Eurocodes Strategy - FINAL

Embed Size (px)

Citation preview

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    1/36

     

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი 

    განვითარების  სამინისტრო 

     სივრცითი დაგეგმარებისა და  სამშენებლო პოლიტიკის 

    დეპარტამენტი 

    ევროპული

     

    ტექნიკური

     

    რეგლამენტების

     -

    ევროკოდების

     

    დანერგვის

     

    5

    წლიანი

     

    სამოქმედო

     

    გეგმა

    -

    სტრატეგია

     

    თბილისი 2014

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    2/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014

    სივრცითი

     

    დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო

     

    პოლიტიკის

     

    დეპ რტ მენტი

     

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  2

    შ ი ნ ა ა რ ს ი:

    1.  რა არის ევროკოდები ?

    1.1  ევროკოდების  სტრუქტურა და  შემადგენლობა 

    1.2  ევროკოდების  განვითარების  ისტორია  და  გამოყენების   სავალდებულობა 

     სხვადასხვა ქვეყნებში 

    2.  ევროკოდების  განვითარების  ისტორია   საქართველოში  და  არსებული 

    მდგომარეობა 

    2.1 საქართველოში ევროკოდების გამოყენების SWOT-ანალიზი 

    2.2 არსებული მდგომარეობა თარგმანის კუთხით 

    2.3 არსებული მდგომარეობა ეროვნული დანართების კუთხით 

    2.4 ევროკოდის გამოყენების პრაქტიკა  საქართველოში 

    3.  ევროკოდების დანერგვა  საქართველოში 

    3.1 სამართლებრივი  საფუძველი  - საქართველოს  სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული  სააგენტო 

    3.2 ევროკოდების  თარგმნა  და  ქართული  ტექნიკური  ტერმინოლოგიის 

    ჩამოყალიბება 

    3.3 ევროკოდების ეროვნული დანართების  შემუშავება 

    3.4 ტექნიკური კომიტეტი 

    3.5  სეისმური  საშიშროების რუკები 

    3.6 კომიტეტის  წევრებისათვის  ევროკოდების  გაცნობის  მიზნით  ჩასატარებელი 

    ღონისძიებანი 

    4. საგანმანათლებლო აქტივობები და  საზოგადოების ინფორმირება 5.ევროკოდის დანერგვის მსოფლიოში არსებული მსგავსი პრაქტიკა 

    დანართი 1 - 2003 წლის 11 დეკემბრის ევროკომისიის რეკომენდაცია  სამშენებლო 

     სფეროში  ევროკოდების დანერგვისა და გამოყენების  შესახებ 

    დანართი

    2 - სახელმძღვანელო ფურცელი L - ევროკოდების გამოყენება 

    დანართი 3 - ექსპერტი პიერ  შპელის მისიის  შემაჯამებელი ანგარიში 

    დანართი

     4 - ევროკოდების  საერთო რაოდენობა  სტანდარტების მიხედვით 

    მოამზადა:  შეამოწმა:

    დავით

     

    გიგინეიშვილი

     

    ზურაბ

     

    მესხი

     

    დეპარტამენტის უფროსი  მშენებლობის  საქმეთა 

     სამმართველოს უფროსი 

    რევიზია:

    00 

    04.04.2014 

    01 02.06.2014 

    02

    03

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    3/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014

    სივრცითი

     

    დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო

     

    პოლიტიკის

     

    დეპ რტ მენტი

     

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  3

    1. რა არის ევროკოდები ?

    ევროკოდები  (Eurocodes) არის  ევროპული   სტანდარტების  კრებული  (EN)

     შენობა-ნაგებობების  დაპროექტებისათვის  -  საპროექტო,  სამშენებლო 

     სამუშაოებისათვის  და  სამშენებლო  პროდუქციისათვის, რომელიც  შემუშავებულია  სტანდარტიზაციის  ევროპული  კომიტეტის  მიერ  (Comité Européen de Normalisation;

    აბრევ . CEN). ევროკოდი  ამომწურავად  მოიცავს  კონსტრუქციული  დაპროექტების 

     საფუძვლებს, კონსტრუქციებზე   ზემოქმედებებს, ძირითად   სამშენებლო  მასალებს,

     შენობა-ნაგებობების  კონსტრუქციული  დაპროექტების  ყველა  ძირითად  ასპექტს.

    ევროკოდები ასევე მოიცავს ეროვნულ  გამოცდილებასა და კვლევის  შედეგებს, CEN-

    ის  ტექნიკური  კომიტეტის  250 ექსპერტის  /  სპეციალისტის  დასკვნას  (CEN/TC250)

     საერთაშორისო  ტექნიკური  და   სამეცნიერო  ორგანიზაციებიდან . ამგვარად,

    ევროკოდები  წარმოადგენს  მსოფლიოში  აღიარებულ  ევროპულ  ტექნიკურ 

    რეგლამენტს  შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული  დაპროექტებისათვის.

    ევროკოდებით  რეგულირდება  შენობა-ნაგებობების  ძირითადი  მზიდი 

    ელემენტების

     

    მექანიკური

     

    სიმტკიცე

    ,

    მდგრადობა

     

    და

     

    საიმედოობა

     

    მათი

     

    დაპროექტების სტადიაზე.

    1.1

     ევროკოდების

     

    სტრუქტურა

     

    და

     

    შემადგენლობა

     

    ევროკოდი

     0 EN 1990 კონსტრუქციული დაპროექტების  საფუძველები 

    ევროკოდი 1 EN 1991 კონსტრუქციებზე  ზემოქმედებანი 

    ევროკოდი

     2 EN 1992 ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება 

    ევროკოდი

     3 EN 1993 ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება 

    ევროკოდი

     4 EN 1994 კომპოზიტური ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება ევროკოდი

     5 EN 1995  ხის კონსტრუქციების დაპროექტება 

    ევროკოდი 6 EN 1996 ქვის / აგურის კონსტრუქციების დაპროექტება 

    ევროკოდი

     7 EN 1997 გეოტექნიკური დაპროექტება 

    ევროკოდი 8 EN 1998  სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება 

    ევროკოდი 9 EN 1999 ალუმინის კონსტრუქციების დაპროექტება 

    ჯამში, ევროკოდები   შედგება  58

    სტანდარტისგან

    ,  რომლებიც   შესაბამის 

    ევროკოდში მოცემულია თავების  სახით. 

