რომ ბინებს განგებ ვუწევთ ფასს მაღლა. არშემიძლია, არ ვაღიარო, რომ ყიდვა-გაყიდვის ყველა აგენტითაღლითია და მეტი არაფერი. მათი საქმეა მოგყიდონ ის, რაცარასდროს იქნება თქვენი. არავინ მოგატყუოთ, რომ რაიმესფლობთ? ყველანი ხომ მდგმურები ვართ. მე ვყიდდი ჰაერს დაამას თქვენს საკუთრებაში მყოფ კვადრატულ მეტრებსვეძახდი, რომლის გამოც მერე მთელი ცხოვრება ვირივით უნდაგემუშავათ, რათა ვალი დაგეფარათ. საშუალო ამერიკელისსაბანკო დავალიანება მისი წლიური შემოსავლის 110პროცენტს შეადგენს: მსოფლიო რეკორდია! ყველაზე სასაცილოის არის, რომ მათ ძირითად ნაწილს ახალგაზრდები შეადგენენ,რომლებსაც უხარიათ, რომ ბინის ქირაობა აღარ დასჭირდებათ.იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ 30 წელიწადი ყოველთვიურადკრედიტის პროცენტი უნდა იხადონ. რა განსხვავებაა? უძრავიქონების აგენტი ხალხს იძულებულს ხდის იმუშაონ, რათა იმქონების შესაძენად აღებული ვალი გადაიხადონ, რომელშიცმხოლოდ მდგმურად არიან, რადგან მესაკუთრე სხვა არაფერია,თუ არა საკუთარ ბინაში დატუსაღებული მდგმური, მოვალე,რომელიც საცხოვრებელი ადგილის შეცვლასაც კი ვეღარშეძლებს.

კი, ბატონო, მამა აბრამის ბატკანი არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ რომელი კრიმინალი მე მნახეთ? მე არ ვიმსახურებსიკვდილით დასჯას. მესმის, რომ ფრთაშესხმული ანგელოზიარ ვარ, მაგრამ ნურც ჯოჯოხეთის მაშხალობას დამაბრალებთ.ცოდვილი ვარ, მერის ვუღალატე, ოჯახი დავანგრიე, ჯერი დადევიდი მივატოვე, სამაგალითოდ არ მოვქცეულვარ, მაგრამროდის მერე წვავენ ადამიანებს ცოცხლად ამის გამო? რა ჩემიბრალია, თუ გვატემალელი ბავშვები დღეში თხუთმეტ საათსმუშაობენ და თანაც მიზერულ ხელფასზე? რა ჰიროსიმა დანაგასაკი? თუ ღმერთი გწამს, for God’s sake, მაშინ დაბადებულიარ ვიყავი! რა საერთო მაქვს, მაგის დედა ვატირე,

207

Page 208: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

პალესტინელთა ლტოლვილთა ბანაკებთან, სადაც ეს შავ-შავიტიპები ყოველდღე ტანკებს ქვებს უშენენ და ავტობუსებშითავს იფეთქებენ. იარონ ჩემსავით ადამიანურად სამსახურშიდა იმუშაონ! ეს ყველაფერი ჩემგან ძალიან შორსაა და არაფერიგამეგება მაგ ამბებში. სხედან ჩაცუცქული, ავტომატებითხელში, ეს გაბანჯგვლული წვერიანი სიფათები, ქვიშას ჭამენდა თან რაღაც აბდაუბდა, ზიზღითა და სიძულვილით სავსელოზუნგებს ისვრიან. იმ ქვეყნებში თურმე ძალიან ბევრიმტვერია, თან ისეთი სიცხეა, სული გაგძვრება. რა თქმა უნდა,გაღიზიანებული ხარ, როცა სულ გცხელა, წყურვილისგან ყელიგიშრება და ჭამის დროს კბილებში ქვიშა გიხრაშუნებს. ბოლოსან იძინებ, ან მთელ ქვეყანას უტრიალებ ცოცხალსა დამკვდარს.

ვინ შემოგვიტია? არაფატმა? უნაბომბერმა? თქვენ იტყვით: რამნიშვნელობა აქვს შენთვის, ვინ მოგკლავს, ბინ ლადენი თუტიმოტი მაქკეი? ალ-ქაიდა, თუ კუ-კლუქს-კლანი? Frankly, mydear, I don’t give a Saddam! სიმართლე გითხრათ, მიმისადამებიამაგათზე! ძალადობა ადამიანის ბუნებაშია. შეიძლება ითქვას,კულტურის, რელიგიის, საზოგადოებისა და ცივილიზაციისფუნქციაც მისი მოთოკვა და შეკავებაა. ოღონდ მხოლოდშეიძლება ითქვას! შეგვიბრალეთ! Oh Lord, ღმერთო, შეიბრალეჯერი, დევიდი და ქართიუ იორსტონი ოსტინიდან, ტეხასისშტატიდან. Have mercy on us, შეგვიბრალე. ნეტავ, არაბულადროგორაა mercy?

10:20

„პორტი ცხოვრებასთან ბრძოლისგან გადაღლილი სულებისნავსაყუდელია. საკუთარი ფანჯრიდან დანახული უკიდეგანოცა, ღრუბლების მოძრავი არქიტექტურა, ზღვის ფერთამუდმივი ცვალებადობა, ფარების ციმციმი, ეს ის არის, რაცთვალს მუდამ ახარებს და არასდროს ღლის. მოხდენილიფორმის ხომალდები, სრული აღკაზმულობით, რომლებიცტალღების ტაქტში მსუბუქად ტოკავენ, ადამიანის გულშირიტმისა და ჰარმონიის შეგრძნებას აღძრავენ. გარდა ამისა,არის რაღაც არისტოკრატიული და მისტერიული იმაში, რომშენ, ცნობისმოყვარეობისა და ამბიციებისგან დაცლილი,მშვიდად წამოწოლილხარ ტერასაზე ან მოაჯირსდაყრდნობიხარ და უყურებ სხვების ფუსფუსს, წამსვლელ-

208

Page 209: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მომსვლელს, რომელთაც ჯერ კიდევ შემორჩენიათ შეცნობისადა მოგზაურობის დაუოკებელი ჟინი“.

შარლ ბოდლერი, „პარიზის სპლინი[504]“. 1865.

ამას ნიუ-იორკის სპლინი უნდა ერქვას.

10:21

დევიდმა გონება დაკარგა. ჯერი ძმას გვერდიდან არ შორდება,ცივ შუბლზე ხელს უსვამს, დახუჭულ თვალებზე ეფერება. მევდგები და ბავშვს ხელში ვიყვან, პატარა პრინცს უმოძრაოსხეულითა და თხელი თმით. ჯერი ჩემს ჩანაფიქრს ხვდება დაცახცახი უვარდება. გმირის როლს ვეღარ ვთამაშობ. როგორც იმადმინისტრატორმა ქალმა თქვა, ეს ჩემთვის არ უსწავლებიათ.ჯერის ერთი ხელი ჩემთვის უკიდია, მეორით კი თავისი ძმისსველი, ჰაერში უძლურად დაკიდებული ხელი უჭირავს.გაოფლილ მკერდში ჩემს ხორცი ხორცთაგანს, ჩემს ღვიძლშვილს ვიკრავ. მისი პატარა გაშავებული სახის შემხედვარეს1997 წლის ზაფხული მახსენდება, როცა იოსემიტის პარკშიინდიელობანას თამაშობდა და სახე დამწვარი საცობითგაიმურა. აღარ შემიძლია აღარაფერზე ფიქრი, დამექანცა გული.წავედით, ბავშვებო, დროა, ჩვენ იმას ვიზამთ, რაც დიდი ხნისწინ უნდა გაგვეკეთებინა! სამივენი გავიქცევით აქედან, on theroad again, adios amigos, hasta la vista baby. აი, იქ ფანჯარაჩამტვრეულია, იქიდან შევხედოთ „მსოფლიოს ფანჯრებს“.ჯერი, ეს ხომ უმაღლესი თავისუფლებაა, let’s go, არა, ჯერი,ჩემო პატარა გმირო, don’t look down, ქვემოთ არ ჩაიხედო,ჰორიზონტს უყურე შენი ცისფერი თვალებით, ნიუ-იორკისსრუტეს, ვერტმფრენების უძლურ ფარფატს. შენ არ გინახავსფილმი „აპოკალიფსი ახლა“, თქვენ ისეთი პატარები იყავით...როგორ გაბედეს ამ ნაძირალებმა, ამ მკვლელებმა! წავედით,ჩემო კარგებო, ჩემო უცოდველებო... ამასთან შედარებით„ამერიკული მთები» თოთო ბავშვების გასართობია. მაგრადმომკიდე ხელი, ჯერომ, მიყვარხარ, ჩემო ყველაფერო, წამოდიმამიკოსთან ერთად, სახლში ვბრუნდებით, შენი პატარაძამიკოც თან მიგვყავს! წავედით, გავცუროთ ალისფერღრუბლებში, თქვენ ჩემი ანგელოზები იყავით, ამის მერე ჩვენვეღარაფერი დაგვაშორებს, სამოთხე თქვენთან ერთად ყოფნაიყო, ღრმად ჩაისუნთქე და თუ გეშინია, თვალები დახუჭე.

209

Page 210: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ჩვენც შეგვიძლია თავის გაწირვა.

გადახტომამდე რამდენიმე წამით ადრე ჯერიმ პირდაპირთვალებში ჩამხედა. სახის ნაკვთები უთრთოდა, ცხვირიდანსისხლი მოსდიოდა, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდამნიშვნელობა.

– როგორ ფიქრობ, დედა ძალიან ინაღვლებს?

– ნუ ფიქრობ მაგაზე. ძლიერი უნდა იყო. მე შენ ყოველთვისმიყვარდი, შენ ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ მსოფლიოში.

– I love you daddy, მიყვარხარ, მამიკო! იცი, მე არ მეშინიადაცემის. ხედავ, აღარ მომდის ცრემლები და აღარც შენ ტირი.

– შენნაირი მამაცი ბიჭი არასდროს მინახავს, არასდროს. მზადხარ, პატარავ? სამამდე ვითვლით?!

– ერთი... ორი... და... სამი!

სიჩქარისგან პირები გვეღრიჯებოდა. ქარი წარმოუდგენელგრიმასებს ხატავდა ჩვენს სახეებზე. ახლაც ყურში მესმისჯერის სიცილი, როცა სივრცეში გადაეშვა. ერთი ხელი ჩემთვისჩაეჭიდა, მეორე კი – თავისი ძმისთვის. გმადლობთ, ამ ბოლოსიცილისთვის, ღმერთო! გმადლობთ! ჯერის ეს სიცილი რომგამაგონე, იმ ერთ წამს მეც მეგონა, რომ მივფრინავდით.

10:22

ცვაიგი წერდა: „ქვეცნობიერად ნიუ-იორკი ჰბაძავს მთას, ზღვასდა მდინარეებს“. სელინი კი „ფეხზე წამომდგარ ქალაქს»უწოდებდა, ეს იმიტომ, რომ მათ მიწაზე გართხმულიმსოფლიო სავაჭრო ცენტრი არ უნახავთ.

ამერიკელები მთვარეზე გაფრინდნენ. 2001 წლის 12სექტემბერს კი ასე შორს წასვლა საჭირო აღარ იყო: თავად ნიუ-იორკი გადაქცეულიყო მკვდარ პლანეტად. ასფალტზე თეთრიმტვრის სქელი ფენა იდო. 110-სართულიანი შენობებიდანმხოლოდ ლითონის ორი დაგრეხილი ძელი დარჩენილიყო,რომელიც ისე იდგა, თითქოს ცის დაკაწვრას ლამობდა.ჩამოვარდნილ კოსმოსურ მოდულს ჰგავდა. სიჩუმესპოლიციის მანქანის სირენები არღვევდა. ამერიკაში ყველაფერიგრანდიოზულია, თვით ტერაქტებიც კი. ჩვენთან რანაირი

210

Page 211: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

აფეთქებაც უნდა მოაწყონ მეტროს სადგურში ან ტანსაცმლისმაღაზიაში, სახლები იშვიათად ზიანდება. აქ კი პირველივეუცხო ძალის მიერ ორგანიზებული ტერაქტი ყველაზე სასტიკიაღმოჩნდა დასავლური სამყაროს მთელ ისტორიაში. ეს იყოამერიკის შეერთებული შტატების დაარსებიდან დღემდე ამქვეყნის მოქალაქეთა ამოხოცვის ყველაზე მასშტაბური დაშემაძრწუნებელი ფაქტი.

აქ ვაპირებდი კიდევ ერთი თავის დაწერას, რომელსაცერქმეოდა: „სიკვდილის მოხმარების წესები“. ვითომ ჟორჟპერეკმა სიმონ-კრუბელიეს ქუჩა 11 – ჩერჩის, ვიზის, ლიბერტისდა უესტის ქუჩების კვეთით ჩაანაცვლა. მაგრამ გადავიფიქრე,ძალიან მეჩქარება უკან დაბრუნება, ჩემი საქორწინო ნამცხვრისშეჭმა და შენთან ჩახუტება.

ზემოთ ვიყურები და ქართიუს, დევიდს და ჯერისთანამზრახველურად ვუკრავ თვალს. ვინ იცის, იქნებ მხედავენკიდეც? რა ვიცი, მეტი რა ვთქვა?

10:23

ხანდახან მესიზმრება ათასობით ტონა ნანგრევი, სადაცადამიანის ხორცი და გამდნარი ფოლადი, სხეული და ქვა,მოგლეჯილი მკლავები და კომპიუტერები, დამწვარი ფეხებიდა ლიფტები, მორწმუნენი და ათეისტები, ცეცხლი და სისხლიერთმანეთშია არეული... მერე ეს კოშმარული ხილვებიგადამივლის ხოლმე, თუმცა ცოტა ხანში ისევ თავიდან იწყება:მელანდება კედლებში შერჭობილი თვალები, შუშითგადაპობილი თავის ქალები, ფაქსებზე დაყრილი ადამიანისშიგნეულობა და ქსეროქსზე მისხმული ტვინი. ესეც ღმერთმაშექმნა. მესიზმრება, რომ მე და ჩემი შვილები ამ ნანგრევებისთავზე დავფრინავთ. ან იქნებ არც არის ეს სიზმარი? იქნებ WTCPlaza-ს თავზე ვბოინობთ, რომელიც ძველებურად ქარიანი,ხოლო ცათამბჯენების გარეშე კიდევ უფრო ცარიელია. ახლა მასSite-ს უწოდებენ და ტურისტულ ღირსშესანიშნაობადგადაუქცევიათ. ქარი ზეროსა და უსასრულობას შორის მუდამიქროლებს. ჩვენც მასში ვართ, ჩვენც ქარად ვიქეცით.

