Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

  • Upload
    mer1234

  • View
    249

  • Download
    1

Embed Size (px)

Citation preview

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    1/15

    1

    რეკომენდაციები

     

    ანალიტიკური

     

    წერის

     

    დავალებებისთვის

     

    როგორც  მოგეხსენებათ, განათლების  დაწყებითი   საფეხურის   სასერტიფიკაციო  ტესტის 

    ანალიტიკური წერის დავალებები ფასდება  შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

       შინაარსის რელევანტურობა;

      დასაბუთება;

      თხრობის ორგანიზება ( საკითხის დასმა, მსჯელობა, დასკვნა);

       სტილი, ლექსიკა.

    შინაარსის

     

    რელევანტურობა

      2

    ქულა

    )

      2 ქულა - ნაშრომი პასუხობს თემას, არ ეხება არარელევანტურ  საკითხებს;

     

    1 ქულა - თემას პასუხობს ნაშრომის გარკვეული მონაკვეთი, მოცემულია არარელევანტური ინფორმაციაც;

      0 ქულა - არ პასუხობს თემას.

    დასაბუთება  არგუმენტირება) 3 ქულა);

     

    3 ქულა - მოყვანილია დამაჯერებელი არგუმენტები, ორიგინალური 

    არგუმენტები და მაგალითები, განხილულია კონტრარგუმენტები;

      2 ქულა - არგუმენტით /მაგალითით გამყარებულია ზოგიერთი 

    მოსაზრება;

     

    1 ქულა - არის დასაბუთების მცდელობა, მაგრამ არადამაჯერებელია;

     

    0 ქულა - არ არის გამყარებული არგუმენტებით.

    თხრობის

     

    სტრუქტურა

     2

    ქულა

    );

      2 ქულა - ტექსტი  სრულად გამართულია;

      1 ქულა - ტექსტის ზოგიერთი ნაწილი არის  სტრუქტურირებული;

     

    0 ქულა არ არის დაკავშირებული ლოგიკურად.

    არ არის წარმოდგენილი  სტრუქტურული ნაწილები - საკითხის დასმა, მსჯელობა,

    დასკვნა.

    სტილი, ლექსიკა  3 ქულა).

      3 ქულა - არ არის დაშვებული ( ან უმნიშვნელოა) სტილისტური  შეცდომა,

    ტექსტი ლექსიკურად მდიდარია.

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    2/15

    2

     

    2 ქულა - დაშვებულია უმნიშვნელო  სტილისტური  შეცდომები, ტექსტი 

    ლექსიკურად მდიდარია, თუმცა გამოყენებული ლექსიკა არ  შეესაბამება  საკითხს;

      1 ქულა - ნაწერი ლექსიკურად მდიდარი არ არის, დაშვებულია უხეში 

     სტილისტური  შეცდომები.

      0 ქულა - ლექსიკურად მწირია, დაშვებულია ბევრი  შეცდომა, რაც 

    ართულებს აზრის გაგებას.

    ზოგადად, აკადემიური  წერის  დროს  გასათვალისწინებელია   - მკითხველი, ავტორის 

    ძირითადი პოზიცია, ნაშრომის  სტრუქტურა, ტექსტის ლოგიკური თანმიმდევრობა.

     სანამ  წერას  შევუდგებოდეთ, პირველ  რიგში, უნდა  განვსაზღვროთ, თუ  ვინ  იქნება  ჩვენი 

    მკითხველი. პედაგოგთათვის  მკითხველი  მოცემული  დარგის  ექსპერტი  იქნება, ამიტომ 

    ავტორმაც  მის  წინაშე   საკუთარი  ცოდნისა  და  ლოგიკური  მსჯელობის  უნარის 

    დემონსტრირება უნდა მოახდინოს.

    აკადემიური  წერის   შემდეგი  უმთავრესი  პრინციპია, რომ  ავტორმა   შესავალშივე 

    წარმოადგინოს  მისი  ძირითადი  პოზიცია  ანუ  თეზისი, რაც  ორ  მიზანს  ემსახურება: 1.

    ნაშრომის  ლოგიკური  თანმიმდევრობის  შენარჩუნებას, რადგან  ავტორმა  უკვე  ჩამოაყალიბა 

    მისი  პოზიცია, რაც  დაეხმარება, ერთი  არჩეული  მიმართულებით  იმოძრაოს  და  ყველა 

    არგუმენტი  თუ  ქვეარგუმენტი  წარმოდგენილი  პოზიციის  გასამყარებლად  გამოიყენოს; 2.

    მკითხველისთვის თავიდანვე ნათელი იქნება ავტორის  პოზიცია, ამიტომ მისთვის მარტივი 

    იქნება  როგორც  ავტორის  არგუმენტების  შესაბამისობის  შეფასება, ისე  მის  მოსაზრებებში ლოგიკური  ხარვეზების აღმოჩენა.

    ალბათ  დაგვეთანხმებით, რომ  ნებისმიერი  ინფორმაცია  სხვისთვის  გასაგები  რომ  იყოს,

    გარკვეული  სტრუქტურა  უნდა  ჰქონდეს. აკადემიურ  წერაში  ინფორმაციის  ორგანიზების 

     სხვადასხვა  ტიპი  გამოიყენება, თუმცა, მათ  შორის  ერთ-ერთი  ყველაზე  გავრცელებულია 

    ნაშრომის ორგანიზება  "პრობლემა - გადაჭრის გზა" სტრუქტურის  საფუძველზე, რომელიც 4

    ძირითადი ნაწილისაგან  შედგება. კერძოდ,

    1. სიტუაციის აღწერა;

    2. პრობლემის იდენტიფიკაცია;

    3. გადაჭრის გზის აღწერა;

    4. გადაჭრის გზის  შეფასება.

    მაგრამ გასათვალისწინებელია  ისიც, რომ  სტრუქტურა დავალების პირობიდან 

    გამომდინარეობს და  სასერტიფიკაციო გამოცდის დავალებები მეტწილად პრობლემის 

    იდენტიფიკაციას, გადაჭრის გზის აღწერასა და  შეფასებას /მისი ადეკვატურობის 

    დასაბუთებას მოითხოვს.

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    3/15

    3

    შემდეგი

     

    მნიშვნელობანი

     

    პრინციპი

     

    არის

     

    სტილი

    , რომელიც არა მარტო თანმიმდევრულად 

    უნდა იყოს დაცული მთელ ნაშრომში, არამედ აუცილებლად 

     შეესაბამებოდეს ავტორის მიზანსა და ნაგულისხმევ მკითხველს.

    დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაშრომის ლოგიკურ თანმიმდევრობას. კერძოდ კი იმას, რომ ავტორის ყველა არგუმენტი მისი ძირითადი პოზიციის გამყარებას უნდა ემსახურებოდეს,

    რაც ნიშნავს, რომ ყველა იდეა ლოგიკურ კავშირში უნდა იმყოფებოდეს და ავტორი არ უნდა 

    მერყეობდეს  სხვადასხვა მოსაზრებებს  შორის.

    თუ მკითხველს უხდება უკან დაბრუნება და აზრის გასაგებად, ნაწერის რამდენჯერმე 

    გადაკითხვა, ანდა მას უჭირს ავტორის არგუმენტების ძირითად პოზიციასთან 

    დაკავშირება, ეს ნიშნავს, რომ ნაშრომი არათანმიმდევრული და არალოგიკურია 

    არგუმენტირებული

     

    ესე

     

    წარმოგიდგენთ არგუმენტირებული ესეს დაწერის  სპეციფიკას, ვინაიდან  სასერტიფიკაციო გამოცდებზე არსებული ანალიტიკური წერის დავალება  სწორედ არგუმენტირებული ესეს 

    ანალოგია. თითქმის ყველა ჟანრის აკადემიური ნაშრომი არგუმენტირებას მოითხოვს,

    ვინაიდან ნებისმიერი ავტორის მიზანია მკითხველის დარწმუნება, რომ რასაც ავტორი 

    ამბობს, გამართული და მნიშვნელოვანია. ეს კი მოითხოვს  სათანადო  სტრატეგიების 

     შემუშავებას, რათა ავტორმა ეფექტურად გადმოსცეს თავისი მოსაზრებები.

    არგუმენტირებული  ესეს წერისას ღირებულია არგუმენტების წარმოდგენა, აგრეთვე 

    დავალების  სპეციფიკიდან გამომდინარე არსებული  საპირისპირო არგუმენტების განხილვა 

    და უკუგდება.

     სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ არგუმენტირებული ესეს თითოეული ნაწილის - შესავალის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნის - თავისებურებებს, გავეცნოთ 

    იდეების გენერირების  ტექნიკას.

    იდეების გენერირების ტექნიკა 

    იდეების გენერირება მოულოდნელი იდეებით იწყება, რაც აზროვნების  სტიმულირებას 

    უწყობს  ხელს. ასეთ  შემთხვევაში, ვიწყებთ გარკვეული  სიტყვით თუ ფრაზით და 

    განსაზღვრული დროის განმავლობაში, ვწერთ მოსაზრებებს, რაც ამ  სიტყვასა თუ 

    ფრაზასთან დაკავშირებით გვახსენდება. ამის  შემდეგ კი გადავხედავთ ჩვენს ჩამონათვალს,

    რათა დავადგინოთ

    ,რამდენად

     ლოგიკურია

     კავშირი

     წარმოდგენილ

     იდეებს

      შორის

    ,

     შესაბამისად, შესაძლოა თუ არა მათი დაჯგუფება. ამ ტექნიკის გამოყენება მიზანშეწონილია,

    რათა არგუმენტირებული ესესთვის არგუმენტები ან მათი მხარდაჭერა განვავითაროთ.

    როგორც წესი, იდეების ,,ჩამოყრას” თავისუფალი წერა მოსდევს.

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    4/15

    4

    თავისუფალი წერა არა განყენებული იდეების გადმოცემას ემსახურება, არამედ იდეათა 

    ლოგიკური ჯაჭვია. თავისუფალი წერისას, გარკვეული ლიმიტი უნდა დავაწესოთ დროსა და 

    გვერდების რაოდენობაზე. ამის  შემდეგ, გადავიკითხოთ ჩვენი ნაწერი და ის იდეები 

    ამოვკრიბოთ, რაც  საბოლოოდ ,,გადათეთრებაში“, ნაშრომის  შექმნაში დაგვეხმარება.

    თავისუფალი წერის  შემდგომ გაღრმავებას "ლუპირება" წარმოადგენს. როცა 

    ერთდროულად რამდენიმე იდეა გვიჩნდება, "ლუპირება" გვეხმარება, ძირითად იდეაზე 

    ვფოკუსირდეთ და მისი ღრმა ანალიზი მოვახდინოთ. საკითხის დასმის  შემდეგ, 5-10

    წუთის განმავლობაში, უწყვეტად ვწერთ ყველაფერს, რაც მასთან დაკავშირებით 

    გვახსენდება. განსაზღვრული დროის ამოწურვის  შემდეგ, გადავიკითხავთ ნაწერს და 

    თითო წინადადებით ვაჯამებთ, რასაც "ლუპირების" მეორე ეტაპი მოსდევს. ამ 

     შემთხვევაში, უკვე  შეჯამებული წინადადება წარმოადგენს ჩვენთვის ძირითად ფოკუსს 

    და ჩვენი აზრებიც მის გარშემო ტრიალებს 5-10 წუთის განმავლობაში, რასაც კვლავ 

    თითო წინადადებით ვაჯამებთ და "ლუპირების" მესამე ეტაპს ვიწყებთ.

    იდეების

     

    გენერირების

     

    ერთ

    -

    ერთი

     

    საუკეთესო

     

    ტექნიკაა

      -

    კლასტერი

     

    აღნიშნული ტექნიკა გვათავისუფლებს იდეების  სწორხაზოვანი თანმიმევრობისაგან და 

    ახალ ასოციაციებს იწვევს, რაც  შემოქმედებით აზროვნებას უწყობს  ხელს.

    კლასტერის აგებისას, გვერდის ცენტრში მოვათავსებთ ძირითად  საკითხს და მასთან 

    მიმავალი  ხაზებით დავაკავშირებთ  შესაბამის იდეებს. შემდეგ დავადგენთ ახალ 

    კავშირებს  იდეებს  შორის და მათ კატეგორიებად თუ კლასტერებად 

    დავაჯგუფებთ:

    გთავაზობთ

      2010

    წლის

     

    კრებულში

     

    „როგორ

     

    მოვემზადოთ

     

    გამოცდებისთვის“

     

    შემოთავაზებული ანალიტიკური წერის დავალების გარჩევას:

    "ახალგაზრდა  ერთდროულად  თავის  თავში  დაჯერებულიც  არის  და  თავგზააბნეულიც."

    ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილება, რომელსაც  ადამიანი  ახალგაზრდობის  ასაკში 

    იღებს, პროფესიის  არჩევაა. რას  ურჩევდით  ახალგაზრდას, რომელიც  ამგვარი  არჩევანის 

    წინაშეა და დახმარებისთვის მოგმართავთ. 

    განიხილეთ  ფაქტორები, რომლებზეც  უნდა  გაამახვილოს  ყურადღება  ახალგაზრდამ 

    პროფესიის არჩევისას;

    • იმსჯელეთ  სწორი /არასწორი არჩევანის  შესაძლო  შედეგებზე;

    • მოიყვანეთ არგუმენტები და მაგალითები. 