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    4/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014

    სივრცითი

     

    დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო

     

    პოლიტიკის

     

    დეპ რტ მენტი

     

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  4

    სურ

    .1 ევროკოდების

     

    შემადგენელი

     

    ნაწილების

     

    ილუსტრაცია

     - EN 1990ზოგადი

     ნაწილი

    , EN 1991

    დატვირთვები  ქარის, თოვლის და ა. შ. ზემოქმედება, EN 1992 რკინაბეტონის კონსტრუქციები, EN 1993

    ლითონის კონსტრუქციები, EN 1994 კომპოზიტური ლითონის კონსტრუქციები, EN 1995 ხის 

    კონსტრუქციები, EN 1996 ქვის /აგურის /ბლოკის წყობა, EN 1997 გეოტექნიკა, EN 1998 სეისმური 

    ზემოქმედება, მიწისძვრა, EN 1999 ალუმინის კონსტრუქციები.

    1.2

      ევროკოდების

     

    განვითარების

     

    ისტორია

     

    და

     

    გამოყენების

     

    სავალდებულობა

     

    სხვადასხვა ქვეყნებში 

    1975 წელს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება  სამშენებლო  სფეროში  სამოქმედო 

    პროგრამის  შექმნის  თაობაზე, რომელიც  მიზნად  ისახავდა  ვაჭრობაში  ტექნიკური 

    ბარიერების მოხსნასა და ტექნიკური  სპეციფიკაციების ჰარმონიზებას. ამ  სამოქმედო 

    პროგრამის  ფარგლებში  ევროკომისიამ  მიიღო  გადაწყვეტილება   საპროექტო 

     სამუშაოების  ჰარმონიზებული  ტექნიკური  სპეციფიკაციების   შემუშავების  შესახებ,

    რომელიც  ჩაანაცვლებდა  განსხვავებულ   სამშენებლო  ნორმებსა  და  წესებს  წევრ 

     სახელმწიფოებში. ამონარიდი  საბჭოს  გადაწყვეტილებიდან: ,,საბჭომ   უნდა   იმუშაოს  

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    5/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014

    სივრცითი

     

    დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო

     

    პოლიტიკის

     

    დეპ რტ მენტი

     

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  5

     ევროკომისიის   წინადადებაზე   და    ევროპარლამენტთან   და    ეკონომიკურ   და  

    სოციალურ    კომიტეტთან    კონსულტაციის   შემდგომ   გამოსცეს   დირექტივა   წევრ  

    სახელმწიფოებში   კანონების , რეგულაციებისა  და  ადმინისტრაციული  დებულებების  

    დაახლოების   შესახებ , რომელიც   უშუალო   გავლენას   მოახდენს   საერთო   ბაზრის  

    შექმნაზე   ან   ფუნქციონირებაზე’’. ევროპის  გაერთიანების  ხელშეკრულება , მუხლი  94.

    მომდევნო  წლებში  ევროკოდებმა  განიცადა 

    ცვლილება  როგორც   შინაარსობრივად, ისე 

     საკანონმდებლო  ბაზაზე. ევროკავშირის 

    კანონმდებლობაში  დღეის  მდგომარეობით 

    არსებობს  რამდენიმე  ოფიციალური  დოკუმენტი,

    რომლებიც  ამყარებს  ოფიციალურ  კავშირს 

    ევროკოდებსა  და  ევროპულ  კანონმდებლობას 

     შორის:

       საბჭოს  დირექტივა  89/106/EEC ,,წევრ   სახელმწიფოთა   შორის   სამშენებლო 

    პროდუქციის   შესახებ  კანონმდებლობის, რეგულაციებისა  და 

    ადმინისტრაციული  დებულებების  დაახლოების   შესახებ’’ (სამშენებლო 

    პროდუქციის დირექტივა).

      ევროპის  პარლამენტისა  და   საბჭოს  დირექტივა  98/34/EC ტექნიკური 

     სტანდარტებისა  და  რეგულაციების   სფეროში  პროცედურის  ჩამოყალიბება 

    ინფორმაციით უზრუნველყოფისათვის.

     

    ევროპის პარლამენტისა და  საბჭოს დირექტივა 2004/18/EC ,, საზოგადოებრივი  სამუშაოების,  საქონლისა  და  მომსახურების  მიწოდების  კონტრაქტებისთვის 

    პროცედურების კოორდინირების  შესახებ’’.

      ევროკომისიის  რეკომენდაცია  2003/887/ EC ,, სამშენებლო  სამუშაოებისათვის 

    და  სამშენებლო პროდუქციისათვის ევროკოდების დანერგვისა და გამოყენების 

     შესახებ’’ (იხ. დანართი-1).

       სახელმძღვანელო  ფურცელი  L (GUIDANCE PAPER L) - ევროკოდების 

    გამოყენება. (იხ . დანართი -2 ).

    „წევრმა   სახელმწიფოებმა   უნდა   მიიღონ    ევროკოდები , როგორც   შესაბამისი  

    საშუალება   სამშენებლო   სამუშაოების   დაპროექტებისას ,  კომპონენტების   მექანიკური  

    სიმტკიცის   ან    კონსტრუქციების   სტაბილურობის   შესამოწმებლად’’.  ევროკომისიის 

    რეკომენდაცია 2003 /887/EC (იხ . დანართი -1 ).

    სურ

    .2

    პირველი ევროკოდები 1984წ.

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    6/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014

    სივრცითი

     

    დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო

     

    პოლიტიკის

     

    დეპ რტ მენტი

     

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  6

    ევროკოვშირის  ყველა  წევრი  ქვეყნის  მიერ  თარგმნილია  ევროკოდები  და 

     შემუშავებულია   შესაბამისი  ეროვნული  დანართები  და  მიღებულია  როგორც 

    ტექნიკური  რეგლამენტი. ტექნიკური  რეგულაციების  მიხედვით  ევროკავშირი  არ 

    წარმოადგენს  ერთიან   სისტემას,

     შესაბამისად  ყველა  წევრი  ქვეყანა ირჩევს, თუ  რამდენად  უნდა  ასახოს 

    ევროკოდები   საკუთარ  ქვეყნის 

    რეგულაციებში. ევროკავშირის  რიგ 

    ქვეყნებში  ევროკოდები 

    მოხსენიებულია   სავალდებულოდ 

     შესასრულებელ   სტანდარტებად,

    თავისი  ევროვნული  დანართების 

    გამოყენებით  (მაგ .