ოდესღაც აქ, გახსოვთ ალბათ, ადამიანებმა ორი კოშკი ააგეს.Rest in peace, განისვენე მშვიდობით: ჩვენ კი აქ ომსა დატანჯვაში განვისვენებთ. მხოლოდ სიკვდილი ხდის ადამიანს

211

Page 212: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

უკვდავს, ჩვენ კი არ ვართ მკვდრები, ჩვენ მზისა და თოვლისსამუდამო ტყვეები ვართ. ასე მგონია, რომ სხეული შუშისნამსხვრევებით მაქვს სავსე. წარმოიდგინეთ, აბა, როგორია,როცა ძარღვებში შუშები გიფხაჭუნებს? წარმოიდგინეთ, ჩემიგულისთვის, რადგან მე თქვენი, თქვენი, თქვენი, თქვენი,თქვენი, თქვენი და კიდევ თქვენი გულისთვის მოვკვდი.

10:24

არც კი ვიცი, რატომ დავწერე ეს წიგნი? იქნებ იმიტომ, რომამაზე მეტად არაფერი მაწუხებდა. აბა, სხვა რაზე უნდა წერო?ყველაფერი, რაც საინტერესოა – ტაბუირებულია. წიგნი კიაკრძალულ თემაზე უნდა იყოს. ფრანგული ლიტერატურა ხომდაუმორჩილებლობის საუკუნოვან ისტორიაზეა აგებული.დღეს წიგნებს ის ევალებათ, რაც ტელევიზიას არ ხელეწიფება:აჩვენონ უნახავი და დაწერონ უთქმელი. იქნებ ესშეუძლებელიც იყოს, მაგრამ ამაშია მისი არსებობის აზრი.სწორედ ლიტერატურაა ის „შეუსრულებელი მისია“.

დემოკრატიაში ცხოვრების ერთადერთი უპირატესობა მისიკრიტიკის საშუალებაა. მხოლოდ ამით განსხვავდება იგიდიქტატურისგან. დიქტატურის კრიტიკა შეუძლებელია.დემოკრატიამ კი მაშინაც კი, თუ მას უტევენ, ემუქრებიან დააბუჩად იგდებენ, უნდა დაამტკიცოს, რომ იგი ჭეშმარიტიდემოკრატიაა, ამისთვის კი მხოლოდ ერთადერთი საშუალებაარსებობს: ყველას მისცეს მისი გაკრიტიკების უფლება.

ამ სიტყვების წარმოთქმის მერე მივხვდი, რომ გულწრფელი არვარ. უნდა ვაღიარო, რომ მე, გამოვიყენე რა ჰიპერტერორიზმისშემთხვევა, ჩემს პროზას მივანიჭე აქამდე არნახული ძალა დადამაჯერებლობა. ანუ, მე ადამიანების ტრაგედიალიტერატურული სარგებლისთვის გამოვიყენე. უვარგისიმწერლებისთვის ბოროტება უფრო ძლიერი წყაროაშთაგონების, ენერგიის, დიაპაზონისა დამრავალფეროვნებისთვის, ვიდრე – სიკეთე.

თუმცა არის მეორე მიზეზიც. ჩემი ამერიკელი წინაპარი იყოPatriot-ის ერთ-ერთი ხელისმომწერი, ამერიკული რევოლუციისგმირი, ამოს უილერი (დაიბადა 1741 წელს პეპერელში,მასაჩუსეტსის შტატში; გარდაიცვალა 1775 წლის 21 ივნისსკემბრიჯში, მასაჩუსეტსში, ბანკერჰილის შეტაკებიდან 5

212

Page 213: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

დღეში, ბრძოლაში მიღებული ჭრილობის შედეგად). მისისახელი ამოტვიფრულია ბანკერჰილის ბრძოლისადმიმიძღვნილ მონუმენტზე, ისევე, როგორც ვაშინგტონისქანდაკებაზე. მას ერთადერთი ვაჟი დარჩა, ამოს უილერ II,რომელიც მამის გარდაცვალებიდან ერთ თვეში, 1775 წლისივლისში მოევლინა ქვეყანას. მისი ქალიშვილი ოლივ უილერიგათხოვდა ვინმე ჯობ ნაითზე, რომელთა შვილმაც ცოლადშეირთო ფრენსის მატილდა ჰარბენი, სწორედ მათიშთამომავალი, ნელი ჰარბენ ნაითი, გახლდათ გრეის ქართიუიორსტონის, ჩემი ბებიის, მამის მხრიდან, დედა. მეპატრიოტელი ამოს უილერის მე-8 თაობას წარმოვადგენ,დაბადებულს მისი გარდაცვალებიდან 228 წლის შემდეგ. გრეისქართიუ იორსტონი ცოლად შეირთო ჩარლზ ბეგბედერმა, ანუბაბუაჩემმა. გრეისი საცხოვრებლად მეუღლესთან გადმოვიდასაფრანგეთში, ფუა-გრას ჭამისგან 50 კილო მოიმატა, ორი გოგოდა ორი ბიჭი გააჩინა და ისე მოკვდა პოში, ბეარნში, რომ ვერმოიშორა თავისი ამერიკული აქცენტი, რომელიც მუდამღიმილს იწვევდა „როტარი კლუბის» „პირენეა-ატლანტიკის»სექციის წევრებში.

თუ რვა თაობით უკან დავბრუნდებით, ყველა თეთრკანიანიამერიკელი ევროპელი აღმოჩნდება. ჩვენ ვგავართ ერთმანეთს:ჩვენ ისინი ვართ, ისინი კი – ჩვენ, ჰოდა, მოვრჩეთ ახლა ამსისულელეებს.

10:25

იმ დილით მე „მსოფლიოს» მწვერვალზე ვიდექი და სამყაროსცენტრი ვიყავი.

ტყუილი არ მითქვამს ჯერი და დევიდისთვის, როცავარწმუნებდი ატრაქციონების პარკში ვართ-მეთქი: დღესგრაუნდზეროზე ტურისტები დაჰყავთ. ეს ადგილი ქალაქისერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად გადაიქცა, როგორცთავისუფლების ქანდაკება, რომლამდეც ვერ იქნა და ვერმივაღწიეთ. გრაუნდზეროზე ბილეთების ასაღებად Sea Port-შიუნდა მიხვიდეთ. ბილეთები უფასოა, უბრალოდ ცარიელესპლანადაზე გადასახედად გრძელ რიგში მოგიწევთ დგომა.გიდი მნახველებს აჩქარებს, თუმცა, კაცმა რომ თქვას, აქსანახავიც არაფერია: უშველებელი მოცემენტებული ადგილი

213

Page 214: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ცარიელი პარკინგით, – მსოფლიოში უდიდესი საფლავი. ამაზეფიქრში ხანდახან ღამეც კი წითლდება სირცხვილისგან,ახლომახლო მდგომი შენობები კი აღარ ციმციმებენ. სიბნელეგვათბობს, მდინარე ზემოდან მოიისფრო-მოლურჯო ფერისაა.მშვენიერია ხედი ზემოდან.

აი, ხომ ხედავთ, ბავშვებო, ჩვენ ტურისტულიღირსშესანიშნაობა გავხდით. ახლა ხალხი აქ ჩვენს სანახავადდადის!

10:26

რესტორან „ნოუჩში» (ეს ის რესტორანია, რომელიც Windows onthe world-ის მეპატრონემ დევიდ ემილმა თაიმსსკვერზე გახსნა)ერთ-ერთ მიმტანს გადავეკიდე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა,„მსოფლიოს ფანჯრებში» მუშაობდა.

– მე ფრანგი მწერალი ვარ და ახლა რომანზე ვმუშაობ, რომელიცთქვენს ყოფილ რესტორანზე მოგვითხრობს.

– რატომ? რა საჭიროა?

– იმიტომ, რომ ბებიაჩემი ამერიკელი იყო, მას გრეის ქართიუიორსტონი ერქვა. სამწუხაროდ, მე მის დაკრძალვაზე არჩავსულვარ. როცა მისი გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ, მე,მამა და ჩემი უფროსი ძმა შვეიცარიაში ვიყავით.თხილამურებზე სრიალი ვამჯობინე, მშვენიერი ამინდი იყო,თანაც მამა მაშინ თავის ძმასთან იყო ნაჩხუბარი, ამიტომაც არწავედით.

– I’m sorry Sir but I don’t understand what you’re talking about...[505]

– მე მას თითქმის არ ვიცნობდი. მისი სახელი იყო გრეისი,როგორც გრეის კელი, მაგრამ ჩვენ მას Granny-ს (ბებოს)ვეძახდით. იგი სამხრეთელი იყო, ძველი ბურჟუაზიულიოჯახის წარმომადგენელი. სიბერეში მისტერ მაგუს[506]დაემსგავსა. ხედავთ, ჩემ წინ გაშვერილ ნიკაპს? ეს მისგანმაქვს.

– Listen, I’ve got work to do. And I don’t understand french. You’rebothering me, Mister![507]

– იგი ამერიკის მეორე პრეზიდენტის, ჯონ ადამსის

214

Page 215: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

შთამომავალი იყო. მე ბიძაშვილები მყავს დალასში, ჰარბენები,რომლებიც თითქმის 25 წელიწადია არ მინახავს. მათ მითხრეს,რომ ჩემი ერთ-ერთი წინაპარი ცნობილი მონადირე, დანიელბუნი ყოფილა.

– So what? მერე რა?

– We do not hate you, ჩვენ არ გვძულხართ თქვენ. უბრალოდ,გვეშინია თქვენი, რადგან მსოფლიოში პირველები ხართ.მაგრამ ჩვენს ძარღვებში ერთი სისხლი ჩქეფს. საფრანგეთითქვენს ქვეყანას დაბადებაში დაეხმარა, მერე თქვენ ჩვენგაგვათავისუფლეთ. ჩემი ბიძაშვილი კი თავის ორ შვილთანერთად თქვენს რესტორანში დაიღუპა.

– Excuse me but I’m so sick and tired of Nine-Eleven.[508]

– არ გაბრაზდეთ, მე ახლავე წავალ. არ მინდოდა თქვენთვისთავი მომებეზრებინა. მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს: დიონუორვიკის სიმღერა თუ იცით?

– Of course, რა თქმა უნდა.

და აი, ჩვენ პლანეტა „დედამიწის» ორი მკვიდრი ჩუმადვღიღინებთ: The windows of the world are covered with rain.[509]თავიდან თავს უხერხულად ვგრძნობთ, აქეთ-იქითვიყურებით, მოგუდულად ვმღერით, ხალხს აშკარადმთვრალები ვგონივართ. მერე კი მისამღერი იწყება და ნელ-ნელა ხმას ვუწევთ, დაბოლოს, დასაკლავი გოჭებივითვჭყივით, ლოთებივით, ძმებივით ვღრიალებთ.

10:27

გაუგებარი ამაში არაფერია, ჩემო პატარა მოჩვენებებო,პაწაწკინტელა ხელებით. ჩვენ ტყუილუბრალოდ დავიხოცეთ.ჩრდილოეთი ცათამბჯენი ზუსტად ერთ წუთში ჩამოიშალა(დარტყმის ძალა 2,3 რიხტერის სკალით, ხანგრძლივობა 8 წამი),თუმცა ჩვენ ეს უკვე აღარ დაგვინახავს, იმიტომ, რომ უკვე იქაღარ ვიყავით. სატელევიზიო ანტენა ბოლსა და ნანგრევებშიჯერ სწორად მოფრინავდა, მერე კი ოდნავ მარცხნივ გადაიხარა.შენობის შპილი ისე ეშვებოდა კვამლში, როგორც გემის ანძა –ოკეანის აქაფებულ ტალღებში. ცათამბჯენი #1 ზუსტად ათწამში ჩამოიშალა, ისე სწორად და გამართულად დაეშვა,

215

Page 216: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

როგორც რაკეტა აფრინდება ხოლმე, ოღონდ კადრი უკუღმარომ გაუშვა. და მაინც, არ დაგვივიწყოთ, ძალიან გთხოვთ. ჩვენსამი დამწვარი ფენიქსი ვართ, რომელიც ერთ დღეს საკუთარიფერფლიდან აღდგება. განა მხოლოდ არიზონაში არიანფენიქსები!

10:28

ღამით ნიუ-იორკის პროსპექტები მოციმციმე ბრილიანტისმდინარეებად იქცევა. ღამით ამ ქალაქში არ ბნელდება.დარწმუნებული ჩემს განუმეორებლობაში, ისე მივაბიჯებ WestSide Highway-ზე, გეგონება «ოსკარის» მისაღებად მივდივარ.სიკვდილს დავვიწყებივარ ნიუ-იორკში. იმას, რაც დღესდასავლეთში ხდება, ხშირად ადარებენ რომის იმპერიისდაშლას. ჩამორჩენილი ვარ? არა მგონია! ჩემი სიცოცხლისსტილია თვითმკვლელური და არა – მე. მე უბრალოდნიჰილისტი ვარ, რომელსაც სიკვდილი არ უნდა.გრაუნდზეროზე ღამე ეშვება. დღეს ეს ადგილი შუშის მთებშიჩაკარგული მოშიშვლებული მინდორია. ტრაგედიიდანწელიწად-ნახევარში მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან მხოლოდმოსწორებული მიწა და მავთულის ბადით შემოღობილინაცრისფერი მდელო დარჩა. არ ვიცით და ვერც ვერასდროსგავიგებთ, რა ხდებოდა სინამდვილეში დანგრეულცათამბჯენებში? ლარივით სწორი ქუჩები სირენების კივილსრიკოშეტით ისხლეტენ. კადილაკი For sale-სა და დაბზარულტროტუარს შორის, საკანალიზაციო ლუკიდან თეთრი კვამლიამოდის. ისევ ის მუდმივი და უცვლელი თეთრი კვამლი,რომელსაც დღეს სულ სხვაგვარად აღვიქვამთ. მკვდარისამყარო, რომელიც მარილიანი კრენდელებისგამყიდველებითაა დასახლებული. ჰოლოკოსტისმონუმენტთან ახლოს (18 First Place-ზე, Battery Park City-ისსამხრეთით) ერთ-ერთი ფანჯრიდან მუსიკის ხმა, ქალებისსიცილი, ჭიქებში ყინულის წკარაწკური და ამერიკულიდღესასწაულისთვის დამახასიათებელი ყვითელი შუქიგამოდის. ვიცი ეს სიმღერა, მსოფლიო ჰიტია (ჯგუფი Praise Cats-ის Shine on me). პიანინო მაგრად უბერავს! აი, სიტყვები კი ასეთჰიტებს, როგორც წესი, სრულიად დებილური აქვთ:

I’ve got peace deep in my soul,

216

Page 217: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

I’ve got love making me hope,

Since you opened up your,

heart and shined on me.[510]

უცებ გული სიხარულით მევსება, იმის მსგავსი მადლიერებისგრძნობით, რომელსაც 1999 წლის 29 აგვისტოს განვიცდიდი,როცა ხელში აგიყვანე და შენი გაჩენისთვის ღმერთს მადლობავუთხარი. ჯიბეში Tiffany’s-ში ნაყიდი პატარა ცისფერი ყუთიმიდევს, რომელშიც საქორწინო ბეჭედია. გემის საყვირის ხმაჩუმდება, მხოლოდ მუსიკა ისმის, – დინ-დინ-დინ, ტრინ-ტრინტრინ, – რომელიც გაღებული ფანჯრებიდან თბილინიავივით იღვრება და ზაფხულის ღამეში ფარდებს აფრიალებს.ყველაფერი სხვა დუმს. მეც ფსალმუნივით ვიმეორებ ამსიმღერის სიტყვებს: I’ve got peace deep in my soul, I’ve got lovemaking me hope. მრცხვენია ჩემი კათოლიკური ბედნიერების. მეარასაკადრისად გამოვიყურები მსოფლიოში უდიდესიკრემატორიუმის გვერდით, უსირცხვილოდ ბედნიერი ვარცხოვრებით, რადგან ჩემს საყვარელ ადამიანებზე ვფიქრობ.