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    5/15

    5

    იდეების

     ,,

    ჩამოყრის” შემდეგ

     

    აუცილებელია

     მათი  სტრუქტურული გამთლიანება, რაც 

    აბზაცის  დონეზე  ხორციელდება. აბზაცი  წარმოადგენს  წინადადებების  ჯგუფს, რომელიც 

    ერთი  ძირითადი  იდეის  ანუ  ერთი  თემის  განვითარებას  ემსახურება. იწყება  თემატური წინადადებით, რომელიც განსახილველ თემას თუ  საკითხს წარადგენს.

    არგუმენტირებულ  ესეში, როგორც  წესი, თემატური  წინადადება  ძირითად  არგუმენტს 

    წარმოადგენს. თემატურ  წინადადებას, ჩვეულებრივ, მაკონტროლებელი  იდეა  ახლავს,

    რომელიც  გამოხატავს  ავტორის  დამოკიდებულებას  მოცემული  საკითხის  მიმართ. ნიმუშის 

     სახით განვიხილოთ  შემდეგი აბზაცი:

    faqtorebi

    interesebi niWi

    SesaZleblobebi

    arsebuli codna

    profesiis

    moTxovna bazarze

    problema

     

    sargebeli 

    problema sargebeli  problema  sargebeli 

    rac ufro

    gaintesebs

    Seni

    profesia, miT

    ufro

    efeqtianad

    muSaob da

    motivirebuli

    xar

    rTulia im

    saqmis keTeba, 

    romelic ar

    gainteresbs,

    naklebad

    motivirebuli

    xar

    warmოudgeneli

    a, airCio

    profesia ise,

    rom ar

    gagaCndes an

    mis dauflebis

    unari an niWi.

    mag., Zalian

    rTulia

    gadawyvito

    gaxde

    dizaineri da

    ar icode

    xatva.

    Zalian kargia,

    rodesac

    profesas irCev

    niWis, an

    arsebuli

    SesaZleblobeb

    idan gamomdinare,

    aseT

    SemTxvevaSi, arCeuli

    profesia Seni

    niWis anSesaZleblobeb

    is

    realizaciis

    saSualeba

    xdeba

    Tu konkretul

    sferoze ar aris

    moTxovna an

    profesiis

    bazari Zalian

    viwroa, izrdeba

    imis albaToba,

    rom adamiani ver

    dasaqmdeba

    arCeuli

    profesiiT, an

    adamiani Zalzed

    darwmunebuli

    unda iyos

    sakuTar

    SesaZleblobebsa

    da niWSi, rom

    gauZlos

    msoflioSi

    arsebul

    konkurencias.

    Tu konkretl

    profesiaze didi

    moTxovnaa

    qveyanaSi, maSin

    didi Sansia

    imisa, rom

    adamiani

    samomavlod

    dasqmdeba.

    dasqmebis

    perspeqtiva ki

    saswavlo

    motivaciasac

    zrdis.

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    6/15

    6

    პროფესიის   არჩევა   ახალგაზრდა   ადამიანის   ცხოვრებაში    ერთ -  ერთი    ყველაზე   მნიშვნელოვანი  

    საკითხია . პროფესიის  არჩევისას  უნდა  მოხდეს  გათვალისწინება  არსებული  ნიჭის , უნარების , მანამდე  

    დაგროვილი   ცოდნის . ასეთ   შემთხვევაში   არჩეული   პროფესია   ნიჭისა   და   უნარების   რეალიზაციის  საშუალება  ხდება .

    აქ  პირველი  წინადადება  თემატური  წინადადება, რომელიც  საკითხს  გვაცნობს, გამოხატავს 

    ავტორის დამოკიდებულებას ფაქტის – პროფესიის არჩევის მიმართ.

    ამის   შემდეგ  ავტორი  აფიქსირებს   საკუთარ  მოსაზრებას  იმასთან  დაკავშირებით, თუ  რა 

    ფაქტორია პროფესიის არჩევისას ავტორისთვის მნიშვნელოვანი. სიტყვები ,,ნიჭი”, ,,უნარები”

    მაკონტროლებელ  იდეას  წარმოადგენს. აღნიშნულ  წინადადებას   შესაბამისი  მხარდაჭერა 

    მოსდევს, რომელიც ავტორის ძირითადი იდეის თუ არგუმენტის განმტკიცებას ემსახურება.

    როგორც წესი, ის თემატურ წინადადებაში წარმოდგენილი იდეის ილუსტრირებას, ახსნას ან 

    დასაბუთებას ახდენს.

    არგუმენტირებული   ესე  თუ  ორ  ძირითად  პირობას  უნდა  აკმაყოფილებდეს, უნდა  იყოს 

    მთლიანი  და  ლოგიკური  თანმიმდევრულობით  გამოირჩეოდეს. მთლიანობა  ნიშნავს, რომ 

    ყველა  წინადადება  თემატურ  წინადადებასთან  დაკავშირებულია   და  მის  მხარდაჭერას 

    ემსახურება. ლოგიკური  თანმიმდევრულობა  კი  გულისხმობს, რომ  ყველა  წინადადება 

    ლოგიკურ  კავშირშია  მის  წინამდებარე  და  მომდევნო  წინადადებასთან. ლოგიკური 

    თანმიმდევრულობის  უზრუნველყოფას  დიდად  უწყობს   ხელს  ისეთი  გარდამავალი 

     სიტყვები, როგორიცაა: პირველ  რიგში, მაგალითად, განსხვავებით, უფრო  მეტიც,

    მიუხედავად, თუმცა, შესაბამისად და ა. შ.

    მას  შემდეგ, რაც იდეების გენერირების ტექნიკასა და თხზულების  სტრუქტურირების 

     ხელოვნებას გავეცანით, უშუალოდ არგუმენტირებული ესეს  სტრუქტურასა და მისი 

    თითოეული ნაწილის დახასიათებაზე გადავიდეთ:

    შესავალი 

    თავდაპირველად  მნიშვნელოვანია  თეზისის  წარდგენა. თეზისი  ავტორის  ძირითად 

    პოზიციას  ნიშნავს, რომლის  დასაბუთებასაც  ემსახურება  არგუმენტირებული  ესე. როგორც 

    წესი, თეზისი  ერთი-ორი  წინადადებისაგან   შედგება  (ფაქტობრივად, ეს  არის  მთლიანი  ესეს 

     შეჯამება  ერთი-ორი  წინადადებით) და  მისი  მიზანია, გააცნოს  მკითხველს, თუ  რის 

    დასაბუთებას  აპირებს  ავტორი  და  რას   შეეხება  მისი  ძირითადი  არგუმენტები. თეზისი იმგვარად  უნდა  იყოს  ფორმულირებული, რომ   შემდეგ  მისი  არგუმენტირება  იყოს 

     შესაძლებელი.