    იტალია ,

    ფინეთი  

    და   ა .შ .), გაერთიანებულ   სამეფოში 

    რეგულაციაში  მითითებულია 

    ევროკოდის  ის  თავები  და  მუხლები,

    რომლებიც   სავალდებულოა.

    უშუალოდ  ევროკოდების თავებზე  და მუხლებზე  არის  აღნიშვნა  - {P}, რაც  ნიშნავს 

    მისი  გამოყენების   სავალდებულობას. გერმანიაში   შესაძლებელია   სხვა  ნორმების 

    გამოყენება, მაგრამ  აუცილებელია   შესაბამისი  მტკიცებულების  წარმოდგენა 

    (სერტიფიცირებული   მესამე   მხარის   მიერ   შედგენილი   საექსპერტო   დასკვნა ), რომ 

    გამოყენებული  სამშენებლო ნორმა არის ევროკოდის ექვივალენტური, რაც პრინციპში 

    ევროკოდების  გამოყენებას  არაოფიციალურად   სავალდებულოს   ხდის  გერმანიაში.

    ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიაში ეროვნული დანართები  (DIN) მოცულობით 

    უფრო  დიდია, ვიდრე  თვითონ  ევროკოდები. ევროკავშირის   სხვა  ქვეყნებში 

     სახელმწიფო   შესყიდვების  დროს   სახელმწიფო  დაწესებულება  ვალდებულია 

     სატენდერო  დოკუმენტაციაში  მიუთითოს, რომ   საპროექტო  და   სამშენებლო 

     სამუშაოები   შესრულებული  უნდა  იყოს  ევროკოდების  მოთხოვნათა   შესაბამისად.

    ამავე  დროს  ევროკოდები  სახელმწიფო  რეგულაციების  დონეზე  ოფიციალურად  არ 

    არის   სავალდებულოდ   შესასრულებელი  ნორმა, თუმცა  არაოფიციალურად  და ფაქტიურად  წარმოადგენს  ძირითად   სამუშაო  დოკუმენტს  ყველა  ინჟინერ-

    დამპროექტებლისთვის და  სამშენებლო კომპანიებისათვის.

    2.  ევროკოდების განვითარების ისტორია საქართველოში 

    სურ

    .3 ევროკოდის  სქემა ეროვნულ დონეზე 

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    7/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014

    სივრცითი

     

    დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო

     

    პოლიტიკის

     

    დეპ რტ მენტი

     

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  7

    გასული   საუკუნის  90-იან  წლებში   საქართველოს  დამოუკიდებლობის 

    მოპოვებასთან  ერთად  შექმნილმა  პოლიტიკურ- სოციალურმა  კრიზისმა  სამშენებლო 

     სფერო  ძალზედ  დააზარალა. 1991-2000 წლებში   სამშენებლო   სფერო, ცალკეული 

    კერძო  შემთხვევების გარდა, ფაქტიურად უმოქმედო იყო. შესაბამისად, არ არსებობდა 

    მოთხოვნა  ტექნიკური  რეგულირების  დოკუმენტებზე. რეალურად  საქართველოში ტექნიკური  რეგულაციების  რეფორმები  დაიწყო  2005 წელს  ეკონომიკური 

    რეფორმების  ფარგლებში. ამ  რეფორმების  მთავარი  მიზანი  იყო   სამეწარმეო 

     საქმიანობის  ლიბერალიზაცია, კორუფციის  აღმოფხვრა  და  თანამედროვე 

    მარეგულირებელი  ინსტიტუტების  შექმნა. ასევე, ბიუროკრატიული  ინსტიტუტების 

    გაუქმებამ  და  პროცედურების  გამარტივებამ  გამოიწვია  ეკონომიკის  სტიმულირება 

    და  ეკონომიკური  მაჩვენებლების  სწრაფი  ზრდა, როგორც  მშენებლობისათვის, ასევე 

     სამშენებლო  მასალების  წარმოების  აღდგენისათვის.  საქართველოში  ტექნიკური 

    დოკუმენტების არ არსებობა კომპენსირებული იყო უცხოური ტექნიკური ნორმებითა და  სტანდარტებით. 2006 წელს  მიღებული  მთავრობის  დადგენილების  მიხედვით 

     შესაძლებელი  გახდა  OECD-ის  36 წევრი  ქვეყნის  ტექნიკური  რეგულირების 

    დოკუმენტების  გამოყენება. მათ   შორის  იგულისხმებოდა  ევროკოდებიც. კ.

    ზავრიევის  სახელობის  სამშენებლო  მექანიკის  და  სეისმომედეგობის  ინსტიტუტის 

    თანამშრომლების  მიერ  გადაითარგმნა  ევროკოდი 

    8-ის რამდენიმე ნაწილი.

    2006 წელს   საქართველოში  პირველად 

    მომზადდა ევროკოდების ანგარიში USAID Business

    Climate Reform-ის  პროექტის  ფარგლებში  და 

    Chemonics International Inc.-ის  ხელმძღვანელობით.

    ევროკოდების  ანგარიში  („Georgia’s Draft

    Construction Code“)  სამშენებლო დარგის იურისტმა 

    მაიკლ ბროდსკიმ მოამზადა, რომელიც ექსპერტად 

    იყო  მოწვეული   საქართველოში. აღნიშნულ 

    ანგარიშში  ასახვა  ჰპოვა   საქართველოში 

    ევროკოდების  გამოყენების  დადებითმა  და 

    უარყოფითმა  მხარეებმა, ასევე  მოხდა ევროკოდების   შედარება  „საერთაშორისო 

     სამშენებლო  კოდებთან“ - IBC-თან  (International

    Building Code). ბროდსკის  შეფასებით, ევროკოდებს 

    გააჩნია  აშკარა  უპირატესობა  მრავალმხრივი 

    თვალსაზრისით. მათ   შორის  პოლიტიკური 

    თვალსაზრისითაც, თუ  გავითვალისწინებთ 

    სურ.4  მაიკლ ბროცკის ანგარიში 

    2006წ.

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    8/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014

    სივრცითი

     

    დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო

     

    პოლიტიკის

     

    დეპ რტ მენტი

     

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  8

     საქართველოს   სწრაფვას  ევროინტეგრაციისაკენ, ეჭვგარეშეა, ევროკოდების 

     საქართველოში დანერგვის  სავალდებულობა.