თვითმფრინავები შენობებს და ჩვენს საზოგადოებასასკდებიან. ჩვენ კამიკაძეები ვართ, რომლებსაც სიცოცხლე ჯერარ მოჰბეზრებიათ. მხოლოდ სიყვარული მაძლევს ძალას, რომიმედი არ დავკარგო. სატვირთო გემები სიბნელეში მოძრაობენ,წითელი შუქი ისე გადაადგილდება შავ სარკეზე, საზღვაოაეროსადგური გეგონება. ჩიტები მკვდარი ვარსკვლავებისკენმიფრინავენ. Cunard Building-ს ჩავუარე, სადაც ერთი საუკუნისწინ „ტიტანიკის» მგზავრებმა გემის ბილეთები შეიძინეს.მდინარის ჭუჭყიანი შესართავი აქ თითქოს ცას ერევა. ჩვენმუდმივად ყოფნა-არყოფნას ვეთამაშებით, სიკვდილი დადგვერგება, ბედნიერება კი სადღაც აქ, ამ ქაოსში იმალება.ოცდაათ წელიწადში მეც, სხვების მსგავსად, იმედგაცრუებამელის, მაგრამ ფეხებზე მკიდია, იმიტომ, რომ ოცდაათი წლისმერე სამოცდაათის ვიქნები. სადღაც შორს მთვარე ამოსვლას არდააყოვნებს და ცაზე მისკენ მიმავალ ბილიკს გადმოფენს,რომელიც საცეკვაო ზოლივით გადაიშლება ან საფლავისქვასავით. თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ,მაგრამ, არა უშავს, ჩემი დროც მოვა. მოვა.

10:29

217

Page 218: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

თვითმფრინავი, რომელიც პარიზისკენ მიმაფრენს, ზვიგენისფარფლების მსგავსი ფრთებით ღრუბლებს არღვევს.სავარძელში ვზივარ და უკიდეგანო ოკეანის თავზე 2000 კმ/სთსიჩქარით შენკენ მოვიჩქარი, რათა ცოლობა გთხოვო. ვგრძნობ,როგორ მიედინება ელექტრული დენივით სიცოცხლე ჩემსძარღვებში. წელში გამართვა მინდა, ფეხზე ვდგები და წინვიხრები. მერე კი თავში უცებ გიჟური აზრი მომდის. ხალიჩაზევწვები და ორივე ხელს პილოტის კაბინისკენ ვიშვერ.ბორტგამცილებელი მიღიმის, დარწმუნებულია, რომ გაწელვასვაკეთებ. მე კი იცით, რას ვფიქრობ? საკმარისია ასე დაწვე,თვალები დახუჭო, წარმოიდგინო, რომ არ არსებობსთვითმფრინავის კაბინა, რეაქტორები, ეს მგზავრები დაიგრძნობ, როგორ მიფრინავ, როგორ აპობ ზებგერითი სიჩქარითცის კამარას. ვაუუუ! რა მაგარია! მე ხომ სუპერგმირი ვარ!

პარიზი-ნიუ-იორკ სითი, 2002-2003 წწ.

მადლობა ბრუს სფრინგსთინს მისი ბოლო ალბომისთვის,ისევე როგორც სუისაიდს, შუგარ როსს, რიჩარდ ეშკროფთს,ზუანს და რა თქმა უნდა, ქეთ სთივენსს-იუსუფ ისლამსსთავისი ალბომისთვის In Search of the Centre of the Universe[511](A&M Records).

მადლობა ამელის მხარდაჭერისათვის. მიყვარხარ.

მადლობა ემანუელ ობუაინოს ფინანსური ჟარგონებისთვის.

ფრანჩესკა მატეოლის – ფოტოებისთვის: «102 წუთი: ბოლოსიტყვები სავაჭრო ცენტრში» (ავტორები: ჯიმი დუეიერი, ერიკლიპტონი, კევინ ფლინი, ჯეიმს გლანცი და ფორდ ფესენდენი).

მადლობა დინ მერფის მოწმეების ჩვენებათა კრებულისთვის:September 11: An Oral History[512] (Doubleday).

მადლობა ბრუნო ლავენს ბაკარაკის სიმღერისთვის

ტერი გოუნაუდს ყდისთვის

მადლობა Canal+-ს ანაზღაურებული შვებულებისთვის

ასევე ვოგალენს, სმექტას, ლექსომილს,[513] რომელთა გარეშეცეს წიგნი ვერ დაიწერებოდა.

მადლობა ნოელ რილი ფითჩის Walks in Hemingway’s Paris[514] (StMartin’s Griffin, New York): დასტურად იმისა, რომ ამერიკელებმა

218

Page 219: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

პარიზი ჩვენზე უკეთ იციან.

მადლობა მარკ დე გონტო-ბირონს იმისთვის, რომ „სიელოში“,„ლოტუსში», და „ტაჯში» წამიყვანა.

მადლობა ჟულიენ ბარბერას „კიპრიანი დაუნთაუნში»საუკეთესო მაგიდის დაჯავშნისთვის.

მადლობა იან ლე გალეს შამპანურის წვიმისთვის.

მადლობა ნიკოს, რომელიც „პიანოს» თავზე ცხოვრობს.

მადლობა დევიდ ემილს და ჯოეი ნოუჩს.

გაუმარჯოს შონ პენს!

[1] პიერ დე რონსარი (1524-1585) – ცნობილი ფრანგი პოეტი.

[2] ინფანტერია – ქვეითი ჯარი.

[3] ანთროპომეტრი – ხელსაწყო ადამიანის სხეულისსიმაღლისა და პროპორციების გასაზომად.

[4] კალდერი, ალექსანდრ, იგივე სენდი კალდერი (1898-1976) –ამერიკელი მოქანდაკე. ცნობილი მობილის გამოგონებით.მოძრავ და სტაბილურ სკულპტურებთან ერთად შექმნილიაქვს ფერწერული ტილოები, ლითოგრაფიები და ხალიჩები.

[5] ზელიგი, ლეონარდ – თანამედროვე ამერიკელი რეჟისორისადა მსახიობის, ვუდი ალენის ფილმის გმირი. ეს არის ადამიანი-ქამელეონი, რომელიც ვირტუოზულად იცვლის ქცევებსა დაგარეგნობას, იმისდა მიხედვით, თუ ვისთან აქვს ურთიერთობაკონკრეტულ მომენტში.

[6] A posteriori – ცდის საფუძველზე, ფაქტობრივ მონაცემებზედაყრდნობით.

[7] Auto-flashbacks – კინემატოგრაფიული ტერმინია და ნიშნავსფირის უკან გადახვევას. აქ: იგულისხმება წარსულისგადახვევა, წარსულში დაბრუნება.

[8] მარაბუტი – ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში: 1. მუსლიმიწმინდანი, რელიგიური ძმობის, დავრიშთა ორდენის ბელადი ანდამაარსებელი. 2. იგივეა, რაც დავრიში.

219

Page 220: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[9] ფროიდი, ზიგმუნდ (1856-1939) – ავსტრიელინევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზისფუძემდებელი.

[10] მადამ სოლეი (1913-1996) – ცნობილი ფრანგი მკითხავი.

[11] ბარტი, როლან (1915-1980) – ფრანგი ლიტერატურისკრიტიკოსი, ფილოსოფოსი, ლიტერატურისა და სოციალურმეცნიერებათა თეორეტიკოსი.

[12] პრუსტი, მარსელ (1871-1922) – ფრანგი მწერალი,მოდერნიზმის მამამთავარი, დეკადენტური რომანისფუძემდებელი.

[13] პერეკი, ჟორჟ (1936-1982) – ფრანგი მწერალი დაკინორეჟისორი.

[14] საკე – იაპონური სიტყვაა და ნიშნავს ალკოჰოლურსასმელს. იაპონიის ფარგლებს გარეთ ბრინჯისგან გამოხდილისპეციფიკური ალკოჰოლური სასმლის მნიშვნელობა მიიღო.

[15] Windows on the world (ინგლ.) – «ფანჯრები მსოფლიოზე» –ფრედერიკ ბეგბედერის გახმაურებული ბესტსელერი,რომელიც ეძღვნება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტსამერიკის შეერთებულ შტატებში (იხ. ამავე ტომში).

[16] სტივ უანდერი (ნამდვილი სახელი და გვარი – სტივლენდჰარდუეი ჯადკინსი. დაბ. 1950 წ.) – ცნობილი ამერიკელივოკალისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი.

[17] ჰედონიზმი (ბერძნ.) – ეთიკის იდეალისტურიმიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანსწარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება.

[18] რემბო, ჟან ნიკოლა არტურ (1854-1891) – ფრანგი პოეტი,სიმბოლისტი.

[19] Where Is My Mind – თანამედროვე ამერიკულიალტერნატიული ჯგუფის, Pixies-ის («ფიქსისების»)პოპულარული სიმღერა.

[20] ლა ტური, ჟორჟ დე (ჟორჟ დიუმენილ დე ლა ტური. 1593-1652) – სახელგანთქმული ფრანგი ფერმწერი.

[21] ბოდლერი, შარლ პიერ (1821-1867) – თავისი ეპოქის ერთ-

220

Page 221: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი პოეტი, კრიტიკოსი დამთარგმნელი.

[22] გოტიე, პიერ ჟული თეოფილ (1811-1872) – ფრანგი პოეტი,დრამატურგი, ნოველისტი, ჟურნალისტი და კრიტიკოსი.

[23] ელისი, ბრეტ ისტონ (დაბ. 1964 წ.) – თანამედროვეამერიკელი მწერალი. მის რომანებში მოქმედება 1980-იანწლებში ხდება. მთავარი თემაა მერკანტილიზმი და გართობისინდუსტრია, როგორც ამ პერიოდის მთავარი სიმბოლო.მერკანტილიზმი (ფრანგ.) – XVI-XVIII საუკუნეების ევროპისსავაჭრო ბურჟუაზიის ეკონომიკური მოძღვრება და პოლიტიკა,რომლის მიხედვითაც ქვეყნის კეთილდღეობა თითქოსდამოკიდებულია არა წარმოების განვითარებაზე, არამედ სხვაქვეყნებში საქონლის გატანასა და ამ გზით ფულისდაგროვებაზე.

[24] პოპულარული ფრანგული ტელეთამაში «ციფრები დაასოები».

[25] მაიკლ სკოფილდი – გახმაურებული ამერიკულიტელესერიალის, Prison Break-ის («ციხიდან გაქცევა». რეჟისორიდა სცენარის ავტორი პოლ შერინგი) მთავარი გმირი (მსახიობიუენთუორთ მილერი).

[26] პიტერ პენი – შოტლანდიელი მწერლისა და დრამატურგისჯეიმს ბარის (1860-1937) მიერ გამოგონილი პერსონაჟი. ონავარიბიჭუნა, რომელსაც შეუძლია ფრენა და არასოდეს ბერდება.

[27] კარნე, მარსელ (1906-1996) – ფრანგი კინორეჟისორი.ფრანგული კინემატოგრაფიის პოეტური რეალიზმისმიმდინარეობის წარმომადგენელი. 600-მა ფრანგმაკინოკრიტიკოსმა კარნეს ფილმი «სამოთხის შვილები»დაასახელა საუკუნის საუკეთესო ფრანგულ ფილმად.

[28] კლარკ, ლარი (დაბ. 1943 წ.) – თანამედროვე ამერიკელიფოტოგრაფი და კინორეჟისორი.

[29] აქ იგულისხმება შარლ ბოდლერის ცნობილი წიგნი«ხელოვნური სამოთხეები».

[30] კლოშარი (ფრანგ.) – საფრანგეთში: უსახლკარო,მათხოვარი, მაწანწალა.

221

Page 222: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[31] კაიაკი (ესკიმ.) – ტყავგადაკრული მსუბუქი ნავი (ბაიდარისმსგავსი). გავრცელებულია ესკიმოსებში, ალეუტებსა დაჩრდილოეთის სხვა ხალხებში.

[32] ინდიგო – მუქი ლურჯი საღებავი ნივთიერება, რომელსაცქიმიური წესით იღებენ (წინათ ამზადებდნენ ზოგიერთიტროპიკული მცენარისგან).

[33] პოლო – აქ: ერთგვარი მაისური (ბლუზა). ნაწარმოებშირამდენჯერმე გვხვდება ეს სიტყვა, როგორც მაისურის, ასევეცხენბურთის აღმნიშვნელი. პოლო ეწოდება აგრეთვეგასართობი თამაშობების ადგილს.

[34] პოლისტიროლი – პლასტიკური მასალა, რომელსაციყენებენ ელექტრომრეწველობაში, საიზოლაციოპროდუქტების საწარმოებლად.

[35] პოპულარული ფრანგული საბავშვო ჟურნალი, რომელსაცკომიქსების მთავარი პერსონაჟი ძაღლის სახელი (პიფი) ჰქვია.

[36] ჩემო საყვარელო მამავ (იტალ.) – პუჩინის ცნობილიმელოდია.

[37] მეფის, მონარქიის მიმდევარი.

[38] «მშვენიერი ეპოქა» – 1890-1914 წლების ევროპის ისტორიისპირობითი აღმნიშვნელი ტერმინი.

[39] პლებეი – აქ: დაბალი წოდების წარმომადგენელი, მუშათაწრიდან გამოსული.

[40] მორიაკი, ფრანსუა (1885-1970) – ფრანგი მწერალი,ფრანგული აკადემიის წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი.