    აკადემიური წერის  სპეციალისტები გვთავაზობენ ესეს  შესავლის  სამ ძირითად ვარიანტს:

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    7/15

    7

    1)  ზოგადიდან  სპეციფიკურის მიმართულებით მოძრაობა. ვიდრე უშუალოდ  საკითხზე 

    გადავიდოდეს, ავტორმა გარკვეული  საფუძველმდებარე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს 

    მკითხველს  და  თანმიმდევრულად  უნდა  იმოძრაოს  ზოგადიდან  კონკრეტულის 

    მიმართულებით, რაც დაეხმარება მკითხველს, მისდიოს მის ლოგიკას;

    2)   შესაბამისი  ციტატის  მოხმობა, რაც  პირველი  წინადადებებიდანვე  ემსახურება 

    ავტორის პოზიციის განმტკიცებას;

    3)  კონტრარგუმენტით დაწყება, შემდეგ  საკუთარი თეზისის  შეთავაზება და 

    მკითხველისათვის  საპირისპირო პოზიციებს  შორის კონტრასტის დემონსტრირება.

    თუ რა ტიპის  შესავალს აირჩევს ავტორი, განსახილველ  საკითხსა და მის 

    გემოვნებაზეა დამოკიდებული.

    ზემოთ მოყვანილი მაგალითი კონტრარგუმენტით რომ დაგვეწყო, მას ასეთი  სახე ექნებოდა:

    პროფესიის   არჩევა   ახალგაზრდა   ადამიანის   ცხოვრებაში    ერთ -  ერთი    ყველაზე   მნიშვნელოვანი   საკითხია .

    პროფესიის  არჩევისას  უნდა  მოხდეს  გათვალისწინება  არსებული  ნიჭის , უნარების , მანამდე  დაგროვილი  ცოდნის .

    წარმოუდგენელია , აირჩიო  პროფესია  ისე , რომ  არ  გაგაჩნდეს  მისი  დაუფლების  უნარი  ან  ნიჭი . შესაძლოა  ადამიანს  

    ძალზედ   აინტერესებს   დიზაინი   ან   არქიტექტურა , მაგრამ   თუ   არ   იცის   ხატვა   ან   არა   აქვს   ხაზვის   ან   სივრცის  

    ანალიზისა   და   სინთეზის   უნარი , დიდი   მონდომების   მიუხედავად , ძალზედ   გაუჭირდება   აღნიშნული  

    პროფესიების  დაუფლება .

    ძირითადი ნაწილი - არგუმენტების წარდგენა 

    არგუმენტირებული  ესეს ძირითად ნაწილში ავტორი  საკუთარ არგუმენტებსა და მათ 

    მხარდაჭერას გვთავაზობს, აგრეთვე, წარადგენს და უკუაგდებს ოპონენტთა  სავარუდო არგუმენტს. არგუმენტების  საშუალო რაოდენობაა 3 - 4, რადგან  სამზე ნაკლები არგუმენტი არ 

    არის   საკმარისი  იმისათვის, რომ  ავტორმა  განსახილველი   საკითხის   სხვადასხვა  ასპექტი 

    მოიცვას; ოთხზე  მეტი  არგუმენტის  წარდგენისას  კი, ერთი  მხრივ, ავტორის  ყველა 

    არგუმენტი ვერ იქნება ერთნაირად ძლიერი.

    არ  არსებობს  მკაცრი  წესი, თუ  რა  თანმიმდევრობით  განვალაგოთ  არგუმენტები, თუმცა 

     შეგვიძლია  გამოვიყენოთ  გარკვეული  ტექნიკა, რათა  ისინი  ეფექტურად  წარმოვადგინოთ.

    ასეთად  შეიძლება მივიჩნიოთ არგუმენტის წარდგენის  შემდეგი თანმიმდევრობა:

    • სიძლიერით მეორე ადგილზე მდგომი არგუმენტი;• ნაკლებად ძლიერი არგუმენტი;

    • ყველაზე ძლიერი არგუმენტი.

    ამგვარი თანმიმდევრობა დაგვეხმარება იმაში, რომ, ერთი მხრივ, დადებითი  შთაბეჭდილება 

    მოვახდინოთ  მკითხველზე, ვინაიდან, როგორც  წესი, ადამიანებს  პირველი  და  ბოლო 

    პუნქტები  ყველზე  უკეთ  ამახსოვრდებათ, მეორე  მხრივ  კი, ყველაზე  ძლიერი  არგუმენტით 

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    8/15

    8

    დასრულების  შემთხვევაში, მკითხველს  ვაფიქრებინებთ, რომ  არათუ  იდეები  ამოგვეწურა,

    არამედ  შეგვწევს უნარი, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი წარმოვადგინოთ.

    არგუმენტების მოფიქრებასა და მათი  სიძლიერის  შეფასებაში, მომხრე – მოწინააღმდეგის 

     სქემა დაგვეხმარება, რომლის ნიმუშსაც ქვემოთ განვიხილავთ.

    თეზისი

     

    ნიჭიერი

     

    ბავშვების

     

    სწავლება

     

    აქსელერაციის

     

    პროგრამით

     

    მომხრე

     

    მოწინააღმდეგე

     

    აქსელერაციის  პროგრამაში  ჩართვამდე 

    მოსწავლეები  უჩიოდნენ  მოწყენილობასა  და 

    ფრუსტრაციას, ჩართვის   შემდეგ  კი 

    აუმაღლდათ  სწავლისადმი ინტერესი.

    ნიჭიერი  ბავშვების  მოტივაციის  ზრდა 

     სასწავლო  პროგრამის  გამდიდრებითა  და 

     სხვადასხვა  წრეებში  ჩართულობით  არის 

     შესაძლებელი.

    აქსელერაციის  პროგრამაში  ჩართვისას 

    ბავშვები  ურთიერთობენ  უფროს 

    მოსწავლეებთან, არსებული  გონებრივი 

     შესაძლებლობებიდან  გამომდინარე, მათთან 

    მეტ  საერთო ენას პოულობენ.

    თანამედროვე  მოსწავლეების  კოგნიტური 

    განვითარება   ხშირად  ჩამორჩება  მათ 

     სოციალურ  –  პიროვნული  განვითარების 

    დონეს. უფროს  ბავშვებთან   სწავლა   ხელს 

    უშლის  ბავშვების   სოციალიზაციას  და 

    აზარალებს  თანატოლებთან   სოციალურ 

    ჰარმონიას.