    2009 წელს   საქართველოს   სტანდარტების, ტექნიკური  რეგლამენტებისა  და 

    მეტროლოგიის  ეროვნული   სააგენტოს  მიერ  ევროკოდები  დარეგისტრირდა 

     საქართველოს  სტანდარტად ,,გარეკანის’’ მეთოდით.2010 წლის  განმავლობაში   საქართველოს  ეკონომიკისა  და  მდგრადი 

    განვითარების  სამინისტროს  ორგანიზებით  მოეწყო  რამდენიმე  შეხვედრა- სემინარი 

    ევროკოდების  სტრუქტურისა და გამოყენების პირობების გაცნობის მიზნით.

    2011 წლის 26-27  სექტემბერს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის 

    და  ევროკომისიის  ტექნიკური  მხარდაჭერის  საინფორმაციო  გაცვლითი  პროგრამის 

    (TAIEX) ორგანიზებით  და  ევროკომისიის  ერთობლივი  კვლევების  ცენტრის 

    ტექნიკური  მხარდაჭერით  გაიმართა  სემინარი  თემაზე  - „ევროკოდების  დანერგვა 

     საქართველოში“.  სემინარს  ხელმძღვანელობდა  5  საერთაშორისო ექსპერტი და მასში მონაწილეობა მიიღო 140-ზე მეტმა დაინტერესებულმა  სპეციალისტმა.

    2011 წლიდან   სივრცითი  დაგეგმარებისა  და   სამშენებლო  პოლიტიკის 

    დეპარტამენტში  განხორციელდა  პრაქტიკანტებისა  და   სტაჟიორების  აყვანა 

    ევროკოდებზე   სამუშაოდ. მუშაობა  ორი  ძირითადი  მიმართულებით  წარმიმართა,

    კერძოდ, დარგის   სპეციალისტების  უშუალო   ხელმძღვანელობით  ევროკოდებში 

    გამოყენებული  ტექნიკური  ტერმინების  ქართული  ექვივალენტების   შექმნა  და 

    ინგლისურ-რუსულ-ქართული გლოსარიუმის  შედგენა, რომელიც დაახლოებით 3000

     სალექსიკონო  სიტყვა- სტატიას მოიცავს და ევროკოდების თარგმნა.

    2011-2013 წლების  განმავლობაში  ქართულ  ენაზე  გადაითარგმნა  EN 1992-

    ბეტონის  კონსტრუქციების  დაპროექტება  და  EN 1998 -  სეისმომედეგი  მშენებლობა.

    ევროკოდი  2  შეადგენს  440 გვერდს  და ევროკოდი 8  შეადგენს  636 გვერდს,  საერთო 

    ჯამში, ევროკოდების ინგლისურიდან თარგმნილმა გვერდების  საერთო რაოდენობამ 

    1076 გვერდი  შეადგინა.

    2014 წლის თებერვალში  სივრცითი დაგეგმარებისა და  სამშენებლო პოლიტიკის 

    დეპარტამენტის  და  ევროკომისიის  ტექნიკური  მხარდაჭერის   საინფორმაციო 

    გაცვლითი  პროგრამის  (TAIEX) ორგანიზებით  გაიმართა   სემინარი  თემაზე  -

    „ევროკოდებზე  დამყარებული  ტექნიკური  რეგლამენტების  დანერგვა  საქართველოში“.  სემინარს   ხელმძღვანელობდა  3  საერთაშორისო  ექსპერტი: პიერ 

     შპელი  (Pierre Spehl) SECO-ბელგიიდან, ამილკარ  და  კოშტა  (Amilcar Da costa), CEN-

    ბელგიიდან, პროფესორი იანა  მარკოვა  (Jana Markova) Klokner Institute CTU-ჩეხეთის 

    რესპუბლიკიდან. ექსპერტი  პიერ   შპელის   საბოლოო  ანგარიშში  (იხ . დანართი   3 )

    აღწერილია  ის  ქმედითი  ნაბიჯები, რომლებიც  უნდა  გადადგას   საქართველოს 

    მთავრობამ  ევროკოდების ეტაპობრივი დანერგვისათვის. 

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    9/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014

    სივრცითი

     

    დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო

     

    პოლიტიკის

     

    დეპ რტ მენტი

     

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  9

    2.1 საქართველოში ევროკოდების დანერგვისა და გამოყენების SWOT ანალიზი 

    ძლიერი

     

    მხარეები

    :

      ევროკოდები ქართველ ინჟინერ-მშენებლებსა 

    და  საშენი  მასალების  მწარმოებლებს  შორის 

    დიდი  პოპულარულობით  სარგებლობს  სხვა  საერთაშორისო   სამშენებლო  კოდებთან 

     შედარებით;

      ევროკოდები  ეროვნული  დანართების 

     შემუშავების   შესაძლებლობას  იძლევა, რაც 

    ცალკე მდგომ დოკუმენტს წარმოადგენს;

      ევროკოდები  ზრდის  ქართული  სამშენებლო 

    კომპანიების, ქართველი 

    დამპროექტებლებისა  და   სამშენებლო 

    პროდუქციის  მწარმოებლების 

    კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე;

      ევროკოდები  ტექნიკური  თვალსაზრისით 

    უფრო  ახლოს  დგას  საქართველოში  მოქმედ 

     საბჭოთა  ნორმებთან  - ,, სნიპებთან’’,

    რომლებიც   შემუშავებულია  გერმანულ 

    ნორმებზე დაყრდნობით;

      ევროკოდი  8 „სეისმომედეგი  დაპროექტება“

    ამომწურავად  მოიცავს   სეისმომედეგი 

    დაპოექტების  ყველა  ასპექტს, რაც  ესოდენ 

    მნიშვნელოვანია   საქართველოსათვის,

    როგორც   სეისმურად  აქტიურ  ზონაში მდებარე ქვეყნისათვის;

      ევროკოდების  გამოყენების  პრაქტიკა 

    არსებობს   საქართველოში, რამდენიმე 

    ქართველი  ინჟინერ-მშენებელი  იყენებს 

    ევროკოდებს   შენობა-ნაგებობების 

    დაპროექტებისათვის;

      ევროკოდები  უზრუნველყოფს   შენობა-

    ნაგებობების  დაპროექტების   საერთო 

    კრიტერიუმებსა და მეთოდებს;

     

    ევროკოდები  უზრუნველყოფს ურთიერთგაგების  მიღწევას  მფლობელებს,

    ოპერატორებს, მომხმარებლებს,

    დამპროექტებლებს, კონტრაქტორებსა  და 

    მეწარმეებს  შორის;

      ევროკოდები  უზრუნველყოფს   სამშენებლო 

    ბაზარზე  სამართლიანი  კონკურენციისათვის 

    სუსტი

     

    მხარეები

    :

      ევროკოდები  დიდი  მოცულობისაა 

    და ამდენად მისი ათვისება რთულია 

    მისი მოქმედი ინჟინრებისათვის; 

      თანამედროვე  ქართული  ტექნიკური 

    ტერმინოლოგიის  არარსებობა 

    ართულებს   საქართველოში 

    ევროკოდების  დანერგვის  პროცესს,

    ევროკოდების უშუალო დანერგვამდე 

    აუცილებელია  შესაბამისი  ქართული 

    ტექნიკული  ტერმინოლოგის 

    ჩამოყალიბება; 

       საქართველოში  არსებულ  უმაღლეს 

     სასწავლო  დაწესებულებების  შესაბამისი ფაკულტეტების  სასწავლო 

    პროგრამებსა და კურიკულუმებში არ 

     შედის ევროკოდების  სწავლება.