[41] ფიცჯერალდი, ფრენსის სკოტ კეი (1896-1940) – ამერიკელიმწერალი.

[42] ოქსიმორონი (ითარგმნება როგორც მახვილგონივრულ-სულელური) – ლიტერატურაში სტილისტიკური ხერხი –ერთმანეთის საწინააღმდეგო, ერთმანეთის გამომრიცხველისიტყვების შეხამება (მაგალითად, ცოცხალი ლეში).

[43] არმიის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა1943 წლის იანვარში გენერალ ფრერის მიერ.

222

Page 223: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[44] ითარგმნება, როგორც სიყვარულის გზა.

[45] შორტის სახეობა.

[46] აქ: სიყვარულის ოთახი.

[47] მნემონიკა (დახსომების ხელოვნება) – ერთობლიობაწესებისა და ხერხებისა, რომლებიც გამოგონილია საჭიროცნობების დახსომების გასაადვილებლად (ხელოვნურიასოციაციების შექმნის გზით).

[48] ჰედონისტი – ჰედონიზმის მიმდევარი. ჰედონიზმი(ბერძნ.) – ეთიკის იდეალისტური მიმდინარეობა, რომლისმიხედვითაც ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესისიამოვნება, სიტკბოება.

[49] ამერიკელი რეჟისორის, ჯონ ჰიუსტონის (1906-1987)ცნობილი ფილმი «აფრიკელი დედოფალი» (გადაღებულია 1951წელს).

[50] ღმერთო, გადაარჩინე მეფე და ბრიტანეთის სამხედროფლოტი (ინგლ.).

[51] გეთაყვა (გერმ.).

[52] ნახვამდის (გერმ.).

[53] ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950) – ირლანდიელიდრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

[54] კოლაბორაციონისტი – სამშობლოს მოღალატე, რომელიცთანამშრომლობდა ფაშისტ დამპყრობლებთან მათ მიეროკუპირებულ ქვეყნებში.

[55] პეტენისტები – ანრი ფილიპ პეტენის (1856-1951),საფრანგეთში ფაშისტური რეჟიმის მეთაურის პოლიტიკისმიმდევრები.

[56] გოლისტები – გენერალ დე გოლის პოლიტიკურიიდეოლოგიის, გოლიზმის მიმდევრები. შარლ დე გოლი (1890-1970) – ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე,საფრანგეთის პრეზიდენტი 1958-1969 წლებში.

[57] ჩემო ძვირფასო (ინგლ.).

[58] იად ვაშემის მემორიალი – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა

223

Page 224: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ნაციონალური მემორიალი იერუსალიმში.

[59] თალმუდი (ებრ.) – დიდი იუდეველი რაბინების(ღვთისმსახურების), თალმუდისტების მიერ შეკრებილიმოძღვრების კრებული (ძვ.წ. II საუკუნიდან ახ.წ. VIსაუკუნემდე). მიიჩნევა თორას (ღმერთის მიერ მოსესთვისზეგარდმოვლენილი წმინდა კანონის) ჭეშმარიტ განმარტებად.

[60] აქ: ჟარგონი (პოლიციელთა მისამართით).

[61] იგულისხმება თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ბრეტისტონ ელისის (დაბ. 1964 წელს) პოპულარული რომანი«მთვარის პარკი».

[62] ჟიონო, ჟან (1895-1970) – ფრანგი მწერალი.

[63] უაილდი, ოსკარ (1854-1900) – ირლანდიული წარმოშობისინგლისელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი.

[64] შანზ-ელიზე (ელისეს მინდვრები) – პარიზის ყველაზედიდი და ცნობილი პროსპექტი. სახელწოდება მომდინარეობსბერძნული მითოლოგიიდან, რომლის მიხედვით საიქიოშიმდებარეობს ელისეს მინდვრები, სადაც სათნო სულებიბინადრობენ.

[65] ჟან-კლოდ ლამი – თანამედროვე ფრანგი ჟურნალისტი.

[66] საგანი, ფრანსუაზ (1935-2004) – ფრანგი მწერალი ქალი.

[67] ჩემი ბრალია (ლათ.).

[68] ფრუსტრაცია (ლათ.) – დამრგუნველი დაძაბულობის,მღელვარების, გამოუვალობისა და სასოწარკვეთილებისმდგომარეობა.

[69] ნარკოტიკის შემცველი პრეპარატები.

[70] გრაფიტები – აქ: ამოკაწრული ან გაჩხაპნილი წარწერაკედლებზე.

[71] ექსჰიბიციონიზმი – სამედიცინო სექსოლოგია. აქ:სექსუალური დანაშაულისთვის.

[72] თუ მიმატოვებ ახლა (ინგლ.).

[73] ნაწყვეტი ცნობილი ბრიტანული ჯგუფის 10CC-ის

224

Page 225: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

სიმღერიდან «თუკი მიმატოვებ, არ ვიქნები შეყვარებული»(ინგლ.).

[74] ფრანგული კოცნა (ინგლ.).

[75] მაქვს პრობლემები, / მაგრამ ვიცი, დიდხანს არ გასტანს, /მინდა წამოვწვე ბალახზე და / ყველა გავაქრო... / ეს იმიტომ,რომ, / მე ხომ ვცხოვრობ შაქრის ქალაქში... / შა-შა-შა-შა-შა...შაქრის ქალაქში...

[76] შოკოლადის დასახელება (ფრანგ.).

[77] მეტრდოტელი – 1. უფროსი ოფიციანტი,განმკარგულებელი რესტორანში; 2. ბურჟუაზიულ სახლებში:უფროსი მსახური, რომელიც განაგებს ჭამა-სმის საქმეს.

[78] პარბრიზი – საქარე მინა.

[79] ბრიტნი სპირსი (დაბ. 1981 წ.) – ამერიკელი მომღერალი.

[80] ჯოან ბაიეზი (დაბ.1941 წ.) – ამერიკელი მომღერალი დაკომპოზიტორი.

[81] ა პოსტერიორი – ცდის საფუძველზე, ფაქტობრივმონაცემებზე დაყრდნობით.

[82] დეკლასირება – დეკლასირებულად ქცევა.დეკლასირებული – ვინც მოწყვეტილია თავის კლასს და არმონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობაში (მაგალითად,ქურდები, ქუჩის ქალები, მათხოვრები, მაწანწალები).

[83] დეკადანსი – კულტურის დაქვეითება, დაცემა.

[84] ტონი მონტანა – განგსტერი, ამერიკელი რეჟისორისა დასცენარისტის ოლივერ სთოუნის (დაბ. 1946 წ.) მიერგამოგონილი გმირი ფილმიდან «ნაიარევი სახე».

[85] აბსოლუტი – აქ: სამყაროს უსასრულო პირველმიზეზი,საწყისი.

[86] სერ ალფრედ ჰიჩკოკი (1899-1980) – ინგლისურიწარმოშობის ამერიკელი რეჟისორი.

[87] ეგზისტენციალიზმი – მიმართულება თანამედროვეფილოსოფიაში. მისი ძირითადი თემაა პიროვნების ბედ-იღბალი თანამედროვე სამყაროში, რწმენა და ურწმუნოება,

225

Page 226: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

სიცოცხლის აზრის დაკარგვა და შეძენა.

[88] საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკა – საფრანგეთისმიმდინარე რესპუბლიკური კონსტიტუციაა, რომელიც 1958წლის 5 ოქტომბრიდან მოქმედებს. მისი წინამორბედი იყოსაფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკა, რომლის დაშლამგამოიწვია საპარლამენტო მთავრობის ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემით შეცვლა.

[89] ლიტოტა (ბერძნ.) – უბრალოება.

[90] ჟორჟ პომპიდუ (ჟორჟ ჟან რაიმონ პომპიდუ. 1911-1974) –ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე. პრემიერ-მინისტრი (1962-1968),მეხუთე რესპუბლიკის პრეზიდენტი (1969-1974).მემარჯვენეების (გოლისტების) ლიდერი.

[91] კუსტურიცა, ემირ (დაბ. 1954 წ.) – ბოსნიელი სერბიკინორეჟისორი. საერთაშორისო აღიარება მოუტანა ფილმებმა«ბოშათა დრო», «არიზონას ოცნება» და «მიწისქვეშეთი» 1985წელს გადაიღო ფილმი «როცა მამა საქმეზე იყო წასული».

[92] ევროპა ნომერი 1 (სატელევიზიო არხი).

[93] ჩემო პატარავ, შენ შეგიძლია წაიყვანო ჩემი მანქანა, ჩემოპატარავ, მე შენ მიყვარხარ .

[94] ნაბოკოვი, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ (1899-1977) – რუსი-ამერიკელი მწერალი. პირველი ნაწარმოებები რუსულადდაწერა. აღიარება ინგლისურ ენაზე დაწერილმა რომანებმამოუტანა.

[95] ბორხესი, ხორხე ლუის (1899-1986) – არგენტინელი მწერალიდა პოეტი.

[96] იგივე სტიკერი.

[97] ჯო დასენი (ჯოზეფ აირა დასენი. 1938-1980) – ამერიკულიწარმოშობის ფრანგი მომღერალი და მუსიკოსი.

[98] ბრედბერი, რეიმონდ დაგლას (1920-2012) – ამერიკელიმწერალი, მოღვაწეობდა ფანტასტიკის, საშინელებათა,სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივის ჟანრში.

[99] სტივენსონი, რობერტ ლუის ბალფორ (1850-1894) –შოტლანდიელი მწერალი.

226

Page 227: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[100] უელსი, ჰერბერტ ჯორჯ (1866-1946) – ბრიტანელი მწერალიდა პუბლიცისტი. ჟიულ ვერნთან ერთად მიიჩნევა სამეცნიეროფანტასტიკის მამად.

[101] ბილალი, ენკი (ენეს ბილალოვიჩი. დაბ. 1951 წ.) –თანამედროვე ფრანგი მხატვარი, კინორეჟისორი, კომიქსებისავტორი.

[102] ბარჟაველი, რენე (1911-1985) – ფრანგი ფანტასტიმწერალი.

[103] ფანტასმი – მოჩვენება - ლიტერატურასა და ხალხშიგარდაცვლილი ადამიანისა და ცხოველის სული, რომელიცშეიძლება გამოჩნდეს უხილავი ან სხვა სახით. ზოგიერთიმიიჩნევს, რომ ისინი უხილავ სახეს ატარებენ, ზოგიერთიოდნავ ხილვად ობიექტად ხედავს. გარდაცვლილ ადამიანთანკონტაქტის დამყარების სურვილს ნეკრომანტია ეწოდება,ხოლო სეანსის სახით ჩატარებულ პროცესს – სპირიტიზმი.

[104] ჰოლოგრამა (ბერძნ.) – მოცულობითი გამოსახულება,სურათი.

[105] დიკენსი, ჩარლზ (1812-1870) – ყველა დროის ერთ-ერთიყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი.

[106] როჟე მარტინ დიუ გარი (1881-1958) – ფრანგი მწერალი,ფრანგული კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელი,ნობელის პრემიის ლაურეატი.

[107] აღნიშნული ნახატი მართლაც არის გამოტანილიფრედერიკ ბეგბედერის ამ რომანის ფრანგულენოვანგამოცემაზე (მთარგმნელის შენიშვნა).

[108] პელიკანი – ვარხვი, წყლის ფრინველი.

[109] კადრების შერჩევის (ინგლ.).

[110] სენეკა, ლუციუს ანეუს (ძვ.წ. 4-ახ.წ.65 წწ.) – რომაელიფილოსოფოსი, ორატორი, დრამატურგი და იუმორისტი.

[111] როჟე მარტინ დიუ გარის ცნობილი რომანი.

[112] კონსოლი – კედლის გამონაშვერი, რომელსაც ეყრდნობაშენობის ზოგი ნაწილი (კარნიზი, აივანი), იგივე ბრჯენი,კრონშტეინი.

227

Page 228: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[113] ადეპტი – რაიმე მოძღვრების მომხრე, დამცველი.

[114] მამაშენი არის (ფრანგ.).

[115] ხოსე მონსერატ ფელისიანო გარსია (დაბ. 1945 წ.) –პუერტორიკოელი ვირტუოზი მუსიკოსი, კომპოზიტორი დამომღერალი.

[116] რეი ჩარლზი (1930-2004) – ამერიკელი პიანისტი დასოულის შემსრულებელი, რომელმაც დასაბამი მისცა რითმ-ენდ-ბლუზის მიმდინარეობას.

[117] სტრეიზანდი, ბარბრა ჯოან (დაბ. 1942 წელს) – ამერიკელიმომღერალი, თეატრისა და კინოს მსახიობი.

[118] რეჯიანი, სერჟ (1922-2004) – იტალიური წარმოშობისფრანგი მსახიობი, მხატვარი და მომღერალი.

[119] მუსტაკი, ჟორჟ (1934-2013) – ფრანგი შანსონიე, ბარდი დაკომპოზიტორი.

[120] კომპილაცია – ნაშრომი, რომელიც აგებულია სხვადასხვაავტორისგან ნასესხები მასალებით და არ შეიცავსდამოუკიდებელ გამოკვლევასა და დასკვნებს. აქ: სხვადასხვასიმღერის ნაკრები.

[121] ეკვალაიზერი – ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ბგერისგამაძლიერებელ სისტემათა სიხშირული არხებისკორექციისთვის.

[122] რითაც ის არის შთაგონებული.

[123] შენ მიღმა ვიყურები, / სად წახვედი? მეგონა გიცნობდი, /რა ვიცოდი (ინგლ.).

[124] ჰიპოთალამუსი (ბერძნ.) – (ანატ.) დიდი ტვინის ნაწილი,რომელიც მოთავსებულია ე.წ. მხედველობითი ბორცვების ქვეშ.მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში.

[125] დიუტრუ, მარკ (დაბ. 1956 წ.) – ბელგიელი სერიულიმკვლელი, პედოფილი.

[126] კანტი, იმანუელ (1724-1804) – გერმანელი ფილოსოფოსი.

[127] თანამედროვე ცნობილი პორნომსახიობი.

228

Page 229: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[128] პატერნალისტური – აქ: ვითომდა მამობრივი.

[129] რონსარი, პიერ დე (1524-1585) – ცნობილი ფრანგი პოეტი.

[130] ფროიდი, ზიგმუნდ (1856-1939) – ავსტრიელინევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი. ფსიქოანალიზისფუძემდებელი.

[131] ერზაცი – რისამე არასრულფასოვანი შემცვლელი;სუროგატი. აქ: არასრულფასოვანი ვაჟიშვილი.

[132] ჟან ბერტრან ლეფევრ-პონტალისი (1924-2013) – ფრანგიფილოსოფოსი, ფსიქოანალიტიკოსი და მწერალი.