    ამ  სქემის  საფუძველზე, შეგვიძლია "ჩამოვყაროთ" ორივე პოზიციის  შესაბამისი არგუმენტები,გამოვყოთ  უფრო  ძლიერი  არგუმენტი  და   საბოლოოდ  გადავწყვიტოთ, თუ  რომელი 

    პოზიციის  მხარდაჭერას  ვაპირებთ  და  რატომ. გარდა  ამისა, მოცემული  სქემა  გვეხმარება,

    განვსაზღვროთ  ოპონენტთა  სავარაუდო  არგუმენტებიც, ვინაიდან  თითოეულ  არგუმენტს 

     შესაბამისი კონტრარგუმენტი ახლავს  საპირისპირო გრაფაში.

    მხოლოდ  არგუმენტების  წარდგენა  არ  არის   საკმარისი  იმისათვის, რომ  თეზისი 

    დასაბუთებულად ჩაითვალოს. უცილებელია, რომ არგუმენტებს  შესაბამისი მხარდაჭერა 

    ახლდეს, რადგან  სწორედ ძლიერი მხარდაჭერა განაპირობებს არგუმენტის დამაჯერებლობას;

    დამაჯერებელი არგუმენტი კი, თავის მხრივ, განაპირობებს ავტორის 

    პოზიციის  სიძლიერეს.

    მხარდაჭერა, შესაძლოა, სხვადასხვა  სახის იყოს. ეს  შეიძლება იყოს ყოველდღიური ფაქტები,

     სტატისტიკური მონაცემები, ცნობილ ადამიანთა ციტირება, ექსპერტთა  შეფასებები, პირადი 

    გამოცდილება  და  ა. შ. ავტორის  მიზანია, მისი  მხარდაჭერა  რაც  შეიძლება  ეფექტური  და 

    დამაჯერებელი იყოს, და კონკრეტულად რა  სახის მხარდაჭერას გამოიყენებს, კონტექსტსა და 

    მის  გემოვნებაზეა  დამოკიდებული. მაგალითად, ლიტერატურის   სფეროში  ცნობილ 

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    9/15

    9

    მწერალთა  ციტირება  უფრო  გამოდგება  მხარდაჭერად,  სოციალურ  მეცნიერებათა  სფეროში 

    კი, სტატისტიკური მონაცემები და ექსპერტთა  შეფასებები.

    კონტრარგუმენტის

     

    უკუგდება

     

    არგუმენტირება  აუცილებლად  გულისხმობს  საპირისპირო  პოზიციის  არსებობას. ამიტომ,

    მკითხველის  მხარდაჭერის  მოსაპოვებლად, ავტორმა  არა  მარტო  საკუთარი  პოზიცია  უნდა 

    ახსნას და  დაასაბუთოს, არამედ ოპონენტის  სავარაუდო არგუმენტიც უნდა განჭვრიტოს და 

    უკუაგდოს. ოპონენტის  არგუმენტის  განხილვა  და  უკუგდება  აუცილებელია, რადგან 

     საზოგადოებაში  იარსებებს  ადამიანთა  თუნდაც  მცირერიცხოვანი  ჯგუფი, რომელსაც 

     საპირისპირო მოსაზრება გააჩნია, რაც ასევე მკითხველისთვისაც ცნობილია. ამ  საპირისპირო 

    აზრის  გაუთვალისწინებლობა   ისევ  ავტორის  პოზიციის  სისუსტეზე  მეტყველებს, რადგან 

    იქმნება  შთაბეჭდილება, რომ მას არ  შესწევს უნარი, " შეეჭიდოს"  საპირისპირო მოსაზრებებს.

    თანაც, ავტორმა  ოპონენტთა  ყველაზე  ძლიერი  არგუმენტის  უკუგდება  უნდა  სცადოს, რაც 

    კიდევ  ერთხელ  დაარწმუნებს  მკითხველს  მისი  პოზიციის  დამაჯერებლობაში. რაც  შეეხება 

    ყველაზე  ძლიერი  კონტრარგუმენტის  განსაზღვრას, ამაში  ავტორს  მომხრე-მოწინააღმდეგის 

     სქემა  დაეხმარება,  სადაც  მის  ყოველ  არგუმენტს   შესაბამისი  კონტრარგუმენტი  ახლავს.

    ოპონენტთა  არგუმენტების   შეფასებისას, აუცილებელია   შემდეგი   საკითხების 

    გათვალისწინება :

    • რამდენად ძლიერია ჩემი ოპონენტების არგუმენტები?

    • მისაღებია ჩემთვის რომელიმე მათგანი, თუნდაც ნაწილობრივ?

    • რამდენად ახლოს იდგება მკითხველი ჩემი ოპონენტების პოზიციასთან?

    •  ხომ არ არის რაიმე ლოგიკური  სისუსტე ჩემი ოპონენტების პოზიციაში?

    • ნამდვილად მივყავართ ფაქტებს იმ დასკვნებამდე, რასაც ოპონენტები გვთავაზობენ?

    • ყველა ფაქტი აქვთ მათ გათვალისწინებული , თუ მხოლოდ მათთვის  ხელსაყრელი 

    ფაქტები?

    • ხომ არ არის ოპონენტთა დასკვნები  საკამათო განზოგადებების 

     საფუძველზე გამოტანილი?

    • ხომ არ არის ოპონენტთა არგუმენტები მიმართული მკითხველის ემოციებზე?

    • ხომ არ გვთავაზობენ ოპონენტები, რომ ესა თუ ის იდეა თუ მოქმედების ტაქტიკა 

    კარგია მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული ინდივიდები /ჯგუფები იზიარებენ მას ან 

    იქცევიან ასე?

    მაგ.:

    განსაკუთრებული   შესაძლებლობების   მოსწავლეების   სწავლებისას   პედაგოგები   გარკვეულ  

    სირთულეებს   აწყდებიან . ზოგიერთმა   მათგანმა   შეიძლება   უკვე   იცოდეს   განსახილველი  

    საკითხი   ან   სხვებისგან   განსხვავებით   ძალზედ   სწრაფად   აითვისოს   მასალა . სპეციალური  

    ჩარევის  გარეშე  ნიჭიერი  მოსწავლეები  მალე   კარგავენ  სწავლისადმი  ინტესერესს .

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    10/15

    10

    ნიჭიერი   ბავშვების   სწავლების   ორი   ძირითადი   მიდგომა   არსებობს : აქსელერაცია   და  

    გამდიდრება . ორივე  მიდგომის  გამოყენება  შესაძლებელია  როგორც  ჩვეულებრივ   კლასში , ისე  

    გარკვეული  პროფილის  სკოლებში .