    აღსანიშნავია , რომ    ევროკოდები   არ  

    მოიცავს  დაპროექტება  - მშენებლობის  იმ  

    ნაწილებს , რომლებიც   არ   არის   კავშირში  

    შენობის  მექანიკურ  მდგრადობასთან .

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    10/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014

    სივრცითი

     

    დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო

     

    პოლიტიკის

     

    დეპ რტ მენტი

     

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  10

     საერთო და გამჭვირვალე  საფუძველს;

      ევროკოდების  დანერგვის   შემთხვევაში 

     შესაძლებელია   სამშენებლო  მომსახურებით 

    ვაჭრობის  გაადვილება  ევროპასა  და 

    მეზობელ ქვეყნებში ( მაგ . თურქეთში ) 

      ევროკოდების  ბაზაზე   შესაძლებელია 

    დამხმარე   საშუალებებისა  და  პროგრამული 

    უზრუნველყოფის   შემუშავება, რაც 

    გაადვილებს   სამშენებლო   საქმიანობას 

    ქვეყანაში;

      ევროკოდებს   სავაჭრო  პარტნიორები  და 

    მეზობელი ქვეყნები ნერგავენ: მაგ: მოლდოვა,

    უკრაინა, ბელორუსი;

      ევროკოდები  უზრუნველყოფს 

    კონკურენტუნარიანობის  გაზრდას  სახელმწიფო   შესყიდვებისას, ასევე  უფრო 

    მაღალი  მომსახურების   ხარისხს 

    გადასახადების გადამხდელებისათვის. 

    გაუმჯობესების შესაძლებლობები :

      მნიშვნელოვანი  ნაბიჯი  ევროპული 

    ინტეგრაციისკენ;

      აუცილებელი ინსტრუმენტი  შიდა ბაზარზე 

     სამშენებლო  პროდუქციისა  და 

    მომსახურების  წარმატებით 

    დანერგვისათვის;

     

    ევროპის  ქვეყნებთან  ორმხრივი 

    ეკონომიკური კავშირების გაზრდა;

      ევროპელი  დარგის   სპეციალისტების 

    გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება;

    შესაძლებლობები  ბიზნესისათვის :

      კომპანიებს, კერძოდ, მცირე  და  საშუალო 

    ზომის   საწარმოების  (SME) ინჟინრებს 

    ექნებათ   შესაძლებლობა  ევროპის  27

    ქვეყანაში მოღვაწეობის უფლება, რომელიც 

    500 მილიონზე  მეტ  მომხმარებელს 

    აერთიანებს;

       შესაძლებლობა  ქართული 

    კომპანიებისათვის  ევროპულ  ტენდერებში 

    მიიღონ  მონაწილება, გააფორმონ 

    კონტრაქტები  ევროკავშირის  წევრ 

     სახელმწიფოებში, მოახდინონ   საქონლისა 

    და მომსახურების მიწოდება;

      ევროკოდი განახლებადია; 

    საფრთხეები  რისკები):

      ევროკოდების  დანერგვის   საწყის 

    ეტაპზე  მშენებლობის გაძვირება;

     

      ევროკოდების დანერგვის  საწყის 

    ეტაპზე ევროკოდების 

     სპეციალისტების არარსებობა 

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    11/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014

    სივრცითი

     

    დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო

     

    პოლიტიკის

     

    დეპ რტ მენტი

     

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  11

    2.2 არსებული მდგომარეობა თარგმანის კუთხით 

    ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების   სამინისტროს   სივრცითი 

    დაგეგმარებისა და  სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ გადათარგმნილია 

    ევროკოდი  2: ბეტონის  კონსტრუქციების  დაპროექტება  და  ევროკოდი  8:

     სეისმომედეგი  კონსტუქციების  დაპროექტება. გასათვალისწინებელია  ის, რომ აღნიშნული  თარგმანები   საჭიროებს   შემდგომ  რედაქტირებასა  და  ცალკეული 

    ტერმინების დაზუსტებას. 

    ასევე  უნდა  აღინიშნოს, რომ  კომპანია  „ვუუდ  სერვისის“ (Wood Service) მიერ 

    გადათარგმნილია  EN 1995 ევროკოდი  5 -  ხის  კონსტრუქციების  დაპროექტება,

    რომელიც  გამოცემულია  როგორც   სახელმძღვანელო   ხის  კონსტრუქციების 

    დაპროექტებისთვის. ეჭვგარეშეა, რომ  უნდა  მოხდეს  აღნიშნული  თარგმანის 

    ავთენტურობის  კომპლექსური   შემოწმება, რის   შემდაგადაც  იქნება  მიღებული 

    გადაწყვეტილება მისი  გამოყენების  შესახებ.

    2.3

     

    არსებული

     

    მდგომარეობა

     

    ეროვნული

     

    დანართების

     

    კუთხით

     

    ევროკოდები  წარმოადგენს  ტექნიკურ  რეგლამენტს, რომელიც  ეროვნული 

    დანართების  შემუშავების  შესაძლებლობას იძლევა. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს 

     სპეციფიკური ეროვნული პარამეტრების განსაზღვრას. უნდა აღინიშნოს, რომ დღეის 

    მდგომარეობით  არცერთი  ევროკოდის  ნაწილზე  ეროვნული  დანართი  არ  არის 

     შემუშავებული. გარდა ამისა, არ არის დადგენილი არცერთი ეროვნული პარამეტრი.