[133] ბასკური ეროვნული თამაში ხის ბურთით.

[134] ფირსაკრავი კაფე-ბარებში.

[135] კომუნისტური ჟურნალია.

[136] მოტოციკლეტების ცნობილი მარკა.

[137] ფრედერიკ ბეგბედერი აქ ჩამოთვლის თავისმასწავლებლებად მიჩნეულ სახელგანთქმულ მწერლებს,პოეტებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებმაცტრაგიკულად დაასრულეს თავიანთი სიცოცხლე.

[138] ეპიკურეიზმი – აქ: მისწრაფება გრძნობებისდაკმაყოფილებისადმი, ნებიერი ცხოვრებისამდი.

[139] მესიე-ლე პრენსის ქუჩაზე, ერთხელ პოტასიუმისპერმანგანატს წყალი გავურიე: მუქი იასამნისფერი ნაერთიმივიღე, რაც სასკოლო ჩანთაში ჩამესხა, დამისვარა ტანსაცმელიდა ხელებზე ყავისფერი ნაკვალევი დამიტოვა, რომელიც ერთითვე ვერ მოვიცილე. დღეს ამ ტიპის სათამაშოები აკრძალულია,პოტასიუმის პერმანგანატი ფეთქებად და ძლიერ ტოქსიკურნივთიერებად არის მიჩნეული. როგორც ჩანს, ძალიანახალგაზრდამ დავიწყე უკანონო პროდუქტების გამოყენება(ავტორის შენიშვნა, რომლის ამნეზიაც მით უფროკლებულობს, რაც უფრო ახლოვდება თხრობაში კვანძისგახსნა).

[140] აბსოლუტურად ზღაპრული.

[141] დონჟონი (ფრანგ.) – ფეოდალური ციხე-დარბაზის

229

Page 230: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მთავარი კოშკი.

[142] ასე ეძახიან პარიზს.

[143] დედოფალი მარი-ანტუანეტა კონსიერჟერიში ჩასვეს 1793წელს. მარი-ანტუანეტა (1755-1793) – საფრანგეთის დედოფალი.იმპერატორ ფრანც I-ისა და მარია-ტერეზას უმცროსიქალიშვილი. საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის მეუღლე.

[144] მაკონტროლებლად.

[145] იგივე პულვერიზატორი.

[146] შოპენჰაუერი, არტურ (1788-1860) – განთქმულიგერმანელი ფილოსოფოსი-მიზანთროპი.

[147] «პატარა პრინცი» – ფრანგი მწერლისა და მფრინავისანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პოპულარული მოთხრობა.

[148] ოიდიპოსის კომპლექსი (მედ.) – აღნიშნავს მოვლენას,როცა ბავშვი 2-3 წლის ასაკში გრძნობს სიყვარულისა დასიძულვილის ნაზავს მშობლებისადმი. სახელი უკავშირდებაძველი ბერძნული მითის პერსონაჟს, ოიდიპოსს, რომელმაცმოკლა საკუთარი მამა და დედა შეირთო ცოლად, რადგანაცგაუცნობიერებლად დედა უყვარდა, როგორც ქალი.

[149] მიოპია – ახლომხედველობა.

[150] სნობიზმი – სნობის ქცევები. სნობი – ადამიანი, რომელიცცდილობს ზუსტად დაიცვას მოდა და ე. წ. კარგი ტონის წესები;პირი, რომელსაც დახვეწილი გემოვნებისა და მანერებისპრეტენზია აქვს და ამით ქედმაღლობს, თავი მოაქვს.

[151] თანამედროვე ამერიკელი რეჟისორის, ჯორჯ ლუკასისსრულმეტრაჟიანი ფილმი.

[152] პლოტინი – ნეოპლატონური სკოლის მთავარიფილოსოფოსი.

[153] სოლიფსიზმი – იდეალისტური ფილოსოფიური თეორია,რომლის მიხედვითაც რეალურად არსებობს მხოლოდ ერთისუბიექტი – «მე». მთელი დანარჩენი სამყარო კი შექმნილიაადამიანის ცნობიერების წარმოდგენათა მიერ; უკიდურესისუბიექტივიზმი.

230

Page 231: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[154] ფლობერი, გიუსტავ (1821-1880) – ფრანგი მწერალი.რომანმა «მადამ ბოვარი – პროვინციული ზნე-ჩვეულებები» იგიXIX საუკუნის დასავლეთის ერთ-ერთ უდიდეს რომანისტადაქცია.

[155] მონდიალიზმი – გულისხმობს უნივერსალურუნიფიკაციას (ანუ გაერთნაირებას), ყველა სახელმწიფოსა დახალხის ერთიან მსოფლიო წარმონაქმნში შერწყმას.

[156] ყოველდღიური გაზეთი «პარიზელი».

[157] საზაფხულო ბანაკი.

[158] ამერიკელი მწერლის, ჯერომ დეივიდ სელინჯერის (1919-2010) ცნობილი რომანის, «თამაში ჭვავის ყანაში» მთავარიგმირი.

[159] საშინელებათა შოუ.

[160] გეენა (ებრ.; ბერძნ.) – იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ვაკე, რომელიც ქრისტიანობასა დაიუდაიზმში ასოცირდება განკითხვის დღედ, ხოლო მუსლიმურრელიგიაში ნიშნავს ჯოჯოხეთს.

[161] რიკოშეტი (ფრანგ.) – სწრაფად მოძრავი სხეულის (ტყვიის,ჭურვის, კენჭის და სხვ.) ასხლეტა განსაზღვრული კუთხითრაიმე ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ.

[162] ჯაზური მუსიკის ერთ-ერთი მიმართულება.

[163] Windows on the world (ინგლ.) – ფანჯრები მსოფლიოზე.

[164] უიტმენი, უოლტ (1819-1892) – ამერიკელი პოეტი, ესეისტიდა ჟურნალისტი.

[165] პასოსი, ჯონ დოს (1896-1970) – ამერიკელი მწერალი.

[166] Kill the Rockfellers (ინგლ.) – დახოცეთ როკფელერები.

[167] კობეინი, კურტ (1967-1994) – ამერიკელი მუსიკოსი,გიტარისტი, ჯგუფ «ნირვანას» ვოკალისტი.

[168] Holy Shit! (ინგლ.) – შენი დედა!

[169] ბეიჯი (ინგლ.) – უნიფორმის ნაწილი, მკერდზე მიბნეულიგვარ-სახელი.

231

Page 232: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[170] Good morning, my name is Carthew Yorston (ინგლ.) –გამარჯობა, ჩემი სახელია ქართიუ იორსტონი.

[171] პიუპიტრი (ფრანგ.) – სპეციალური დახრილი ფიცარინოტების დასადებად. დამაგრებულია ვერტიკალურ ჯოხზე ანროიალზე.

[172] სკაილობი (ინგლ.) – შუალედური სართული, საიდანაცჩქაროსნული ლიფტი ადის ცათამბჯენის ბოლო სართულზე.

[173] «ალგონქუინი» – სასტუმრო ნიუ-იორკში.

[174] სტარკი, ფილიპ პატრიკ (დაბ. 1949 წ.) – ფრანგიდიზაინერი, ე.წ. ახალი დიზაინის სტილის მიმდევარი. მისიძირითადი მიმართულებებია ინტერიერის დიზაინი დამასობრივი წარმოების სამომხმარებლო საქონლის დიზაინი,ასევე ავეჯი და შენობებიც.

[175] Royalton – სასტუმრო ნიუ-იორკში.

[176] პარკერი, დოროთი (1893-1967) – ნამდვილი სახელიდოროთი როტშილდი. ამერიკელი მწერალი და პოეტი.

[177] «ცხოვრება ორისთვის» – იგულისხმება თანამედროვეფრანგი მომღერლის, ჟან ფრანსუა ბროს სიმღერის ტექსტი.

[178] დაისპლიტა (ფინანსური სლენგი) – ნომინალისშემცირებით აქციების რაოდენობის გაზრდა.

[179] ფორდი, ტომ – თანამედროვე ამერიკელი დიზაინერი დაკინორეჟისორი. განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭაგუჩის მოდის სახლში მუშაობისას.

[180] დევიდი და ნელსონი – ძმები როკფელერების სახელები,რომელთა დაფინანსებითაც აშენდა ტყუპი ცათამბჯენი.

[181] ფოლკნერი, უილიამ (1897-1962) – ცნობილი ამერიკელიმწერალი.

[182] Eurotrash (ინგლ.) – ევრონაგავი.

[183] American Trash (ინგლ.) – ამერიკული ნაგავი.

[184] Red Neck (ინგლ.) – „წითელი კისერი“ – გოიმი, ხეპრე.

[185] გეტი, პოლ (1892-1967) – ამერიკელი მილიარდერი, პოლ

232

Page 233: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

გეტის მუზეუმის (კალიფორნია) დამფუძნებელი.

[186] გუგენჰაიმი, სოლომონ (1861-1949) – ამერიკელი მეცენატი,ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისდამფუძნებელი.

[187] კარნეგი, დეილ (1888-1955) – ცნობილი ამერიკელიპედაგოგი, ფსიქოლოგი და მწერალი.

[188] French fries (ინგლ.) – ფრანგული ფრი.

[189] French Toasts (ინგლ.) – ფრანგული ტოსტები.

[190] French kiss (ინგლ.) – ფრანგული კოცნა.

[191] French rubbers (ინგლ.) – ფრანგული პრეზერვატივები.

[192] French Connection (ინგლ.) – მხატვრული ფილმი «ფრანგიმეკავშირე».

[193] ლიმიტროფული – აქ: სასაზღვრო.

[194] ჟუვე, პატრიკ – თანამედროვე ფრანგი მუსიკოსი დამომღერალი.

[195] Bouillon de Culture (ფრანგ.) – ცნობილი ფრანგულისატელევიზიო გადაცემა, რომელიც ლიტერატურის სიახლეებსმიმოიხილავს.

[196] Actor’s studio (ინგლ.) – პოპულარული ამერიკულისატელევიზიო გადაცემა, რომელიც 1994 წლიდან გადის BravoCable Television-ზე.

[197] იზოლაციონიზმი – ამერიკის შეერთებულ შტატებში:პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც მიიჩნევდა, რომამერიკას არ უნდა მიეღო მონაწილეობა ევროპის ქვეყნებისკონფლიქტებში; შეიქმნა მე-19 საუკუნეში.

[198] keep quiet (ინგლ.) – წყნარად იყავით.

[199] stop it, kids (ინგლ.) – გაჩერდით, ბავშვებო.

[200] Disney Channel (ინგლ.) – დისნეის არხი.

[201] Unbelievable (ინგლ.) – დაუჯერებელი.

[202] პაპიე-მაშე (ფრანგ.) – პლასტიკური ნივთიერება, რომელიც

233

Page 234: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

მიიღება ქაღალდის მასაში წებოს, სახამებლის, თაბაშირის,ცარცის შერევით; იყენებენ ნაირ-ნაირი ნივთისდასამზადებლად.

[203] დონათსი – ამერიკული ფუნთუშა.

[204] ლორენი, რალფ – თანამედროვე ამერიკელი მოდელიერი.

[205] cool (ინგლ.) – მაგარი, საკაიფო.

[206] კოლი, კენეტ – თანამედროვე ამერიკელი მოდელიერი.

[207] იაპი (yuppi) – ახალგაზრდა, წარმატებული ამერიკელი.

[208] „ბულიში“ – ინგლისური სიტყვიდან Bullish, ანუხარისებრი – კურსის, აქციების სწრაფი ზრდის ტენდენცია.

[209] It’s none of your business (ინგლ.) – შენი საქმე არ არის.

[210] თარგმანი ინგლისურიდან:

«აწვიმს ფანჯრებს მსოფლიოზე,

სად გაქრა მზე, ოდესღაც რომ ანათებდა?!

ყველამ იცის, პატარებს რომ მზე სჭირდებათ,

ჯანმრთელად და ბედნიერად გასაზრდელად.

ამიტომაც, მუდამ უნდა იყოს მზე.

აწვიმს ფანჯრებს მსოფლიოზე,

ნეტავ მალე თუ იდარებს?

ყველამ იცის: იზრდებიან ბიჭები და,

მათ სამშობლო ერთ დღეს ერთად დაუძახებს.

ამიტომაც, მუდამ უნდა იყოს მზე.

აწვიმს ფანჯრებს მსოფლიოზე,

ნეტავ საით მიაქანებს ქვეყნიერებას?

ყველამ იცის, მამრები რომ ერთურთს შეერკინებიან,

მათი დავა ხშირად სიკვდილს იწვევს ერთ-ერთისას.

ამიტომაც, მუდამ უნდა იყოს მზე.

234

Page 235: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

აწვიმს ფანჯრებს მსოფლიოზე,

ჩვენ ხომ მართლა შეგვიძლია რამის შეცვლა,

ყველამ იცის, რომ ეს წვიმა

ანგელოზის ცრემლებია,

ნუ ვატირებთ ასე დიდხანს ანგელოზებს...

ამიტომაც, მუდამ, მუდამ უნდა იყოს მზე».

[211] Shap! Crackle! Pop! – „რაის კრისპის“ ბურბუშელასსარეკლამო სიმღერის მისამღერი.

[212] I survived Jurassic Park (ინგლ.) – მე გადავრჩი იურულიპერიოდის პარკში.

[213] GET THE FUCK OUT OF THIS BUILDING (ინგლ.) – გადითამ დედააფეთქებული შენობიდან.

[214] „კოსმოსური ოდისეა 2001“ – რეჟისორ სტენლი კუბრიკისსამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი (1968).

[215] გრაუნდზერო (ინგლ.) – Ground Zero – ნულოვანი ნიშნული.ინგლისური ფრაზეოლოგიის მიხედვით: ადგილი, სადაც მოხდაუდიდესი კატასტროფა (ბირთვული ბომბის აფეთქება ანმიწისძვრა). ამ შემთხვევაში, იგულისხმება ის ადგილი, სადაცტყუპი ცათამბჯენი მდებარეობდა.

[216] ფეტვა – ისლამურ რელიგიაში მუფტის მიერ გამოტანილიგანაჩენი.

[217] World Trade Center (ინგლ.) – მსოფლიო სავაჭრო ცენტრი.

[218] მოკი, ჟან-პიერ – თანამედროვე ფრანგი რეჟისორი დასცენარისტი.

[219] Drugstore Publicis Saint Germain (ფრანგ.) – იგულისხმებაკაფე სენ-ჟერმენის ქუჩაზე პარიზში, სადაც 1974 წელს ტერაქტიმოხდა.

[220] WASP (white, anglo-saxon, protestant) – თეთრი, ანგლოსაქსი,პროტესტანტი – ამერიკული საშუალო კლასის ელიტა; wasp –ბზიკი.