    აქსელერაციის   პროგრამის   დროს   ბავშვები   დაჩქარებულად   გადიან   სასწავლო   გეგმით  

    გათვალისწინებულ   მასალას . აღნიშნული   პროგრამის    ყველაზე   გავრცელებულ   ფორმად  

    მიიჩნევა  მოსწავლის   კლასიდან   კლასში  გადაყვანა . ზოგი  მკვლევარის  აზრით , აქსელერაციის  

    პროგრამაში   ჩართვამდე   მოსწავლეები   უჩიოდნენ   მოწყენილობას   და   ფრუსტრაციას  

    ( წინააღმდეგობას   მოთხოვნილების  დაკმაყოფილების  გზაზე  ), პროგრამაში   ჩართვის   შემდეგ  

     კი   მათ   აუმაღლდათ   თვითშეფასება   და   პრეტენზიის   დონე .  ეს   პრაქტიკა   დღემდე  

    პოპულარულია   ჩინეთსა   და   ავსტრალიაში . მაგრამ   აღნიშნულ   მიდგომას   ბევრი  

    მოწინააღმდეგეც   ჰყავს . მას   ხშირად   აკრიტიკებენ .  კერძოდ , მოსწავლის   კლასიდან   კლასში  

    გადაყვანისას   ორიენტირება   ხდება   მხოლოდ   წარსულ   მიღწევებზე   და   არ   ხდება   სასწავლო  

    გეგმის   მოდიფიცირება ,  კონკრეტულ   მოსწავლეზე   მორგება . თანაც , მოსწავლეებს   სწავლა  უხდებათ  მათზე  უფროსი  ბავშვების  გარემოცვაში , რაც  ხელს  უშლის  მათ  სოციალიზაციას  და  

    აზარალებს  თანატოლებთან  ,,სოციალურ  ჰარმონიას”. 

    გამდიდრებული   პროგრამის   დროს    კი   ნიჭიერ   მოსწავლეებს   სთავაზობენ   დამატებით  

    მასალასა   და   მომსახურებას . გამდიდრებული   პროგრამით   სწავლებისას   ბავშვებს  

    საგაკვეთილო  პროცესის  მიღმა  შეუძლიათ  საკუთარი  შესაძლებლობების  გათვალისწინებით  

    აირჩიონ   წრე  / წრეები , რომელზედაც   ივლიან . აგრეთვე , სკოლებს   აქვთ   რესურს   ოთახები ,

    სადაც  ბავშვებს  შეუძლიათ , მოიძიონ  მასალა   ან  იმუშაონ  პროექტებზე . ამგვარი  პროგრამით  

    სწავლებისას   მოსწავლე   არ   წყდება   თანატოლთა    ჯგუფს , უბრალოდ   მას   დამატებითი  

    მასალებით   ამარაგებენ . გაკვეთილის   სწორად   დაგეგმვის   შემთხვევაში , მასწავლებელს  

    შეუძლია , რომ  ნიჭიერი  მოსწავლე  სხვა  მოსწავლეების  სწავლის  პროცესში  დამხმარე  ძალად  

    გამოიყენოს . მაგრამ   აქვე   არ   უნდა   დაგვავიწყდეს , რომ   მისი   შეფასება   უნდა   მოხდეს   იმ  

     კუთხითაც , თუ   რამდენად   შეძლო   სხვებთან   თანამშრომლობა   ან   დახმარება . რაც   შეეხება  

    წრეებს , აქ   ნიჭიერ   მოსწავლეს   შესაძლებლობა    ეძლევა , წრე   აირჩიოს   საკუთარი  

    სურვილისამებრ , რაც   კიდევ  უფრო  ზრდის  სწავლის  მოტივაციას . თან  სხვადასხვა  წრეებზე  

    მოსიარულე   მოსწავლეებს   საერთო   ინტერესები   აკავშირებთ , ინტერესებზე   დაფუძნებული  

    მეგობრობა   კი  მიიჩნევა , რომ   ყველაზე  ღრმა  და  ხანგრძლივია .

    ნიჭიერ   მოსწავლეთა   სწავლებისას   მნიშვნელოვანია , რომ   მოხდეს   ზრუნვა   სრულფასოვანი  პიროვნების  ფორმირებაზე  და  მათი  შემეცნებითი  სფეროსა  და  თვალსაწიერის  გაფართოებაზე  

    ზრუნვისას  არ  დაზარალდეს  განსაკუთრებულ  მოსწავლეთა  სოციალური  სფერო .

    კომპრომისული პოზიცია 

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    11/15

    11

    არსებობს  განსხვავებული  დამოკიდებულება  ოპონენტთა  პოზიციის  მიმართ, რომელიც 

    ცნობილი  ფსიქოლოგის, კარლ  როჯერსის  კომუნიკაციის  თეორიიდან  იღებს   სათავეს.

    ტრადიციული  არგუმენტირებისგან   განსხვავებით, ის  არ  ცდილობს  "გამარჯვება  მოიპოვოს"

    ოპონენტთა პოზიციაზე, არამედ, გარკვეული კომპრომისის  შემოთავაზების გზით, ცდილობს 

    დააბალანსოს   საპირისპირო  პოზიციები, ითვალისწინებს  რა  ორივე  მხარის  ძლიერ არგუმენტებს.

    კ. როჯერსის  თანახმად, მუქარა  აფერხებს  კომუნიკაციას. ისინი, ვინც  მუქარას  გრძნობენ,

    წყვეტენ კომუნიკაციას და აღარ უსმენენ მოსაუბრეს. გარდა ამისა, რაც უფრო მეტად  შეუტევ 

    ოპონენტს, მით  უფრო  ძლიერია  მისი  მხრიდან  წინააღმდეგობაც. ამ  მუქარის  შემცირება 

     შესაძლებელია  მხოლოდ  ნეიტრალური, ობიექტური  ტონის   შენარჩუნებითა  და 

    ოპონენტისათვის იმის ჩვენებით, რომ მის პოზიციას გაგებით ეკიდები.

    როჯერსისეული არგუმენტის  შემადგენელი კომპონენტებია:

    • მოკლე და ობიექტური თეზისი, რომელიც პრობლემის ზოგად განსაზღვრებას 

    იძლევა;

    • ოპონენტთა  პოზიციის  ღრმა, ამავე  დროს, ნეიტრალური  ანალიზი, რაც  იმის 

    გამომხატველია, რომ გაგებით ეკიდები  საპირისპირო პოზიციას;

    • საკუთარი  პოზიციის  ღრმა  და  ნეიტრალური  ანალიზი  ისე, რომ  არ  ასაბუთებ   შენი 

    პოზიციის უპირატესობას;

    • იმის გაანალიზება, თუ რა  საერთოა თქვენს პოზიციებს  შორის;

    • პრობლემის გადაჭრის  შემოთავაზება, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს 

    ითვალისწინებს.

    მაგ.:

    განსაკუთრებული   შესაძლებლობების   მოსწავლეების   სწავლებისას   პედაგოგები   გარკვეულ  

    სირთულეებს   აწყდებიან . ზოგიერთმა   მათგანმა   შეიძლება   უკვე   იცოდეს   განსახილველი  

    საკითხი   ან   სხვებისგან   განსხვავებით   ძალზედ   სწრაფად   აითვისოს   მასალა . სპეციალური  

    ჩარევის  გარეშე  ნიჭიერი  მოსწავლეები  მალე   კარგავენ  სწავლისადმი  ინტესერესს .