    2.4 ევროკოდის გამოყენების პრაქტიკა საქართველოში 

    მიუხედავად  არასავალდებულო  მოთხოვნისა  და  ქართული  თარგმანის 

    არარსებობისა, ევროკოდის   სხვადასხვა 

    ნაწილები  უფრო  და  უფრო  პოპულარული 

     ხდება  და   საკმაოდ  ფართოდ  გამოიყენება 

    დღევანდელ  დღეს   საქართველოში.

    დამკვიდრებული   შეხედულების  მიხედვით 

    ევროკოდის  მოთხოვნების   შესაბამისად 

    დაპროექტებული  და  აშენებული   შენობა 

    უფრო  საიმედოა.

    აღსანიშნავია, რომ  როგორც   საჯარო,ისე  კერძო   სექტორში  არსებობს  პრაქტიკა,

    კონტრაქტში  აუცილებელ   შესასრულებელ 

     სტანდარტებში  ევროკოდის  მითითების 

     შესახებ. 

    სურ.5

    ქ. თბილისის მთავარი პროკურატურა 

    როგორც პროექტის კონსტრუქციული 

    ნაწილი, ისე მზიდი კონსტრუქციული 

    ელემენტები დამუშავებული იყო 

    ევროკოდის და  სხვა ევროპული 

     სტანდატების მიხედვით 

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    12/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014

    სივრცითი

     

    დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო

     

    პოლიტიკის

     

    დეპ რტ მენტი

     

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  12

    3.  ევროკოდების დანერგვა საქართველოში 

     საერთაშორისო  და  ადგილობრივი  ექსპერტების  აზრით   საქართველოში 

    ევროკოდების  ფართომასშტაბიანი  დანერგვისათვის  საჭირო  არის  5 ( ხუთი) წელი.

    ევროკოდების გენერალური  სქემა მოცემულია ქვემოთ  სურათზე:

    პარალელურ რეჟიმში 5 წლის განმავლობაში 

    3.1

    სამართლებრივი

     

    საფუძველი

      -

    საქართველოს

     

    სტანადარტებისა

     

    და

     

    მეტროლოგიის

     

    ეროვნული

     

    სააგენტო

     

    2008 წლის  28 მარტს   საქართველოს   სტანდარტებისა  და  მეტროლოგიის 

    ეროვნული  სააგენტო  სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) წევრი გახდა.

     სტანდარტიზაციის  ევროპულ  კომიტეტში  გაწევრიანებით   ხელმისაწვდომი  გახდა 

    ევროპული   სტანდარტები  და  რეგულაციები.  შესაბამისად,  საქართველოს  უკვე 

    გააჩნია   სამართლებრივი  ბაზა  ევროპული   სტანდარტების  და  რეგულაციების 

    დასანერგად. ასევე, 2009 წელს   საქართველოს   სტანდარტებისა  და  მეტროლოგიის 

    ეროვნულმა  სააგენტომ  CEN–საგან  მიიღო  ევროპული  სტანდარტების  სრული  ბაზა 

    (მათ  

    შორის  

    გაწევრიანებამდე  

    მიღებული  

    სტანდარტებიც ), რაც   საქართველოს ტექნიკური  რეგლამენტების  საფუძვლად  ევროპული  ნორმების  და  სტანდარტების 

    გამოყენების  შესაძლებლობას იძლევა.

    evrokod

    ებ

    is implement ciis gener luri sqem

    evrokodებisyvela ნაწილის 

    Targmna

    erovnulidanarTebis

     შემუშავება 

    მოქმედი teqnikuri

    reglamentebisCanacvleba

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    13/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014

    სივრცითი

     

    დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო

     

    პოლიტიკის

     

    დეპ რტ მენტი

     

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  13

    საქართველოში

     

    ევროკოდების

     

    დანერგვის

     

    სამოქმედო

     

    გეგმა

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    14/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014 

    სივრცითი დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო პოლიტიკის  დეპ რტ მენტი 

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  გვ.14

    3.2 ევროკოდების თარგმნა და ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის 

    ჩამოყალიბება 

    ევროკოდების  დანერგვისათვის  ერთ-ერთ  მნიშვნელოვან  და  ძირითად  ნაწილს 

    წარმოადგენს  ევროკოდების  ინგლისურიდან  ქართულ  ენაზე  თარგმნა. ამ  მიზნით 

     საქართველოს  ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების   სამინისტროში   შეიქმნება „ევროკოდების

     

    თარგმნის

     

    სარედაქციო

     

    კოლეგია

    . ევროკოდების  თარგმნის 

     სარედაქციო  კოლეგია  დაკომპლექტებული  იქნება  6 (ექვსი) პერსონალისაგან.

    აღნიშნული  სარედაქციო  კოლეგიის  ფუნქცია  მოვალეობანი  განაწილებული  იქნება 

     შემდეგნაირად:

     მთავარი

     

    რედაქტორი

      - ლინგვისტი  /ლექსიკოგრაფი, რომელიც  გაუძღვება 

    ევროკოდების  თარგმნის  სარედაქციო  კოლეგიის  საქმიანობას. მთავარი 

    რედაქტორი  პასუხისმგებელია  სარედაქციო  კოლეგიის  მუშაობაზე, ამა 

    თუ იმ ტექნიკურ ტერმინზე და ევროკოდების ქართულ თარგმანზე.

     სამი პროფესიონალი და გამოცდილი მთარგმენლი, რომლებიც უშუალოდ 

    ევროკოდების  როგორც  თარგმანში, ასევე  გლოსარიუმის   შედგენაში 

    მიიღებენ მონაწილეობას;

     ორი კონსულტანტი - ერთი კონსულტანტი  შესაბამისი  სამშენებლო  სფეროს 

    წარმომადგენელი /ექსპერტი, რომელიც  მთავარ  რედაქტორთან  ერთად 

    იმუშავებს  ტექნიკურ  ტერმინოლიგიაზე  და   საბოლოო  მუშა 

    გლოსარიუმის   შედგენაზე, ასევე  ევროკოდების  ქართული  თარგმანის 

    რედაქციაზე; მეორე  კონსულტანტად  მოწვეული  იქნება  ტერმინოლოგი 

    თსუ  არნოლდ  ჩიქობავას  სახელობის  ენათმეცნიერების  ინსტიტუტიდან,

    რომელიც   სამშენებლო  დარგის  კონსულტანთან  და  მთავარ 

    რედაქტორთან  (ლექსიკოგრაფი) ერთად  ქართული  ტექნიკური ტერმინების  შემუშავებაში იქნება ჩართული.