[221] Rainbow Room – რესტორანი და ღამის კლუბი ნიუ-იორკში.

235

Page 236: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[222] how hot she is (ინგლ.) – რა მაგარი ნაშაა, რა სექსუალურიქალია.

[223] ქეშ-ფლოუ – ინგლისური სიტყვიდან Cash-flow – ნაღდიფულის მოძრაობა.

[224] გრინსპენი, ალან – ამერიკის შეერთებული შტატებისფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი 1987-2006წლებში.

[225] Sic (ლათ.) – აი, ასე.

[226] «დიდი მოლნი» – ალენ-ფურნიეს ცნობილი რომანი (1913).ალენ-ფურნიე ფსევდონიმია ფრანგი მწერლის ანრი ფურნიესი(1886-1914).

[227] ბერნსი, რობერტ (1759-1796) – შოტლანდიური წარმოშობისინგლისელი პოეტი.

[228] The catcher in the Windows (ინგლ.) – აქ სიტყვების თამაშიადა იგულისხმება «დამჭერი ფანჯრების ქვეშ».

[229] parvenu (ფრანგ.) – თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულწრეებში: აგდებით ხსენება უგვარო პირისა, რომელმაც შეაღწია«უმაღლეს საზოგადოებაში» და ჰბაძავს იქ მიღებულცხოვრების წესსა და მანერებს.

[230] ბერნემი, ლესტერ – ამერიკული მხატვრული ფილმის«სილამაზე ამერიკულად» გმირი (რეჟისორი სემ მენდესი).

[231] so me (ინგლ.) – ჩემსავით.

[232] ფორტ ლოდერდალი – კურორტი ფლორიდაში.

[233] I love my country (ინგლ.) – მე მიყვარს ჩემი ქვეყანა.

[234] თარგმანი ინგლისურიდან:

შემოოოოდგომა ნიუ-იორკშიიი

რატომააა ასეთი სევდიიიიანი?

ლიცლიიიცებს ხალხით თავსე ქუჩებიიი,

თვააალს ატყუუუებს ღრუბლებიიი.

ფოლადისფერი კაანიონები.

236

Page 237: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

შემოოოდგომა ნიუ-იორკშიიი

ხშირააად ტკივილნააარევიააა,

ხელმოცააარული მეოცნეეებენიიი

უცხო ქვეყნეეებს მისტირიიიან.

[235] ვაზექტომია – სათესლე სადინარის ამოკვეთა.

[236] date (ინგლ.) – პაემანი.

[237] Kicker (ინგლ.) – სპორტული ფეხსაცმელი.

[238] ლუდოვიკო დიდის სახელობის ლიცეუმი პარიზში,რომელიც 1563 წელს დააარსეს იეზუიტმა მამებმა.

[239] Grateful Dead (ინგლ.) – თანამედროვე ამერიკულიროკჯგუფი.

[240] cofee-shop (ინგლ.) – ყავის მაღაზია.

[241] cheerleader (ინგლ.) – სპორტული გუნდების მხარდამჭერიმოცეკვავე გოგონები.

[242] I mean, like – (ინგლ.) – ანუ, ასე ვთქვათ.

[243] Clean (ინგლ.) – სუფთა.

[244] Lapdancing (ინგლ.) – სტრიპტიზბარი, სადაც მოცეკვავექალები მამაკაცებს კალთაში უსხდებიან.

[245] პრერია – აქ სიტყვების თამაშია: 1. პრერია – ჩრდილოეთამერიკაში ვრცელი ველები, რომელზეც მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო კულტურები. 2. Prairie ფრანგულად პატარამდელოს ნიშნავს.

[246] სტივენსი, კეტ – თანამედროვე ინგლისელიკომპოზიტორი და შემსრულებელი.

[247] yearbook (ინგლ.) – სკოლისა და ლიცეუმის მოსწავლეებისყოველწლიური ალბომი.

[248] უოლფეიფერებისნაირი – იგულისხმება ამერიკულიდიზაინერული ჟურნალი Wallpaper-ი.

[249] ჯორჯ ბებიტი – სინკლერ ლუისის ამავე სახელწოდებისრომანის მთავარი გმირი.

237

Page 238: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[250] «მისია შეუსრულებელია» – ამერიკული მხატვრულიფილმი. რეჟისორი ბრაიან დე პალმა (1996).

[251] ფრიკასე – ფრანგული კერძი, რაგუ.

[252] ლაგერფელდი, კარლ – თანამედროვე გერმანელიმოდელიერი და ფოტოგრაფი.

[253] Have a nice day (ინგლ.) – ბედნიერ დღეს გისურვებთ.

[254] ლინჩი, დევიდ – თანამედროვე ამერიკელი კინორეჟისორიდა სცენარისტი.

[255] მერილ ლინჩი – 2008 წლამდე წარმოადგენდა მსხვილსაინვესტიციო ბანკს. შემდგომში შეისყიდა «ამერიკის ბანკმა».

[256] ფიუზელაჟი (ფრანგ.) – თვითმფრინავის კორპუსი.

[257] Look Dad! You see the plane? (ინგლ.) – შეხედე, მამიკო!ხედავ თვითმფრინავს?

[258] ბიბლია. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, 1989.

[259] shock wave (ინგლ.) – აფეთქების ტალღა.

[260] ლუკასი, ჯორჯ – თანამედროვე ამერიკელიკინორეჟისორი და სცენარისტი, «ვარსკვლავური ომების» და«ინდიანა ჯონსის» შემქმნელი.

[261] Windows on the Planes; Windows on the Crash; Windows on theSmoke; Broken Windows (ინგლ.) – ფანჯრები თვითმფრინავზე;ფანჯრები კატასტროფაზე; ფანჯრები კვამლზე; დამსხვრეულიფანჯრები.

[262] ჰუისმანსი, ჟორის კარლ (1847-1907) – ფრანგი ნოველისტი.

[263] დეზ ესენტი – ჰიუსმანსის რომანის «პირიქით» მთავარიგმირი.

[264] Mass Murderers (ინგლ.) – მასობრივი მკვლელობისმომწყობნი.

[265] out of order (ინგლ.) – დაზიანებული, მწყობრიდანგამოსული.

[266] ლუკ სკაიუოკერი – მხატვრული ფილმის, «ვარსკვლავურიომების» მთავარი პერსონაჟი.

238

Page 239: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[267] ძმები ჰენსონები – თანამედროვე ამერიკული როკჯგუფისწევრები.

[268] მიზანთროპი – პირი, რომელიც ადამიანებს, საზოგადოებასგაურბის; უჟმური, კაცთმოძულე.

[269] «აქსიონ დირექტი» – ფრანგული მემარცხენე რადიკალურიორგანიზაცია, რომელმაც 1979-1987 წლებში რამდენიმეტერორისტული აქტი განახორციელა.

[270] მენიგონი, ნატალი – მემარცხენე ტერორისტულიორგანიზაციის „აქსიონ დირექტის» აქტივისტი, რომელმაც 1986წელს ჟოელ ობრონთან ერთად მოიტაცა და შემდგომ მოკლა„რენოს“ გენერალური დირექტორი ჟორჟ ბესი.

[271] სონიე-სეიტე, ალის – საფრანგეთის განათლებისმინისტრი (1978-1981 და 1989-1995 წლებში).

[272] ვანეგეიმი, რაულ – თანამედროვე ბელგიელი მწერალი დაფილოსოფოსი.

[273] Oh Lord, tell me this is not happening (ინგლ.) – ღმერთო ჩემო,მითხარი, რომ ეს ტყუილია.

[274] სოლჟენიცინი, ალექსანდრ (1918-2008) – ცნობილი რუსიმწერალი და საზოგადო მოღვაწე. «არქიპელაგ გულაგის»ავტორი.

[275] ლაბრო, ფილიპ – თანამედროვე ფრანგი რეჟისორი დასცენარისტი.

[276] ჰოუპი, ბობ (1903-2003) – ცნობილი ამერიკელი მსახიობიდა ტელე-რადიოწამყვანი.

[277] Where are you from (ინგლ.) – საიდან ხართ?

[278] Nice to meet you (ინგლ.) – სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

[279] Put your money where your mouth is (ინგლ.) – საქმე ლაპარაკისსანაცვლოდ.

[280] Big is beautiful (ინგლ.) – რაც მეტია, მით უკეთესია.

[281] Back-seat driver (ინგლ.) – უკან მჯდომი მძღოლი, ანუ „ნუაძლევ მძღოლს შენიშვნებს“.

239

Page 240: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[282] Take it easy (ინგლ.) – გულთან ახლოს არ მიიტანო.

[283] Relax (ინგლ.) – მოეშვი.

[284] Give me a break (ინგლ.) – დამასვენე, ამომასუნთქე.

[285] You’re overreacting (ინგლ.) – ზედმეტად ნერვიულობ.

[286] For God’s sake (ინგლ.) – ღვთის გულისათვის.

[287] ჰაივეი (ინგლ.) – Highway – ფართო ავტომაგისტრალი.

[288] დრაგსთორი (ინგლ.) – Drugstore – აფთიაქი ამერიკაში.

[289] 1968 წლის მაისი – სოციალური კრიზისის ნიადაგზედაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები საფრანგეთში,რომლებიც შარლ დე გოლის გადადგომით დასრულდა.

[290] Snupi Sulci – ამერიკული კომიქსის გმირი.

[291] Let’s face it: this time it’s for real (ინგლ.) – მოდი, სიმართლესთვალებში შევხედოთ. ამჯერად ეს ყველაფერი რეალობაა!

[292] So keep cool (ინგლ.) – ამიტომ არ ინერვიულოთ.

[293] Tough guy (ინგლ.) – მაგარო ბიჭო.

[294] It doesn’t look good, babe (ინგლ.) – აქაურობა კარგი სანახავიარ არის, პატარავ.

[295] Love, Carthew (ინგლ.) – სიყვარულით, ქართიუ.

[296] The Greatest Bar On Earth (ინგლ.) – მსოფლიოში ყველაზემაგარი ბარი.

[297] Spectacular ხედით – შთამბეჭდავი ხედით (ინგლ.).

[298] Riverside Drive – ადგილი ნიუ-იორკის ცენტრში,მანჰეტენზე.

[299] მილკენი, მაიკ – თანამედროვე ამერიკელი ფინანსისტი დაფილანთროპი, მილიარდერი.

[300] ლიზონი, ნიკ – თანამედროვე ამერიკელი ბანკირი დაფინანსისტი.

[301] ბიურენი, დანიელ – თანამედროვე ფრანგი სკულპტორი.

240

Page 241: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[302] Who’s this guy? Are you crazy?! get your fucking hands off me!(ინგლ.) – ეს ვინაა? შენ გიჟი ხომ არ ხარ?! გასწიე ხელები!

[303] Brooks Brothers – ტანსაცმლის ამერიკული მარკა.

[304] Do you read me? (ინგლ.) – გამიგეთ?

[305] Ticker-tape parades (ინგლ.) – სადღესასწაულო აღლუმებინიუ-იორკში, რომლის დროსაც მაღალი შენობებიდან ქუჩებშითეთრ ქაღალდებს ყრიან.

[306] ბიბლია. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, 1989.

[307] ავტორი გულისხმობს, რომ ორი თვითმფრინავისშეჯახების შემთხვევაში უბედური შემთხვევის ალბათობანულის ტოლია. მისი აზრით, ეს უკვე ტერაქტია.

[308] Twister – სტივენ სპილბერგის ფილმი (1996).

[309] პინო, ფრანსუა – თანამედროვე ფრანგი ბიზნესმენი.

[310] ქეიჯი, ჯონ (1912-1992) – ამერიკელი კომპოზიტორი.ამერიკული ავანგარდული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

[311] Damn it! You’re right! Gimme a hug (ინგლ.) – მართალია!მოდი, ჩაგეხუტოთ.

[312] Remember 93! We’ve got to get to the roof (ინგლ.) – გახსოვს 93!სახურავზე უნდა ავიდეთ.

[313] ბელვედერი (იტალ.) – Belvedere – შემაღლებულ ადგილზედადგმული მცირე ზომის საპარკო ნაგებობა, საიდანაც იშლებაშორეული ხედი.

[314] Twin Towers (ინგლ.) – ტყუპი ცათამბჯენი.

[315] Lonely Tower (ინგლ.) – მარტოხელა ცათამბჯენი.

[316] მაღრიბი – სამი ჩრდილოეთაფრიკული ქვეყანა: ტუნისი,ალჟირი და მაროკო.

[317] რუსული გორაკები (იგივეა, რაც – ამერიკული გორაკები) –პოპულარული საპარკო ატრაქციონი.

[318] Do I make myself clear? (ინგლ.) – ნათლად გამოვთქვი აზრი?

[319] EMERGENCY EXIT (ინგლ.) – საავარიო გასასვლელი.

241

Page 242: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[320] ბალარდი, ჯეიმს (1930-2009) – ინგლისელი მწერალი,სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანების ავტორი.

[321] ბერნარი, სარა – (1844-1923) ცნობილი ფრანგი მსახიობი,რომელიც ძირითადად დრამატულ როლებს თამაშობდა.

[322] Damn (ინგლ.) – ჯანდაბა.

[323] მორისონი, ჯიმ (1943-1971) – ცნობილი ამერიკელიმუსიკოსი, ჯგუფ «დორსის» სოლისტი

[324] «It’s hard to be down when you’re up». No comment (ინგლ.) –«რთულია დაბლა დაშვება, როცა მაღლა ხარ». კომენტარისგარეშე.

[325] One Nation Under God (ინგლ.) – ერთი ერი ღმერთისსაუფლოში.

[326] Breaking News (ინგლ.) – ელვა, ახალი ამბავი.

[327] ბიძია სემი – ამერიკის შეერთებული შტატებისპერსონიფიცირებული სიმბოლო.

[328] «ბონი და კლაიდი» – სერჟ გენზბურის და ბრიჟიტ ბარდოსმიერ შესრულებული ცნობილი ჰიტი (1968).

[329] შპენგლერი, ოსვალდ (1880-1936) – გერმანელიფილოსოფოსი და პუბლიცისტი, «ცხოვრების ფილოსოფიის»წარმომადგენელი».

[330] ჰანთინგტონი, სემუელ (1927-2008) – ცნობილი ამერიკელისოციოლოგი და პოლიტოლოგი, ცივილიზაციათაეთნოკულტურული გაყოფის კონცეფციის ავტორი.

[331] ბოდრიარი, ჟან (1929-2007) – ფრანგი სოციოლოგი,კულტუროლოგი და ფილოსოფოსი-პოსტმოდერნისტი.