    ნიჭიერი   ბავშვების   სწავლების   ორი   ძირითადი   მიდგომა   არსებობს : აქსელერაცია   და  

    გამდიდრება . ორივე  მიდგომის  გამოყენება  შესაძლებელია  როგორც  ჩვეულებრივ   კლასში , ისე  

    გარკვეული  პროფილის  სკოლებში .

    აქსელერაციის   პროგრამის   დროს   ბავშვები   დაჩქარებულად   გადიან   სასწავლო   გეგმით  

    გათვალისწინებულ   მასალას . გამდიდრებული   პროგრამის   დროს    კი   ნიჭიერ   მოსწავლეებს  

    სთავაზობენ  დამატებით  მასალასა  და  მომსახურებას .

    გამდიდრებული   პროგრამით   სწავლებისას   ბავშვებს   საგაკვეთილო   პროცესის   მიღმა  

    შეუძლიათ   საკუთარი   შესაძლებლობების   გათვალისწინებით   აირჩიონ   წრე  / წრეები ,

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    12/15

    12

    რომელზედაც  ივლიან . აგრეთვე , სკოლებს  აქვთ  რესურსოთახები , სადაც  ბავშვებს  შეუძლიათ  

    მოიძიონ  მასალა  ან  იმუშაონ  პროექტებზე .

    აქსელერაციის  პროგრამის   ყველაზე  გავრცელებულ  ფორმად  მიიჩნევა  მოსწავლის   კლასიდან  

     კლასში   გადაყვანა . ზოგი   მკვლევარის   აზრით , აქსელერაციის   პროგრამაში   ჩართვამდე  

    მოსწავლეები   უჩიოდნენ   მოწყენილობას   და   ფრუსტრაციას   ( წინააღმდეგობას  

    მოთხოვნილების   დაკმაყოფილების   გზაზე  ), პროგრამაში   ჩართვის   შემდეგ    კი   მათ  

    აუმაღლდათ   თვითშეფასება   და   პრეტენზიის   დონე .  ეს   პრაქტიკა   დღემდე   პოპულარულია  

    ჩინეთსა   და   ავსტრალიაში . მაგრამ   აღნიშნულ   მიდგომას   ბევრი   მოწინააღმდეგეც   ჰყავს . მას  

    ხშირად   აკრიტიკებენ .  კერძოდ , მოსწავლის   კლასიდან   კლასში   გადაყვანისას  ორიენტირება  

    ხდება   მხოლოდ   წარსულ   მიღწევებზე   და   არ   ხდება   სასწავლო   გეგმის   მოდიფიცირება ,

     კონკრეტულ   მოსწავლეზე   მორგება . თანაც , მოსწავლეებს   სწავლა  უხდებათ   მათზე  უფროსი  

    ბავშვების   გარემოცვაში , რაც   ხელს   უშლის   მათ   სოციალიზაციას   და   აზარალებს  

    თანატოლებთან  ,,სოციალურ  ჰარმონიას”. 

     ეროვნული  სასწავლო  გეგმის  ძირითადი  მეთოდოლოგიური  ორიენტირის   თანახმად ,  ყველა  

    მოსწავლე   არის  უნიკალური  და  განსხვავებული   თავისი  ინდივიდუალური  ფიზიკური  და  

    ფსიქიკური  მახასიათებლებით , ნიჭით ,  ემოციებით , ინტერესებით , პირადი  გამოცდილებით ,

    აკადემიური   საჭიროებებით   და   სწავლის   სტილით , რაც   აუცილებლად   უნდა   იყოს  

    გათვალისწინებული   სწავლა - სწავლების   დროს . ამავდროულად , სასკოლო   ასაკი   არა  

    მხოლოდ   ცოდნის   მიღებისა   და   ღირებულების   ფორმირებისთვის   არის   სენსიტიური  

    პერიოდი , არამედ   ამ  დროს   მოსწავლე   ივითარებს   სოციალურ  ურთიერთობებს , იყალიბებს  

    სამეგობრო  წრეს , რაც  დიდ  გავლენას  ახდენს   ჯანსაღი  პიროვნების  ფორმირებაზე .

    ნიჭიერი   ბავშვების   სრულფასოვანი   განვითარების   ხელშესაწყობად , სასწავლო   პროცესის  

    დაგეგმვამდე   უნდა   მოხდეს   განსაკუთრებული   მოსწავლის   უნიკალური   თვისებების  

    ( ფიზიკური , გონებრივი , პიროვნული  ) შეფასება   და   სასწავლო   მასალებისა   თუ  

    დატვირთვების  მასზე  დაყრდნობით  შემუშავება .

    დასკვნა

     

    დასკვნა არგუმენტირებული ესეს უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ის აჯამებს ავტორის 

    პოზიციას და  საბოლოო  შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. შესავლის მსგავსად, ისიც  სამ 

    ძირითად ფუნქციას ასრულებს:

    • ავტორის არგუმენტების  შეჯამება თითო წინადადებით;

    • თეზისის გამეორება, ოღონდ  სხვა  სიტყვებით, რომ ავტორმა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს 

    პოზიცია, მაგრამ მკითხველისათვის არ ჟღერდეს მოსაბეზრებლად.

    ვინაიდან  დასკვნა  ძირითად  ნაწილში  წარმოდგენილი  არგუმენტების   შეჯამებას  ახდენს,

    ყოველმხრივ უნდა მოვერიდოთ ამ ეტაპზე ახალი  საკითხების წამოჭრას. თუ ვფიქრობთ, რომ 

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    13/15

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    14/15

    14

      ამგვარი  მოცემულობის  გათვალისწინებით, რა  რჩევებს  მისცემდით 

    მოსწავლეთა მშობლებს? გაამყარეთ არგუმენტებითა და მაგალითებით.

    გთავაზობთ იდეების გენერირების ნიმუშს:

      დღის  რეჟიმის  დაგეგმვა   საშუალებას  გვაძლევს  ვიზრუნოთ  არა  მხოლოდ 

     შემეცნებითი   სფეროს, არამედ  ფიზიკური,  სამეტყველო  და   სოციალური 

     სფეროების განვითარებაზე;

      გარკვეული  საიტების დაბლოკვა;

      ბავშვთან  საუბარი, თუ  რა  ნახა  კომპიუტერში, ინფორმაციის  ახსნა, მასთან 

    ერთად გაანალიზება;

      მონიტორის კონტროლის  შესაძლებლობა.