    ამგვარად, უშუალოდ  თარგმანის  დაწყებამდე  მოხდება  ევროკოდებში 

    გამოყენებული  ინგლისური  ტექნიკური  ტერმინების  ქართული 

     შესატყვისების /ექვივალენტების   შექმნა  დარგის   სპეციალისტების, კერძოდ 

    ლექსიკოგრაფის /ტერმინოლოგისა  და   შესაბამისი   სამშენებლო   სფეროს 

     სპეციალისტის  მიერ. ყოველივე ეს  გულისხმობს  იმას, რომ  ევროკოდების  თარგმნის 

    პარალელურად უნდა ჩამოყალიბდეს და  შეიქმნას  შესაბამისი ქართული  სამშენებლო 

    ტერმინოლოგია. ეჭვგარეშეა, რომ  ევროკოდების  ქართული  თარგმანი  უნდა  იყოს 

     შესრულებული თანამედროვე ქართული ენის ნორმების  შესაბამისად. ევროკოდების ქართული  თარგმანი  უნდა  იყოს  ადვილად  გასაგები  როგორც  დარგის 

     სპეციალისტისათვის, ასევე  ამ   სფეროთი  დაინტერესებული   სხვა  ნებისმიერი 

    პირისათვის.

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    15/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014 

    სივრცითი დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო პოლიტიკის  დეპ რტ მენტი 

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  გვ.15

    3.3 ევროკოდების ეროვნული დანართების შედგენა 

    ევროკოდების ეროვნული პარამეტრების დასადგენად და ეროვნული დანართის 

     შესადგენად გამოყენებულ უნდა იქნეს  შემდეგი  სტრუქტურული  სქემა:

    3.4 ტექნიკური კომიტეტი 

    ევროკოდების  დანერგვის  აუცილებელ  კომპონენტს  წარმოადგენს  ეროვნული 

    პარამეტრების  განსაზღვრა  და  ევროკოდებზე   შესაბამისი  ეროვნული  დანართების 

     შემუშავება, რაც  ტექნიკური  კომიტეტის  პრეროგატივას  წარმოადგენს. ტექნიკური 

    კომიტეტების   შექმნა  უნდა  განხორციელდეს   საქართველოს  მეტროლოგიისა  და 

     სტანდარტიზაციის  ეროვნული   სააგენტოს  დებულების  მიხედვით. კომიტეტის 

     შემადგენლობა და მუშაობის წესი უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ პირობებს:

    •  ტექნიკური  კომიტეტები  დაკომპლექტდება   შესაბამისი  გამოცდილების,

    ცოდნის  და  კვალიფიკაციის  მქონე  როგორც  საჯარო  მოსამსახურეებისაგან,

    ისე კერძო  კომპანიების წარმომადგენლებისაგან.•  თითოეული   სტანდარტის   შესაბამისი  ეროვნული  დანართის   შემუშავება 

    განხორციელდება   ამ სტანდარტის საფუძვლიანად მცდონე პირებისაგან. 

    •  ამა  თუ  იმ  ეროვნული  პარამეტრის  დადგენის  პროცესში  ტექნიკური 

    კომიტეტის  წევრების  მიერ  უნდა  დაისვას  საკითხი  შესაბამისი  სამეცნიერო-

    კვლევითი  სამუშაოს ჩატარების აუცილებლობაზე.

    კომიტეტის  წევრების  რაოდენობა  დამოკიდებულია   სტანდარტში  დასადგენი 

    ეროვნული პარამეტრების  რაოდენობის გათვალისწინებით, თუმცა კომიტეტი უნდა 

     შედგებოდეს  არანაკლებ  5-10 წევრისაგან. კომიტეტის  წევრები  ირჩევენ 

    თავმჯდომარეს  და  მუშაობენ  საქართველოს  მეტროლოგიისა  და  სტანდარტიზაციის 

    ეროვნული  სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

    კომიტეტის მუშაობა უნდა განხორციელდეს ევროკოდების თარგმნის პროცესის 

    პარალელურად. მას   შემდეგ  რაც  ევროკოდების  თარგმნის   სარედაქციო  კოლეგია 

    დაამთავრებს  მუშაობას  ამა  თუ  იმ  ევროკოდის  ნაწილზე, გადასაცემს  ევროკოდების 

    დასრულებულ  ქართულ  თარგმანს  ტექნიკურ  კომიტეტს, რის   საფუძველზე 

    ტექნიკური  კომიტეტი  დაიწყებს  მუშაობას  ეროვნულ  დანართზე. ტექნიკური 

    კომიტეტი  უფლებამოსილია  კორექტივები   შეიტანოს  ევროკოდების  თარგმნის 

     სარედაქციო  კოლეგიის  მიერ  მოწოდებულ  ქართულ  თარგმანში, გამოთქვას 

     შენიშვნა /რეკომენდაცია  ამა  თუ  იმ  ტექნიკურ  ტერმინთან, თარგმანის  ნაწილთან  ან მთლიან ტექსტთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით აცნობოს ევროკოდების 

    თარგმნის   სარედაქციო  კოლეგიას, რის   შემდეგაც  ევროკოდების  თარგმნის 

     სარედაქციო  კოლეგია  ტექნიკურ  კომიტეტთან  ერთად  იმსჯელებს  მოცემულ 

     საკითხზე  და  შესაბამისად  მოხდება  ტექნიკური  ტერმინის, თარგმანის  ნაწილის  ან 

    მთლიანად ტექსტის  შესწორება.

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    16/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014 

    სივრცითი დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო პოლიტიკის  დეპ რტ მენტი 

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  გვ.16

    ტექნიკური  კომიტეტის  წევრების   სავარაუდო  რაოდენობა  და  მუშაობის 

     ხანგრძლივობა მოცემულია 3 ცხრილში.

    ცხრილი 3

    ევროკოდები

     

    სტანდარტების

     

    რაოდენობა 

    კომიტეტის 

    წევრების

     

    საერთო

     

    რაოდენობა 

    მუშაობის 

    ხანგრძლიობა

     

    სავარაუდო)

    EN 1990; EN 1991;

    EN 1997; EN 1992;

    EN 1998.

    24 ≈100 200 ≈11 14 თვე 

    EN 1993; EN 1996;

    EN 1995

    26 ≈120 - 240 ≈13 16 თვე 

    EN 1994; EN 1999. 8 ≈30 - 60≈3 6 თვე 

    თითოეული  სტანდარტის  შესაბამისი ეროვნული პარამეტრების დადგენა უნდა 

    მოხდეს წინასწარ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

    ჯამში  ეროვნული  პარამეტრების  დადგენამ  და  ეროვნული  დანართების 

     შემუშავებამ  არ უნდა გადააჭარბოს 3 წელს.