[332] ჩომსკი (ხომსკი), ნოამ – თანამედროვე ამერიკელილინგვისტი, პოლიტიკური პუბლიცისტი, ფილოსოფოსი დათეორეტიკოსი. ენების კლასიფიკაციის ავტორი, რომელიც«ჩომსკის იერარქიის» სახელწოდებითაა ცნობილი.

[333] ადლერი, ალფრედ (1870-1937) – ავსტრიელი ექიმი დაფსიქოლოგი, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის სისტემისფუძემდებელი.

242

Page 243: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[334] ფუკუიამა, ფრენსის – თანამედროვე ამერიკელიპოლიტოლოგი, ეკონომისტი და მწერალი. ავტორი ნაშრომისა«ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი».

[335] რეველი, ჟან-ფრანსუა (1924-2006) – ფრანგიინტელექტუალი, კლასიკური ლიბერალიზმისა დათავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მომხრე და დამცველი.

[336] „ინვალიდები“ – ინვალიდების სახელმწიფო სახლიპარიზში, არქიტექტურული ძეგლი, რომელიც 1670 წელსლუდოვიკო XIV-ის ბრძანებით აიგო.

[337] Peep-show – ოთახი, სადაც საგანგებოდ მოწყობილიჭუჭრუტანიდან შეიძლება ეროტიკული სცენების ყურება.

[338] ვირილიო, პოლ – თანამედროვე ფრანგული კულტურისთეორეტიკოსი და ურბანისტი.

[339] Punching-ball (ინგლ.) – მოკრივეების სავარჯიშო „მსხალი“.

[340] კრეაციონიზმი (ლათ.) – იდეალისტური მიმართულებაბიოლოგიაში, რომელსაც მიაჩნია, რომ სამყაროს, დედამიწის,სიცოცხლის წარმოშობა, ორგანული სამყაროს ფორმებისმრავალფეროვნება ღვთის შემოქმედების შედეგია.კრეაციონისტი – კრეაციონიზმის მიმდევარი.

[341] დარვინიზმი – მოძღვრება ცოცხალი ბუნების ისტორიულიგანვითარების, მცენარეებისა და ცხოველების სახეობათაწარმოშობის შესახებ ბუნებრივი შერჩევის გზით (მე-19საუკუნის ინგლისელი ბუნებისმეტყველის, ჩარლზ დარვინისსახელის მიხედვით).

[342] პურიტანი (ლათ.) – 1. მე-16-17 საუკუნეებში: მონაწილეინგლისის ბურჟუაზიის რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობისა,რომელიც მიმართული იყო ფეოდალიზმის წინააღმდეგ დამიზნად ისახავდა ინგლისის ეკლესიის გაწმენდასკათოლიციზმის ნაშთებისგან. 2. ადამიანი, რომელიც მკაცრად(ხშირად მოჩვენებითად) იცავს ზნეობას.

[343] კალვინიზმი – ერთ-ერთი პროტესტანტულისარწმუნოება, რომელიც შეიქმნა მე-16 საუკუნეში, შვეიცარიაშიდა ფართოდ გავრცელდა საფრანგეთში, ნიდერლანდში,ინგლისსა და ზოგ სხვა ქვეყანაში (შემქმნელის ჟაკ კალვინისსახელის მიხედვით).

243

Page 244: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[344] ბიბლია. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, 1989.

[345] Spare me the bullshit (ინგლ.) – თავგზას ნუ მირევ, რაღაცასნუ მიედ-მოედები.

[346] Cut the crap (ამერიკული სლენგი) – ნიშნავს საკითხისმთავარ ნაწილზე გადასვლას, სიტუაციის ზუსტად აღქმას.

[347] კოპები (ამერიკული სლენგი) – იგულისხმებაპოლიციელები.

[348] Johnny got his gun – ამერიკული პაციფისტური ფილმი,გადაღებული 1971 წელს (რეჟისორი დალტონ ტრამბო).

[349] კარდალა – აქ: ჩაფხუტის ნაირსახეობა.

[350] ენიგმატური (ბერძ.) – საიდუმლოებით მოცული,გამოუცნობი.

[351] პლუმაჟი (ფრანგ.) – ფრთების კონა, ძუის ფუნჯი დამისთ. როგორც სამკაული ქუდზე ან ცხენის აღკაზმულობაზე(უცხოეთის ზოგიერთ არმიაში, ცირკში და სხვ.); ჯიღა.

[352] პატრიციატი – შუა საუკუნეებში: ქალაქის საზოგადოებისუმაღლესი, ყველაზე მდიდარი ფენა, ქალაქის მმართველები. აქ:პრივილეგირებული, მდიდარი ფენა.

[353] კლარკ კენტი – მთავარი გმირი სერიალისა «სმოლვილისსაიდუმლოებები».

[354] სტაინი, ჰერტრუდა (1874-1946) – ამერიკელი მწერალი.

[355] ტოკლასი, ალისა ბაბეტ (1867-1977) – ამერიკელი მწერალი,ჰერტრუდა სტაინის ახლო მეგობარი.

[356] ანდერსონი, შერვუდ (1876-1941) – ამერიკელი მწერალი.

[357] დუნკანი, აისედორა (1877-1927) – ცნობილი ამერიკელიმოცეკვავე, სერგეი ესენინის მეუღლე.

[358] ტცარა, ტრისტან (1896-1963) – რუმინელი პოეტი,დადაიზმის ფუძემდებელი.

[359] რეი, მან (1890-1976) – ფრანგი მხატვარი, ფოტოგრაფი დაკინორეჟისორი.

[360] პომპიდუ, ჟორჟ (1911-1974) – საფრანგეთის პრეზიდენტი

244

Page 245: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

(1969-1974), მემარჯვენე გოლისტების ლიდერი.

[361] მილერი, ჰენრი (1891-1980) – ამერიკელი მწერალი დამხატვარი.

[362] პაუნდი, ეზრა (1885-1972) – ამერიკელი პოეტი,ინგლისურენოვანი მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

[363] Devil (ინგლ.) – ჯადოქარი.

[364] Aware (ინგლ.) – საქმის კურსში ყოფნა.

[365] It’s a really strong feeling (ინგლ.) – ნამდვილად ძლიერიგრძნობაა.

[366] Close your eyes (ინგლ.) – თვალებს ხუჭავ.

[367] Strong (ინგლ.) – ძლიერი.

[368] Right or wrong (ინგლ.) – მართალი ან მტყუანი.

[369] Kiff-ობ night – გევასება ღამე.

[370] World-ის words-ები – მსოფლიოს სიტყვები.

[371] Anyway, whatever (ინგლ.) – ნებისმიერ შემთხვევაში.

[372] Sixties (ინგლ.) – სამოციანელები.

[373] Womanizer (ინგლ.) – მექალთანე.

[374] ჯონსი, ტომ – თანამედროვე ბრიტანელი მომღერალი.

[375] საქსი, გიუნტერ – გერმანელ ფოტოგრაფი დამულტიმილიონერი, ბრიჟიტ ბარდოს მეუღლე.

[376] რუბიროზა, პორფირიო (1909-1965) – დიპლომატი,ცნობილი ფლეიბოი.

[377] მალკო ლინგე – ჟერარ დე ვილიერის რომანის «S.A.S.»-ისგმირი.

[378] იურგენსი, კურტ (1915-1942) – ავსტრიელი მსახიობი.

[379] მური, როჯერ – თანამედროვე ინგლისელი მსახიობი.

[380] ვადიმი, როჟე (1928-2000) – ცნობილი ფრანგი რეჟისორი.

245

Page 246: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[381] ბიტი, უორენ – თანამედროვე ამერიკელი მსახიობი,პროდიუსერი და სცენარისტი.

[382] ბარქლეი, ედი (1921-1905) – ცნობილი ფრანგი მუსიკალურიპროდიუსერი.

[383] დისტელი, საშა (1939-2005) – ფრანგი მომღერალი დაგიტარისტი.

[384] ჟუნო, ფილიპ – თანამედროვე ფრანგი ბიზნესმენი.

[385] ჰედონიზმი (ბერძნ.) – ეთიკის იდეალისტურიმიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანსწარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება.

[386] «The only thing standing between me and greatness is me». WoodyAllen (ინგლ.) – „ერთადერთი რამ, რაც ჩემსა და დიდებულებასშორის დგას, ვარ მე». ვუდი ალენი.

[387] What the hell! Come on! Enjoy! (ინგლ.) – რა სისულელეა!მოდი! ისიამოვნე!

[388] Don’t worry be happy (ინგლ.) – ნუ მოიწყენ, იყავი ბედნიერი.

[389] Come on! Could be anybody (ინგლ.) – კაი რა! ნებისმიერიშეიძლებოდა ყოფილიყო.

[390] Give me a break, man (ინგლ.) – თავი დამანებე.

[391] Goddam door (ინგლ.) – წყეული კარი.

[392] Dust in the wind, / All we are is just, / Dust in the wind (ინგლ.) –მტვერი ქარში, ჩვენ მხოლოდ მტვერი ვართ ქარში.

[393] უელსი, ჰერბერტ ჯორჯ (1866-1946) – ინგლისელიმწერალი.

[394] „სამოთხე“ – მუსიკალურ-პოეტური ნაწარმოებების ჟანრისამხრეთ აფრიკაში.

[395] 2000 წლის 25 ივლისს «ეარ ფრანსის» თვითმფრინავი«კონკორდი» აფრენიდან რამდენიმე წუთში შეასკდა პარიზისგარეუბანში, გონესში ერთ-ერთ სასტუმროს. კატასტროფისშედეგად დაიღუპა 113 კაცი.

[396] „ჯეტ-ლაგი“ – ინგლისური სიტყვიდან jet-lag, რაც

246

Page 247: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ხანგრძლივი გადაფრენით გამოწვეულ ბიორიტმებისდარღვევას გულისხმობს.

[397] Poussez (ფრანგ.) – გაიჭინთეთ. ეს სიტყვა ფრანგულადგაწევასაც ნიშნავს და გაჭინთვასაც.

[398] ზედა ტბა – ყველაზე დიდი მტკნარი ტბა მსოფლიოში.მდებარეობს კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატებისსაზღვარზე.

[399] «დიდი ვაშლი» – ნიუ-იორკის მეტსახელი.

[400] I’m gonna be a part of it, If I can make it there, / I’ll make itanywhere (ინგლ.) – მე მისი ნაწილი გავხდები, თუ ამას შევძლებიქ, / ამას შევძლებ ყველგან.

[401] Gate (ინგლ.) – გასასვლელი.

[402] ფარმერი, მილენ – თანამედროვე ფრანგი მომღერალი დამსახიობი.

[403] No smoking zone (ინგლ.) – არამწეველთა ზონა.

[404] You mean the World Trade Center Site? (ინგლ.) – მსოფლიოსავაჭრო ცენტრს გულისხმობთ?

[405] ელისი, ბრეტ ისტონ – თანამედროვე ამერიკელი მწერალი,რომანის Less than Zero-ს («ნულზე ნაკლები») ავტორი.

[406] Modus operandi (laT.) – მოქმედების საშუალება.

[407] No man’s land (ინგლ.) – მიწა, რომელიც არავის ეკუთვნის,სადავო მიწა.

[408] ნოტომი, ამელ – თანამედროვე ფრანგი მწერალი.

[409] ფონდიუ – ყველისგან მომზადებული ფრანგული კერძი.

[410] „ცხრა-ორი“ – პარიზის პრესტიჟული გარეუბნებისსაფოსტო ინდექსი.

[411] კოზეტი – ვიქტორ ჰიუგოს რომანის «საბრალონის» გმირი.

[412] გარი, რომენ (1914-1980) – ფრანგი მწერალი დადიპლომატი, ლიტერატურული პრემიის, გონკურის ორგზისმფლობელი.

247

Page 248: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[413] God save us, please save us! (ინგლ.) – ღმერთო, გვიშველე,გთხოვ, გვიშველე!

[414] Olé! Esta magnifico! Muy muy caliente! (ესპ.) – გამარჯობა!მაგარია! ძალიან ცხელია!

[415] Swinging lite (ინგლ.) – მსუბუქი სვირინგი.

[416] Eat me (ინგლ.) – შემჭამე.

[417] I ESCAPED THE BETTY FORD CLINIC (ინგლ.) – მე ბეტიფორდის კლინიკიდან გავიქეცი (ბეტი ფორდის კლინიკაშინარკომანიასა და ალკოჰოლიზმს მკურნალობენ).

[418] You’re not on my to-do list (ინგლ.) – ჩემს დღევანდელგასაკეთებელ საქმეთა სიაში არა ხარ.

[419] Scram! Beat it (ამერიკული სლენგი) – დაახვიე აქედან.

[420] Speed dating (ინგლ.) – ხანმოკლე სასიყვარულოშეხვედრები.

[421] ლუზერი – სიტყვიდან loser (ინგლ.) – დამარცხებული,წაგებული.

[422] შატობრიანი, ფრანსუა რენე (1768-1848) – ცნობილი ფრანგიმწერალი და პოლიტიკური მოღვაწე, ავტორი რომანისა«მოგზაურობა ამერიკაში».

[423] ტოკვილი, ალექსის დე (1805-1859) – ფრანგი პოლიტიკოსი,საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1849), ავტორიისტორიულ-პოლიტიკური ტრაქტატებისა, მათ შორის«დემოკრატია ამერიკაში».

[424] სკვო (ინგლ.) – ინდიელი ქალი ჩრდილოეთ ამერიკაში.ამერიკულ სლენგზე ნიშნავს ქალს, მეგობარ გოგონას, ცოლს.

[425] მორანი, პოლ (1888-1976) – ფრანგი დიპლომატი,ნოველისტი, პოეტი და დრამატურგი.

[426] სტრობოსკოპი – ხელსაწყო, რომელიც სინათლისიმპულსებს აღბეჭდავს. ხშირად იყენებენ დისკოთეკებზე.

[427] ალტრუიზმი (ფრანგ.) – უანგარო ზრუნვა სხვისიკეთილდღეობისთვის. მზადყოფნა, სხვას შესწიროს თავისიინტერესები. ალტრუისტი – ალტრუიზმით გამსჭვალული.

248

Page 249: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[428] They can see us! Hello there! (ინგლ.) – გვხედავენ! ჰეი, მანდ!

[429] Look at the door! OPEN THE DOOR (ინგლ.) – შეხედეთ კარს!გაგვიღეთ კარი.

[430] Have you been to Windows on the World – Windows on the World-ში ნამყოფი ხართ?

[431] Ghost Diner (ინგლ.) – აქ: რესტორანი-მოჩვენება.

[432] Ma qué esta muy interessante and I lova youra countrya – ძალიანსაინტერესოა და მე უყვარს თქვენი ქვეყანა (დამახინჯებულიესპანურ-ინგლისური).