    გთავაზობთ არგუმენტების ნიმუშს:

      თანამედროვე განათლების  სისტემა და, ზოგადად, თანამედროვე ადამიანის ცხოვრება 

    წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე  (კარგია, ფიქსირდება ავტორის 

    დამოკიდებულება  საკითხის მიმართ);

       სწავლების რომელიმე  სტრატეგიის არჩევისას თუ თავისუფალი დროის გატარების 

     საშუალების  შერჩევისას, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ  შესაძლო რისკები და 

    ვიზრუნოთ მათ  შემცირებაზე (ნორმალურია, რადგან, შესაბამისი მხადაჭერის 

     შემთხვევაში, შესაძლებელია მისი დასაბუთება);

      კომპიუტერული თამაშები კარგი რესურსია ბავშვის გონებრივი განვითარებისა და 

    თვალსაწიერის გაფართოებისთვის  (არ გამოდგება, იმეორებს პირობას და თან 

    ფაქტია);  გარკვეულ ინფორმაციას ბავშვის ფსიქიკისთვის ზიანის მოტანა  შეუძლია (პირობას 

    იმეორებს და თან თუ არ მოსდევს დასაბუთება, ესეც ფაქტია).

    გთავაზობთ ერთ-ერთი პედაგოგის მიერ  შესრულებულ ანალიტიკური წერის დავალების 

    ნიმუშს:

    თანამედროვე  განათლების   სისტემა  და  ზოგადად  თანამედროვე  ადამიანის  ცხოვრება 

    წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე. მაგრამ მედალს  ყოველთვის ორი მხარე  აქვს და 

     სწავლების  რომელიმე   სტრატეგიის  არჩევისას, თუ  თავისუფალი  დროის  გატარების 

     საშუალების   შერჩევისას  მნიშვნელოვანია   გავითვალისწინოთ    შესაძლო  რისკები  და ვიზრუნოთ მათ  შემცირებაზე.

    მართალია, კომპიუტერული  თამაშები  დიდი  რესურსია  მოსწავლეთა   შემეცნებითი 

    პროცესების  გასავითარებლად, მაგრამ  ის  არ  არის  ერთადერთი   საშუალება. ამიტომ 

    ღირებულია  დღის  რეჯიმის  იმგვარი  განაწილება, რომ  ბავშვის  გონებრივი  განვითარება 

    მხოლოდ კომპიუტერს არ მივანდოთ. არამედ, ბავშვს დარჩეს დრო მშობლებთან, და-ძმებთან,

    თანატოლებთან  საურთიერთოდ, კითხვისთვის, სეირნობისთვის.

  • 8/20/2019 Rekomendaciebi Analitikuri Ceris Davalebebistvis

    15/15

    15

    რაც  შეეხება  ინტერნეტთან  ბავშვის  უსაფრთხო  ურთიერთობას, ექსპერტები  მიჩნევენ, რომ 

    უნდა  მოხდეს  ზრუნვა  იმაზე, რომ  ზოგიერთი   საიტი   საერთოდ  დაიბლოკოს, (მაგ.,

    პორნოგრაფიული ან ძალადობის  შემცველი) ამავდროულად  საჭიროა ბავშვს ავუხსნათ, რომ 

    ინტერნეტით   სარგებლობისას   შეიძლება  ,,გამოხტეს”  იმგვარი  ინფორმაცია, რომელიც მისთვის  მიუღებელი  იქნება, ამ  დროს  კი   საჭიროა  მასთან   შეთანხმება  თუ  ვის  უნდა 

    მიმართოს  ამ  დროს  დახმარებისთვის.  შემდეგ  კი  როგორც  დღის  განმავლობაში  მიღებულ 

     შთაბეჭდილებებს  ვუზიარებთ  ერთმანეთს, ისე  გამოვკითხოთ, თუ  რა   საიტები  ნახა, რა 

    ითამაშა. ამგვარი  ურთიერთობა  თან  ჩამოაყალიბებს  ნდობის  ატმოსფეროს, ამავდრულად 

    მოგვემს  საშუალებას ავუხსნათ და განვუმარტოთ ის ინფორმაცია, რომელიც მან ვერ გაიგო,

    ან  უსიამოვნო  განცდები  გამოიწვია  მასში. აგრეთვე, მიიჩნევა, რომ  თუ  სახლში  მოსწავლე 

    გყავთ, კომპიუტერი   სახლში  იმგვარად  უნდა  იყოს  განთავსებული, რომ  ოჯახის   სხვა 

    წევრებსაც  შეეძლოთ  მონიტორის  გაკონტროლება. ასეთ  შემთხვევაში  მუდმივად  იქნებით 

     საქმის კურსში, თუ  სად ეძებს ინფორმაციას თქვენი  შვილი, ან რა დროს უთმობს თამაშსა თუ 

     სასკოლო დავალებების  შესრულებას.

    იმისთვის, რომ  თანამედროვე  ტექნოლოგიების   ხანაში, ვუზრუნველყოთ  ბავშვის 

     სრულფასოვანი  განვითარება, მნიშვნელოვანია   სწორად  დავარეგულიროთ  დღის  რეჟიმი,

    ვიზრუნოთ  ბავშვის  როგორც  ფიზიკურ, ისე  გონებრივ,  სამეტყველო  და  პიროვნულ 

    განვითარებაზე. როგორც  კომპიუტერთან  მუშაობის, ისე  ნებისმიერი  ახალი  გატაცების 

     შემთხვევაში  წინასწარ  განვსაზღვროთ  თუ  რა   შეიძლება  იყოს   საფრთხის   შემცველი 

    ბავშვისთვის და ჩვენი ჩართულობითა და მზრუნველობით ავარიდოთ რისკები.

    დავალება.

      არსებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით  შეაფასეთ ნამუშევარი.

    დავალება 2.

    ზოგიერთი  უფროსი  მიიჩნევს, რომ  თუ  დაწყებითი  კლასის  მოსწავლე  ვერ  ახერხებს 

    თანაკლასელებთან დამეგობრებას და  შემდეგ ამ მეგობრობის  შენარჩუნებას, მას ზრდასრულ 

    ასაკშიც  შეექმნება  სირთულეები ურთიერთობის  სფეროში.

    წარმოადგინეთ თქვენი პოზიცია ამ  საკითხთან დაკავშირებით:

      ეთანხმებით  ზემოთ  გამოთქმულ  მოსაზრებას? წარმოადგინეთ  თქვენი  არგუმენტები 

    ან მაგალითები; 

     

    უნდა   შეუწყონ   ხელი  უფროსებმა  ბავშვს   სხვებთან  დამეგობრებაში? რა  ფორმით?

    წარმოადგინეთ თქვენი არგუმენტები ან მაგალითები. 

    თხზულების წერისას გამოიყენეთ იდეების გენერირების ტექნიკა ან მომხრე /მოწინააღმდეგეს 

     სქემა.