    ერთი  და  იგივე  პიროვნების  მუშაობა   სხვადასხვა   სტანდარტზე  მომუშავე 

    ტექნიკურ კომიტეტში დასაშვებია მხოლოდ იმ პრინციპის დაცვით, რომ კომიტეტის 

    წევრი  უნდა  იყოს  შესაბამისი  გამოცდილების, ცოდნის  და  კვალიფიკაციის  მქონე 

    პირი.

    კომიტეტის  მუშაობის  დასრულების   შემდეგ  ევროკოდის   შესაბამისი  ნაწილი 

    თავისი  დადგენილი  ეროვნული  პარამეტრებით  და  ეროვნული  დანართით 

    წარედგინება  სივრცითი  დაგეგმარების  და  სამშენებლო  პოლიტიკის  დეპარტამენტს 

     შემდგომი რეაგირებისათვის.

    3.5

    სეისმური

     

    საშიშროების

     

    რუკები

     

     საქართველო   სეისმურად  აქტიურ  ზონაში  მდებარეობს, ამიტომ 

    განსაკუთრებული  ყურადღება  უნდა  დაეთმოს  სეისმური  საშიშროების  ალბათური 

    რუკების  შედგენას, რაც  ცალკე, მაგრამ  პარალელურ  პროცესად  უნდა  წარიმართოს 

    ეროვნული  დანართების   შედგენისას.  საქართველოში  მოქმედი  ტექნიკური 

    რეგლამენტის  - ,, სეისმომედეგი  მშენებლობის“  მიხედვით  სეისმური  საშიშროების 

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    17/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014 

    სივრცითი დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო პოლიტიკის  დეპ რტ მენტი 

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  გვ.17

    რუკა  წარმოადგენს  2%-იან   სეისმური   საშიშროების  (Seismic Hazard) ალბათობის 

    რუკას ( იხილეთ   სურ . 6 ). რაც  საკმაოდ მოძველებულია როგორც მეთოდი, რომლითაც 

    იქნა  დადგენილი  რუკის  შინაარსი, ისე  როგორც  თავად  მიდგომა. ევროკოდი  8 (EN

    1998)  სრულიად  ახლებურად  და  გაცილებით  უკეთესად  აღწერს   სეისმური 

    ზემოქმედებისგან  შენობა-ნაგებობების დაცვის მეთოდებს.

     სეისმური დარაიონების რუკების  შედგენა უნდა მოხდეს  სპეციალიზირებული 

    უწყების  მიერ  და  არა  ტექნიკური  კომიტეტის  მიერ.  სახელმწიფო   შესყიდვის 

    ინსტრუმენტით  სახელმწიფომ  სამეცნიერო-კვლევით  დაწესებულებას  ( მაგ : ილიას  

    სახელობის   უნივერსიტეტი   - სეისმური   მონიტორინგის   ცენტრი , ივ .  ჯავახიშვილის  

    სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტი   - გეოფიზიკის   ინსტიტუტი )

    უნდა  დაუკვეთოს  ახალი  ციფრული  მონაცემთა  ბაზის  მიხედვით  თანამედროვე 

     სეისმური  საშიშროების რამოდენიმე რუკის  შედგენა:

    1. 

    1%-იანი ალბათობის  საშიშროების რუკა;2.  2%-იანი ალბათობის  საშიშროების რუკა;

    3.  5%-იანი ალბათობის  საშიშროების რუკა;

    4. 

    10%-იანი ალბათობის  საშიშროების რუკა;

    ევროკოდების  დანერგვის  პროცესის  პარალელურად  ახალი   სეისმური 

     საშიშროების  რუკების  შედგენა  ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან  ევროკოდი  8 (EN

    1998)-ის   სრულფასოვანი  გამოყენებისათვის   მსგავსი  ტიპის  რუკების  არსებობა 

    აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

     სეისმური   საშიშროების  ალბათური  რუკების   შედგენისას   შეიძლება გამოყენებულ  იქნეს  ევროკავშირის  ქვეყნების  გამოცდილება. კერძოდ   სეისმურად 

    აქტიურ  იმ  ქვეყნებისა,  სადაც  უკვე  არსებობს  მსგავსი  რუკები, მაგ: იტალია,

     საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, კვიპროსი და ა. შ.

  • 8/18/2019 Eurocodes Strategy - FINAL

    18/36

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო  2014 

    სივრცითი დ გეგმ რე ის დ ს მშენე ლო პოლიტიკის  დეპ რტ მენტი 

    ევროკოდების დანერგვის  საშუალოვადიანი  სამოქმედო გეგმა  გვ.18

    3.7 კომიტეტის წევრებისთვის ევროკოდების გაცნობის მიზნით ჩასატარებელი 

    ღონისძიებები 

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  სამინისტროს მიერ და 

    ევროკავშირის  ტექნიკური  დახმარებით  (TAIEX) მოწვეული  ექსპერტის  მისიის 

    ფარგლებში  გაცემულ  იქნა  რეკომენდაციები  ტექნიკური  კომიტეტის  წევრებისათვის 

     სპეციალური  ტრენინგების  ჩატარების  თაობზე. ტრენინგები  ეროვნული  დანართზე 

    მუშაობის  დაწყებამდე  ჩატარდება, რომელთაც  ევროპელი   სპეციალისტები  და 

    ექსპერტები  ჩაატარებენ. აღნიშნულ  ტრენინგზე  კომიტეტის  წევრები  გაეცნობიან 

     სხვადასხვა  ქვეყნის  გამოცდილებას  ეროვნული  დანართების  შემუშავების  შესახებ,

    ეროვნული  დანართების  შემუშავებასთან  დაკავშირებულ  არაერთ  პრობლემასა  თუ 

     საკითხს.

    ტრენინგებს   საფუძვლად  დაედება  როგორც  ევროკავშირის   სხვადასხვა 

    პროგრამები  და  პროექტები, ასევე  საქართველოში  წარმოდგენილი  სხვა  დონორების მიერ დაფინანსებული პროექტები.

    გარდა  ამისა, დაგეგმილია   სემინარის  ვიდეო  ჩანაწერების  მომზადება  და 

     სხვადასხვა  საგანმანათლებლო  დაწესებულებებში  სპეციალური  ჩვენებების  მოწყობა 

    ევრ