[433] ტომპსონი, ჰანტერ (1937-2005) – ამერიკელი მწერალი დაჟურნალისტი. ავტორი რომანისა «შიში და ზიზღი ლას-ვეგასში».

[434] Aim high (ინგლ.) – დაუმიზნე მაღლა.

[435] იმბეცილი (ლათ.) – გონებასუსტი ადამიანი.

[436] In my solitude, you haunt me (ინგლ.) – ჩემს სიმარტოვეში შენჩემთან მოდიხარ.

[437] შპილი (გერმ.) – პირამიდის ან კონუსის ფორმის მაღალისვეტი შენობის თავზე.

[438] სკვოტი (ინგლ.) – სხვისი სახლის ან მიწის უკანონოდდაკავება (ჟარგ.).

[439] პარკ-ავენიუს მემარცხენეობა – იგულისხმებაგამდიდრებული მემარცხენეები.

[440] გიბერი, ერვე (1955-1991) – ფრანგი მწერალი, ფოტოგრაფიდა ჟურნალისტი, რომელიც დაავადებული იყო შიდსით დაბევრს წერდა ამ თემაზე.

[441] მეგალომანია (ბერძნ.) – განდიდების მანია.

[442] ონტოლოგია (ბერძნ.) – ფილოსოფიური მოძღვრებაყოფიერების შესახებ. დიალექტიკურ მატერიალიზმში ესტერმინი იხმარება მოვლენათა დასახასიათებლად ობიექტურისინამდვილის კანონების თვალსაზრისით.

[443] უისტენ ჰიო ოდენი (1907-1973) – ინგლისელი პოეტი. 1939

249

Page 250: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

წლიდან ცხოვრობდა ამერიკაში.

[444] The winds must come from somewhere when they blow; There mustbe reasons why the leaves decay; Time can say nothing but I told you so(ინგლ.) – როცა ქარი უბერავს, იგი საიდანღაც მოდის; როცა ხესფოთლები სცვივა, ამასაც რაღაც მიზეზი აქვს; დრომ შეიძლებაარაფერი გითხრას, მაგრამ მე ხომ გეუბნებოდი.

[445] What are you writing? Nothing darling (ინგლ.) – რას წერ? –არაფერს, საყვარელო.

[446] ფრუსტრაცია (ლათ.) – დამთრგუნველი დაძაბულობის,მღელვარების, გამოუვალობისა და სასოწარკვეთილებისმდგომარეობა.

[447] Don’t be fooled by the rocks that I got / I’m still I’m still Jenny fromthe block / Used to have a little now I have a lot / No matter where I go Iknow where I came from (ინგლ.) – ნუ მოტყუვდები იმ მაყუთით,რომელიც მე დღეს მაქვს, / მე ისევ ის ჯენი ვარ ქალაქისკვარტალიდან. / მიჩვეული ვიყავი, რომ ცოტა მქონდა, ახლა კიბევრი მაქვს. / არა აქვს მნიშვნელობა, სად მივდივარ, / მეყოველთვის მახსოვს, საიდან მოვდივარ.

[448] დეფინიცია (ლათ.) – ცნების ზუსტი განსაზღვრა მისიყველაზე არსებითი ნიშნების საშუალებით.

[449] Dad you’re not a super hero? (ინგლ.) – მამიკო, შენ არა ხარსუპერგმირი?

[450] ხერესი – ერთგვარი მაგარი ღვინო (ესპანეთის ქალაქხერეს-დე-ლა-ფრონტერას სახელის მიხედვით).

[451] ბეროუზი, უილიამ (1914-1997) – ამერიკელი მწერალი დაესეისტი. მიეკუთვნებოდა «ბით ბაობის» მწერლებს.

[452] Naked Lunch (ინგლ.) – „შიშველი სადილი“, უილიამბეროუზის რომანის სახელწოდება.

[453] უაითი, ედმუნდ – თანამედროვე ამერიკელი მწერალი,დრამატურგი და კრიტიკოსი.

[454] რობ-გრიიე ალენ (1922-2008) – ფრანგი პროზაიკოსი,სცენარისტი, კინორეჟისორი, «ახალი რომანის» მთავარიიდეოლოგი.

250

Page 251: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[455] I am dazzled by the glorious collapse of the world (ინგლ.) –გაოცებული ვარ მსოფლიოს დიდებული კრახით.

[456] Star-ობამდე – აქ: ვარსკვლავობამდე.

[457] ჰოჯა, ენვერ (1908-1985) – ალბანეთის მინისტრთა საბჭოსხელმძღვანელი 1945-1955 წლებში.

[458] კადარე, ისმაილ – თანამედროვე ალბანელი მწერალი.

[459] Are U on the list? My name is Oussama. Oussama Ben FuckingLaden, OK? (ინგლ.) – ხართ სიაში? ჩემი სახელია უსამა. უსამაბინ დედანატირები ლადენი, გასაგებია?

[460] A hundred times I have thought: New York is a catastrophe, Andfifty times: It is a beautiful catastrophe. Le Corbusier (ინგლ.) – „ასჯერმიფიქრია: ნიუ-იორკი კატასტროფაა, ორმოცდაათჯერ: ისმშვენიერი კატასტროფაა“. ლე კორბუზიე.

[461] Hey, what’s up? (ინგლ.) – გაუმარჯოს, რა ხდება?

[462] ამალგამა (ფრანგ.) – ხსნარი ან შენადნობი, რომელიცმიღებულია ვერცხლისწყალთან სხვა ლითონის შერევით.გამოიყენება სარკის უკანა მხარის დასაფარავად.

[463] რემინისცენცია (ლათ.) – პოეტის მიერ შეგნებით თუუნებლიეთ სხვა მხატვრული ნაწარმოებიდან აღებული,ნასესხები ფრაზა, მხატვრული კონსტრუქცია, რომელიცმკითხველში იწვევს რთულ ასოციაციას და ხელს უწყობსნაწარმოების აღქმას.

[464] Sir, you can’t stay here. But I worked here a long time ago (ინგლ.)– სერ, თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება. მაგრამ მე აქ ვმუშაობდიდიდი ხნის წინ.

[465] Ooh baby baby, /it’s a wild world (ინგლ.) – ო, ბეიბი, ბეიბი, / ესველური მსოფლიოა.

[466] იანგი, ნილ – თანამედროვე კანადელი როკმუსიკოსი დაგიტარისტი.

[467] ტეილორი, ჯეიმს – თანამედროვე ამერიკელი მუსიკოსიდა მომღერალი, სოფტ-ფოლკ-როკის შემსრულებელი.

[468] Times leaves you nothing, / Nothing at all (Time, 1970) – დრო

251

Page 252: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

არაფერს გიტოვებს, / სრულიად არაფერს (Time, 1970); Oh mamamama see me, I’m a pop star, / Oh mama mama see me on the TV (PopStar, 1970) – დედა, დედა, შემომხედე, პოპვარსკვლავი ვარ, /დედა, დედა, შემომხედე, ტელევიზორში ვარ (Pop Star, 1970);Trouble oh trouble set me free (Trouble, 1970) – დამეხსენი, გასაჭირო(Trouble, 1970).

[469] Where do the children play (ინგლ.) – სად თამაშობენ ბავშვები.

[470] Well I think it’s fine building Jumbo planes (…), / Will you tell uswhen to live, / Will you tell us when to die? (ინგ.) – ვფიქრობ,მშვენიერი შენობაა / ჯუმბოთვითმფრინავები (...), /გვითხარით, როდის ვიცხოვროთ, / გვითხარით, როდისმოვკვდეთ?

[471] Morning has broken, Home in the sky, The view from the top can beoh so very lonely (ინგლ.) – „გათენდა“, „სახლი ცაში“, „ო, რასევდიანი შეიძლება იყოს ხედი მაღლიდან.

[472] garbage cans (ინგლ.) – ნაგვის ურნები.

[473] კინგი, ბენ ე. – თანამედროვე ამერიკელი მომღერალი,სოულის შემსრულებელი.

[474] You may still be here tomorrow, / But your dreams may not(ფრანგ.) – შენ ხვალ შეიძლება ისევ აქ იყო, / შენი ოცნებები კი –აღარ.

[475] standing ovations (ინგლ.) – ფეხზე წამომდგარი მაყურებლისოვაცია.

[476] Peace Train (ინგლ.) – მშვიდობის მატარებელი.

[477] Ooh baby baby it’s a wild world (ინგლ.) – ო, ჩემო პატარავ, ესსამყარო ველურია.

[478] მასტოდონტი (ბერძნ.) – დიდი განათხარი ცხოველი,სპილოს მსგავსი.

[479] ჯულიანი, კარლო (1978-2001) – იტალიელიანტიგლობალისტი, რომელიც გენუაში დიდი რვიანის სამიტისწინააღმდეგ მოწყობილი მანიფესტაციის მსვლელობის დროსმოკლეს.

[480] პორტო ალეგრეს შეკრება – 2001 წლის 30 იანვარს

252

Page 253: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

ბრაზილიურ ქალაქ პორტო ალეგრეში ჩატარდა მსოფლიოსოციალური ფორუმი, რომლის დევიზიც იყო «შესაძლებელიაახალი მსოფლიო».

[481] შოა (ივრით.) – ჰოლოკოსტი.

[482] Good defeats evil (ინგლ.) – სიკეთე ამარცხებს ბოროტებას.

[483] ენტოვენი, ჟან-პოლ – თანამედროვე ფრანგი მწერალი,კრიტიკოსი და გამომცემელი.

[484] იუ, რობერტ – თანამედროვე ფრანგი პოლიტიკოსი,რომელიც ორჯერ მონაწილეობდა საფრანგეთისსაპრეზიდენტო არჩევნებში.

[485] შევენმანი, ჟან პიერ – თანამედროვე ფრანგი მემარცხენეპოლიტიკოსი, საფრანგეთის მემარცხენეთა პარტიის ერთ-ერთიდამფუძნებელი.

[486] არუნდატი როი – თანამედროვე ინდოელი მწერალი ქალი,ბუკერის პრემიის ლაურეატი.

[487] ლულა, და სილვა – ბრაზილიის ფედერაციულირესპუბლიკის პრეზიდენტი (2003-2011).

[488] ტობინის გადასახადი – ამერიკელი ეკონომისტი ჯეიმსტობინი მიიჩნევდა, რომ უცხო ქვეყნის ვალუტის ყოველგვარსპეკულაციაზე უნდა დაწესებულიყო გადასახადი, რაცსაზღვარგარეთ ფულის გადარიცხვებს წამგებიანს გახდიდა.ამით კი შემცირდებოდა ის ზარალი, რაც მსგავს ოპერაციებსმოაქვს განვითარებადი ქვეყნებისთვის.

[489] ფურიე, შარლ (1772-1837) – ფრანგი ფილოსოფოსი დასოციოლოგი. მიიჩნევა ტერმინ ფემინიზმის დამმკვიდრებლად.

[490] Wall Street, Wall City, Wall Countries, Wall World (ინგლ.) –კედლის ქუჩა, კედლის ქალაქი, კედლის ქვეყანა, კედლისსამყარო.

[491] ალგონკინები – ინდიელ ტომთა დიდი ჯგუფი ჩრდილოეთამერიკაში. ამჟამად ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულიშტატებისა და კანადის რეზერვაციებში.

[492] Black-out (ინგლ.) – სიგნალის ჩახშობა.

253

Page 254: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[493] «ღამე და ნისლი» (1955) – ალენ რენეს დოკუმენტურიფილმი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებში ებრაელთადეპორტაციას ასახავს.

[494] ლანცმანი, კლოდ – თანამედროვე ფრანგი ჟურნალისტიდა კინორეჟისორი.

[495] We’re not going to make it out. Pray for us (ინგლ.) – აქედანვეღარ გამოვალთ. ილოცე ჩვენთვის.

[496] Think different (ინგლ.) – იაზროვნე განსხვავებულად.

[497] სმაოთ – აბრევიატურა: სპონტანური, მაგრამ არააუცილებლად ორიგინალური თეორია.

[498] I’m on a plane / I can’t complain (ინგლ.) – თვითმფრინავშივარ, / ვერ დავიჩივლებ – ჯგუფ «ნირვანას» ერთ-ერთი სიმღერა.

[499] დრეიფუსის ჯაშუშური სკანდალი – ცნობილისასამართლო პროცესი, რომელზეც ებრაელი ალფრედდრეიფუსი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამოგაასამართლეს.

[500] „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“ – ამერიკელირეჟისორის ფოლკერ შლენდორფის ფილმი (1975), ჰაინრიხბიოლის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.

[501] „მონადირის ღამე“ – თანამედროვე ამერიკელი რეჟისორისჩარლზ ლოუტონის ფილმი.

[502] მითჩემი, რობერტ (1917-1996) – ამერიკელი მსახიობი.

[503] პოლნარეფი, მიშელ – თანამედროვე ფრანგი მუსიკოსი დაკომპოზიტორი.

[504] სპლინი (ინგლ.) – სევდა, ნაღველი, მოწყენილობა.

[505] I’m sorry Sir but I don’t understand what you’re talking about(ინგლ.) – მაპატიეთ, ბატონო, მაგრამ ვერ ვიგებ, რასმეუბნებით.

[506] მისტერ მაგუ – ამერიკული კომედიური ფილმის გმირი.

[507] Listen, I’ve got work to do. And I don’t understand french. You’rebothering me, Mister! (ინგლ.) – მისმინეთ, სამუშაო მაქვს, თან მეარ მესმის თქვენი ფრანგული. მაცდენთ, ბატონო!

254

Page 255: Windows on the world - eon.geƒ‘ეგბედერი_Windows-on-the...ფრედერიკ ბეგბედერი Windows on the world მთარგმნელები

[508] Excuse me but I’m so sick and tired of Nine-Eleven (ინგლ.) –მაპატიეთ, მაგრამ ძალიან დავიღალე ამ 11 სექტემბრით.

[509] The windows of the world are covered with rain (ინგლ.) –მსოფლიოს ფანჯრებს წვიმა ფარავს.

[510] I’ve got peace deep in my soul, / I’ve got love making me hope, /Since you opened up your, / heart and shined on me (ინგლ.) –მშვიდობაა ჩემს სულში, სიყვარული მაიმედებს, მას შემდეგ,რაც ჩემი გულის კარი გააღე და გაანათე.

[511] In Search of the Centre of the Universe (ინგლ.) – სამყაროსცენტრის ძიებაში.

[512] September 11: An Oral History (ინგლ.) – „11 სექტემბერი:ზეპირი ისტორია“.

[513] ვოგალენს, სმექტას, ლექსომილს – მედიკამენტებისსახელწოდებები.

[514] Walks in Hemingway’s Paris (ინგლ.) – „გასეირნებაჰემინგუეის პარიზში“.

255